Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი 11th, 2011

1945 წლის 14 აგვისტოს “ბიჭუნასა” და “სქელუნას” მიერ თავზარდაცემულმა სამურაებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა საზეიმოდ ამცნო ქვეყანას და ამერიკაში გამარჯვებულთა ტრიუმფი დაიწყო. ქუჩები, მოედნები, რკინიგზის სადგურები, პარკები ეგზალტირებული მოსახლეობით გაივსო. გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებს ყველა თავისებურად გამოხატავდა და, დარწმუნებული ვარ, თითო კუთხეში ერთი ფოტოგრაფი მაინც რომ ყოფილიყო ჩასაფრებული, XX საუკუნის ფოტომატიანე გაცილებით მეტი უნიკალური და დასამახსოვრებელი კადრით გამდიდრდებოდა.

ფოტოგრაფ ალფრედ აიზენშტადტს კი იმ დღეს ძალიან გაუმართლა – ნიუ–იორკის ტაიმს–სკვერზე ვნებიანი ტანგოს პოზაში გაქვავებული წყვილის წყალობით ფოტოხელოვნების ისტორიაში მოხვდა.

გასაკვირი არ არის, რომ  აიზენშტადტს იმ აურზაურში სცენის მონაწილეთა ვინაობის დადგენა აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ ახალგაზრდა მეზღვაურისა და წაბლისფერთმიანი მედდის თავდავიწყებული კოცნა 27 აგვისტოს უკვე სახელგანთქმულ ჟურნალ “Life”-ის ფურცლებზე მოხვდა და “victory celebrations” თემაზე გადაღებული სხვა სურათებისგან განსხვავებით, მთელს გვერდზე დაიბეჭდა. დროთა განმავლობაში ფოტომ ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ ზოგიერთ ადამიანს მასზე აღბეჭდილ პიროვნებებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირების სურვილი აღეძრა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: