ფრანსუაზა საგანის რომანის სათაურად გამოტანილი კითხვა ბევრისთვის, ალბათ, არაფრისმთქმელია, ბევრისთვის – რიტორიკული. ზოგს, შესაძლოა, ირონიულად გაეღიმოს, ზოგიერთი კი პასუხზე არც დაფიქრდება. იმიტომ, რომ კლასიკური მუსიკის სიყვარული მოდურია. უბრალოდ მოდური კი არა, ჰაერივით აუცილებელი ფაქტორია თანამედროვე, დახვეწილი და რაფინირებული ინტელექტუალის იმიჯისთვის.
გუშინ “ტაბულას” ძველ ნომრებს ვათვალიერებდი და დათო კოვზირიძის ერთ სტატიას გადავაწყდი. პლასიდო დომინგოს ბათუმურ კონცერტზე წერდა. ” სტანდარტულ კითხვაზე – როგორ ხარ? – 25 ნოემბრის საღამოს რამდენიმე არასტანდარტული პასუხი მივიღე – ბედნიერი ვარ. ჩემ გვერდით მჯდომმა ხანშიშესულმა კაცმა კონცერტის განმავლობაში რამდენჯერმე წაიქვითინა. ბედნიერებისგან.” – აი, ამ აბზაცმა მომხიბლა.
იმ კონცერტზე მარტივი მიზეზის გამო არ ვყოფილვარ – ხუთშაბათი საჯარო სამსახურში სამუშაო დღეა და, ალბათ, დათოს რესპოდენტების გულწრფელობაში დაეჭვების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ ახლავე შემიძლია ჩემი ათიოდე ნაცნობის ჩამოთვლა, 25 ნოემბერს იქ მოსახვედრად ცა და ქვეყანა რომ შეაწრიალეს, ბილეთები ვაივაგლახით იშოვნეს, სამსახური გააცდინეს (ჩემგან განსხვავებით) და მათთვის რომ ეკითხა ვინმეს, ზუსტად იგივეს უპასუხებდნენ. არადა, როგორც ერთი ჩემი ენამწარე მეგობარი ამბობს, ორმოცი წელია, რუსთაველზე ცხოვრობენ და ოპერაში ერთხელ არ შეუხედავთ.
სენიორ დომინგოს ბათუმელ მსმენელთა უმრავლესობამ ძალიან ზუსტად იცის, რომ კლასიკური მუსიკის სიყვარული განსწავლულობის ნიშანია, ოპერა – თეატრის ყველაზე დახვეწილი სახესხვაობა და ელიტურ კონცერტზე დასწრება – უბრალოდ აუცილებელი. სხვა რომ არაფერი, მეგობრებთან ერთად ჭიქა ყავის და სიგარეტის თანხლებით ბათუმურ ვოიაჟზე საუბარს რა შეედრება… ჩემთვის კი ყველა ასეთი მელომანი ისეთივე სასაცილოა, როგორც ერთი ქართული ტელეარხის ჟურნალისტი გოგონა, პაატა ბურჭულაძის თბილისურ გასტროლებზე მომზადებულ ორწუთიან სიუჟეტში ხუთჯერ რომ გაიმეორა, თბილისს თანამედროვეობის უდიდესი სოპრანო ეწვიაო.
მე კი მადამ ფრანსუაზას კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს.
ბრამსის უნგრული ცეკვები მიყვარს. რაც მთავარია, ისიც ვიცი, რატომ – ლამაზია და მსუბუქი.
უნგრულ ხალხურ მოტივებზე შექმნილი ოცდაერთი ცეკვიდან ჩემი ფავორიტი პირველი და მეხუთეა. პირველს დიდი ხნის წინ, რუსული საფორტეპიანო სკოლის ვარსკვლავის – ევგენი კისინის შესრულებით მოვუსმინე. მეხუთის ყველაზე პოპულარული ჩანაწერი დირიჟორს და მევიოლინეს მაქსიმ ვენგეროვს ეკუთვნის. კინომანებს კი ჩარლი ჩაპლინის შედევრალური “დიდი დიქტატორის” ერთ სცენას შევახსენებ.
და თქვენ გიყვართ ბრამსი?
მშვენიერი პოსტია! ორიოდე თვის წინ დავწერე, რომ მიუხედავად იმის, რომ ვაღიარებ – “მონალიზა” შედევრია, მე ეს ნმუშევარი არ მხიბლავს და არ მომწონს. გავაკრიტიკე ის მილიონობით ადამიანი, რომელიც ლუვრში მხოლოდ იმის გამო მიდის, რომ იქ “შედევრი” იხილოს. სამაგიეროდ მეც გამაკრიტიკეს და ჩემი პროფესიონალიზმიც კითხვის ნისნის ქვეშ დააყენებს. იდეა კი ძალიან მარტივია 0 ადამიანებმა უნდა ისწავლონ და ყველაფერს მიუკერძოებელი თვალით/ყურით შეხედონ/მოუსმინონ და საკუთარი აზრი შეიქმნან, თუმცა ეს უმრავლესობას ეზარება ანდა, უბრალოდ, არ შეუძლია. მე მომწონს ბრამსი, იმიტომ რომ თავის დროზე ბევრი ვიწვალე რომ მისი სწორად დაკვრა შემძლებოდა და მესმის ეს ოდნავ მელანქოლიური და ოდნავ რომანტიული მუსიკა :)
LikeLike
პ.ს. ჩემი საყვარელი ბრამსი – http://www.youtube.com/watch?v=Ju7jb1rkyK0 :)
LikeLike
მესამე სიმფონია :ლაიქ:
LikeLike
მადლობა :)
ამას წინათ მეც მომხვდა, რემბრანდტზე რომ წერ, ფიროსმანი არ დაგავიწყდესო… არადა, არ მომწონს. აი, მომკალით და არ მომწონს. კაკაბაძის შავ-თეთრი გრაფიკა და აბსტრაქციები მირჩევნია. ვარაზის ვიოლინოც.
ექსპერტების ნათქვამის გამეორება იოლია, მაგრამ მე საკუთარ იმპრესიებზე ვწერ. მერე რა, თუ ზოგადად მიღებულ კლიშეს არ ემთხვევა.
ერთი ის კრიტიკოსი მანახა, შენს პროფესიონალიზმში ეჭვი რომ შეიტანა… გემრიელად ვიცინებდი :)
LikeLike
მოლი, შენი წყალობით დღეს ბრამსს მოვუსმინე და ჩინებულ გუნებაზე ვარ :) მადლობა :)
P.S. ვერაფრით ვერ გამიგია, ხელოვნების ნიმუშის აღქმა ავტორიტეტების აზრს და გემოვნებას რატომ უნდა ეყრდნობოდეს… ეს ხომ ზუსტად ის სფეროა, სადაც აქსიომა და დოგმა არ არსებობს და შეუძლებელია, არსებობდეს…
LikeLike
მართალი ხარ, მერი :) ცამდე მართალი :)
ავტორიტეტების აზრის ბრმად გამეორება კოლექტიურ გემოვნებას ნიშნავს და კოლექტიური გემოვნება მეტი არაფერია, თუ არა უგემოვნობის სხვა, უფრო დახვეწილი სახელი.
LikeLike
და, საერთოდ, ნეტავ გამაგებინა, ამდენი გულაჩუყებული ესთეტის ასე სწრაფი და უკვალო დემატერიალიზაცია როგორ ან რატომ ხდება ხოლმე რეალურ სამყაროში :)
LikeLike
კაკაბაძე ჩემთვის ქართულ ხელოვნებაში საუკეთესოა :) :) და მესმის შენი. მთავარი ის არ არის, სამეცნიერო ტერმინებით სხვისი აზრები გაიმეორო :) არც ერთი კარგი ხელოვნებათმცოდნე არ მეტყველებს მხოლოდ მისთვის და ვიწრო წრისთვის გასაგები ფორმით. მთავარი ყოველთვის იყო და იქნება იმპულსი, რომელსაც ხელოვნების ნიმუში აღძრავს ადამიანში. ამის გაგება რატომღაც უჭირთ და მხოლოდ იმისთვის, რომ სხვაზე ნაკლებად ჭკვიანი არ გამოჩნდნენ თუთიყუშის პოზაში დგებიან. რა ვქნა, მე ამას ვერ ვეგუები :)
LikeLike
მე ხელოვნებათმცოდნე არ ვარ და ჩემთვის ზუსტად ეს იმპულსია მთავარი. ხელოვნება მათემატიკა ხომ არ არის, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულ ფორმულაში მოაქციო. ჩემი პირადი ავტორიტეტების მოსმენა ძალიან მიყვარს, საზოგადოდ გავრცელებული აზრების ბრმად გამეორება – არანაირად…
LikeLike
ვფიქრობ, დოგმებს და ავტორიტეტებს ისინი იშველიებენ, ვისაც საკუთარი აზრი ან საერთოდ არ გააჩნია, ან ჩამოყალიბება უჭირს… პირადად ჩემთვის ახვლედიანის ფერწერაა გენიალური და სუნთქვის შეკვრამდე შთამბეჭდავი…
LikeLike
გეთანხმები :) საკუთარი აზრის ქონა ყველას სურს, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა ახერხებს მართლა იქონიოს ასეთი აზრი :)
LikeLike
მე არ მიყვარს.
არც კლასიკური მუსიკა და (მაინცადამაინც) არც ფრანსუაზა.
თუმცა, ფრანსუაზა ბევრად მირჩევნია.
LikeLike
მე თეატრი არ მიყვარს. კინო მირჩევნია.
და არასოდეს წავალ პრემიერაზე მხოლოდ იმისთვის, რომ მოდურია და მთელი ბომონდი მანდ იქნება.
და ბომონდის ხათრით ბევრი დადის. თეატრშიც, ოპერაშიც, კინოშიც და ცირკი რომ ელიტური იყოს, ცირკშიც ივლიან.
LikeLike
ისე, ბერნარდ შოუს უთქვამს: კვერცხი არასდროს დამიდია, მაგრამ საღსა და ლაყეს ვარჩევ ერთმანეთისგანო.
სულ არაა საჭირო იყო რამის “მცოდნე”.
ან დაგბურძგლავს ან არა. :) ეგაა და ეგ.
LikeLike
კი, დაახლოებით ასეა.
ჩემი მუსიკალური განათლება მხოლოდ შვიდწლედით შემოიფარგლება. ექსპერტად ვერ ჩავითვლები, აი. მსმენელად კი ბატონო…
LikeLike
მოგესალმებით
საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე ვფიქრობ, თქვენი პოსტების და შთამბეჭდავი დისკუსიის მკითხველი ვიქნები.
დიდი მადლობა.
LikeLike
welcome და მადლობა ასეთი შეფასებისთვის :)
შემოიხედეთ, საინტერესო სტუმარი ყოველთვის გაგვახარებს :)
LikeLike
http://www.classicalarchives.com/download_music.html?navID=2
ასეთ საინტერესო არქივს წავაწყდი თქვენი პოსტის წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობ გამოგადგებათ.
LikeLike
ფასიანი რესურსია. დანქე :) თუ დამჭირდა, აუცილებლად გამოვიყენებ.
LikeLike
ხო ფასიანია, მართალია და მხოლოდ მოსმენა შეიძლება :) პრინციპში თუ რაიმეს გადმოვწერ მერე ვაღარც ვაგნებ :)
LikeLike
ინ ემერჯენსი ქეისის გამოგვადგება :)
LikeLike
კლასიკური მუსიკა არ მიყვარს, მაგრამ კარგად დაწერილი პოსტის კითხვა სასიამოვნოა :)
LikeLike
რა საყვარელი ავატარი გაქვს, მატილდა :)
პუჰი ჩემი ბავშვობის სიყვარულია :) აი, მაგ მულტფილმში პუჰს ლეონოვი ახმოვანებს და დისნეის ვერსიას ათასჯერ ჯობია.
და მადლობა :)
LikeLike
კი, კი, დისნეის ვერსიას ჯობია ეგ და რა კაია რომ კიდე ვიღაცა ფიქრობს ასე…
LikeLike
და ვაფშეტა, რუსული მულტფილმები ძალიანაც მომწონს (ბარემ პოსტის თემას შევეხმიანე რაღაცნაირად) :-)
LikeLike
რუსული მულტიპლიკაცია ჩემი ბავშვობის სიყვარულია :)
LikeLike
დიახაც, ლორდს :-P
LikeLike
მართალია… თუმცა, დისნეისა ნამდვილი პუჰია. :)
ანუ, როგორიც იყო სინამდვილეში. და არის. :)
LikeLike
კი. დისნეის პუჰი მილნის წიგნს ზედმიწევნით მიყვება. რუსული ანიმაცია ცოტას უხვევს – მაგრამ რუსული მირჩევნია.
და რუსული პუჰი ლეონოვს ჰგავს – თუ მეჩვენება?
LikeLike
მგონი ლეონოვიდან დახატეს ვაბშემც :)
არა, სიუჟეტს არ ვგულისხმობ. თვითონ ამერიკულ ვარიანტში ყველა ისეთია – ტიპაჟი, როგორც სინამდვილეში. და ყველა სხვა გამოცემაში ყველა სხვა ენაზე ეგრეა. ერტადერთი რუსებმა დაიკიდეს ყველაფერი და თავისით დახატეს. :)
სხვათა შორის პუჰი კლასიკურ ლათინურზეცაა თარგმნილი და გამოცემული. :)
LikeLike
რუსებს ქრისტოფერ რობინი ჰყავთ? და ის სცენა აქვთ, რომ იზრდება და მიდის და პუჰი ლექსს რომ უწერს?
რუსებმა კარლსონიც დაიკიდეს და თავისი დახატეს და ბევრად სიმპატიური გამოუვიდათ. პუჰთანაც ასეა.
შენი ძველი პოსტი მახსოვს, პუჰის გაგრძელებაზე რომ წერდი :)
LikeLike
ეგ კი არა საწყალი ზახოდერი რამდენიმე წელი წვალობდა რომ დაებეჭდათ – იდეოლოგიურად მავნებლური ნაწარმოებია ეუბნებოდნენ. მერე ცენზურამ დაუჩეხა.
კი 2 პოსტი მაქვს პუჰზე – ორიგინალზე და გაგრძელებაზე. :) ვიცი, აქ სულ ლინდგრენისტები ხართ, მაგრამ პუჰი მთელ ლინდგრენს ერთად აღებულს მირჩევნია…
ნანახიც მყავს :) ნიუ იორქში მუზეუმშია გამოფენილი რობინის სათამაშოები.
LikeLike
აჰ! ლინდგრენის გამო მთელ სამყაროს დავუპირისპირდები :)
LikeLike
ზახოდერის ვრედნიე სოვეტი-ზე ვგიჟდებოდი ერთ დროს.
პუჰი მეც მიყვარს, თან ძალიან, წიგნიც და რუსული მულტფილმიც, მაგრამ ლინდგრენზე უკეთესი…. კარლსონს ჯობია?
ნუ ჰო, ორივე ფილოსოფიაა, პუჰიც და კარლსონიც, მაგრამ პუჰი როგორ არის კარლსონზე უკეთესი…
LikeLike
ნუ კარლსონი ერთი პროპელერგათხრილი გაუგებარი წარმოშობის სუბიექტია :)
პუჰი კაი ტიპია.
LikeLike
კარლსონია გაურკვეველი წარმოშობის სუბიექტი? ჰმ… საწყალო ასტრიდ, ეს რას მოესწარი… უფრო სწორად, კიდევ კარგი, რომ ვერ მოესწარი…
LikeLike
კარლსონი კონგენიალურია. “ფული მიგაქვს, დარიცინი კი გენანება, ესაა ფუნთუშები?” :)
LikeLike
ნუ მაშინ კარლსონში მეორე ციტატია, რომელიც ჩემი ბლოგის ეპიგრაფადაც კი გამოდგება.
ფრეკენ ბოკი რომ ტელევიზიაში უნდა აჩვენონ და ახალ ტანსაცმელს რომ იცვამს – ლანჩებიც კი ახალი მაქვსო ამბობს. კი მაგრამ ეგ ხომ მაინც არ გამოჩნდებაო. მერე რა – მე ხომ ვიცი, რა ამცვიაო :)
LikeLike
“ნეტა მართლა არ ვარსებობდე, მაშინ ჩემზე უკეთესი გამოგონება ქვეყანაზე არ იქნებოდაო”.
LikeLike
ლიბიკამ თუ შემოიხედა, ისიც ჩვენ აგვიბამს მხარს. ოღონდ, ლიბიკა პეპისტია…
LikeLike
პეპის ფუსუსუნა – უმაგრესია :)
LikeLike
არ გეჩვენება – ზედგამოჭრილი ლეონოვია :)
LikeLike
ბავშვობიდან ასე ვფიქრობდი :) გამოხოხებული ლეონოვია :)
LikeLike
ისე, ყველაზე მაგარი საბავშვო წიგნი ინგლისური ვარდებია.
LikeLike
მადონას წიგნი?
LikeLike
+1 :)
LikeLike
და ისა კიდევ… მისტერ პიბოდის ვაშლები :)
LikeLike
რომელი ჯობია?
LikeLike
არ წამიკითხავს…
ისე გაწყდა საბავშვო ლიტერატურა, მადონას წიგნები ვიკითხო…
LikeLike
რა იცი რაა… :)
დარწმუნებული ვარ კარგი იქნება. ნიჭიერი ქალია ზოგადად და არც მანდ ჩაფლავდებოდა.
LikeLike
ზოგადად ნიჭიერი ქალია, კი. ოღონდ, აი, მულტი-ნიჭიერების – პელეს და კარლ ვოიტილას ნამღერის, მადონას წიგნების და ასე შემდეგ, მაინცდამაინც არ მჯერა… პრი სლუჩაე, წავიკითხავ აუცილებლად.
LikeLike
კლასიკური როკის მსმენელი ვარ :) მაგრამ ბრამსი ჩაპლინთან ერთად ძალიან მომეწონა :)
LikeLike
ყველა მუსიკაში არის ბახი – ბროდსკის ცნობილი ფრაზააა.
კლასიკური როკი და კლასიკური მუსიკა მშვენივრად თავსებადია. მე, პირადად, არ მიჭირს…
LikeLike
მმმმმმმმ მე ფრანსუაზა საგანის ,,გიყვართ ბრამსი” მიყვარს, მიყვარს და მიყვარს.
თავად ბრამსი მიყვარს თუ არა არ ვიცი. კარგად არ ვიცნობ მის შემოქმედებას. ისე მე უფრო შოპენი მიყვარს:)
,,როგორც ერთი ჩემი ენამწარე მეგობარი ამბობს, ორმოცი წელია, რუსთაველზე ცხოვრობენ და ოპერაში ერთხელ არ შეუხედავთ” ეს მომეწონა, სახალისოა:)
LikeLike
“რევოლუციური ეტიუდი” საუკეთესო შოპენი მგონია მე :)
რამდენიც გინდა, იმდენია ასეთი მელომანი.
ერთი გააჩერეს ოპერის წინ ჟურნალისტებმა და ჰკითხეს – ევგენი მიქელაძეზე რას იტყვითო. მეო, შვილებოო (ხანშიშესული კაცი იყო), თქვენხელა რომ ვიყავი, ცხონებული ევგენის ყველა წიგნი მქონდა წაკითხული და ზეპირად ვიცოდიო…
LikeLike
მე კი საგანის “მზის ნამცვრევი ცივ წყალში” მიყვარს… მტკივნეულად კარგია…
LikeLike
,,ცხონებული ევგენის ყველა წიგნი მქონდა წაკითხული და ზეპირად ვიცოდიო…” მეცინება – ბუნებრივი რეაქციაა:) მაგრამ სასაცილო არ არის ნამდვილად.
ჰოო ,,მზის ნამცვრევი ცივ წყალში” მეც მიყვარს და უფრო მეტად ,,სალამი, სევდავ!” და საერთოდ ეს ქალი ჩემი საყვარელი მწერალია:)
http://salomeaa.wordpress.com/2010/08/01/ფრანსუაზა-საგანი-და-საგა/
LikeLike
Bonjour Tristesse :) ძალიან კარგი წიგნია მართლაც :) როგორც მახსოვს, მაშინდელი საფრანგეთისთვის ცოტა სკანდალურიც კი იყო…
LikeLike
საერთოდ საგანი იყო ძალიან სკანდალური და ექსტრაორდინალური:) პარიზს შოკში აგდებდა თუმცა ბედნიერი მაინც არ იყო ბოჰემური ცხოვრებით
LikeLike
ბოჰემური ცხოვრებით ბოლომდე ბედნიერი არავინ არის… დოჩანაშვილის სახინკლის არ იყოს, კულმინაციას რომ მიაღწევ, მერე ხვდები, რომ სისულელეა ეს ყველაფერი.
LikeLike
არანაირად არ ჯობია დისნეის ვერსიას. :)
აი, ფილმია ეგეთი “ჩერჩილი”. კომედიაა. საბჭოთა პუჰი ეგ პონტია. :)
LikeLike
“ჩერჩილი” არ ვიცი ნამდვილად…
ჯობია თუ არა დისნეის ვერსიას, შევთანხმდეთ, რომ საკამათო საკითხია. მე რუსული მირჩევნია, უფრო ცოცხალია და უფრო მულტიპლიკაციური, რაც მულტფილმისთვის აუცილებელ პირობად მიმაჩნია. პუჰიც უფრო საყვარელი ტიპაჟია…
LikeLike
2WW ფილმს იღებენ და პროდუსერი ფიქრობს, რომ რეალური ჩერჩილი ძაან არაკინოგენური ტიპია – ტროსტით დადის, ეწევა, მსუქანია… ჰოდა ფილმში ახალგაზრდა კრასავჩიკა დაკუნთული ტიპს გამოუყვანენ, რომელიც ნაცისტებს ხოცავს ჯეიმს ბობდის სტილში. :)
ჰოდა დისნეის პუჰი ისეთია, როგორიც ნამდვილი პუჰი იყო. მილნმა რეალურად არსებული სათამაშოები გააცოცხლა წიგნში. სხვანაირს უბრალოდ ვერ დახატავდნენ. ბოლო-ბოლო მუზეუმშია ეგენი და ყველამ იცის როგორ გამოიყურება. :) სხვანაერო დომ დაეხატათ დისნეის ბოიკოტი ან რამე უარესი არ აცდებოდა :) პიკეტი ან მიტინგი. :)
LikeLike
აჰა, დავმარცხდი დისკუსიაში და ეგაა :-D კაია რომ დისნეიმ გაითვალისწინა და ისეთი პერსონაჟები შექმნა, როგორებიც სინამდვილეში არიან. და მიუხედავად ამისა, მე მაინც რუსული მომწონს, ყველას სხვადასხვაგვარი წარმოსახვა აქვს და ჩემთან ეს უფრო ახლოსაა, თან ვიზუალურადაც უფრო მომწონს… რა ვქნა ახლა ცოტა სხვაგვარად თუ წარმომიდგენია პერსონეჟები, დავაშავე რამე თუ?! :-D
ხო, “ჩერჩილზე” ინფორმაციისთვის მადლობა :-)
LikeLike
ისე, მეც საბჭოთა პუჰი უფრო მევასებ(ოდ)ა :):)
მაგრამ, როგორც ქართული ბლოგოსფეროს პუჰოლოგი, დისნეის მხარეს ვარ. ;)
LikeLike
ეს რა საინტერესო დისკუსია გამომიტოვებია :( აფსუს, სად არ ვიყავი…
“ჩერჩილის” სცენარისტებს და რეჟისორს დიდი შეცდომა მოსვლიათ – ტიპაჟი შეუცვლიათ. თან რადიკალურად. გასაკვირი არ არის, რომ ფილმი უხეირო გამოვიდა.
რაც შეეხება პუჰს – მილნიც წაკითხული მაქვს (სამ ენაზე), დისნეის ვერსიაც ნანახი მაქვს და რუსული მულტ-სერიებიც. შესაძლებელია, ამერიკული ვარიანტი უფრო აუთენტური იყოს, (შესაძლებელია რა – რაკი ლორდი ამბობს, ასეც იქნება), მაგრამ, ვფიქრობ, რუსი ვინი ზოგადად პუჰისტური ფილოსოფიის მატარებელია და ამიტომ ძალიან მომწონს.
შედარებისთვის – არ ვიცი, როგორ არის გადაწყვეტილი აუთენტურობის საკითხი “მაუგლისთან”, მაგრამ დისნეის ვარიანტი მანჭვა-გრეხა უფროა, რუსული – სერიოზული ანიმაცია. ჰოდა, რუსული ათასგზის მირჩევნია.
LikeLike
აუ, პასუხებს რაღაც უცნაურად მიტოვებს :-( მოწინააღმდეგე ბანაკში ვარ-თქო ლორდს ვწერდი, შენ კი გეთანხმები სრულად კიარა უფრო მეტად :-)
LikeLike
აჰა :) ვორდპრესი ჭირვეულობს :) მივხვდი, რასაც ამბობდი :) ამ დისკუსიაში ერთად ვართ :)
LikeLike
მაშინ ლორდს კიდე გამოვუყოფ ენას რა, დღეს კაი ხასიათზე ვარ :-)
LikeLike
ხოდა, მე მოწინააღმდეგე ბანაკში ვარ ;-)
LikeLike
ვერ ვიტან სნობებს :)
LikeLike
ესენი სნობები არ არიან :) ამათ სნობობა უნდათ, მაგრამ არ გამოსდით :)
LikeLike
პოსტის დასასრულს რომ ვუახლოვდებოდი, ვფიქრობდი დიქტატორის იმ მონაკვეთს თუ ახსენებს.,და , რათქმაუნდა, არ შევმცდარვარ :)) იუ არ ზი ბესტ <3
LikeLike
მაგას როგორ გამოვტოვებდი, ჯესი :)
სენქს ე ლოთ :)
LikeLike