რემბრანდტ ვან რეინს ყველა იცნობს…
ნებისმიერ ადამიანს სმენია მისი სახელი…
თითქმის ყველა, ვისაც დიდი ჰოლანდიელის შესახებ შეეკითხებით, პირველ რიგში “ღამის გუშაგს” გაიხსენებს, ბევრმა, შესაძლოა, “უძღები შვილის” დაბრუნება ახსენოს, მხატვრობაში უფრო გათვითცნობიერებულნი “ექიმ ტულპის ანატომიის გაკვეთილის” და “დანაეს” შესახებ ალაპარაკდებიან… ისაუბრებენ რემბრანდტის განუმეორებელ ფერთა პალიტრაზე, უამრავ ავტოპორტრეტზე, სასკიაზე, რომელსაც რემბრანდტი გულისამაჩუყებელი სიყვარულით და სისათუთით ხატავდა…
ოღონდ ძალიან ცოტას სმენია ჰოლანდიელი ფერმწერის გრაფიკული შედევრების შესახებ… თითქმის არავინ იცის, რომ მაშინ, როდესაც სასკიას დაკარგვით გამოწვეული მწუხარება გაუნელდა, როდესაც პატარა ტიტუსის ძიძის – ჰენდრიკე სტოფელსის სახით ახალი სიყვარული ეწვია და ამ გრძნობით შთაგონებული გატაცებით წერდა ვნებით გაჟღენთილ და ულამაზესი ფერებით გაჯერებულ “ვირსავიას”, პარალელურად წარმოუდგენელი სილამაზის შუქ–ჩრდილებით აღსავსე ოფორტებს ქმნიდა.
“ქრისტე ბრბოს წინაშე” სწორედ ერთ–ერთი მათგანია და, ჩემი მოკრძალებული აზრით, რემბრანდტის გრაფიკული მემკვიდრეობის სიის სათავეში თუ არ დგას, პირველ სამეულში მაინც აუცილებლად ხვდება.
საინტერესო ის არის, რომ გარდა უდავო მხატვრული ღირებულებისა, ამ ოფორტს პატარა ისტორია აქვს, რომელმაც თავის დროზე ძალიან მომხიბლა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ რემბრანდტ ვან რეინი არა მარტო ფერების დიდოსტატი, მოაზროვნე ხელოვანი და კომპოზიციის უბადლო მცოდნეც გახლდათ.
ოფორტის პირველ ვარიანტზე, რომელზეც პილატეს ხალხის წინაშე გამოჰყავს ქრისტე და ბარაბა, კომპოზიცია დატვირთულია მაყურებლებით… ეს სწორედ ის ხალხია, რომელმაც ყველასათვის ცნობილი არჩევანი უნდა გააკეთოს…
ორი წლის შემდეგ რემბრანდტი ისევ დაუბრუნდა უკვე დამთავრებულ ქმნილებას და მასში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა – წინა ხედს ხალხი მოაშორა. ეს იყო გენიალური კომპოზიციური სვლა, რომლის წყალობით მთლიანად წაიშალა ბარიერი ცენტრალურ ფიგურებსა და მნახველს შორის – უყურებ ოფორტს და თავს სწორედ იმ საბედისწერო სამსჯავროს მონაწილედ გრძნობ, რომელმაც კაცობრიობას მარადიული ტვირთი აჰკიდა ზურგზე… უყურებ და ასე გგონია, რომ ბრბოს ყიჟინს შენი ხმაც უერთდება და შეძახილი “ბარაბა!” იმ დანაშაულის მონაწილედ გაქცევს, რომლის მონანიებას, უკვე ორი ათასი წელია, ცდილობს ადამის მოდგმა…
ყველამ იცის, ვინ არის რემბრანდტი…
ძალიან ბევრი მის გვარსაც გეტყვით – ვან რეინი…
ბევრისთვის არც მისი სრული სახელია უცნობი – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი…
და ძალიან ცოტას უნახავს მისი ოფორტები, რომლებიც ისეთივე შავ–თეთრი და დიდებულია, როგორც თვითონ მხატვრის ცხოვრების გზა, რომელზეც გასაოცარი კანონზომიერებით მონაცვლეობდა ტრიუმფი და მარცხი, სიმდიდრე და სიღარიბე, ბედნიერება და უბედურება…
რემბრანტზე პირველ რიგში მის მუხლებზე ჩამომჯდარი სასკია გამახსენდა. :)
ზოგადად მიყვარს გრაფიკული ნამუშევრები და რემბრანტის ოფორტებიც მომწონს. აი, ეს კონკრეტული ნამუშევარი კი არ ვიცოდი და მადლობა რომ მასზე დაწერე – როგორც ყოველთვის საინტერესოდ.
LikeLike
მადლობა :) მართლა დახვეწილად ლამაზი ოფორტია და ისტორიაც საინტერესო აქვს :)
LikeLike
რემბრანდტის გამო ავირჩიე პროფესია….
მადლობა, ძალიან ჯკარგი პოსტისთვის :)
LikeLike
პირიქით :) შენ მადლობა :)
LikeLike
ძალიან ვისიამოვნე პოსტით, დიდი მადლობა :)
LikeLike
ველქამ :)
LikeLike
ვიცოდიი ვიცოდიიი :))
საერთოდ, ვგიჟდები რემბრანტზე :)
LikeLike
ბევრმა არ იცის ეს ისტორია და ოფორტებიც მაინცდამაინც ცნობილი არ არის…
LikeLike
რემბრანტი??? პირველად მესმის… :) ;)
P.S. ყველა კარგია რემბრანტი, ნარა…
არ დავივიწყოთ მოდი – ნიკალა!
LikeLike
და თუ ფიროსმანის ნახატები არ მომწონს? უბრალოდ არ მომწონს. ნაივური მხატვრობა არ მხიბლავს. მაშინ?
თუ, რაკი ქართველია, ვალდებული ვარ, მომწონდეს?
LikeLike
არა, სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმები… “ნიავური მხატვრობა” ძალიან მკაცრად და ზერელედ არის ნათქვამი მის შემოქმედებაზე… მის შემოქმედებაში დიდი სევდა იმალება და ქართული მეამბოხე სული…
P.S ფიროსმანი ჰოლანდიაში რო დაბადებულიყო რემბრანტს “ჩახდიდა”!!! მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის… ;)
LikeLike
პრიმიტივისტები არც მე მხიბლავს, მათ შორის – არც ფიროსმანი. არა მგონია, ამით ჩემს ქართველობას რაიმე აკლდებოდეს.
LikeLike
გაიხარე, მერი :) გემოვნება ღრმად ინდივიდუალური მგონია მე და მომწონს-არ მომწონს – ეროვნული, კუთხური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისგან დამოუკიდებლად არსებული კატეგორია…
LikeLike
ეს ყველაფერი ცალკე დისკუსიის თემაა. ნებისმიერ მხატვარზე შეიძლება დავა და კამათი, ეს ბუნებრივია, ხელოვნება მათემატიკა არ არის, ფორმულით განსაზღვრო.
მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ სავალდებულო წიგნებს, ფილმებს და მხატვრებს არ ვაღიარებ. “სავალდებულობა” მიშლის ხელს. მირჩევნია, ჩემით ავარჩიო.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ აჯობებდა ფიროსმანი რემბრანდტს. ჰოლანდიელობა, თავის დროზე, რემბრანდტს ვერ დაეხმარა და ნიკალას რაში გამოადგებოდა?
ნიკალას გამხსენებელი და მაქებარი უჩემოდაც არ დაელევა. მე, უბრალოდ, იმას და იმაზე ვწერ, რაც მომწონს.
LikeLike
მე პატივს ვცემ თქვენს ” ღრმად ინდივიდუალურ” გემოვნებას… ასევე მოგიწოდებთ, რომ პატივი სცეთ “პრიმიტივისტი ფიროსმანის” მოყვარულ ადამიანთა გემოვნებას…
P.S არჩევანში არავინ არ გიშლის ხელს, “სავალდებულობა” ჩემთვისაც მიუღებელია… რემბრანტს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა გამხდარიყო საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი, ხოლო ნიკალას “უბედურ საქართველოში” საღებავის საყიდელი ფული არ ჰქონდა…
LikeLike
ერთი, რომ არ მესმის ინდივიდუალური გემოვნების ბრჭყალებში ჩასმის აზრი. გემოვნება ყოველთვის ინდივიდუალურია, კოლექტიური გემოვნება, უბრალოდ, არ არსებობს.
მეორე – მე ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას ვცემ პატივს და ამისთვის მოწოდება არ მჭირდება. ასევე არ მჭირდება მითითება იმაზე, ვინ უნდა დავივიწყო და ვინ – არა. მითუმეტეს, ჩემს საკუთარ ბლოგზე.
მესამე – ჩემს ბლოგზე და პოსტის კომენტარებში მხოლოდ მეგობარი ბლოგების პოსტების ლინკები იდება. ამიტომ, თქვენი ლინკიანი კომენტარი წაიშლება.
ამით კამათი თემაზე აქ, ამ ბლოგზე, დასრულებულია.
LikeLike
რემბრანდტის ბიოგრაფიას თუ გადაიკითხავთ, ნახავთ, რომ “ყველა შესაძლებლობა” მეტისმეტად ხმამაღლაა ნათქვამი, პრიმიტივიზმი კი მხატვრობის სტილია და არა – დამამცირებელი შეფასება, როგორც ეს თქვენ აღიქვით.
LikeLike
მადლობთ რომ განმათვვიცნობიერეთ, თურმე არ მცოდნია პრივიტივიზმი – მხატვრობის სტილი რომ ყოფილა… :) ;) ისე აღვიქვი, როგორც იგულისხმეთ და არა ისე როგორც გეწერათ…
LikeLike
ბლოგოსფეროში აქამდე მხოლოდ მკითხველის როლით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ ამჯერად ჩვევას ვუღალატებ და ვიტყვი – მოლიმ იმის შესახებ დაწერა, რაც მასთან ახლოსაა, რაც უყვარს და აღაფრთოვანებს, შესაბამისად, იგივეს გაკეთება ფიროსმანის თაყვანისმცემლებსაც შეუძლიათ და მათ შორის – ბატონ Jazzmena-ს, რომლის საპროტესტო-პატრიოტული გამოსვლა აბსოლუტურად გაუგებარია.
LikeLike
martalia, imis dasamtkiceblad, rom fercerashi gatvitcnobierebuli brdzandebit, dges dzalian bevri gishromiat, magram mainc ar mesmis, tqveni (udavod pativsacemi da dasafasebeli) gemovnebis kvelastvis tavze moxvevas ratom cdilobt?
P.S. rac sheexeba primitivizms, zustad ise mecera, rogorc vgulisxmobdi da rogorc sachiro iko :) imedia, tqveni mentoruli mowodeba imdenad dzlieri ar agmochndeba, rom azris scorad gadmocema mascavlot :)
LikeLike
რა კარგად გადმოგაქ შენი ემოციები… რემბრანტი ვის არ სმენია ნეტა :D :D … გენიალური ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და ბევრისთვის…
LikeLike
რემბრანდტს ბავშვობიდან ვიცნობ და ეს არ ვიცოდი :)
LikeLike
ჰო, ოფორტიც ნაკლებად ცნობილია და ფაქტიც…
LikeLike
შესაძლოა ვან გოგი ზუსტად ხსნიდა, როდესაც რემბრანტზე ამბობდა:
“…. ეს ნახევრად გახსნილი არაადამინური უსასრულობა, რომელიც შემდეგ ასე ბუნებრივად გამოვლინდება….”
დილიდანვე ვარ თქვენს ხასიათზე ;)
LikeLike
მშვენიერია :)
და გრავატარი აქაუნთს რატომ არ აკეთებთ? გრავატარით ხომ ბევრად მოსახერხებელია ბლოგების კითხვა…
LikeLike
მშვენიალურია !!
რამდენი რამ არ ვიცოდი .. : )
“მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ სავალდებულო წიგნებს, ფილმებს და მხატვრებს არ ვაღიარებ. “სავალდებულობა” მიშლის ხელს. მირჩევნია, ჩემით ავარჩიო.” –აბსოლუტური თანხმობა !!
და კიდევ..
კომენტარების კითხვაა აქ ერთი სიამოვნება! : )
LikeLike
უჰ.. მადლოა :) შეფასებისთვისაც და თანხმობისთვისაც.
“სავალდებულო” მხატვრები, წიგნები და ფილმები მართლა დიდი პრობლემაა.
კომენტარები ჩემი სიამაყეა და ახლა კიდევ უკეთესი გახდება – შენც ხომ ამატებ :)
LikeLike
უცნაურია…
ნახატზე არსად ჩანს ბარაბა (ან მე ვერ ვხედავ), და არსად ჩანს პილატე… სავარაუდოდ, ეს არის სიუჟეტი მღვდელმთავარის სახლში, და ის, ვინც მაცხოვრის გვერდით დგას, არის არა პილატე, არამედ კაიაფა (იგი შემოსილია იუდეველი მღვდელმთავრის სამოსით). თუმცა ქანდაკებები მიუთითებს იმაზე, რომ აქ ”სამართლის” მაძიებელთ შეუძლიათ მისი პოვნა…
ვინ არის ის კაცი, ვინც გამოცალკევებული დგას კიბესთან? პეტრე? თუ ეს ასეა, მაშინ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოქმედება ხდება მღვდელმთავარის სახლში და არა პროკურატორ პილატესთან.
ამას გარდა, მეორე ვარიანტში, იქ სადაც ხალხი აღარ ჩანს, ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ ერთ მომენტს – იქ სადაც იყო ხალხი, ბრბო, გაჩნდა უფსკრული… ამას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დამატებითი საკრალური მნიშვნელობა აქვს.
LikeLike
დეტალური აღწერა აქ არის. ბრიტიშ მუზეუმი თვლის, რომ აქ პილატეც არის და ბარაბაც.
http://www.britishmuseum.org/explore/highlights/highlight_objects/pd/r/rembrandt_van_rijn,_christ_pre.aspx
მე მხოლოდ ორი ოფორტის ისტორია მოვყევი.
LikeLike
ძალიანაც კარგად მოყევი :)
მე უბრალოდ შესწორება გავაკეთე. რომ დავწერო, ბრიტიშ მუზეუმი ცდებათქო, ატყდება ერთი ამბავი :D რამდენს იღებს თავის თავზე და როგორ შეიძლება ბრიტიშ მუზეუმი ცდებოდეს და ამან უფრო მეტი იცოდესო :D თუმცა ვისაც კარგად ახსოვს სახარებისეული დეტალები, ის უდავოდ შეამჩნევს ამ კაზუსს. პილატე იუდეველი მღვდელმთავრის სამოსში? პეტრე პროკურატორის სასახლეში (თუკი ის კაცი პეტრეა)? თუ ეს პილატეა, მაშინ რატომ არის იუდეველთა მსგავსად შემოსილი? თუ კაიაფა – მაშინ რა უნდა იქ ბარაბას?
აი ესაა სულ. ოფორტის ისტორია კი მართლაც საინტერესოა. მეს მოეწონა :)
LikeLike
არაფერიც არ ატყდება… პირიქით. საინტერესო კომენტარია და ჩემს ბლოგზე ასეთი კომენტარების არსებობა საკუთარ პოსტებზე ნაკლებად არ მეამაყება.
პოსტის დაწერისას, ინფორმაციული დეტალების შესავსებად, რამდენიმე წყარო გამოვიყენე. ბრიტანული მუზეუმის აღწერა მხოლოდ ერთერთია. ოფორტებზე გამოხატულ პერსონაჟებში ყველა ერთხმად თანხმდება. შესაძლოა, შეუსასაბამობა დეტალებში იმით იყოს გამოწვეული, რომ თავად რემბრანტდს არ უფიქრია ამაზე და მეორეხარისხოვნად მოეჩვენა. ერთი რამ უდაოა – ოფორტი ქრისტეს ბრბოს წინაშე წარდენის სცენას ასახავს.
მადლობა :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
პირიქით, მადლობა შენ, რომ ეს ისტორია ასე საინტერესოდ მოგვიყევი :)
შესაძლებელია რემბრანდტს მართლაც ასე ჩაეთვალა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ”ყველა ერთად თანხმდება” ოფორტებზე გამოსახულ პერსონაჟებში, უფრო მეორეხარისხოვანია მღვდელმთავრის სახლში განვითარებული სიუჟეტი, ვიდრე პილატეს სასახლეში მომხდარი ამბავი. რადგანაც პილატეს სასახლეში აღესრულა იუდეველთა სურვილი და გამოტანილ იქნა განაჩენი ყოველთა მსაჯულისათვის.
მხოლოდ რემბრანდტმა იცის რა და როგორ იყო სინამდვილეში :)
LikeLike
რა თქმა უნდა, სრული სიმართლე მხოლოდ რემბრანდტმა იცის…
LikeLike
აი მე ძალიან ძალიან გაუნათლებელი ვარ ამ საკითხში, იმდენად გაუნათლებელი, რომ ჩემი დილეტანტური აზრის გამოტქმის მრცხვენია
LikeLike
კარგი ახლა. დილეტანტებს მიაქვს ბლოგოსფერო და მაინცდამაინც რაც არ ხარ, იმას ნუ დაიბრალებ.
LikeLike
გენიალურია! მიყვარს მსგავსი აღმოჩენები :)
LikeLike
მოლიკო, ისე გამიხარდა, როდესაც რემბრანდტი გეწერა და არა რემბრანტი, კუდი რომ მქონოდა გავაქიცინებდი.
ჰო, შესაძლებელია მისი სახელი ყველას ჰქონდეს გაგონილი, მაგრამ მათი უმრავლესობა, სამზე მეტ ნახატს ვერ დაგისახელებს. მე მაინც მგონია, რომ ასეთი გენიალური მხატვრის შემოქმედების მცირე ნაწილს მაინც უნდა იცნობდეს საზოგადოება. მე მესირცხვილება.
რემბრანდტმა მართლა ბევრს მიაღწია, თან ძალიან შეუწყო ხელი, ჰოლანდიის ოქროს ხანამ.
ისე, სულ ვამბობ ხოლმე და აქაც ვიტყვი, ჩემთვის არანაკლებად საოცრებაა ვერმერი. ვერ ვიტყვი, რომ რემბრანდტს მირჩევნია, მაგრამ არანაკლებად გენიოსი იყო ეს ადამიანი. ტანში მაჟრიალებს ხოლმე, მის ნახატებს რომ ვათვალიერებ.
LikeLike
ვისაც უყვარს, იცის :) და ვისაც არ უყვარს, მისთვის სამიც ზედმეტია, მაცო :)
ვერმეერის რა მოგწონს? მარგალიტისსაყურიან გოგონას, სავარაუდოდ, არ იგულისხმებდი.
LikeLike
რა კარგი იყო, მოლიკო. amis Semdeg, ხშირად gamoviyeneb xolme Sen frazas. ^^
ჰოდა, ვერმეერს რაც შეეხება. მმ, საკმაოდ ბევრია..
სიმართლე რომ გითხრა, მარგალიტის საყურეებიანი გოგო,სულაც არ არის ჩემი ფავორიტი.
“გიტარისტი” ; ქალი, რომელიც მაქმანს ქსოვს.
ჩემში მუდამ დიდ ემოციას იწვევდა ქალი, წითელი ქუდით. სულ არ ვთვლი, რომ მისი საუკეთესო ნამუშევრებიდან ერთ-ერთია, მაგრამ მაინც დიდ ემოციას იწვევს, დადებითს..
ძალიან ცუდი აურა მოდის ნახატიდან, სადაც ქალი წერილს წერს. ზედმეტად დიდი და მახინჯი შუბლი აქვს, თმის ვარცხნილობაც სულ არ მომწონდა, მგონი.. არც მზერა აქვს მაინც და მაინც კარგი. მოკლედ, ჩემი არ არის… არადა, ჩემი მასწავლებელი სულ მიმტკიცებდა, მისი ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარიაო, მე მაინც ვერაფერს ვხედავ ნახატში შთამბეჭდავს.
უფრო მეტად შემიყვარდა ის სურათი, დელფტის პეიჟაშია,რაც იმ ადგილის, XXI-ე საუკუნის ხედი ვნახე. ძალიან კარგობაა.. ^^
“მძინარე ქალიშვილი” მართლა კარგი ნამუშევარია. შეხედავ და იტყვი, აი, ეს მესმისო.. კიდევ არის რამდენიმე ნახატი, რომელიც ჩემს სიმპატიას იმსახურებს, თუმცა სახელები არ მახსოვს. ესენიც როგორ გავიხსენე მიკვირს, შეიძლება ვცდებოდე კიდეც.
მოოლიკო, შენც გექნება საყვარელი ნახატები. ^^
LikeLike
ყოველთვის ერთს ვიმეორებ, მაცო. ხელოვნების ნიმუში (ნახატი, მუსიკა, წიგნი) მათემატიკური ამოცანა არ არის, ერთადერთი და ჭეშმარიტი პასუხი ჰქონდეს და არც ასდოლარიანი კუპიურაა, ყველას მოსწონდეს.
და კიდევ – “სავალდებულო” წიგნები, მხატვრები და ნახატები არ არსებობს.
ყველას თავისი რემბრანდტი, ვერმეერი, პიკასო და დალი ჰყავს და ყველა სათავისოდ იგებს.
რემბრანდტს თუ მეკითხები, პოსტში ჩამოთვლილების გარდა ავტოპორტრეტები მომწონს ძალიან.
ზოგადად ფერწერას თუ კითხულობ – იმპრესიონისტები და აბსტრაქციები. შიგადაშიგ არც რენესანსზე ვამბობ უარს გრაფიკიდან – ეშერი.
LikeLike
საკმარისია წარმოთქვა სიტყვა რემბრანდტი, ეს ნიშნავს თითქოს სიტყვა ხელოვნება იყოს წარმოთქმული.
130 წლის წინათ წარმოთქმული ეს ფრაზა დღესაც არ არგავს აქტუალობას.
LikeLike
Absolutely so :)
LikeLike
[…] და რემბრანდტის გასაოცარ, შავ-თეთრ ოფორტებსაც აქ წავაწყდი […]
LikeLike
სხვათა შორის, რემბრანტს ამ კუთხით არასდროს დავკვირვებივარ, გრაფიკულ ნამუშევრებს არ ვიცნობდი და შენმა პოსტმა ძალიან დამაინტერესა <3
ძალიან, ძალაინ, კიდევ უფრო ძალიან კარგად წერ <3
LikeLike
ლამაზი ლეგენდაა. ნამდვილი ამბავი, უფრო სწორად. და ძალიან მომწონს.
მადლობა ეველინ :)
LikeLike