Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 31st, 2011

რემბრანდტ ვან რეინს ყველა იცნობს…

ნებისმიერ ადამიანს სმენია მისი სახელი…

თითქმის ყველა, ვისაც დიდი ჰოლანდიელის შესახებ შეეკითხებით, პირველ რიგში “ღამის გუშაგს” გაიხსენებს, ბევრმა, შესაძლოა,  “უძღები შვილის” დაბრუნება ახსენოს, მხატვრობაში უფრო გათვითცნობიერებულნი “ექიმ ტულპის ანატომიის გაკვეთილის” და “დანაეს” შესახებ ალაპარაკდებიან… ისაუბრებენ რემბრანდტის განუმეორებელ ფერთა პალიტრაზე, უამრავ ავტოპორტრეტზე, სასკიაზე, რომელსაც რემბრანდტი გულისამაჩუყებელი სიყვარულით და სისათუთით ხატავდა…

ოღონდ ძალიან ცოტას სმენია ჰოლანდიელი ფერმწერის გრაფიკული შედევრების შესახებ… თითქმის არავინ იცის, რომ მაშინ, როდესაც სასკიას დაკარგვით გამოწვეული მწუხარება გაუნელდა, როდესაც პატარა ტიტუსის ძიძის – ჰენდრიკე სტოფელსის სახით ახალი სიყვარული ეწვია და ამ გრძნობით შთაგონებული გატაცებით წერდა ვნებით გაჟღენთილ და ულამაზესი ფერებით გაჯერებულ “ვირსავიას”, პარალელურად წარმოუდგენელი სილამაზის შუქ–ჩრდილებით აღსავსე ოფორტებს ქმნიდა.

“ქრისტე ბრბოს წინაშე” სწორედ ერთ–ერთი მათგანია და, ჩემი მოკრძალებული აზრით, რემბრანდტის გრაფიკული მემკვიდრეობის სიის სათავეში თუ არ დგას, პირველ სამეულში მაინც აუცილებლად ხვდება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: