დარწმუნებული ვარ, 172 წლის წინ პატარა ფრანგულ ქალაქში დაბადებული ბიჭის მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ხანდახან, როცა მორიგი ონავრობისთვის სჯიდნენ პირმშოს, ფერწერული ხელოვნების მომავალ კორიფეს ექცეოდნენ უდიერად. რას იფიქრებდა შლაპების პოპულარული მაღაზიის მეპატრონე და შემდგომში წარმატებული ბანკირი ლუი-ოგიუსტი, რომ თავისი აკრძალვებითა და წინააღმდეგობით მსოფლიოს კინაღამ “პიერო და არლეკინი”, “მარნის ნაპირები” და “ნატიურმორტი ფარდით” დააკარგვინა. საბედნიეროდ, პატარა ბურჟუა მამაზე ჯიუტი და მიზანდასახული აღმოჩნდა, რის წყალობითაც მზის სინათლე არაერთმა შედევრმა იხილა, მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ მუზეუმებს კი კიდევ ერთი მხატვრის მემკვიდრეობის დაცვა გაუხდათ საფიქრალი. მისი მიმდევრები სათაყვანებელი მხატვრის მშობლიურ ქალაქში სტუმრობას “ექსის მოლოცვას” ეძახდნენ, ხოლო ლოვში, სადაც მხატვრის უკანასკნელი სახელოსნო იყო, დღემდე შეიძლება იმ ქსოვილებისა და ჭურჭლის ნახვა, რომელსაც ის ნატურად იყენებდა.
კაცმა, რომელსაც სურდა, პარიზი ვაშლით გაეოცებინა, მიზანს მიაღწია. მე კი დღეს დილით ყოვლისმცოდნე google-მა თავაზიანად შემახსენა პოსტიმპრესიონიზმის ყველაზე კაშკაშა და ფერადოვანი ვარსკვლავის – პოლ სეზანის დაბადების დღის შესახებ. საძიებო გვერდზე დაღვრილმა ფერებმა წიგნის თაროებისაკენ მიბიძგა, საიდანაც სეზანის ალბომი გადმოვიღე. გულწრფელი მადლობა google-ს, რადგან ბოლო ერთი საათი სეზანის სამყაროში სწორედ მისი წყალობით გავატარე…
აბა სეზანზე თემას რა კომენტარი უნდა დავუტოვო, ყველა სიტყვა ზედმეტია. ერთი ხსნება სეზანისა ყველაფერს მოიცავს :)
LikeLike
ულამაზესი ფერები აქვს სეზანს :)
LikeLike
ჩემი ბავშვობის საყვარელი მხატვარია )
ნატურმორტები არ მიყვარს, ზოგადად, თუმცა სეზანის ბევრი რამ მომწონს. ლავანდის მინდვრები <3
LikeLike
საინტერესო ბავშვობა გქონია :)
მე ეს მომწონს ძალიან…
LikeLike
ჩემი უსაყვარლესი “პიერო და არლეკინი” :) როცა ამ ტილოს წერდა, არლეკინისთვის ვაჟიშვილი პოლი პოზირებდა, პიეროსთვის კი პოლის მეგობარი ლუი გიიომი…
LikeLike
არ ვიცოდი…. :)
LikeLike
რა კარგად წერ და რა კარგ რამეებზე ))
ეს ბლოგი უნდა დავიმახსოვრო ))
LikeLike
მადლობა :) და ველქამ :)
შენი ბლოგის სახელი მომეწონა. სეტონ-ტომპსონის მოთხრობები ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი იყო.
LikeLike
ჩემიც :))
ეს ნახე: http://www.facebook.com/#!/pages/Ernest-Thompson-Seton/164903730221124
როგორ შეიძლებოდა, ამ კაცს ოფიციალური გვერდი არ ჰქონოდა : ))
LikeLike
საღამოს ვნახავ აუცილებლად. სამსახურში ფეისბუქის წვდომა შეზღუდული გვაქვს.
მე დომინო მომწონდა და ახლაც მომწონს, ლობო, მუსტანგი, ჯეკი – საბრძოლო კვიცი… უმაგრესი მოთხრობები იყო.
LikeLike
სეტონი–ტომპსონი თავად ქმნიდა ილუსტრაციებს თავისი მოთხრობებისათვის… და ჩინებულადაც ხატავდა…
LikeLike
როგორც მივხვდი, ბევრნი ვართ, რამე ერთობლივი ხომ არ დაგვეწერა? :დ
LikeLike
ერთობლივ პოსტს გულისხმობ?
LikeLike
ლობო <3
ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ გადარჩებოდა :შ
LikeLike
საწყალი ლობო და საწყალი ბლანკა…
LikeLike
ბლანკა.. თავნება ქალი. მაგრამ ძალიან მერომანტიკულება ეგ ამბავი, ასე რომ ათამამებდა :)))
LikeLike
ერთი კვირაა სხვა მხატვრებთან ერთად სეზანის შემოქმედებას ვეცნობი. პოსტს ვწერდი და შევყევი. ხოდა ჩემგანაც მადლობა Google-ს მაგ თაობის მხატვრების ნამუშევრებს რომ მათვალიერებისნებს, აბა რეალურად ღმერთმა უწყის ოდესმე ვნახავ თუ არა
LikeLike
ულამაზესია სეზანი. პოსტიმპრესიონიზმის მშვენება და სიამაყე :) კვირის პალიტრა და მისი პროექტები დიდად არ მიყვარს, უფრო სწორად, საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ისეთ ალბომებს უშვებენ, ლამის არის, ყველაფერი ვაპატიო :) ალბომების კოლექციაში სეზანიც არის. ნახე აუცილებლად :)
LikeLike
სეზანი რომ არა არ იქნებოდა მთელი მე-20 და მომდევნო პერიოდის ფერწერა :) <3
LikeLike
ლამაზია სეზანი :) ოღონდ, რატომღაც, ძალიან ბევრისთვის იმპრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი მხოლოდ მონე-მანე-დეგაა… სისლეი, პისარო და სეზანი იშვიათად ახსენდებათ.
LikeLike
მართალი ხარ, არადა მანე, მონე და დეგა – იმპრესიონიზმია, ცალსახად და არა პოსტ იმპრესიონიზმი :)
LikeLike
კი, ასეა :) უბრალოდ, ბევრმა ეს განსხვავება არ იცის. იმპრესიონისტებიც არ იციან სრულად, პოსტიმპრესიონისტებზე საუბარი არც არის…
LikeLike
molly, ისე ვისიამოვნე შენი პოსტებით…
მომინდა მეკითხა – ამერიკელ იმპრესიონისტის, დენიელ გერბერის შემოქმედებას თუ იცნობ?
მე სულ ახლახან აღმოვაჩინე,არადა მეგონა გადაჭმული მყავდნენ ეგენი:)
ვაიმე,ვაიმე,რა ცისფერი და იისფერი აქვს იცი?
LikeLike
მადლობა, ვილემინა :) და ველქამ :) პირველად ხარ აქ :)
არა, არ მსმენია :) დამაინტერესე… :) ერთი-ორი ლინქი დადე კომენტარებში და მე სურათად გადავაკეთებ და სხვებიც ნახავენ…
LikeLike
dzalian magari da saintereso postebi gakvs.. tviton blogic magariaa :)
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
ნახე რა ლამაზია..მზიანი…

http://thechapmangallery.com/daniel_garber_prints.htm
აი,ეს რჩეული ჩემი:
მოკლედ,გადავყვე ლამისაა:>
LikeLike
აქამდე არ ვიცოდი. მართლა ძალიან ლამაზია…
LikeLike
ნანახი მქონდა ე ნახატი, მაგრამ არც ავტორის ვინაობა ვიცოდი და არც ნახატის ისტორია.. გეუბნები, ძალიან სასარგებლო ბლოგი გაქვს… რცხვენია ესეთი რაღაცეები რომ არ ვიცოდი… :) მადლობა კიდევ ერთხელ, რომ შენს ცოდნას გვინაწილებ :)))
LikeLike
პირიქით – შენ მადლობა, რომ კითხულობ :)
LikeLike
მოლიკო, სულ ფრანგები, ფრანგები, ფრანგები..
ნიჭიერები, გენიალურები და საოცრებები ფრანგები იყვნენ.. არა, სხვა ეროვნებისაც, მაგრამ მაინც საფრანგეთი..
სეზანი, პისარო, მონე, ბაზილი, ედგარ დეგა, მანე, რენუარი, მორიზო.. კიდევ იმდენია.. < 3
LikeLike
სილამაზე ფრანგების მოგონილია.
შენ იმპრესიონისტები გყვარებია, მაცო :)
LikeLike
100%-იანი ხარ, მოლიკო.. < 3
LikeLike
:) დღეს სტუმრად მყავხარ :)
LikeLike
მე ყოველდღე შენთან ვარ… პოსტებს ვკითხულობ.. :*
LikeLike
fine :)
LikeLike
ამაზე პასუხი, რომ ვადამდელი დავდე, გაიოცეს, რა შუაშია სეზანი, საიდან მოიტანეო და სწორი რომ იყო მერე უფრო გაიოცეს :))))
LikeLike
შენ უნდა გეთამაშა :(
LikeLike
ვითამაშე ფაქტობრივად. უკან მაყურებლებში ;)
LikeLike
მაგიდასთან :( მაყურებლებში მაყურებლები დადგნენ.
LikeLike
მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ, ეს ბლოგი რომ არ მქონდა წაკითხული, არადა ხო ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგპოსტებს :(
LikeLike