Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 19th, 2011

 

დარწმუნებული ვარ, 172 წლის წინ პატარა ფრანგულ ქალაქში დაბადებული ბიჭის მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ხანდახან, როცა მორიგი ონავრობისთვის სჯიდნენ პირმშოს, ფერწერული ხელოვნების მომავალ კორიფეს ექცეოდნენ უდიერად. რას იფიქრებდა შლაპების პოპულარული მაღაზიის მეპატრონე და შემდგომში წარმატებული ბანკირი ლუი-ოგიუსტი, რომ თავისი აკრძალვებითა და წინააღმდეგობით მსოფლიოს კინაღამ “პიერო და არლეკინი”, “მარნის ნაპირები” და  “ნატიურმორტი ფარდით” დააკარგვინა. საბედნიეროდ, პატარა ბურჟუა მამაზე ჯიუტი და მიზანდასახული აღმოჩნდა, რის წყალობითაც მზის სინათლე არაერთმა შედევრმა იხილა, მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ მუზეუმებს კი კიდევ ერთი მხატვრის მემკვიდრეობის დაცვა გაუხდათ საფიქრალი. მისი მიმდევრები სათაყვანებელი მხატვრის მშობლიურ ქალაქში სტუმრობას “ექსის მოლოცვას” ეძახდნენ, ხოლო ლოვში, სადაც მხატვრის უკანასკნელი სახელოსნო იყო, დღემდე შეიძლება იმ ქსოვილებისა და ჭურჭლის ნახვა, რომელსაც ის ნატურად იყენებდა.

კაცმა, რომელსაც სურდა, პარიზი ვაშლით გაეოცებინა, მიზანს მიაღწია. მე კი დღეს დილით ყოვლისმცოდნე google-მა თავაზიანად შემახსენა პოსტიმპრესიონიზმის ყველაზე კაშკაშა და ფერადოვანი ვარსკვლავის – პოლ სეზანის დაბადების დღის შესახებ. საძიებო გვერდზე დაღვრილმა ფერებმა წიგნის თაროებისაკენ მიბიძგა, საიდანაც სეზანის ალბომი გადმოვიღე. გულწრფელი მადლობა google-ს, რადგან ბოლო ერთი საათი სეზანის სამყაროში სწორედ მისი წყალობით გავატარე…

Read Full Post »

%d bloggers like this: