წესით, ეს ბლოგი 16 ივნისს უნდა გამეხსნა, მაგრამ 16 ივნისამდე ცოტა არ იყოს და შორია და ასეთი გრძელვადიანი პროგნოზირება ოდნავ სახიფათო საქმეა – არავინ იცის, ექვსი თვის შემდეგ ვინ სად და როგორ იქნება.
არაუშავს – ბლოგს ახლავე გავხსნი, ვიდრე წერის განწყობაზე ვარ, 16 ივნისს კი ოფიციალურ დღესასწაულად გამოვაცხადებ. ყოველ ამ დღეს მოლი ბლუმის ნეტ-სამფლობელოს დუბლინის ხედებით მოვრთავ და სტუმრებს (ბევრზე ბევრი სტუმარი მეყოლება, თითქმის დარწმუნებული ვარ) ირლანდიული ლუდით გავუმასპინძლდები. ირლანდიელებს ვისკი არ უვარგათ, თორემ ლუდი ისეთი აქვთ, ბავარია თუ არსებობს რუქაზე, არც გაგახსენდებათ.
ოღონდ, ისე არ გაიგოთ, თითქოს სტუმრებს წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ერთ დღეს ველოდე. მაშინ შემოიხედეთ, როცა გაგიხარდებათ. აქ ბევრს დავწერთ, ბევრს ვისაუბრებთ. წიგნები, კინო, მუსიკა… სალაპარაკოს რა გამოლევს…
ეს მომავალში. ახლა აქაურობა დასალაგებელია. წესიერ ბლოგს ათასი რამ სჭირდება. ლინქებიო, ვიჯეტებიო… ტვიტერიც არ გვაწყენდა. თემა კი მომწონს, განსაკუთრებით სამყურას მწვანე ფერი, მაგრამ თუ უკეთესს აღმოვაჩენ, ამასაც გამოვცვლი. ორ-სამ დღეში პირველ ჩანაწერსაც გაახლებთ. მანამდე კი გკოცნით,
თქვენი მოლი ბლუმი
კელტები მიყვარს მე :)
LikeLike
ქევანა მოსულა:) ან შენ დაწერდი პირველ კომენტარს, ან ფსიქე :) ორივეს გელოდებოდით და შენ დაასწარი :)
მეც მიყვარს კელტები :)
LikeLike
16 ივნისს რატომ? ამ დღეს ერთი ჩემიანია დაბადებული და რაღაცნაირად ვარ ხოლმე, სუნთქვაშეკრული.
welcome:)
LikeLike
კარგ დღეს დაბადებულა შენიანი :)
16 ივნისი – bloomsday. ამ დღეს ხდება მოქმედება ჯეიმს ჯოისის “ულისეში”.
მოლი ბლუმი “ულისეს” პერსონაჟია – მთავარი გმირის ლეოპოლდ ბლუმის ცოლი.
bloomsday-ს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ, დუბლინში ლეოპოლდ ბლუმის მარშრუტს გადიან წიგნის მიხედვით და ირლანდიურ გინესს სვამენ ყველა პაბში, სადაც იმ დღეს ბლუმი სვამდა.
LikeLike
ამაზეა ნათქვამი ნატკენ ადგილზე ნუ დამაჭერო:)
,ულისე” ორჯერ დავიწყე და მივატოვე. ამიტომ არ ვიცი. თუმცა მესამედ აუცილებლად დავიწყებ და დავასრულებ!!!!!!!!
ჯეიმს ჯოისის ,,დუბლინელები” მაქვს წაკითხული. ისეთი ამბებია აი როგორ გითხრა ყოველდღიური, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული:)
LikeLike
ერთი თქნიკური შეკითვა – stats counter
როგორ დავაყენო?:)
LikeLike
პირველი წაკითხვის სიამოვნება წინ გქონია :)
სულაკაური გეგმავს ულისეს ახალი, შევსებული და თანამედროვე თარგმანის გამოცემას. მეც დიდი ინტერესით ველოდები, წაკითხვით ძალიან ძველი გამოცემა წავიკითხე.
სტატ ქაუნთერმა მეც საშინლად მაწვალა და რაც დავაყენე მაინცდამაინც არ მომწონს. ნებისმიერ ქაუნთერს დააქლიქე და მაგათ გვერდზე აღმოჩნდები. ირჩევ სასურველ ფორმას, კოდს დააკოპირებ და შენთან, ტექსტ-ვიჯეტში ჩასვამ. ცუდი ის არის, რომ ხანდახან არ გამოდის :( ოღონდ რატომ, არ ვიცი.
LikeLike
დიდი მადლობა
გამიმართლა და გამოვიდა:)
LikeLike
საზიზღარი ვიჯეტია, მე მაწვალა :) ყოჩაღ :)
LikeLike
კეთილი იყოს შენი მობრძანება :) შობას გილოცავ.
LikeLike
მადლობა :) შენც გილოცავ :)
LikeLike
გამარჯობა ^^
LikeLike
გამარჯობა :)
და ველქამ :)
LikeLike
ჩემს ბლოგროლში გეძებდი და არ აღმოჩნდი ეს როგორ მომივიდა ღმერთმანი :)
LikeLike
სულ ერთი კვირის ბლოგია და იმიტომ…
LikeLike
მე მართლა ისე მიხარია :) დაბრუნებას გილოცავ!!!
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
წარმატება
LikeLike
დანქე :)
LikeLike
მგონი პროლოგიდან უნდა დამეწყო კითხვა ;) გაზრდას და წარმატებულ არსებობას ვუსურბევ ბლოგს.
LikeLike
მადლობა :) ჯერ ისევ ნორჩი ბლოგია, სულ რაღაც თვე-ნახევარის, 14 პოსტის დაწერა მოვასწარი და მალე დაგვეწევი :)
ჩვენ ნელა ვივლით და გზადაგზა შენს კომენტარებს დაველოდებით :)
LikeLike
ხო რათქმაუნდა :) ლინქები ახსენე მგონი დასაწყისში და რაგაცეებს მეც დავდებ ხოლმე, ახლა ეს ნახეთ აბა, შეიძლება გამოგვადგეს :)
http://bmu.li/
LikeLike
აჰა. მისამართების შემოკლება, ხანდახან, საჭირო სერვისია.
LikeLike
:) :)
LikeLike
ძალიან მომწონხარ..ხშირად გესტუმრები ხოლმე…მომწონს აქაურობა..ინტელექტი ჩანს:)))
,,ულისე” არ მაქვს წაკითხული და დამაინტერესე….როგორც კი დროს ვნახავ აუცილებლად წავიკითხავ!
მხოლოდ ,,ულისე ” კი არა,კიდევ სხვაც ბევრი რამ ვნახე აქ ,რაც ჯერ არ მაქვს წაკითხული….
ბევრ რამეს ვიგებ სენი ბლოგიდან…
მადლობა :* :*
წარმატებები….
LikeLike
მადლობა ასეთი შეფასებისთვის :)
“ულისეს” ახალ თარგმანს ველოდები დიდი ხანია. სრული იქნებაო, აბსოლუტურად ახლებურად გააზრებულიო… ვნახოთ.
შემოიხედე ხოლმე :) ასეთი მკითხველი ნებისმიერი ბლოგისთვის დიდი სიხარულია :)
LikeLike
მეც დაველოდები..იქამდე ალბათ მაინც ვერ წავიკითხავ :( :)
ხშირი სტუმარი გავხდები :)
LikeLike
გვპირდებიან, უკვე მალე გამოვაო…
ველქამ :)
LikeLike
http://www.backgroundcity.com/themes/th2.html
საშენო ფონებია, ნახე, აბა :) :)
დიზაინი და ბლოგის გაფორმება ჩემი სუსტი წერტილია :)
LikeLike
ჩემიც, თამარა… ვითომ მომწონს აქაური დიზაინი, მაგრამ მაინც უკეთესს ვეძებ და ჯერჯერობით ისეთი თემა, ამას აჯობოს, ვორდპრესში ვერ ვნახე..
მადლობა, ახლავე ვნახავ :)
ლამაზი ტყავის ორგანაიზერი გაქვს შენ :)
LikeLike
მოგვიწევს მე და შენ დომენის აღება, ალბათ ჯერ კარგად არ მოგვშლია ნერვები :)
ვიტყუები… რაღაც მეეჭვება, დომენი ავიღო…
LikeLike
http://www.wonderbackgrounds.com/holidays/patricks_day/
LikeLike
გაიხარე :)
ერთი უკვე დავაყენე და ძალიან მომწონს :) ახლა სხვებს ვეძებ :)
LikeLike
სამყურას და წმინდა პატრიკის დღის დიდი არჩევანი ჰქონია გუგლს :)
LikeLike
კი :) სანამ შენ არ მითხარი, ბექგრაუნდის შეცვლა აზრადაც არ მომსვლია… ჰოდა, ახლა ვერთობი.
პასუხების გამოქვეყნების ვადის გადაწევაზე რა აზრის ხარ?
LikeLike
როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, პატივცემულო :) ეს თქვენი პროექტია…
LikeLike
მშვენიერი იდეა იყო… ახლა საუკეთესო ვარიანტს ვარჩევ :)
მადლობა რჩევისთვის :)
LikeLike
აჰა, ესენიც და წავედი მე :) :)
LikeLike
უღრმესი მადლობა, მართლა გალამაზდა ბლოგი, გაიხარე :)
და დროებით :)
LikeLike
მაქვს მე .com დომენი :) ოღონდ, ჯერ გადასვლას ვერ მოვაბი თავი :)
LikeLike
ჰოდა, რომ გადახვალ, ის დიზაინი დააყენე, მე რომ დაგილინკე ფბ–ზე:):))
LikeLike
შენახული მაქვს და აუცილებლად დავაყენებ :)
LikeLike
ვაჰ აქ თამარას რა კარგი საიტის მისმართი დაუდია, მეც შევიხედავ ხოლმე :დ :დ :დ იქნებ საჩემო აჩრდილური რამე ვნახო :)
თორე აშკარად “მომკლავენ” ჰედერისთვის :დ :დ
LikeLike
ჰედერი გამოცვალე?
თამარა ბლოგ-დიზაინის დედაა :)
LikeLike
ხო და თან ფოტოშოპით ვერთობი, ზომებში ვაჯენ, თან იმ “ერთადერთს” ვეძებ :)
თამარა მართლაც ბლოგ-დიზაინის დედაა და მე ვაღიარებ მას როგორც დიდ დედად :)
LikeLike
მე უკვე ვაღიარე :მადლიერიმოლი:
ავატარს ვეძებ გამწარებული…. იცი, როგორი მინდა? უკან, თეთრი ფონი არ რჩებოდეს. სურათი რომ დავაყენო, არც გამოჩნდება, მაგრამ ფიგურა მირჩევნია და ფიგურას თეთრი ფონი ვერ მოვაშორე…
LikeLike
მოიცა, გავერკვიო, ანუ გინდა, შენს ავატარს თეთრი ფონი მოშორდეს? სხვა ფერის ფონი გინდა თუ?
LikeLike
ფონი არ მინდა საერთოდ..
აი, ახლანდელ ავატარს არ აქვს ფონი. სხვებს ჰქონდა…
LikeLike
მე მოვედი მოლიკო!
ჩავთვალოთ, რომ სულ პირველად ვარ აქ და დღეიდან ვიწყებ შენი პოსტების სათითაოდ კითხვას
LikeLike
welcome!
ნავიგატორში კია პოსტები ჩამოწიკწიკებული :)
როგორც ვატყობ, მთლად არ ცხელა გარეთ, არც სანაყინე ამინდია, მაგრამ ცივი ყავა და გემრიელი ნამცხვარი სტუმრებისთვის ყოველთვის მომზადებული მაქვს :)
LikeLike
ჰოდა მაგ დღეს პეროვის “დუბლინში” არ ჩავსხდეთ აქაურები? თუ ანონიმურობა გვიშლის ხელს :P
LikeLike
დუბლინის დროც მოვა, ანგელოზო, ცხვირი მიგრძნობს.
LikeLike
შევუდექი კითხვას. შენი არდადეგების პერიოდში მე ძველი პოსტებით დავტკბები. :დ
LikeLike
welcome! :) ამ გაგანია გერმანია-იტალიას დროს ბლოგისთვის რომ იცლი, ორმაგი მადლობა :)))
LikeLike
რა მადლობა, ჩემთვის ეს დიდი სიამოვნებაა, იმას თუ ჩავთვლით, რომ ფეხბურთს არ ვუყურებ ხოლმე :დ საინტერესო თამასი იქნება ისე, მარა მერე ჩავერთვები ძაან და არ მაქვს მაგის თავი :დ
LikeLike
თამაში მართლა საინტერესოა.
ჩემთვის ორმაგი პატივია ასეთი სტუმრის მასპინძლობა :)
LikeLike
არ მაქვს ულისე წაკითხული..
რამდენჯერაც დავაპირე, თავი ვეღარ მოვაბი, მაგრამ ახლა დარწმუნებით გადავწყვიტე. მადლობა შენ: )
LikeLike
ანუ, შენ მყავხარ სტუმრად, ნინიტო :)
ველქამ!
LikeLike
[…] მოვნათლე ბლოგი, დიზიანი შევარჩიე, პირველი პოსტიც დავწერე… მერე რაც იყო, მოწმენი […]
LikeLike
გამარჯობა, მოლი! :)
LikeLike
გაგიმარჯოს, მალი! :)
LikeLike
აქ არ არის ჩემი კომენტარი და უნდა იყოს :)
ყველა დიდი ბლოგერი საიდღაციდან იწყებდა :)
და მე სწორედ ეს დასაწყისები მაინტერესებს….
თან მითუმეტეს ახლა, როცა ზედმეტად ბევრი დრო მაქვს.
LikeLike
დიდი ბლოგერი :))))))
ბლოგოსფეროს ცოცხალი ლეგენდა რომ ამას დაგიწერს, კი უნდა ჰკრა ჭერს თავი ^_^
მე რომ ვიწყებდი, ჰექსე ქუხდა ქართულ ბლოგოსფეროში და ტელეჟურნალისტები შიშით სქროლავდნენ ფეისბუქს, ნეტავ რა დაწერა ჩვენზეო :)
LikeLike
.. და თუ არაფერი დაუწერია, ე.ი. წარმატებული ეთერი გვქონიაო :D
2011 წლის იანვარი.. უკვე მოწყენილიც მქონდა მაგათზე წერა :D
ცოცხალ ლეგენდაზე პასუხს მოგთხოვ :*
LikeLike
[…] ხმაურიან და სტუმართმოყვარე ბლოგზე სულ პირველი პოსტი დაიწერა, ამ ქალბატონს სიყვარული […]
LikeLike