“ხედი ფანჯრიდან” – ასე ჰქვია კადრს, რომელმაც დასაბამი ხელოვნების, ალბათ, ყველაზე მასობრივ და პოპულარულ ჟანრს – ფოტოგრაფიას – დაუდო. მას შემდეგ ობიექტივმა არაერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა აღბეჭდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველისათვის XX საუკუნის ფოტოქრონიკა შემეთავაზებინა და ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ასწლეულის ისტორია ოცი გაჩერებული წამის მეშვეობით მეამბა.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1968. ოლიმპიური პროტესტი
სპორტის პოლიტკორექტული მესვეურები ოლიმპიური თამაშების მშვიდ ატმოსფეროს განსაკუთრებით რომ უფრთხილდებიან, კი
მოგეხსენებათ – აქაოდა, ძველი ბერძნები ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის გამო ომებს წყვეტდნენ, მოსისხლე მტრებთან, დროებით მაინც, მშვიდობას ამყარებდნენ და ჩვენც უნდა მივბაძოთო…ელინებს სენსიტურობაში არც თანამედროვენი ჩამორჩებიან – ნებისმიერი ოლიმპიადა, ზაფხულის იქნება თუ ზამთრის, პოლიტიკისგან თავისუფალ ზონად არის გამოცხადებული და ამ დაწერილ-დაუწერელი კანონის დარღვევა განსაკუთრებით მკაცრად ისჯება.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1922. მოკლე კაბა და პოლიციელი
ეს სურათი, შესაძლოა, ვინმეს უშნო ხუმრობა, დადგმული სცენა ან პაროდიული შარჟი ეგონოს – იმდენად კარიკატურულად
გამოიყურება. არადა, ნამდვილი ამბავია და ისტორიამ მთავარი გმირის სახელიც კი შემოგვინახა. ზორბა მამაკაცი პოლიციელი ბილ ნორტონია, პლაჟზე გამოსულა, სანტიმეტრით შეიარაღებულა და ქალბატონებს საცურაო კაბების სიგრძეს უმოწმებს – ახალი კანონით. მუხლიდან 6 ინჩზე მეტად დამოკლებული ქვედაბოლოს ტარება აკრძალულია და პორნოგრაფიად ითვლება. სურათი შუაგულ ვაშინგტონშია გადაღებული, გაგანია მეოცე საუკუნეში, 1922 წელს.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1993. “ლეშიჭამია ფოტოგრაფი”
1993 წლის მარტში სამხრეთ აფრიკელი რეპორტიორი კევინ კარტერი სუდანში ჩაფრინდა იმ დროისთვის აქტუალური ფოტოსესიის
გადასაღებად - ”შავ კონტინენტს” შიმშილი უტევდა და გაზეთები ცხელ-ცხელ მასალას ითხოვდენ. მიუხედავად იმისა, რომ გაწამებული, სიკვდილის პირას მისული ადამიანები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდნენ, კარტერი მაინც უკმაყოფილო გახლდათ – სურდა, მნახველი გულის სიღრმემდე შეეძრწუნებინა და გაეოგნებინა, ერთი სიტყვით, ექსკლუზივს დაეძებდა. მიყრუებულ სოფელში რამდენიმე კადრი გადაიღო და ფეხის გასაშლელად ახლომდებარე სავანაში გასეირნება გადაწყვიტა – სწორედ იქ წააწყდა საზარელ სურათს – მიწაზე მისავათებული პატარა გოგონა ეგდო და ფეხის გადადგმის თავიც არ ჰქონდა. იქვე, ლეშიჭამია სვავი დაყუდებულიყო და მსხვერპლს თვალს არ აშორებდა.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1963. ალმოდებული პროტესტი
1963 წლის მაისში, ვიეტნამის კათოლიკე პრეზიდენტის მიერ ბუდისტური დროშის კანონგარეშედ
გამოცხადებას ამ, ფრიად მშვიდობისმოყვარე, რელიგიის ათასობით მიმდევართა გამოსვლები მოჰყვა, თუმცა, უშედეგოდ – პოლიციამ უიარაღო დემონსტრანტებს ტყვიები დაუშინა. ალბათ, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს დაუმორჩილებლობის მოთავე ღვთისმსახურებმა “ბუდისტური კრიზისის” საქვეყნოდ გახმაურება.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1984. “ავღანელი მონა ლიზა“
შარბათ გულა – ბავშვი ხაფანგში მომწყვდეული ნადირის გამოხედვით – სტივ მაკკარის თავიდან არც კი
შეუმჩნევია. მერე მაინც შენიშნა და სხვა პატარებთან ერთად, მასაც გადაუღო რამდენიმე ფოტო. გოგონა, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდა დამშეული, ჩამოკონკილი თანატოლებისაგან, მისი თავგადასავალიც არ ყოფილა უჩვეულო – საბჭოთა ბომბდამშენების მიერ გაპარტახებული სოფელი, დაღუპული მშობლები, გრძელი და სახიფათო გზა პაკისტანამდე…
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1954. მერილინ მონროს თეთრი კაბა
იმ დროისთვის, როცა ამ სურათში მიიწვიეს, 28 წლის მერილინს ორ ათეულზე მეტი კინოროლი ჰქონდა
ნათამაშევი და მისი მადისაღმძვრელი გამოსახულება ახლად ფეხადგმული “ფლეიბოის” პირველი ნომრის გარეკანსაც ამშვენებდა. ჰოდა, ეპიზოდი, რომლის მთავარი იდეაც უაილდერმა ჯორჯ ფლემინგის და ედვინ პორტერის მიერ, საუკუნის დასაწყისში გადაღებული ნაკლებად ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან ისესხა, ზუსტად შეესაბამებოდა ქარაფშუტა “სექსსიმბოლოს” იმიჯს.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1963. აღშფოთებული ამერიკელის შურისძიება
და სწორედ მაშინ, როდესაც კარი იღება და ბადრაგს ხელშებორკილი ოსვალდი გამოჰყავს, ბრბოს შუახნის
მამაკაცი არღვევს და პატიმარს, ჩართული კამერების, უამრავი მოწმისა და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ, ტყვიას ახლის…
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1950. მხოლოდ თეთრებისათვის
ჰეგელის ცნობილი პარადოქსის თანახმად, ისტორია არაფერს გვასწავლის, თუმცა თანამედროვე
ამერიკელებმა ამ საკამათო მაქსიმასგან ქვა ქვაზე არ დატოვეს – ლინკოლნისა და ჯეფერსონის შთამომავლები ყველაფერს პოლიტკორექტულობის ტესტით ამოწმებენ, რასისტულ გამონათქვამებს საბავშვო პროზის კლასიკად აღიარებულ წიგნებშიც გამადიდებელი შუშით დაეძებენ, თეთრ სახლს კი შავკანიანი დიასახლისი ჰყავს.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1936. “მიგრანტთა დედა”
1936 წლის მარტში, ფოტოგრაფმა დოროთეა ლანჟმა კალიფორნიაში, ნიპომოს ბანაკში ფლორენს ტომპსონი
აღმოაჩინა – ქალი, რომელსაც შვიდი შვილის სარჩენად უწევდა ცხოვრებასთან ჭიდილი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ყველაფერი არნახული ეკონომიკური კატასტროფის ფონზე ხდებოდა, როდესაც ყოველდღიურად ათობით გაღატაკებული და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ადამიანი იკლავდა თავს…
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1944. D-Day
აშშ არმიის პირველი ქვეითი დივიზიის მე-16 პოლკის
ჯარისკაცებთან ერთად ომაჰა-ბიჩზე იმყოფებოდა რობერტ კაპა - ფოტორეპორტაჟის კლასიკოსი, ანდრე კარტიე-ბრესონის მეგობარი, სახელგანთქმული “მაგნუმის” ერთ-ერთი დამაარსებელი, ადამიანი, რომელმაც ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ხუთი ომი გამოიარა.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1945. გამარჯვების დროშა სურიბაჩის მთაზე
1945 წლის 19 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ ივოძიმას
შეუტიეს. ბრძოლა თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა და 16 მარტს იაპონიის საიმპერატორო არმიის ნაწილების კაპიტულაციით დასრულდა. საომარი მოქმედებების მიმდინარეობის მე-5 დღეს, 23 თებერვალს, დღის პირველ საათზე, საექსპედიციო ძალების შემადგენელი მე-5 საზღვაო ქვეითთა დივიზიის მებრძოლებმა, ერთ-ერთ ლოკალურ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად, კუნძულ ივოძიმას სამხრეთით მდებარე სურიბაჩის მთაზე ამერიკის მომცრო დროშა აღმართეს, ხოლო ორი საათის შემდეგ სტანდარტული ზომის დროშით შეცვალეს.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1960. კომანდანტე ჩე
1960 წლის 4 მარტს ჰავანის პორტში აფეთქდა ბელგიური ხომალდი La Coubre , რომელსაც
კუბელებისათვის იარაღი და ტყვია-წამალი მოჰქონდა. ჩე გევარამ, რომელიც მაშინ კუბის მრეწველობის მინისტრი იყო, ახლომდებარე შენობაში მნიშვნელოვანი თათბირი მიატოვა და პორტში გაექანა დაშავებულთა დასახმარებლად, მეორე დღეს კი მივიდა, რათა პატივი მიეგო იმ მეზღვაურებისათვის, რომელთა გადარჩენა ვერ მოახერხეს. სწორედ მაშინ მოხვდა არგენტინელი ბიჭუნა ტეტე ალბერტო კორდას ობიექტივში.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1968. “ჩვენ ვიცით, ვინ ხარ შენ!”
ეს განსაკუთრებული რეაქცია, ალბათ, იმანაც გამოიწვია, რომ მაშინდელი საზოგადოება ჯერ კიდევ არ
იყო მიჩვეული ძალადობის ასეთ ღია, ცინიკურ დემონსტრირებას. სურათმა საბოლოოდ დაანახა ამერიკელებს (და არა მარტო მათ), რა ხდებოდა სინამდვილეში ვიეტნამში. ამერიკამ მხსნელისა და გამათავისუფლებლის ნიღაბი ჩამოიხსნა და მშობლები, რომლებსაც ნუგეშად აღარაფერი დარჩათ არლინგტონის ჯვრებისა და სამკუთხად დაკეცილი დროშების გარდა, იძულებულნი გახდნენ, თვალი გაესწორებინათ რეალობისათვის – მათი შვილები სხვა ქვეყნის ოკუპაციისას დაიღუპნენ.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1945. კოცნა ტაიმს-სკვერზე
გასაკვირი არ არის, რომ აიზენშტადტს იმ აურზაურში სცენის მონაწილეთა ვინაობის დადგენა
აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ ახალგაზრდა მეზღვაურისა და წაბლისფერთმიანი მედდის თავდავიწყებული კოცნა 27 აგვისტოს უკვე სახელგანთქმულ ჟურნალ “Life”-ის ფურცლებზე მოხვდა და “victory selebrations” თემაზე გადაღებული სხვა სურათებისგან განსხვავებით, მთელს გვერდზე დაიბეჭდა. დროთა განმავლობაში ფოტომ ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ ზოგიერთ ადამიანს მასზე აღბეჭდილ პიროვნებებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირების სურვილი აღეძრა.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1969. Abbey Road
“ბითლზის” უკანასკნელი ალბომის – “Abbey Road”–ის გარეკანის კომპოზიციის იდეა პოლ
მაკკარტნის ეკუთვნოდა. 1969 წლის 8 აგვისტოს დილით პოლიციამ ლონდონის სენტ-ჯონს-ვუდის რაიონში მდებარე პატარა ქუჩა გადაკეტა. ფოტოგრაფი იენ მაკმილანი კადრებს ექსტრემალურ პირობებში, კიბეზე ასული, იღებდა. ათწუთიანი ფოტოსესიის შედეგმა, როგორც ძველები იტყოდნენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ები როუდზე მდებარე პატარა სტუდია და გადასასვლელი ”ბითლზის” თაყვანისმცემლების მოსალოც ადგილად იქცა.
მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1961. თავისუფლების ნახტომი.
19 წლის აღმოსავლეთგერმანელი პოლიციელი ჰანს კონრად შუმანი საბჭოთა და ფრანგული
საოკუპაციო სექტორების საზღვარზე მოწყობილ გამშვებ პუნქტთან მორიგეობს. ბერლინში ხმები დადის, რომ რუსები კედელს აგებენ და სექტორებს შორის გადაადგილება სულ მალე უკიდურესად გართულდება. ეს შუმანმაც იცის. საზღვარს იქით შეკრებილი ხალხი პოლიციელს ხელს უქნევს და აქეთ წამოდიო, ეძახის. შუმანი გადაწყვეტილებას იღებს, მხრიდან ავტომატს იგდებს და მავთულხლართს ახტება.





























[...] XX საუკუნის ფოტოისტორია [...]
[...] ფოტოგრაფიით გატაცებული მეჩვენება ჩვენი მოლი, იმდენი პოსტი აქვს ამ თემასთან დაკავშირებით და იმდენად საინტერესო. თუ ამ თემით დაინტერესდით, გნებავთ კატეგორია “ფოტოგრაფიაში” შეიხედეთ, გნებავთ მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ფეიჯ “XX საუკუნის ფოტოისტორია”-ში. [...]
[...] XX საუკუნის ფოტოისტორია [...]
[...] XX საუკუნის ფოტოისტორია [...]