Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ყავახანა’

crash of coffee jar

ნოემბრისთვის უჩვეულოდ მზიანი შაბათია. ვზივარ “Coffee Room”-ში, გვერდით სურნელოვანი “ლუნგო ფორტეს” ჭიქა მიდგას და მეგობარს ველოდები. აუჩქარებლად ვაგემოვნებ არომატულ სითხეს და ვფიქრობ, რომ დროა კარგა ხნის წინანდელი განზრახული განვახორციელო – ჩემი მკითხველები ვერანდაზე დავპატიჟო და ფინჯან ყავასთან ერთად საინტერესო ამბებითაც გავუმასპინძლდე.

ამქვეყნად ლეგენდა ყველაფერს გააჩნია და არც ყავაა გამონაკლისი. გაგიკვირდებათ და ამ არისტოკრატული სასმელის აღმოჩენას კაცობრიობა ეთიოპიელ მწყემს კალდის და მის მსუნაგ თხებს უნდა უმადლოდეს. ცნობისმოყვარე ბეკეკებს ჯერ მწვანე ბალახით უჯერებიათ გული, მერე კი უცნობ ხეს მისდგომიან და მოწითალო ნაყოფით ჩაუკოკლოზინებიათ ყელი. ცოტა ხანში, გაოცებული პატრონის თვალწინ ისეთი კუნტრუში გაუმართავთ, რომ კალდი საგონებელში ჩავარდნილა და რჩევისთვის ადგილობრივი მონასტრის წინამძღვართან გაქცეულა.

თხებზე ნაკლებად ცნობისმოყვარე არც ბერები გამომდგარან – უცნაური მცენარის ფოთლებისა და ნაყოფებისგან ნაყენი დაუმზადებიათ…

(more…)

Read Full Post »

Procession of the guilds in front of the Sultan in the Hippodrome, Ottoman miniature (1582)

ეს სურნელოვანი წიგნია…

არა, არ მოგესმათ, სწორედ რომ სურნელოვანი… ჩაის, ნარგილეს, ყავის არომატით გაჯერებული… ასე მგონია, ყველაზე კარგად მის მშვენიერებას თურქულ ყავახანაში შეიგრძნობს ადამიანი. იმ ყავახანაში, სადაც მე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სულ მგონია, რომ იქაურობა უნატიფესი, ხელით ნაქსოვი ხალიჩებით არის მოფენილი, აქა–იქ ფარჩაში გამოხვეული პატარა ბალიშები მიმობნეულა და ჰაერი თრიაქის კვამლს დაუმძიმებია… შეიძლება, ჩემეულ ინტერპრეტაციაზე ვინმეს გაეღიმოს, მაგრამ დამეთანხმეთ – “მე წითელი მქვია“ რომ წაიკითხოთ, უკეთესი გარემოს პოვნა გაგიძნელდებათ.

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,783 other followers

%d bloggers like this: