Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ქართული ბლოგოსფერო’

The Washington Post front page

ნანოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციის საუკუნეში, მოგეხსენებათ, ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებთან ერთად, სოციალური მედიის როლიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ახალ მსოფლიო ტრენდს, საბედნიეროდ, არც საქართველო ჩამორჩება და სამამულო ბლოგოსფერო, ვიღაც-ვიღაცები, ჯერჯერობით მაინც, მთლად სერიოზულად რომ არ აღიქვამენ, ოკეანეს გადაღმა სათანადოდ დააფასეს.

სექტემბრის ბოლოს, ქართველი ბლოგერები, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ინიციატივით, აშშ-ის დედაქალაქს ეწვევიან. ამის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე “ვაშინგტონ პოსტის” რედაქციის, კონგრესის  ბიბლიოთეკისა და ინოვაციური პროექტების მართვისა და მხარდაჭერის ფონდის სპიკერებმა ისაუბრეს.

თოთხმეტდღიანი ვიზიტის უკიდურესად დატვირთული გრაფიკი უკვე გაწერილია. ბლოგერები გავლენიან ამერიკულ გამოცემას და კაპიტოლიუმის ბორცვს ესტუმრებიან, შეხვდებიან ვაშინგტონელ კოლეგებს. დაგეგმილია ერთობლივი მასტერ-კლასების და ვორქშოპების ჩატარება, ნიუ-იორკის, ჰოლივუდის, დისნეილენდის და ფორტ-ნოქსის მონახულება.

(more…)

Read Full Post »

professione - blogger

ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა ამას წინათ, ბლოგზე მორიგი ვიზიტის შემდეგ – შენ, მგონი, პროფესია შეცდომით აირჩიეო.

იხუმრა, ცხადია, მაგრამ ხომ გაგიგონიათ – იმ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის გვარიანი ყლუპი თუ არ ურევიაო.

არადა, ზუსტად ვიცი – არაფერი შემშლია და სწორედ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მომწონს.

არ დამიჯერებთ, მაგრამ ღრმა ბავშვობაში ნაირ-ნაირ ეგზოტიკურ პროფესიაზე ოცნებას, რატომღაც, ავცდი. ერთი ეს იყო – ნაყინის გამყიდველობა მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, უგემრიელეს, ვაფლისჭიქიან პლომბირს იმდენს მიირთმევდა, რამდენიც გაუხარდებოდა… მერე, ბებიას და მამის მაგალითმა იქონია გავლენა, დეტექტივების სიყვარულმაც თავისი გაიტანა და იურისტობაც მტკიცედ გადავწყვიტე.

ჰოდა, ასე მოვედი აქამდე, კოდექსებში, დებულებებსა და ბრძანებებში ჩაფლული და სხვა, უკეთესი და უფრო საინტერესო საქმე თუ მოიძებნებოდა ჩემთვის, არც მეგონა, მაგრამ კაცი ბჭობდაო, გეცოდინებათ… შემიჩნდა ეშმაკი და ვორდპრესის აწ უკვე მშობლიურ, მაშინ კი უცხო და უცნაურ ხლართებში გავები.

(more…)

Read Full Post »

blog

აი, გავაცილეთ ძველი 2012 წელი, ახალსაც შევეგებეთ, ზოგი წყნარად და მოკრძალებულად, ზოგი ზარ–ზეიმით და შუშხუნების სროლით, ზოგიც გოჭის კუდით კბილებში. საახალწლო ორომტრიალი მინელდა, ხორაგი შეცოტავდა და გატანჯულმა გონებამაც მოითხოვა ინტელექტუალური საზრდო. ჰოდა, ჯეოპარდის თემად ჩვენი ბლოგოსფეროს ვარსკვლავურ პოსტებზე უკეთესს რას შევარჩევდი – მკითხველი კიდევ ერთხელ გაიხსენებს. მაშ, ასე,

Автора на сцену!

(more…)

Read Full Post »

blogging

მართალია, ჯეოპარდის ბოლო ტური გასულ კვირას ჩავატარეთ და დღეს ინტელექტუალური პაექრობისგან უნდა დაგვესვენა, მაგრამ წლის ბოლო ოთხშაბათი დადგა და, აბა, მითხარით, როგორ შემეძლო, ჩემს საყვარელ ბლოგერებთან ერთად არ გამეცილებინა აპოკალიფსს გადარჩენილი 2012 :) ეს პაკეტი სწორედ მათ მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ პოსტებს ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, არც პასუხებზე დაფიქრდებით დიდხანს და ვერც იმაში შემედავებით, რომ კითხვების შედგენისას ბლოგოსფეროს საუკეთესო ავტორებს ვეყრდნობოდი. მაშ, ასე,

Автора на сцену!

(more…)

Read Full Post »

how to blog

დღეს მოლი ბლუმი კიდევ ერთხელ გთავაზობთ, ქართული ბლოგოსფეროს ახალბედა თუ ვეტერანი სახეების გამოცნობაში სცადოთ ბედი. ეს ამ თემაზე შედგენილი უკანასკნელი პაკეტია, თუმცა, იმედი მაქვს, ოდესმე, როცა მშობლიური ონლაინ სივრცეც გაფართოვდება და ჩემი ინტერესების სფეროც, ამგვარ კითხვებზე თამაშის საშუალება ისევ გვექნება.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Social media

ჯეოპარდის გასული ტური, რომელიც ქართული ბლოგოსფეროს ეძღვნებოდა, ჩემდა გასახარად, ფრიად წარმატებული გამოდგა. თუმცა, ამ თემაზე მორიგი პაკეტის შედგენის მიზეზი მარტო ეს არ გახლავთ – საქმე იმაშია, რომ 15 კითხვა მეტისმეტად ცოტა აღმოჩნდა და ჩემთვის საინტერესო ბლოგების ნახევარიც ვერ დაიტია. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ოთხშაბათიც ვირტუალური დღიურების ქართველი მოყვარულებისათვის დამეთმო. კითხვებს მიღმა მათი ამოცნობა კი თქვენთვის მომინდვია,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

ფესტივალის რიგით მეოთხე დღე, პირველი სამის მსგავსად, ხალხმრავალი გამოდგა. კვირას წიგნებისთვის იმათაც კი მოიცალეს, ვინც აქამდე, მიზეზთა გამო, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონში მისასვლელად დრო ვერ გამონახა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველს, დაპირებისამებრ, მწერლებთან შეხვედრა დღესაც მოუწყო. “ინტელექტმა” სერიოზული საკითხავის  მოყვარულებს ნობელიანტების სტოკჰოლმური ლექციების ოთხტომეული წარუდგინა. განსაკუთრებული ფუსფუსი შეიმჩნეოდა “პალიტრა L”-ის და “დიოგენეს” სტენდებთან, “ლოგოს პრესის” საბავშვო კუთხეში ფესტივალის  პატარა სტუმრები გატაცებით ხატავდნენ და დროდადრო ფერად წიგნებსაც ფურცლავდნენ, ვაჟა-ფშაველას სტენდთან “ხმელი წიფლისა” და “შვლის ნუკრის ნაამბობის” ნაწყვეტებს კითხულობდნენ…

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა დასასრულს თბილისის წიგნის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი…

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,374 other followers

%d bloggers like this: