Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მოქალაქე ბლუმი’

bodva

ერთი ძველი, ბავშვობისდროინდელი ამბით დავიწყებ.

სკოლაში ენთუზიასტი პიონერხელმძღვანელი გვყავდა – ახალგაზრდა და ენერგიული ქალი. პიონერთა ოთახი ლენინის და გორბაჩოვის სურათებით, სსრკ-ს ჰიმნის და გერბის თვალსაჩინო პლაკატებით, პრიალა ფურცელზე დაბეჭდილი პიონერის ფიცით, ცნობილი რევოლუციონერების, პარტიზანი და იატაკქვეშელი ბავშვების სურათებით ჰქონდა გაფორმებული. დოლიც იქვე იდო, საყვირიც და კუთხეში დიდი წითელი დროშა იყო აყუდებული, საინვენტარიზაციო ნომრით.

ახალგაზრდა და ენერგიული ქალი იყო ჩვენი პიონერხელმძღვანელი-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს – სასკოლო კონფერენციასაც კი ამზადებდა თემაზე “გარდაქმნა და პიონერი”. მე მოხსენება უნდა წამეკითხა რაისა მაქსიმოვნას “პიონერსკაია პრავდაში” დაბეჭდილი ვრცელი ინტერვიუს მიხედვით, მაგრამ კონფერენცია ჩაიშალა და გადავრჩი.

მერე ბათუმიდან წამოვედი და 91 წლის შემოდგომაზე, ორიოდე დღით ჩასულმა, სკოლაშიც შევირბინე.

(more…)

Read Full Post »

ზაზა ბურჭულაძე. ხატია ფსუტურის ფოტო

ზაზა ბურჭულაძე. ხატია ფსუტურის ფოტო

ვისაც ახალი ამბებისთვის სისტემატურად თვალის დევნება სჩვევია, დღევანდელი პოსტის თემას სათაურითაც იოლად მიხვდება. ნიუსებისადმი გულგრილ მკითხველს დეტალების მოძიება აქა და აქ შეუძლია. მე კი ორი სიტყვით გიამბობთ, რაში იყო საქმე.

5 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, ზაზა ბურჭულაძეს თავს დაესხა აღშფოთებული სუბიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ პოლიტიკურ თოკ-შოუში გაჟღერებულმა მწერლის მოსაზრებებმა და მისი მოთხრობიდან წაკითხულმა ნაწყვეტმა გააღიზიანა. სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკურიც მოჰყვა და ზაზა ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

მეშვიდე დღეა, ფეისბუქზე და ბლოგოსფეროში ამ ამაზრზენ ფაქტზე რეაქციას ვაკვირდები და, საღად მოაზროვნე ადამიანების პროტესტთან ერთად, ჩემდა გასაკვირად, არც თუ კანტიკუნტად ასეთ კომენტარებსაც ვაწყდები  – “მეტის ღირსი იყოო…”

ეს ფრიად კაცთმოყვარე პოზიცია, ძირითადად, ორი არგუმენტით არის გამყარებული – ზაზა, მწერალი კი არა, ერთი უზნეო გრაფომანიაო და ასეთ სიბინძურეს რომ წერდა, აბა (გულზე მჯიღის ცემით და იქედნური ქირქილით), რა ეგონაო…

თქვენის ნებართვით, პირველით დავიწყებ.

(more…)

Read Full Post »

elections

ბოლო დღეებია, შინ თუ გარეთ, ქუჩაში, ტრანსპორტში, ბაზარსა თუ კინოში ერთი ფრაზა მესმის სხვადასხვა ვარიაციით – “მოიცა, მოვიდეს პირველი ოქტომბერი და მერე ვნახოთო…”

მოვიდა კიდეც. სულ რაღაც რვა საათში საარჩევნო უბნებიც გაიხსნება და დავიწყებთ…  ორშაბათი როგორ ჩაივლის, მეტნაკლებად გასაგებია – საინფორმაციო გამოშვებები ურთიერთგამომრიცხავი ნიუსებით, პირდაპირი ჩართვები “ცხელი წერტილებიდან”, ეგზიტპოლები ონლაინ რეჟიმში, ბრიფინგები და საგანგებო განცხადებები, ინტერვიუები და კომენტარები… ასე მივალთ საღამომდე. აი, მერე… მერე, რა მოხდება, აღარ ვიცი.

მეთექვსმეტე წელია, ხმის უფლება მაქვს, არჩევნები ჯერ არ გამომიტოვებია, მაგრამ ჩემი რჩეულებით განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ–მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. თავადაც მოგეხსენებათ   – გამარჯვებულები წინასაარჩევნო დაპირებების ნახევარს მაშინვე ივიწყებენ, მეორე ნახევარის შესრულებას 4-5 წელი არ ჰყოფნის და, თუ სასწაული მოხდა და ეყო, ისეთი უკუღმართობა გამოდის, დავიწყება აჯობებდა… ვაკანტური თანამდებობები ამ სკამების დაკავების მსურველთა რიცხვზე ერთი-ორად ნაკლებია, “უბილეთოებიც”, (იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო, რა თქმა უნდა) მაშინვე ოპონენტთა ბანაკში ინაცვლებენ, და, რაც მთავარია, არჩევანს, როგორც წესი, ცუდს და უარესს შორის ვაკეთებთ.

(more…)

Read Full Post »

Lunchtime atop a Skyscraper. Rockefeller Center. New York City, United States. 1932

თუ აქაურობას ხშირად სტუმრობთ და განახლებებსაც ყურადღებით ადევნებთ თვალს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მოქალაქე ბლუმს იშვიათად ვაწუხებ და არც თქვენ გაბეზრებთ თავს აღშფოთებული, საპროტესტო პოსტებით. წიგნებზე წერა ბევრად მირჩევნია – გამოგიტყდებით და მათ სამყაროში სიმშვიდის და სინათლის ისეთი გრძნობა მეუფლება ხოლმე, რომ მომკალით და აღარ მინდა, ეს ჰარმონია რამეს დავარღვევინო. თუმცა, მხოლოდ  პოზიტივით გაჟღენთილ თემებზე საუბარიც არ გამოდის –  ზოგჯერ ისეთ სიუჟეტს გადააწყდები კაცი, გვერდს რომ ვერაფრით აუვლი…

ამ პოსტის იდეა სამიოდე თვის წინ გამიჩნდა, მაგრამ მაშინ ბლოგერულ შვებულებაში გახლდით, ევროჩემპიონატით ვტკბებოდი და გულშემატკივრობისგან დაზარალებულ ყელს ნაღებიანი ცხელი ყავით ვმკურნალობდი,  აქ კი ლამის მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვიხედებოდი…  არა უშავს, არც ახლაა გვიანი.

ივნისის დასაწყისში “ცხელი შოკოლადის” ვებ-გვერდზე, რომელსაც სისტემატურად ვკითხულობ ხოლმე, ანა კორძაია-სამადაშვილის ეს მცირე ჩანაწერი გამოქვეყნდა. თუ სრული ვერსია დაგაინტერესებთ, ბმულს გაყევით, მე კი ორ, ფრიად სახასიათო, აბზაცს მოგაწვდით.

(more…)

Read Full Post »

Time - Protesters

ახალს ვერაფერს გეტყვით. იმას, რაც გუშინ ვნახეთ, ვერც აღმაშფოთებელს დავარქმევ, ვერც შოკისმომგვრელს და ვერც ამაზრზენს – არაადექვატურად რბილი ეპითეტებია. დღეს ბევრად უარესად ვარ. საშინელი გულისრევის შეგრძნება არ მშორდება.

თვალწინ იმ სადისტების კმაყოფილი სახეები მიდგას. იდიოტური გამომეტყველება და საშინლად მშვიდი, ავადმყოფურად მშვიდი ხმა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ რომელიმე მაინც ჯანმრთელია და ნორმალური. არ არსებობს. გამორიცხულია. ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი უმწეო პატიმარს კი არა, მოსისხლე მტერს ვერ მოექცევა ასე.

და იმის წარმოდგენაც მიჭირს, რომ ამ არსებებს ოჯახები ჰყავთ, ცოლები და შვილები, ღამით შინ მიდიან, ვახშმობენ და ჩაძინებულ ბავშვებს შუბლზე კოცნიან.

არადა, ჰყავთ, ალბათ… დედებიც ჰყავთ და მართლა არ ვიცი, იმათ დედებს წუხელ როგორ დაეძინათ.

არ მითხრათ, ახლა, ქურდებიო… ქურდული სამყარო სხვაზე ნაკლებად არ მეზიზღება, მაგრამ აბსოლუტურად დეგრადირებული ფორმიან-სამხრეებიანი პირუტყვი, ადამიანური რომ არაფერი შერჩენია, “შავი იდეოლოგიის” აღმსარებელ ნებისმიერ კრიმინალზე საშიში მგონია.

ბლოგს ვხურავ. წიგნებზე, მუსიკაზე და მულტფილმებზე წერის თავი ნამდვილად არ მაქვს.

რა დროს ესთეტიკაა.

ქალაქში დინოზავრები დადიან.

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ მყვირალა სათაურების მოყვარული არ გახლავართ, ამა თუ იმ საკითხის რეზონანსულობით ბოროტად არასოდეს მისარგებლია და თემის შერჩევას ტელევიზიებისა და ფეისბუქის კარნახის გარეშეც მშვენივრად ვახერხებ ხოლმე. დღეს ჩვეულებას გადავუხვევ – არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა იმაზე, რასაც, აგერ, უკვე მეოთხე დღეა, მთელი ჯინეტი განიხილავს.

ალბათ, უკვე მიხვდით – ხუთშაბათს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ამაზრზენ ფაქტს და ზოგადად, იმ პრობლემას ვგულისხმობ, ჩვენდა სამარცხვინოდ, ოცდამეერთე საუკუნეშიც რომ აქტუალურია.

არ მგონია, ახლა ისეთი რამ გითხრათ, აქამდე რომ არსად წაგიკითხავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ანბანური ჭეშმარიტებები დროდადრო უნდა გაიმეორო, რადგან განსაკუთრებული მონდომებით სწორედაც რომ მათ ვივიწყებთ.

ადვოკატის მოქმედი ლიცენზიის მიუხედავად, ვექილად ნამდვილად არ გამოვდგები, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი – აბსოლუტურად ლეგიტიმურ, მშვიდობიან მსვლელობაში უხეში და ძალისმიერი ჩარევა ისეთი უკანონო და ამორალური საქციელია, მარტო დემონსტრანტებს კი არა, მთელ საზოგადოებას რომ აზიანებს.

(more…)

Read Full Post »

Death Penalty scene

პროფესიის მიუხედავად, იურიდიულ პრობლემებზე დღემდე არაფერი დამიწერია – სამართლებრივი თემატიკა, თუ საქმე პრაქტიკული დანიშნულების კონკრეტულ კითხვა-პასუხებს არ ეხება, ბლოგის ფორმატისთვის ოდნავ შეუფერებელი მეჩვენება.

თუმცა, გამონაკლისი ყველა წესს აქვს და ამ სპეციფიკურ, ფართო საზოგადოებისთვის არც თუ მიმზიდველ, სფეროშიც მოიძებნება საკითხები, რომლებიც ერთნაირად აინტერესებთ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს, სოციოლოგებს, ჟურნალისტებს და თეოლოგებს  – მათ, ვისაც სამართალთან და კანონთან, დანაშაულთან და სასჯელთან თითქმის არაფერი აკავშირებთ, მაგრამ თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრად მიიჩნევენ და ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი პოზიცია გააჩნიათ.

თუ ილიას “სარჩობელაზედ” ან სტივენ კინგის “მწვანე მილი” გახსოვთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ადამიანი ბუნებით მაინც ჰუმანური არსებაა და ჰომო საპიენსის მოკვდინების მშვიდად აღქმა უჭირს  - თუნდაც, საამისოდ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობდეს. ცხადია, ამ უკიდურეს ნაბიჯზე ბევრს კამათობენ. ასე რომ, დღევანდელი პოსტის თემა შემთხვევით არ შემირჩევია.

(more…)

Read Full Post »

De Grote Donorshow. BNN. Netherlands. 2007-2008

ყოვლისმცოდნე ენციკლოპედიებს თუ ვენდობით, პირველი სატელევიზიო რეალითი-შოუ, ამერიკული “ფარული კამერა”, ცისფერ ეკრანებზე 1948 წელს გამოჩენილა და მას შემდეგ მსგავს ტელეპროექტებს სტაბილური პოპულარობა არასოდეს მოჰკლებია – ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და სხვისი ცხოვრების ჭუჭრუტანიდან თვალთვალი, დიახაც, რომ ძალიან აინტერესებს. სამწუხაროდ, ეს ის ჯანსაღი ცნობისმოყვარეობა არ არის, სოკრატე ყოველგვარი სიბრძნის საწყისად რომ მიიჩნევდა.

ჟანრის კლასიკურ ნიმუშს, ჯორჯ ორუელის უკვდავი ანტიუტოპიის პატივსაცემად მონათლულ “დიდ ძმას” ანალოგები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოეძებნება და არც ქართული ტელევიზიაა გამონაკლისი. ჩვენთან, დიდი ხანია, კონტენტს რეიტინგების მიხედვით განსაზღვრავენ და თუ პროგრამა მაყურებელთა უმრავლესობას მოსწონს, შინაარსობრივი მხარე რა მოსატანია… ერთი ცნობილი ლათინური მაქსიმის არ იყოს, გემოვნებაზე არავინ დაობს. მით უმეტეს, რომ ამა თუ იმ გადაცემის ირგვლივ გამართული კამათიც რეიტინგის წისქვილზე ასხამს წყალს.

დღემდე განხორციელებული სამამულო პროექტებიდან, ყველაზე მეტად, ძველი “კანდიდატი” და სულ ახლახანს დასრულებული “შეგირდი” მომეწონა. კონკურენტები უპირატესობის მოპოვებას შიშველი სხეულების დემონსტრირების და სკანდალური გამოხტომების კი არა, გონებრივი შესაძლებლობების და საზრიანობის ხარჯზე ცდილობდნენ. რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღებაში მაყურებლის მონაწილეობის ხარისხი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. თუ შემოქმედებით კონკურსებში საუკეთესო ნაწარმოების პირდაპირი კენჭისყრით არჩევა მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური გემოვნების (ანუ, უგემოვნების)  მორიგი ტრიუმფია, სხვა ფორმატის რეალითი-შოუებში გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება, ზოგჯერ, ეთიკის ზღვარსაც კი სცილდება.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,367 other followers

%d bloggers like this: