Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მეორე მსოფლიო ომი’

Affiche Cannes 1939

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ჩემი მაგნიტური კოლექცია. რვა დაფაზე განაწილებულ ლითონის, ხის და პლასტიკის ფიგურებს შორის ზოგი უბრალოდ ლამაზია, ზოგი – განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარია, ზოგი კი ისეთ ისტორიას ჰყვება, იოტისოდენადაც არ შეგრცხვება, პოსტად აქციო და გამოაქვეყნო.

ჩემმა მეგობარმა ნინომ წლევანდელი საზაფხულო შვებულების ნაწილი საფრანგეთში გაატარა. ცხადია, ვოიაჟს ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე არ ჩაუვლია – კანსაც ესტუმრა და ხელს, საგანგებოდ ჩემთვის, სახელგანთქმული კინოფესტივალის აფიშით დამშვენებული მაგნიტიც გამოაყოლა. საჩუქარი, თავისთავად, მშვენიერი იყო – ძველი კინოპოსტერები ჩემი სისუსტეა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძალიან კარგ, მაგრამ მაინც რიგით ექსპონატად ჩავთვლიდი, ერთი მცირე დეტალი რომ არა.

აფიშა კანის 1939 წლის ფესტივალისაა – იმ ფესტივალის, რომელიც არ ჩატარებულა.

(more…)

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველს, ალბათ, კარგად ახსოვს, რომ “მეოცე საუკუნის ფოტოისტორიის” ბოლო ფურცელი ცხრა მაისს გადავშალეთ – სურიბაჩის მთის კადრს ვიხსენებდით. ორიოდე სიტყვა რაიხსტაგის თავზე გადაღებულ ფოტოზეც ვთქვი და კომენტატორებთან ერთად არც თუ ორიგინალურ დასკვნამდეც მივედით – ყველაფერი არც ისე მარტივად არის, როგორც ოდესღაც გვასწავლიდნენ – არც ცხრა მაისია მეორე მსოფლიო ომის დასრულების მთლად ზუსტი თარიღი და არც ევგენი ხალდეის ცნობილი სურათია ბოლომდე აუთენტური.

ნახევრად ყალბი საბჭოური ისტორიისგან განსხვავებით, 1944 წლის 6 ივნისის სინამდვილეს ეჭვქვეშ არავინ აყენებს – ზუსტად 67 წლის წინ საფრანგეთში, ნორმანდიაში  გამართული ბრძოლა სამართლიანად ითვლება მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდად.

დიახ, დღეს სახელგანთქმული D-Day-ს იუბილეა.

(more…)

Read Full Post »

Joseph Turner. Battle of Trafalgar

გუშინ Jeopardy!-ის უკვე ჩატარებულ ტურებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ, კარგა ხანია, ისტორიის თემას არ შევხებივარ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, უპირატესობა სხვადასხვა ეპოქაში გამართული ბრძოლებისათვის მიმენიჭებინა – ბოლოს და ბოლოს, სულ რაღაც გუშინწინ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 66-ე წლისთავი ვიზეიმეთ :)

მაშ ასე, ჩემო ძვირფასო და ერთგულო მკითხველებო  –  დღეს ის ცნობილი ბრძოლები უნდა გავიხსენოთ, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. პირადად მე, ამ კითხვების წერისას ნამდვილად ვისიამოვნე, რადგან მივიწყებული ისტორიული მომენტებსაც გადავავლე თვალი და აქამდე უცნობ მოვლენებზეც ბევრი რამ შევიტყვე. იმედი მაქვს, უკმაყოფილონი არც თქვენ დამრჩებით. მაშ ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Iwo Jima flag raising

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ დროდადრო  ლიტერატურულ ფორმატს “ვღალატობ” და სხვა თემებზე, მათ შორის ფოტოგრაფიაზეც, ვწერ.

ბოლო დღეებში, თქვენც შენიშნავდით, მეტწილად თბილისის წიგნის მომავალ ფესტივალზე ვიყავი კონცენტრირებული და ახლა მივხვდი, რომ ბლოგის ერთ-ერთი განგრძობადი პროექტი – მე-20 საუკუნის ფოტომატიანე დიდი ხანია, არ შემივსია. თან, დღეს 9 მაისია, თარიღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ასოცირდება, ამიტომ, მორიგი პოსტის დასაწერად ისტორიულ ფოტოალბომებს გადავხედე.

ბუნებრივია, როგორც საბჭოეთში დაბადებულ ადამიანს, პირველად რაიხსტაგის ქონგურზე გამარჯვების წითელი დროშის აღმართვის სცენა გამახსენდა, რომლითაც უხვად იყო ილუსტრირებული ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები,  მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსი სამხედრო ფოტო-კორესპოდენტის ევგენი ხალდეის სახელგანთქმული ფოტოსურათი “დადგმულია”. მოგეხსენებათ, როდესაც ქანთარიამ და ეგოროვმა რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა ააფრიალეს (თუმცა ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი, ერთი მხრივ დიდი ბელადის, მეორე მეორე მხრივ კი – უძლეველი რუსი ხალხის საამებლად შეთხზული ლეგენდა იყო და არავის არაფერი აუფრიალებია), თან ფოტოაპარატი არ ჰქონიათ და ამ დიადი მომენტის ამსახველი სცენა მოგვიანებით, მშვიდობიან ვითარებაში გადაიღეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ფაქტი ისტორიულ კადრს მთელს ეშხს უკარგავს.

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 598 other followers

%d bloggers like this: