Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თამარა’

Ну, погоди! Олимпиада

ერთი ძველი ხუმრობის თანახმად, უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ინგლისელი, უპირველეს ყოვლისა, ორ კლუბს აშენებს – იმას, სადაც არასოდეს ივლის და იმას, რომელსაც ყოველ საღამოს ესტუმრება.

თქვენი მასპინძელი, კი გეცოდინებათ, გამოუსწორებელი ანგლოფილია. ამას ირლანდიური გვარ-სახელიც დაუმატეთ და აღარ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ დღემდე ათასი ჯურის კლუბში ვარ გაწევრებული – ვირტუალურშიც და ნამდვილზე ნამდვილშიც :)

ჰოდა, დღეს ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით. სულ ახალი დაარსებულია, მაგრამ ფრიად პერსპექტიული, სახალისო და, რაც მთავარია, სასარგებლო – ტყუილად ხომ არ ამბობდნენ ძველი ბერძნები, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო. მართალია, ამ აფორიზმს მეორე ნაწილიც აქვს, თანაც არცთუ ოპტიმისტური, მაგრამ მთლად ნუ დავწვრილმანდებით.

(more…)

Read Full Post »

ჩემი "ვეფხისტყაოსანი"

ამას წინათ, ბლოგის არქივს ვაწესრიგებდი. ფოტოგალერეაში ორ მივიწყებულ სურათს გადავაწყდი. გამეღიმა და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, მკითხველისთვის ერთი ძალიან კარგი წამოწყების შესახებ მეთქვა რამდენიმე სიტყვა.

შარშანდელი ამბავია. ახლადწამოჩიტული ბლოგერი გახლდით, დროც მეტი მქონდა და ხალისიც… ჰოდა, რომელიღაც მშვენიერ შაბათს, ნაღებიანი ყავის ჭიქით ხელში, კომპიუტერთან გემრიელად მოკალათებულს, ფოსტამ თამარას ცინცხალი პოსტი მომიცუნცულა – “ვეფხისტყაოსანი” ხომ არ გადაგვეწერაო…

თურმე, ნუ იტყვით და, ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ ფორუმს ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნის” შექმნა გადაეწყვიტა და მსურველს თითო სტროფის გაგზავნას სთავაზობდა.

(more…)

Read Full Post »

Tea cups

დარწმუნებული ვარ, მკითხველებს უკვე შეეპარათ ეჭვი ჩემს სტუმართმოყვარეობაში – კარგა ხანია, მოლის ზამთრის ბაღში წვეულება არ გამართულა გემრიელი სასუსნავისა და საინტერესო ისტორიის თანხლებით. ნება მიბოძეთ, თავი ვიმართლო – ჩვენი თავყრილობები მეც ძალიან მაკლდა, უბრალოდ, სხვა თემებზე წერამ შემიყოლია.

ახლა, როცა ფანჯრებს მიღმა თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიანი ზამთარია, დილაობით შეჭირხლულ ფანჯარასთან ვიღვიძებთ და თბილი საწოლიდან წამოდგომა სიკვდილივით გვეზარება, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ ზამთრის ბაღში ჭიქა ჩაიზე დამეწვევით. ბუხარი, როგორც ყოველთვის, უკვე მხიარულად გიზგიზებს, ხალიჩაზე მიმოფანტული ბალიშები უწინდელზე მეტია – სპეციალურად შევიძინე, თორემ დაბადების დღეს რომ აღვნიშნავდით, ვიღაც მესამე ბალიშს თხოულობდა და ვერ იშოვნა, მგონი, თამარა იყო.

სხვათა შორის, სამზარეულოში ფაიფურის ფინჯნებიც მომეპოვება, ჩინეთიდან საგანგებოდ ჩამომიტანეს. მერი პოპინსი შემპირდა – ადრე მოვალ და ჩაის დაყენებაში მოგეხმარები, ძალიან კარგად გამომდისო…

ერთი სიტყვით, თქვენ თავი ისე იგრძენით, როგორც შინ, ამასობაში მე და მერი ფინჯნებს ჩამოვარიგებთ, სენდვიჩებით სავსე ლანგარსაც მოვუძებნი ადგილს და დავიწყოთ.

(more…)

Read Full Post »

თეგ-თამაშებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია (ჩემი ბლოგი არსებობის მხოლოდ მესამე თვეს ითვლის და, უბრალოდ, ვერ მოვასწარი), მაგრამ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება…  წუხელ, მოხეტიალეს მწვანე და ძალიან საინტერესო ბლოგზე აი, ამ პოსტს გადავაწყდი, თეგებში ჩემი გვარ-სახელიც ამოვიკითხე და თემა იმდენად მომეწონა, სამერმისოდ გადადება არც მიფიქრია.

სანამ ცოცხალი ვარ, მინდა…

… ვენეციაში გონდოლიერის ნამღერ “ბარკაროლას” მოვუსმინო.

… მადრიდში, “პლასა დე ტოროზე”, კორიდა ვნახო და იოგების დაწყვეტამდე ვიყვირო “ოლე!”

… პარიზში, მონმარტრიდან ჩემი პორტრეტი წამოვიღო.

… ბარსელონაში, “ნოუ კამპზე”, ელ კლასიკოს დავესწრო.

… პრაღაში კათოლიკურ შობას შევხვდე.

… სოხუმის ბულვარში, ქვიშაზე მოდუღებული შავი ყავა დავლიო.

(more…)

Read Full Post »

ლიტერატურული და არტ თემების კვალდაკვალ მოლი ბლუმის ბლოგზე მუსიკალური ვიქტორინის დროც დადგა. დღევანდელი პაკეტი, ვფიქრობ, განსაკუთრებით  კლასიკის მოყვარულებს დააინტერესებს. კითხვებს როკისა და ჯაზის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ვიქტორინას მეორე ტურში მონაწილეობა ექვსმა ინტელექტუალმა – მერი პოპინსმა, ლიბიკა სილვესტრისმა, ჩორვენმა, თამარამ, მატილდამ და ანონიმმა მიიღო. საუკეთესო შედეგით – თხუთმეტი სწორი პასუხით – პირველ ადგილზე მერი პოპინსი აღმოჩნდა, თუმცა თავი არც სხვებს შეურცხვენიათ. დღეს კი ერთმანეთს მელომანი ბლოგერები შეერკინებიან.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 598 other followers

%d bloggers like this: