Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ახალგაზრდა ქრისტე ტაძარში ქადაგებისას’

The Supper at Emmaus. Han van Meegeren. 1936

მას ბავშვობიდანვე უნდოდა, მხატვარი გამხდარიყო…

ისე ძალიან უნდოდა, რომ არაფრად აგდებდა მკაცრი და გოროზი მამის წინააღმდეგობას და სკოლის გაკვეთილების ნაცვლად საათობით იჯდა ხატვის მასწავლებლის – ბარტუს კორტელინგის სახელოსნოში. თუმცა, მშობლების დაჟინების წყალობით დელფტის ტექნიკურ კოლეჯში მოხვდა, არქიტექტურის ფაკულტეტზე.

როგორც იტყვიან, სანთელ–საკმეველმა გზა მაინც არ დაკარგა – საკმარისი აღმოჩნდა უნივერსიტეტის კონკურსის ოქროს მედლით დაჯილდოვებული ერთადერთი აკვარელი და მამის მიერ ნალოლიავები სამომავლო გეგმა წყალში ჩაიყარა – ჰან ვან მეეგერენმა ხატვას მიჰყო ხელი.

მიჰყო – ადვილი სათქმელია და მეეგერენის გზა იმაზე ძნელად სავალი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. არადა, როგორც მკვლევარები ირწმუნებიან, ნიჭიერი ანიმალისტი იყო, მაგრამ წარმატება არა და არ მოდიოდა. სახელოსნოში გათენებულ ღამეები ერთმანეთს მისდევდა, ის კი ძლივს ახერხებდა ახალგაზრდა ცოლისა და ორი პაწია ბავშვის გამოკვებას.

ხელმოცარული ხელოვანის გულში წვეთ–წვეთად გროვდებოდა ბოღმა და სასოწარკვეთა. ოჯახის სარჩენად მეეგერენმა ძველი ტილოების აღდგენაზე დაიწყო მუშაობა და მალე მიხვდა, რომ ის მხოლოდ უბადლო რესტავრატორი კი არ იყო –  ძველ ფლამანდელ ოსტატებსაც არაფერში უდებდა ტოლს.  საერთოდ, ამ კაცს ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა – ნიჭიერი არქიტექტორიც გახლდათ და ექსპერიმენტატორი ქიმიკოსიც – თავის ლაბორატორიაში საოცარ საღებავებს ქმნიდა. სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ სწორედ იქ არ უმართლებდა, სადაც ყველაზე მეტად ცდილობდა წარმატების მიღწევას. და ვან მეეგერენი გაბოროტდა – გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც მისი აღიარება არ ინება.

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 604 other followers

%d bloggers like this: