ეს ზამთარი ისე შეუმჩნევლად მოგვეპარება ხოლმე, მოხედვასაც ვერ მოასწრებ. ვერანდაზე ჯდომა, იცოცხლე, მშვენიერია, მაგრამ ცხვირი და ყურები სიცივისგან რომ გაგიჭარხლდება, ძალაუნებურად სხვა ადგილს ეძებ მეგობრული თავყრილობისთვის. ჰოდა, მოლის ზამთრის ბაღზე უკეთესი არც არაფერი მეგულება
თქვენ გგონიათ, ამ არაჩვეულებრივი მოხარშული ცომის შიგთავსად მარტო კრემი გამოდგება? ოლოლი თქვენ :) აბა, ვინ წაიღებს
თეფშებს მაგიდისკენ? აი, ეს შუები ჩემი საფირმო ქათმის სალათით არის შეზავებული, აქ ჭარხლის ნიგვზიანი ფხალია, აქ კი – ისპანახის. ჩაშუშული სოკოთი გაძეძგილებიც მომეპოვება და ოლივიეს სალათითაც. ნიგვზიანი ბადრიჯნით შეკმაზული შუც უნდა გამისინჯოთ აუცილებლად, თითებს ჩაიკვნეტთ. თქვენ გემრიელად მიირთვით, მე კი ყავის მეორე სეანსისთვის დავფაცურდები, თან დესერტისთვის ბოლო აკორდი მაქვს დასამატებელი – კრემიან პროფიტროლებს შაქრის პუდრი უნდა მოვაფრქვიო.
მეპატრონემ, იტალიელმა ემიგრანტმა ცეზარ კარდინიმ ჯერ თვალები მოიფშვნიტა, ხომ არაფერი მეჩვენებაო, მაგრამ როცა
დარწმუნდა, რომ ცხვირწინ, ბარის სკამზე ნამდვილად კლარკ გეიბლი იჯდა და მკლავზე ჯინ ჰარლოუ ეკონწიალებოდა, მაშინვე დატრიალდა და ნაირ-ნაირი ალკოჰოლური სასმელი უშურველად ჩამოამწკრივა დახლზე. ოღონდ… ვაი, სირცხვილო! შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო და სამზარეულოში ასეთი საპატიო სტუმრებისთვის მისართმევი აღარაფერი დარჩენოდა.
სიზმრის სხვა დეტალებზე ლეგენდა, სამწუხაროდ, დუმს, სამაგიეროდ გვიამბობს, როგორ გამოიყენა მოხერხებულმა შევალიემ
ორმაგი დუღილის ტექნოლოგია კონიაკის დამზადების საქმეში და როგორ გაუგზავნა ექსპერიმენტის ნაყოფი რენორვილის სააბატოს. ბერებმა მოკრძალება გამოიჩინეს და მხოლოდ ერთი კასრი დააცარიელეს, მეორე კი განსაკუთრებული შემთხვევისთვის საიმედოდ შეინახეს. ეს განსაკუთრებული შემთხვევა მხოლოდ თხუთმეტიოდე წლის შემდეგ მომხდარა და წმინდა მამებს, ხელების ფშვნეტით რომ მოაგორებდნენ ჭურჭელს სარდაფიდან, პირკატა სცემიათ – სასმელი ნახევარზე დასული დახვედრიათ, სამაგიეროდ, გემო და არომატი ჰქონია ისეთი, ბოროტი ენები ამბობენ, სააბატოდან მთელი კვირა გადაბმული სიმღერის ხმა გამოდიოდაო.
ახლა, რასაკვირველია, ზუსტად ვეღარავინ გვიამბობს, როდის შეამჩნიეს პირველად ფარაონის ქვეშევრდომებმა, რომ ზომაზე მეტად
ნასვამ–ნაჭამი ბატის ღვიძლი გაცილებით უფრო წვნიანი, ნაზი და ჰაეროვანი იყო, ვიდრე იმ ფრინველისა, ფიგურაზე რომ ზრუნავდა და თავშეკავებით იკვებებოდა. ჩანს, რომელიღაც ყოჩაღი დიასახლისის თვალს არ გამოეპარა, რომ შემოდგომაზე, როდესაც მისი ბატები ლეღვის ხეების ძირში დასუნსულებდნენ და ძირს ჩამოცვენილ ნაყოფს აგემოვნებდნენ, ხორციანი კერძი უფრო სწრაფად ქრებოდა მაგიდიდან.
ვენეციელ ვაჭარსა და მოგზაურს – მარკო პოლოს ზოგი ხოტბას ასხამს შორეული ჩინეთის შესახებ
მოწოდებული ფასდაუდებელი ცნობების გამო, ზოგიც მთელ ამ ვოიაჟს ზღაპრულსა და გამოგონილს უწოდებს. კაცმა არ იცის, ვინ უფრო მართალია, მაგრამ, ასეა თუ ისე, პირადად მე მაინც ვალში ვარ მის წინაშე – 1295 წელს ევროპამ ნაყინს სწორედ მისი წყალობით გაუსინჯა გემო. გაუსინჯა და ჩაიხლართა კიდევ ათასნაირი ინტრიგა – ყველა თავმომწონე არისტოკრატი პრესტიჟის საკითხად თვლიდა პირადი მენაყინის ყოლას, საუკეთესო სპეციალისტების გადასაბირებლად მთელი აგენტურული ქსელი მუშაობდა და რა ხერხს აღარ მიმართავდნენ – ფულს, მუქარას, შანტაჟს და, ასე გასინჯეთ, საწამლავსაც კი.
ერთხელ უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამქვეყნად ლეგენდა ყველაფერს გააჩნია და არც
კოქტეილია გამონაკლისი. ყველაზე რომანტიულ ისტორიაში ნიუ-იორკელი ბარის მეპატრონის მშვენიერი ქალიშვილი, შეყვარებული ამერიკელი ოფიცერი და დაკარგული მამალი ფიგურირებენ. ფრანკოფონები ამტკიცებენ, რომ coquetelle-ს ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში, შარანტის პროვინციაში აგემოვნებდნენ. ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ინგლისელები – მათ რომ ჰკითხოთ, “მამლისკუდას” ჭეშმარიტად ბრიტანული სპორტის – დოღის მოყვარულები არც თუ სუფთა სისხლის ცხენებს ეძახდნენ.
ალერსის რა მოგახსენოთ, მაგრამ რომელიღაც ჩობანი აშკარად დანარჩენებზე ჭკვიანი და მოხერხებული
გამოდგა, ან სიცივემ და შიმშილმა შეაწუხა სხვაზე მეტად (გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ხომ გაგიგონიათ). კაცმა არ იცის, საიდან მოიტანა თიხის ქოთანი, სახლიდან გამოაყოლა ხელს თუ ღამის გასათევი ქოხის კუთხეში მიგდებული იპოვნა, მაგრამ ცეცხლზე რომ შემოდგა და გამხმარ–გაქვავებული ყველი ჩაათალა შიგნით, ფაქტია. დასწვდა ერთი კვირის წინანდელი პურის ნატეხს, ამოავლო გამლღვალ, წელვად მასაში და ისე გემრიელად ჩაკბიჩა, თქვენი მოწონებული. მერე დანარჩენებიც მიიპატიჟა, ნახელავი გამისინჯეთო და… ასე მოევლინა კულინარიულ სამყაროს ფონდიუ, ფრანგულად დნობას რომ ნიშნავს.
ახლა, როცა ფანჯრებს მიღმა თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიანი ზამთარია, დილაობით შეჭირხლულ
ფანჯარასთან ვიღვიძებთ და თბილი საწოლიდან წამოდგომა სიკვდილივით გვეზარება, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ ზამთრის ბაღში ჭიქა ჩაიზე დამეწვევით. ბუხარი, როგორც ყოველთვის, უკვე მხიარულად გიზგიზებს, ხალიჩაზე მიმოფანტული ბალიშები უწინდელზე მეტია – სპეციალურად შევიძინე, თორემ დაბადების დღეს რომ აღვნიშნავდით, ვიღაც მესამე ბალიშს თხოულობდა და ვერ იშოვნა, მგონი, თამარა იყო.
1494 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ლინდორსის სააბატოს ბერმა – ჯონ კორმა მეფე ჯეიმს IV-გან
870 კგ ქერის ალაოს შეძენაზე თანხმობა მიიღო და “სიცოცხლის წყლის“ გამოხდას შეუდგა, შოტლანდიელებსა და ირლანდიელებს შორის გაუთავებელი დავაა – ვისკის წარმოების საქმეში ორივე პირველობას იჩემებს. მე, რასაკვირველია, ამ ათასწლოვანი კამათის გადასაჭრელად არანაირი არგუმენტები არ მომეძევება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – ჩემი სიმპათიები იმ ცეცხლოვანი სითხის მხარესაა, ედინბურგელი სტიუარტები რომ მიირთმევდნენ. ის ამბავიც მსმენია, რომ ამ საკითხში პიონერები სულაც არაბები იყვნენ, მათგან მითვისებული თუ ნებით გამხელილი რეცეპტი კი ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ჯვაროსნებმა ჩამოიტანეს ევროპაში.
ასეა თუ ისე, ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნივთმტკიცება პირველ საუკუნეში მცხოვრები კულინარის –
მარკუს გავიუს აპიციუსის წიგნია – “De Re Coquinaria”, სადაც პიცას წინამორბედი რეცეპტია მოცემული – წიწილის ხორცი, ზეთისხილი, ყველი, ნიგოზი, ნიორი, პიტნა და წიწაკა. აპიციუსი ცნობილი გურმანი იყო და როდესაც გაღარიბდა და მიხვდა, რომ საყვარელ სასუსნავებზე უარი უნდა ეთქვა, თავი მოიკლა. ჩემი ღორმუცელობა აქამდე ნამდვილად არ მისულა, მაგრამ ძალიან დამწყდებოდა გული, ეს კულინარიული შედევრი, საუკუნეთა მდინარებისას, სადმე რომ დაკარგულიყო.
პირველი ყავახანა საუკუნის სტამბოლში გახსნილა და გრძეულვაშა, წაწვეტებულქუდიან თურქებს ისე
მოსწონებიათ, იქიდან ფეხის მოცვლა აღარ სდომებიათ – ისხდნენ თურმე მთელი დღეები რბილ ბალიშებზე, ნარგილეს აბოლებდნენ, ყავას წრუპავდნენ და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ. ხელისუფალნი შეფიქრიანებულან – მეჩეთებში უფრო ნაკლები ხალხი იკრიბება, ვიდრე ყავახანებშიო და მაცდუნებელი სასმელი აუკრძალავთ, თუმცა უშედეგოდ.
არავინ იცის, ვინ გაანდო თავზეხელაღებულ დამპყრობელს ამ მარცვლებისაგან ჯადოსნური სასმელის
დამზადების რეცეპტი… შესაძლოა, თავად აცტეკთა დატყვევებულმა იმპერატორმა, თავისუფლების მოპოვების იმედით… ისტორია ამის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ღვთაებრივ სასმელს ერნან კორტესს მშვენიერი მექსიკელი თარჯიმანი მალინჩე უმზადებდა, რომელიც უცხოტომელი დამპყრობლის სიყვარულმა ისე დააბრმავა, რომ მისი მსტოვრობა იკისრა და სარეცელი გაიზიარა.
“მხოლოდ ერთი ხარისხი – პირველი!” - ამ დევიზის გარეშე “კლიკოს ქვრივი” მსოფლიოს ვერ დაიპყრობდა,
თუმცა მკაცრ და შეუვალ ქალბატონს თავდადებული შრომის დაფასებაც შეეძლო – კლიკოს სახლის სარდაფებს დღესაც ერთგული თანამშრომლების სახელები ჰქვიათ…
როგორც იქნა, სამუშაო დღეც გადავაგორე, მოსაწყენ სემინარსაც
გავუმკლავდი და სხვა, რუტინულ, წვრილმანებსაც, ახლა ვზივარ შინ, ჩემს ოთახში, და ვცდილობ, მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველს რაიმე ინტელექტუალური საზრდო შევთავაზო, მაგრამ ამაოდ – თავში “დონატების” “ცეზარის”, “Near opera”-ს კიევური კოტლეტის და ლაზური ხაჭაპურის და “ტერემოკის” ლორიან–ჰოლანდიურყველიანი ბლინის მეტი არაფერი მიტრიალებს.




























უხდება ფოტო ;)
ლამაზი ვერანდაა, კი :)
მადლობა, თეო :)
რა სასიამოვნო და მყუდრო ადგილია (მმ)
სურათი თეომ მაჩუქა :) მშვენიერი ადგილია უბრალოდ, თემის მიღმა სამუსაიფოდ :)
ფარდები? დამცხება :(
ეს ვერ გავთვალე, ქევან :(
მოკლედ, მოლის ვერანდაზე ადრე გავლით ვარ ნამყოფი, ახლა კი ისე გემრიელად მოვიკალათე რომ აქედან წამსვლელი არ ვარ.ბლოგის მასპინძელი სექტემბრამდე აღარ გაგვანებივრებს თავისი ლიტერატურული საზრდოთი, სამაგიეროდ აქ შემომიპატიჟა ასე რომ პირველ სექტემბრამდე გლამთაია მოლი ბლუმის ვერანდის ერთ-ერთ სარწეველაში ჯდება და მოუთმენლად ელის სიახლეებს განათლებული ბლოგის ავტორისაგან :) ;)
ცივი ყავა და ნაყინი ყოველთვის მომეძევება მე ჩემი სტუმრებისთვის :) ასე რომ, მოხერხებულად მოკალათდი, გეთაყვა :)
სექტემბრამდე ბლოგის გადახალისებას მოვუნდები. ახლა ვუყურებ და უამრავი რამ ყოფილა მოსაწესრიგებელი. ერთი სიტყვით, საქმე არ გამომელევა :)
ხელცარიელი კი არ მოვსულვარ :) გავიგე ქევანა სიცხეს უჩიოდა ( ჯერ სურატის ჩასმა არ ვიცი ამიტომ ლინკს დავდებ) ჰოდა მეც ფარდები და კონდიციონერი მოვიტანე ;)
http://s57.radikal.ru/i156/0902/c6/ad67fa601d07.jpg – მე მგონი ფარდები მოუხდება ასეთ მყუდრო ბლოგს და ვერანდას :)
http://image.made-in-china.com/2f0j00JvKQZsFEkalS/Wall-Split-Type-Air-Conditioner-Panel-A-.jpg – ფერები შეგიძლია აირჩიო :)
ბევრმა ლინკმა ვორდპრესი დააბნია და სპამად ჩათვალა შენი კომენტარი :)
მადლობა, თაია, სასექტემბროდ ვერანდას განახლებასაც ვაპირებ და სურათები ნამდვილად გამომადგება :)
:)
უამრავი რაღაცა ყოფილა შესაცვლელი, არადა, ერთი შეხედვით არ ეტყობა ბლოგს…
რატომ? მე მომწონს. მყუდრო და განათლებული ბლოგი გაქვს. ისე თუ მართლა რაღაცეების შეცვლა გინდა, გეხვეწები შენი მწვანექუდიანი გრავატარჩიკი არ შეცვალო ;)
არ შევცვლი :) კოსმეტიკური რემონტი გადახალისებას გულისხმობს და უფრო მოხერხებული გახდება ბლოგი, თორემ კარდინალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ :) და ჩემს ირლანდიურ მწვანე ქუდს ნამდვილად ვერ შეველევი :)
ისე ეს ქუდი მოლის სიმბოლო გახდა. ისე მოლი შენს ნამდვილ სახელს რატომ არ ამხელ?
ნამდვილად :) ჩემი საყვარელი გრავატარია :)
ასე მირჩევნია, თაია :)
რას იზამ ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს ;) მოლი რომელიმე ლიტერატურულ ჟურნალთან არ გიცდია თანამშრომლობა ან კიდევ უკეთესი შენი პოსტები რომ დააპატენტო?
არა, რას ამბობ :) მე ხომ მოყვარული ვარ და არა პროფესიონალი ლიტერატორი :) სულ რაღაც შვიდი თვეა, ვწერ :)
რა ვიცი ;) ისე ზოგი 7 წელია წერს და ვერ დაწერა
რამდენიც გინდა :) მაგრამ მაინც მოყვარული ვარ :)
ეს არის მთელ ინტერნეტში ყველაზე მყუდრო, ყველაზე თბილი, ყველაზე წყნარი ადგილი.. სადაც სიყვარულით გიღებენ და ცხოვრების ხალისს გიბრუნებე… :) მიყვარს ეს ბლოგი ^_^
შეჭამდა ახლა ადამიანი კრუასანს (მმ)
:)))
ველქამ :)
აქ ყველა სტუმარს სიყვარულით ხვდებიან :) და გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს წესს. :)
ანტრეს სენდვიჩები მინდა ახლა მე.
მე ანტრეს ნუშის ჩიფსები (მმ)
ნუშის ჩიფსები არ გამისინჯავს… ისე, ჩიფსი კი მიყვარს.
მოლი მომენატრე :(
მომენატრე მოლი :(
ვორდპრესმა ვერ გიცნო, თეო :)
მოლი ვერანდაზე რემონტი გააკეთე?
ჰო :) ახლოვდება სეზონის გახსნის დღე და ვარემონტებ ნელნელა :)
სეზონის გახსნასთან დაკავშრებით რამე გრანდიოზული ხომ არ დაგიგეგმია? :)
ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ბუნებრივია, გამხსნელი პოსტი ჩვეულებრივი და რიგითი არ იქნება.
o o დავინტრიგდი :)
^
ისე, მალე მეასე პოსტიც მოდის :)
მოლი გილოცავ! განათლებული ბლოგი უკვე com-ზეა :) აბა წარმატებები :)
მადლობა, თაია :)
მადლობები ჯესისაც ეკუთვნის ბლოგის ნათლიობისთვის :) განათლებული ჯესიმ დაარქვა :)
სასიამოვნო ადგილია… თავისი გემრიელი მენიუთი.. მენიუში კი რათქმაუნდა გემრიელი და დახვეწილი პოსტები იგულისხმება…..
ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში :) აქაურობა მსუბუქი, გემრიელი და სახალისო პოსტებით მინდა, ავავსო. მძიმე თემებისთვის მოქალაქე ბლუმია.
მოლი, რა ლამაზია შენი ზამთრის ბაღი :) წლის ამ დროს ზუსტად ასეთი გარემო გესიამოვნება ადამიანს…
მეც სეზონის მიხედვით შევცვალე, მერი :)
eset saxlshi siamovnebit vicxovrebdi :)
[...] მოლის ზამთრის ბაღი [...]
[...] გამორჩეულად ხშირი სტუმრობის მიზეზი, მოლი ბლუმის ზამთრის ბაღი, იგივე მოლის ვერანდა. სულ ხუთი პოსტია, [...]
[...] მოლის ზამთრის ბაღი [...]
ნიამუუუუ (მმ)
[...] მოლის ზამთრის ბაღი [...]
:)
[...] მოლის ვერანდა [...]
(mm) რა სითბოა აქ )(მმ)
აჰა :) მერე რა, რომ უკვე გაზაფხულდა :)
uhum
მოლის სალონი გახსნილია ^^
დამთბარა :))
აქ დაცხება მალე :)
ასეთ ვერანდაზე თუ მზეს მიმაფიცხებ, სულაც ნუ მაჭმევ ნურაფერს, მოლი, მაინც უძალიანესად ნასიამოვნები დაგირჩები :)
მზეზე მიფიცხება რა სახსენებელია, როცა ამდენი გემრიესი სასუსნავი გვაქვს ვერანდაზე, კატერინა :)
[...] მოლის ვერანდა [...]
გამოვზაფხულდით?:)
[...] მოლის ვერანდა [...]
[...] მოლის ვერანდა [...]
საშემოდგომო ფოტოა ^_^
ნამდვილად :) ოქროსფერია :)
[...] მოლის ვერანდა [...]
წლევანდელი ახალი წელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება^^ ე.წ პლანეტების აღლუმს უნდა ველოდოთ^^
[...] მოლის ზამთრის ბაღი [...]
[...] მოლის ზამთრის ბაღი [...]