ალბათ, დამეთანხმებით, რომ წიგნის ფესტივალი ყველა ჭეშმარიტი ბიბლიოფილისათვის ნამდვილი ფეიერვერკია. ბუნებრივია, გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. მოგეხსენებათ, მოლი ბლუმი თბილისის წიგნის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალის ექსკლუზიური მიმომხილველი გახლდათ და ეს გვერდიც წინასაფესტივალო პოსტებს და საგამოფენო პავილიონიდან მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟებს ეძღვნება.
თბილისის წიგნის მეთოთხმეტე ფესტივალი – დასასრული
კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს
საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.
თბილისის წიგნის მეთოთხმეტე ფესტივალი – დასაწყისი
რა გასაკვირია, რომ თავიდანვე ფავორიტი გამომცემლობების სტენდებს ჩამოვუარე – ქარჩხაძესთან ნატო დავითაშვილის “ოთხი
მხარე და ოთხი სვეტი” მოვიკითხე, “დიოგენესთან” – ფამუქის “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” და ჩემი ბავშვობის სიყვარული “პეპი გრძელიწინდა”, (საჩუქრად მჭირდებოდა)… ყველაზე დიდხანს სულაკაურის წიგნებთან შევრჩი – რემონ კენოს “ლურჯ ყვავილებს” და ჯაბა ზარქუას “მკითხველი უნდა მოკვდეს”-ს ორი ფანტასტიური ალბომი – “რენესანსი” და “იმპრესიონიზმიც’ მივამატე და სიმძიმისგან წელში გაზნექილი, სულის მოსათქმელად კაფესკენ გავეშურე.
წიგნის ფესტივალი. დღე მეოთხე და უკანასკნელი
“ექსპო ჯორჯიას” პავილიონი დამთვალიერებლისათვის უკიდურესად კომფორტული გამოდგა. წიგნების
არჩევანი დიდი იყო, ფასდაკლება თითქმის ყველა სტენდთან – ხელშესახები. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალის სავიზიტო ბარათი კრეატივი გახლდათ. შარშანდელი “კარცერ-ლუქსიც” მახსოვს და უფრო ადრინდელი ტომ სოიერის ღობეც, მაგრამ ეს ოთხი დღე შემოქმედებითი აქციებით გაცილებით დატვირთული გამოდგა. ანიმაციური გმირების კოსტუმირებული შოუ, ფლაერების დამრიგებელი, გორგოლაჭებზე მოსრიალე გოგონები, უამრავი ფერადი მაისური, გამომცემლობების საფირმო ჩანთები, გემოვნებით გაფორმებული სტენდები, პატარებისათვის საგანგებოდ მოწყობილი საკითხავი და სახატავი კუთხეები – ამ ყველაფერმა წიგნის ზეიმი კიდევ უფრო გაალამაზა…
მიუხედავად უამრავი აქციისა, მესამე საფესტივალო დღის მთავარი მოვლენა ჩემთვის
მაინც ნატო დავითაშვილის ფენტეზი-რომანის – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” – პრეზენტაცია იყო, გამომცემლობა “ლოგოს პრესის” მიერ გამართული. ეს წიგნი ჯერ კიდევ გუშინწინ მაჩუქა ჩემს ბიბლიოფილურ სიმსუნაგეში კარგად გათვითცნობიერებულმა მეგობარმა, ამიტომ დღეს ნატოს ავტოგრაფის გარეშე დავრჩი, მაგრამ ამის გამო ცხვირჩამოშვებული ყოვლისშემძლე და დაუღალავმა ლიბიკამ გამამხნევა და პრობლემის მოგვარებას შემპირდა :) ასე რომ, ავტოგრაფის მიღების იმედი მაქვს და ეს ამბავი ფესტივალის ბოლო დღეს ძალიან გამიხალისებს :)
“სიესტამ” სიახლეებით დაინტერესებულ მკითხველს ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში” შესთავაზა,
სულაკაურის საგამომცემლო სახლმა კი – ბესო ხვედელიძის “თამრო”. სხვადასხვა სტენდზე კიდევ რამდენიმე ახალშობილ გამოცემას მოვკარი თვალი, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ღონისძიება ბაკურ სულაკაურის პროექტი – “წლის საუკეთესო მოთხრობა” იყო. კონკურსში მონაწილე ავტორებიდან ზოგიერთი სხვადასხვა კომპანიამ დააჯილდოვა, საპატიო კვარცხლბეკი კი ქართული ლიტერატურული ბომონდის მეტრებმა დაიპყრეს. მესამე საპრიზო ადგილი ნიჭიერი პროზაიკოსისა და მთარგმნელის – ირმა ტაველიძის “გორის ციხეს” ერგო, მეორე – თეონა დოლენჯაშვილის “რეალურ არსებებს”, წლის საუკეთესო მოთხრობის ტიტული კი ზურაბ ლეჟავას “უხურდავებელმა მონეტამ” მოიპოვა.
თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ. ერთიშეხედვითაც ჩანდა, რომ გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს სტუმრების დასახვედრად საგულდაგულოდ ეზრუნათ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, “დიოგენეს”, “ინტელექტის”, ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის, სანტა-ესპერანსას, Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.
თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა
დღეს მოლი ბლუმის ბლოგი კარს მომდგარი წიგნის ფესტივალის პროგრამას გთავაზობთ.
ბიბლიოფილებს შეუძლიათ, ღონისძიებების ნუსხას გადახედონ, მათთვის საინტერესო აქციები, ჩატარების დრო და ადგილი მოინიშნონ და საფესტივალო დღეები წინასწარ, აუჩქარებლად დაგეგმონ. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია, რაშიც თვალის გადავლების შემდეგ თავად დარწმუნდებით – ორგანიზატორებმა დაპირება შეასრულეს და წიგნის მოყვარულთა ზეიმისთვის განკუთვნილი ოთხი დღე მაქსიმალურად დატვირთეს პრეზენტაციებით, ლექციებითა და გამოფენებით. ასე რომ, გაეცანით პროგრამას და… პავილიონებში შეხვედრამდე :)
“წიგნის კითხვა მათემატიკურ ამოცანას ჰგავს – კითხულობ, ხსნი და ბოლოს ან იღებ სწორ პასუხს, ან ვერა…”
ისე მოხდა, რომ ყველა წიგნი წაკითხული მქონდა, გარდა
ბეგბედერის „99 ფრანკისა“. გამომდინარე იქიდან, რომ ეკრანული გამოსახულება არ მიყვარს, ფილმებს იშვიათად ვნახულობ, მაგრამ ეს ნანახი მქონდა და ველოდებოდი თარგმანს. თან, მანამდე ამ ავტორის „ექსტაზი“ მქონდა წაკითხული და, ვიცოდი, რომ „99“ ფრანკი, ე.წ. კანფეტი იყო. ალბათ, ძალიან ბევრი დარჩა აღფრთოვანებული და მეც მათ რიგებში ვარ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ბეგბედერი, უელბეკი და კიდევ რამდენიმე თანამედროვე ავტორი, კარგად წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს. რაც არ უნდა ბევრი პორნო აღწეროს, მე ვიცი, რომ უელბეკი სექსზე არ წერს. ამ ყველაფრის მიღმა ძალიან მძიმე სულიერი კრიზისი იმალება, რის ანაზღაურებასაც ადამიანები სექსით ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. მიმაჩნია, რომ ეს ორი ავტორი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ უელბეკისაგან განსხვავებით, ბეგბედერი ცხოვრებას არადეპრესიულად, იუმორითაც უყურებს. კითხვისას ხშირად მეგონა, რომ ავტორი ჩემს აზრებს კითხულობდა. ბევრჯერ წამოვიძახე: ჯანდაბა, ფრედ, ეს ხომ მე უნდა მეთქვა?! :)
არ მომეწონა, „ივენთჰოლზე“ რომ შეჩერდა არჩევანი, ცოტა უფრო მეტი სივრცე იყო საჭირო და
წლევანდელი ფესტივალიც გაცილებით საინტერესო ამიტომ მგონია. გარდა ამისა, სიცხეც მიქმნიდა დისკომფორტს [თუმცა, ეს ხომ ორგანიზატორების ბრალი არ იყო], მიუხედავად ამისა, გულდასმით დავათვალიერე თითოეული გამომცემლობის სტენდი და ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მწერლის, ჰერმან ჰესეს რომანიც შევიძინე. მართალია, ჩემი ჯიბე კიდევ გასწვდებოდა რამდენიმე წიგნის შეძენასაც, მაგრამ ჩემთვის შესაფერისი ვეღარაფერი ვნახე.
ნატო დავითაშვილი – ჩემი წიგნის ფესტივალი
წელსაც იგივე გრძნობა მაქვს. წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე გამომცემლობა “ლოგოს პრესი” ჩემს ახალ წიგნს წარადგენს
– “ნისლებში და ნისლებს მიღმა” (პრეზენტაცია 28 მაისსაა, 14 საათსა და 30 წუთზე). ტრადიციას არ ვღალატობ (არც მაქვს სურვილი) და ეს წიგნიც ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და სამყაროც ჩემი მკითხველისთვის (მხედველობაში მაქვს “ამბავი ლილე იროელისა”) ნაცნობი იქნება. თუმცა, გმირები უცნობები. როგორც ფენტეზის სჩვევია, ერთი სამყაროს ქრონიკებს ვწერ. თუმცა ქრონოლოგიას (ესეც მიღებულია ამ ჟანრში და არც თუ ისე იშვიათად ხდება) ვერ ვიცავ: ხან მომავალს ვყვები და ხან წარსულს.
“წლევანდელი ფესტივალი, კრეატიულობის მხრივ, ნამდვილად გამორჩეული იქნება…”
წლევანდელი ფესტივალი კრეატიულობის მხრივ ნამდვილად გამორჩეული იქნება. წელს, პირველად,
საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება სამი საავტორო სტენდი, რომლებიც ფესტივალის ვიზუალურ მხარეს სადღესასწაულო იერს შესძენს. საავტორო სტენდების დიზაინზე წინასაფესტივალო მზადების პერიოდში ძალიან ბევრი იფიქრეს და იშრომეს გამომცემლობებმა – მიმდინარეობდა სტენდების ესკიზების მიღება, განხილვა, ჩასწორება და საბოლოო დადასტურება გამოფენის დიზაინერის მიერ. დარწმუნებული ვარ, ორიგინალური საავტორო სტენდები დამთვალიერებლისთვის უაღრესად საინტერესო და მიმზიდველი იქნება და კრეატიულობაც სათანადოდ დაფასდება.
კატალუნიური “წიგნის და ვარდის დღე” თბილისში
1995 წელს, როდესაც იუნესკოს მორიგ სესიაზე ამ თარიღის დღესასწაულად გამოცხადებას გეგმავდნენ, არჩევანი რამდენი
მე ფაქტორმა განაპირობა - 23 აპრილს დაიბადა და გარდაიცვალა კაცი, რომლის ჯულიეტას მთელი მსოფლიოს მიჯნურები დღემდე უგზავნიან ბარათებს და გულისნადებს უზიარებენ – ინგლისური დრამატურგიის გენია უილიამ შექსპირი; ამავე დღეს მოევლინა ქვეყანას მორის დრიუონი – შუა საუკუნეების საფრანგეთის მხატვრული ისტორიის შემოქმედი; მწუხარე სახის რაინდისა და ერთგული სანჩო პანსას ლიტერატურული მამის – მიგელ დე სერვანტესის და განთქმული ისტორიკოსის, ინკების ისტორიის თავგამოდებული მკვლევარის – გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალებაც 23 აპრილით გახლავთ დათარიღებული.
თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფესტივალის გახსნამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი, უკვე ცხადია, რომ ეს ყველაფერი
შარშანდელზე უკეთ იქნება ორგანიზებული. ოთხი საფესტივალო დღიდან სამი უქმეა, რაც ერთობ ხელსაყრელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ნებისმიერ დღესასწაულზე უფრო მოუთმენლად ელოდებიან – ხელს ვერც სამსახური შეუშლით და ვერც სასწავლებელი. გარდა ამისა, ძირითად აქციას – წიგნების გამოფენა-გაყიდვას წელს “ექსპო ჯორჯიას” პავილიონები დაეთმობა, რაც უდავოდ მისასალმებელია – ფილარმონია, ამ თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლებ კომფორტული იყო.



























მომწონს ეს გვერდი ;-)
სენქს ე ლოთ :)
ველოდები ხუთშაბათს და ამ გვერდის კიდევ უფრო გააქტიურებას. მადლობა ინფორმატიულობისათვის.
მადლობა შეფასებისთვის :)
და ველქამ :)
[...] აინტერესებს, აგერ მოლი და აგერ მისი ნაშრომები ამ თემასთან დაკავშირებით. ხვალ [...]
chemi tavis naxvas suratze namdvilad ar movelodiii momenatra wignebis garemocvashi yofnaaa:)))
:)ar velodi suratze sakutari tavis naxvas…momelatra wignebis garemocvashi yofna martlac kargi gamofena iyo
შენი კომენტარი ვორდპრესს სპამი ეგონა და დამალა.
ნამდვილად კარგი გამოფენა ჩატარდა :)
wels rodis iqneba xom ar ici?
24-27 მაისს
uraaa, e.i. male : )
kidev gaashuqeb?
ვაპირებ, თუ რამე სერიოზულმა ხელი არ შემიშალა.