Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘მოლის ვერანდა’ Category

Profiteroles - Choux

ეჰ… “Нет повести печальнее на свете, чем повесть - ”Я сегодня на диете”…

კი მაგრამ, დიეტაზე თუ ხარ, თოვლი თუ მოდის და ქარია, ქვეყანა თუ ინგრევა, შენ რა გიხარია კი არა და, რა წვეულება აგიტყდაო, გაიოცებთ, ალბათ.

მომენატრეთ და რა ვქნა. ჩემი დიეტა კი საკმაოდ ხანგრძლივია, ამას თუ ვუყურეთ, კარგა ხანს ვერ ავახმაურებთ ზამთრის ბაღს. ასე რომ, თქვენ მიირთვით, მე მასპინძლობას გაგიწევთ.

ისე, რომ იცოდეთ, დღეს შუ–ფართის მოწყობა მაქვს გეგმაში, ოღონდ არ გეგონოთ, მარტო ტკბილზე გადაგატარებთ. სხვათა შორის, არც მკლავებს დაგაკაპიწებინებთ, როგორც ამას წინათ :) მარტო ის მინდა, რომ გლეხის ბიჭმა ბუხარს მიხედოს, რაღაც აგვიცივდა ამ გაზაფხულზე, დანარჩენები კი მყუდროდ მოკალათდით, ბალიშები და სავარძლები, თავადაც ხედავთ, არ გვაკლია. ოღონდ მალინას საყვარელი, მძივებიანი ყურთბალიში გამიქრა სადღაც.

თეო, აგერ რუსა ამზადებს ნაღებიან ყავას და იქნებ სტუმრებს ჩამოურიგო? მეტს აღარ შეგაწუხებთ და ყველაფერს თავად მივხედავ, დუდუ დობორჯგინიძისა არ იყოს, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ.

დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რომ ჩვენი თავყრილობა მცირე კულინარიული ექსკურსიის გარეშე, ტრადიციულად, არც დღეს ჩაივლის. თქვენ ყავა მიირთვით, მე კი აქვე, ბართან ვიფუსფუსებ, რაც მჭირდება, უკვე მოვიმარაგე, თან პაწაწუნა და გემრიელი შუების ისტორიიდან ცოტას მაინც გიამბობთ. რამეს.

(more…)

Read Full Post »

Caesar Salad with Crab

ასეთ არეულდარეულ ამინდში, დამეთანხმეთ, ბუხართან მიფიცხებას არაფერი სჯობს. თუ ცეცხლის მხიარულ ტკაცატკუცს არ დავჯერდებით და რაიმე გემრიელ სასუსნავსაც გამოვძებნით, მთლად უკეთესი. მით უმეტეს, რომ კარგა ხანია, ზამთრის ბაღი მიჩუმებულია და მოწყენილი – თქვენებური აურზაური ნამდვილად არ აწყენდა.

ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მასპინძელმა პატარა მზაკვრობა ჩაიფიქრა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხარ-თეძოზე წამოწვება და გაქაფული მოლი აქეთ-იქით ირბენს თეფშებით ხელში, ძალიან ცდება. ერთი ძველთაძველი და ფრიად პატივსაცემი სიბრძნე ხომ გახსოვთ? დიახ, დიახ, “ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს”-ო, რომ გვასწავლის. ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი კერძი ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვამზადოთ და მირთმევითაც ერთად მივირთვათ. წინსაფრები უკვე მოვიმარაგე, თავშესაქცევი ისტორია კი, როგორც ყოველთვის, ჩემზე იყოს.

მოდით, ფუნქციები თავიდანვე გავინაწილოთ, რომ არავინ დაგვეჩაგროს. თამარა სალათის ფოთლებს მიხედავს – წინასწარ ჩავაწყვე ცივ წყალში, რომ უფრო ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს. ახლა მხოლოდ შემშრალება და ხელით დაფლეთა სჭირდება – დანასთან შეხება გემოს უკარგავს.

მერი, შენ ორცხობილა უნდა მოგვიმზადო – პური მაგიდაზეა, პატარა კუბიკებად დაჭერი და ტაფაზე მოხალე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, კარგი?

(more…)

Read Full Post »

Remi Martin Cognac

არა, რა, ვერ ყოფილა მაინცდამაინც კარგი ამბავი, როცა ახალი წელი და დაბადების დღე თითქმის ემთხვევა ერთმანეთს. რატომო? რატომ და იმიტომ, რომ ვერაფერი შვილი ზრდილობაა, მასპინძელი მთვრალი რომ გიღებს კარს. მაგრამ რა ვქნა, ისეთი ხალხი მეწვია გუშინაც და გუშინწინაც, სხვა გზა არ მქონდა, ცოტა უნდა დამელია. არ დამიწყოთ ახლა, მსუბუქად ნაქეიფარს შენ არაფერი გიგავსო, შინაურები ხართ ყველანი და მობრძანდით, პირდაპირ შუხარს მიაბურეთ… უჰ… ბუხარს მიაშურეთ–მეთქი, ვამბობდი.

მადლობა, მადლობა, პირდაპირ თვალებს არ ვუჯერებ, ამდენი საჩუქარი სულ ჩემია? მმმ… ვინმე მომეშველეთ ქაღალდების შემოფხრეწვაში, ხომ ხედავთ, არ გამომდის. კარგი იქნება, თუ დატრიალდებით და სუფრასაც გაშლით – მაცივარი ნაირ-ნაირი კერძებითაა სავსე, ერთი ეგ არის, გოჭია უყურო და უკუდო – შემომეჭამა.

აბა, ყველანი მოთავსდით? ეს ვინ არის, ჩემს საყვარელ სავარძელში რომ ხვრინავს? ასეც ვიცოდი, რომ სალი იქნებოდა – გუშინ დავურეკე და ვერაფრით გავაგებინე, ვინ ვიყავი – ისეთ კონდიციამდე ბრძანდებოდა მისული, მოლი ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, სულ მისის უისლი მეძახა და რონის და ჰერმიონის ამბებს მეკითხებოდა. მალინა, წაუქიმუნჯე ერთი მაგას, გაიღვიძოს. მართალია, ბახუსის ზემოქმედების ქვეშ გახლავართ, მაგრამ საინტერესო ისტორია მაინც უნდა გიამბოთ. ბოლოს და ბოლოს, იუბილარი ვარ და სტუმრების შექცევა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.

(more…)

Read Full Post »

Foie gras. alsace

იცით, რას გეტყვით? დიეტა და ვარჯიში ცუდი არ არის, მაგრამ, გამოგიტყდებით და, ზოგჯერ  ძალიან მღლის. ხან სამზარეულოდან გამოსული სურნელი მახვევს თავბრუს, ხან ქუჩაში, შუშებს მიღმა მაცდურად გამოფენილი სასუსნავისკენ გამირბის თვალი და, სანამ ახალ ამბებში მოგისმენიათ, ბლოგერი მოლი ბლუმი საკონდიტროში შეჭრის მცდელობისთვის დააკავესო და საკუთარი თვალით გინახავთ, როგორ მომარბენინებს პატრული ხელში ჩაბღუჯული კრუასანებით, ერთი ჩვენებური თავყრილობა მოვაწყოთ ვერანდაზე.

ასე რომ, მობრძანდით, გეთაყვა, თავი ისე იგრძენით, როგორ საკუთარ სახლში. ბუხარი უკვე გიზგიზებს, ოღონდ, სანამ სუფრას გავაწყობდე, ვინმემ ყურადღება მიაქციეთ – შეშა არ მოაკლდეს. ბიბი, თეფშების გამოტანაში მომეხმარე, კარგი? და ჭიქების გაპრიალებასაც ხომ არ ითავებს რომელიმე? ოჰ, თაია, ოღონდ შენ არა! აი, ჩემი საყვარელი ბალიში, სარწეველა სავარძელში  მოკალათდი და ახალი წიგნები გადაათვალიერე, აქვე აწყვია, მაგიდაზე.

დღეს ნამდვილი ფრანგული დელიკატესით უნდა გაგიმასპინძლდეთ და, იმედია, არჩევანს არ დამიწუნებთ. გასტრონომიული ორგიის დაწყებამდე კი ორიოდე სიტყვით გიამბობთ ჩვენი დღევანდელი მენიუს შესახებ.

(more…)

Read Full Post »

Luca Polare Ice cream

მიყვარს თვითკრიტიკული ადამიანები – თავადაც ასეთი გახლავართ და იმიტომ.  აი, მაგალითად, სულ არ მიჭირს, ვაღიარო, რომ გამოუსწორებელი მსუნაგი ვარ და, რამდენიც არ უნდა მეძახონ – ღორმუცელობა მომაკვდინებელი ცოდვააო, ტკბილეულს და სასუსნავს გვერდს გულგრილად ვერ ავუვლი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ, ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, მონატრებულ მკითხველთან შეხვედრა სწორედ ვერანდაზე გადავწყვიტე, სადაც თავშესაქცევი საუბარიც შეიძლება და ყელის ჩაკოკლოზინებაც. ამ პაპანაქებაში კი, ალბათ, უკვე მიხვდით, თქვენ გამასპინძლებას სწორედ ცივზე ცივი, უგემრიელესი ნაყინით ვაპირებ.

კარგად მოგეხსენებათ, როგორ მიყვარს სტუმრების მიღება, მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი ხანია, თავი არ მოგვიყრია. აგერ, ამსტელდალეული თამარაც დაგვიბრუნდა, სადღაც ნაყინით ცხვირმოთხუპნულ თაიასაც მოვკარი თვალი და სამზარეულოდან საეჭვო ტკაცუნიც გავიგონე. ახლადგამომცხვარი სტუდენტი – სოფიც შევამჩნიე სარწეველა სავარძელში… ვიცი, ვინმე აუცილებლად გამომრჩება და აჯობებს, უბრალოდ, გითხრათ, რომ თქვენთან ყოფნით ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და ყველა ერთანაირად მიყვარხართ. ამიტომაც მემეტება ჩემი საყვარელი სასუსნავი, თორემ ნაყინის ნებისმიერ რაოდენობას მარტოც გავუმკლავდებოდი.

(more…)

Read Full Post »

Cocktail Party. Jokulo Cooper

მართალია, მოლის ვერანდაზე მხიარული თავყრილობა საგანგებო მიზეზების გარეშეც საკმაოდ ხშირია, მაგრამ, დამეთანხმეთ, საიუბილეო თარიღების აღნიშვნას ამ მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ ტერასაზე მაინც სხვა ეშხი აქვს.

ალბათ, გემახსოვრებათ, რა ჟრიამულით და შუშხუნა შამპანურის ბათქა-ბუთქით ავღნიშნეთ მეასე პოსტი… არც ის აურზაური დაგავიწყდებოდათ, ბლოგის პირველი დაბადების დღე რომ ვიზეიმეთ და ვისკის ნამდვილი ფესტივალი გავმართეთ. ჰოდა, იმ ძველი და ყველასთვის საყვარელი ფილმისა არ იყოს, ახლა უკვე ტრადიციად გვექცა, განსაკუთრებული მოვლენების აბანოში… უჰ, უკაცრავად, ვერანდაზე აღნიშვნა ხარისხიანი ალკოჰოლის თანხლებით.

ამაღამ მოლი ბლუმი მეორასე პოსტს აქვეყნებს და, ვფიქრობ, აუცილებელიც კია, მცირე კოქტეილ-ფართი მოვაწყო და სტუმრებს ცივზე ცივი, უგემრიელესი სასმელით გავუმასპინძლდე.

(more…)

Read Full Post »

Quick Cheddar Cheese Fondue

თქვენი არ ვიცი, მე კი ძალიან მომენატრა ვერანდაზე სტუმრების ჟრიამული. კარგად მახსოვს, ბოლოს ზამთრის ბაღში მოვიყარეთ თავი, ჩაის შევექცეოდით და ჩინებულად ვიხალისეთ. მართალია, სუფთა ჰაერზე  გადაბარგება ცოტა ნაადრევად მოგვივიდა – გადარეული მარტი არ გვასვენებს, მაგრამ გაციების ნუ შეგეშინდებათ – თბილი, ღუნღულა პლედები მაქვს მომარაგებული, თანაც დღეს ცხელი კერძის შემოთავაზებას ვაპირებ და, იმედი მაქვს, არ გამეყინებით.

სანამ სასუსნავს ჩამოვარიგებდე, შეგიძლიათ, ჩემი ახალი “ქინდლი” დაათვალიეროთ –  ტრაბახში კი ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ძალიან მიხარია ამ კონკურსში გამარჯვება და რა ვქნა. ქევან, გახედე ერთი თაიას, რა აყვირებს, მგონი, ხეზე აძვრა და ვეღარ ჩამოდის. სოფიმ – მოგეხმარებიო და უკვე ორი თეფში გამიტეხა – აშკარად აჯობებს, მე თვითონ დავტრიალდე, თქვენ კი მოხერხებულად მოკალათდით და დღევანდელი მენიუს შესახებ ორიოდე სიტყვით გიამბობთ.

წეღან სიცივე ტყუილად არ მიხსენებია – ფონდიუ, რომლითაც დღეს თქვენთან თავის მოწონებას ვაპირებ, ზუსტად გასათბობად გამოიგონეს შვეიცარიელმა მწყემსებმა. რა უნდა ექნათ საწყლებს –  ყურყუტებდნენ თოვლით დაფარულ ალპებში და თან მხოლოდ გამხმარი ყველის კვერი, ცოტაოდენი ხმელი პური და ღვინო ჰქონდათ. ზამთრის თოვლიან, უსასრულო ღამეებში, ვერც კოცონი შველოდათ და და ვერც ცხვრის ტყავისაგან შეკერილი ტყაპუჭი. უვლიდნენ გარშემო ფარას, კანკალებდნენ და თბილ სამზარეულოზე, ცხელ საჭმელსა და ცოლის ალერსზე ოცნებობდნენ.

(more…)

Read Full Post »

Tea cups

დარწმუნებული ვარ, მკითხველებს უკვე შეეპარათ ეჭვი ჩემს სტუმართმოყვარეობაში – კარგა ხანია, მოლის ზამთრის ბაღში წვეულება არ გამართულა გემრიელი სასუსნავისა და საინტერესო ისტორიის თანხლებით. ნება მიბოძეთ, თავი ვიმართლო – ჩვენი თავყრილობები მეც ძალიან მაკლდა, უბრალოდ, სხვა თემებზე წერამ შემიყოლია.

ახლა, როცა ფანჯრებს მიღმა თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიანი ზამთარია, დილაობით შეჭირხლულ ფანჯარასთან ვიღვიძებთ და თბილი საწოლიდან წამოდგომა სიკვდილივით გვეზარება, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ ზამთრის ბაღში ჭიქა ჩაიზე დამეწვევით. ბუხარი, როგორც ყოველთვის, უკვე მხიარულად გიზგიზებს, ხალიჩაზე მიმოფანტული ბალიშები უწინდელზე მეტია – სპეციალურად შევიძინე, თორემ დაბადების დღეს რომ აღვნიშნავდით, ვიღაც მესამე ბალიშს თხოულობდა და ვერ იშოვნა, მგონი, თამარა იყო.

სხვათა შორის, სამზარეულოში ფაიფურის ფინჯნებიც მომეპოვება, ჩინეთიდან საგანგებოდ ჩამომიტანეს. მერი პოპინსი შემპირდა – ადრე მოვალ და ჩაის დაყენებაში მოგეხმარები, ძალიან კარგად გამომდისო…

ერთი სიტყვით, თქვენ თავი ისე იგრძენით, როგორც შინ, ამასობაში მე და მერი ფინჯნებს ჩამოვარიგებთ, სენდვიჩებით სავსე ლანგარსაც მოვუძებნი ადგილს და დავიწყოთ.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,369 other followers

%d bloggers like this: