დარწმუნებული ვარ, სათაური შეგაშინებთ – მოლი გადარეულა და ბლოგი კრიმინალურ ქრონიკად გადაუკეთებიაო. არადა, არც რომელიმე ხმაურიან დანაშაულზე ვაპირებ წერას, არც მორიგ სკანდალურ გარჩევაზე, არც პოლიტიკასა და არც ქართულენოვან “ფეისბუქში” ლამის ნორმად ქცეულ ბაკქანალიაზე – თემა ბევრად მარტივია, ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი, თუმცა ჩემთვის ძალიან მტკივნეული…
Pet Society, ალბათ, გეცოდინებათ; აი, ის, სახალისო და ერთ დროს უზომოდ პოპულარული აპლიკაცია, თავის დროზე, “ფეისბუქის” ლამის ყველა მეორე მომხმარებელი რომ იყო ჩართული.
ჰოდა, ერთ თვეში ამ Pet Society-ს ხურავენ. აი, ასე, მარტივად. გაიღვიძებ დილით და აღარ დაგხვდება.



















