მოლი ბლუმის ჰედონისტური მანიფესტი
პირველი სიგარეტი და ნაღებიანი ყავის პირველი ჭიქა მიყვარს.
აჭარული ხაჭაპური მიყვარს.
დილის ძილი მიყვარს.
კუბოკრული სამოსი მიყვარს.
თბილისიდან რამდენიმე დღით გამგზავრება მიყვარს.
და მერე თბილისში დაბრუნება მიყვარს.
კინო მიყვარს. სეანსის დაწყებამდე ”ამირანის” ლიტკაფეში ყავის დალევა მიყვარს.
ლიტკაფეს “ჩუბიკა” და ნიგვზის ტორტიც მიყვარს.
შაბათ-კვირა მიყვარს.
ტრანსპორტში კითხვა მიყვარს.
ჩემი ახალი სათვალეც მიყვარს.
ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება მიყვარს.
უცნაური ფორმის ქუდები მიყვარს.
უცხო ქალაქში უმისამართოდ ხეტიალი მიყვარს.
ბათუმი მიყვარს.
ჩემი ჟურნალები მიყვარს.
შოპინგი მიყვარს. მაღაზიებში ბოდიალი და ათასი სასარგებლო წვრილმანის ყიდვა მიყვარს. ზოგჯერ უსარგებლო რაღაცების ყიდვაც მიყვარს.
ვაკის “პარნასის” ქვედა სართულზე წიგნების თაროებში ქექვა მიყვარს.
“ანტრეს” კრუასანი მიყვარს.
“ბარსელონა” მიყვარს.
ნიღბები მიყვარს.
“Donut Stop”, პანატერია და ”Near Opera” მიყვარს.
უსაქმურობა მიყვარს.
პარასკევ საღამოს მსუბუქი ჯაზის მოსმენა მიყვარს.
ფუნთუსა მიყვარს.
ბელგიური შოკოლადი მიყვარს.
ჩემი მაგნიტების კოლექცია მიყვარს.
ვიოლინო მიყვარს.
აბსტრაქტული ტილოები და ევროპული ფილმები მიყვარს.
მულტფილმები მიყვარს.
რძის კოქტეილი და “ლუკა პოლარეს” ნაყინი მიყვარს.
შოტლანდიური ვისკიც მიყვარს.
ჩემი ბიბლიოთეკის დალაგება მიყვარს.
ახალი წიგნები მიყვარს.
ამოჩემებული წიგნების გადაკითხვაც მიყვარს.
სიჩქარე მიყვარს. საჭესთან ჯდომა მიყვარს. ზოგჯერ უკან სავარძელზე მოკალათება და თვლემა მიყვარს.
ჩემი ბლოგი მიყვარს.
კიდევ ბევრი რამ მიყვარს…















wuw. მეც მაგრად მიყვარს ულისე (და მოლი).
საინტერესო ბლოგი გაქვს.
აქტიურად წავიკითხავ :/
and yes i said yes i will Yes.
მადლობა :) და ველქამ :)
სულაკაურის გამომცემლობა ულისეს ახალ თარგმანს გამოსცემს და მერე უფრო შეგიყვარდება.
თუ გვაღირსა გამოცემა. დიდი ხანია, ველოდებით.
ერთი თვის წინ დავამთავრე ინგლისურად კითხვა და მესამედ ამ წიგნს (კარგა ხანს) აღარ მივუბრუნდები :/
მომსპო)).
მე ახალი ქართული თარგმანი მაინტერესებს. სრულია და შევსებულიო, ამბობენ.
“ულისეს” კარგა ხანია, გვპირდება სულაკაური :) ყველაფერი მთარგმნელზეა დამოკიდებული. ნიკა სამუშიამ იმდენად კარგად თარგმნა “ბეჭდების მბრძანებელი”, ურიგო არ იქნება, ჯოისიც მიანდონ.
ბეჭდების მბრძანებელი ქართულად წაკითხული გაქვს? კარგიაო ამბობენ და ღირს ყიდვა? ბავშვს მინდა წავუკითხო :)
კი :) სამივე ტომი. მართლა ძალიან კარგია. ოღონდ, რამდენად საბავშვოა… ფენტეზი კი არის, მაგრამ უფრო მითოლოგიზირებული ფენტეზი, პოტერიადისგან განსხვავებით. იცი, რა ჯობია? ჰობიტი წაუკითხე. ჰობიტი მბრძანებლის შესავლად ითვლება, ბევრად ლაითია და სახალისო. თუ მოეწონა, მაშინ ტრილოგიაც მოეწონება.
გიჟდება ისე უყვარს ფილმი მილიონჯერ აქვს ნანახი, დაზეპირებული, თან ჩემთვის უფრო მინდა ყიდვა თუ მისთვის ეს კიდევ საკითხავია :))) (რუსული მაქვს წაკითხული, ხოდა წიგნი მერე ვათხოვე ერთ ადამიანს დღემდე არ დაუბრუნებია :(
უჰ :) ბავშვიო და… ჩემი აპლოდისმენტები და გულწრფელი აღტაცება ბავშვს :) მშვენიერი გემოვნება ჰქონია. მეც რუსულით დავიწყე. სად იყო მაშინ სამუშიას თარგმანი… კი, თარგმანი მომეწონა. ქართული მაინც სხვაა. უფრო გემრიელია.
თარგმნა გაუგრძელდათ. წესით, შარშან უნდა ყოფილიყო და ახლაც არ არის. 16 ივნისს თუ ელოდებიან, არ ვიცი…
საინტერესო და (როგორ ვთქვა სწორად რომ გამიგონ) განათლებული ბლოგი გაქვს (!!!)… ნამდვილად ვიქნები შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ^^
განათლებული ბლოგი მომეწონა :) დანქე :) ასე ჯერ არავის დაუხასიათებია :) შემოიარე ხოლმე :) აქ სტუმრებს დიდი სიხარულით იღებენ :)
რაღაც საინტერესოა :))
ანუ წიგნები და სასუსნავ-ტკბილეულობა გიყვარს :D ყველაზე მეტი ამაზე გიწერია :P
შემოგივლი ხოლმე :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
კი, ყველაზე მეტად კითხვა და სასუსნავი მიყვარს. სხვა რაღაცებიც, მაგრამ ეს ორი – განსაკუთრებით.
მე შენი მწვანე ქუდი მიყვარს ! = D
დანქე :)
ლამაზი ქუდია, კი :) თან – ირლანდიური :)
შენი დახვეწილი გემოვნება და შესაშური ინდივიდუალიზმი მინდა ავღნიშნო. განათლებაც… შენი მკითხველი ვარ.
მადლობა დიდი :) არ იცი, რა სასიამოვნოა ასეთი კომენტარის წაკითხვა :)
შენი ავტოგრაფი – ლაიქი მახსოვს, კომენტარი კი პირველია.
ასე რომ, მაინც ახალ სტუმრად ითვლები და ველქამ :)
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო about me, რომელიც წამიკითხავს )))
მადლობა :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
ამის შემდეგ ხშირად ვიქნები ამ ბლოგზე )))
გამახარებ :) შემოიარე ხოლმე :) აქ სტუმრებს სიხარულით ხვდებიან :)
ყავა+სიგარეტი+კრუასანი მომინდა ^_^
ყავა, სიგარეტი და კრუასანი – დილით :)
ვონეგუტს ხომ აქვს “ჩემპიონის საუზმე”, ეს “უსაქმურის საუზმეა” :)
ცვეტში :)))))))
საკუთარი გამოცდილებით ვიცი :)
^_^ მაინც მინდა ^_^
“ანტრეს” ფუმფულა კრუასანი… ეჰ… :(
ნამდვილად, რომ “ეჰ”
:) გვიანია ახლა კრუასანი.
კვირას, თუ ჩემი სუსნია მეგობარი ავიყოლიე, წავალთ :)
eh :(
ოფიციალურად ვაცხადებ!!!!!!!!!!! ჩვენი მოლი ბლუმის ბლოგზე უფრო განათლებული, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით გაჯერებული ბლოგი არ არსებობს!!!! ვინც არ მეთანხმება მესროლოს ქვა (ოღონდ თუ გადაწყვეტთ, თავში მაინც არ მესროლოთ რა)…
მე კი არანაკლებ ოფიციალურად დავამატებ:
მოლი ბლუმის ბლოგს მთელ ბლოგოსფეროში ყველაზე განათლებული, ინტელექტუალი, საინტერესო, გემოვნებიანი, ინტერაქტიული და, უბრალოდ, საუკეთესო მკითხველი ჰყავს!
და ვინც არ მეთანხმება, ქვებს ტყულიად ნუ მოძებნით. მაინც არ გიშველით. იმიტომ, რომ სიმართლეა!
ყვავილების სროლაზე რა აზრის ხარ? :დ :დ
ან შაქრის ნატეხების, ან ბრინჯის… კიდე რას ესვრიან ხოლმე, გამახსენეთ :დ :დ
ყვავილების სროლას ვინც აპირებდა, მახსოვს… ცუდად დამთავრდა ის იდეა.
ფორთხოლებს ესვრიან ესპანეთში.
და ფორთოხლებს ნუ მესვრით, უბრალოდ მომეცით და შევსუსნი.
ძალიან მიყვარს :)
კაი, მაშჳნ ასე: ეკლესიიდან რომ გამოდიან ახალდაქორწინებულები, რას ესვრიან ხოლმე? :დ :დ :დ
ბრინჯს აყრიან :) და თაიგულს პატარძალი ისვრის :)
მე მინდა ტორტი მესროლონ :დ :დ :დ
ჯვარი გწერია :)
ტორტებს პოლიტიკოსებს ესვრიან ხოლმე :)
ეს მინდა მეე, ეეეეს…. :დ :დ :დ
მოლი პოლიტიკოსებს პომიდორს და კვერცხს ესვრიან :))
ეს თბილისში, ჯესი :)
ევროპაში და ამერიკაში – ტორტებია :)
ჯეიმს ვულფენსონს ესროლეს (მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი იყო), ბილ გეითსს, ჯორჯ სოროსს, ნიდერლანდების პრემიერს… კიდევ ვიღაცებს.
ერთი პერიოდი პოპულარული იყო ტორტების საპროტესტო სროლა :) რაღაც ორგანიზაციის მსგავსიც ჰქონდათ ჩამოყალიბებული.
უჰ… მანდ საკონდიტროა? აქედან ვერ ვუყურებ და ასე მეჩვენება…
კეეე… დიდი გასეირნება ხომ გახსოვს? იქ არის ეგეთი მომენტი :დ :დ :დ
გასეირნება თუ რბოლა..
გასეირნება.
დე ფიუნესით და ბურვილით.
რა კინოოო… უმაგრესი კომედია :)
როგორ მიყვარს ეს ფილმი <3
ჩემი ბავშვობის კომედიაა :) პირველად თბილისში ვნახე. მაშინ სტუმრად ვიყავი აქ. დელისთან, პროფკავშირების სასახლეში. ეჰ…
დედაჩემი აფრენს ლუი დე ფიუნესზე და მთელი ბავშვობა მის ფილმებს ვუყურებდი და ახლაც კომპში მაქვს მისი თითქმის ყველა ფილმი (ნუ რაც მოიპოვებოდა)… ძლაიან საყვარელი კაცია
(როცკ) :))) ურთიერთგაგება ვყელაზე მეტად მომწონს :)))
დიახ დიახ დიახ :)
ლუი შეუდარებელია, ჯესი :) დღესაც უდიდესი სიამოვნებით ვუყურებ. არც ერთი ფილმი არ აქვს სასხვათაშორისოდ გადაღებული. ყველა ხარისხიანია.
განსაკუთრებით “ადამიანი-ორკესტრი”, “დიდი გასეირნება” და ფანტომასის სერიები მომწონს.
იცი, რა არის ყველაზე კარგი ამ დახასიათებაში? – ის რომ, მხოლოდ გიყვარს.. გიყვარს, გიყვარს, გიყვარს.. არანაირი ელექტრონი.. ყველაფერი პროტონებითაა გაჟღენთილი..
“‘არ მიყვარს’ – ეს ვისთანაა?”
^
^
აი, ეგეთი პოსტი გამოგივიდა.. ^^
არანაირი უარყოფითი :) მხოლოდ დადებითი მუხტები :)
განწყობის ფიზიკური ცნებებით ახსნა თუ შეიძლებოდა, აქამდე არ ვიცოდი :)
ყველაზე ცნობილი “არ მიყვარს” და ჩემთვის ყველაზე საყვარელი – ვისოცკის სიმღერაა.
ჩემგან ბევრი რამ არის მოსალოდნელი.. :D
პროტონებით გაჟღენთილი – ჴემი უსაყვარლესი ფრაზაა.. ძალიან ადრე ნეიტრონებზე, ელექტრონებზე და პროტონებზე რომ ვისწავლე ფიზიკაში მაშინ მომაფიქრდა ეს ორი სიტყვა..
ისე ადრე ადამიანებს ვეძახდი, ელექტრონებსა და პროტონებს..
ნეიტრონი – ეს მე ვარ. ხან ბოროტი, ხან კი კეთილი.. მოკლედ, არ ითქმის ჩემზე არც ცუდი და კარგი ხომ საერთოდ.
პროტონი -აი, დადებითი ადამიანები რომ არიან. არ ვიცი, იცი თუ არა ბლოგერი – კიწი. აი, ეგაა პროტონებით გაჟღენთილი ადამიანი. ნამდვილი პროტონი.
ელექტრონი – ბოროტი და საძაგელი ადამიანები. ადრე სულ ჰიტლერი მახსენდებოდა ხოლმე, ფფ.. :D
აჰა… ამ ლოგიკით, ჩემს ბლოგროლში უმრავლესობა – პროტონია, ერთი-ორი ნეიტრონი და ელექტრონი საერთოდ არ მყავს…
კიწიც მახსოვს. სადღაც მაქვს წაკითხული.
მე ვარ ნეიტრონი :დ :დ :დ :პ :პ
და ვინ არის ბლოგერი კიწი? საინტერესოა… ასე იწერება ეგ სახელი: kiwi? მასეთი სახელით ერთი ფორუმელი ვიცი ფორუმ.გე-დან :)
http://dgiurivit.blogspot.com/ << აი, ეს არის კიწის ბლოგი.
ჰო, ეგრე იწერება.
ბლოგსპოთი ჩემი ტკივილია :( ისევ ვერასოდეს გადავდივარ, ორჯერ მაინც არ გავიჭედო, კომენტარებს არ მატოვებინებს, რეგისტრაცია ყოველ ჯერზე თავიდან მიხდება და ასე შემდეგ…
ბლოგსპოთი ბლოგერთა ცოდვების გამო სასჯელად არის მოფიქრებული :(
თითქმის ყველა მაგას ჩივის, ბლოგსპოტი გვიჭედავსო, მაგრამ ჩემთვის არცერთხელ არ გაუჭედავს.
ბლოგსპოტით ვსარგებლობ, და მაგ მხრივ განებივრებული ვარ, ანუ არ მიწევს ყოველი კომენტარის დატოვებისას ინფორმაცია შევიყვანო.
შენ არ მოგიწევს, შენ ბლოგსპოთელი ხარ და შინაურებს ცნობს ალბათ :( აბა მე მკითხე…
არადა ელექტრონები რა საინტერესო იქნებოდა..
ვასასის ავატარი ჰომ იცი? აი, ეგეთები არიან ელექტრონები.. :D ტანში მაჟრიaლeბს ხოლმე, როდესაც ვუყურებ. ^^
ელექტრონების მეტი რაა ვორდპრესში? ზოგს ვასასისნაირი ავატარი აქვს, ზოგს უფრო ლამაზი, ზოგს ისეთი – იმასთან შედარებით წითელი ეშმაკი ანგელოზად მოგეჩვენება…
არსით არიან ელექტრონები :) საერთო ეს აქვთ.
მოკლედ, მოლის ბლოგს ვერ გავცილდი :)
დამიდგით აქ პატარა მაგიდა, სარწეველა სკამი და ჭიქა ყავა ნამცხვრებითურთ… :იფიფ:
სტუმარი ღვთისაა, ქევან ;)
ასეთი სტუმარი – მითუმეტეს :)
აი გუშინ ვეუბნებოდი მოლის ყავა და სიგარეტი მინდა და + კრუასანი
პატივცემულო მოლი >>> სადაა პოსტი? ჰაა? ჰაააა? :(
: )))) რომელი პოსტი, ჯესი?
კრუასანიანი პოსტი აგერ არის :) მანდ არ ვართ ახლა?
ყავაც :) და ჩემი სათვალეც.
ოღონდ, ჩემი სათვალე ცოტა სხვანაირია :)
არ გამაგიჯო ახლა… სად დაგთაგე ქალო არ გახსოვს? ^_^ ნწ ნწ ნწ
კი. ჯესი :) როგორ არ მახსოვს :) ფერები :) უბრალოდ, ფერების განწყობას დაჭერა უნდა და ისე რა დაწერილი პოსტი არ მინდა :) არ დამვიწყებია და დავწერ აუცილებლად :)
რათქმაუნდა არ არის საჭირო “პროსტა ტაკ” პოსტის დაწერა… ველი ველი :)) ^_^
ჩემს მკითხველს არ ვაკადრებ “პროსტო ტაკ” დაწერილ პოსტს :)
ra kargi xar molly bloom ))))) <3
თამარას მეგობარს აქ ყოველთვის სიხარულით შეხვდებიან :)
ველქამ :)
)))))) ხალხო, ჩაწყობას ადგილი არ ჰქონია)))))) მადლობა საყვარელოოოო :*************
არა, ჩაწყობა არაფერ შუაშია :)
მადლობა შენ :)
გამატებ ჩემთვის საყვარელ და საინტერესოდ საკითხავ ბლოგებში ;) წარმატებები უამრავი საინტერესო პოსტის წერაში და არამარტო<3
მადლობა დიდი :)
მიხარია, ჩემი პოსტების ასეთ შეფასებას რომ ვისმენ.
შემოიარე ხოლმე. ვეცდები, უინტერესო პოსტები არ დაგხვდეს :)
მოლი, დილიდან ბლოგოსფეროში დავეხეტები და უკვე იმდენ ამაზრზენ და გულისამრევ პოსტს გადავაწყდი, არ შემეძლო, შენთან არ შემომეხედა ერთი ყლუპი სუფთა ჰაერისთვის… აქედან კიდევ რამდენიმე ბლოგს ვესტუმრები და ჰაერის უკმარისობას ასე ვუმკურნალებ… კიდევ კარგი, რომ შენი და კიდევ რამდენიმე მართლა ბლოგი არსებობს…
ველქამ :)
რამ აღგაშფოთა ასე? :)
დაკონკრეტება არ მინდა :)
გულისამრევ პოსტებს გულისხმობ?
დაკონკრეტება მათთვის რეკლამაა :)
მე ერთი ოქროს წესი მაქვს – ასეთ მისამართებს ვიმახსოვრებ და მერე, სულაც ლიდგრენზე რომ დაწერონ, მაინც აღარ შევდივარ.
რასაკვირველია, პოსტებს ვგულისხმობ… და ეგ ოქროს წესი არა მარტო შენია :) უბრალოდ, მეტისმეტად აღვშფოთდი :)
take it easy :)
I will try :)
sure :)
ახლა ვნახე, აკუნინის კინორომანის მე-7 და მე-8 წიგნები გამოსულა… თან სამი თვის წინ… თბილისში არ ჩამოიტანენ, ნეტავ?
მე პირველი ექვსი წიგნი მაქვს შინ. გამოვიწერე და ჩამოვიდა. აქ თუ ჩამოიტანენ, ხომ კარგი, თუ არადა ისევ გამოწერა მომიწევს…
უნდა მოგიყვე რა დამემართა, facebook–ზე ბედნიერად დავამატე Molly Bloom და მივწერე ეს მე ვარ სალომეა:) პასუხი არ მომსვლია. გავიდა დრო, და აღშფოთებულმა მივწერე ,,მიპასუხე, უკვე მეორედ გწერ, შენი ბლოგის მკითხველი სალომეა ვარ” პასუხად მომდის ,,ბლოგები მეზიზღება. ბლოგი არ მაქვს”:) არადა შენ მეგონე:(
:) გამიგია, რომ სადღაც მეორე ქართველი მოლი ბლუმიც არსებობს, მაგრამ ვინ არის, არ ვიცი :)
ჩემი ფბ-ს ლინქი აქვე დევს :) დააქლიქე და დამემატები :)
და სკაიპიც მაქვს დღეიდან – mollybloom1606
აი ლაიქ იორ ნიუ ბექგრაუნდ ^_^
სენქს ე ლოთ :)
თურმე მე აქ არაფერი დამიწერია.. უცნაურია :)
შესანიშნავი რამე-რუმეები გიყვარს, მოლი :) :) :)
რამდენიმეში ჩაგეზიერაბოდი უპრობლემოდ.. რამდენიმე- ერთი, ორი, ათში :) ან მეტში :დ
welcome :)
ლათინურ შრიფტზეც გადასულხარ…
ბარათის რა გაირკვა?
უი, არა ლათინურზე არ გადავსულვარ, ‘საინდ აუთ’ ვიყავი და სახელის შეყვანა რომ დამჭირდა მექანიკურად ავკრიფე :)
ბარათის გაირკვა ის, რომ ბოლო ტრანზაქცია ჩემივე შესრულებულია და ჩემი დანაზოგი ისევ არსებობს :) ეს დღის პირველი კარგი ნიუსი იყო :) :) იმედია მალე დავიბრუნებ, თუმცა მაინც დავაბლოკინე, თავის დაზღვევის მიზნით :)
მთავარი პრობლემა გადაწყვეტილა… ახლა ბარათია დასაბრუნებელი. მე რამდენიმე დღე მაწვალეს, ბანკომატი არ გაიხსნაო, გადაგზავნა დაგვიანდაო… დისკომფორტია, მაგრამ დანაზოგს არაფერი ემუქრება და უკვე ძალიან კარგია.
ბანკომატი არ გაიხსნაო უკვე მითხრეს :) დილით 10-ზე დავრეკე და წესით გუშინ უკვე გახსნილი უნდა ყოფილიყო და დღეს მითხრეს დღის ბოლოს დარეკეთო :) დისკომფორტს აღარ ვჩივი, უბრალოდ 10 ლარი მაქვს საფულეში და სულ ესაა. და კიდევ 45 თეთრი :)
ნაცნობი სიტუაციაა… ჩემთანაც ზუსტად ასე იყო. საფულის ჩათვლით.
მე ვეღარ დაველოდე მაგათ ხვალ იქნება ზეგ იქნებას და ახალი ბარათი დავამზადებინე.
მეც მინდა ახალი ბარათი, ოღონდ საქართველოს ბანკზე გავაკეთე არჩევანი. მაგათ ჰქონიათ სერვისი, ბარათის დაკარგვის შემთხვევაში სმს-ის გაგზავნით შეიძლება დაბლოკვა და მერე სმს-ითვე ხდება განბლოკვა :) ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე განცხადების წერა და ლოდინი :(
კი, ბევრად მოსახერხებელია… ფლაერებზე და ბუკლეტებში ყველაფერი ისეა აღწერილი, ერთ წაკითხვად ღირს, რეალში რომ ზუსტად მასე ხდებოდეს…
რეალობა დიდი გამოცანა ჩემთვის :) ვერ აღვიქვამ ადექვატურად, მგონი..
რეალობა ზოგადად დიდი გამოცანა მგონია მე…
არაჩვეულებრივი გემოვნება გაქვს! o_O
მადლობა :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე!
პირველი და არა უკანასკნელი ;):D:*
შემოიხედე, როცა გაგიხარდება :)
კარგია, რომ ვიგებ როცა ახლ პოსტს წერ
ცუდი ის არის, რომ ყველა ვინც კომენტარს აკეთებს მაილზე მომდის
გუშინ 84 შეტყობინება მქონდა, დღეს 42 და ამიტომ გითხარი.
არ არის საწყენი მგონი:)
არც მწყენია, პირიქით :)
თეგების რაოდენობა სურათზე შეზღუდულია. მე ბრმად (ანუ ინტუიციით და დათაგულის აზრის ცოდნის გარეშე) ვარჩევ და ძალიან ბევრი ფრენდი თეგს მიღმა რჩება. ასეთი ინფორმაცია შერჩევაში დამეხმარება.
ახლა აღმოვაჩინე ეს ბლოგი…. დიდი მადლობა…. ძალიან საინტერესოა…. ამის მერე ხშირად გესტუმრებით :)
კეთილი იყოს ელფის პირველი სტუმრობა მოლი ბლუმის ბლოგზე :)
თქვენს წიგნებს კარგად ვიცნობ. მიხარია, აქაურობა რომ მოგეწონათ.
ხშირად შემოგვიარეთ :)
საერთოდ ვერ ვიტან ვერც ჯოისს და ვერც მის “ულისეს” და “ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტს”. წვალებ-წამებით ვკითხულობდი და რომ მივხვდი, რომ უკვე ცუდად ვხდებოდი ასეთი უაზრობით, დავანებე თავი. :( ვერ გავუგეთ ნუ მე და მისტერ ჯეიმსმა აშკარად ერთმანეთს :)
ჰოდა შენი ბლოგი მომწონს :) ხშირად გესტურები ხოლმე :)
მადლობა
dzaan mainteresebs ra ar giyvars :)
isetia ragac tvals rom ver moswyvet::))
the best
უჰ :) მადლობა დიდი :)
და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :)
რა არ მიყვარს – ერთი დიდი პოსტი არ ეყოფა :)
მართლა მეგონა რომ ჩემზე ვკითხულობდი, კინოთეატრ “ამირანის” გამოკლებით, “რუსთაველი” მიყვარს მე <3
ლუკა პოლარე ხოომ ჩემი სისუსტეა, მოკლედ მომეწონეე :)
რუსთაველში ის სიმყუდროვე არ არის. ქუჩის იმიტაცია თავიდან მომწონდა, ახლა უფრო მშვიდი კაფეები მირჩევნია :)
მადლობა, კიწი :)
ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს : )
“ბარსას” ქომაგები აქ განსაკუთრებით უხარიათ :)
მადლობა :) და ველქამ :)
,,ბარსას” ქომაგესბაც უხარიათ : ) დიდი მადლობა :* ხშირად შემოგირბენ ხოლმე : )
მშვენიერია :) მეც შემოგივლით :)
ნამდვილად : ) ართლაც კარგია,რაც უფრო მეტი ვიქნებით ბარსას ფანები მით უკეთესი :)
უდაოდ :) ჭეშმარიტად ასეა :)
მშვენიერი გემოვნება გაქვს, ასევე მშვენიერი ბლოგი. კომენტარის დაწერას ვერ ვასწრებ ხოლმე სამწუხაროდ, მაგრამ ვკითხულობ შენს ბლოგს. წარმატებები!! :)
მადლობა დიდი :)
moli, mec miyvars kubokruli samosi, magram am sityvis cudi jgeradobis gamo “klechats” viyeneb xolme:))
შენ წარმოიდგინე, მე სიტყვა “კუბოკრულიც” მომწონს :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ბლოგზე, თამთა :)
ravi, mainc kubostan asocirdeba da…
madloba:) sul kargi komentarebi meweros sul karg postebze:)
კუბოსთან თუ კუბთან? უფრო კუბი და კუბიკია :) მადლობა მადლობა :) კარგი პოსტები ჩემზე იყოს, კარგი კომენტარები – შენზე :)
kubostan:D sityvidan gamomdinaretqo:) ise kubia rom daukvirde:))
კარგი, იყოს კლეჩატი :)
jandabas chemi tavi :DD
me12 klasshi yofnisas magtichatshi viyavi da iq info mqonda daaxloebit aseti: bevri vinme da rame miyvars da mere chamotvlili: saqartvelo, chiatura, kidev mewera deda, marika lortqifanize rom aris istorikosi eg qali miyvars da egec iyo chem chamonatvalshi:DDD :))). davit aRmaSenebeli mewera:))). ilia da akakic:))) auu, kidev amattan ertad khachapuric mqonda:DDD kidev chemi me-12 klasis qarTulis wigni miyvarsTqo, me-11 da me-10 klasis qartulis wignebic:)) ici es wignebi? tamaz vasadzis redaqtorobit iyo da axlac maqvs saxlshi, rogor vufrtxildebi neta icode:)) :D
me-moli blumi rom vnaxe sul mindoda mowera, albat amitomac ufro male gaxdi chemi sayvareli blogerii:)))
როგორ ჰგავს ერთმანეთს ეს ორი ჩამონათვალი :)
ოღონდ, შენი უფრო საყვარელია :)
მადლობა, თამთა :)
კიდევ მქოდნა რაღაცები, მაგრამ დამავიწყდა.
არაფერს:)
:) :) წიგნებს ვუვიდიო… ეს მომეწონა ძალიან :)
შენს ბლოგს რომ ვკითხულობ, ვმშვიდდები :*
ასეთი სასიამოვნო შეფასება კარგა ხანია, არ მიმიღია, ნათია :)
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი , აქ შემოვეხეტე და ვმშვიდდები, არ ვიცი რატომ, რა კარგია რომ არსებობთ შენ და შენი ბლოგი :*
მარტო ამისთვის ღირდა ბლოგის გაკეთება :)
უღრმესი მადლობა :)
ხიეხ, 1000 კომენტარი იქნება აქ, ამშუა.. ^^
ეს კომენტარი როგორ გამომრჩა, მაცო…
3 ივნისისთვის ზუსტად არ ვიცი, რამდენი იყო და ახლა – 5 970 :)
არა, მოლიკო. მე ამ პოსტზე ვამბობ. :*
თუ ასე გავაგრძელეთ, იქნება :)
როგორ ჩაიარა გამოცდამ?
არ ვიცი. როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან უკმაყოფილო ვარ.
80-ზე ნაკლები არ მინდა… ((((
შედეგები როდის გეცოდინება?
15-ის ივნისის, ანუ ბოლო გამოცდის შემდეგ.
მმ, სკოლას ვემშვიდობები.. პანაშვიდს ვუწყობ საკუთარ თავს.
იცი, როგორი კარგი კლასია? დედაჩემმა მითხრა, თუ 8 გამოგყვება, სკოლიდან გადაგიყვანო. ჰოდა,ეს რო ბავშვებს ვუთხარი, პირველი გამოცდიდან მოყოლებული, ყველა მთავაზობს დახმარებას… მაცო, შეგიძლია 50 კილოგრამის აწევა… მაც, 88 აჯიმანიას გააკეთებ? და ასეთი კარგობები.. :D ისეთი სასიამოვნოა. ^^
8 ოთხიანია, არა?
ხალხი ოთხებს ნატრობს და შენ გსჯიან :)
და ისა… დახმარებას რაში გთავაზობენ? ფიზკულტურაშიც გაქვს გამოცდა?
არა, მოლიკ. წარმოიდგინე მე რომ გკითხო:
- მოლიკ, დაწერე 88-ე სავარჯიშო?
ასე ხომ მიხვდება მასწავლებელი.
ჰოდა, ისინი მეკითხებიან:
-მაცო, 88 აჯიმანიას გააკეთებ?
-8-ჯერ აკენწლავ ბუურთს?
და ა.შ.
მიხვდი? :D
მივხვდი :)
მართლა კარგი კლასელები გყოლია :)
ისე, მახსოვს, კლასელებზე წერდი, ბლოგზე გქონდა მოკლე დახასიათებები…
მოლი, მიყვარს შენი ბლოგი !
მადლობა :) არ ვიცოდი :) დღეს პირველად გამოჩნდი ჩემს ბლოგზე.
ველქამ! :) იმედია, ხშირად გვესტუმრები :)
დიდი ხნის წინ ვიპოვე შენი ბლოგი მაგრამ ალბათ კომენტარის დატოვა მავიწყდებოდა :დ =]]
ამ ბლოგის მთავარი ხიბლი მკითხველის კომენტარია :) შეგვეხმიანე ხოლმე, გაგვახარებ :)
მოლიკ, ძალიან კარგი კლასია..
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ კლასში ბიჭების რაოდენობა ბევრად აღემატება გოგონებისას, მაშინ ბევრად ერთიანი და მეგობრული იქნება კლასი.
გოგოები ყოფილან ამრევები :)
ჰო, ამრევები გამოდიან.
შურის მომენტი ბევრად დიდია გოგოებში და.. ****
ბევრი ბიჭი რომ არის, გოგოებს გასაყოფი არ რჩებათ და არიან ასე მხიარულად :)
ზუსტ!! :D
ოჰ, ეს მეკაცთანე გოგოები :)
ზოგი კარგია.. :blush:
ჰო, აბა რა :) ვიცნობ მე ერთ ძალიან კარგ მეკაცთანე გოგოს :)
რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა.. იმიტომ, რომ მოლი ბლუმიიიიიიიიიიის დაბადების დღეა :)))
მადლობა, ჯესი :)
i like your new background <3
thanks :)
მოლი, აქაც გილოცავ დაბადების დღეს:))
მადლობა, თამთა :) ფბ-ზე გვიან საღამომდე ვერ ვიქნები. მოლოცვებს ფოსტით ვკითხულობ, მაგრამ ვერ ვპასუხობ :(
ეგ არაფერი:))
გვიან საღამოს ვიქნები შინ და ყველას ერთად ვუპასუხებ :)
მმ.. რა თბილი ღიმილით ჩავიკითხე: ))
ხშირად გესტუმრები, რძის ჭიქას და მოსაკალათებლად სკამს მე თვითონ მოვიტან ხოლმე და მასპინძლობა შენზე იყოს : ) )) : **
ველქამ! :) შენი სტუმრობა ყოველთვის გამიხარდება და შევეცდები, კარგი მასპინძლობა გაგიწიო :)
ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს ან გაქვთ. საშინლად მაინტერესებს რამდენი წლის ხარ ან ხართ. რა ვიცი ისე წერ ან წერთ რომ ცოტა ეჭვი მეპარება რომ ჩემი ან თუნდაც ჩემზე ერთ-ორი წლით უფროსი იყო ან იყოთ. ნუ მოკლედ ავირიე ასეთ ბლოგის პატრონ სუბორდინაციის დაუცველად როგორ მივმართო?
არანაირი სუბორდინაცია :) მოლი ბლუმი ბლოგერია და ბლოგერი ბლოგერს თქვენობით მაშინ მიმართავს, როცა ნაჩხუბრები არიან :) (მაშინაც არა, პრინციპში) :) ჰოდა, იყოს “შენ”
ისე, 33 წლის ვარ.
მადლობა :) “ასეთი ბლოგის პატრონსო” – თუ სწორად მიგიხვდი, აქაურობა მოგწონებია :)
სუბორდინაციის თაობაზე შევთანხმდით. საერთოდ ამ ბლოგზე ძალიან უცნაურად მოვხვდი ერთ-ერთ პოსტზე შენს კომენტარს ვკითხულობდი და შენი სახელის ჟღერადობამ მომხიბლა
ჯოისის “ულისეს” პერსონაჟია მოლი ბლუმი.
მეც მომწონს ჩემი სახელი :)
აუჰ ულისეს რამდენი ხანია ვეძებ. შინაარსი მაქვს წაკითხული და დამაინტერესა :)
ძველი გამოცემა ბუკინისტებთან ჩნდება დროდადრო, ახალი – სულაკაურის “ულისე” – ჯერ არ გამოსულა და ველოდებით. მალეო, გვპირდებიან.
პოსტი მაქვს აქვე, ულისეზე და ბლუმსდეიზე.
აუცილებლად უნდა წავიკითხო :ულისე” მაგრამ ახლა მიტჩელის :ქარაწაღებულებზე” ვიბრძვი იმ ბიბლუსის მეპატრონეს აშკარად ეშინია ჩემი 3 თვეა მპირდება ჩამოგიტანო და სული ამოვუღე. ახლა ულისეთი რომ მივდგე მე მგონი როგორც მინიმუმ მაგინებს :)
შენც ნუ მიადგები :) ქართულს დაელოდე და გინების გარეშე იყიდე. ან რუსულია ონლაინ უფასოდ და ის ნახე. ინგლისურიც იქნება სადმე.
რუსულს კი წავიკითხავ და ინგლისურს ვერ გავქაჩავ ჯერ 13 წლის ვარ ასე რომ ორიგინალში მარტო დოსტოევსკი მაქვს წაკითხული :(
საჩემოა აქაურობა აშკარად :)))))
ველქამ!
კეთილი იყოს შენი პირველი სტუმრობა მოლის ბლოგზე :)
ფუნთუსები თუ გიკალს, ვაიმე ბაო ბაო-)))) კაი ბლოგია
ალა, პატალა :) მაგ ფუნთუსაში ს სპეციალურად წერია. ვინც საჭიროა – მიხვდა.
აუ კიდე ერთხელ ვრწმუნდები, რომ მაგარი ვიღაც ხარ რა. :) აუ მეც ვაფრენ ახალ წიგნებზე. :) ისე აქამდე არ მინდოდა დაჯერება, მარა ახლა მჯერა, რომ იურისტი ხარ და ახლა უფრო მომწონს შენი ბლოგი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ მრავალმხრივი ნიჭით ხარ დაჯილდოებული. :)
მადლობა დიდი, მაგრამ რატომ არ გჯეროდა ჩემი იურისტობა? :)
რავი! იურისტობისთვის ვერ გაგიმეტა (ცუდი პროფესია არაა, მომწონს მაგრამ) ჩემმა თავმა (ფანტაზიამ). :)
პირიქით :) მშვენიერი პროფესიაა და სპეციალობა კიდევ უკეთესი მაქვს.
აი, ამას წინათ ერთიანად რომ მოასწორე და გააცამტვერე სისტემა, მეც მეხებოდა.
იმ სისტემაში კი მუშაობ მარა ეგ შენ არ გეხებოდა. :) აი ზუსტად მანდ დავრწმუნდი რომ იურისტი ხარ და ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ასე იცავდი საკუთარ სამუშაოს რაც პირდაპირ მიანიშნებს რომ მთელი სულითა და გულით მუშაობ და ყველაფერს აკეთებ უკეთესობისთვის. :)
სისტემის ნაკლი ყველაზე კარგად იმან იცის, ვინც ვითარებას შიგნიდან უყურებს. ძალიან ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ბევრი რამ უკვე შეიცვალა უკეთესობისთვის და სკოტლანდ-იარდის დონემდე მიღწევას ერთი, რომ დრო უნდა და მეორე – მარტო სისტემის რეფორმირება არ ეყოფა – საზოგადოებაც უნდა შეიცვალოს.
მაგრამ ამასაც მივაღწევთ და მოსალოდნელზე ბევრად ადრეც.
კარგი და გასახაარია. გეთანხმები საზოგადოება უნდა შეიცვალოს.
შევთანხმდით!
ხო :)
ბარსელონას გარდა ყველაფერი შესანიშნავია
ბარსელონა მხოლოდ შესანიშნავი კი არა, ფანტასტიურია.
კარგი რამეები გყვარება :))))
კი :) გემრიელობებია :) პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით :)
მე აქაურობა ისედაც ძალიან მომწონდა, მაგრამ ახლა უფრო… ინდივიდუალიზმი დაეტყო დიზაინსაც :)
ოჰ, თამარა, რა საყვარელი ავატარი გაქვს :)
თემატურია :) ერთწლიანი :)
მივხვდი :) მასპინძელი სად არის, ნეტავ?
სამსახურში :)
მშვიდობაში ახალი ავატარი, მერი :)
უჰ, მე კი გამომრჩა მილოცვა :)
შემოიხედავს ალბათ, მერი :) ვიკრიბებით ნელნელა.
შენი ავატარის არ იყოს, აქაური დიზაინიც თემატური იქნება. სამი თვე საშემოდგომო განწყობა შენარჩუნდება და მერე ვნახოთ…
მადლობა :) რატომღაც ცვლილებების ხასიათზე დავდექი ამ დილით :) ветер перемен…
მაგას რა ჯობია… ეს სიმღერაც მომწონს და რუსული პოპინსიც.
ვაი:) ეს რა საყვარელ ბლოგს წავაწყდი! თბილი, ტკბილი და საყვარელი!დიზაინიდან დაწყებული ყველაფერი ორიგინალური, სადა და გემოვნებიანია, უძალიანკარგესია:) ხშირად შემოვირბენ ხოლმე:)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
დიდი მადლობა :) შემოიხედე ხოლმე. აქ სტუმრებს ყოველთვის სიხარულით ხვდებიან. ოღონდ, ანონიმად არ დარჩე. ჩემი მკითხველი ჩემი სიამაყეა და ხომ უნდა ვიცოდე, ვის მოეწონა ასე ბლოგი :)
ეს ფოთლები დაჭრილი რომაა არ მომწონს :/
მე კიდევ სიყვითლის სიჭარბე… : შ
ზუსტადაც რომ ოთხი ფოთოლი და ყვითელის ვარიაცები მომწონს მე.
ხო, რახან მოგწონს… :-) ცუდი კი არაა, მარა დაჭრილი ბექები დაუხვეწავი ბლოგის შთაბეჭდილებას მიტოვებს და შენი ხომ ასეთი არაა…
დაჭრილში რას გულისხმობ, არ ვიცი. ეს სურათი გამრავლებულია. შესაბამისად, ოთხჯერ გამეორებული ერთი კომპოზიციაა.
დაუხვეწავზეც რა გითხრა… ზოგადად, ბლოგის დახვეწილობას ბექებამდე სხვა რაღაცებით ვხვდები. თუმცა, ყველას თავისი კრიტერიუმი აქვს.
ტიტუუუუუუუუუ! :-D რაცხა ცუდად ვთქვი აშკარად. დაჭრილს მაგ გამრავლებულს ვეძახი ზუსტად, ანუ ერთი მთლიანი ბექი რომ არაა. დაუხვეწავია თქო არ მითქვამს, პირიქით, შენი ბლოგი დახვეწილია მეთქი. და ბექზე რამდენიმე ფოტო ზოგადად მიტოვებს დაუხვეწავის შთაბეჭდილებას-თქო.
კრიტერიუმების ამბავში მართალი ხარ, მთავარია ბლოგის ავტორს და მკითხველის უმრავლესობას მოეწონოს. სულ შავი ბექი რომ გაუკეთო ბლოგს და არ იკითხებოდეს ნაწერი, დავაკოპირებ, ვორდში ჩავსვამ და მაინც წავიკითხავ შენს ბლოგს. აზრი გამოვთქვი უბრალოდ ;-)
არა. არ გითქვამს ცუდად :) აზრიც გასაგებია. უბრალოდ, ერთიან ბექს გამრავლებული მირჩევნია და სპეციალურად ვეძებ ისეთ კომპოზიციას, რომ ოთხად გამრავლება უხდებოდეს. წინაც ზუსტად ასეთი იყო.
კრიტერიუმებშიც მართალი ხარ. სხვისი ბლოგის გაფორმებას მხოლოდ მაშინ ვაპროტესტებ, თუ კითხვაში მიშლის ხელს (ფონი აქვს შავი ან ფონტია მოუხერხებელი, ან ზედმეტი გაჯეტებით და ოპციებით არის გადატვირთული). თუ კომფორტულია, აღარც ვაქცევ ყურადღებას. შესაძლოა, იმ ბლოგს ერთი წელი ყოველდღე ვსტუმრობდე, მაგრამ ზეპირად მაინც ვერ გითხრა, რა ფერის ბექი აქვს.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია შენ ბლოგს ვკითხულობ აქ კი პირველად შემოვაბიჯე :) რა კარგი რაღაცეები გყვარებია :)
welcome! :)
ებაუთ მი დიდი ხანი არ მქონდა და ბოლოს ეს დავაყენე… მშრალ ავტობიოგრაფიაზე მეტს ნამდვილად ამბობს.
პირველად ვარ ამ ბლოგზე, მაგრამ უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ეს ბლოგი მიყვარს, ამ ბლოგის პატრონი მიყვარს და მცო მიყვარს, იმიტომ რომ მისგან მოვხვდი შენთან მოლიკო :*
მადლობა, ნათიკო :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე.
და დიდი მადლობა მაცოს :) ჩემს ფავორიტ ბლოგერს, სხვათა შორის :)
იმედია, ხშირად გვესტუმრები :)
რა თქმა უნდა<3 უკვე ჩაგამატე ჩემი ფავორიტი ბლოგების სიაში :*
ნაის :) მეც შენთან ვარ ახლა სტუმრად.
dzalian momewona sheni blogi….. : )))
მადლობა :)
დაგიმატე ბლოგროლში.. : )))
ძალიან კარგი. მეც გამოწერილი მაქვს შენი ბლოგი.
თუ გაქვს ამ ბლოგის ბანერი მომეცი და დიდი სიამოვნებით განვათავსებ ჩემს ბლოგზე…
მადლობა დიდი :)
არ მაქვს ბანერი :( ისე, კი ვფიქრობდი და ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ ჯერ გაკეთება ვერ ვისწავლე და დროც ვერ გამოვნახე, ნეტში ინსტრუქციები მოვიძიო.
საინტერესო ვინმე ჩანხარ :>
დანქე და ველქამ.
ძალიან მომეწონა შენი ბლოგიცა და წერილიც, პერეს რევერტეს რომ მისწერე…
მადლობა დიდი :) შემოიარე ხოლმე :)
ამიტომ მომიხარია შენს ბლოგზე : )
ველქამ! :) ყოველთვის სიხარულით დაგხვდები :)
<3
მეც თითქმის იდენტური რაღაცეები მიყვარს და კიდე შენი ბლოგის კითხვა!
მაგას რა ჯობია :)
უუჰ :)
პირველად ვარ ამ ბლოგზე და ნეტავ აქამდე სად ვიყავი ? :)
მომწონს ,მომწონს!
საინტერესო ხარ …
შენი სიყვარულებიდან მეც ბევრი რამე მიყვარს ;)
შემოგივლი ხოლმე :)
შენც გელი ^_^
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე.
ველქამ! :)
“ნეტავ აქამდე სად ვიყავი” – მეც გამიჩნდა ეს კითხვა, ამ საინტერესო ბლოგის აღმოჩენის შემდეგ :)
შენ ხომ დიდი ხნის მკითხველი ხარ, თაბუ :)
როცა პირველად აღმოგაჩინე, მოლი :)
ამის მოსმენა ახლაც საშინლად სასიამოვნოა. განსაკუთრებით, ჩექმებიანი კატისგან :)
მე ნამდვილად პირველად ვარ ამ პეიჯზე, არადა თითქოს შენნაირი მაქვს მეც. გუსჰინ გავაკეთე :) ღმერთი რჯული არ მომიპარავს იდეა :)
მოლი ძალიან მომწონს შენი ბლოგი და შენც ძაან საინტერესო და პოზიტიური ადამიანი ჩანხარ
მადლობა, მარი :) კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
:)
დღეს პირველად ვეწვიე შენს ბლოგს მოლი. ძალიან ვისიამოვნე. მაგარი ხარ :)
ჰუჰ საინტერესო ჩამონათვალია, მაგრამ ამდენის საკუთარ თავზე მოყოლა შეიძლება? :):)
და ლიმიტს ვინ აწესებს?
მეც მაგის გარკვევას ვცდილობ, ლიმიტის დამდგენი მინდა ვიპოვო და თავი გავუტეხო:):)
თუ მიაგნებ, შემეხმიანე, ერთი-ორს მეც წავუთაქებ :))
თუმივაგენი დამიჯერე, ცოცხალი აღარ იქნება,გვმას დაგითრევ თუგინდა:):)ისე ორგანოების გამოყენებაც შეიძლება, არაა არაა დაივიწყე ვიღაცას დაღუპავ ,კარგი არაფერი ექნება მითუმეტეს მკვდარს:):)
ორგანოები ცოცხალის ვარგა, გვამს რა ექნება კარგი :)))
ისეთი სიცივეები იყო რაგაფუჭებს, ერთი ორი საათი არაფერს უზავს:):) ჯარში მომიწია -14 გრადუსში ყოპნა სველი ბათინკებით და ფეხისთითი გაბუჯებული მაქ მგონი გამეყინა კაიხანია ესე მაქ:) სულ ამ ფეხის თითს ვურთყავდი კბილში მაინც ვერვგრძნობ:):)ეჰ როგორ მაღიზიანებს ჩარჩოები ეხლაც ჩარჩოში ვწერ, თან მართკუთხა ჩარჩოში რომელთა ჯამი 360 გრადუსია ჰეჰ
რამაინტერესებს წყლის ბოთლს თიტის მირთყმით, რომ ყინავენ იცით როგორ აკეთებენ?:):)
დარწმუნებული ხარ, რომ ეს პოსტი და საერთოდ, ეს ბლოგი ამ კითხვის დასასმელად ოპტიმალური ადგილია?
სწორი კორექტირება იყოო გეთანხმები. მაგრამ მე წინასწარ ვიცოდი, რომ ზუსტად იმას დაწერდი, რაც ეხლა დაწერე. საკუთარი თავი გადავამოწმე ნუშემაფასებ რთული გასაგებია…
ბათუმიო, ბათუმიოოო <3
მეც მიყვარს ჩემი ბათუუმი, მაგრამ დამიჯერე, ზოგჯერ რა საშინელებაა, სულ სიჩუმე…. რაღაც წყვდიადიანი დღეები.
ჩემთვის საშინელება კი არა, დედამიწის ზურგზე საუკეთესო ადგილია და ზუსტად ამ სიმშვიდეს აქვს განსაკუთრებული ხიბლი. ქოთქოთი, ტემპი და მუდმივად საათზე ყურება აქაც მეყოფა.
ბევრი რამ გვქონია საერთო მოლი <3
ძალიან კარგი :)
ანუ, ამ საღამოს შენ მყავხარ სტუმრად :)
კი
welcome! :)
<3
მე მოლი მელოუნი მიყვარს, თუმცა მოლი ბლუმის ბლოგი მომეწონა და მიმდევარი გავხდები : )
საინტერესო ბლოგი ჩანს, followც მივეცი და დაlike …. ახლა სხვა პოსტებსაც ვნახავ : )
welcome! :) იმედია, აქაურობა მოგეწონება :)
პირველად, ზუსტად არ მახოვს მარა, ალბათ, ერთი წლის წინ შენს ბლოგზე რომ შემოვედი, ისეთი კარგი და დადებითი ემოციები “დამხვდა” რომ გამეღიმა, კარგად მახსოვს ^^ <3
მე კი მიყვარს ხოლმე აქ :))
welcome! :) როცა გაგიხარდება, შემოიხედე, ნანაკო,. აქ სტუმრები უყვართ :)
<3 <3 <3 <3
ამქვეყნიური სიამოვნებანი… კარგია, ერთადერთი წიგნის კითხვა არ მიყვარს ტრანსპორტში, პეიზაჟების ყურება უფრო მომწონს ამ დროს, თან იმაზე ფიქრობ, როდის უნდა ცახვიდე; წიგნს კი მეტი კონცენტრაცია ჩირდება. არ მეთანხმები, მოლი?
მართალი ხარ, მაგრამ მე ისე მიყვარს მგზავრობის დროს კითხვა… ღრმა ბავშვობიდან ვკითხულობ ასე და, ალბათ, მივეჩვიე.
ჩემთანაც შემოისეირნეთ! Santeliblog.Wordpress.com _ ზე.
me es blogi miyvars♥ martali ro gitxrat chemtvis axali agmochenaa qartuli blogebi,gushin mec gavakete da martla dzalian gtxovt mestumrot… :)))♥ kidev, qartuli shriftis chartvas tu maswavlis vinme ketili adamiani dzalian madlobeli davrchebi♥:))):*
ველქამ!
ქართულ შრიფტს განსაკუთრებული ჩართვა-გამორთვა არც უნდა სჭირდებოდეს მგონი. კომპიუტერის მარჯვენა, დაბალ კუთხეშია კლავიატურის ენის ასარჩევი ოპცია. დააყენე კა-ზე და ეგ არის.
vicii vicii..sofelshi var da kompiuters ver vupove, mainteresebda iqneb tviton wordpress-s aqvsto sadme.. araushavs, madlobt :)))
არაფრის :)
ჰუუუჰ, აშკარად უფრო ხშირად უნდა შემოვიდე ამ ბლოგზე, სუფთა ჰაერივით იყო :3
მადლობა :) როცა გაგიხარდებათ, მაშინ შემოიხედეთ. აქ სტუმრებს სიხარულით ხვდებიან :)
სანამ აქ მოვიდოდი რამდენ ბლოგს გადავხედე,უმეტესობა გაჟღენთილია უმიზეზო პესიმიზმითა და ნეგატივით…კრეატიულობის უშედეგო მცდელობებით…ასევე ცოტაოდენი ცოდნის გამოხატვის მცდელობით :დ და როგორც იქნა მივაგენი ამ ბლოგს! ჩემთვის აღმოჩენაა!! <3 დაააა მადლობა, რომ ასეთი ბლოგი გაქვს და შენს მკითხველს ანებივრებ საინტერესო პოსტებით!♥♥
არ მიყვარს მე წუწუნი და გოდება :) და ზუსტად იმ მკითხველისთვის ვწერ, შენსავით რომ ფიქრობს. დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო შეფასებისთვის. მიხარია, აქაურობა რომ მოგეწონა. შემოიარე ხოლმე და ახალი პოსტები ჩემზე იყოს.
ველქამ!
აბა რაა^^ რამდენი რამ შეგვიძლია ოპტიმიზმის მიზეზად დავასახელოთ,მაგრამ მაინც,ზოგიერთი დრამატულობას ირჩევს და მერე მთელი ცხოვრება ასე დაძაბული დადის და მთელ დღეებს მართლაც რომ წუწუნში ატარებს…გაიღიმე და იცხოვრე სანამ დროა^^ <3 <3 მიხარია,შენც ასე რომ ფიქრობ!!საინტერესო ადამიანი ჩანხარ(ნუუუ ამჟამად პოსტებზე დაყრდნობით ვამბობ :დ)და ასევე საინტერესო იქნება შენთან ურიერთობა^^ არ დაგიმალავ და ძლიან მინდა შენი გაცნობა^^
წუწუნი და ნეგატივი რეიტინგულია.
აქ რასაც ვწერ, არ აქვს მნიშვნელობა თემას, მაინც საკუთარ თავზე წერა გამოდის. ასე რომ, ბლოგით შექმნილი იმპრესიები ნამდვილია :)
შენი პოსტები შენი პიროვნულობის პირდაპირ პროპორციული გამოდის^^ ასე რომ,კომპლიმენტებით “გაგანებივრე”,მაგრამ ეს ერთგვარი Flatter(სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე ) არაა..:დ:დ მოკლედ რა, წავედი მე ჩავეძიო შენს ნაშრომებს :დ
მადლობა კიდევ ერთხელ :) აქვე, ახლოს, ნავიგატორია, თემების მიხედვით აკინძული პოსტები, მოძიება გაგიადვილდება.
მოლი დიდი ხანია ვკითხულობ შენი ბლოგის პოსტებს აქამდე რატომ არ ვაქტიიურობდი არ ვიცი, მოკლედ გადვწყვიტე მეც დავტოვო კომენტარი… საოცარია რაღაცნაირი ადამიანი ხარ ჩემი საყვარელ (ქალ პერსონაჟებს) მაგონებ თანაც ერთს კი არა აი, ყველას ერთად… გამეხარა, რომ ბათუმელი ხარ და ასე გიყვარს ეს წვიმიანი ქალაქი, მე ვცხოვრობ აქ და, რასაც შენ აკეთებდი იმას ვაკეთებ ახლა მეც :D “ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა” წვიმას კი აქ თავისებური მისტიციზმის ელფერი დაჰკრავს, ახლაც წვიმს გამეტებით… პ.ს. ვბოდიალობ მე აშკარად მეც არ ვიცი რა მინდა :D ხოდა ლამაზ ცხოვრებას, ფერადიანს და საინტერესოს გისურვებ, უბრალოდ… )))
markesis “patriarqis shemodgomas” vedzebdi da pirveli es blogi amomigdo.ar vici madloba vis vutrxa:markess tu am blogis avtors :)ratom?imitom,rom aset saintereso blogebs ishviatad vackdebi xolme.dgeidan xshiri stumari viqnebi,mixaria. :)
მადლობა მარკესს, ასეთი მკითხველისთვის :)
ველქამ!
მე შენ მიყვარხარ :) და საქართველო :დ
:)))) ტფილისის ჰავაც, ფიროსმანიც და საათნავაც :)))))
და აი 384958374-ე ჩემი კომენტარიც – მსუბუქი ჯაზის გარდა ფაქტობრივად, გემთხვევი. იქ, ჩვენ სექტა ლიტ ფორუმზე, აგერ ობონატოც დამეთანხმება, თემაც კი გვაქვს ასეთი – რა მიყვარს და რა არ მიყვარს და ერთხელ თავი გადავდე და ყველა ჩემი პოსტი შევაგროვე. ისეთი პორტრეტი მივიღე, მიმიქარავს პროფესიოანლის დაწერილი პროფაილი. უბრალოდ დრო რო გადის, ხანდახან რაღაცებს გადავხაზავ ხოლმე.
სექტა მომეწონა :) სიმპატიური სექტა ჩანს.
რაღაცები იცვლება, შაპოკლიაკ, ცხადია. მეც შევცვლიდი ამ სიას. ოღონდ, დავამატებდი მხოლოდ. გამოკლებით ჯერ ვერაფერს ვხედავ გამოსაკლებელს.
ისე, ცოტა არ იყოს და გულდასაწყვეტია, რაღაცებს რომ აკლებ საყვარლობების ჩამონათვალს.
ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი,ძალიან საინტერესოა და სკოლაშიც ბევრჯერ მიმიტანია ინფორმაცია ამ ბლოგიდან.
მადლობა, ელენე :) რომ იცოდე, როგორ გამახარე :) შემოიხედე ხოლმე და მეც ვეცდები, უკმაყოფილო არ გაგიშვა ბლოგიდან :)
შენი ბლოგი მეც კი მიყვარს ♥
ჯეოპარდები, მე-20 საუკუნის გაჩერებული წამები და ჰმ… ვიტყვი ახლა და სუსნიააო, იტყვიან… მოლის ვერანდაზე ახალი რამე-რუმეების დაგემოვნება მიყვარს ^_^
მოლი, ვინ ხარ? ფეისბუქზე გეძებდი. თუ საიდუმლოა? :))