იცით, ვინ არის ჩაიკა?
რუსულის მცოდნეები ტყუილად ნუ გამოიდებთ თავს.
ნურც ის ხალხი შეწუხდება, გრამატიკის წესებს ზედმიწევნით რომ იცნობს და მენტორული ტონით ნუ შემისწორებს – “ვინ” კი არა, “რა”-ო.
იმიტომ, რომ არც ერთ თქვენგანს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, როგორც მე არ მქონდა გუშინდლამდე.
ჰო, ვინც ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი უკვე წაიკითხა, ისინი არ ითვლებიან. ჩემი არ იყოს, მათაც უკვე ეცოდინებათ, რომ ჩაიკა ის ქალია, გეიებთან ერთად რომ ტუსოვკობს, მათთან ერთად თვრება, მათთან ერთად დაეხეტება ტყე-ღრეში, მოკლედ, მეგობრობს, რა. თვითონ კი ჩაიკაა. ჩაიკა, სახელად ელისაბედი. ელისოც შეიძლება, ელოც – როგორც გენებოთ.
არ გეგონოთ, რომ ელო ქალებთან არ მეგობრობს. აბა, მაგდა და ყანჩა ვინ არიან? თუმცა სანდრო მაინც ყველას ურჩევნია, იმიტომ, რომ მისი ცხოვრება დღესასწაულად გადააქცია. და ყველაფერი დანარჩენი ჩაიკას სულ ფეხებზე ჰკიდია, ან სადმე სხვაგან, რა მნიშვნელობა აქვს. თვითონ დაწერა ასე, ანდერძში. ეს ანდერძი კი იმაზე უფრო ადრე დასჭირდა, ვიდრე ეგონა, იმიტომ, რომ ელისაბედი მოკლეს.
მოკლეს და ერთი პატარა სამყარო სულ თავდაყირა დადგა, სხვა ორბიტაზე გადავიდნენ ისიც და იქაურებიც – ყანჩა, მანანიკო, მაგდა, ნიკოლიკო და სანდრო. გაგაც, რა თქმა უნდა – ბოლოს და ბოლოს, ის უთო, მკვლელობის იარაღი, მისი ნაჩუქარი არ იყო?
თან, რაც მთავარია, ყველამ ყველაფერი იცის. მარტო ის ჭუჭუპრიალა გამომძიებელი არ არის გონში და ძალიანაც კარგი. როგორც დედა-ყანჩა იტყოდა – “слабо!” თუმცა, რომ დააკვირდე, არ არის მთლად ცუდი ბიჭი, უბრალოდ, ეს ამბავი აქ უნდა გადაწყდეს, ორბიტიდან გადავარდნილ პატარა სამყაროში.
გადაწყდება კიდეც, იმიტომ, რომ ყველანი ძალიან ნამდვილები არიან, ისეთი ნამდვილები, მეტი რომ აღარ შეიძლება. ნამდვილები და მართლები, ყველაფრით, თავიდან ბოლომდე, საქციელით, უწმაწური ლექსიკონით, აფერისტობით, ნევროზებით და ფსიქოზებით.
მთელი მარილიც მაგაშია.
და ქალბატონი ანა, რამდენსაც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერ დამალავს, რომ ცინიკოსის ნიღბის უკან უიმედო რომანტიკოსი იმალება.
ვისაც არ გჯერათ, გაგვატარეთ.
ან “ვინ მოკლა ჩაიკა” წაიკითხეთ.














ფინალი :) წავიკითხავ :)
მერე შენი შთაბეჭდილებების გაზიარებაც არ დაიზარო :)
სადღეღამისო მაღაზია გვჭირდება სასწრაფოდ :)
მაგას არ ვამბობ ამდენი ხანია? :)
ძალიან საინტერესო ჩანს :) სიაოვნებით წავიკითხავ.
ერთ დღეში ჩავყლაპე :) არც კი :)
ერთი ქალი გამახსენდა. .ანას გმირი არ ვიცი ლამაზია თუ არა ,მაგრამ ის ძალიან ლამაზი ყოფილა, მედიკო მებურიშვილი, ნაირას რომანიდან.რატომღაც ,უცებ ის დამიდგა თვალწინ.
ნაირას თითქმის არაფერი წამიკითხავს :(
ჩაიკა, მგონი, ლამაზი უნდა იყოს :)
მედიკო მებურიშვილი რალური პიროვნებაა (ჩემი სკოლის დირექტორის და იყო) – ახალგაზრდა გარდაიცვლა, ნარკოდამოკიდებულებით., ულამაზესი და ერთობ ექსცენტრიული იყოო, ამბობდნენ.
ჰმ… ნაირას კითხვა უნდა დავიწყო. ვცადო მაინც.
კარგი პროზაიკოსი ქალი რომ ცოტა გვყავს, ეტყობა იმიტომ ვცემ მათ განსაკუთრებულ პატივს :)
ისე დაწერე, შანსი არ დაგვიტოვე, არ წავიკითხოთ, მოლი :)
ცოტა რომ გვყავს, იმიტომ ვეხვეწებით ერთ გოგოს, იქნებ შენი კრებულიც გვაღირსო თქო :)
ძალიან მაინტერესებს, შენ როგორ მოგეწონება, რუსა.
:))) ის გოგო ცდილობს, ნაჩქარევად არ გამოუვიდეს გამოცემა და მერე არ ინანოს, ეს რა ვქენიო :))) მაგრამ უკვე იმდენი მოახერხეთ, ფიქრი დამაწყებინეთ, ხომ ვაღიარე :))
აუცილებლად განვიხილოთ, მოლი.
არ ვივანებთ :) შენ ნაჩქარევად არაფერს გააკეთებ და რაც გამოვა, ძალიან კარგი გამოვა. ამ შუა :)
როგორ მიყვარს ანა <3 მის სამდღიან ტრენინგზე ვიყავი. როგორც წიგნებია საინტერესო, ისეთივე ქალია. სამწუხაროდ "ვინ მოკლა ჩაიკა" ჯერ არ წამიკითხავს. :(
სულ ახალი გამოცემაა. ჯერ პრეზენტაციაც არ ჩატარებულა. მოასწრებ, ქრისტინა :)
ჰო, ვიცი. ამ სოციალური ქსელებში ვერაფერი გამოგეპარება კაცს. :)) ჯერ შიმშილის თამაშებამდე მივაღწიო. ამდენი ხანია ვიძახი, ვიძახი და ვერ მივაღწიე წიგნის მაღაზიამდე.
შენ კარგად იყავი და ყველაფერს მოასწრებ :) არ დაგელევა წასაკითხი წიგნები :)
ოკ :) როცა მოვიცლი წიგნებთან მისაბრუნებლად. არ დავმალავ და დიდად არ მაფრთოვანებს კორძაია, როგორც მწერალი, მაგრამ გავეცნობი.
თუ არ მოგწონს, ესეც არ მოგეწონება.
მე მომწონს ძალიან.
ასე, ერთ საღამოში შევყლაპე მეც .. სრულიად ფანტასტიკური რამეა.. არ ვფიქრობ, რომ მისი სიკეთეები ჩახლართული, დეტექტივური ჟანრის დამსახურებაა.. ყველაზე საინტერესო ისაა, რაც მთავარი ხაზის იქით ხდება. როგორც ყოველთვის <3
მოლი, მართლა მარილით წერ. წაკითხვას მოანდომებ ნებისმიერს :)
:) ეს პოსტი განსაკუთრებით მომწონს :თავმდაბალიმოლი:
სათაური რომ წავიკითხე, რუსული მულტფილმების გმირებმა გამიელვეს ყველამ, მაგრამ ვერცერთი ვერ დავაკავშირე :)
სულ არ ველოდი ანას რომანზე თუ იქნებოდა პოსტი.
კარგი სიახლეა :)
ასეთ სიახლეს უყურადღებოდ როგორ დავტოვებდი :)
ამიტომ უნდა ვარეფრეშო შენი ბლოგი დილით სამსახურში მისვლისთანავე :)
ახალი პოსტები ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს :) მესამე წელია, ასეა :)
:დარცხვენილისმაილიკი:
:) არაფერია მანდ დასარცხვენი :) რომელი სუპერბლოგერი მე ვარ, განახლებების დრო ზეპირად იცოდეს მკითხველმა.
ხარ
არა, რას ამბობ :))
ორი ჩაიკიდან მე ალბათ ის უფრო მომწონს, ჯონათანი რომაა.
მე ვცდილობ, არ შევადარო და ჩემთან ერთი მეორეს ხელს არ უშლის :)
ეს არ წამიკითხავს და ვერ ვადრი :)
ნუ, ჰო :) მე არც ვადრი. ბახი სხვაა და ეს – სხვა. სხვა წონითი კატეგორიებია.
მეგონა ანა კორძაისეულ აღწერას ვკითხულობდი…. გუშინ ვიყავი წიგნის პრეზენტაციაზე და აუცილებლად წავიკითხავ…. :)))
კი შემომეწერა ტირადა :დ ჩაიკაზე. თუ საუნჯეში დაბრაკეს, მოვუდებ გვერდში ამ შენს წერილს. როგორც საყრდენს და გავამაგრებ :)
ვინ გაგიბედავს დაბლოკვას… თუ რამეა, აქ ვარ და ერთად შევუტიოთ.