მულტფილმები ძალიან რომ მიყვარს, მგონი, უკვე ყველამ იცის.
ძველთაძველი გატაცებაა – კითხვა ხეირიანად არც მქონდა ნასწავლი, მაგრამ გაზეთის ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამაში მაინც დიდი მონდომებით ვიქექებოდი და დაანონსებულ ანიმაციებს საგულდაგულოდ ვინიშნავდი. ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, “მულტპანორამა” რომ გამომეტოვებინა.
მახსოვს, დედას ბაღიდან საგანგებოდ მოვყავდი ადრე – საღამოს მულტფილმების კრებულისთვის რომ მოგვესწრო. კვირაობით კინო “პიონერში” სიარული ხომ ფაივ ო’ქლოქზე ნაკლებ ტრადიციული არ გახლდათ – თორმეტსაათიანი სეანსი ჰქონდათ, საგანგებოდ პატარებისთვის. ხუთ-ექვს ნახატ ფილმს გვაჩვენებდნენ და საშინლად მეცოტავებოდა…
ნორჩი, კარგა ხანია, აღარ მეთქმის, მაგრამ ეს ჩვევა წლებთან ერთად არსად გამქრალა. მართალია, ახლა იმდენი დრო არ მაქვს, საყვარელ გასართობს საათობით ვუჯდე, მაგრამ შინ თუ ვარ, ტელევიზორი, ყველაზე ხშირად, მაინც რომელიმე საბავშვო არხზეა გადართული და თუ შემთხვევით ფანჯარასთან ჩაივლით, უთუოდ იფიქრებთ, აქ, ალბათ, ერთი უსაქმური და უსინდისოდ განებივრებული პატარა ბავშვი ცხოვრობსო.
ჰოდა, მგონი, ჩემი რჩეული მულტფილმები მოლი ბლუმის ბლოგზე ერთ პოსტს მაინც იმსახურებენ – იმდენი ბედნიერება და ხალისი მოუტანიათ.
ვერაფრით დავუშვებ, ჩამონათვალი კარლსონით რომ არ დავიწყო. წიგნის მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს,
უკვე მოგეხსენებათ, შედევრული ეკრანიზაცია კი გულგრილს დღესაც არ მტოვებს. მშვენიერი გრაფიკა, ორიგინალური, გონებამახვილური სცენარი, ფანტასტიური გახმოვანება… საბჭოთა მხატვრების მიერ შექმნილი პროპელერიანი კაცუნა, ჩამრგვალებული ტანით და კარტოფილივით ცხვირით ბევრად მომწონს, ვიდრე შვედური თოჯინა, კედელზე რომ მიკიდია. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, ეს სიამოვნება მარტო ორი სერიის განმავლობაში რომ გრძელდება.
კარლსონს არაფრით ჩამორჩება ვინი-პუჰის ამბები – კიდევ ერთი კლასიკური შედევრის მულტიპლიკაციური ვერსია. მცოდნე ხალხი ამტკიცებს, ამერიკული ჯობია, უფრო აუთენტურიაო… შესაძლოა, ასეც იყოს, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე მაინც ლეონოვის ამეტყველებული გოდორა და საოცრად კეთილი პუჰი მირჩევნია.
“ბრემენელი მუსიკოსები” გახსოვთ? გრძელზე გრძელი (მაშინ ასე მეჩვენებოდა) და მხიარულზე მხიარული მულტფილმი. გრიმების ზღაპარიც მქონდა წაკითხული, შინ აუდიო-წიგნების შორეული წინაპარი – გრამფირფიტაც მომეძევებოდა, მაგრამ განსაკუთრებული სიამოვნებით მაინც ანიმაციას ვუყურებდი. ერთი მეორეზე უკეთესი სიმღერების ხათრით ღამეც კი გამიტეხია – რუსულ არხებზე, რატომღაც, გვიანობით აჩვენებდნენ.
“ტომი და ჯერი” როგორ არ ვახსენო? წამლად რომ გამოიმეტებდნენ ხოლმე ქართულ არხებზე თითო-თითო სერიას, ისიც თავკუდმოჭრილს… რაღაც აქამდე არნახული და უმაგრესი რომ იყო, კი ვხვდებოდი, მაგრამ მაშინ დავაფასე, თბილისში, დეიდაშვილებთან, ორსაათიანი ვიდეოკასეტა რომ ჩავიგდე ხელთ. ტელევიზორს ვერ მომაცილეს და დასაძინებლად რომ მივყავდი, სევასტოპოლის გმირ დამცველებზე ნაკლები წინააღმდეგობა არ გამიწევია :)
ისე, კაცმა რომ თქვას, არც “აბა, დამაცადე!” იყო ნაკლები – ჯერ მარტო მუსიკალური გაფორმება რად ღირდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და მგელუკას უიღბლობით ხანდახან გული მეწვოდა ხოლმე – მინდოდა, ის საძაგელი კურდღელი დაეჭირა და, თუ არ შეჭამდა, ყურები მაინც დაემოკლებინა ცოტა.
დისნეის შედევრებზე ვსაუბრობდი ზემოთ და ბარემ ორ ფავორიტ სერიალსაც გავიხსენებ. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, კვირაობით, “დისნეის კლუბს” აჩვენებდნენ რუსები. განსაკუთრებით ”DuckTales“ მომწონდა, “Утиные истории” – სკრუჯ მაქ-დაქის და სამი ონავარი ტყუპისცალის
ამბები, კიდევ ჩიპის, დეილის და ამქვეყნად ყველაზე უშიშარი მაშველების ფათერაკები.
ვწერ ახლა ამ პოსტს და მეშინია, რამე არ გამომრჩეს. ლეგენდარული პროსტოკვაშინოს ისტორიები (აშკარად არა მხოლოდ პატარებისთვის დაწერილი და გადაღებული), მაუგლი, გენა და ჩებურაშკა, კუ-ნინძები, ბარონ მიუნჰაუზენის სერიები (ნახატიც და თოჯინურიც), ჩეხური ანიმაცია, ერთი მტკაველა ჩიტი ორ გრძელ, გაურკვეველი წარმოშობის სუბიექტს ყოფას რომ უმწარებდა, კატა ლეოპოლდი და ცრუპენტელა კაპიტანი ვრუნგელი, ფუნტიკი და თუთიყუში კეშა, მუმინები და კუდფუმფულა ეშმაკუნა, პატარა მუკი, ფიფქიას მეგობარი შვიდი ჯუჯა და ოლე ლუკოილე… ამ არსებების წყალობით ჩემი ბავშვობა გაცილებით უფრო ხალისიანი, მზიანი და ნათელი იყო და, უნდა ვაღიარო, რომ მოწიფულობის ჟამსაც დიდად მასიამოვნეს.
ჩვენი, ქართული მულტფილმები არ მიხსენებია, მაგრამ ეს ისეთი თემაა, განსაკუთრებულ პატივისცემას და სახელობით პოსტს იმსახურებს.
სამაგიეროდ, ჩემო კარგებო, რამდენადაც ჩინებულად მახსოვს ძველი, იმდენად უვიცი გახლავართ ახალ მულტიპლიკაციაში. ჰოდა, ისევ თქვენ თუ შემომაშველებთ რაღაცებს, თორემ მე პოლის თხა შნიცის იქით ვერ მივდივარ :)













ჩემს დროს, უფრო სწორად, პატარა რომ ვიყავი, გადიოდა ხოლმე მიყოლებით “აბა, დამაცადეს” ან “ტომი და ჯერის” რამდენიმე სერია.. .აი, ეგ იყო დღესასწაული და დასრულების მერე ცრემლების ღვრა!
მეც მაგას არ ვიხსენებ? :)
ჰო :)
ერთი სიხარული ეგ მქონდა ტელევიზორში და მეორე ხრუშა! :)
ხრუშა ბოდიში :( ხრუშას ბათუმში არ აჩვენებდნენ :(
ვაიმე, რას ამბობ!!! ხრუშას ყულაბა მაჩუქეს მერე, დამივარდა, ყური მოტყდა და იდო და იდო მერე ისე… დღემდე გული მტკივა, გეფიცები <3 <3
“სპაკოინოი ნოჩი, მალიში” იყო მოსკოვის მეორე არხზე და მეორე არხს აჩვენებდნენ მხოლოდ თბილისში. ბათუმში – არა. და ვკვდებოდი შურით :)
ვაიმე, ვაიმე, როგორც არ უნდა წყევლონ და შეაჩვენონ საბჭოური წყობა (თუ როგორცაა), მაინც უსაშველოდ მიყვარს იმ პერიოდის კინემატოგრაფიაც, მეამბოხე მუსიკოსებიც და მულტფილმები ხო, მიყვარს და მიყვარს : ) და განსაკუთრებულად, ლეონოვისეული პუჰი ^_^
ლეონოვის პუჰი, გახმოვანებას რომ თავი დავანებოთ, დარწმუნებული ვარ, ლეონოვიდან დახატეს :) ნამეტანი ჰგავს :)
შენც აგრე ჰფიქრობ? მეცა : ))))
Great minds think alike :)
პროსტოკვაშინო ^_^
ძიახ :)
“ტელევიზორს ვერ მომაცილეს და დასაძინებლად რომ მივყავდი, სევასტოპოლის გმირ დამცველებზე ნაკლები წინააღმდეგობა არ გამიწევია :)” :)))) პოლის თხა შნიცსაც ხომ ვიცნობ(დი), მაგრამ კარლსონიდან დაწყებული, უილიამ ჰანას და ჯოზეფ ბარბერას (ახლაც ჩამესმის მათი სახელები სერიებიდან სერიებამდე რომ აცხადებდნენ რუსულად) შედევრით დამთავრებული, ჩემი ბავშვობაც არის ეს მულტფილმები <3
:))))))
ერთი მულტფილმები გვქონია :) ჰანა, ბარბერა და ფრედ ქუიმბი :))
კი, უმრავლესობა :))) და ჩემი პატარა ნინოს მულტფილმებიც არის ზოგიერთი :)) ის გახსოვს, ფოსტალიონი პეჩკინი? :)
პროსტოკვაშინო :) ეტო ია, პაჩტალიონ პეჩკინ, პრინიოს ჟურნალ მურზილკუ დლია ვაშეგო მალჩიკა :)
მხიარული მელოდიების რამდენიმე სერიას აჩვენებდა კიდევ მეორე არხი ძალიან ხშირად, ერთი ტკბილელულის დედოფალი რომ გახდება გოგო ეგ მახსოვს და კიდევ იყო შტრაუსის ვალსზე ფერებს რომ აკეთებენ სხვადასხვა ხილისგან და მერე ბუნებას რომ ღებავენ <3
მულტფილმებს და ანიმეს დღესაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ. Justice Leagueს სეზონებს ვუყურებთ მე და ჩემი პატარა ყოველ საღამოს :)
აი, მხიარული მელოდიები გამომრჩა :( შტრაუსის ვალსზე ბუნების გამოღვიძება მახსოვს და ვერდის მელოდიაზე – ჯუჯების ცეკვა.
კარგი იყო :)
აი ამას ვგულისხმობდი, MGM ყოფილა http://youtu.be/9LQpK0UFolY
ჰო :) დანარჩენებსაც მოვიძიებ :) მადლობა, რომ გამახსენე, თეო :)
<3
რა აუცილებელი იყო ახლა, გაგეხსენებინა, რამდენი წლის ვარ :D
რაც მეც კარგად და ტკბილად მახსოვს, კი ჩამოარაკრაკე და ახლები არც მე ვიცი :( სულ ციტატებად მახსოვს რუსული და ქართული ფილმები, ამერიკული კი… ბავშვობაში რომ დეფიციტი იყო, იმიტომ ვუყურებდი შვიდ ჯუჯას და ურჩხულზე შეყვარებულ მზეთუნახავს "თინეიჯერობაში" :)
რა დროს შენი ასაკია, რუსა :) და ამ მულტფილმებს ახლაც სიამოვნებით ვუყურებ. მადლობა ტორენტებს.
ახლა ჩემი უნამუსო საქციელი გამახსენდა, მეზობლები დასაძინებლად რომ არ გავუშვი, სანამ ,,აბა, დამაცადე” არ მორჩა. რა მექნა, ვიდეო პლეიერი მაგათ ჰქონდათ მარტო და მეც ხომ მინდოდა ნახვა :დ
აი, შედარებით დიდობის პერიოდში, სკოლაში ისე რა წამიყვანდა 402-ე ოთახელებისთვის რომ არ შემევლო თვალი და განსაკუთრებული პიკი, მეათე კლასი იყო (აქ გაწითლება), როცა პირველ გაკვეთილებზე დაგვიანების მიზეზი ლუი ანდერსონი გახლდათ.
402-ე ოთახი ისე მოიწონეს ბავშვებმა, ისე ახმაურდნენ, ერთი პოსტი კი უნდა დავუწერო :) ლუი :)
კი იმსახურებს ეგ. თან ყველა გმირი ისეთი განსაკუთრებულად კარგი იყო, რავიცი. ჯერ მატრაკვეცა ნენსი, უფრთო ანგელოზი პენი და ტვინისღერძვა, მარა მაინც რაღაცნარიად საყვარელი პოლი რად ღირან და მერე ის ორი ოროსანი და სხვა გმირები :დ ყველა გახსენებაზე ღიმილი რო ეფინება ადამიანს :დ
არ მაქვს ნანახი და ამ უიქენდზე ვგეგმავ საცდელ სეანსს :) ისე აღწერთ, აშკარად მომეწონება :)
“ბრემენელი მუსიკოსები” – ანიმაციაც საოცრად კარგი და მუსიკა – უბრალოდ გენიალური! დღესაც ვერცერთ მულტფილმს ვერ დავუყენებ წინ, იმდენად მიყვარს და ვაფასებ <3
Утиные истории-ც ძალიან მიყვარდა – მოუთმენლად ველოდებოდი ახალ-ახალ სერიებს… რომელი ერთი აღარ! საოცრად სასიამოვნო ემოციებით დამტვირთა ამ საღამოს შენმა პოსტმა :) კიდევ ერთ დიდი მადლობა ამ საღამოს ჩემგან :)
პ.ს. დღევანდელ მულტფილმებსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ: "UP", "Shrek 2", "9" (სრულიად არასაბავშვო), "Wall-E", "Tangled", "Cars", "Monsters, Inc."… ბევრი დიდებული პროდუქცია შეიქმნა ბოლო წლებშიც.
“The Emperor’s New Groove ” – ეს როგორ გამომრჩა <3
ჰაიაო მიაძაკის ანიმეები კიდევ ცალკე თემაა: http://iaponia.wordpress.com/2010/02/02/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98/ ანიმეს შესახებ მთელი მსოფლმხედველობა შემიცვალა.
ამას წინათ მაშკას და მიშკას ამბებს ვუყურებდი და იუთუბმა პუჰი, კარლსონი, კეშა, პროსტოკვაშინო, აბა დამაცადე, ლეოპოლდი, ნინძები, ტომი და ჯერი “მირჩია” :) ისე მოვიდა ღამის 3 საათი, ვერც მივხვდი და დისნეის საყვარელ სრულმეტრაჟიანებს რომ “ჩავჯდომოდი”, მთლად დამათენდებოდა მონიტორთან :)
…ახლებიდან “ბავშვები 402-ე ოთახიდან” და ლუი მიყვარდა :) დრო რომ მექნება, ამათაც უნდა გადავხედო :)
“ბავშვები 402-ე ოთახიდან” და “ლუი”…
ღმერთო, რამდენი საყვარელი მულტ-ფილმი და მულტ-სერიალი მქონია :)
არ გქონდა ნანახი? როგორ გამოგრჩა :) კლასიკური მულტფილმებია :)
კი, საყვარელი მულტ-სერიალები იყო ესენიც-თქო, ვიგულისხმე :) ოღონდ ნამეტანი დიდ ასაკშ მომიწია ამ ორი სერიალის გაცნობა ;)
მშვენიერი რჩევა მოუცია იუთუბს :)
რა საყვარელი პოსტია.ეხლა ერთ რამეს მივხვდი. ეტყობა ქვეცნობიერად სულ იმ მულტფილმებს ვურთავ შვილებს რაც მე მომწონდა ბავშვობაში. ყველაფერი რაც ჩამოთვალე და ახლებიც ისეთი კარგია. მეზარება ჩამოთვლა, მაგრამ პოლის სტორიებს დღემდე ვუყურებ და ვიცინი. დისნეისაც რამდენიმე კარგი სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს ახალი
ახლებიდან მაშაა ჩემი უპირობო ფავორიტი :) 402-ე ოთახსაც ვნახავ ამ დღეებში.
“ლუი”? ვაიმე როგორ მიყვარს “ლუის” გიჟი ოჯახის ისტორიები :დ
კიდევ “ჰეი, არნოლდ!” ჰელგა პატაკი? ^^ ვაიმე ახლა იმდენი რამ გამახსენდება :)
მაშამ გამიშრო მე სისხლი
მაშა ჩემი სიყვარულია <3
ჩემიშვილებისაც<3
ყოჩაღ დანის და დათუნას :) კარგი გემოვნება ჰქონია ორივეს :)
ყველა ჩემი ბავშვობის საყვარელი მულტფილმი ჩამოთვალე <3 "აბა, დამაცადე!" მიყვარდა განსაკუთრებულად, ყველაზე მეტად კი 2 სერია, 1 მზის დაკვრა რომ მოუვა და ჰალუცინაციები რომ აქვს, აი ის "ბაბაიაგას" სახლს რომ მიადგება დი კიდევ ის "კოსმოსში რომ გაფრინდება" რობოტი კურდღლის შიშით :დ "ჩიპი და დეილი", ოქროში მობანავე "სკრუჯი" <3
"ტომი და ჯერი" განსაკუთრებულად არ მიყვარდა, თუმცა ერთი სერია მაქვს ჩარჩენილი, დღემდე ვიძაბები ამ სერიაზე, თითქოს ჰორორს ვუყურებდე, აი ის სერია, ტომი რომ მოკვდება და ესკალატორით საიქიოში რომ ადის, ჯოჯოხეთში ძაღლი რომ ელოდება ჩანგლითა და ცეცხლზე შემოდგმული ქვაბით, ჯერის პატიება რომ უნდა სთხოვოს წერილობით დადასტურებული და ჯერის ხელმოწერა ის ისაა რომ უნდა მიიღოს და დრო რომ ამოეწურება (მართალია მერე იღვიძებს, მაგრამ დღემდე გული მეკუმშება ამ სერიის გახსენებისას :დ)
ქართული მულტფილმები მართლა ცალკე თემაა, მაგრამ ერთი რომ არ გავიხსენო არ შემიძლია, არ ვიცი (ან არ მახსოვს) რა ქვია ამ მულტფილმს, მაგრამ "წვიმად გადავიქეცი"–ო რომ მღერის მაგაზე ვამბობ :დ ეს არის ჩემი ბავშვობის დიდი ტრაგედია, უცრემლოდ ახლაც ვერ ვიხსენებ იმ მომენტს თოვლის გუნდა რომ დნება, მერე ხომ წვიმად იქცევა მაგრამ ის იმდენად საშინელი მომენტია რომ გადმოცემაც კი მიჭირს :)
რა არაჩვეულებრივი თემით დავიწყე დილა ^^
ეს ის სერიაა, “აბა, დამაცადეში”, ზღაპრებში რომ მოხვდება და მოხუცი მოადგება ბოლოს, ცოლი წიწკვად გადამიქციეო :) ეხ, სტარიკ, სტარიკ, ტრახ ტიპიდოხ დიპიდოხ :))) და მეორე სერიაში “ზემლია ვ ილუმინატორეს” ნაწყვეტია <3
"ტომი და ჯერის" ის სერიაც მახსოვს. კატების სამოთხეში არ უშვებენ, თაფგვს აწვალებდიო და სპაიკი ელოდება ჯოჯოხეთში დიდი ჩანგლით :)
"ივერიას" გახმოვანებულ მულტფილმში თოვლის გუნდა რომ დნებოდა, მეც მაწუხებდა :) ნამეტანი ტრაგიკული ეპიზოდია :)
Пусть бегут неуклюже Пешеходы по лужам, А вода по асфальту рекой.
И не ясно прохожим В этот день непогожий Почему я весёлый такой….
ტკბილად მოსაგონარია რააა ^_^
დედა მიკრავდა ამას ღრმა პატარაობისას <3
:) კეთილი იყოს ,,ჩემი ფეხი”
welcome :)
მიკი მაუსი ? ძალიან მიყვარს დისნეი მულწიკები ჩემი ბავშვობა, ტომი და ჯერის ყველა სერია გვქონდა ჩვენ ვიდეოზე, მე და ჩემი ბიძაშვილი ვუყურებდით ხოლმე სულ სულ და ყოველთვის მე კატა ვიყავი ხოლმე, საწყალი ტომი სულ წაგებული იყო, ვერასდროს იჭერდა ჯერის :დ
მიკიც, მინიც, დონალდიც, გუფიც, პლუტოც, დრუპიც, ვუდიც, სპაიკიც :) უბრალოდ, ადგილი არ მეყო :)
♥♥♥♥♥♥♥
aww <3
ჩემზე მეგონა ეს პოსტი დაწერილი <3
კარლსონი ისეე მიყვარდაა, განსაკუთრებით ფრეკენ ბოკი, ცხირსახოც რომ უქნევდა გაფრენისას <3
და "ბრემენელი მუსიკოსები" . რატომღაც ყოველთვის ორ იანვარს გადის "პერვიზე" და ყოველ ახალ წელს ტრადიციად მაქვს მისი ყურება.
"ტომი და ჯერი" – ჩემები თბილისში რომ მოდიოდნენ კასეტების არანორმალური რაოდენობა ჩამოჰქონდათ <3 (ჩვენთან მარტო დაქირავებით იყო და ასე არ მაწყობდა)
"აბა დამაცადეში" "ზემლია ვ ილუმინატორე"–ს სერია მიყვარდა ყველაზე მეტად და კიდევ აი, ის ცირკში რომ არიან <3
გენას "გლუბოი ვაგონ" და :პუსწ ბიგუტ ნიუკლიუჟე" ახლაც ზეპირად ვიცი ,3
კიდევ მაუგლიში კაა მაშინებდა სასტიკად.
თუთიყუში კეშა არც მიხსენოთ მთელი გულტ ვერ ვიტანდი ;დ
დანარცენების დახასიათებაც მინდა მაგრამ შემრცხვა უკვე … კომენტარის მაგივრად ლამის პოსტი დავწერე :დ
კაა მაგარი ტიპია მანდ და ბაგირაზე და აკელაზე ნაკლებად არ მიყვარს :)
მშვენიერი პოსტი გამოგივიდა, რას ერჩი :)
“აბა, დამაცადე” როგორ არ მიყვარდა და არ მიყვარს :/
რა დაგიშავა? :)
რავიცი მეშნოდა რატომღაც მაგ მულტფილმის პატარა რომ ვიყავი. არ ვიცი რატომ. ახლა არც მიყურებია და არ ვიცი, მაგრამ ცუდ მოგონებად დარჩა :(
ნუ, მაშინ ჰო :) გასაგებია :)
როგორ მიყვარს ყველა მულტფილმი
ძალიან კარგი :)
დიზნი ჩემთვის იყო პირველი. საბჭოთა ვინიც და მატროსკინ-შარიკას დუელი.
მარა აი ეს მულტიკი არის შედევრი
ალდარ კოსე რამ გაგახსენა :)))
უზბეკფილმი იქნებოდა ან ტაჯიკფილმი :)
ჩემი საყვარელი მულტფილმების სიას ცალკე ბლოგი უნდა ალბათ თუმცა მულტფილმი რომელიც შემეძლო დასრულებისთანავე თავიდან მეყურებინა (ვიდეოკასეტაზე მქონდა ♥) იყო დისნეის მძინარე მზეთუნახავი! სამი ფერია და ყველაზე ლამაზი, ბოროტი ჯადოქარი. ოხ როგორ მიყვარს დღესაც!
შენ ბოროტი ჯადოქარი მოგეწონებოდა ყველაზე მეტად :)
ბუნდოვნად მახსოვს ეს მულტფილმი. დისნეის ამბავში მაინცდამაინც მყარად ვერ ვარ :)