ბრიტანელები ყოველთვის სერიოზული ხალხი მეგონა.
ხომ გესმით – ტრადიციები, კონსერვატიზმი, ფაივ ო’ქლოქი, დედოფალი ვიქტორია და რამე…
მაგრამ 13¾ წლის ბიჭი ასეთი შინაგანი ტრაგიზმით აღსავსე თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეტყობა, მის ასაკში სათანადო სიღრმე და ანალიზის უნარი მაკლდა.
სანაძლეოს დავდებ, ვერ მიხვდებით, ვისზე ვლაპარაკობ. იმიტომ, რომ ეს წიგნი სულ ცოტა ხნის წინ თარგმნეს ქართულად და გასულ კვირას ამაყად ვიდექი პირველი მყიდველების რიგში. იქამდე, უნდა გამოვტყდე, არც სიუ ტაუნსენდის სახელი გამეგონა და არც მის პერსონაჟზე – ედრიან მოულიზე მსმენოდა.
არადა, ნისლიან ალბიონზე ეს, ოჯახური პრობლემებისგან, უიღბლო სიყვარულისაგან და ვულგარული აკნესაგან გატანჯული მოზარდი თვით შერლოკ ჰოლმსივით ცნობილი და პოპულარული ყოფილა.
ცხონებული ბებია კი მასწავლიდა – “ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო” – მაგრამ რა ვქნა, ეს ბიჭი ისე გვიყვება თავის პრობლემებზე, მეცინება და მომკალით, თუ გინდათ.
არა, საწუწუნოდ კი აქვს საქმე. ჯერ ასაკია ისეთი, ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგ რომ გგონია ამხედრებული. მერე, ამ გაჭირვებული ედრიანს თავსატეხი არა და არ ელევა. მამაა და ორმოცდაერთი წლის ასაკში მერვე ათეულში
გადამდგარ რეიგანზე უარესად გამოიყურება, თან სულ აჩაჩულ-დაჩაჩული დადის, ალბათ, იმიტომაც არის, რომ დედა გაუთავებლად მეზობელ მისტერ ლუკასთან დარბის – ცოლი გაეყარა და ნუგეში უნდა ვცეო… ჰმ! ჯანდაბას, ირბინოს, მაგრამ, სხვა საოჯახო საქმეებზე რომ არაფერი ვთქვათ, გაზქურასა და მაცივარს შორის გაჩხერილი ლორის ნაჭერი არ უნდა გამოაძროს?
სხვათა შორის, ეგ მისტერ ლუკასი არ უნდა იყოს მთლად წმინდა წყლისა – უხამს ჟურნალებს ყიდულობს, ედრიანმა თავისი თვალით დაინახა. მართალია, მერე თვითონაც დიდი გულისყურით წაიკითხა ორი ძველი ნომერი, მაგრამ ეგ სულ სხვა საქმეა – მოულის მსგავსი ინტელექტუალებისთვის ეს სავსებით დასაშვებია, ლუკასისნაირ უბრალო მოკვდავს კი არ ეპატიება, დიახაც.
ეჰ… ამას კიდევ როგორმე აიტანდა კაცი. არამზადა ბარი კენტსაც გაუძლებდა, სკოლაში უსინდისოდ რომ ატერორებს, ბინძურ კომუნისტ ბერტ ბაქსტერთან სიარულსაც, მაგრამ უკვე ორი კვირაა, სიმაღლეში ერთი ბეწოთიც არ გაზრდილა!
ეგ კიდევ არაფერი – სათაყვანებელი და ბადაგისფერთმიანი პანდორა მოღალატე ნაიჯელთან ერთად დასეირნობს. მაგასაც მეგობარი ჰქვია, რაღა… და ეს საზიზღარი მუწუკებიც აღარ გამოილია. ის თავკერძა მალკოლმ მაგერიჯი კი ცოცხალი თავით არ იღებს ედრიანის ლექსებს ბი-ბი-სი-ში. გამომივიდა ეგაც განთქმული ჟურნალისტი! კაცმა რომ თქვას, რა აქვს ახლა ამას დასაწუნი:
პატარა, წაბლა ცხენი
ჭამდა მინდორში ვაშლს,
ერთ დღეს კი ალბათ, კარგო,
მეც გავიქარვებ დარდს.
ვეფერებოდი იქა, სადაც პანდორა იჯდა,
გალიფეთი და კეპით მისეირნობდა დინჯად.
არა, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით – ურიგოდ ჟღერს?
მაინც, რა უსამართლოა წუთისოფელი. თუმცა, რაც არ უნდა ცუდად იყოს საქმე, ის მაინც ხომ ანუგეშებს ედრიანს, რომ ნამდვილი ინტელექტუალია. ჯერ ერთი, მაგერიჯს რომ უსმენს, ყველა სიტყვას გებულობს, ეს კი ხუმრობა საქმე როდი
გახლავთ. მეორეც, ყველაფერი ისეა, როგორც ინტელექტუალებს შეეფერებათ – მძიმე ბავშვობა, არასრულფასოვანი კვება და უარყოფითი დამოკიდებულება პანკების მიმართ.
შვება და თავშესაფარი მხოლოდ ეს საიდუმლო დღიურია, თუმცა, რაღა საიდუმლო – თავქარიანმა სიუ ტაუნსენდმა აიღო და საქვეყნოდ გამოაჭენა. ახი არ იქნება, სასამართლოში უჩივლოს სხვის პირად სივრცეში შეჭრის გამო?
P.S. გუშინ ეს წიგნი ვახსენე საუბარში და ერთმა მეგობარმა, ცოდნითა და ლიტერატურული გემოვნებით ორ ჩემისთანას რომ აიწონის, გაბუტული ხმით და სათამაშოწართმეული ბავშვის გამომეტყველებით მითხრა – მეტისმეტად რეალისტურია, მე კი ზღაპრები მიყვარსო.
უნდა ვაღიარო, რომ სადღაც, გულის კუნჭულში, დავეთანხმე. თუმცა ედრიან მოული მაინც ძალიან მომწონს და რა ვქნა. საინტერესოა, თქვენ თუ მოგეწონებათ?













გადავირიე ისე მომეწონა :3 კარგად ვიხალისე :)) იმედია დანარჩენ წიგნებსაც თარგმნიან
იმედია :)
მეც :)
წიგნი რა, პოსტი მომეწონა…
რა ვქნა, ვერ გაწვდება ამდენს ჩემი ხელფასი :(
ბიბლიოფილების მთავარი გასაჭირი :((
მე ნამდვილად არ მეთქმის შენნაირი ბიბლიოფიილი :)
მაგრამ ახალ წიგნებს თუნდაც იმიტომ უნდა ვკითხულობდე, რომ საპოსტე მასალა არ მომაკლდეს (ჩემმა ბლოგმა ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია), მაგრამ ძვირი სიამოვნებაა… უფრო სწორად, სიამოვნებაა, მაგრამ ცოოტა ძვირია :)
ეჰ, თამაღ, დრო მახსოვს, საჯაროს აბონემენტი რომ არა, უწიგნოდ ვრჩებოდი. რაც მე იქედან წიგნები ვზიდე… ხელფასი მე არ მქონდა და სტიპენდია რაში მეყოფოდა :(
მე მგონი, პოსტიც გეწერა მაგაზე :)
საჯაროზე არა, ბათუმის ბიბლიოთეკაზე…
მე რომ ბათუმის ბიბლიოთეკით ვსარგებლობდი, წიგნები კაპიკები ღირდა :) ქურთუკის ჯიბეში ჩარჩენილი ხურდა ფულით ვყიდულობდი ხოლმე :) კრიზისის დროს საჯაროს აბონემენტმა მიშველა.
თან თუ ვალებსაც არ გიბრუნებენ, თამარა…
ეჰ…
რომ გითხრა, ოღონდ დამიბრუნონ და იმ ვალით სულ წიგნებს ვიყიდი მეთქი, მწარე ტყუილი გამომივა :)
რაა ძვირი სიამოვნება? :)
ძვირი სიამოვნებაა წიგნების დევნა.
მარა ქინდლს თუ იყიდი არცთუ ძვირი სიამოვნებაა. ფინანსურად მოგებაში გახვალ.
საუკეთესო გამოსავალი ქინდლია <3 ვენაცვალე მის გამომგონებელს :) თორე ყველაფერს ნამდვილად ვერ ვიყიდდი-წავიკითხავდი
+100
ვაიმე, რამდენი საბავშვო წიგნი არ მქონია წაკითხული.. მშურს ბავშვების :(
არ თქვა :) ახლა ვინაზღაურებ მეც.
ჩემი დღიური გამახსენდა :დ ათასში ერთხელ რომ მივაკითხავ , მაგრამ მაინც ამაყად მიდევს ხელთან ახლოს :დ
მე არ მქონია :))
მეც :) ბავშობაში ბევრი კარგი წიგნი არც იყო ნათარგმნი, რაც იყო, იქიდან მცირე ნაწილი იყო ჩვენს ბიბლიოთეკაში… სამაგიეროდ დრიუონის “მწვანეთითება ტისტუ” გვქონდა <3
მგონი, ერთადერთი ქართულად ნათარგმნი დრიუონი.
არ დამვიწყებია, ტაბუ. თუ სადმე თვალი მოვკარი, აუცილებლად გაგაგებინებ.
მადლობელი დაგრჩები, მოლი. :) ძალიან მინდა საკუთარ ბიბლიოთეკაში მქონდეს.
ისე 2 კვირის წინ გადავიკითხე ბიბლიოთეკაში და დავრწმუნდი, რომ დიდებული წიგნია!
აუცილებლად :)
უი, ეს ჩემი პასუხი ქევანას კომენტარს ეხებოდა :)
ერთხმად შევძახეთ რომ გვინდა. მე და ბებე.
რამდენადაც თქვენი გემოვნება ვიცი და მოწონებული წიგნები მახსოვს :)) – ესეც მოგეწონებათ :)
“მაგრამ 13¾ წლის ბიჭი ასეთი შინაგანი ტრაგიზმით აღსავსე თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეტყობა, მის ასაკში სათანადო სიღრმე და ანალიზის უნარი მაკლდა.
სანაძლეოს დავდებ, ვერ მიხვდებით, ვისზე ვლაპარაკობ.” ეს მონაკვეთი ჩავიკითხე და სანაძლეო წაგებულივით, მეც “მინდა” გამეფიქრა:)
დავტესტავ და გადმოგილოცავ მერე:)
როგორ გინდა აინაზღაურო საბავშვო წიგნებიც და თან არ ჩამორჩე სხვა სიახლეებსაც. არადა ყველაფერი ერთდროულად მინდა :/
+1 :)
კატასტროფულად არ მყოფნის დრო :(
ნიძლავი წაგებული გაქვს.
ეგ კი არა გაგრძელებაც მაქვს წაკითხული. :)
მე რა თქმა უნდა ინტელექტუალი ვარ, თუმცა არცთუ ისე ჭკვიანი.
გამონაკლისი წესს ადასტურებსო.
შენ გექნება წაკითხული, კი. მე პირველად ახლა გავიგე.
არ გინდა, მილორდ, კომპლიმენტებს ისედაც არ ვიშურებთ შენთვის :))
ნუ ეგ ინტელექტუალი, მაგრამ არცთუ ჭკვიანი ფბ-ზეც კი მქონდა ციტირებული :) მარა გამოგეპარათ.
საუკუნეა, ფბ-ზე არ მინახიხარ და, რა გასაკვირია, ძველი რომ ისე კარგად აღარ მახსოვს :)
საბავშვო არაა :) უნივერსალურია.
მთელი ციკლია – 7 წიგნეული.:) მოულის პატარობიდან-დიდობამდე.
აი, შვიდივე რომ მექნება ქართულად <3
არის რუსულად და წაიკითხე :) მე ვერ გავძელი მაგდენი.
:)
4 მაქვს წაკითხული. ორი დიდი ხნის წინ წავიკითხე წიგნად და ორიც ქინდლში. ცუდი არაა, მაგრამ უკეთესი წასაკიტხებიც მაქვს და მაგდენი დრო არ მრჩება.
ნუ, ქართული რომ არა, რუსულის წაკითხვა არც მომაფიქრდებოდა. ორიგინალი კიდევ ჰო… ინგლისურის ხათრით.
საინტერესო ჩანს :)
სახალისო და საინტერესო ჩანს :)))) დავქინდლავ მაგას მე! :)))))
საჩემო ზღაპარი გამოსულა მაშ.
ინგლისელების ეს მიყვარს: დახვეწილობაც მათგან მოდის და ანარქიაც.
მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ბლუმ :)
უხამსი ჟურნალებიო :D
უდაოდ კარგი წიგნი ჩანს, მაგამ შენი მეგობრის არ იყოს, მეტისმეტად რეალისტურია ჩემთვის… ნუ საბავშო წიგნის კვალობაზე, თორე ისე რავა :)
რას დაიჟინეთ ეს საბავშვო :) არაა-თქო საბავშვო. დაწერა ქალმა უფროსებისთვის სატირულ-იუმორისტული წიგნი ინგლისელებზე და ახლა ბავშვებიც თუ წაიკითხავენ მაგის ბრალი არაა.
თან ციკლია მთელი და ედრიენ მოული წიგნიდან-წიგნისკენ იზრდება. ეს პირველი ნაწილია და დიდობიდან ხომ არ დაიწყებდა. :)
ძალიან კარგი იუმორით დაწერილი წიგნია. ბავშვებს ნუ წააკითხებთ – თავად წაიკითხეთ და თქვენი, საუფროსე თვალით შეაფასეთ. :) ვინ იცის, ისე მოგეწონოთ რომ გაგრძელებებიც ჩამოქაჩოთ მერე. :)
გადავეფარე ამბრაზურასავით ქალბატონ სიუს :)
მატროსოვი ისვენებს, მილორდ :)
http://media.tumblr.com/tumblr_ma32oayImg1qkj7vc.jpg
არ წამიკითხავს თქვენი კომენტარი თორე რავა ვაკადრებდი, ყდამ მომატყუა და ედრიანის დარდებმა აკნეზე :)
რეალისტური არის აშკარად, მაგრამ ერთი თუ აიღე ხელში, ვეღარ მოწყდები.
არც პირველი ნაწილი არის საბავშვო. ეს არის წიგნი ბავშვების შესახებ დიდებისათვის. მის მთელ იუმორს მხოლოდ დიდები ჩაწვდებიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად გაიგებს. ძალიან მიყვარს.
იუმორია ამ წიგნის მთელი ხიბლი და ეშხი.
ეს წიგნი ამას წინად მომხვდა თვალში (დიოგენეს საიტზე), თუ ხელში ჩამივარდა აუცილებლად წავიკითხავ, პოსტმა სასტიკად დამაინტერესა :D
ჩემი საყვარელი კომპლიმენტი :ღაწვებშეფაკლულიმოლი:
დაგროვილ მარაგთან და ქინდლის “მოახლოებასთან” დაკავშირებით ახალი წიგნების ყიდვა შევზღუდე, მაგრამ ისე ვატყობ, მაინც წამიცდება ხელი :)
უკვე მოახლოვდა ქინდლი? რა მაგრობაა!
ვინც ჯერ წიგნის ყიდვას ვერ ახერხებს აქვე შეგიძლიათ წაკითხვა ან უფასოდ ჩამოწერა, ჯადოსნური საიტია, მიყვარს და ვემეგობრები:) http://anyreads.com/read/#55360
კარგი საიტია, თუმცა ეგ ლიბრუსეკის ზედნაშენია. ლიბრუსეკის ბიბლიოთეკიდან იღებს წიგნებს, ლიბრუსეკის სარკე კი ფილიბუსტაა, ასე რომ http://flibusta.net/ გასვლა ჯობს :) მეტი ოფციებია და რეგისტრაციაც არაა საჭირო. მულტიფორმატია – გინდა ქინდლისთვის ჩამოქაჩავ, გინდა სხვა რიდერისთვის, გინდა კომპის ქულრიდერისთვის, აისრიდერისთვის, კალიბრის რიდერისთვის… მეტი არჩევანი გაქვს, მოკლედ.
ამ საიტს ის პლიუსი აქვს (რისი ნახვაც მოვასწარი), რომ ეკრანზე გიქმნის წიგნის იმიტაციას და მოხერხებულად კითხულობ. ნუ, ეს იმ შემთხვევაში, რიდერი თუ არ გაქვს.
ზედნაშენია კი :) უბრალოდ ბევრს კომპშიც აქვს პროგრამა-რიდერი – მაგალითად ქულრიდერი ან აისრიდერი… ნუ მე მქონდა ადრე ქინდლამდე :)
ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი ბავშვობიდან. დეიდაჩემმა მაჩუქა პირველი ნაწილი ინგლისურად სადღაც 9 წლის წინ და იმის მერე ვეღარ მოვწყდი. პირველად რომ მოვხვდი საზღვარგარეთ, მაშინვე ვიყიდე დანარჩენი ნაწილები. რამოდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, მეთარგმნა, დავიწყე კიდეც, იანვარ-თებერვალი თარგმნილი მქონდა (ვერ ვიცლიდი, თორემ ძალიან სწრაფად ვთარგმნი) და ცოტა ხნის წინ რომ ვნახე, დიოენეს გამოუცია, კინაღამ ინფარქტმა დამარტყა :@@@ ასეთი საშინელი განცდა სულ 1-2-ჯერ მქონია ცხოვრებაში.
ვერც წარმოვიდგენდი, რომ ქართულად ვინმე თარგმნიდა, ვისაც არ ვკითხე, კაციშვილს არ ჰქონდა გაგონილი აქ არც ედრიანი და არც სიუ.
ჩემს ბავშვობაში არსად შემხვედრია… ავცდი. სამაგიეროდ, ახლა ვკითხულობ და მომწონს და დანარჩენ ნაწილებსაც ველოდები.
წარმომიდგენია, როგორ ინერვიულებდი… :(