ერთგული სტუმრები, ალბათ, შეამჩნევდნენ, რომ ბიბლიოფილი მოლი, ამ ბოლო დროს, “ქინდლის” თავგადადებულ ადეპტად იქცა და ტრადიციულ, მამა-მაპაპურ ფოლიანტებზე და ელექტრონულ წიგნებზე ერთნაირი სიამოვნებით საუბრობს. რა ვქნა, ჯეფ ბეზოსის ფანტასტიური ნოვაციის წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ნამდვილად არ გამიჭირდება იმის აღიარება, რომ ი-ბუქები სქელ-სქელ ტომებში არ გამომერჩევა.
ზუსტად ერთი თვის წინ ჩემს კოლექციას “თეთრფურცელა” შეემატა და თუ საპრეზენტაციო პოსტი გახსოვთ, დამემოწმებით, რომ ახალი სათამაშოთი აღფრთოვანებისათვის ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა. ოღონდ, პირველ შეფასებებში მაინც ემოციები ჭარბობდა. დეტალური ანალიზისთვის დრო იყო საჭირო.
ჰოდა, ვფიქრობ, ახლა უკვე შემიძლია, მკითხველს შთაბეჭდილებები გავუზიარო. ჩემ გარშემო “ქინდლოსანთა” რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება, ბევრიც უახლოესი მომავლისთვის გეგმავს შეძენას და, იმედი მაქვს, “ფეიფერუაითის” ანატომია საინტერესოც იქნება და სასარგებლოც – არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
“ქინდლი”, გამოცდილი მომხმარებლები დამეთანხმებიან, ქავერით იწყება. ყდა სასიცოცხლოდ აუცილებელი დანამატია და მის გარეშე, რიდერის გარეთ გატანა ნამდვილად არ არის არც უსაფრთხო და არც გონივრული. ბლექისთვის შერჩეული შეფუთვა კომფორტულია, სასიამოვნოდ მძიმე, ფერიც მომწონს და, რაც მთავარია, მყიფე რიდერს საიმედოდ იცავს. ერთი მცირე ბონუსიც ახლავს – რიდერი ყდის დახურვით ითიშება, რაც, განსაკუთრებით, მგზავრობის დროს არის მოსახერხებელი.
ყველაზე მეტად, თუ გახსოვთ, თაჩსქრინი მაფიქრებდა. გრეისის ღილაკებს მიჩვეულს, მეგონა, სენსორებთან შეგუება გამიჭირდებოდა. არანაირად… ეკრანი იმდენად მგრძნობიარეა, ფურცლის მოსანაცვლებლად ოდნავი შეხებაც ჰყოფნის.
თავიდანვე ვთქვი, ნავიგაცია იმდენად მარტივია, ალღოს დამწყები ქინდლოსანიც იოლად აუღებს-მეთქი. ერთი თვის შემდეგ უკვე დარწმუნებით გავიმეორებ – პრინციპი იგივეა, უბრალო და User friendly. თან, მოდელი ახალია და, ცხადია, არც სასიამოვნო ნოვაციები აკლია.
“მინის“, მაგალითად, ერთადერთი, სტანდარტული შრიფტი ჰქონდა (იმდენად კარგი და მოხერხებული, რომ ალტერნატივაზე არც მიფიქრია). “ფეიფერუაითს” ექვსი აქვს. ამას Line spacing და Margins ოფციებიც დაუმატეთ და იოლად მიხვდებით, რამდენად მრავალფეროვანია არჩევანი… კოლექციებიც უკეთ ლაგდება, მოსაძებნად იოლია, “ამაზონის” ღრუბელიც ცალკეა გამოტანილი და ონლაინ მაღაზიასთან დაკავშირებაც უფრო იოლია (ისევ და ისევ თაჩსქრინის წყალობით).
მთავარი სიახლე, რა თქმა უნდა, ადაპტირებული ლაითერია და უშუქობის პრობლემაც ერთხელ და სამუდამოდ გადავჭერი… სინათლის შკალა 24-დანაყოფიანია, თუმცა, სრულ სიბნელეში საკითხავად 15-ც საკმარისია. ინტეგრირებული ნათება არც თვალს ჭრის და არც E Ink-ის ცნობილ კომფორტს აკლებს რამეს. ამას წინათ, შუა კინოსეანსის დროს მოვახდინე დემონსტრირება და ჩემს მეგობარს – ორი “ქინდლის” ბედნიერ მფლობელს - შურისაგან კინაღამ გული შეუწუხდა.
სადაც ამდენი ღირსება ჩამოვთვალე, ბარემ, იმასაც ვიტყვი, რომ On-Off ღილაკი ფრიად უხერხულად არის განთავსებული და აშკარად აჯობებდა, სხვა ადგილი მოეძებნათ. კიდევ ერთი, პაწაწინა მინუსი – კითხვისას, პროგრესის ინდიკატორი ი-ბუქის თავებს აღარ მიჰყვება. თუმცა, ვფიქრობ, ეს მაინც მიჩვევის საქმეა და არც ისე ძნელად შესაგუებელი.
ჰო, და ერთი პრაქტიკული დასკვნაც – “მინის” დასამუხტად USB-კაბელიც მყოფნიდა, შიდა განათება კი მეტ ენერგიას მოითხოვს და, ალბათ, დამტენის მოძიება მომიწევს, თუმცა, ასეთი მცირე მსხვერპლი სალაპარაკოდ უხერხულიც კი მეჩვენება.
აი, ასეთია ჩემი “თეთრფურცელა” – კოხტა, საყვარელი და, როგორც მისტერ ბეზოსის წერილშია ნათქვამი (სრულიად სამართლიანად, სხვათა შორის) – დღეისთვის საუკეთესო “ქინდლი”.














“mini” – ს ყიდვას ვაპირებ და ვფიქრობ რამდენად მოსახერხებლად შემომეჩვევ-შევეჩვევი არ ვიცი, ყველაზე მეტად ის მაფიქრებს რომ კლავიშები და “თაჩ სქრინი” არ აქვს )))))) ხო, საყვარელი პოსტი იყო ძალიან, ჩვეულად გემრიელ – მოხერხებულად ჩასაკითხი… P.S. ბათუმიდან გამარჯობა, მოლი…
შენთან პირიქით ყოფილა :) მე ტელეფონმა შემაზარა თაჩი, მაგრამ მაინც შევეჩვიე :) “მინისთვის” საუკეთესო რეკომენდაციები მემეტება – ჩემი პირველი რიდერი იყო და ახლაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ, ერთხელაც არ გაჯიუტებულა. იშვიათად კომფორტულია.
ბათუმს და ბათუმელებს მოკითხვა <3 <3 <3
ერთ მეტად უხერხულ არაპროფესიულ კითხვას დაგისმევ… მინი ქართულ შრიფტს ჩვეულებისამებრ ხო კითხულობს?
კი. უპრობლემოდ.
მე მაქვს მინი :)
ძალიან მოსახერხებელია, მარტივი, კომფორტული, მსუბუქი :)
ყველა შრიფტს კითხულობს.
ძალიან ბევრნაირი შრიფტის რამე შევყარე ამ დღეებში და ყველაფერს კითხულობს :)
რა მაგრობაა :) წარმომიდგენია, როგორ გიხარია :)
ასე ბოლოს რა გამიხარდა არ ვიცი :)
როგორ მესმის შენი :)
ბეზოსს ძეგლი არ ეკუთვნის? :)
ქალაქის ყველაზე ლამაზ ხეივანში. სკამზე ჩამომჯდარი, ხელში “ქინდლით”.
ზუსტად დღეს გვქონდა “ოჯახური ვიზიტი” ამაზონზე :) ხმათა უმრავლესობით ერთი შეხედვით ყველაზე “მარტივი” ვერსია შევარჩიეთ… “თეთრფურცელა” ერთულათ “მოხუც ბიბლიოფილებს” :)))
მარტივი “მინია?” მშვენიერი არჩევანია. და, საერთოდ, “ქინდლის” ყიდვისას ორი ვარიანტია სულ – ან კარგს ირჩევ, ან ძალიან კარგს.
Kindle Keyboard 3G, მაგრამ მე უფრო თაჩსქრინისკენ ვიხრები :) იმედია, მივაღწევთ შეთანხმებას :)
სოლიდური გაბარიტები აქვს ქიბორდს და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასე რომ, შენი არჩევანი უფრო მომწონს.
3G უაზრობაა საქართველოში.
მიუხედავდა იმისა, რომ KK მაქვს და ახალს არ ვყიდულობ ჯერ, ნამდვილად არ გირჩევ ძველი მოდელის ყიდვას. :)
ფეიფერვაითს აუდიო აქვს მოლი? ჩემი ისე მეკომფორტულება, ერთი ნათება აკლია სიბნელეში, თორე მეტი არაფერი :) ისე ჩემნაირები აღარ გამოდის საერთოდ, მინის და ფეიფერვაითის შუაში იყო, თაჩია თან აუდიო <3
არ აქვს, თეო. კლასიკური რიდერია. თაჩზე ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ არ მქონია. მინიდან პირდაპირ თეთრფურცელაზე გადავედი :) აუდიო მხარდაჭერა, რიდერებიდან, მგონი, მხოლოდ თაჩს აქვს.
რა საინტერესოა ნეტა რატომ. არადა აუდიო წიგნების მოსასმენად ძალიან მოსახერხებელია.
ისეთი ხალხი აქებს აუდიო-წიგნებს, პირდაპირ არ ვიცი, რა ვქნა… ჩორვენი, იაკო, შენ. არადა, ვერ შევეჩვიე ვერაფრით. სადღაც ავცდით მე და ხმოვანი წიგნები ერთმანეთს :)
წიგნს გააჩნია ალბათ, ყველა წიგნი არ მგონია მოხერხებული იყოს მოსასმენად. ალბათ შენ ისეთი შეგხვდა, რომელიც არ იყო კარგი. თან ყველა მკითხველიც არაა კარგი მოსასმენი და მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეგეც მართალია :) ამ მხრივ საშინელი რეტროგრადი გამოვდექი. არადა, სიახლეები მიყვარს.
ჰოო, გააჩნია ვინ კითხულობს და რას :)
მხატვრული ლიტერატურა არავისი წაკითხული არ მინდა :)
ისტორიული რომანი ან ბიოგრაფია ან პუბლიცისტიკა კიდე შეიძლება :)
მემუარებს უხდება :))
ეროტიკას უხდება :)
ეჭვი მაქვს, ვერც მე შევეგუები…
ისე, ბავშვობაში კი ვუსმენდი გრამფირფიტებზე ჩაწერილ ზღაპრებს :)))
არ მეგონა ამდენად გაუმჯობესებული თუ იქნებოდა, ძალვან მოვიხიბლე :ს
აჰა :) შენი ქინდლი როგორ არის? ხომ არ ჭირვეულობს? :)
ქეა მშვენივრად, ამ ბოლო დროს ყურადღება მივაკელი ცოტა, თვარა სხვა მხრივ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს :)
არ გცალია :(
ჩემთვისაა ზედგამოჭრილია, აქამდე ქინდლ ფაიარს ვფიქრობდი და ეხლა კიდევ დავფიქრდები
თუ მხოლოდ რიდერი გინდა – “თეთრფურცელა”. თუ პლანშეტი – “ფაია”. აკადემიკოს ვეიდერთანაც შეიხედე, რევიუები აქვს ისეთი, მგონი, ბეზოსიც კითხულობს ხოლმე და არჩევანში დაგეხმარება.
ვეღარ გავიგე რა მინდა , ალბათ მეორე ვარიანტი. ხო იქაც შევიხედავ, აი გაზაფხულზე ვიჩუქებ.
სარვამარტოდ :))
ხო, ქმარს შევაწერე სამი თვის წინ:)
ოქრო ქმარი გყავს :)
ხო აბა ბრილიანტი რომ ეყოლება ცოლად თვითონ ოქროც არ იყოს?
ხელფასამდე კბილებით ვიჭერ თავს და მეც აუცილებლად გავუკეთებ საკუთარ თავს საჩუქრას ^^
და გექნება მეორე “ქინდლი” :)
მე ძალიან მომწონს ფეიფერვაითი :)
ჩემმა მეგობარმა იყიდა ახალი წლის პერიოდში და ძალიან მომეწონა.
მის შეძენას ვფიქრობდი, რომ არა ის მოულოდნელობა, რაც რამდენიმე დღის წინ დამატყდა, ძალიან გამახარა და შენ იცი ამის შესახებ :)
მიყვარს ასეთი მოულოდნელობები :) და მინის არაფერი დაეწუნება, სხვათა შორის.
თეთფურცელასი შიდა ნათების არსებობის ფაქტის გარდა, ამ შიდა ნათების გრადაცია მომწონს. ჩემს თაჩს რომ ვკითხულობ სიბნელეში, იძულებით ვყაბულდები საკმაოდ კაშკაშა სინათლეს მაშინ, როცა ნაკლებიც მეყოფოდა. გარდა ამისა, თითქოს თეთრფურცელაზე ტექსტი უფრო მკვეთრადაც ჩანს.
მე ნამდვილად ძალიან მომეწონა მეუღლის თეთრფურცელა.
შენი აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს, ტაბუ, “თეთრფურცელას” ახლოს იცნობ და იმიტომ :) გრადაციაც მშვენიერია და კონტრასტიც გაუმჯობესებული აქვს. თავიდანვე ითქვა, 25 პროცენტით უკეთესი იქნებაო. ჰოდა, შედეგიც სახეზეა.
მეც არ ვემდური ფეფერვაითს, განსაკუთრებით განათებაზე ვარ შეყვარებული, რადგან ღამე კითხვის მოყვარულებისთვის გენიალური გადაწყვეტაა ^_^
ახლა ქოვერიც ჩამოვა და აღარ ივლის შიშველი
და საერთოდ ელექტრონულ წიგნებს ერთი უზარმაზარი პლიუსი აქვთ-სიმსუბუქე, თითქოს არც არსებობენ, მე კი უზარმაზარი ჩანთის თრევას მიჩვეული იურისტი ამით აღფრთოვანებული ვარ, უკვე ჩავწერე კოდექსები, კონტიტუცია და სხვა საჭირო, მაგრამ არასასიამოვნო წიგნები :))
მოკლედ კარგი რამეა <3
სადღაც თვენახევარია რაც ,,თეთრი ფურცელი” მაქვს…
რომ მოვიცლი მეც დავწერ რამდენიმე სიტყვას…
მთავარია ,რომ კმაყოფილი ვარ….
ჰო, მთავარი ნამდვილად ეს არის.
თეთრფურცელად მე ვთარგნე პირველად :)
დიახ :)
მე კი მაინც fire-ს შევნატრი ,,
შენ მუდამ ონლაინ გინდა, იყო :)
პლიუს ფოტოების გარეშე ვერ ვძლებ. მასში კი ფერადი ეკრანი და ორი ერთშია
პლანშეტი არ მქონია არასოდეს :რევოლუციამდელიბავშვი:
გამარჯობა მოლი!
მე ძალიან მომწონს შენი ბლოგი,ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და შენი პოსტებიც არაჩვეულებრივია.ძალიან მსიამოვნებს შენი პოსტების კითხვა.ყოველთვის ვადევნებ ხოლმე თვალს შენ ბლოგს ხანდახან გასულ პოსტებშიც ვიქექები ხოლმე,დიდი ხანია მსურდა შენთვის რამე მომწერა,მაგრამ ყოველთვის ფეხს ვითრევდი,მაგრამ ახლა გამბედაობა მოვიკრიბე და ვცდილობ გამოვხატო ჩემი აღტაცება შენი და შენი წიგნებისადმი დამოკიდებულების მიმართ.
Natalie
უღრმესი მადლობა, ნატალია :) ძალიან სასიამოვოა ასეთი შეფასების მოსმენა :) კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე. იმედია, აწი ხშირი მისვლა-მოსვლა და მიმოწერა გვექნება.
რა თქმა უნდა გვექნება,ცოტა ხანში მეც ვაპირებ ბლოგის გკეთებას,ახლაც მაქვს მაგრმ ვერვიტყვი რომ ის ჩემი ოცნების ბლოგია,მონწილეობას ვიღებ ბლოგების კონკურსში და ის საკონკურსო ბლოგია ამ ყველაფერს რომ მოვრჩები აუცილებლდ გავაკეთებ საინტერესო ბლოგს და იმედი მაქვს მესტუმრები ხოლმე.
ვნახე ბლოგი :) ჰოდა, ახალსაც ველოდები :)
აუცილებლად იქნება.
როგორ მიყვარს მეც ჩემი თეთრფურცელა <3
gamarjoba :) iota readerze tu gaqvt rame informacia? rogoria? ra upiratesoba aqvs kindle.stan shedarebit?
უპირატესობებზე წარმოდგენა არ მაქვს. რომ ჰქონდეს რამე, ალბათ, მეცოდინებოდა, ან სხვისგან მაინც გავიგებდი. იოტა არ მქონია არასოდეს, და, ვფიქრობ, არც დამჭირდება.
კინდლი დამივირუსდა და აღარ მუშაობს.ეშველება რამე?