მათთან ხელმეორედ შეხვედრას ძალიან დიდხანს ველოდი…
იმდენად დიდხანს, რომ ეს მოლოდინი გაფერმკრთალდა და, სადღაც, გულის სიღრმეში მიყუჩდა კიდეც…
მაგრამ გუშინ საღამოს, ჩემს საყვარელ სავარძელში რომ მოვკალათდი და ახალნაყიდი წიგნი გადავშალე, უმალ მივხვდი, როგორ მომნატრებოდნენ ყველანი.
მეგონა, იმ ამბების შემდეგ, რაც თავს გადახდათ, მათი ცნობა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა…
ჯიუტი და უშიშარი ქეთნის ევერდინი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ღარიბული სახლიდან “გამარჯვებულთა სოფელში” დამხვდა გადაბარგებული, გეილთან ერთად კვლავ ტყეში აღმოვაჩინე – ისევ ბრაკონიერობენ და ხაფანგებს აგებენ. ის უცნაური ნაპერწკალიც ისევ ღვივის მათ შორის და არც ერთს არ აძლევს მოსვენებას.
პიტა, ერთგული და ჭკვიანი პიტა მელარკი ძველებურად ნამცხვრებიც ცხობით არის დაკავებული, თუმცა, ახალი გატაცება – ხატვაც ჩინებულად გამოსდის. გაუზიარებელ სიყვარულსაც უწინდებურად გულით დაატარებს, თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება და როგორ შეიკვრება ეს საბედისწერო სამკუთხედი… მით უმეტეს, რომ პრეზიდენტი სნოუ გველის თვალებს არ აცილებს მეამბოხე შეწირულებს – მათი თავნებობა მეტისმეტად ძვირად დაუჯდა კაპიტოლიუმს და ჰაერში უკვე დენთის სუნი იგრძნობა. პანემი დანაღმულ მინდორს დამსგავსებია და ყოველ წამს შეიძლება, აფეთქდეს. ეს ყველაფერი კი იმ ორი თავზეხელაღებულის ბრალია, გამოგონილი სასიყვარულო ისტორიით მთელ ქვეყანას გული რომ აუჩუყეს. განა ამას სნოუ
ვინმეს მოუთმენს? რა თქმა უნდა, არა და იქ, კაპიტოლიუმში, სასიკვდილო ხაფანგი მზადდება ქეთნისისა და პიტასთვის – დაე, მიხვდნენ, რომ მათი ბედი ისევ სხვის ხელშია და კვლავ უჩინარი მეთოჯინე ექაჩება ხელ-ფეხზე გამობმულ ძაფებს. დარტყმა მოულოდნელი და შემზარავი უნდა იყოს – სხვაგვარად ეს პატარა თავხედები ჭკუას ვერ ისწავლიან. მათი ხვედრი გადაწყვეტილია და ვეღარავინ უშველით – ვერც სასმლისა და კოშმარების ტყვეობაში გამომწყვდეული ჰეიმიჩი, ვერც ფარული მეამბოხე ცინა და ვერც ვერავინ.
არენა ისევ ელის უდანაშაულო მსხვერპლს… ვინ გახდება მორიგი შეწირული, ძეხორციელმა არ უწყის…. იცის მარტო პრეზიდენტმა სნოუმ, რომელიც პიტას ნამცხვარს მიირთმევს და პირიდან სისხლის სუნი ამოსდის. კიდევ რამდენიმე კაცი კაპიტოლიუმში ნიშნისმოგებით ქირქილებს და ხელებს იფშვნეტს – ერთი მუჭა კენკრა ძვირად დაუჯდებათ გასული წლის ტრიუმფატორებს.
რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ სიუზენ კოლინზის ტრილოგიის მეორე ნაწილის - “ცეცხლის ალში” თარგმანი დაანონსებიდან სულ ორიოდე საათში ვიგდე ხელთ და მომდევნო საღამომდე წავიკითხე კიდეც. ახლა ამ ოპერატიულობას, ცოტა არ იყოს, ვნანობ – ერთი მხრივ, არ მინდა, ჩემს სტუმრებს პირველი კითხვის სიამოვნება ჩავაშხამო, მეორე მხრივ… წიგნი ცოტა დიდი ხნის გამოსული რომ იყოს, დიდი საიმოვნებით ვიტყოდი ორიოდე სიტყვას “კვარტალურ ჯახზე”, კაპიტოლიუმის გაუგონარ მზაკვრობაზე, საიდუმლოებით მოცულ მე-13 რაიონზე… მაგრამ ახლა ისღა დამრჩენია, გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ მივიღე დიდი სიამოვნება ჩახლართული სიუჟეტიდან, ოსტატურად დაწნული ინტრიგებიდან და ნიჭიერად გამოძერწილი ხასიათებიდან.
ეს წიგნი კიდევ ერთი გაკვეთილია – თავდადების, ერთგულების, შეუპოვრობის და სიყვარულის…
კიდევ ერთი მათრახია – სისასტიკის, დაუნდობლობის და ცინიზმისთვის…
კიდევ ერთი წყაროა – სინათლის და იმედის…
იმედის, რომელიც არასოდეს კვდება.














გამაგებინა მაინც, რა დაწერა ასეთი ამ ქალბატონმა კოლინზმა :(
გავიგებ, რას ვიზამ, აბა! :)
ძალიან კარგი პოსტი იყო, ახლა წინასაც გადავიკითხავ! :)
წაიკითხე და მერე განვსაჯოთ, რა დაწერა :)
იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ეს პოსტიც ცეცხლის ალშია გახვეული მოლი: ) ჩემი მოლოდინი გამიასმაგე და უკვე ვეღარ ვითმენ კვირა როდის მოვა, რომ გამომიგზავნონ წიგნი^^
“იმედის, რომელიც არასოდეს კვდება…”
უკვე კვირას გიგზავნიან? მშვიდობაში :)
უკვე? :/ ფეისბუქში ჩემი კომენტარები ნახე თუ მეშლება?:| შაბათს მიგზავნიან და კვირას ხელთ მექნება: )
არა, არ მინახავს. ძალიან კარგი :) შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაიზარო :)
არა, ნამდვილად არ დავიზარებ, უბრალოდ ყველასთვის კარგი და სასიამოვნო იქნება კიდევ ერთხელ თუ “გაგვახვევ ცეცხლის ალში” და კიდევ ერთ პოსტს მიუძღვნის ამ წიგნს, ოღონდ ისე – კოზირსაც რომ გვაჩვენებ: )) მეც იქ მექნება საშუალება გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები: ))
ვიფიქრებ ამაზე :)
დღეს ქორწილში წასვლის გამო კითხვის შეწყვეტა მომიხდა… ძალიან ვინანე, თან რომ არ წავიღე წიგნი :D
p.s. წავედი, გავაგრძელო კითხვა :)
ნამდვილი მოყვარული ერთი კომენტარით იცნობაო :))
Axla movrchi kitxvas :) ogond xval ra unda vqna samsaxurshi gamoudzinebelma, azrze ar var :)
ვერ მოწყდი :)
ვერა, ვერ მოვწყდი, სანამ ბოლოში არ გავიყვანე :)
შენ მესამე უნდა ნახო :)
ეჰ, რა დაიცდის კიდევ რამდენიმე თვე…
ეს პერიოდი ისეთი საძაგელი და დატვირთულია ვერაფრით ვერ მივფორთხდი მაღაზიამდე, უფრო მეტი ინტრიგაში ხალხის ჩაგდება არაა კარგი საქციელი მოლი.
აი დღეს რომ მოვკვდე მაინც მივალ მაღაზიაში.
აბა ამ პოსტის მერე რაღა დამაძინებს ამაღამ
გამოვსწორდები :))))
უი და ეს ტვიტერის და ფბ ლაიქ ღილაკები რომ დაამატე რა კარგია, <3 სულ მინდოდა მეთქვა და მერიდებოდა
ოოო, ეს მეც შევნიშნე და მომეწონა და მოვიწონე :)
+1
არ ვიცი, მე ვერ დავუმუღამე კოლინზს.
უფრო სწორად ფილმი რომ ვნახე წაკითხვის სურვილი დავკარგე :)
ამიტომ უნდა წაიკითხო ჯერ და მერე უყურო :) წიგნი გაცილებით სჯობს :)
აზრი აღარ აქვს უკვე. პერსონაჟები ისე ჩამებეჭდა და ისე არ მომეწონა :(
წიგნი მართლა ჯობია, ბიბი. იქნებ, ოდესმე თავად ჩაგიხტეს ჩანთაში და აზრი შეგაცვლევინოს :) ასეც ხდება ხოლმე :)
ფილმი არ მომეწონა მეც. წიგნად ისე იკითხება, ვერ მოსწყდები
კარგით :)))
თუ ვინმე მაჩუქებს, წავიკითხავ :)))
თუ დამიბრუნეს, სიამოვნებით გათხოვებ :)
შემოიარაა ჩემმა წიგნმა რამოდენიმე ოჯახი :) დღეს უკვე მეორე ნაწილიც გავანათხოვრე
შენ სერიოზულად ზრუნავ საახლობლოს ლიტ. სიახლეებით მომარაგებაზე, ტაბუ :)
გაიხარე :)
დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი უახლოესი მეგობრის თაროზეც მეგულება :)
კარფურში იყიდება და 2 ლარი ღირს :) და ვისაც ყიდვა არ უნდა იჯარითაც შეიძლებაო.
წიგნიიი?
კარფურში მიმიტყუოს ოღონდ :)))
და ვისაც წაკითხვა ეზარება, დასვამენ და თავად წაუკითხავენ.
ლორდ, მე უკვე ქინდლი მაქვს.
დღეს სასიამოვნო მოულოდნელობა დამატყდა თავს, შესაბამისად წაკითხვა პრობლემა აღარაა :))
ცდუნებას წამეკითხა გაგრძელება რუსულად გავუძელი :) ასე რომ ახლა ვისიამოვნებ წიგნით
მე ვერ გავძელი :) ნებისყოფა არ მეყო და ინტერესმა მომკლა.
მე ჯერ პირველიც არ წამიკითხავს. იმედი მაქვს მივაღწევ მაქამდეც :)
აჰა, ერთხელაც, მოცალეობის ჟამს… რამდენიმე საათს სასიამოვნოდ გაატარებ.
მოცალეობას ვინ დაუცდის, თუ წიგნი ერთხელ გადაშალე :)
ამდენი ხანი ვითმინე და ახლა რომ ინგლისურად წავიკითხო ეგ სისულელე იქნება :დ ძაან კარგი პოსტი იყო, ოღონდ მეცამეტე რაიონზე მაინც ცოტათი სპოილერი გამოგივიდა
პრევიუ უფრო :) ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ინტერესი გაუღვივდება. თან, რაღაც ხომ უნდა მეთქვა.
მშვენიერი პრევიუა :3 წერა კარგად გეხერხება, თან სპოილერების გარეშე ;) მართალია ტრილოგია წაკითხული მაქვს, მაგრამ ამის მერე თავიდან მომინდა გადაკითხვა :3 სამუშიას თარგმანი როგორ მოგეწონა? :)
ნიკას თარგმანი, რაც კი წამიკითხავს, ყველა მომწონს. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ცუდი ჯერ არ შემხვედრია.
მესამეს იმდენი ხლის (წლის) შემდეგ გამოსცემენ ალბათ, რომ დაცდა აღარ ღირს :) რამდენიმე წიგნი დამრჩა “მარაგში” და მერე “ჩავუჯდები” :) საინტერესო ჩანს…
გაისად, ალბათ. საინტერესო რბილად ნათქვამია :)
მომეწონა, მე ძალიან მომეწონა თან, მესამეც მაქვს, მაგრამ არ დამიწყია ჯერ : ) ცოტა ამოვისუნთქო უნდა და მერე მესამე : ))))
ხო, განსაკუთრებით არენამ მომხიბლა და მექანიზმმა : ) შთამბეჭდავი იყო..
უდაოდ :)
პირველი კარგი იყო და მეორესაც ვნახავ :)
მერწმუნე, არ გაგაწბილებს :)
50 შეიდსოფგრეის ველი მე :)
ვიცით ეგ ამბავი, მილორდ :)
მერე სადაა? :)
სადაა, მილორდ და პალიტრა ელმა აქტიურ მომლოდინეებს ასე განუცხადა, გამოცემას არავინ დაგპირებიათ, ჩვენ მხოლოდ მკითხველის აზრი გავიგეთ, ახლა სარედაქციო კოლეგია გადაწყვეტილებას მიიღებს და თუ დადებითად გადაწყდა, გამოვცემთ, თუ არა და ჩვენი ახალი პროექტი “49 წიგნი, რომლითაც უნდა შეავსო თაროები, 50 წიგნის შემდეგ რომ დაგრჩა” იმ პახაბნი შეიდს ოფ გრეის ნამდვილად ჯობიაო.
რა არა. ფბ-ზე ეწერათ უნდა გამოვცეთო.
ნუ პრინციპში არ-გამოცემაც პასუხია რაც მაინტერესებდა იმაზე.
მაგ წიგნს თუ მინდა ისედაც წავიკითხავ, მე აქაური რეაქცია მაინტერესებდა.
ფბ-ზე ეწერა ესეც. ახლახანს ვნახე. მივალ შინ, მოვძებნი და დავაკოპირებ.
ისა და ის მართალია, ჩვენო პორნო–წიგნებს არ გამოვცემოთო და ხელი ჩაიქნიეს თარგმნაზე?
ლოდები აუღიათ თავი უშვერიათ თუ უნდათ –_– სადღაც უნდა მეგდოს ლინკი და ჩემით წავიკიტხავ ^_^
გოგოო :)))))
მელისა პანარელი წაიკითხე ჯერ. ასაკითაც უფრო ახლოა.
აუჰ, შენ როგორ გიყვარს მელისა :)))
რა, არ ვუთხარი მართალი, თუ? :/
კი, კი, როგორ არა :) ისევ ეს ჯობია :)))
aris sadme melasa qartulad ?
არა :) მხოლოდ რუსულად.
რას სულაკაურის გამომცემლობამ გვაწამა არც მჯეროდა ბოლოს თუ გამოსცემდნენ. ყდა მაინც შეეცვალათ მარა მაგას ვინღა ჩივის. ოთხშაბათს სანტა-ესპერანსამ რომ დაპოსტა წიგნი უკვე გაყიდვაში არისო და მერე ფოტოც რომ მიაყოლა ცდუნებსა ვეღარ გავუძელი :)
გაოცებული ვარ ამ ქალს როგორ გამოსდის ასე საინტერესოდ წერა, თან სიუჟეტსაც არ წელავს. დასასრული მომეწონა და დავინტრიგდი.
ველი მესამე ნაწილს!
ძაან მომეწონა….ისე მესამე ნაწილი სად წავიკითხო ხომვერ მეტქყვით??
P.S-მშვენიერი პრევიუა…..ძალიან მომწონს შენი ბლოგი ^_^
ქართულად ჯერ არ გამოსულა, კი გეცოდინებათ და ორიგინალი ან რუსული თარგმანი – ონლაინ-ბიბლიოთეკებშია.
მადლობა^_^ვნახე და ჩავუჯდები ხვალ,ან იქნებ დღეს ღამესაც მოვიცალო….ვნახოთ
მალე მექნება <3 ერთი სული მაქვს
მერე მომიყევი, როგორ მოგეწონება :)
გავიკითხე და გაურკვევლობააო :) ჯერ არც უფლებები ქონიათ ნაყიდი და მეორეს მხრივ ზოგიერთებს შეეშინდათ იმიჯს დავიზარალებთო. მერე მთელი პალიტრა არ დაგმონო და ყველა მიმართულებით არ დაგვერხესო – მედიაჰოლდინგი ბევრ რამეს აერთიანებს. :) მოკლედ არ იციან მოგება ექნებათ თუ წაგება მაგ ამბით.
ჩემი პროგნოზია რომ – უკაცრავად სკაბრეზულობისთვის, მაგრამ ჩაიჯვამენ. ასეთი პირი უჩანს.
მე ის უფრო გამიკვირდა, გამოცემა რომ მოუვიდათ აზრად. არ არის პალიტრა ასეთ რეპუტაციულ რისკზე წამსვლელი.
ზატო, 100 წიგნი ექნებათ, კლასიკა, სანამ ცოცხალი ხარ, რომ უნდა წაიკითხო, ერის სინდისი, ნამუსი და ხალხს რომ კითხვა შეაყვარა, ის სერია.
კეკელიძის იდეა იქნებოდა.
რა ბედნიერებაა ანუ გამოვიდა ხო? ხვალვე წავალ საყიდლად.. თუ შეგიძია დამაკვალიანო, თუ რა ღირს და რას ფიქრობ გამოვა, თუ არა მესამე ნაწილი ვალში დაგრჩები ^^
სულ ახალი გამოსულია. ღირს 9.9. ლარი.
http://sulakauri.ge/books/single/800/
ოღონდ, ეს გამომცემლობის ფასია და რაღაცების მოხერხება შეიძლება. “სანტა-ესპერანსას” აქვს, მაგალითად, აქცია – სტატუსს წერ ამ წიგნზე, თაგავ “სანტას” გვერდს და 20 თებერვლამდე 15 პროცენტიან ფასდაკლებას იღებ.
http://www.facebook.com/photo.php?fbid=530186990345395&set=a.206470539383710.54881.200925149938249&type=1&theater
დიდი ალბათობით – გამოვა. არა მგონია, “სულაკაურმა” ასეთი აქტუალური პროექტი დაუმთავრებლად დატოვოს.
შენ სად იყიდე? წესით დღეს უნდ აგამოსულიყო მაღაზიებსი, მაგრამ სამ მაღაზიაში კიდევ მარაზიათა ცენტრში ვიყავი ასევე “ჯითისი” ში მაგრამ არცერთში არ იყო. სანამ ფული შემომხარჯვია უნდა ვიყიდო თორემ მერე ვეღარ ვიყიდი და მითხარი რა სად შემიძლია :სსსსსსსსსს
წერია წინა კომენტარში, სადაც ვიყიდე – სანტა ესპერანსაში.
კბილრბს ვაკწკაწებ <3 პირველი თავი კი წვაიკტხე რუსულად მაგრამ რარაც გული ვერ დავუდე ((((
ქვართერ ქველის ამბები მაინტერესებს სასტიკად <3
აჰ, ჩვენ ორიგინალში გადავაბულბულეთ… ამსორი :)
მეორე წიგნი ყველაზე მეტად მიყვარს <3 ფილმსაც ველი და ჩემს ძვირფას ფინიკსაც ეკრანზე! :)
აი, მესამე როგორ შეგიყვარდება, ამაშია საქმე :)
მესამე ყველაზე ნაკლებად მიყვარს არადა საერთოდ არ მიყვარს მგონი..
მესამე პოსტში გავარჩიოთ ეს ამბავი :)
საინტერესოა… მეორე წიგნი ყველაზე სუსტად ითვლება… არადა, მეც ძალიან მომეწონა მეორე ნაწილი.
ყველაზე სუსტი ფინალური ნაწილია ჩემი აზრით. :) ასეთ ბანალურ დასასრულს არ ველოდი..
ახლა ვკითხულობ ფინალურ ნაწილს :( არ მქონდა ცუდი მოლოდინი… სამწუხაროა!
ბრეგის “შიმშილის საოცრება” წაგიკითხავს? მაგის “პრიკველია”
ლორდ, ცუდად ვარ :) რამდენი ვიცინე! :))))
სასაცილოა? მე არ მაქვს წაკითხული.
“შიმშილობის სასწაული” არ წამიკითხავს, მაგრამ შინაარსი ვიცი :) ჰოდა მისმა “პრიკველობამ” ერთობ გამართო :)
ახლა მოვრჩი კითხვას. სხვანაირი დასასრული არც მოუხდებოდა მძიმე სიუჟეტს, ჩემი აზრით. კმაყოფილი ვარ მესამე წიგნითაც.
არც მე დავრჩი უკმაყოფილო, ტაბუ. ასე, რომ ერთ აზრზე ვართ.
ანუ, ჩემთვის იმიტომ რომ.. განვითარების პროცესი უფრო მაგარი იყო, ვიდრე დასასრული :) ნუ შეიძება მართლაც, სხვანაირად ვერ იქნებოდა, მაგრამ.. მაგრამ. :)
არა, რატომ მაგრამ? :)
შენ სხვანაირ დასასრულს ელოდი, მე – ასეთს (მხოლოდ ეპილოგი მეზედმეტა)… ამიტომ ვართ სხვადასხვანი, ასე იქმნება მრავალფეროვნება გემოვნებაში და “პროდუქტში”. მაგრამ, რაც ყველაზი კარგია, ერთიმეორეს აზრს პატივს ვცემთ :)
რა კოაბიტაცია გაქვთ, ღმერთმანი.
ყველაზე მეტად ეს მომწონს ამ ბლოგზე – სხვადასხვა ასაკის, გემოვნების და შეხედულებების ხალხი საერთო წერტილებს რომ ვპოულობთ და რაღაცებზე ვთანხმდებით კიდეც.
მილორდ, კოაბიტაციის სწორად დაწერისთვის დიდი პლიუსი შენ :)
:))))))))
dzalian magari wignia ♥
ძალიან :) და მართლა ვერ ვხვდები, რა უნდათ კრიტიკოსებს.
ერთი სული მაქვს როდის გახდება ეს წიგნი ჩემი <3 <3
ნახეთ, რა ვიპოვნე :)
Vintage Inspired Hunger Games Pendant Pocket Watch Necklace with Thick Sized Bronze Cooper Antique Chain – Big Size Watch
სავსე ყოფილა ამაზონი კაჭკაჭჯაფარას აქსესუარებით :)
არ ვიცოდი :) ისე, აქაც აკეთებენ რაღაცებს და ფან-მოძრაობაში ავრცელებენ. ხარისხიან კაჭკაჭჯაფარაზე არ ვიტყოდი უარს…
ჰო, მართლა, – ვეღარ გავუძელი ცდუნებას და რუსულად ვკითხულობ :) ქართულად როცა თარგმნიან, იმასაც წავიკითხავ მერე, მაგრამ ახლა ვერ დავიცდი კიდევ 10 თვე :)
მე თავიდანვე არ მეყო ნებისყოფა და ახლა, უბრალოდ, ქართულ თარგმანს ვაგემოვნებ :) სად შემეძლო ამდენი ხნის დაცდა :))
კი, ვიცი ეგ ამბავი :)
რუსულად წაიკითხე თუ ორიგინალში, მოლი?
რუსულად
რუსულად ვკითხულობ მეც. ამ სახელების “თარგმნამ” მომკლა: რატომ არის ფინიკი – დელფი, ქლოუვი – მირტა, რუ – რუტა, პიტა – პიტი?! დამაბნიეს გემრიელად.
სახელების თარგმნა ჩვენი თანთია :) ყველა თარგმანში მთავარი პრობლემა ეს არის.
რუსულ თარგმანს ვუჩივი ამჯერად, მოლი. ქართულად სახელები ორიგინალის იდენტურია, რუსებმა კი, რატომღაც, “თარგმნეს”.
ჰო მართლა, ესეც “ცეცხლის ალში”-ს თრეილერი:
სამწუხაროდ, ნოემბრის ბოლომდე თვითონ ფილმს ვერ ვეღირსებით.
გამოვიდა როგორც იქნა? :) იმდენი ანი ვიარე დეკემბერსა და ნოემბერში მაღაზიებში რომ უკვე გადავიღალე კიდევაც ლოდინით. თუმცა წაკითხული რო არ მქონოდა ალბათ არ გამომეპარებოდა :) ვიყიდი აუცილებლად :)
და მერე, იქნებ, პოსტიც დაწერო :)
მოლი მაიძჲლებს პოსტის დაწერას :))))))
საუკუნეა, არაფერი დაგიწერია, ჯეინ…
საერთოდ აღარ მახსოვდა ეს წიგნი და ეხლა ისე მომინდა წაკითხვა პირველის ნახევარი რომ არ იყოს მაღაზიაში წავიდოდი და ვიყიდდი
მოლიმ გაგახსენა :ჰეპი:
აღარ მჯეროდა რომ როდესმე გამოუშვებდნენ ! ვეღარ გავეტიე მაღაზიაში აბა მე ვარ ტრიბუტი ეხლა?
ეს რა მოგსვლია :)
ვერ ვიტან ასეთ დასასრულს, გულის გამაწყალებელი ფიქრი რომ გრჩება გონებაში “რა მოხდება მერე?”
რა გითხრა, “ვერასატანი” მანდ ვერაფერი შევამჩნიე. ტრილოგიაა და სხვანაირად როგორ იქნება?
პირველი რო წავიკითხე ძაან მომეწონა და ერთი სული მქონდა მეორე როდის გამოვიდოდა, ბევრისგან განსხვავებიტ ინგლისურად და რუსულად ჯერ ვერ ვკითხულობ (15 წლის ვარ და ჯერ მხოლოდ ვსწავლობ ამ ენებს) ასე რომ ცდა მომიხდა სანამ გამოვიდოდა, მეორითაც ისევე ვისიამოვნე როგორც პირველით და ახლა კიდე მესამეს უნდა ველოდო
ძაან კაი პოსტია <3