მოგესალმებით! დღეს მაქვს პატივი, მოლის ბლოგზე თქვენი მასპინძელი ვიყო.
როდესაც მოლიმ გესტ-ჯეოპარდის შესადგენად მომიწვია და მე გულითადი მადლობა და პირველი სიხარულიც მოვილიე, ცოტა არ იყოს და საგონებელში ჩავვარდი. ბოლოს და ბოლოს, გადახედეთ ძველ თამაშებს, რაზე აღარ გვიმტვრევია თავი და გვიმსჯელია. ერთი კი ვიცოდი, რომ პაკეტი სახალისო და მსუბუქი იქნებოდა, მაგრამ თემაზე კარგა ხანს ვერ შევჯერდი.
საბოლოოდ კი დღევანდელი ჯეოპარდის თემად უსაყვარლესი ოთხფეხები შევარჩიე, მაგრამ ამ კითხვების საპასუხოდ კინოლოგიაში გათვითცნობიერება არ არის საჭირო; უფრო ლიტერატურისა და კინოს პერსონაჟ ცუგრიებს უნდა იცნობდეთ. იმედი მაქვს, პაკეტი მოგეწონებათ.
აბა, შევუდგეთ საქმეს:
1. ეს დაბალბეწვიანი ტაქსა თუ გაამხიარულებდა პატარა ბიჭს, რომელსაც უფროსი და და ძმა უტაქტოდ გაეხუმრნენ საკუთარ დაბადების დღეზე;
2. მგონი, ამ ძაღლს ყველა საბჭოთა ბავშვი იცნობდა და ბევრსაც უტირია მის ტრაგიკულ ბედზე. განსაკუთრებით ცნობილი გახდა განსხვავებული ფერის ცალი ყურის გამო;
3. ეს ფრიად გაუზრდელი პუდელი და მისი პატრონის აზრით, გაცილებით ჭკვიანი, ვიდრე სპანიელი, თავისზე დიდ ძაღლებს ეტანებოდა საჩხუბრად. ერთხელ უზარმაზარ ბოქსიორსაც კი ეცა, რომლის პატრონმა ქალბატონმა გაოცებულმა აღნიშნა, თავი ჯიშიან ძაღლად მოაქვსო. თუმცა, ერთი კეთილშობილი სენ-ბერნარის დანახვაზე მას და მის პატრონს ლამის გულები დაუსკდათ, წაგებული სანაძლეოც კი აღარ გახსენებიათ;
4. ომისა და გაჭირვების ჟამს ამ არცთუ ჯიშიან, მაგრამ უჭკვიანეს და უერთგულეს ცუგას მსხლის ნაფცქვენის მირთმევა უწევდა;
5. ალბათ, ეს ყველაზე ცნობილი ციმბირული ჰასკია. მისი სახელი იცოდა ყველამ ამერიკის იმდროინდელი პრეზიდენტის, კელვინ კულიჯის ჩათვლით. სწორედ ის იყო იმ მარხილის წინამძღოლი, რომლითაც წამალი მიუტანეს დიფტერიით დაავადებულ ბავშვებს;
6. ეს კოლი ცნობილი სერიალის მთავარი პერსონაჟია;
7. ეს ძაღლი ლეკვობიდანვე ფრიად დაფასებული გახლდათ. უპირველეს ყოვლისა, მის საფასურად ორი წველა ყველი გაიღეს, შემდგომში კი იგი მუდმივად ასოცირდებოდა პატრონთან, რომლის რომანის განვითარებაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ კი საპატიო ადგილას დაკრძალეს და ქელეხიც გადაუხადეს, რომელსაც არც მოტირალები დაკლებია და არც სამგლოვიარო დეპეშა;
8. კუნძულ ჰონსიუზე, პროვინცია აკიტაში გამოყვანილი ამავე სახელწოდების ჯიშის ეს წარმომადგენელი ცნობილია თავისი იშვიათი ერთგულებით, რომლის გამო ძეგლიც კი დაუდგეს;
9. ძაღლების ამ სახეობის ასზე მეტი წარმომადგენელი ლამის ერთი ავი ქალის ბეწვეულისადმი სიყვარულს შეეწირა;
10. ამ ჯიშის ძაღლებს ხშირად შეხვდებით ამერიკულ ფილმებში. ზოგიერთ ვერსიაში ისინი კალათბურთს თამაშობენ, ზოგჯერ – ამერიკულ ფეხბურთს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან აფასებენ მზრუნველობას და პატრონს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარებიან;
11. ცნობილი ამერიკული კომედია ნამდვილად არ იქნებოდა ასეთი ცნობილი, ერთ-ერთი პერსონაჟის როლს ეს ჭკვიანი ტერიერი რომ არ ასრულებდეს;
12. ამ ბულდოგს და მის პატარა ასლს ყველანი ბავშვობიდან ვიცნობთ. განსაკუთრებით არ უყვარს, როდესაც ძილის და პიკნიკის დროს სიმყუდროვეს ურღვევენ;
13. ეს ლეკვი ალბათ რუსული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია;
14. ეს ძაღლი არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა პატრონის პროფესიიდან გამომდინარე განსაკუთრებული კვების მეთოდი. სწორედ ამის გამო ახსენებდნენ მის სახელს ყველგან, სადაც კი ვინმე წამოახველებდა;
15. ამ ძაღლს (ძნელია, ცუგა უწოდო) უკვე მრავალი საუკუნეა, იცნობენ. ჩემი აზრით, ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უიღბლო ოთხფეხია. აბა, დაფიქრდით: ძაღლების ერთ-ერთი საყვარელი გასართობი საკუთარ კუდთან თამაშია, მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც სამი თავი გაქვს, რომლებიც ერთმანეთში ვერ მორიგებულან და კუდის ადგილასაც უხსენებელი (ზოგიერთი ვერსიით, ორთავიანი)?













უღრმესი მადლობა ჩემს სტუმარს, ჯეოპარდის კლუბის ღირსეულ წევრს, ამაგდარ ვეტერანს, პაკეტების რისხვას და, ახლა უკვე მშვენიერი კითხვების ავტორს – თამარას :)
ძალიან საყვარელი ჯეოპარდია, ზომიერი სირთულის და რაც მთავარია საინტერესო კითხვებით, მალადეც თამარა, ეჭვიც ა რმეპარებოდა რაღაცა ძალიან კარგი რომ დამხვდებოდა დღეს :)
მიხარია, თუ მოგეწონა, იაკო :)
მალე დაგვიბრუნდი პასუხებით!
1 ბიმბო
2 ბიმი, ლორდს ეს არ მოეწონება :დ
3 მუსე
4 ძაღლი (დუმბაძის ნაწარმოებიდან)
5
6
7 მურადა
8
9 დალმატინელი
10
11 ისა, ჰაჩიკო (?)
12 ტომი და ჯერის ძაღლი
13
14 ბეგლარას ძაღლი
15 ცერბერი
ამ ეტაპზე რასაც ჩემი მტკივანი თავი მიხვდა ესაა: 7. მურადა 8. ჰაჩიკო 9. დალმატინელი 13. მუმუ 15. ცერბერი. და აი’ლლ ბი ბექ!, მოგვიანებით ოღნდ :)
1. ბიჭუნას ტაქსა… რაღაც ერქვა
2. ბიმი
3. არტემონი
5. ციმბირულმა ჰასკიმ (იმის მსგავსმა, ვიდეოზე რომააა), სახელად ბოლთომ, მე-20 საუკუნის დასაწყისში 1’600 კილომეტრი დაფარა, რათა ალაიასქის შორეულ ქალაქში ჩაეტანა ანტი-დიფტერიული ვაქცინა (თვითმფრინავით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ვინაიდან 40 გრადუსიანი ყინვის გამო ავია-ძრავი გაყინულიყო და ვერ აფრინდა).
6. ლესსი
7. მურადა
8. ხატიკო
9. დალმატინი
10. იყოს ლაბრადორი – რაკი ყველაზე პოპულარული ჯიშია ამერიკაში.
11. ჯექ რასელ ტერიერი მაილო
12. თომ ენდ ჯერრი… მააგას რა ქვია არ მახსოვს
13. კაშტანკა
15. ცერბერი
თამარა – ანატოლ ფრანსისი რიკეს აზრები წაიკითხე :) რახან 15-ეულში ვერ მოხვდა, არ გაქვს წაკითხული :)
თამარა – ანატოლ ფრანსისი რიკეს აზრები წაიკითხე :) რახან 15-ეულში ვერ მოხვდა, არ გაქვს წაკითხული :)
ან რიკეს ფიქრები :)
გავითვალისწინებ, მილორდ! ვაფასებ დროს, რომელიც დაგვითმეთ და აგრეთვე უანგარო რჩევას :)
აჰა http://wp.me/pBTza-1an :) სენბერნარი ბარი კიდევ
მონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსიმონმორანსი
:(:( ამის გამორჩენა იქნებოდა?
რა თქმა უნდა, წამსვე მოიმარჯვა კუპრიანი კოვზი! :)
სამართლიანი შენიშვნაა, ვღებულობ…
რომელ ერთს გაითვალისწინებ 15 რჩევის მოცემა მოვასწარი :)
ყველას, უკლებლივ :) :)
მონმორანსია კუპრიანი? :) მონმორანსი თეთრი იყო. :)
გაგრძელებაში რომ აღარაა ძაან დააკლდა სიუჟეტს.
აბა, რა :) მონმორანსია მანდ, თუ არის :)
რა სახალისო ჯეოპარდია :) მომეწონა.
1. ბიმბო, 2 ბიმი, 3-? 4-? 5 ბალტო, 6 ლესი, 7 მურია, 8 ჰატიკო, 9 დალმატინელი, 10 ბარდი, 11 მაილო, 12 დრუპი, 13 მუმუ, 14 პავლოვის ძაღლი :)) 15 სერბერი
ისე ანიმაციებიდან ბევრი მაგარი ძაღლია – გუფი, პლუთო, დრუფი მერე ჩემი ბავშვობიდან რექსი (პოლონური) მერე ჩეხური ორი ძაღლი, ყვავი რომ უმწარებდა სიცოცხლეს, კიდევ სნუფია ძაან ცნობილი, სქუბი დუ და ის ძაღლი, რომელსაც უხერხული სახელი ქვია მათთვის, ვისაც სახელების დამახინჯება უყვარს :) – Muttley.
ეგ ის ძაღლია ბლოგის იკონკად რომ მაქვს.
საბჭოთა ძაღლებიც რომ მივათვალოთ, ერთი პაკეტი გამოვა :)
ეგერ, ჩედოზემპრმა დაწერა განსაკუთრებით ღვაწლმოსილ ძაღლებზე! :)
კოსმონავტებზე :)
საბჭოთებიდან ერთი მუშკეტერები მახსენდება.
ჩერტიონოკ ს პუშისტიმ ხვასტომ-ს ორი ძაღლი, პიოს ი კოტ, “საბაკა ბივაეტ კუსაჩეი ტოლკო ოტ ჟიზნი საბაჩეი”, ქართული “ყურშა გაყოყოჩდა”, კიდევ ის, ძმაკაცს რომ მოიყვანს შინ, ასმევს, აჭმევს და მერე ეტრაბახება, პატრონი თათზე მყავს გამობმულიო. კიდევ შეიძლება გახსენება.
ჰო სჩას სპაიუშიცაა ძაღლი :)
და კნუტ გავ-საც ყავს მეგობარი ლეკვი.
უმეტესობას არ ვიცნობ რატომღაც :(
პლუტო მაგარი ტიპია :)
ნუ დრუფი გეცოდინება შანსი არაა. სნუფი ნახატებზე მაინც გექნება ნანახი. ძაან უყვართ ამერიკელებს და ბევრ ნივთზეა დახატული. თბილისშიც მინახავს ბავშვის ტანსაცმელზე.
მათლის რაც შეეხება – ეგაა სერიალი, დიდი რბოლა რომ იყო ფილმი იმის ანიმაციური ვარიანტია. მაგრად იცინის და მაგითია ცნობილი. :) მაგარი ტიპია ძაან. ვუვუზელის იკონკაზე ეგ მყავს ზუსტად.
სიცილზე ის ძაღლი მახსენდება, “Duck Hunt”-ის თამაშის დროს რომ ამოყოფდა ხოლმე თავს და ხითხითებდა :)
ახალგაზრდებს არ ეცოდინებათ..
დანკე!
აშკარად ნაცნობი ცუგაა :)
დიდი რბოლა არ გინახავს? ძაან მაგარი ფილმია. თონი ქერთისი და ჯექ ლემონი. მაგ ძაღლის ალტერ-ეგო ფილმში ფითერ ფალქია იგიველეიტენანტი ქოლომბო :)
ნუ, მათლი არ ვიცი, დანარჩენი – იცოცხლე :)) :) არადა, ანიმაციაზე უკეთ მულტიპლიკაციას ვიცნობ (იმპერიული წარსული) :(
ის ჩეხური წყვილი იყო კლასიკა და მუსიკა ჰქონდა პირდაპირ გენიალური :) მშვილდ-ისრით და ქამანდით რომ დასდევდნენ ყვავს, ეს მკლავდა.
გალუბოი შჩენოკი კიდე :)
გალუბოი, გალუბოი, ნ ხოტიმ იგრატ ს ტობოი.
და მერე კიდე უკვირთ, ამდენი ჰომოფობი საიდანო. :)
ეს ზუსტადაც რომ არაჰომოფობიურია :)
თავიდან ჰომოფობიურია და ბოლოს გამოსწორდებიან :)
რომელიღაც ბოცმანია ნამდვილად, მაგრამ… :)
1. ბიმბო
2. შავყურა თეთრი ბიმი
3.
4.
5. ბალტო
6. ლესი
7. მურადა
8. ჰატიკო
9. დალმატინელი
10.რეტრივერი
11.ნიღაბი
12.სპაიკი და ტაიკი
13.მუმუ
14.
15.ცერბერი
1) ბიჭუნა? სვანტე სვანტესონი თუ რაც ჰქვია
2) კაშტანკა? წიგნიც არის ხო, მულტფილმიც.. ნუ ძალიან ძალია ღრმა ბავშვობაში მაქვს წაკითხული
3) აუ ეს ჩორვენის ბოცმანს რომ უყეფდა, ის ძაღლია? აუ მაგ კაპასი ძაღლის სახელი არ მახსოვს
4) –
5) ბოლტო. სხვათაშორის მულტფილმში არ ჰგავს ჰასკის. მე კიდე ერთი პერიოდი ლაიკა მეგონა ::დდდ
6) –
7) –
8. ჰაჩიკო :დდდდ ამერიკული აკიტაც არის, იაპონელებისგან გადაიღეს ეს ჯიში… მოკლედ, ამერიკას რა არ აქვს, ყველაფერი “წაიღო”….
9) დალმატინელები და კროელა დევილ :დდდდ
10) ლაბრადორებს? თუ სერ–ბერნარიც. რა ჯიშია ძაღლი, ბეთხოვენი რომ ჰქვია?
11) “ნიღაბი”. მანდაა ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ცუგა ^_^
12) –
13) უჯიშო მუმუ
14) –
15) ცერბერი, ჰადესის ცუგა ^_^
პიპინიას პერი არაა აქ ხომ :)
პიპინიას პერი და უკარება ანგელინა დავჩაგრეთ :(
იმ ინგლისურ ბულდოგს გამახსენდა სფაიქი ჰქვია :)
ძალიან საინტერესო ჯეოპარდია, მადლობა გოგოებო :)
მადლობა შენ, თეო! :)
1.კარლსონის ბიმბო?
2.შავყურა თეთრი ბიმი
3.
4.
5.ბალტო
6.ლესი
7.ზურიკელას ძაღლი, მურია ქვია მგონი
8.ჰაჩიკო
9. დალმატინელი
10. ბულდოგი?
11.არტისტს გულისხმობთ?
12.
13.მუმუ
14.
15.ცერბერი
ჩაპეკსაც აქვს ძაღლზე, მაგრამ ეგ ყველა ძაღლი ანტურაჟულია მაინც. მთავარი პერსონაჟი რომ იყოს ეგეთი ძაღლები ცოტაა.
სამი ტანკისტი და ძაღლი. :)
ოთხი ტანკისტი, მილორდ :) ისე, შარიკას მეც გავითვალისწინებდი :)
ჰო ოთხი. :)
თუმცა, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ მეოთხეს ტანკისტობის ვადა იანვარში გაუვიდაო.
ჰო :)) ვადაგასული ტანკისტიაო :)
ისე, სათაურის ასეთი ვარიანტიც მომისმენია “ტრი ტანკისტა, გრუზინ ი საბაკა”.
ჰაჰ :)) შესანიშნავი ხუმრობაა ღმერთმანი :))))
მადლობა თამაშისთვის, ანაბელ!:) მშვენიერი შედეგია, ღმერთმანი! :)
: ) გმადლობ tamara : )) ველოდები შედეგებს :))
როგორი სიმპატიური კითხვათა პაკეტია :) შესავლიანად მომეწონა!
პრობლემა ისაა, რომ ბევრი ძაღლი მახსოვს, მაგრამ მათი სახელები ( და ჯიშები) – არა…
საღამომდე რაც გამახსენდება, დავპოსტავ.
გელოდებით, ტაბუ! :)
1. კარლსონის მეგობარი ბიჭუნას ძაღლი;
2. შავყურა თეთრი ბიმი;
3. -
4. ძაღლი დუმბაძის “ძაღლიდან”;
5. ბოლტო;
6. ლესი;
7. მურადა დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან”;
8. ჰაჩიკო / ჰატიკო;
9. დალმატინელი;
10. სენ-ბერნარი?
11. “ნიღაბი”;
12. სპაიკი და მისი ლეკვი ტომი და ჯერიდან;
13. მუმუ;
14. ბეგლარას ძაღლი დუმბაძის “მე ვხედავ მზიდან”;
15. ცერბერი / კერბერი.
კიდევ გამახსენდა ძაღლი, რომელიც ტალახიანი თათებით გამვლლებს ფეხსაცმელებს უსვრიდა და პატრონი კი ფეხსაცმლის მწმენდავი წმენდდა :) მაგრამ არ მახსოვს ვისი მოთხრობაა.
და გორინს აქვს არაჩვეულებრივი მოთხრობა ძაღლზე – http://www.litportal.ru/genre13/author3681/read/page/1/book16862.html პატარაა და ვისაც არ წაგიკითხავთ, გადახედეთ, არ ინანებთ. :)
აუჰ, ეს რა საინტერესო იქნება :)
რაღაც წაუბისეტებს ეგ პირველი ძაღლუკა :) ნუ, შენ ბისეტი არ შეგეშლებოდა, მაგრამ რაღაც ინგლისური ზღაპრის სტილში წარმოვიდგინე :)
1. ბიჭუნას ლეკვი
2. შავყურა თეთრი ბიმი
3. ბოცმანის დანახვაზე ლოტას სპანიელი.. სახელი დამავიწყდა : (((
4. ძაღლი უბრალოდ ძაღლი <3
5. ბოლტო? :? : ))
6. ლესი
7. მურადა : ))))
8. ჰაჩიკო
9. დალმატინელი
10. ლაბრადორები მგონი?
11. ნიღაბი?
12. ტომი და ჯერის ბულდოგი ? : )))
13. მუმუ
14. ?????? ვერსიაც არ მაქვს :სს
15. ცერბერი.
ძაღლები მიყვარს აშკარად <3 ყოველთვის ვიცოდი <3
სახელები დამვიწყნია ზოგის მაგრამ სახეზე მახსოვს სამაგიეროდ : )
1. ბიმბო მგონი, ბიმბო ხო? :????
2 შავყურა ბიმი
5 ბოლტო
6 ლესი
7 მურადა
8 ჰაჩიკო
9 დალმატინი
10 რეტრივერი
12 ტომი და ჯერის ძაღლი და მისი ნაშიერი
13 მუმუ
14 ბეგლარას ძაღლი
15 ცერბერი
1. ბიმბო
2. შავყურა თეთრი ბიმი
3.
4. ეს შარიკა მგონია (4 ტანკისტი და ძაღლიდან), მაგრამ ეგ გერმანული ნაგაზი იყო. :(
5. ბალტო
6. ლესი
7. მურადა
8. ჰაჩიკო
9. დალმატინელი
10. golden retriever.
11. მაილო
12. სპაიკი და ტაიკი
13. მუმუ
14.
15. ცერბერი
საღამო მშვიდობისა, ხალხნო და ჯამაათნო!
საღამო მშვიდობისა, მერი :)
მშვიდობისაა თუ როგორი 2 საათში გაირკვევა
დიდი ჯახია დღეს. ნუ, მე ცხადია, ორი საათით ბლანკოსი ვარ.
1. ბიმბო
1. ბიმბო;
2. შავყურა თეთრი ბიმი;
3. :(
4. :(
5. ბოლტო;
6. ლესი;
7. მურადა;
8. ჰაჩიკო;
9. დალმატინელი;
10. :(
11. მაილო;
12. :(
13. მუმუ;
14.:(
15. ცერბერი.
უი, მე-14 გამახსენდა – რავა იხრჩობი ბეგლარას ძაღლივთო :)
პასუხები:
1. ბიჭუნას ბიმბო;
2. შავყურა თეთრი ბიმი;
3. ლოტას პუდელი მუსე („ჩვენც სალტკროკელები ვართ”)
4. ძაღლი (ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“);
5. ბოლტო;
6. ლესი;
7. მურადა;
8. ჰაჩიკო;
9. დალმატინელი;
10. გოლდენ რეტრივერი – მართალია, ლაბრადორი დღეს ამერიკაში ყველაზე პოპულარული ჯიშია, მაგრამ იყო დრო, ეს ტიტული სწორედ გოლდენს ეკუთვნოდა. მაინც ნათესავები არიან;
11. მაილო („ნიღაბი“);
12. სფაიქი და თაიქი (Tom and Jerry);
13. მუმუ;
14. ბეგლარას ძაღლი („მე ვხედავ მზეს“);
15. ცერბერი.
შედეგები:
Kejeradze – 12; Isaac Clark – 12; Taboo – 12; Mary Poppins – 11; გლამთაია – 10; anabell – 10; Misha Chkhartishvili – 10; Lord Vader – 10; ნატო დავითაშვილი – 10; mecmikvarkhar – 9; Kevana – 7; Iakom Tqva – 5
ყველას დიდი მადლობა, ვინც მოიცალა და ითამაშა. მიხარია, თუ პაკეტი მოგეწონათ. განსაკუთრებული მადლობა მოლის მასპინძლობისათვის.
პ.ს. კითხვების სიადვილიდან გამომდინარე, იმედია, არ მიწყენთ, რომ მხოლოდ ზუსტი პასუხები ჩავთვალე :)
არადა ორ დუმბაძეს არ ველოდი ერთ პაკეტში.. :)
ძალიან კარგი პაკეტი იყო. <3
ა უი დაჟე სამს. :(
ჰო, ბალანსი არ დამიცავს აშკარად :)
მიხარია, რომ მოგეწონა! :)
მე-10 არაკორექტული კითხვაა :) ძაან ბევრი პასუხი აქვს და ყველა სწორი იქნება.
ვითომ?
კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთი ვახსენე, ყველაზე ცნობილი მაგ ჟანრში რეტრივერი ბადია :) დავგუგლე კიდეც მეტი დამაჯერებლობისთვის და პირველი ეს ამოაგდო:
http://500.the400club.org/wp-content/uploads/2010/11/airbud.jpg
ესეც კალათბურთელი ცუგა: http://www.cineplex.com/Movies/Archives/CS11207/Air-Bud/Photo.aspx?id=260061
კაი, :)
მეც მიყვარს რეტრივერები. ლაბრადორი უფრო მომწონს მარა კაი :)
ისე რიგსს ლეთალუიფონიდან კოლი ყავს და ისიც თამაშობს ბურთს პატრონთან :)
vaime, dumbadze sul damviwyebia :( waval, gadavikitxav
მარკ ტვენის ძაღლი დამაკლდა, ქართული ფილმებიდან – ლომა, დანარჩენი კი ჩამოგითვლიათ კომენტარებში. ჩეხოვის ძაღლი კიდევ
წავიდეთ სასეირნოდ თუ არა? საკითხავი აი, ეს არის :)
რა საყვარელია <3
ნაგაზები ძაან მაგრები არიან ზოგადად. :) გერმანულიც, შოტლანდიური.
ბოსერონი იცი? ფრანგული ნაგაზია. არაჩვეულებრივი ჯიშია. დობერმანს გავს, მაგრამ უფრო ბეწვიანია.
ბანჯგვლიანი :)
ლეკვი მინდა :(((
ნწუ. ბანჯგვლიანი და ბუნდღლიანი ტერიერია. ფრანგულ ნაგაზსაც მოკლე ბეწვი აქვს, დობერმანის ფონზეა ცოტა უფრო გრძელბეწვიანი. :)