ჰოდა, ეს ჩემი სიყვარული მაშინვე მიქმნიდა პატარ-პატარა პრობლემებს. მთელი უბედურება ის იყო, რომ საჩემო წიგნებს გაფაციცებული დავეძებდი ხან სამკითხველოებში და ხან ნათესავ-მეზობლებში. აბა, რა მექნა – შინაური ბიბლიოთეკა კარგა ხნის გადაბულბულებული მქონდა.
სტუმრად რომ მიმიყვანდნენ სადმე, მივიხედ-მოვიხედავდი, უფროსებს მოკალათებას დავაცდიდი და წიგნების თაროებთან ავიტუზებოდი. ვერ
წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი, თუ სადმე რაიმე სიახლეს აღმოვაჩენდი. თანაც, საკითხავს ძირითადად თავად ვარჩევდი და ხანდახან ხელთ ჩემი ნორჩი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი რამ შემრჩებოდა ხოლმე.
აი, თომას მანის „ჯადოსნური მთაც“ ასე წავიკითხე, აპულეუსის „ოქროს ვირიც“, „დონ კიხოტს“ მხოლოდ იმიტომ დავავლე ხელი, რომ გარეკანზე გამოსახული ხმელ-ხმელი მხედარი და მისი აღჭურვილობა მომეწონა. ერთხელ სრულ გაუგებრობაში მოვხვდი დამაინტრიგებელი სათაურის – “ერთგული და მოღალატე ცოლების“ წყალობით – აღმოსავლურ ნართაულებს ვერაფერი გავუგე და ავირ-დავირიე.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დიდ გასაჭირში გახლდით ამ თვალსაზრისით. არა, საკითხავი განა მაკლდა – მშობლებიც და ახლობლებიც გაუთავებლად საბავშვო წიგნებს მიზიდავდნენ საჩუქრად, მაგრამ ეს ყველაფერი ფრიად ქაოსურად და არაორგანიზებულად ხდებოდა, ამიტომაც იყო, რომ სულაკაურის ახალი სერიის – “მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისათვის“ – გამოცემას ყველა პატარაზე მეტი აღფრთოვანებით და ოვაციებით მე
შევეგებე.
დასაწყისი ახლობელი და მშობლიური გამოდგა – “ტომ სოიერის თავგადასავალი“ ორ ეგზემპლარად მომეძებნებოდა შინ, მაგრამ ეს სულ სხვა იყო – მალე იმდენი ნაცნობი და საყვარელი წიგნი მივუსკუპე გვერდით, თვალის მოწყვეტა მიძნელდება ხოლმე. ამ სერიის წყალობით სიყრმისეული პერსონაჟები თითქმის სრული შემადგენლობით დავაბინავე თაროზე. ახლა გადავხედავ და მიხარია, როცა ვხედავ, რომ ყველანი აქ არიან – უშიშარი მაძებარი კალე ბლუმკვისტი და მისი მეგობრები, ჭკვიანი ინჟინერი სმიტი და კაპიტანი ნემო, მამაცი რაინდი აივენჰო და მშვენიერი როენა, რობინზონი თავის პარასკევასთან ერთად, ყოჩაღი დ’არტანიანი და კეთილშობილი მუშკეტერები, საბრალო ბიძია თომა და ოქროსთმიანი ევა, ჩემი საყვარელი მეფე მათიუში, იდუმალებით მოცული გრაფი მონტე–კრისტო, მოუსვენარი მოგზაური გულივერი და ვინ აღარ…
ბავშვობის თითქმის ყველა მოგონებას ხომ მოვუყარე ერთად თავი, მაგრამ სერიაში ბევრი ისეთი წიგნიც შევიდა, აქამდე გაგონილიც რომ არ მქონდა. არ გეგონოთ, ასაკმა შემიშალა ხელი – მარეკ პეგუსის ფათერაკებიც დიდი სიამოვნებით
წავიკითხე, შეუპოვარი ჰანს და გრეტელ ბრინკერების ისტორიაც, ვენეციაშიც გახლდით პროსპერსა და ბოსთან ერთად, აფრიკაშიც ვიმოგზაურე, ოღონდ სოლომონ მეფის საგანძურს კი არ დავეძებდი, უკვალოდ გამქრალი ადამიანების შველას ვცდილობდი, ჯეიმს გრინვუდის პატარა მაწანწალაც გავიცანი და უშიშარ ლაირასთან ერთად ჩრდილოეთ პოლუსიც მოვინახულე ჯადოსნური კომპასის დახმარებით.
პათეტიკა და გადაპრანჭული სიტყვა-პასუხი სხვისი მეჯავრება, მაგრამ როგორ არ ვთქვა, რომ ამ პროექტის წყალობით კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი იმ პატარა ბავშვად, ფეხის წვერებზე რომ ირწეოდა წიგნის თაროებთან და ახალი სასუსნავის აღმოჩენას გაფაციცებული ცდილობდა. ყოველი ახალი ტომის გამოსვლასთან ერთად კიდევ ერთხელ, მცირე ხნით ვბრუნდებოდი წარსულში და იქიდან რაღაც უცნაური, ნათელი სხივი და უჩვეულო სიმშვიდე მომყვებოდა.












ეჰ ^_^ საყმაწვილო სერია <3
ძიახ :)
ამ გადმოსახედიდან რა “საშინელი” ბავშვობა მქონდა (სხვების თაროების “დალაშქვრის” ჩვევა იმ დროიდან მაქვს :) )… სად იყო მსგავსი სერიები… :)
მხოლოდ რუსული, ნათია. “ბიბლიოტეკა პრიკლიუჩენიი”, სახელგანთქმული “რამკა”. “ჰობიტის”, “ოქროს კომპასის” და სხვა სიახლეების გარეშე, რა თქმა უნდა.
библиотека приключении-ს პირველი სერია მქონდა, მაგრამ სულ 20 წიგნი იყო… ეს სერია მაინც გაეგრძელებინა სულაკაურს :(
სულ ძველიც არსებობდა, ახალიც (აი, შენ რომ გქონდა, სავარაუდოდ, და მე) და, ამბობენ, უახლესიცო. ოღონდ, უახლესი სულ სხვა წიგნებია, მგონი.
მეორე სერიის ქონა ყველაზე მეტად გამეხარდებოდა – აზიმოვი, ლემი, კლარკი და სტრუგაცკებია :) …უახლესს ჩვენი ჯობია :)
იფ :) თითებს ჩაიკვნეტ.
ჩვენ სერიები არ გვქონია არასდროს, ამიტომ ჰობითი არ ვიცი სერიაში მოხვდა თუ არა, მაგრამ ისე კი იყო გამოცემული ჩემს ბავშვობაში. მე მაქვს სახლში.
ზოგადად გამოცემით ბევრს გამოცემდნენ სუსურუკუში, ვერ დაუკარგავ. და ბევრი კარგი წიგნი იყო გამოცემული, თუმცა ცენზურით :)
ვინი პუჰიდან ერთი თავი ამოჭრეს, მაგალითად.
ჰობიტი მეც მქონდა შინ. ნაცრისფერყდიანი კვადრატული წიგნი.
ვინის რას ერჩოდნენ? :(
რამდენიმე ტომი მაქვს აქედან, თუმცა გული დამწყდა, რომ ანონსირებული ყველა წიგნი არ გამოიცა
ორმოცდათზე შეწყდა სულაკაურთან. მერე სხვამ გააგრძელა. ცუდია, რა თქმა უნდა.
არა სადღაც პირველ 10ულში დრაკულა უნდა ყოფილიყო მაგალითად და არ გამოსცეს საერთოდ.
აფსუს :( არ არის სტოკერი ურიგო. პირიქით, კარგია. ოღონდ, რამდენად საყმაწვილოა…
ეგრე ბინდიც არაა საყმაწვილო :)
ესეც მართალია :) არც სპარტაკი, სხვათა შორის.
ეგ ყველაფერი ფარდობითია. როცა წაიკითხავ იმ ასაკისაა :)
თორემ ვიცი ერთი ყმაწვილიც რომ არაა ჯერ და დეკამერონიდან ულისემდე და მიუზილიდან დე სადამდე ყველაფერი წაკითხული აქვს უკვე.
მეც ვიცნობ ერთ ასეთს. ადიბასი და გულსაგლეჯი არ გამოუტოვებია, ბისეტი ძლივს წავაკითხეთ.
რაღაცა მეც მეცნობა და ნეტავ, რატომ? :დდდ
მართლაც, ნეტავ რატომ :დდ <3
ისე აი რა მოხდება, რომ რომელიმე გამომცემლობამ ფანტასტიკა-ჰორორიც სერია გამოსცეს <3 ქართულად თითქმის არაფერია ნათარგმნი :(((
სერიის რა გითხრა, “ლიგამუსს” აქვს “ამბერის ქრონიკების” პირველი ხუთი წიგნი, კორვინის ხუთწიგნეული და “დიოგენე” აპირებს სტივენ კინგის გამოცემას. სერია მართლა ძალიან კარგი იქნებოდა.
მეც მაქვს ეს სერია :) არასრულად, მაგრამ მაქვს.
ორი წიგნის ფესტივალია, შევსებას ვცდილობ, მაგრამ ისეთ ბიუჯეტს ვხარჯავ სხვა წიგნებზე ფესტივალის განმავლობაში, ვერ მოვიტოვე ამისთვის თანხა :)
რაღაც უფრო სერიოზული და “საუფროსო” ყოველთვის გამოჩნდება :)) მეც ასე ვწვალობდი, ტაბუ :)
დავინტერესდი, გადავთვალე და ამ სერიიდან 24 წიგნი მქონია თაროზე ჩამწკრივებული: ნაწილი – გამოწერილი, ზოგიც – მოგვიანებით შევსებული. კიდევ ერთხელ ამიშალე საღერღილი, სრულად შევავსო სერია :)
დიმიტრი მადლობას გეტყვის :)
ჩემს ხელში დიმიტრის წიგნები ნამდვილად არ მოაკლდება :) მამამისი ყურების დაცლით ემუქრება, წიგნი თუ არ ეყვარება :D
:))) სწორი პოლიტიკაა :) ფრიადი მამას და დედასაც, ცხადია :)
:)
სამწუხაროდ, მეც არასრული სერია მაქვს, მაგრამ იმედია, შევავსებ.
მშობლიური ამბები დამხვდა შენთან :) აი რა ხანია ვაპირებ დავწერო ჩემი წიგნისმიერი სატრფოების შესახებ და ვერ მოვაბი თავი, მოუხდება ამ პოსტს :)
დაწერე აუცილებლად!
ჩემი ბავშვობის შესახებ მეგონა წერდი, მაგ დღეში ვიყავი თავადაც. ეს კი მართლა შესანიშნავი სერიაა ბავშვებისთვის, მეც სიხარულით ვაბულბულებ ხოლმე პატარაობიდანვე საყვარელ ტომებს.
ზუსტადაც რომ სიხარულით :)
მთლიანობაში კარგადა კია შედგენილი, მაგრამ მე თუ არ ჩავტანტრე კუპრიანი, მაგრამ სამართლიანი კოვზი, აქ არვინაა მაგის გამკეთებელი. :)
ერთი რომ დაკარგული ქვეყანაა გამორჩენილი და რა პონტია ეგ??? და მერე ამ ბიძია თომათი არ შეგ… კაცო :)
ეგ წიგნი როცა დაიწერა მაშინაც დიდი ვერაფერი იყო და სრულიად პოლიტიკური ამბების გამო გახმაურდა და დღეს ხომ სრულიად არააქტუალურია.
და ბელიაევზე კიდე დაბლ-ფესიპლამი :/
მაგას ჯობდა, ბრიგადირ ჟერარის თავგადასავლები ეთარგმნათ.
და დორიან გრეის პორტრეტი ან შაგრენის ტყავი ჩაესვათ.
ბლოგოსფერო მიაქვს აღვირახსნილ კრიტიკას და აქ თუ არ იქნება “ეს რა გვიქნა ამ მთავრობამ” ტიპის ვოპლები, არა უშავს. აიტანს აქაურობა, როგორმე.
ბელიაევს, ბინდს და კიდევ რაღაც-რაღაცებს კონან დოილი რომ ჯობდა, ფაქტია. ჰოლმსიც ცოტა ვრცლად გამოეცათ, არ იქნებოდა ურიგო.
გუშინ მეძინებოდა სასტიკად, ათჯერ დავიწყე კომენტარის წერა და ათჯერვე ამებნა აზრები…. შენს კუპრიან კოვზს ველოდი ისე :) :)
“გულივერი” მე არ მესაბავშვოება, ჩვენში რომ ვთქვათ. რა ვიცი, ალბათ, სხვებმა უკეთ იციან, მაგრამ თინეიჯერობისას რომ წავიკითხე, არც გამღიმებია და ცოტა მოგვიანებით სხვანაირად შევხედე…
“ბიძია თომას” რას ერჩი :)
საბავშვო არ არის ეს, მოზარდებისაა. საბავშვო ცალკე აქვს სულაკაურს. არც ისე ვრცელი, მაგრამ მაინც.
ერთმა გვარსარდავასახელებ, ჩემს პოსტზე კომენტარში სამი მუშკეტერი გამოაცხადა საბავშვოდ :) მარა ეს საყმაწვილო სერიაა და სულაკაური მართალია.
კაი რა რა დროს თომაა და ამფიბია კიდე :)
მარა დიუმა ორჯერაა და გული მომილბო, თორემ უარესებს დავწერდი :)
მონსორო და 45 მინდოდა მე, მაგრამ არ იქნება ნათარგმნი ქართულად და რამდენად საყმაწვილოა, ცალკე თემაა.
მარგო მირჩევნია მე მაგ ორს.
როგორც სამი მუშკეტერი მირჩევნია გაგრძელებებს, ასევე მირჩევნია მარგო დანარჩენ ორს.
მარგო თავისთავად <3 მაგრამ ჩემი სიყვარული მაინც სამი მუშკეტერი და მონსოროა.
ჟერარზე მართლაც გეთანხმები, დიდი უსინდისობაა, რომ მოზარდთა ბიბლიოთეკაში არ შედის, რაც მე მაგან მაცინა თავის დროზე :) მით უმეტეს, რომ ნათარგმნია, კარგა ხანია. მთლიანად სერია კი უმაგრესია, გასწი იქით შენი კოვზი :)
მე ძირითადად ოჯახის ბიბლიოთეკაში ვიქექებოდი ხოლმე :) ახლა გამახსენდა, მთელი ორი კედელი იყო წიგნებით სავსე, მაგრამ ერთ–ერთ კარადას ქვემოთ კიდევ წიგნების თაორები ქონდა ოღონდ დახურული, ჰოდა იმ ქვედა თაროზე იყო ხოლმე ყველაზე საინტერესო ქექვა, ზემოთ ყველაფერი გამოფენილად ჩანდა და ახალს ვერაფერს წავაწყდებოდი, აი ქვემოთ კი არასოდეს ვიცოდი რას მივაგნებდი, რამდენჯერაც არ უნდა გამომეღო რაღაც ახალს ვპოულობდი ხოლმე, თან იქიდან ისეთი სუნი გამოდიოდაა მმმ… “საუნჯეს” რაამდენი გამოცემა იყო დღესაც არ ვიცი, ჰოდა განსაკუთრებით ეგ მიყვარდა, შიგნით კიდევ სიურპრიზები მელოდა და ამიტომ, კამიუც აქ აღმოვაჩინე (უცხო იყო გამოქვეყნებული), ფაუსტის სააღდგომო თავიც აქ წავიკითხე, სელინჯერის “ჭერი ასწიეთ დურგლებო”–ც და კიდევ ათასი რამ. აუჰ რა კარგი იყო :)
ძველი საუნჯე <3 "ულისეც" საუნჯეში გამოქვეყნდა თავის დროზე.
აუ, რამდენი კარგი რაღაც მაქვს წაკითხული “საუნჯეს” ძველ ნომრებში <3
"დიდი გეთსბი", მენსფილდის მოთხრობები და რომელიღაც უნგრელი ავტორის ძალიან კარგი პიესა…
მოვძებნო ერთი!
რამდენიმე მაქვს, მაგრამ ყველა ვერ :დ ისიც, როორ ნაშოვნი, დამცინებთ რო ვთქვა და არ ვიტყვი :დ
თქვი ბარემ :) და არ დაგცინებთ, I swear :)
არა, მრცხვენია :)
მარეკ პეგუსის ფათერაკებიც – marek pegusi?? marek pegusi??
sadme daibechda da ar vici
aaaaaaaaaaaaa rac me mag cigns vezeb vaimeeee!!!
vso
http://sulakauri.ge/books/single/628/ :)
თავის დროზე მე გამოვტოვე საბავშვო ლიტერატურა. მაგრამ რაც ამ პოსტმა გამახსენა ესაა მსოფლიო ზღაპრების კრებული. თუ გახსოვს, რუსულ ენაზე იშოვებოდა, სქელი ლურჯი ყრდა ჰქონდა. კიდევ ბროშურასავით თხელი, სიფრიფანა, ქართული ზღაპრების წიგნების სერია იყო, მთელი ყუთი გვქონდა. გამახსენე.
“სკაზკი ნაროდოვ მირა” მახსოვს. რამდენიმე ტომიც მქონდა შინ. ქართული და თხელი – არა. ქართული “მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების” სერია იყო, აი, უმაგრესობა, საუკეთესო ზღაპრების სერია, ალბათ, და რა სამწუხაროა, რომ ხელახლა არავინ გამოსცემს.
სხვათა შორის ჩემი ფავორიტი სერია იყო.
ბევრი გაცრეცილი და ფურცლებ ამოგლეჯილი ბავშვობის საყვარელი წიგნი აღვიდგინე და აი, მაგალითად “ჰობიტი” ამ სერიაში წავიკითხე პირველად, ისევე როგორც “უჩინარი კაცი” და კიდევ რაღაც :)
მაქვს რამდენიმე. ყველა არა :(
“უჩინარი კაცი” ქართულად არც მინახავს სხვაგან. ალბათ არსებობდა, მაგრამ მე არ შემხვედრია.
აი, მე რომ შემხვდა და გამიკვირდა, დაუყოვნებლივ ვიყიდე “თბილისელები”.
ჟურნალი სემიჩკის გამყიდველ ქალს მივეცი, პირამიდების გასაკეთებლად :)))
მე რომ “თბილისელების” მთავარი რედაქტორი ვიყო, ამის წაკითხვის შემდეგ, ემიგრაციაში წავიდოდი, ან მეჩაიედ დავიწყებდი სადმე მუშაობას. მაგრამ რა გინდა, ყველაზე რეიტინგული ჟურნალია და ემიგრაციაში იქით წადი, თუ კაიაო, მეტყვიან :))))
რამდენიმეს კი ვაპირებ, შენი არ იყოს მეც არ მაქვს წაკითხული ერთი–ორი :/
დაკარგული ქვეყანა კარგია რომ ახსენეთ, ქართულად მხოლოდ პირველი ტომი ვიპოვე ადრე, ისიც არც მთლად ხარისხიანი გამოცემა და არის ძველი წიგნიც? ყდა რომ არ შემომეხევა ერთი თითის დადებაზე ისეთი
ჰოდა დორიან გრეი და შაგრენის ტყავი იმ სასიკვდილე ორმოცდაათეულში გამოვიდა ;დ
პ.ს. კი რა პოსტის შესატყვისია და ამ გამომცემლობებმა ერთმანეთის გამოცემას რომ შეხედონ ხოლმე და ერთი და იგივე წიგნი ოთხმოცდაათჯერ რომ არ გამოსცენ, არ შეიძლება? მე ვერ ვიგებ რამეს და საჭიროა ეგ ამბავი? :/
სასიკვდილე ასეული :))
არ ვიცი, სოფი. სიმართლე გითხრა, ბოლომდე ვერც მე ვხვდები :)
ეს კრებული არ შემოგროვებია რადგან ამ წიგნების 95% უკვე მქონდა :)
რაც შეეხება ამ წიგნებს, მარეკ პეგუსის სახელს მოვკარი თვალი, ეს წიგნი ორიოდე წლის წინ ვიპოვე ბებიაჩემთან, იმდენად ძველი იყო რომ ფურცელ ფურცელ ავაწყვე და ლამის მთელი დღე დავახარჯე ყველა გვერდის პოვნას და აკინძვას სამაგიეროდ მარიკის ფათრაკებმა ძალიან მასიამოვნა <3
გიმუშავია შენ :)
”ქურდების მბრძანებელი” ამ წიგნზე თბილი იშვიათად შემხვედრია.
ძალიან მომწონს მეც. ოღონდ, უფრო თბილიც ბევრი წამიკითხავს :)
ერთი ორი მეც მითხარი :)
“ჩვენც სალტკროკელები ვართ”, “მოგვთა ძღვენი”, “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”, “გრძელფეხება მამილო”, მუმინების ციკლი და ასე შემდეგ
”მუმინების ციკლი” ვისია ან სად ვიშოვო ხო ვერ მეტყვი?
ტუვე იანსონია ავტორი და ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში მოიპოვება.
მადლობა.
ჩვენც მივყვებოდით ამ სერიას და მერე გავწყვიტეთ… წელს ავისრულე სურვილი და ქინდლში ჩავყარე ის საბავშვო წიგნები რაც მენატრებოდა და ლინდგრენთან ერთად ვატარებ ზამთარს :)
ქინდლი ჩვენი პალაჩკა-ვირუჩალაჩკაა :)
აბა :)))) ახალი თეთრფურცელა გოგო მყავს სხვათაშორის :) და ამ გახსენებაზე, შენც გილოცავ ახალ მეგობარს :)
და დაპირებული პოსტი ჯერ არ დაგიწერია :) მშვიდობაში და მადლობა :)
რამდენი ხანია ასე კარგად პოსტი არ წამიკითხავს ))) პირველ რიგში, წიგნების სიკარგეს რომ თავი დავანებოთ, გარეკანზე ისეთი კარგი ილუსტრაციებია, რომ ყოველ გადაშლაზე მინდა კიდევ ერთხელ წავიკითხო. მაგ სერიაში ადამიანი ამფიბია და უჩინარი კაცი რომ ვნახე, კიდევ უფრო გაიხარდა… )))
გარეკანი ცალკე თემაა :) ისეთი საყვარელია და შინაურული, რომ რა გითხრა :)
როგორ გაუმართლა დღევანდელ ბავშებს, ჩემს პატარობაში სულ რამდენიმე ფერადი წიგნი მახსოვს, დანარჩენებს ჩემით ვაფერადებდი :))
აი, ეს “ჩემით გავაფერადე” მკლავს და მსპობს. კეთილი შურით ვთავდები :)
მეც! მეც! :)
მე არათუ ვაფერადებდი, ვასურათებდი კიდეც.
მეტიც, ჩემით ვწერდი. :)
[...] [...]
[...] მოზარდებისათვის შერჩეულ შედევრებზეც ვწერდი ცოტა ხნის წინ, ფერად-ფერად [...]