ერთ თაროზე, ფერად-ფერად ტომეულებს შორის, თერთმეტი მოთეთრო წიგნი მიდევს. მოწონება არასოდეს დამიმალავს, ბევრჯერ მოვიხსენიე კეთილი სიტყვით, მაგრამ “დიოგენეს ბიბლიოთეკას” – ბოლო დროის, ალბათ, საუკეთესო პროექტს, დამეთანხმეთ, სახელობითი პოსტი ნამდვილად ეკუთვნის.
***
ცინცხალ გამოცემას შარშან, მაისში, წიგნის ფესტივალზე, გადავაწყდი. “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ისეთი აურზაური იდგა, რომელიმე სიახლე რომ გამომრჩენოდა, გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ ფრიად სიმპათიური შვიდეული მაინც შევამჩნიე, გადავათვალიერე და წამიც არ მიფიქრია, საგანგებოდ მომარჯვებულ ჩანთაში ჩავუძახე.
შინ უფრო დაკვირვებით გადავხედე და კმაყოფილმა მოვიფშვნიტე ხელები – სტანდარტულ, ჩვეულებრივ, შაბლონურ სერიას ნამდვილად არ
ჰგავდა.
აბა, კაცმა რომ თქვას, რა უნდა ჰქონოდათ საზიარო უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერას და პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრულ “დაიკიდე, ჯივზ!“-ს, ფოლკნერის კლასიკურ “დროშები მტვერში“-ს და პალანიკის გახმაურებულ “მებრძოლთა კლუბს“, ფამუქის ავტობიოგრაფიულ “სტამბოლს“, ედით უორტონის “უმანკოების ხანას” და პოლ ოსტერის “მისნის ღამეს“…
არა, საერთო მაინც აღმოვაჩინე და სწორედ ამან მიმიზიდა – “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ხარისხიანი ლიტერატურის ანთოლოგიად, ერთგვარ ბიბლიო-დელიკატესად იყო ჩაფიქრებული, ისეთ კოქტეილად, ყველანაირი გემოვნების მკითხველს რომ მოხიბლავდა…
ჰოდა, საგანგებოდ მოვინიშნე და გამომცემლობის ფეისბუქ-სიახლეებიც გამოვიწერე, ემანდ, არაფერი გამომრჩეს-თქო. ოღონდ, სამწუხაროდ, ჩინებულად დაწყებული და, მიზეზთა გამო, უდროოდ შეწყვეტილი არაერთი სერიაც მახსოვდა და შორს მიმავალი დასკვნები მომავლისთვის გადავდე.
შეწყვეტა კი არა, ისე გაგრძელდა ეს ამბავი, ახალმა ბრენდმა ბიბლიოფილების გულები ისე მალე მოინადირა, ლამის ყველაზე პოპულარულ, მოთხოვნად და მოდურ გამოცემად იქცა.
ის სასტარტო “შესანიშნავი შვიდეული” ხეირიანად დაგემოვნებული არც მქონდა, ჯერ სამხრეთ აფრიკელი ნობელიანტის, ჯონ მაქსველ კუტზეეს “სირცხვილი” მოაყოლეს, მერე ჯეკ კერუაკის საკულტო “გზაზე” – აი, ისეთი წიგნი, ჩვენი ჩრდილო მეზობლები Икона жанра-ს რომ ეძახიან.
ამასობაში, “გალაც” მოახლოვდა და “წლის საუკეთესო ლიტერატურულ პროექტზე” ბევრი არ მიფიქრია - ფავორიტი აშკარა იყო… თურმე, ჟიურიც ასე თვლიდა და სულ რამდენიმე თვის წამოწყებას პირველი ჯილდოც ერგო.
მეათე წიგნად მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” გამოსცეს, თავის დროზე, რუსული თარგმანით და ფილიპ კაუფმანის გახმაურებული
ფილმით რომ გავიცანი, აი, მეთერთმეტე, საგანგებო დაანონსების მიუხედავად, მაინც სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა…
ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკს” ყველა ნაახალწლევს ელოდა და წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ოცდათერთმეტში, გაგანია კორპორატიული ფურშეტის დროს, მეგობარმა რომ დამირეკა, არიქა, “დიოგენემ” ინფორმაცია გაავრცელა, “ტროპიკი” ჩამოსულია და მაღაზიაშიც გვიდევსო… დავტრიალდით ორივე და ახალ წელს ახალი წიგნით შევხვდით :)
***
აი, ასე ვმეგობრობთ მე და “დიოგენეს ბიბლიოთეკა”. პიონერულ სიტყვას ვიძლევი, არ ვიზარმაცებ და სხვა, საგანგებო, პოსტებსაც აუცილებლად გაახლებთ, მე შენ გეტყვი, საწერი გამომელევა… დასასრულს კი ერთ სიახლეზეც მოგახსენებთ, რომელიც, ალბათ, უკვე იცით, მაგრამ აქ გაჟღერების სიამოვნებას ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებ – მეთორმეტე ტომად ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის, ჯონ ფაულზის სადებიუტო რომანს – “კოლექციონერს” გვპირდებიან. ბიბლიო-გურმანების სერიაა-მეთქი, ტყუილად კი არ ვამბობდი…














კარგია, როდესაც გამომცემლობა კარგად მუშაობს <3 ხარისხიც და არჩევანიც კარგზე კარგია!
ნუ, პოსტიც :)
აბა რა :) ყველაზე მეტად ფართო არჩევანი მომწონს.
“დაიკიდე, ჯივზ” მაქვს მხოლოდ მაქედან. ამ დღეებში მოუწევს ჩემს ჩანთაში დაბუდება და გზადაგზა კითხვა :D
კარგად იხალისებ :) მე ძველი ბრიტანული სერიალით მახსოვდა და ჯერ მაშინ მოვკვდი სიცილით :))
აბა მე საერთოდ არაფერი მაქვს მაქედან :)
სამზითვო 100-ეულს არ ეწყინოს, მაგრამ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” პირველი სერიული გამოცემაა, რომელსაც უსიტყვოდ ვენდობი :) ხალხის არჩეული ათასჯერ გადათარგმნილ-ნაყიდ-წაკითხული წიგნებისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცი, რომ რაღაც საინტერესო დამხვდება… თან ყოველ ჯერზე განსხვავებული :)
განსხვავებულობა და მრავალფეროვნება სამარკო ნიშანია უკვე :) იმედია, ასე გააგრძელებენ.
აფსოლუტურად გეთანხმებით შენც და კეჟერაძესაც, ძალიან მაგარი პროექტია, იმედია ბოლომდე ასე გააგრძელებენ :)
იცი,რა, სანდრო, ამ თორმეტი ტომიდანაც ჩანს, რომ რედაქტორები მუშაობენ სერიოზულად. ეს სერია ერთი, უბრალოდ, რიგითი პროექტი არ არის “დიოგენესთვის”, სახელობითი ბრენდია და ამიტომაც მაქვს იმედი, რომ ხარისხს ბოლომდე შეინარჩუნებენ.
ჩემი სურათებიო და შემოვვარდი დაფეთებული :ბუზღუნ:
დიოგენე კარგია ხარისხით და ფასიც კაი გემრიელი ადევს :დდდ მე ამ პერიოდულ ფასდაკლებებში ვერ გავერკვიე :უსერ:
ჩემი გადაღებული სურათებით :)) გამომცემლობას კი აქვს კოხტა ფოტოგალერეა, მაგრამ ამ პოსტისთვის საკუთარი ბიბლიოთეკის ხედები გამოვიყენე :))
ფასდაკლებების ამბებზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო და, იქნებ, რაღაცებში გამოგადგეს. “დიოგენეს” რაც შეეხება, აქვე გეტყვი, ქევან – ყოველი თვის ბოლო შაბათი “მწვანე შაბათია” მანდ, რა რიცხვიც ემთხვევა, იმდენპროცენტიანი ფასდაკლება აქვთ. ანუ, 25-ზე ნაკლები თითქმის არასოდეს გამოდის.
შენი წყალობით გავედი დიოგენეს ბიბლიოთეკაზე და მეც აშკარად კმაყოფილი ვარ სხვების მსგავსად.
სურათებიი<3
მაგარია მოლის ბიბლიოთეკა რა გაწკრიალებულია ჩემსას კი არ გავს ზედახორა რომ მაქვს.
გაწკრიალებულზე გამეღიმა :))
წინასწარგანზრახვით გააწკრიალე?:)
არა :) ჩემთან სულ ასეა. უბრალოდ, სიტყვაზე გამეღიმა :)
მე სულ ვაწკრიალებ და სულ არეულია. ორი დიდი ტკივილი მაქვს წიგნების კარადა და ტანსაცმლის კარადა, ფაქტიურად სულ ვალაგებ და სულ არეულია
ორ კვირაში ერთხელ აუცილებლად საფუძვლიანად ვალაგებ ორივეს. პლიუს, ყოველდღიური მიხედვა :) ჰოდა, ბევრი არც არაფერი სჭირდება ხოლმე.
ეტყობა არ იცი არევა ჩემსავით თორემ …
ვისურვებდი ამ კოლექციას ჩემს თაროებზე და თავისუფალ დროს თუნდაც ცოტას ჩემს ყოველდღიურობაში :)
თავისუფალი დრო ჩვენი თანთია და ტკივილი :((
მე სულ რამდენიმე წიგნის მაქვს აქედან, ისიც შემთხვევით ხელში მოგდებული, თუ გამიმართლებს და სამსახურში მოიტანენ წიგნებს გასაყიდად მაშინ თუ ვყიდულობ ხოლმე. დიდად სიახლეებს თვალს ვერ ან არ ვადევნებ, ამიტომ არც ის ვიცი ხოლმე რა იგეგმება ან რა გამოიცა, მაგრამ შენი ბლოგი ამარტივებს საქმეს, არაა აუცილებელი ყველაფერს ცალ–ცალკე ვადევნო თვალი, არიქა რამე არ გამომრჩეს მეთქი, აქედან ისედაც ყველაფერს ვიგებ :) პაუზა მქონდა, 2 თვე იყო წიგნი არ გადამეშალა, შაბათ–კვირას ახალი სეზონი გავხსენი და იმდენი მაქვს წასაკითხი <3
ჩემთანაც მოაქვთ სამსახურში დროდადრო. რამდენიმე გამომცემლობა იმპროვიზებულ გამოფენა-გაყიდვას მართავს ხოლმე და მოსახერხებელია, ძალიან. ოღონდ, ხშირად არა…
სეზონის გახსნა მომეწონა <3 შენ კარგად იყავი, ფინიკი და სიახლეებს არ მოგაკლებთ მკითხველებს :)
ძალიან სწორად შენიშნე, გემოვნებიანი ლიტერატურაა, ბიბლიოფილებისათვის. ყველაზე მეტად ის მახარებს, ახალ თარგმანებს, რომ გამოსცემენ და თან ხარისხი რომ შესაბამისად კარგია, სადა და დახვეწილი <3
იერსახე ცალკე აღნიშვნის ღირსია – სადა, დახვეწილი, ფუნქციონალური. ზუსტად ისეთი, თანამედროვე ბიბლიო-სერიას რომ შეეფერება.
ერთხელ ერთი ბინიდან მეორეში რომ გადავედით მამაჩემს მძღოლი ყავდა ერთი – კარგი კაცი იყო ძაან, კეთილი და მიამიტი… ჰოდა რომ გვეზმარებოდა ბარგის გადაზიდვაში და რამე – მერე უთქვამს ალალად – ეს რამდენი ქაღალდები მოგიგროვებიათო (ბიბლიოთეკაზე). :)
მაშინ კი გვეცინებოდა, მარა თურმე რა შორსმჭვრეტელი კაცი იყო და სად იხედებოდა წინ :)
ქინდლი იწინასწარმეტყველა :)
შესანიშნავი წამოწყებაა ნამდვილად და მეც მიმაჩნია რომ საუკეთესო პროექტია. უკვე 3 წიგნს გავეცანი ამ სერიით და ძალიან კმაყოფილი ვარ, ხარისხიც მომწონს და რბილი ყდაც.
და ყველაზე კარგი ის არის, რომ იბეჭდება აქამდე გამოუცემელი წიგნები – ამაზე სასიხარულო სხვა რა უნდა იყოს ბიბლიოფილისთვის!
ჰეჰ… დღეს ისეთი რამ დააანონსეს, პირი დამრჩა ღია. ოსტერის და კუტზეეს მიმოწერა უნდა გამოვცეთო. საქმე იმაშია, რომ ორიგინალი ჯერ არ დაბეჭდილა და ქართული თარგმანი ასწრებს :))
ვაჰ… საინტერესოა.
ის თუ ნახეთ, რომ დაანონსეს, “მკვდარი სულების” მეორე წიგნს გამოვცემთო?
მე “თომას სახარებასაც” ველოდები.
”თუნუქის დოლი” მითხრეს რო ძალიან ცუდი თარგმანიაო და მაგიტომ შევიკავე შეძენისგან თავი, მართალი მითხრეს? შენს თაროზე შევნიშნე და მაგიტომ გეკითხები.
მეც ასე მითხრეს. ოღონდ, მაინც წავიკითხე. რა გითხრათ, აღქმა სუბიექტურია და უპირობოდ უვარგისი თარგმანიც ბევრი მინახავს. “თუნუქის დოლზე” ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი.
ძალიან ველოდებოდი ამ წიგნის ქართულ თარგმანს და მეშინია იმედი არ გამიცრუვდეს, მადლობა.
ნწ, ძალიან ადრე დამეწყო სკლეროზი :დ რატომღაც 100%-თ დარწმუნებული ვიყავი რომ კომენტარიც დავტოვე და ლაიქიც :დ სტარასწ ნე რადასწ-ო :დ
რაც შეეხება პოსტს, დიოგენეს ამ პროექტზე წარმოდგენაც არ მქონდა :((((
ჯეკ კერუაკის “გზაზე” მარტო ტურიკას ხათრით როგორ არ უნდა წავიკითხო?
კაი, ახლა, კაი.. რაის სტარასწ. ისეთი რამ თქვი, დაგიჯეროთ.
ახლა იცი, სამაგიეროდ, და ძალიან მიხარია, აქ რომ გაიგე :)
წიგნის ყიდვა მომანდომე
კარგი პოსტი გამოსულა, ანუ :)
მოლი, შენ ხომ ქინდლი გაქვს.. რაღაც მინდა გკითხოოო :( დიდი გაჭირვება მაქვს ვერაფრით ვწერ წიგნებს, სადაც არ მივედი ყველგან უკან გამომისტუმრეს დამეხმარე :(((
სად მიხვედი და უარით გამოსტუმრება რას ნიშნავს? გადმოიწერე წიგნი, შეართე ქინდლი კომპიუტერთან, გახსენი და შესაბამის ფოლდერში დააკოპირე. ეს არის და ეს.
saqmec maagashia saidan gadmoviwero ? :)
ქინდლზე პოსტები დევს ბლოგზე და ბმულებიც მაქვს მითითებული.
შემშურდა :)
:) სულაკაურებით გარშემორტყმული “დიოგენეს ბიბლიოთეკა” :)
[...] ლიტერატურაზეც” და ეტალონურ “დიოგენეს ბიბლიოთეკაზეც“, დღეს კი ყველა გაგებით [...]
ჰეჰ, ყველას ვერ სწვდება ჩემი ბიუჯეტი… :)
დღეს დავამთავრე “გზაზე”. მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი ჟანრი არაა ( :
ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერაზე მახსოვს, ადრე ლექტორი გველაპარაკებოდა და ძალიანაც გვირჩია, ჰოდა გამოვაყოლე ხელს, რომ მოვკარი თვალი. იმასაც ჩავუჯდები მალე… რიგშია ჯერ ( :