ღრმად პატივცემულმა ენგელსმა ბრძანა, შრომამ შექმნა ადამიანიო, იმაზე კი არავინ არაფერს ამბობს, რომ დასვენებამ კმაყოფილი და ბედნიერი ჰომო საპიენსი მოუვლინა ქვეყანას.
საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ეჭვი მეპარება, ჩემმა სტუმრებმა იცოდნენ, ენით აუწერელი ზარმაცი რომ გახლავართ. წელიწადნახევრის წინ ვინმეს რომ ეთქვა, კვირაში სამ პოსტს დაწერ, თითოეულ სიტყვას და წერტილ-მძიმეს საგულდაგულოდ გაასწორებ და დათქმულ დროზე გამოსაქვეყნებლად ნებისმიერი თავყრილობიდან დარსა თუ ავდარში უკანმოუხედავად გამოიქცევიო, გულიანად გამეცინებოდა და, რა თქმა უნდა, არ დავიჯერებდი.
არადა, ფაქტია – შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული, გაგანია სიცხესა თუ თავსხმა წვიმაში, ჰიჩკოკური დიეტისას თუ ლუკულუსის ნადიმზე, სახლსა თუ სამსახურში, ავადმყოფობისა თუ კარგად ყოფნისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში ერთი წუთით არც ბლოგი დამვიწყებია, არც მკითხველები და ჩემივე დაწესებული მკაცრი გრაფიკი ოდნავადაც არ დამირღვევია.
ზღვა კოვზით დაილიაო, გაგონილი გექნებათ. ჰოდა, ახლა სწორედ ის დროა, კალამი ძირს დავდო და თქვენის ნებართვით (ან უნებართვოდ)
დამსახურებული შვებულებით ვისარგებლო.
შესაძლოა, ჩემი გამოსათხოვარი თავის დაკვრა ნაადრევი მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა ძალიან დავიღალე, თანაც ეს ოხერი ევროპის ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელაა და მინდა, ისე ვუყურო, ახალ პოსტებზე, ვიზიტორებზე, საპასუხო კომენტარებზე, ვორდპრესის ტოპ-ათეულზე, ფეისბუქის ჭირვეულობაზე და ათასგვარ სხვა წვრილმან-მსხვილმანზე არ ვიფიქრო.
თუ ვინმეს მოლი ბლუმი მოენატრება, შარშანდელის არ იყოს, ბლოგის კარი არც წელს დაგხვდებათ ცხრაკლიტულით ჩარაზული – შვებულება შვებულებად, მაგრამ მაინც შორიახლოს ვიტრიალებ და სტუმრებს უყურადღებოდ არ დავტოვებ. ნავიგატორი გადასარევად მუშაობს, საბავშვო ოთახიც ღიაა და გალერეაც. აქ კი იმდენი სასუსნავია, მასპინძლის გარეშეც ჩინებულად ჩაიკოკლოზინებთ პირს.
ისე, გულხელდაკრეფით ჯდომას არ ვაპირებ – მესამე სეზონისთვის საფუძვლიან რემონტს ვგეგმავ. რამდენიმე ახალი პროექტის ესკიზიც მოხაზული მაქვს, არც ძველი თემები დამრჩება უყურადღებოდ… ერთი სიტყვით, მოლის განახლებული ბლოგი კიდევ უფრო მრავალფეროვანი დ საინტერესო გახდება. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს.
კარლსონი რომ გაფრინდა, გემახსოვრებათ, კი დაიბარა, დავბრუნდებიო, მაგრამ როდისო, არ უთქვამს. მე კი ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შვებულება ზუსტად ზაფხულის ბოლო დღეს დასრულდება და პირველ სექტემბერს ყველას ვერანდაზე დაგელოდებით.














მოლი <3
:) ნენსი :)
She will be back ^^
აუცილებლად :) სად წავალ, რო…
აი მაგაზე ვამყარებ იმედებს ^^
ამას რომ მეტყვი, დაბრუნება რომც არ მინდოდეს, შემრცხვება და გადავიფიქრებ :))
ქალს ზაფხულის დაწყება გამიხარდა და ახლა დამთავრება მანატრებინა :(
გემრიელად გამაცინე, თაია :))))) სექტემბერიც მალე მოვა :)
ნამდვილად დაიმსახურე დასვენება, ახლა შეგიძლია მოკალათდე დივანზე ლუდით ხელში და დატკბე ფეხბურთით!
მადლობა, რომ ასე რეგულარულად გვამარაგებდი კარგი და კარგზე კარგი პოსტებით, არასოდეს გაგიცრუებია მკითხველისთვის იმედი და შესაბამისად, გული კი გვწყდება, რომ მომდევნო ორი თვე ახალი პოსტები მოგვაკლდება, მაგრამ ისიც, ვიცით, რომ სექტემბრიდან ახალი ძალებით შეუდგები მუშაობას და ბევრი სიახლით გაგვანებივრებ…
მოკლედ, ნაყოფიერ, მხიარულ და სიახლეებით სავსე ზაფხულს გისურვებთ, აქაურობას არ მიგიტოვებთ! :)
ამას რომ წაიკითხავ, მერე უკვე ყველაფერი შეიძლება :თვალცრემლიანიავტორი:
უღრმესი მადლობა, თამარა :) მარტო ასეთი კომენტარებისთვის ღირს აქ წერა. მესამე სეზონი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. გპირდებით! :)
ამატირებთ ახლა მე თქვენ :)
სიზარმაცეზე ასეთი ხალხი რომ წუწუნებს, თავი მართლა მუქთახორა მგონია :(
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ :)
მადლობა დიდი :)
ძველ პოსტებს მაინც წავიკითხავ. გვიან გავხდი შენი მკითხველი და ბევრი რამ არ წამიკითხავს. ხოდა, სარგებელს ვნახავ :)
როცა გაგიხარდება, მაშინ შემოიხედე… აქ დაგხვდები.
შემომელაიქა, თორე რა დასალაიქებელი პოსტი ახლა ეს იყო :(
პოსტმა რა დააშავა, შოშანა? :) პოსტი კარგია :იმედიმაქვს: :)
როგორ შეიძლება ტექსტი იყოს კარგი, როცა ის რის შესახებაცაა, არ მოგწონს :(
მე მომიტევეთ მაშინ :)
სასიამოვნო ზაფხულს გისურვებ მოლი!
მაინტერესებს ცვლილებები ბლოგზე..
სულით და გულით გელოდებით :)
მადლობა, ქრისტინა :) ცვლილებები აუცილებლად იქნება. თან – საინტერესო. მეც გელოდები პირველ სექტემბერს.
საფუძვლიან და სასიამოვნო არდადეგებს გისურვებ. შეხვედრამდე
მადლობა, კატერინა. შეხვედრამდე.
ნამდვილად ნაადრევი მომეჩვენა შვებულება, მაგრამ რას ვიზამ :( ისედაც შემოსწრებული მკითხველი ვარ და ძველი პოსტებიდან მოვყვები ხო და ახლები ხან და ხან თავ გზას მიბნევენ და ამასობაში ძველ პოსტებს მივაკითხავ :) სასიამოვნო დასვენებას და სიახლეებით დაბრუნებას გისურვებ მოლი
ჰოდა, როცა მოგიხერხდება, ძველებს დაუარე… ნავიგაროშია ჩაწიკწიკებული თემატურად. მადლობა, თაკლინე :)
ძირითადად ბლოგებზე შევდივარ და პოსტებს ბოლომდე არც ვკითხულობ ხოლმე, ზოგჯერ მხოლოდ ლაიქის ღილაკს მივაჭერ, პატარა კომენტარს დავტოვებ და გამოვდივარ. აი შენი ბლოგი ის გამონაკლისია, სადაც შემოვდივარ, თავიდან ბოლომდე ვკითხულობ პოსტს და მერე შეიძლება ლაიქის დაწერაც დამავიწყდეს ხოლმე ისე ვერთობი. დასვენება კარგია, იმედია ესეც დადებითად იმოქმედებს და მეტი შემართებით დაგვიბრუნდები. სასიამოვნო საზაფხულო დასვენებას გისურვებ მოლი <3
არ ვიცოდი, თუ მსტუმრობდი :) გამახარე :) სექტემბრიდან კიდევ უკეთეს პოსტებს დაგახვედრებ. გპირდები :))
:) დაველოდები სექტემბერს… ვიცი რომ არ იცოდი, ლაიქების/კომენტარების გარეშე დავბოდიალებ ხოლმე : ) მაგრამ სექტემბრიდან თუ უკეთეს პოსტებს დაწერ, ვეცდები შესამჩნევი გახდეს ჩემი ბოდიალი : )) პ.ს წავედიო და აშკარად გული არ გითმენს, მაინც აქ ხარ: )
“წავედი” იმას ნიშნავს, რომ ახალ პოსტებს არ ვწერ, თორემ ბლოგის უყურადღებოდ მიტოვებას და, მითუმეტეს, კომენტარების იგნორირებას არც ვაპირებდი.
ჩემი შეცდომაა, უკეთესი არ უნდა მეხსენებინა. უარეს პოსტებს არც აქამდე ვწერდი.
აქტიურობაზე რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე გეტყობა რომ ბლოგი და შენი პოსტები გიყვარს, თუნდაც ბოლო კომენტარით და ალბათ ამიტომაც გამოდის ასე კარგი:)
ბლოგიც, პოსტებიც და მკითხველიც :) აქაურობა მკითხველზეა ორიენტირებული და არა ვიზიტორებზე :)
როგორ იცი, რა, მოლი, არდადეგები ჯერ მეც კი არ დამწყებია. სასიამოვნო დასვენებას გისურვებ:)
აი, მე მოგასწარი :)) აბა, პეპის არ იყოს, რაკი შენ სკოლაში სწავლობ და მე არა, არდადეგები არ უნდა მქონდეს?! უსამართლობაა :(((
მოლი ამ ბოლო პერიოდში ვეღარ შემოვდიოდი შენს ბლოგზე როგორც მინდოდა, მაგრამ შენი თქმისა არ იყოს შორი ახლოს მაინც ვტრიალებდი:დ;დ; დიდი მადლობა შენ ასეთი საინტერესო, ზოგჯერ უცნაური და ჩასაკოკლოზინებელი პოსტებისათვის:*** წინ ცხელი ზაფხული, დიდი ფეხბურთი, ლუდი , ზღვა , ზაგარი, სასიამოვნო უსაქმურობა და ასე შემდეგ:დ;დ;დ აბა შენ იცი ახალი იდეებით დატვირთული დაგვიბრუნდი:)))
მადლობა შენ, რომ მსტუმრობ და მკითხულობ. იმედია, სექტემბრიდან კიდევ არაერთხელ მეწვევი და ისე, არც ამ ორ თვეში დაილევა აქ საკითხავი… ძველი პოსტები საკმარისზე მეტია :)
გული დამწყდა მოლი, დიდი არდადეგეების მოწყობა კარგი იდეაა ,მაგრამ ამდენ ერთგულ მკითხველს სექტემბრამდე რა გააძლებინებს… შენი ბლოგი რომ მომენატრება შენს ძველ პოსტებს გადავიკითხავ…
ეს ორი თვე მე ვიქნები მკითხველის როლში. თქვენ წერეთ, მე წავიკითხავ და დროც გავა :))
კი, ზაფხული უცებ გაფრინდება:(
აბა, რა… კარგი ყველაფერი მალე გადის :)
სამწუხაროდ.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ მოლი, შვებულება აშკარად დამსახურებულია :)
მადლობა, ფინიკი :)
სათაურით ვერ მივხვდი პოსტი რას ეძღვნებოდა, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი მქონდა. ძირითადად, რომელიმე მწერლის გამოსათხოვარი წერილი ან წიგნიდან ამოღებული ფრაზა მეგონა. ისიც დავუშვი, რომ სამსახურში შვებულებას იღებდი და კიდევ მეტი დრო გექნებოდა ბლოგისთვის :) ეტყობა, ბლოგიდან დასასვენებლად გასვლა შენგან ამდენად ვერ წარმომედგინა.
მეორე აბზაცისას უკვე რაღაცას მივხვდი და ისეთი ემოცია გამოიწვია, არა ”ჰეფი ენდიანი” წიგნის კითხვისას რომ ხდება. ნელ-ნელა რომ გეპარება ემოცია და ბოლოს მოგწონს, იმის გამო, რომ ვიკვირვებ. ამას ჩემი ”ლაიქის” ასახსნელად ვწერ. :)
შემოგივლი ხოლმე, ბევრი რამ მაქვს საკითხი.
კონან დოილის მოთხრობის სათაურია, ანნა :) ჰოლმსის ერთ-ერთი საქმე. შვებულებაში შარშანაც ვიყავი, ოღონდ, აგვისტოში და ერთი თვით. წელს ოდნავ უფრო ხანგრძლივი დასვენება გამომდის.
შემოიარე, აქ ასეთ სტუმრებს ყოველთვის სიხარულით ხვდებიან.
მადლობა დიდი :)
აჰა, ეტყობა მაგიტომაც ვიტრიალე იქვე.
მაინტერესებს დაპირებული სიახლეც..
სიახლე მართლა საინტერესო იქნება :თავმდაბალიმოლი:
მოლი, როგორ დამწყდა გული… შენი გრძელვადიანი დასვენება ჩვენს გრძელვადიან მოწყენილობას ნიშნავს… მომენატრება ელ-ფოსტაზე მოლის ახალი პოსტების შესახებ მოსული შეტყობინებები, ამ საინტერესო ბლოგის კითხვა, ახალი ინფორმაციით საკუთარი ცოდნის გამდიდრება. ძალიან დამაკლდებით.
თუმცა აბსოლუტურად გეთანხმები, რომ:
1. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდი ყოველთვის საკუთარ ბლოგს;
2. ყველა პოსტი უაღრესად გამართულად, გრამატიკისა თუ პუნქტუაციის ყველა წესის დაცვით იყო დაწერილი;
3. წერდი მკითხველისთვის. შენს თითოეულ პოსტს მკითხველზე ზრუნვა, მისი ინტერესების გათვალისწინება ემჩნეოდა;
4. და ნამდვილად დაიმსახურე შვებულება.
კარგი დასვენება, მოლი! განახლებული ენერგიით დაგვიბრუნდი და სექტემბრიდან კვლავ გაგვანებივრე შენგან ამას ჩვეული მკითხველები.
სიყვარულით,
ტაბუ
თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ, ლამის გადავიფიქრო და შვებულება გავაუქმო…
უღრმესი მადლობა, ტაბუ. მკითხველის ასეთი შეფასება უაღრესად სასიამოვნოა და, რაც მთავარია, რწმუნდები, რომ ტყუილად არ წერ. ჰოდა, სექტემბრიდან კიდევ უფრო საინტერესო პოსტებზე დამეწვიე :) მოლოდინს არ გაგიცრუებ, გპირდები :)
ჰო მართლა მეადრა ცოტა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. შენ ბლოგზე ძველი პოსტების წაკითხვაც ერთი სიამოვნებაა ხოლმე :) ასე რომ მე მაინც არ მოვიწყენ, აქაურობას არ მოვინატრებ :) შენ კი საფუძვლიან დასვენებას გისურვებ მოლი :)
welcome :) და მადლობა, ჯეინ :)
მგონი, წელს ბლოგის არდადეგებმა სკოლასაც კი დაასწრო, მაგრამ ასეთი შესაშური სტაბილურობის და ხარისხის შემდეგ რა გვეთქმის :) …სექტემბრამდე შემოსწრებულ მკითხველებს შევუერთდები და თავისუფალ დროს მე რომ მიყვარს, იმ კატეგორიის წაუკითხავ პოსტებს გადავავლებ თვალს :)
აშკარად დაასწრო :) ოღონდ, სკოლა, ბლოგისგან განსხვავებით, მანამდეც ისვენებდა.
ბიბლიოთეკას გულისხმობ, ალბათ. ჰოდა, მანდ ჯერ კიდევ პირველი სეზონის პოსტებია. თან, არც თუ ურიგო პოსტები :)) ასე რომ, ველქამ!
გული კი დამწყდა, :( მაგრაამ სასიამოვნო დასვენებას გისურვებ….. :):) ველით შემდეგ სეზონს :)
მადლობა, ქალბატონო სპიკერო :)
არაფერს, არაფერს :):):):)
ნახვამდის მოლი :)
დროებით, იაკო :)
კარგად დაისვენე მოლი და დაგვიბრუნდი :)
აუცილებლად :)
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ მოლი და მკითხველი ველით შენს დაბრუნებას კვლავაც. <3
მადლობა, ანა :)
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ მოლი :))))
danke!
მე ისევ აქ ვა ^^
მეც აქ ვარ :)
სასწაულად ცხელა და თავი შევაფარე
არ თქვა :( პაპანაქებაა…
მოლიიიიი :))))) ^_^
ჯესს :)
ძველი “მე”-ს მონატრება.
აბა, რომელი ძველი მე-ს, მარი? :)
ეჰ, ახლა ჩავრთე ინტერნეტი კვლავ, მევთქვი ახალ პოსტებს წავიკითხავთქო და მშვებულებაში დამხვდი, რაღა დამრჩენია დაგელოდები და რაც არ წამიკითხავს ამ პერიოდში იმას წავიკითხავ :)
ოლ რაიტ, სანდრო :) მთავარია, რომ ჩართე. სექტემბერიც მალე მოვა, მანამდე გამოტოვებულ პოსტებს გადახედე.
მართალია, მოლი, ჩემი ზედმეტად გადატვირთული გრაფიკის გამო შენი მუდმივი მკითხველი არასდროს ვყოფილვარ, მარა… ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მომენატრები :) <3 <3
სასიამოვნო ზაფხულს გისურვებ :*
როცა გაგიხარდება, მაშინ შემოიხედე, ნანაკო :) ყოველთვის სიხარულით დაგხვდები.
მადლობა :)
მოლი მიყვარხარ :* მალე დაბრუნდი მანამდე კი შენს ძველ პოსტებს ჩავუჯდები და წავიკითხავ (hug)
მალე დავბრუნდები :) მანამდე – ველქამ! :) აქ ბევრი ძველი პოსტია და არც თუ უინტერესო :))
:შურ: :შურ: მეც ისე მინდა დასვენება:/ გამოცდები გაიწელა :/ მგონი სექტემბრამდე აპირებენ ლექტორები ჩვენს წამებას :/ მეც იმდენი პოსტი გამოვტოვე შენი, რომ როგორც კი მოვრჩები ყველაფერს აუცილებლად წაგიკითხავ <3
welcome!
სახლის პატრონი ისევ ცარიელია? :( ჯერ ისევ არ მოსულა?
ვაიმე რაი დამიწერია :დდდ
რაზე ვფიქრობდი ნეტა :დდ
მინდოდა მეთქვა, სახლი ისევ ცარიელია და პატრონი არ ჩანს თქო და რა გამომსვლია :შშშშშ :(((
ნუ, მეც ასე გავიგე :) ასე, რომ ყველაფერი წესრიგშია :)
:( კარგია . ყველგან ვწერ აქაც დავწერ ჩემი ბლოგის მისამართს http://hermioneblog.wordpress.com/
[...] თვის წინ გამიჩნდა, მაგრამ მაშინ ბლოგერულ შვებულებაში გახლდით, ევროჩემპიონატით ვტკბებოდი [...]