მოგეხსენებათ, ადამიანებს ფეხბურთთან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ – ზოგი თავგადაკლული ქომაგია, ზოგიც აბსოლუტურად გულგრილადაა განწყობილი. ზოგი მწვანე მინდორზე გაგორებული ბურთის ცქერით მხოლოდ მოცალეობის ჟამს იქცევს თავს. მოკლედ, როგორც ამბობენ, კაცია და გუნებაო… თუმცა, დარწმუნებული ვარ, მოლი ბლუმის ბლოგის ყველაზე არასპორტულმა მკითხველმაც კი იცის, რომ დღეს უკრაინასა და პოლონეთში დიდი ზეიმი იწყება – ევროპის ჩემპიონატი.
ჭადრაკის გარდა არაფერი მითამაშია, თუმცა ამას გულშემატკივრობისთვის ხელი არასოდეს შეუშლია – რამდენიმე, განსაკუთრებით მოსაწყენი სახეობის გარდა, ყველაფერს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს, უპირობო ფავორიტი კი მაინც ფეხბურთია – La Liga და პრემიერლიგა, ათასგზის რეფორმირებული ევროთასები და რა თქმა უნდა, მუნდიალი და ევრო…
“ჩემი” მსოფლიო ჩემპიონატების ათვლას მექსიკით ვიწყებ. სულ რაღაც რვა წლის გახლდით და, რა გასაკვირია, რომ სპორტულ პერიპეტიებზე მეტად ტელეტრანსლაციების შთამბეჭდავი “ქუდი”, მწვანესომბრეროიანი ბიჭუნა ჩილი, ბულგარელების სიმპატიური ფორმა და მარადონას სიხარულის ცრემლები დამამახსოვრდა. სხვათა შორის, შინ საკმაოდ სქელი და ინფორმატიული, საგანგებოდ მსოფლიოს თასისთვის გამოცემული ჟურნალი მქონდა და სტატისტიკას გულმოდგინედ, მონდომებისგან ენაგამოყოფილი ვავსებდი კიდეც.
მერე და მერე გამოცდილებაც შევიძინე, წესებშიც გავერკვიე და მომდევნო ჩემპიონატებს უკვე “სპეციალისტის’ თვალით ვუყურებდი. ამერიკულ პირდაპირ რეპორტაჟებს ნაშუაღამევს ველოდებოდი, კორეა-იაპონიის
მუნდიალის დროს ჩანთაში მომცრო რადიო მეგდო – თამაშები ლამის შუადღისას იწყებოდა, მე კი მაშინ უკვე ვმუშაობდი, ოღონდ, სამსახურში არც კაბინეტი გამაჩნდა და არც ტელევიზორი.
ბუნებრივია, არც ევროპის ჩემპიონატები გამომიტოვებია. 1988 წელს, მართალია, ჯერ ისევ საბჭოეთში ვცხოვრობდით, მაგრამ ფინალში მაინც ჰოლანდიელებს ვქომაგობდი. ბნელით და უკუნით მოცულ ოთხმოცდათორმეტში საქართველოში ფეხბურთისთვის ბევრს არ ეცალა, მაგრამ, იუგოსლავიის დისკვალიფიცირებული ნაკრების ნაცვლად ბოლო წუთს დამატებული დანიელების ბენეფისი მაინც ვნახე. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების – ფრანგების ევროგამარჯვებაზე, ბერძნების სამარცხვინო, სულელური “ოქროს გოლის” წყალობით მოპოვებულ ჩემპიონობაზე და “Furia Roja”-ს ბოლო ტრიუმფზე არაფერს ვამბობ – სულ ახლახანს იყო და ყველაფერი მისხალ-მისხალ მახსოვს.
ერთი სიტყვით, მუნდიალის და ევროს ერთგული მაყურებელი გახლავართ. ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრის კი მთელი გულით მშურს – ჩემგან განსხვავებით, საკუთარ გუნდებს ქომაგობენ და იმიტომ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ოდესმე, ხალხით გაძეძგილ სტადიონზე, თეთრ-წითელი, ხუთჯვრიანი დროშების აფრიალების დროც დაგვიდგეს. არ გეგონოთ, ბევრს ვითხოვდე – მანდ მოვხვდეთ და ჯგუფური ეტაპის სამ წაგებაზეც თანახმა ვარ…
ჰოდა, დღეიდან პირველ ივლისამდე, საღამოებს ტელევიზორთან გავატარებ და ერთ პირდაპირ რეპორტაჟსაც არ გამოვტოვებ. თქვენთან კი ფრიად სახალისო წინადადება მაქვს – მოდით, საყოველთაო საფეხბურთო ციებ-ცხელების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ყველამ ფავორიტი ნაკრები დავასახელოთ და ვნახოთ, ვისი პროგნოზი გაამართლებს.














ანა და ფეხვურთი – ცა და დედამიწა,კი არა უფრო უარესი. :)
სპორტი საერთოდ არ გიყვარს, ანა? :))
მიყვარს,მხოლოდ ფეხბურთი არა. :) კალათბურთი მიყვარს განსაკუთრებით და ფიგურული სრიალი.
მე და ფეხბურთი ვერ ვუგებთ ერთმანეთს. :)
კალათბურთიც მიყვარს და სრიალიც :) იმდენად მიყვარს, რომ ტანცი ნა ლდუ-საც ვუყურებდი რამდენიმე წლის წინ.
მეც :)) დღემდე რჩება ჩემს უსაყვარლეს სახეობად.
ოდესმე ფიგურულ სრიალზეც დავწერ :)))
მე გულზე ხელის დადებით ვამბობ, რომ არც ერთ თამაშს არ ვნახავ :) არც კი დავინტერესდები. თუ როდესმე ჩვენ ვითამაშებთ, მაშინ არ ვიცი, ეგებ კიდც გამიჩნდეს სურვილი, თორემ ისე მე და ფეხბურთი ნამეტანი შორს ვართ და საერთოდ, სპორტი და მე :)
ნუ, თუ შორს ხართ, მაშინ, რა თქმა უნდა, არ უნდა ნახო, კატერინა.
ესპანეთი – მე და მამიკო
ესეც პირველი პროგნოზი, თან რა სასიამოვნო <3
არ მიყვარს ფეხბურთი :)
ერთადერთი სპორტი, რომლის დიდი მიმდევარიც ვიქნებოდი ცურვაა :)
ერთხელ, ოთხი დღე გადაბმულად ვუყურებდი ცურვაში ევროპის ჩემპიონატს. შვებულება მქონდა :) “არენას” შაპოჩკები და სათვალეები მომეწონა ძალიან.
:დ ასეთი აზარტულიც არ ვარ. თუ არ დამავიწყდა, მაშინ ვუყურებ :)
სამაგიეროდ, სხვა რაღაცებისთვის დაგრჩება მეტი დრო :)
:დ :დ ჰო, ეგ მართალია :დ
მე ნარინჯისფერი ვარ 1998-დან <3
უჰ.. ბოლო მსოფლიოს ფინალს მძიმედ განიცდიდი აბა შენ…
“მძიმედ” ? მსუბუქი სიტყვაა. მძულდა ყველა ესპანელი და ყველა ესპანეთის ფანი.
http://porcupinemike.wordpress.com/2012/04/17/iniesta/ აგერ აქ მიწერია დამპალი ინიესტას შესახებ :|
“თამაში დაიწყო და საფეხბურთო სამყაროც ადუღდა. მსაჯი – ბავშვობიდანვე საძულველი ჰოვარდ ვები! მატჩს ჰოლანდიის ფანკლუბში ვუყურებდი, ნარინჯისფერ გარემოში. იყო ულევი ემოცია, დაძაბული მომენტები და გარდამავალი უპირატესობები.
ძირითადი დრო : 0-0
დამატებითი ნახევარი საათიც იწურებოდა და თითქოს თასის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიაში უნდა გადაწყვეტილიყო, როცა საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ინიესტამ დაარტყა.
იმ ღამით ვიტირე !”
მეც ვიტირე :) ოღონდ, სიხარულისგან :))
(მტრისბლოგიშემყვარებიაღმერთმანი :))
წელსაც ფინალში დავეჯახებით. შურს ვიძიებთ !!!
საქართველოს ნაკრები, ესპანეთის ნაკრები და ბარსელონა :)
ვნახოთ… შორია ფინალამდე. ისე, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.
უარს ვინ იტყვის ფინალში გასვლაზე ?!
დაველოდოთ კიევს ^_^
დაველოდოთ… ისე, მხოლოდ ფინალს ესპანელებს მარცხად ჩაუთვლიან. მე არ მგონია მარცხი, მაგრამ ძალიან ბევრს ელოდებიან ამ გუნდისგან და ეს, სადღაც, მაშინებს კიდეც.
ფეხბურთის მოყვარული ნამდვილად არ ვარ. ერთადერთხელ 2006-ში ვუყურე მსოფლიო ჩემპიონატს და არგენტინას ვგულშემატკივრობდი :)
და იმ ერთხელაც ჩააფლავა არგენტინამ…
ჩემნაირი ფანის ხელში აბა რა დაემართებოათ.
:))) მაი აფერი :)
ფეხბურთი რომ არ არსებობდეს, ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა :/
ვისთვის როგორ
ეგეც არის
ეგ არის. ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს. ზოგისთვის ფეხბურთითაც საინტერესოა და ზოგისთვის ფეხბურთის გარეშეც უაზრო.
ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა. :)
სხვების კიდე სხვებმა იდარდონ
ჰო, პირველი კომენტარს “ჩემთვის” მოუხდებოდა.
ჩემთვის ფეხბურთის გარეშეც ძალიან საინტერესოა და ფეხბურთით – კიდევ უფრო საინტერესო.
სხვების სხვებმა იდარდონ (c)
არა ზუსტად ისე დავწერე პირველი კომენტარი, როგორიც მინდოდა ^_^
ნუ, შენი საქმისა შენ იცი. ჩემი და იმათი ცხოვრება, ვინც მაინტერესებს, როგორია და ფეხბურთი რას აშავებს, კი ვიცი და სხვისი რა ჩემი საქმეა..
:D
Spain – ყველაზე მეტი ბარსელონელია )))
ორმაგი agree :)
ჩემი ფეხბურთის სიყვარული 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან იწყება, მაშინ არგენტინას ვგულშემატკივრობდი, ამის შემდეგ დაიწყო ჩემი და გერმანიის სიყვარული. კანიჯა და მარადონა მახსოვს, განსაკუთრებით მიყვარდა კანიჯა, თავისი გრძელი თმით.
ამის შემდეგ გერმანიის გარდა აღარავის ქომაგი ვყოფილვარ. ჩემთვის ევროპა და მსოფლიო იმხელა მოვლენებია რომ გული მიფართხალებს :)
ფეხბურთის სიყვარული მემკვიდრეობით გადმომეცა მგონი, მამაჩემის სამსახურიდან გამომდინარე საქართველოს შიდა ჩემპიონატების მატჩებსაც კი ვესწრებოდი ხოლმე :)
ჩემი ფავორიტი რა თქმა უნდა გერმანიაა :)
პ.ს. ლაიქ ფუნქცია აქვს გაფუჭებული ჩემ ბრაუზერს, თორემ ათასჯერ დავალაიქებდი ამ პოსტს. სახლში რომ მივალ გამოვასწორებ :)
კანიჯა მეც მომწონდა და არგენტინაც მესიმპატიურება ;)
ჰო, დღეს დიდი დღეა. ერთი სული მაქვს საღამომდე :)
აუ რა საფეხბურთო ისტორია გქონია, მშურს :) მე 2002 მუნიდალიდან ვუყურებ, 10 წლის ვიყავი მაგ დროს..
ცოტა რთულია, საფრანგეთს აქვს პოტენციალი, თან ფავორიტად არ მიიჩნევენ და ესეც დაეხმარებათ, მაგრამ ეს ევრო მაინც გერმანიის მგონია..
ჩემი ინგლისი ალბათ ისევ ჩაბანძდება :|
ისტორია მთლად ჩემი დამსახურებაც არ არის :) ასაკის ბრალია :)
ინგლისი მართლა მძიმე დღეშია. ლამპარდი დაიმტვრა, თან მწვრთნელი გამოცვალეს და არა მგონია, ამან გუნდი გააძლიეროს.
მე ფეხბურთი არ მიყვარს და ვერც ვერკვევი :/
წელს ცხელი ივნისი გვექნება :) ჩემი და ფეხბურთის ახლობლობის 10წლისთავის აღსანიშნავად ევროპის ჩემპიონატზე უკეთესი საჩუქარი რა უნდა იყოს :)
საქართველოს არყოფნის და ბრაზილიის “არაევროპელობის” გამო ნეიტრალური ვარ და შესაბამისად დიდი სიამოვნება მელოდება :))) ჯერ ადრეა პროგნოზები, მაგრამ გერმანია და ჰოლანდია იმსახურებენ გამარჯვებას – რამდენი ხანია არაფერი მოუგიათ, არადა იმსახურებენ…
რა თქმა უნდა, იმსახურებენ :) ორივე გუნდი, პლიუს ესპანეთი.
მე 2006 წლიდან ვითვლი ჩემს გამოცდილებას, რა ვქნა პატარა ვარ ჯერ :( ჩემი ფავორიტი რომ გერმანიაა, ვინც არ იცის ახლა გაიგებს :) დამსახურებით ყველა გუნდი იმსახურებს, მაგრამ მე ჩემს ფავორიტს უნდა ვუგულშემატკივრო და ძალიან გახარებული ვარ გერმანია და ჰოლანდია ერთ ჯგუფში რომ არიან, ორ წელზე მეტია მათ შეხვედრას ველოდები, სიამოვნებით ვნახავდი გერმანია საფრანგეთსაც, თუ ფრანგებმა არ ივაჟკაცეს როგორც მსოფლიოზე… :(
მოკლედ დიდ იმედებს ვამყარებ (ფულსაც ვამყარებ მგონი :) ) ამ ჩემპიონატზე, ჩემი საგამოცდო წარმატებები მთლიანად მას ემყარება :)
შენ მართლა პატარა ხარ :) სადღაც შემშურდა კიდეც :)
ფინალურ ეტაპზე ვინც მოხვდა, ყველა ღირსეულია, რა თქმა უნდა (ისევ და ისევ სპორტული პრინციპიდან გამომდინარე), მაგრამ დამსახურებით, ალბათ, ეს სამი გუნდი იმსახურებს. ინგლისი ის ინგლისი აღარ არის, საფრანგეთი დიდი ხანია, მხოლოდ სახელია… მოკლედ, ვნახოთ.
გეთანხმები მოლი, თუმცა შევხედოთ წელს რა მოხდება, არც იტალიაა მოწოდების სიმაღლეზე… თუმცა ერთის მხრივ სულ ერთი და იმავე გუნდების ყურება არცაა აუცილებელი, მაგალითად წელს ხორვატიის დიდი იმედი მაქვს, რუსეთის რა მოგახსენო და საბერძნეთს და ჩეხეთს უნდა დავაკვირდე აგრეთვე…
მსოფლიოზე ძალიან მაინტერესებდა შარშანწინ თუ როცა იყო არგენტინა ესპანეთი და გერმანია ჰოლანდია :) მხოლოდ ერთი ამიხდა მოუთმენლად ველოდები :) დღეს საუბედუროდ ვერ ვასწრებ გადაბარგებას ჩემს მეორე სახლში და ვერ ვუყურებ თამაშებს, არ ვიცი როგორ გავათენებ, მაგრამ ხვალიდან იწყება არდავიწყება :)
ესპანეთს წარმატებები :*
რუსეთი დიდი ამბიციებითაა ჩასული და სულ მცირე, წინა ევროს შედეგების გამეორება უნდა. ჩეხებს და ხორვატებს მეც ინტერესით დავაკვირდები, თუმცა მაინც ანდერდოგები არიან. ანუ, ამ გუნდების წარმატება სენსაცია იქნება. გერმანია-ჰოლანდია კლასიკაა :) ინგლისი-საფრანგეთიც, ესპანეთი-იტალიაც… ევროს ეშხი ასეთ თამაშებშია. ბევრია ხოლმე. უკვე ჯგუფურ ეტაპებზე.
გერმანიას წარმატებები :))
ესპანეთი! ეს ის იშვიათი შემთხვევაა, ბარსელონას გულშემატკივრებს უპირობოდ რომ ვეთანხმები.
მსოფლიოზე და ევროზე ბლანკოსიც კი ჩემიანია…
vaime dges leqtormac shemogvifriala furclebi, es safexburto “Wortschatz”-io es gundebis chamonatvalio da tqveni prognozebi dawereto, me ki gavaproteste magram…mokled fexburtis moyvarulebs gilocavt da favoriti gundebis warmatebasac gisurvebt :)
მადლობა ფეხბურთის მოყვარულების სახელით :)
მე პას თან ნამეტანი პას. :)))
თქვენ კიდევ ყველას გისურვებთ თქვენი ფავორიტი გუნდების გამარჯვება გეზეიმოთ ამ ჩემპიონატზე :)))
მადლობა, ჯეინ :) მთელი ეშხი იმაშია, რომ ყველას ვერ გაგვიმართლებს :) მხოლოდ ერთს :)
tarmoidgine rogor ar miyvars fexburti rom sheni postidan gavige chempionatis datyeba.
ეს ისეთი გამონაკლისია, თამი, წესს რომ ადასტურებს!
მე როგორც ვთქვი ფბ–ზე, გულგრილი გავხდი ევროჩემპიონატის მიმართ. ჩეხებს ეტყობა აღარ ჰყავთ გოლის გამტანი და ა, დაეტყოთ.. :(
არც მთლად გულგრილი ყოფილხარ, რაკი ჩეხების ამბავი გცოდნია, ქევან.
ფეხბურთზე დღეს შენგან გავიგე, მოლი. ყველაზე არასპორტულმაც იცისო, – რომ ახსენე, ცოტა ჩამეღიმა. ჩემსა და ფეხბურთს შორის განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, რაც სრულწლოვანი გავხდი. თუმცა მთელი სკოლის პერიოდი ინგლისის ბე კლასის მატჩებსაც ვადევნებდი თვალს და ამჯერადაც, თუ ჩემი ხმა ხმად ჩაითვლება, იგივეს მოვნიშნავ :)
შენ და თამი ერთ გუნდში ხართ :)) ჩემპიონშიპს უყურებდი? მაგას დღესაც აჩვენებს ნტვ პლიუსი. არ არის ცუდი ლიგა, სხვათა შორის.
არა, ხომ ვთქვი, კაი ხანია, თვალიც არ მომიკრავს. თუმცა რომ გავიგე, ინგლისური გუნდის ფინალი, ქვეცნობიერად გავიხარე. ცუდი არ არის, მე ვარ მოღალატე :)
ასე იცის ახალმა გატაცებებმა…
ძალიან მიყვარს და ვწუხვარ, რომ კოლოქვიუმების და გამოცდების პერიოდს ემთხვევა:(
ინგლისის გულშემატკივარი ვარ და იმედია არ გამაწბილებენ:)))))))))
მოლი, შენ უეჭველი ბარსელონელებით გაძეძგილ ესპანეთის თამაშს ელოდები, ხო? :D :)
ჰო, სტუდენტებისთვის ცოტა არ იყოს, მოუხერხებელ დროს ტარდება…
აბა რა, თამთა :) დღეს ვეთამაშებით იტალიელებს და უკვე ვნერვიულობ :)
და მოუგებთ კიდეც ;) ;)
შენს პირს შაქარი :)
აჰა! დიდად არ ვგიჟდები თუმცა ყურება ნამდვილად ღირს. ;) წელს ალბათ გერმანია მოიგებს და მე კი ისე ჰოლანდიის ნაკრები მევასება, მაგათზე უფრო მეტად კი მაგათი ფორმები. :)
ნუ, აშკარაა, რომ არ გიჟდები :)
ოოო მოლი ფეხბურთი მაგარი რამეა, ზუსტად გუშინ წავიკითხე რომელიღაცა სპორტსმენის გამონათქვამი ,, ადამიანმა თავისი ცხოვრები მანძილზე შეიძლება შეიცვალოს ცოლი, პოლიტიკური პარტია, რელიგია, მაგრამ ის ვერასოდეს შეიცვლის საყვარელ საფეხბურთო გუნდს”,:;დდ; ჰოდა ეგრე ვარ მე ბავშვობიდან იტალიის თავგადაკლული ტიფოზი:დ;დ არსდროს დამავიწყდება ბაჯოს არგატანილი პენალტი მიუხედავად იმისა რომ მაგ დროს ძალიან პატარა ვიყავი და ვისაც ვეუბნები არ სჯერათ რომ ეგ მომენტი ეგეთ პატარას შეიძლებოდა მხსომებოდა, მერე იყო ამომავალი მზის ქვეყანა და იმ მახინჯი კოორეელის მიერ თავით გატანილი ოქროს გოლი:დდ; ოსეთი ცხარე ცრემლებით ვტიროდი, ცხონებულმა ბებიაჩემმა მითხრა, შვილო ჩემს სატირალზე ამის ნახევარ ცრემლებს თუ დამაყრი ბედნიერი ვიქნებიო(:(;:;დ;დ დიდი სიმპათიები გამაჩნია არგენტინის ნაკრების მიმართაც, მესი არ იყო მაშინ ისეთი ვარსკვლავი და იმდენად მომწონდა რომ ჩემს ახლდაბდებულ ლეკვს ავდექი და მესიტო დავარქვი, ძალიან დავაფასე თურმე მომავალში დიდი არგენტინელი;დ;; ამ ჩემტიონატს რაც შეეხება ხვდები ალბათ ვისაც ვგულშემატკივრობ , მაგრამ მე პესიმისტი რეალისტი ვარ და რუსეთის მოგებას ვვარაუდობ:)))
ეგ გამონათქვამი, დიდ ფრანგ ფეხბურთელს ერიკ კანტონას ეკუთვნის :)))))
მე მხოლოდ თამაშს ვუყურებ, საერთოდ არ მაინტერესებს მსოფლიოს თასისთვის იბრძვიან თუ ზესტაფონის პირველობისთვის. ჰოდა წელს ესპანეთი იყო ლოგიკურად ყველაზე კარგად მომზადებული, საინტერესოდ თამაშობდნენ თორემ საფრანეგთისთვის როგორ არ უნდა მეგულშემატკივრა, საყვედურებიც კი მივიღე მაგრამ..
შენ ჭეშმარიტი გულშემატკივარი ყოფილხარ ;)
მშვენიერი საფეხბურთო გამოცდილება… თან წელს ესპანელებმა სიამაყის კიდევ ერთი მიზეზი გაგიჩინეს–გილოცავ მცირედი დაგვიანებით ;)
მე და გერმანია კი მოვდიოდით მშვენივრად ამ ევროპაზე, მაგრამ ისევ ოქროსთან შეუთავსებლობა დაგვემართა, მგონი…
ერთხელაც მოვიგებთ და ის ჩემპიონატი ყველაზე მაგარი ჩემპიონატი იქნება, მჯერა : ))
მადლობა :)
ეს ევრო მართლა მეამაყება. ამხელა ტურნირი ერთადერთი გაშვებული გოლით მოვიგეთ. კასილასი რომელიმე ბარსელონელში თუ გამომერჩეოდეს, უსინდისო დამიძახეთ.
სამაგიეროდ, ახალგაზრდული ჩაფლავდა ოლიმპიადაზე. იაპონიასთან და ჰონდურასთან წააგო :(((
გერმანია უმაგრეს ფეხბურთს თამაშობს (ახლა) და სათქმელს კიდევ იტყვის.
კი, მე მთელი გულით მჯერა…
(რომ არ მჯეროდეს, არასოდეს ვუგულშემატკივრებდი, პრინციპში)
ერთხელაც დადგება დრო, მეორე-მესამე ადგილების გაუთავებელ რიგს ჩემპიონობა დაუსვამს წერტილს : ))
და მაგ დღეს უჰ, როგორი ბედნიერი ვიქნები <3
დადგება :) საცოდაობა იქნება, ასეთი სიმპატიური გუნდი, ასეთი საინტერესო სტილით, ერთხელ მაინც არ გახდეს ჩემპიონი.
გერმანიის გულშემატკივრობის ხიბლიც მაგაშია–ვისაც მოთმინება ეყოფა, ის იზეიმებს ბოლოს გამარჯვებას : ))