გილბერტ ჩესტერტონმა თქვა – მკვლელი ადამიანს ჰკლავს, თვითმკვლელი კი კაცობრიობასო. დეპრესიული და სუიციდისკენ მიდრეკილი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც მომინდა, ჯეოპარდის დღევანდელი ტური იმ ცნობილი პიროვნებებისთვის მიმეძღვნა, ვინც საკუთარი ნებით გამოეთხოვა სიცოცხლეს და ამით მთელს ინტელექტუალურ სამყაროს დაატყო კვალი…
Good luck!
1. ეს დიდი ებრაელი ფილოსოფოსი, როგორც ამბობენ, თანამემამულეებმა ორჯერ განკვეთეს თემიდან, რამაც საბოლოოდ გატეხა წელში და თვითმკვლელობამდე მიიყვანა;
2. ეს ქალბატონი ბრიტანული მოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი ფიგურა გახლდათ და, დეპრესიაში მყოფი, ქვებით სავსე ჯიბეებით შევიდა მდინარეში…
3. ამ იაპონელმა მწერალმა სიცოცხლესთან ანგარიში ვერონალის საშუალებით გაასწორა;
4. მეგობრები იხსენებდნენ, რომ ეს რუსი პოეტი, თვითმკვლელობამდე მცირე ხნით ადრე სასტუმრო “ანგლეტერში“ უმელნობას უჩიოდა;
5. ეს ინგლისელი მწერალი მორფიუმის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა და თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას ზოგიერთი მკვლევარი დღემდე ეჭვქვეშ აყენებს;
6. ეს რომაელი პოეტი, ეპიკურეს თავგამოდებული მიმდევარი, ამქვეყნიდან მეტად მტკივნეული ხერხით წავიდა – მახვილზე აეგო;
7. ამ რუსმა პოეტმა ტყვია დაიხალა მაშინვე, როგორც კი მისმა სატრფომ – მსახიობმა ვერონიკა პოლონსკაიამ კარი გაიხურა;
8. ამ იაპონელმა მწერალმა სეპუკუ ჩაიტარა მას შემდეგ, როცა მის მიერ წამოწყებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა კრახით დასრულდა;
9. ამ ავსტრიელმა მწერალმა სიცოცხლე ცოლთან ერთად, რიო-დე-ჟანეიროში, დაასრულა;
10. რუსეთის ქალაქ ტარუსაში ამ პოეტი ქალბატონის კენოტაფი მდებარეობს, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, სად დაკრძალეს იგი თავის ჩამოხრჩობის შემდეგ;
11. ნობელის პრემიის ამ ამერიკელმა ლაურეატმა საყვარელი თოფით მოიკლა თავი;
12. ეს ქართველი პოეტი, უბრალოდ, გაფრინდა…
13. ეს ფრანგი მწერალი, რომელმაც თვითმკვლელობის მიზეზად დეპრესია დაასახელა, გონკურების პრემიის ერთადერთი ორგზის ლაურეატია, ოღონდ სხვადასხვა ფსევდონიმებით;
14. ამ რომაელმა პოეტმა ნერონის ბრძანებით ვენები გადაიხსნა ხელზე. მისი ხვედრი საკუთარი სურვილით გაიზიარა მეუღლემ – პაულინამ…
15. ამ ქართველმა მგოსანმა მწერალთა კავშირი შეაზანზარა…














პასუხებს აქვეყნებ ხოლმე?? ძალიან მაინტერესებს მარტო გალაქტიონი გამოვიცანი 12.
თამი, ვაქვეყნებ, აბა ისე როგორ… უბრალოდ, ზუსტად 24 საათის შემდეგ, თამაშში რომ ხელი არავის შეეშალოს. პასუხის ვარიანტებსაც ვმალავ. ანუ, შენი კომენტარიც ამიტომ მაქვს მიმალული :)
ჰმმ.. მშვენიერი პაკეტია! თუმცა, პასუხები ცოტა მაქვს! :( არა უშავს დღეს მოგვიანებით გესტუმრები და ჩემს პასუხებს დავწერ! :)
ხვალ ღამემდე დრო გაქვს, ნუ იჩქარებ :)
1.ურიელ აკოსტა
2.ვირჯინია ვულფი
3.რიუნოსკე აკუტაგავა
4.სერგეი ესენინი
5.გერტრუდა ბელი ?
6.ტიტუს ლუკრეციუს კარუსი
7.ვლადიმერ მაიაკოვსკი
8.იუკიო მიშიმა
9.შტეფან ცვაიგი
10.მარინა ცვეტაევა
11.ერნესტ ჰემინგუეი
12.გალაკტიონ ტაბიძე
13.ემილ აჟარი (რომენ გარი)
14.სენეკა
15.პაოლო იაშვილი
ბევრი ვიცანი, და დილით მოვალ
d’accord!
აუფ, გამომეტოვა ეს. წუხელვე უნდა დამეწყო. :(
შემდეგი ოთხშაბათიც მალე მოვა :)
დაველოდები მოუთმენლად პასუხებს,რომ ამის შემდეგ მეც ვიცოდე. :ს სხვა რა გზა მაქვს.
11,12 და 14 ვიცი,მხოლოდ..
მარტო სამი? გამორიცხულია…
1 -
2- ვირჯინია ვულფი
3 – რიუნოსკე <3
4 – ესენინი
5 –
6 –
7 – მაიაკოვსკი
8 – იოკო მიშიმა
9 – ცვაიგი
10 – ცვეტაევა
11 – ჰემინგუეი <3
12- გალაკტიონი <3
13 – რომენ გარი
14 – სენეკა
15 – პაოლო <3
მე–9 ცვაიგია
მე–12 გალაქტიონი.
მე–15 პაოლო იაშვილი მგონი, პროტესტის ნიშნათ რომ მოიკლა მწერალთა კავშირში თავი
1. ურიელ აკოსტა;
2. ვირჯინია ვულფი;
3. რიუნოსკე აკუტაგავა;
4. სერგეი ესენინი;
5. ჯეკ ლონდონი;
6. ლუკრეციუსი;
7. მაიაკოვსკი;
8. იუკიო მისიმა;
9. შტეფან ცვაიგი;
10. მარინა ცვეტაევა;
11. ერნესტ ჰემინგუეი;
12. “სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი და ქვაფენილებს შეშლილივით დაენარცხება…”
13. რომენ გარი (ემილ აჟარი);
14. სენეკა;
15. პაოლო.
ქვლივიძე <3
ცოტა გვიან საღამოთი ვითამაშებ მგონი… მაინც საჩემო თემაა, თუმცა ბევრი რამ მეეჭვება ჩემს პასუხებში..
ეგ არაფერი :) გამოცდა ხომ არ არის :) საღამოს გელოდები.
1) აკოსტა
2) ვირჯინია ვულფი
3) აკუტაგავა
4) ესენინი
5) ჯეკ ლონდონი
6) იქნებ ვირგილიუსი იყოს
7) მაიაკოვსკი (?) ოღონდ ეს რამდენად სარწმუნოა…
8) Мисима და ქართულად მიშიმას ამბობენ ხოლმე თუ მაშიმას, ნუ რა ვიცი როგორც ითქმის რა
9) ცვაიგი
10) ცვეტაევა
11) ჰემინგუეი
12) გალაკტიონი
13) რომენ გარი
14) სენეკა
15) იაშვილი
იმედია რამე სისულელე არ დავწერე, დაშინებული ვარ უკვე :(
მეთორმეტე რა კარგად გიწერია :) გამაჟრიალა…
1. არ ვიცი;
2. ვირჯინია ვულფი;
3. აკუტაგავა;
4. ესენინი;
5. არ ვიცი.. ისე, ჯეკ ლონდონზე მახსოვს მსგავსი რამ;
6. ლუკრეციუსი?
7. მაიაკოვსკი;
8. იუკიო მიშიმა;
9. შტეფან ცვაიგი;
10. ცვეტაევა;
11. ჰემინგუეი;
12. გალაკტიონი… მართლა რა კრგად გიწერია…
13. რომენ გარი, მეორე პრიზი ემილ აჟარის ფსევდონიმით მიიღო;
14. სენეკა… პეტრონიუსი გამახსენდა ახლა;
15. პაოლო იაშვილი
რა მძიმე თემა იყო ისე…
ის გამახსენდა, “ნუ გეშინია, დედა”-ში შერბინა რომ ვლადიმერ მდინარაძეს ეკითხება, მწერლობა ძნელიაო? და მდინარაძე რომ ჩამოუთვლის, ვინ როგორ მოკვდა და ბოლოს – კრილოვი, ერთადერთი მწერალი მსოფლიოში, ბლინების ჭამით მოკვდა და ახლა შენ თვითონ თქვი, მწერლობა ძნელია თუ არაო?
15. paolo iashvili?
14. petroniusi? tu seneka? mara seneka filosofosi iyo
13. -
12. galaktioni
11. hemingue?
10. sul meshleba axmatova da cvetaeva ertmanetshi, es chemi naklia. mgoni cvetaevam moikla tavi
9.-
8. titze chamotvlit vicnob iaponel mwerlebs, ase rom, akutagava an sxva ar vici.
7. moica, moica, eg poeti mgoni saqartveloshic iyo chamosuli xo? tu sworad ar maxsovs? daica… esenini? aa, tu es chveni rusi poeti sxvaa? fu, mexsierebas ra vutxar, sadgac gamigia da ver vixseneb :(
6. -
5. ar maqvs versia
4. -
3. -
2. -
1. au gadameketa saazrovno wyaro. ar maxsovs, arada mecnoba.
როდეს პასუხები:
1. 2. ვირჯინია ვულფი 3. აკუტაგავა 4. ესენინი 5. კიოსტლერი 6. სენეკა ვიცი მე რომაელებიდან მარტო, მაგრამ მან სხვანაირად მოიკლა თავი. 7. მაიაკოვსკი 8. მიშიმა 9. ცვაიგი 10. იულია დრუნინა? დარწმუნებული არ ვარ 11. ჰემინგუეი 12. გალაკტიონი 13. რომენ გარი 14. სენეკა 15. იაშვილი
სწორი პასუხები:
სწორი პასუხები:
1. ურიელ აკოსტა;
2. ვირჯინია ვულფი;
3. რიუნოსკე აკუტაგავა;
4. სერგეი ესენინი;
5. ჯეკ ლონდონი;
6. ტიტუს ლუკრეციუს კარი;
7. ვლადიმერ მაიაკოვსკი;
8. იუკიო მისიმა;
9. შტეფან ცვაიგი;
10. მარინა ცვეტაევა;
11. ერნესტ ჰემინგუეი;
12. გალაკტიონ ტაბიძე;
13. რომენ გარი;
14. სენეკა;
15. პაოლო იაშვილი.
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი – 15; tamara – 14; Kejeradze – 14; rockermeloman – 14; PorcupineD – 12; Hareton Linton – 11; kevana – 6; თამთა – 3; tami – 1.
ურიელ აკოსტა :( :( :(
პრავალ!!!
სამივეს თითო ნაბიჯი დაგაკლდათ ტრიუმფამდე…
არადა ვიცოდი ტიტუსი!!!! ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა, როგორ არ გამახსენდა :) :)
ჩემი დამემართა სანამ პასუხი ვნახე რაა :) ვეღარ ვითმენდი :)
აწი აღარ დაგავიწყდება ტიტუსი :)) 14 ქულა მშვენიერი შედეგია, სოფი :) ნუ, ტრადიციული 13 არ არის, მაგრამ არა უშავს :))))
აწი ისე ვიზამ ხოლმე რომ ზუსტად 13 ქულა ავიღო :)
არ ქნა ეგ :)))))
ძალიან შემრცხვა ჩემი უვიცობის, აწი ხომ მეცოდინება. მადლობთ მოლი
სოფი მელომანმა თქვა თავის დროზე ფრაზა, რომელიც ჯეოპარდის დევიზად გამოდგება – რაც ვიცი, დავწერ, რაც არა, გავიგებო :) ასე რომ, მანდ სამარცხვინო არაფერია, თამი :)