“დამმარხეთ უსიერ ტყეში და საფლავს რკო მოაყარეთ, რათა ზედ ფესვმაგარმა მუხამ იხაროს და პირისაგან მიწისა აღგავოს ჩემი ნაკვალევი” – ასეთი უჩვეულო ანდერძი დაუტოვა შთამომავლებს ადამიანმა, რომელსაც, მძაფრი თვითკრიტიკისთვის მიზეზი, თითქოს, არც გააჩნდა – მთელი სიცოცხლე იმის კეთებას ცდილობდა, რაც სიამოვნებას ანიჭებდა და არც ერთ წინაღობას არ შეპუებია.
არისტოკრატი, მეამბოხე, სახელმწიფო მოხელე, ბასტილიის ტუსაღი, ლიტერატორი, აღვირახსნილი მექალთანე და სოდომიტი - ამგვარი წინააღმდეგობრივი შტრიხებით იხატება იმ ადამიანის სახე, რომელმაც საკუთარი სახელი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და საკამათო ფსიქოსექსუალურ სუბკულტურას დაანათლა.
დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადის სექსუალური მიდრეკილებები და “საქმენი საგმირონი” მხოლოდ ისტორიკოსებისა და ფსიქოლოგების (ან ფსიქიატრების) კვლევის საგანი გახდებოდა, ერთი მცირე დეტალი რომ არა – თავაშვებულმა მარკიზმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოება აუცილებლად დაინტერესდებოდა მისი ნააზრევით და კაცობრიობა ისტორიული თხზულებებით, ესსებით, პიესებით და პამფლეტებითაც გააბედნიერა. ვერ ვიტყვი, რომ ექსცენტრული არისტოკრატის ლიტერატურული მემკვიდრეობა ხელიხელ საგოგმანებელ მარგალიტად იქცა, თუმცა მისი”ბუდუარის ფილოსოფია” მაინც საკმაოდ ცნობილი და, გარკვეულწილად, პოპულარულიც გახდა.
ჯერ კიდევ ოციოდე წლის წინ ასეთი წიგნები სახელდახელოდ გამრავლებული ასლების სახით ვრცელდებოდა და რევოლუციური პროკლამაციებივით მალულად გადადიოდა ხელიდან ხელში, მე კი საჯარო ბიბლიოთეკის საცავში მივაგენი. იქვე აღმოვაჩინე მისი სულიერი ძმის – ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის “ვენერა ბეწვეულში” და ერთად წავიკითხე კიდეც. დღესაც მახსოვს, ნაცნობი ბიბლიოთეკარის გაოცებული მზერა, შეკვეთილ ტომს რომ დახედა, ეუცნაურა და გადაფურცლა…
“ბუდუარის ფილოსოფიის” სიუჟეტური ქარგა, ერთი შეხედვით, მეტად მარტივია – პარიზელი არისტოკრატები – ქალბატონო დე სენტ ანჟი, მისი ძმა – შევალიე დე მირველი, ოჯახის მეგობარი დოლმანსე და მსახური ოგიუსტენი 15 წლის ეჟენის რელიგიური და მორალური ხუნდებიდან დახსნას ფრიად საკამათო პოსტულატებით და მდიდრულ ბუდუარში გამართული ორგიებით ცდილობენ.
ბისექსუალური თამაშებით, ანალური და ორალური სექსით, ინცესტით და ათასგვარი სხვა პერვერსიით გაჯერებული “სწავლების” ორი დღე ისე დეტალურადაა აღწერილი, ნებისმიერ თანამედროვე პორნოგრაფიულ გამოცემას შეშურდებოდა. ეჟენი ნელ-ნელა ხვდება ყოვლისმომცველი თავისუფლების არსს და ბოლოს, ისე დააგემოვნებს ამ ყველაფერს, რომ საკუთარი დედის გაუპატიურებასა და წამებაშიც იღებს მონაწილეობას.
თანამედროვე ინტერნეტ-ბიბლიოთეკების წყალობით, დე სადის ბიბლიოგრაფია ყველა დაინტერესებული მკითხველისთვის ხელმისაწვდომია და თუკი “ბუდუარის ფილოსოფია” წაგიკითხავთ, ალბათ, დამეთანხმებით – წმინდა ლიტერატურულ ტკბობას ნამდვილად ვერ მოგანიჭებთ.
“დესადოლოგები” მარკიზს დამსახურებად სხვა რამეს უთვლიან - ნაირნაირი ტაბუს და ფსევდოპურიტანიზმის ეპოქაში ის უშიშრად არღვევდა ყოველგვარ საზღვრებს, არაფრად აგდებდა ლამის კანონის რანგში აყვანილ აკრძალვებს და აბსოლუტურ თავისუფლებას ქადაგებდა.
მეამბოხე მარკიზის თანამედროვე საზოგადოებას იდეალურს ნამდვილად ვერავინ უწოდებს და ამ საყოველთაო კონფორმიზმის, სიცრუის, ორმაგი მორალის ზეობის ფონზე სადღაც გასაგებიც კია ის სიმპათია, რომელსაც სხვადასხვა დროის ინტელექტუალები ბატონი დონასიენის მიმართ გამოხატავდნენ – დე სადი ფარისევლობას, მონურ ფსიქოლოგიას, ყალბ ფასეულობებს, კოლექტიურ გემოვნებას ებრძოდა. ისიც ცხადია, რომ ასეთი, ღრმად კონსერვატული საზოგადოების შიგნიდან აფეთქება ჩვეული, რბილი, “აკადემიური” ხერხებით და დახვეწილი რევერანსებით უკიდურესად გაძნელდებოდა და, შესაბამისად, რაც უფრო ხისტი და პროვოკაციული იქნებოდა ქმედება – მით უფრო მოიტანდა შედეგს.
მიუხედავად ამისა, “ბუდუარის ფილოსოფია”, რაც არ უნდა კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდეს, მაინც პორნოგრაფიული პროზის საეჭვო საბურველშია გახვეული, რაც, დამეთანხმეთ, სტრიქონებში ჩამალული რევოლუციური იდეების წვდომას და ნატურალისტურ პასაჟებს მიღმა ლიბერალური აზროვნების აპოლოგიის ამოცნობას მნიშვნელოვნად ართულებს. სკურპულოზურად აღწერილ ორგიებს შორის მოქცეული ფილოსოფიური ტრაქტატიც საეჭვოდ გამოიყურება - ღმერთის, რელიგიისა და რწმენის ასეთი უშვერი სიტყვებით მოხსენიება ფრანგ არისტოკრატებზე მეტად მაწანწალა კლოშარებს შეშვენით.
პურიტანი არასოდეს ვყოფილვარ, თავისუფლების ფასიც კარგად მესმის და იმასაც ვხვდები, რომ ლიტერატურას (და არა მარტო) მეამბოხეობა უხდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ფანატიკური, ყალბი მორალიზმი და ზღვარგადასული ცინიზმი დიდად არაფრით განსხვავდება. ზნეობის, სამართლისა და თანაცხოვრების ელემენტარულ წესებთან შეუგუებელი ადამიანებისთვის კი ერთი ძველი მაქსიმა არსებობს – “გიჟი თავისუფალია”.













რბილად რომ ვთქვა გამოვშტერდი არ მეგონა პორნოგრაფიული ხასიათის წიგნები თუ არსებობდა . . . რატომღაც წაკითხვა გადამინდა :)
რამდენიც გინდა, იმდენია :) გინდა ძველი, გინდა ახალი, გინდა – უახლესი :)
კარგია, რომ გადაგინდა :)
რა მაგის პასუხია და “მოვედი, რომ საფლავებზე დაგაფურთხოთ” წაიკითხე უკვე? :)
არა, ლორდ. ესეც დე სადისაა?
არა, მარა ისიც კაი ბიჭისაა :)
ორცხობილის ხრამუნით წასაკითხ პოსტში დაგიწერე ეგ :) და კიდე არ წაგიკითხავს???
არა, ლორდ , ვერ ვიშოვე :( ბიბლუსმა არ გვაქვსო :(
ეჰ, თაია, ხმაურის და მძვინვარების კითხვას, ის გირჩევნია, როდის გეკაიფებიან, ამის გამოცნობა ისწავლო.
არ ვეკაიფები :0 ხმაური და მძვინვარება თუ დაძლია – ვიანი მისთვის კორჟიკია სკოლის ბუფეტიდან :) თუ არის დღესაც სკოლის ბუფეტებში კორჟიკები :)
ნუ, ამის ამოცნობა საჭიროც არაა. ლორდი ყოველთის კაიფობს . :)
როგორც ყოველთვის,საინტერესო იყო.
thanks :)
არ წამიკითხავს… და ამ პოსტის შემდეგ, თუ სადმე გულის კუნჭულში პატარა სურვილი მაინც არსებობდა, ისიც გაქრა :)
პოსტი კი შესანიშნავია. შენთვის სახასიათო დეტალური ანალიზით, ღრმად გასიგრძეგანებული წიაღსვლებით, საკუთრი იმპრესიებითა და საინტერესო დასკვნებით გაჯერებული…
მომწონს! პრინციპში, როგორც ყოველთვის :)
პ.ს. ისე დეკამერონის ან რომელიმე ეროტიული ელფერის აღმოსავლური ზღაპრების შენეულ ანოტაციასაც სიამოვნებით ვიხილავდი :)
ათას ერთ ღამეზე დავწერდი დიდი სიამოვნებით და აქედანვე ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს :)
დაწერე აუცილებლად. ხომ ვიცი, როგორ გემრიელადაც დაწერ! :) რაღაცას ახალს დამანახებ და გადაკითხვის სურვილს გამიჩენ :)
შევთანხმდით :)
ათას ერთ ღამეზე მეც კი უნდა დავწერო რამე, თუ ნამუსი მაქვს ცოტა :) ჩემი ზღაპრების კრებული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში
რა იმპრესიებიც გამიჩნდა თავის დროზე, ის დავწერე… რამდენიმე დღის წინ ისევ გადავიკითხე და კიდევ უფრო არ მომეწონა.
თუ ვინმეს შედევრი ჰგონია, მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმეა :) დე სადს კი არა, მანველიძეს კითხულობს ხალხი და არავის უკვირს.
მადლობა, თაბუ :)
არც აქამდე ვიწვოდი ბატონი სადის ახლოს გაცნობის სურვილით, მაგრამ აღარ მგონია, ოდესმე გავეკარო :)
მერწმუნე, არაფერი დაგაკლდება :)
პოსტი ძალიან საინტერესოა, ავტორის დამოკიდებულება – ძალიან სასიამოვნო :) <3
რაც არის, ეს არის, იაკო :)
რატომ უარყავით სადი ასე ძალიან :დ
მე კიდევ უფრო მეტად გამიჩნდა მაგ წიგნის წაკითხვის სურვილი :)
ძალიან არა. უბრალოდ, უარვყავი :)
მაშ მამჩვენებია :D
მოლი პოსტი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო, დე სადის მიმართ მეც ანტიპატიურად ვარ განწყობილი და მისი ნაწარმოებების წაკითხვის დიდი სურვილით ნამდვილად არ გამოვირჩევი. ნუ მაინც და მაინც ხელში თუ ჩამივარდა კი გადავავლებდი თვალს. მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ “ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის” არსებობის შესახებ ამ პოსტიდან შევიტყვე და ეხლა გავეცანი მის ბიოგრაფიას :) დიდი მადლობა სასიამოვნო შემეცნებითი და დილისათვის :)
ანუ,მთლად უსარგებლო პოსტიც არ დამიწერია :) მშვენიერია. გამახარე, თაკლინე :)
ძალიან ვისიამოვნე შენი თხრობის სტილით :) დე სადის მხოლოდ ,,ოგუსტინ დე ვილბლანში ანუ სასიყვარულო თვალთმაქცობას” ვიცნობ. ირმა ტაველიძის თარგმანია, ,,ლიტერატურა–ცხელ შოკოლადში” გამოქვეყნებული. საკმაოდ მოკრძალებული შთაბეჭდილება დატოვა :))
აი, ეს არ წამიკითხავს. ავცდი სადღაც.
ეეეე… წაიკითხეთ ხალხო თავად :)
მაინცადამაინც ნუ ენდობით სხვას, თუნდაც ეს მოლი ბლუმი იყოს.
მითუფრო რომ დე სადს ისეთი თაყვანისმცემლები ყავდა, რომ ერთიმეორეზე უკეთესები.
სულ ნარჩევი კლასიკოსები და ინტელექტუალები ეთაყვანებოდნენ. ვიცი :) იმასაც ვხვდები, რატომაც. და პლიუსების აღნიშვნა პოსტშიც არ დამვიწყებია.
არადა ამბოხის თეორიის პირველი პოსტო სწორედ ეგ უნდა ყოფილიყო… რომ არ გამეჩუქებინა ჯესისთვის :)
სამაგიეროდ, ახლა ჯესის ბლოგს ამშვენებს :)
დადგა დრო, როდესაც ადამიანი, რომელსაც გროშ-კაპიკად არვინ აგდებდა მე-19 საუკუნის განმავლობაში და მისი აზრები, რომელიც საბიბლიოთეკო ცხრაკლიტულში იყო ჩამარხული, მზის სინათლეს უნდა ეზიარონ და იმეფონ მე-20 საუკუნეზე. (გიიომ აპოლინერი, წინასიტყვაობა მარკიზ დე სადის 1909 წლის გამოცემისთვის)
:)
ლიტერატურულ ღირსებებს ახლაც გროშ-კაპიკად არ ვაგდებ (მომიტევოს მესიე გიიომმა), თამამ პროტესტს ვერ დავუკარგავ, მაგრამ სამაგიდო წიგნი ნამდვილად ვერ გახდება.
მადლობელიც ვარ :))
^_^
იყო წლები რომ წაკითხვა მინდოდა.
მაგრამ ეს იქამდე მოხდებოდა, სანამ პაზოლინს ვუყურებდი ორი წლის წინ.
პაზოლინს ზოგადად სჩვევია, არსებული სცენარის გამძაფრება და შესაძლოა ამის ბრალი იყოს, ეკრანიდან ფეკალიების ჭამის დროს თითქოს სუნიც რომ წამოვიდა.
მარკიზი ამბობდა: ვწერ იმაზე რაც ჩემ ირგვლივ ხდება ცენზურული ვარიანტით, ანუ ჯერ კიდევ ბოლომდე ყველაფერს არაო, – და მე მეზიზღებოდა იმდროინდელი ბურჟუაზია.
ამას წინათ ვიღაცამაც განიხილა ბლოგზე დე სადი. იგივე კონტექსტით, რომ ეს ჯერ ბავშვურობაა, რასაც ადამიანები აკეთებენ, თუნდაც ჩვენს ირგვლივ. ერექციისთვის ადამიანთა ჩაცხრილვა და თვალის გუგების დაჭრა და კანის ნაკუწ-ნაკუწ ქცევაზე მეტი რა ხდება, საინტერესოა.
რჩეული ამონარიდების დადება კი შეიძლება, თუნდაც კომენტარებში, მაგრამ მგონი, არ ღირს. რუნეტი სავსეა “ბუდუარის ფილოსოფიის” სრული ტექსტებით, თან, როგორც დავაკვირდი, სხვადასხვა თარგმანით. ჰოდა, დაინტერესებული მკითხველისთვის ხელმისაწყვდომია. რამდენად გულისამრევია (ან პირიქით), ამას უკვე ყველა სათავისოდ წყვეტს.
არ წამიკითხავს და ვერაფერს ვიტყვი… მაგრამ მაინც მგონია, რომ ამბოხი ოდნავ უფრო ნაკლებ რადიკალური ფორმებითაც შეიძლება, გამოხატო.
“სტუმარ-მასპინძელი” ან “ალუდა ქეთელაური” მაგალითად.
ზუსტად. ვაჟა თავისი დახეული ჩოხით და ქალამნებით ბევრად უფრო დახვეწილი მეამბოხე იყო, ვიდრე მთელი ეს გაპუდრულ–დაკულულებული არისტოკრატია.
მქუხარე აპლოდისმენტები! :)
აი ეს სამი კომენტარი კიდევ ერთი პოსტის ტოლფასია :) გიერთდებით ორივეს.
პოსტთან ცოტა ალბატ კავშირშია მაგრამ გამახსენდა ერთი წიგნი, ერთი 16 წლის ვიყავი,თუ გახსვოთ თავისუფლებაზე იყიდებოდა ძველი წიგნები, ხოდა ერთი წიგნი ძალიან მომეწონა, უფრო სწორად მომეწონა სახელწოდება “ოქროს ვირი”:, მეგონა ზღაპრები და საუცხოო და სახალისო ჩანდა..
თქვენ ჩემი თვალები უნდა გენახათ, როდესაც კითხვა დავიწყე..
“პორნო” წიგნი აღმოჩნდა, ვირად ქცეულ ადამიანზე, რომელიც იქით-აქეთ დახეტიალობდა და თან ყვებოდა რასაც ხედავდა, ნუ ეგ ეროტიკა არ იყო იმენა პრნოგრაფია იყო..
ახლა რო ვიხსნებ ბლეყ :(
აპულეუსი, ჯესს :) ანტიკური რომანი :))
აჰა :)
დეკამერონი ეროტიკაა თუ პორნო? :)
კარგია, ადამიანს თავისუფალი დრო რომ აქვს, თან ხალისის ხასიათზეცაა.
არ ვხალისობ.
მართლა სერიოზულად დავსვი ეგ კითხვა. :) და არ მგონია იოლი საპასუხებელი იყოს. :)
საკანონმდებლო რეგულაცია არსებობს და ჩემთვის საკმარისია.
პორნოგრაფიულ ლიტერატურაზე?
ნწუ… და ზღვარს ვინ ავლებს? ამაშია საქმე.
აი ამასწინებზე მწერლის გაზეთში რეზო მიშველაძის მოთხრობა იყო დაბეჭდილი :)
ვინც კანონს იღებს, ის.
ეგ კანონი ერთადერთი სსრკში მუშაობდა და ჩრდილო კორეაში მუშაობს კიდევ, იმიტომ რომ მაგის განმრჩევი არვინაა.
მითუფრო მაშინ როცა ხსენებული აპულეუსი, ბოკაჩო და უამრავი სხვა ითვლება კლასიკად.
და იგივე ლოლიტა კლასიკაა და ო-ს ისტორია კიდევ.
აქ ინდივიდი წყვეტს. ჯესის აზრით აპულეუსი პორნოა, სხვას შედევრი ეგონება. ესაა და ეს. მარტივია.
არჩცევანი უნდა იყოს – გინდა წაიკითხე გინდა ნუ წაიკითხავ.
რა სსრკ და რა ჩრდილოეთ კორეა? საერთაშორისო კონვენციებია მიღებული პორნოგრაფიის და ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე და ნებისმიერ ასეთ კონვენციაში პირველი იმას განმარტავენ, რა ითვლება პორნოგრაფიად. საქართველოა რამდენიმე ასეთ კონვენციას შეერთებული და ვალდებულება გვაქვს, ჩვენი სამართლებრივი სივრცე შესაბამისობაში გვქონდე საერთაშორისოსთან.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს მსგავსი კანონი და ნებისმიერ მსგავს კანონში არსებობს პორნოგრაფიის ლეგალური დეფინიცია + თეორია.
რთული საკითხი რომ არის, იმიტომ იკლავს ეს ხალხი თავს
ჯესის რაც ეგონა, მანდ მარტივად წყდება საქმე – აპულეუსი სახელმწიფო გამომცემლობამ დაბეჭდა. შესაბამისად, პორნოგრაფია არ ყოფილა. მითუმეტეს, მაშინ.
ბევშვთა – ეგ სხვა ოპერააა. მანდ ყველაფერი ნათელია.
და სხვა სად მუშაობს? რომელი პორნო გინახავს აკრძალული და სად? და რა არის პორნო?
ასაკობრივი შეზღუდვა – კი. მარკირება, გაფრთხილება. მაგრამ სად რა არის აკრძალული?
მოიცა, ბავშვთა პორნოს სადაც კრძალავენ, იქ პორნოს დეფინიცია ხომ უნდა არსებობდეს? არსებობს.
შენ მე იმაზე მეკამათები, კანონი არსად მუშაობსო. მუშაობს. რაც იმ კანონში წერია, ასრულებენ. მაინცდამაინც აკრძალვა არ არის აუცილებელი. იმას ხომ არკვევენ, რას გაუკეთონ მარკირება/ ესეიგი. დეფინიციაც ჰქონიათ, თან – მუშა.
მე იურისტი არ ვარ, მაგრამ მანდ იკრძალება პორნოც და ეროტიკაც – იმიტომ რომ არასრულწლოვანია და შესაბამისად მიიჩნევა რომ არ ესმის რას აკეთებს, გინდაც თანხმობა იყოს… რომან პოლანსკის მაგას ედავებიან სხვას კი არაფერის. :) ანუ აქ ნებელობაა მთავარი და ძალადობა და არა პორნოა თუ რა ჯანდაბაა.
გაუპატიურება ისჯება მაგალიტად, მაგრამ სექსი არა. აქტი ერთი და იგივეა უბრალოდ იქ ერთი მეორეზე ძალადობს და ეს ისჯება და მეორე შემთხვევაში იგივეს აკეთებენ, მაგრამ ურთიერთსურვილით. :)
მარკირება კი ზოგადად უკეთდება ფილმებს უფროსებისთვის და აქ იგულისხმება ეროტიკაც, სექსიც, პორნოც, სისხლიც, და არანორმატიული ლექსიკაც… ნუ ასაკობრივი სხვაობით ესაა და ეს.
და ლოგიკა იგივეა – მიიჩნევა რომ რაღაც ასაკამდე ადამიანი თავბად ვერ საზღვრავს… მაგრამ ჩვეს ასაკში უკვე არავინ არ გვიკრძალავს და მხოლოდ გემოვნების ამბავია რა ფილმს ვუყურებთ და რა წიგნს წავიკითხავთ…
მოკლედ წავედი მე. სექსით თუ არა კვებით მაინც დავკავდე :)
პორნოგრაფიას და ეროტიკას სხვადასხვა რეჟიმი აქვს. მარკირებაც სხვანაირია. შესაბამისად, გარჩევადია აბსოლუტურად. რამდენად იდეალურია კრიტერიუმები, ეს სხვა თემაა. ნებისმიერი კანონი ექვემდებარება დახვეწას.
პრინციპში, ამაზე, უფრო დეტალურად, სხვა საქმე თუ არ მექნა და საწერი თემა შემომელია, მაშინ ვიფიქრებ. ჯერჯერობით, როგორც რუსები ამბობენ – პარალელ’ნო.
თუმცა, მარკიზის გამბედაობაც უდავოდ აღნიშვნის ღირსია.
უდავოდ, მერი :)
არც გამიგია მაგრამ აუცილებლად უნდა წავიკითხო :)
ლორდს გაუხარდება :))
ზოგადად წაკითხვა სჯობს არ-წაკითხვას :)
ჩემი დამოკიდებულება დე სადისადმი, როგორც მწერლისადმი, შეიძლება დიდად არ განსხვავდებოდეს მოლისგან, მაგრამ ძალიან მიყვარს ის მწერლები და არამარტო მწერლები, ვიზეც დე სადმა დიდი გავლენა მოახდინა. ეკზისტენციალისტები, მაგალითად ან დალი ან მენ რეი…. :) ამიტომ დე სადსაც პატივს ვცემ, თუნდაც, როგორც ადამიანს, ვინც მენ რეის შემოქმედებაზე იქონია გავლენა.
ყველა თავად ირჩევს, რა წაიკითხოს და ვის სცეს პატივი. ხალხი სვეტა კვარაცხელიათია აღტაცებული და არავის უკვირს და დე სადმა რა დააშავა.
ისე, ჩვენში დარჩეს, და ჩემთვის ღრმად სულერთია, ვინ ვის სცემს პატივს. აზრს ამა თუ იმ მწერალზე სხვების პატივისცემების მიხედვით არ ვიქმნი.
ეგ სხვა მომენტია. მე კი სხვა რამე ვთქვი.
მე არ მიყვარს წვიმა, მაგრამ შამპინიონები მიყვარს, რაც წვიმის მერე ამოდის.
ან უფრო რომანტიკულად – არ მიყვარს წვიმა, მაგრამ მიყვარს ცოსარტყელა.
ან კიდევ ასე – არ მიყვარს მატლი, მაგრამ მომწონს პეპელა. :)
ფერშტეინ? :)
ჰო, მეც ასე გავიგე.
ჰოდა აი შენ გამზრდელს ვენაცვალე ასეთი რომ გაგზარდაო ეგ ამბავია.
ამიტომაა სადიც კაი ტიპი ხელოვნებაში. :)
ჩემთვის არ არის და შენთვის იყოს, მილორდ. მეტი რა ვთქვა. ბლოგოსფეროს ავტორიტეტების მიხედვით აზრს არ ვიქმნი.
ჰოდა ჩემი სახელით ვამბობ მერე :)
ჰოდა, მეც ჩემი სახელით გითხარი, ღრმად არ მაინტერესებს, ვის და რატომ მოსწონსთქო. ჩემზე ეს გავლენას არ ახდენს მეთქი. ხალხი განავალს ჭამს და ეს აღგზნებს. ჩემი რა საქმეა…
ლოლ…
კამომ განავალი ჭამა, ადგა მერე და ქვეყანა დაანგრია.
ვიღაცამ ჭამა, მერე წავიდა და მაგარი წიგნი დაწერა… :)
ასე რომ შედეგს აქვს მნიშვნელობა :)
შეარგოთ და არ მოჰკლებოდეთ.
L’educazione sentimentale di Eugenie << ასე ქვია ფილმს, ადრე მაქვს ნანახი ეკრანიზაცია.. ახლა გამახსენდა კადრები ფილმიდან…
მე არ მინახავს…
ვაჰ,ამ კაცის არ მესმის.. :) და ალბათ არც არის აუცილებელი,რომ მესმოდეს.
საბოლოო ჯამში, მეც არ მესმის და ამ ტვირთით ცხოვრებას ვახერხებ როგორღაც :))
რავიცი,რავიცი..
კაცია და გუნებაო. :)
აჰა :) საჩემო აშკარად არ არის.
ჭეშმარიტად სწორი დასკვნაა. ზღვაგდასული თავაწყეტილობა და ზეუკომპლექსოობა შორსაა თავისუფლებისგან და იგივე მონობაა…
ვერასოდეს გავიგებ, რატომ ითვლება ცინიზმი ინტელექტის ნიშნად და ღირსეულ ქმედებად.
არადა ვოლტერი ამბობდა, ცინიზმი იარაღია პატარა ადამიანების, საკუთარი ნაკლისა და კომპლექსის დასაფარადო :)
lol… ეპიკ ცინიკოსისგან ეგ სიტყვები განსაკუთრებულად დამაჯერებლად ჟღერს :)
ნუ, რამდენად ეპიკ არის, არ ვიცი, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მეტად ცინიკოსები რომ მეზიზღებოდეს, ამისთვის ვოლტერის დამოწმება არ მჭირდება. პრინციპში, არც არავის.
თუ ვინმეს გულს გატკენთ, სორრი.
აზრს ვეთანხმები და მომწონს, ვოლტერის პიროვნული თვისებები და მათი თავსებადობა ფრაზის შინაარსთან ამ შემთხვევაში მკიდია :)
ასი პლიუსი.
ზე-დამაჯერებლად :)
ნუ თუთბერიძის ქეისზე რომ ვწერდი პოსტს, მაშინ დამჭირდა და ვნახე, რომ ევროპის ქვეყნებში – ეს გაკვრით ვნახე უფრო ამერიკა მაინტერესებდა და ამერიკაშიც კარგა ხანია პორნოგრაფიის და ეროტიკის და ზოგადად ამ ჯანრის დეკრიმინალიზაცია მოხდა – და სრულწლოვან ადამიანს აქვს თავისუფლალი არჩევანი. ამერიკაში რამდენიმე მცდელობა იყო – ფემინისტების, რელიგიური ორგანიზაციების, მაგრამ უზენაესის განჩინება არსებობს და პრეცედენტულია.
არასრულწლოვნებს რაც ეხება – ეს სხვა თემაა და პორნოს როგორც ეგეთი არ ეხება.
ნუ გამომდინარე იქედან რომ მე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეც ვარ, პორნოზე მითუფრო. ::) თან მაგის განმრჩევი არვინაა.
იმ ფონზე, როცა ქებათა ქება ბიბლიის ნაწილია :) დეკამერონზე და სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ოკ, ადიოს თორე სადილზე ვარ დაპატიჟებული და დამაგვიანდება.
თან ისედაც ხშირად ვკამათობთ მე და შენ და მრცხვენია უკვე :)
დეკრიმინალიზაცია დეფინიციების არსებობას არ გამორიცხავს. მარტო დანაშაულად აღიარება არ არის კანონის საქმე.
რაც შეეხება კამათს, შენ რომ პატივს სცემ, ის ხალხი ამას ჩატს ეძახის.
აჰა! საინტერესოა! ჯერ არ მაქვს სურვილი წაკითხვის და მერე ვნახოთ. პოსტი ხო კაი იყო, მაგრამ კომენტარები არანაკლები. :)
კომენტარების აღნიშვნაზე გამეცინა :)))
^^
დე სადი – სადისტი
ზახე მაზოხი – მაზოხისტი :დ :დ ჰაჰაჰაააა, რა მაგარი უნდა იყოს მოვლენებს შენი სახელი რომ ერქმევა :დ :დ :დ
ისე კი, მე ამ კაცისას არაფერს წავიკითხავ :) არ მაინტერესებს რა დაწერა და მაგიტომ :დ
ნუ, მე წავიკითხე და ძალიან არ მომეწონა.
რაღაც წესიერს რომ დაარქმევენ შენს სახელს, უკეთესია :)
რა თქმა უნდა, ჯობია რომ წესიერს დაერქვას შენი სახელი, მაგრამ ეს ოხერი ჰეროსტრატეს დიდება მოდის და მოდის :დ :დ
ამასწინათ ერთ ბლოგზე (ნიკს არ დავასახელებ, კოლმეურნეობის თავმჯდომარის მსგავსად), წავაწყდი ასეთ ციტატას: კარგს აკეთებ გივიწყებენო, ცუდს აკეთებ და მუდამ ახსოვხარო… იმდენად მომეშალა ნერვები, ვერც წარმოიდგენ, :დ :დ
ასეთი ციტატის მთქმელისგან კარგს სულ არ უნდა ელოდო, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს :/
მართალი ხარ, ქევან. და ეს ციტატა სრულიად ქართული ბლოგოსფეროს დევიზადაც გამოდგება. სამწუხაროდ :(
“გიჟი თავისუფალია”.- ეგ არის! :)))
არ წამიკითხავს, არც წაკითხვის განსაკუთრებული სურვილით ვიწვი.
პ.ს ეგრეც ვიცოდი, არანაკლებ საინტერესო კომენტარები დამხვდებოდა :)
ჰო, კომენტარები, განსაკუთრებით პრო-დესადური ყაიდის, მოსალოდნელი იყო. არც არაფერია გასაკვირი – ყველა სათავისოდ ირჩევს. მადლობა ღმერთს, ჩვენთან ცენზურა აკრძალულია. თუ ვინმეს ამის კითხვა სიამოვნებს, ვინ ოხერი დაუშლის…
თავისი სახელი დატოვა ადამიანმა :დ იმაზე ითამაშა, რაზე თამაშის გახმოვანებაც ცოტა არ იყოს და შეზღუდული იყო და თაობებს შემოუნახა :დ :დ
მაგის წაკითხვას ვერ გავბედავდი თავის დროზე ბიბლიოთეკაში. საკმაოდ კომპლექსიანი ვარ :დ მაგრამ წარმომიდგენია, რა იქნება. ქართველი მწერალ-პორნოგრაფისტი ქალის რაღაც მაქვს წაკითხული, ისე (ნუ ასაკის ბრალი იყო) :დ სიმართლე ვთქვა, ასეთი სიშიშვლე არ მომწონს ნაწარმოებებში :დ
ხარისხიან და გემოვნებიან ეროტიკაზე უარს არ ვიტყვი არასოდეს :) მაგრამ ეს “ბუდუარი” აბსოლუტურად უხარისხო და უგემოვნოა და რა ვქნა ახლა, აპოლინარს თუ მოსწონდა…
ქართველმა ქალმა-ავტორმა დამაინტერესა :) გვარი არ გახსოვს?
ვაიმე, არა, ნამდვილად. ქართველ შურისმაძიებელ ქალზე იყო. საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული იყო მგონი. დედაჩემის სოფელში რომ ჩავდიოდი დასასვენებლად, იქ დარჩენია ერთ-ერთ ჩემს ნათესავთაგანს. საკმაოდ დაფლეთილიც იყო. ეტყობოდა, კარგად იყო ნაწერი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ყბადაღებულად იყო ყველა დეტალი აღწერილი. სახელი მახსოვდა და გეტყვი, რომ გავიხსენებ.
ჭაობს ხომ არ გულისხმობ შემთხვევით?
უი, ხო :დ ჭაობი. რამ დამავიწყა სახელი :დ
დრო იყო, ქუხდა “ჭაობი” :))
ხო, ამ წიგნსაც ეტყობოდა, ხელიდან ხელში რომ დაგოგმანებდა :დ
წარმომიდგენია :)
წიგნი არ წამიკითხავს და არც სურვილი გამჩენია. პორნოგრაფია, ეროტიკა, ორალური და ანალური სექსი ნამდვილად არაფერია, მაგრამ ინცესტი და დედის გაუპატიურება?
მეც მაგას არ ვამბობ?! :))