Feeds:
Posts
Comments

Archive for April 6th, 2012

Marquis de Sade. La Philosophie dans le boudoir. 1795

“დამმარხეთ უსიერ ტყეში და საფლავს რკო მოაყარეთ, რათა ზედ ფესვმაგარმა მუხამ იხაროს და პირისაგან მიწისა აღგავოს ჩემი ნაკვალევი” – ასეთი უჩვეულო ანდერძი დაუტოვა შთამომავლებს ადამიანმა, რომელსაც, მძაფრი თვითკრიტიკისთვის მიზეზი, თითქოს, არც გააჩნდა – მთელი სიცოცხლე იმის კეთებას ცდილობდა, რაც სიამოვნებას ანიჭებდა და არც ერთ წინაღობას არ შეპუებია.

არისტოკრატი, მეამბოხე, სახელმწიფო მოხელე, ბასტილიის ტუსაღი, ლიტერატორი, აღვირახსნილი მექალთანე და სოდომიტი – ამგვარი წინააღმდეგობრივი შტრიხებით იხატება იმ ადამიანის სახე, რომელმაც საკუთარი სახელი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და საკამათო ფსიქოსექსუალურ სუბკულტურას დაანათლა.

დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადის სექსუალური მიდრეკილებები და “საქმენი საგმირონი” მხოლოდ ისტორიკოსებისა და ფსიქოლოგების (ან ფსიქიატრების) კვლევის საგანი გახდებოდა, ერთი მცირე დეტალი რომ არა – თავაშვებულმა მარკიზმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოება აუცილებლად დაინტერესდებოდა მისი ნააზრევით და კაცობრიობა ისტორიული თხზულებებით, ესსებით, პიესებით და პამფლეტებითაც გააბედნიერა. ვერ ვიტყვი, რომ ექსცენტრული არისტოკრატის ლიტერატურული მემკვიდრეობა ხელიხელ საგოგმანებელ მარგალიტად იქცა, თუმცა მისი”ბუდუარის ფილოსოფია” მაინც საკმაოდ ცნობილი და, გარკვეულწილად, პოპულარულიც გახდა.

ჯერ კიდევ ოციოდე წლის წინ ასეთი წიგნები სახელდახელოდ გამრავლებული ასლების სახით ვრცელდებოდა და რევოლუციური პროკლამაციებივით მალულად გადადიოდა ხელიდან ხელში, მე კი საჯარო ბიბლიოთეკის საცავში მივაგენი. იქვე აღმოვაჩინე მისი სულიერი ძმის – ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის “ვენერა ბეწვეულში” და ერთად წავიკითხე კიდეც. დღესაც მახსოვს, ნაცნობი ბიბლიოთეკარის გაოცებული მზერა, შეკვეთილ ტომს რომ დახედა, ეუცნაურა და გადაფურცლა…

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 598 other followers

%d bloggers like this: