კარგად მახსოვს, როგორ გავბრაზდი, გაზეთში ჩემზე რომ დაწერეს, მოლი იმდენად პატარაა, ჯერ წერა–კითხვაც არ იცის, ჭადრაკს კი შესანიშნავად თამაშობსო. მეწყინებოდა, აბა, რა – სულ ხუთი წლის ვიყავი, მაგრამ ნახატებიანი წიგნები იმ დროს უკვე აღარ მაინტერესებდა, ტექსტებსაც მშვენივრად ვაბულბულებდი. ის აღმაშფოთებელი სტატიაც ჩემი თვალით წავიკითხე და კარგა ხანს დავდიოდი გაბერილი და ტუჩაბზუებული.
ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და მკითხველის კარიერა მაშინ მთლად ახალი დაწყებული მქონდა – რამდენიმე თვის წინ ანბანის ცოდნით დიდად ვერ დავიტრაბახებდი, ამიტომ, როცა დედამ თბილისიდან დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა“ ჩამომიტანა, წაკითხვის საპატიო მოვალეობა ბებიას ხვდა წილად.
ჰოდა, დავითრევდი ორიოდე ფუმფულა ბალიშს, მოვკალათდებოდი იატაკზე, სავარძელთან და სულგანაბული ვუსმენდი, თან თვალს არ ვაცილებდი ბებოს – შემთხვევით ორი ფურცელი არ გადაშალოს და რომელიმე ზღაპარი არ გამორჩეს–მეთქი.
ყოველი დაბადების დღეზე რომ ბურუსს ველოდებოდი სტუმრად, ეგ კიდევ არაფერი – არც დედოფალი ვარ და არც აღლუმს ვმართავ, მაგრამ
იქნებ ჩემთან მოსვლა მაინც მოუნდეს – სათამაშოებს დავათვალიერებინებ–მეთქი, ვფიქრობდი. იმასაც არა უშავს, ხალიჩის ქვემოდან ჩემს გამოყვანას რომ ვერ ახერხებდნენ – წარმოსახვით ცხენს და ვეფხვს ვეძებდი – შეილასთან თუ ცხოვრობდნენ, მე რითი ვიყავი ნაკლები… საუზმისთვის გადანახულ კვერცხებს ბულვარში რომ მივარბენინებდი პუშკინის ძეგლთან (ნელსონის ბიუსტი ბათუმში ვერსად ვიპოვე და რა მექნა) – არც ამით დაქცეულა ქვეყანა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყინულივით ცივი წყლით სავსე აბაზანიდან რომ ამომიყვანეს – ცი ონკანის საშუალებით მალე გაზრდას ვაპირებდი და ცისარტყელას ბოლოს საძებნელად უნდა წავსულიყავი ძია ტიკ–ტაკივით – მაშინ კი გვარიანად მომხვდა. თან, მხედველობაში მიიღეთ, ჩემი კონსტიტუციური უფლებების შელახვას ხმამაღალი ყვირილით ვაპროტესტებდი. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ფაიფურის ფინია მიყიდეს საკომპენსაციოდ, მაგრამ საათის ცნობა ვერაფრით ვასწავლე და თავი დავანებე. სამაგიეროდ, ღამით საწოლთან ახლოს ვაწვენდი და იქვე პლასტმასის ხმალი მქონდა მომარჯვებული – მავნეებს ველოდი – არგაბედოს, ნუიზამს და გრცხვენოდესს.
ახლა ისე არ გაიგოთ, რომ ბისეტის ზღაპრებმა თავსატეხის მეტი არაფერი გაუჩინა ჩემს მშობლებს – ყიყლიყოს ჭამა დილაობით სწორედ მათი წყალობით დავიწყე – დარწმუნებული ვიყავი, რომ მზეც ჩემთან ერთად მიირთმევდა გახუხულ პურს. მერე დავდიოდი და გულმოდგინედ ვშიშინებდი მდუღარე ჩაიდანივით – ვამოწმებდი, შშშ ხომ არსად დავკარგე–მეთქი.
აი, ასე ვცხოვრობდი ბისეტის სამყაროში – ხოჭო–ფილოსოფოსის, მისის ქვითინას, მფრინავი გოჭუნას, პატარა და საყვარელი ურჩხულის, მისტერ
კატანიანგის, ყვანჩალა ალისას გარემოცვაში და ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. ძალიან მიყვარდა იმ ამბის მოსმენა, როგორ დადიოდა მეფე სემუელი ბებიასთან, ჩაის დასალევად, პოლისმენი არტურის და მისი ონავარი ცხენის - ჰარის ისტორიაზე გულიანად ვხითხითებდი და ფოსტალიონი რომ მოდიოდა, თვალებდაჭყეტილი მივჩერებოდი – ჭრაჭუნა ფეხსაცმელი თუ აცვია–მეთქი.
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა – ჩემი ტკბილი, სათვალიანი ბებია უკვე აღარ არის ამქვეყნად, წიგნებს აღარავინ მიკითხავს და აღარც იმ ვარსკვლავს დავეძებ ღამით, სადაც პატარა მერი ცხოვრობს ბატკანთან ერთად, მაგრამ “ყველაფერი ყირამალა“ ისევ დევს ჩემს ბიბლიოთეკაში, ყდაგაცრეცილი, ფურცლებგახუნებული და ყოველთვის, როცა ხელს შევავლებ, სევდა და სითბო ერთდროულად მეღვრება გულში.














ილუსტრაციებმა მომხიბლა და პოსტმა ხომ საერთოდ :)
წიგნი ყველას ჯობია, სალ :)
ჩიპოლინოსნაირი პოსტია… აი, გადასარევზე გადასარევი <3<3<3
ბისეტი შენ რომ მოგეწონა, თამარა, ესე იგი, მართლა ძალიან კარგი პოსტია…
ალბათ მე ბისეტის ზღაპრები რომ არ წამიკითხავ ბავშვობაში იმიტომ არ მიყვარს ყიყლიყო თან ზრაპრების კითხვა მე ახლა დავიწყე :)
ზღაპრების კითხვა გვიან არასოდეს არის… მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.
რა ხასიათზეც უნდა ვიყო, გამორიცხულია, პოსტმა მოლის ბავშვობის წიგნებზე ძალიან კარგ განწყობაზე არ დამაყენოს.. კარგი კი არა, სხვა ჰქვია ამას, მაგრამ რთულია სათქმელად
გამახარე, მემე :) მადლობა დიდი :)
აუ რა თბილი პოსტია :ს მოლი, ძალიან მომეწონა შენი ბავშვობის ამბები, რა კარგი ვინმე იქნებოდიიი :)
:))) გამაცინე :) ბათუმი იყო კარგი, იაკო :)
უცებ გამახსენდა ყველაფერი. ამას წინათ, თამარას პოსტზე აღვნიშნე, მიყვარდა-მეთქი (ავტორი ვერ გავიხსენე, ოღონდ), და ასე აგიხდეს ყველაფერი :)) ძალიან გამიხარდა :)))
ასე ძალიან კომენტარი კარგა ხანია, არ გამხარებია :) მართლა :)
:))))
შშშშ… დაიკარგა
საიმპერატორო პინგვინები, ნისლი, რომელსაც აღლუმის ნახვა უნდოდა, ავტობუსი, რომელსაც სიბნელის ეშინოდა, მტრედი და ნელსონის ქანდაკება..
ვაიმეეე… ამ კაცზე ვაფრენ. ჩემი უსაყვარლესი მეზღაპრეა ცალსახად. ყველაზე არანორმალური, ხშირად მგონია, რომ ლსდ-ს კაიფში წერდა ტიპი ზღაპრებს
ნახეთ როგორ ერთობა ბუზი.. :დ
ელესდეზე არ მიფიქრია არასოდეს, მაგრამ ჩემი საყვარელი მეზღაპრეების სიაში უპირობოდ ხვდება :)
რავიცი, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანმა მსგავსი შიზოიდური ზღაპრები დაწერო ფხიზელ გონებაზე..
უამრტივესი მაგალითი: კინგ ქროსის სადგური, მეფე, მემანქანე და ძროხა ბებიასთან ჩაის დასალევად რომ მიდიან… ააა…
მე ასეთი ფანტაზია თავში არ მომივა არასოდეს, მაგრამ მე უბრალოდ მე ვარ და ბისეტი – გენიალური მეზღაპრე. მართლა გენიალური, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
ყოველთვის, როცა ცუდ ხასიათზე ვარ ბისეტის ზღაპრებს ხმამაღლა და გამოთქმით ვკითხულობ და ძალიან კარგად მოქმედებს..
უჰ არის ძალიან საყვარელი ზღაპარი.. :) მარტორქა, რომელსაც ნამცხვარი ეფშხვნებოდა ლოგინში.. ვაიმე რა გამახსენე ახლა ეს.. გადავდე მე ჩემი იტალიური Sci-Fi მოთხრობების კრებული და ჩავუჯექი ისევ ბისეტს..
თან ჩემივე ფანქრებით გაფერადებული, ძალიან ძველი წიგნი მაქვს სახლში, სადაც იაკი რატომღაც იასამნისფერია.. :)
ჩემი ფავორიტები ბურუსის ამბავი, სემუელის, სადგურის და ბებიას ისტორია, არტური და ჰარი და რა თქმა უნდა, ძია ტიკ-ტაკია. სხვათაშორის, ახალი გამოცემაც მაქვს. მეგობარმა მაჩუქა – რომელიღაც ჟურნალს მოჰყვებოდა და დავტაცე ხელიო. იცის ჩემი ამბავი :))
იტალიური საიენს ფიქშენი? ელექტრონული ვერსია გაქვს? :ღრმადდაინტერესებულიმოლი:
არა წიგნი მაქვს.. :) მეგობარმა მათხოვა..
ყოჩაღ მეგობარს!
ჩემი შვილების საყვარელი წიგნი იყო. მე კი, რაც დრო გადის, მით უფრო ვიხიბლები მისი სათაურით…
იმედია, ჩემს შვილებსაც მოეწონებათ :)
საოცარი იყო, :) ბოლო ფრაზაზე ცრემლიც მომადგა, ჩემს ბავშვობის წიგნებთანაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, სევდიანი და თბილი………:)
სულ მეფიქრება, ჩემი შვილიშვილებისთვის თუ ვიქნები ასე გასახსენებელი… ყველაფერი, რაც ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, ბებოს წაკითხულია და არ იცი, როგორ მენატრება ის დრო :(
ალბათ ისევე უნდა მოვექცეთ ჩვენს მომავალ შვილიშვილებს, როგორც ჩვენი ბებოები გვექცეოდნენ და აუცილებლად ვიქნებით გასახსენებლები… :)
ასეა, მაგრამ ძნელია :( ძველი თაობა სხვანაირად კეთილი იყო…
მთლად ცრემლი არა, მაგრამ… :) 17 წლის წინანდელი ამბები გამახსენდა:)
ჩემს პოსტს სჯობს.
ცოტაც და ბისეტსაც აჯობებდი. ;)
პირველი შემთხვევაა მგონი, არ ვიცი, რა გიპასუხო :) ბისეტის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები, ვისაც ვიცნობ, მერი პოპინსი და შენ ხართ. ფრიად ამაყი და კმაყოფილი ვარ, პოსტი რომ მოგეწონა :)
მე დაგავიწყდი( ფაიფური პირველად მაქედან გავიგე რას ნიშნავს.
მოლი, რა კარგი პოსტია :) არ მაქვს წაკითხული და მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი წიგნი ჩანს უკვე ვყოოყმანობ. რო წავიკითხო და ჩემებურად ავურიო?
წაიკითხე აუცილებლად :) მე თუ არა, ლორდს მაინც ენდე :)
სანამ დინამიტი არ დაწერს პოსტს, ხელი არ მოკიდო.
აბაზანის ეპიზოდი მახსოვს ყველაზე კარგად :) დღემდე გაოცებული ვარ, როგორ მომივიდა, რომ პრაქტიკაში არ განვახორციელე :D
მეც მხოლოდ თითქმის განვახორციელე :))) მალევე აღკვეთეს :)
ამ პოსტით თბილი განწყობის ისეთი დოზა მივიღე მთელი დღე გამყვება. დღის შესანიშნავ დასაწყისადაც შეიძლება შეირაცხოს (მერე რა რომ უკვე 11 საათია :) ).
მეც ახლა ვიწყებ დილას :) და საშინლად სასიამოვნოა, პოსტზე ამას რომ მოისმენ :) დანკე!
დღემდე ვკითხულობ ბისეტს დროდადრო :) გულისამაჩუყებლად თბილი, საყვარელი და ძალიან ინგლისური ზღაპრებია :)
მე ახალი გამოცემაც მაქვს, მერი :) მეგობრის საჩუქარი :) ჰოდა, დროდადრო იმასაც ვფურცლავ.
კლასიკურად ინგლისური ზღაპრებია. დახვეწილი და ელეგანტური.
თაგუნია დიკერი მიყვარს მანდ, ვეფხვის ბოკვერი ბერტი, მავნე გრცხვენოდეს და რა ვიცი… ყველა მიყვარს :)
ძროხა ანაბელი, მარტორქა, ძია ტიკ-ტაკი… მართლა ვერ გამოარჩევ და ყველა საყვარელია :)
შენი პოსტის კითხვისას სევდა და სითბო მეც ჩამეღვარა გულში მოლი, საოცრად წერ!!! ისე, დიდი ონავარი ბავშვი კი ყოფილხარ :) ეხლა თვალწინ წარმომიდგა პატარა, მოუსვენარი მოლი, თავისი საყვარელი წიგნით ხელში :****
არა, რას ამბობ, იალინდა :)) უწესიერესი ბავშვი ვიყავი :) ღრმად უპრობლემო და სანიმუშო :))))
ნუ მე ბისეტი არ მაქ წაკითხული :( მარააა, სადაა სოფი, შენზე დოსიეს რომ ადგენს :დ :დ :დ
სკოლაშია ალბათ. მოვა მალე და დოსიეს მიუმატებს რაღაცებს :)
სხვა პოსტებს უნდა გადავხედო, ამას ჯობია რომელიმე?
ჩემი გული, ერთი ექს-მინისტრის არ იყოს, მაინც ჩიპოლინოს ეკუთვნის :)
ჰო, მაგრამ ეს ძალიან ბავშვურად გამოგივიდა. ახლა ვფიქრობ ხომ არ გვატყუებ ასაკში, მაგრამ თავის “გადიდება” და ტყუილები რაში დაგჭირდებოდა, ცოტა რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი 20-22 წლის ბავშვობას მონატრებული გოგონაა მეთქი
22 წლისას თავი ძალიან დიდი მეგონა და ბავშვობა სულაც არ მენატრებოდა :) მონატრების პერიოდი ზუსტად რომ ახლა მაქვს :) საბავშვო ოთახისთვის აბა, სხვანაირად როგორ დავწერო :)
ჰო რა ვიცი :დ ზედმეტად ჭკვიანი ბავშვივით წერ
:))))))) ფლეიბოიც ზედმეტად ჭკვიანი ბავშვის დაწერილს ჰგავს და სასჯელის უმაღლესი ზომაც?
უფრო ამ პოსტზე ვამბობდი მე, მაგრამ ზოგადად მაინც არ დაგიკარგავს ბავშვურობა. ეს რასაკვრიველია ჩემი აზრი და ჩემი შთაბეჭდილებაა.
სერიოზული რომ ხარ ან ირონიული, მაშინაც კი ბავშვს გავხარ :) კარგი გაგებით, ჩემი აზრით ყველა ისურვებდა ხასიათის ასეთ შტრიხს (მეც, ოღონდ მე ჯერ პატარა ვარ :) :)
შენ მართლა პატარა ხარ ჯერ :) მე კი არაფერი მახარებს ისე, როგორც იმის აღმოჩენა, რომ ბავშვობა არ დამიკარგავს და დღემდე ვინარჩუნებ. რუსული “მერი პოპინსი” ნანახი გაქვს, სოფი? აი, ის ეპიზოდი, დიდები კარუსელზე საკუთარ ბავშვობას რომ ხვდებიან?
აუ კი კი როგორ არა :) მაგნუმელებმა გადამაწყვეტინეთ ყველა ქართული და რუსული მულთფილმი და საბავშვო ფილმი უნდა ვნახო თავიდან :)
ეგრეა მოლი დამიჯერე, ძალიან ლამაზი ბავშვურობა გაქვს შემორჩენილი, არ უნდა დაკარგო არასდროს ეგ
ყოჩაღ, მაგნუმელებს :) ერთი კარგი საქმე ნამდვილად გაგვიკეთებია.
ძალიან არ მინდა დაკარგვა, სოფი. ამაზე ფასეული, ალბათ, არც არაფერი მაქვს.
ხასიათში კიდევ ბევრი ფასეულობა გაქვს მოლი მაგრამ აღარ ჩამოვთვლი, ვინმეს პირფერობა არ ეგონოს :) მაგნუმელები ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ ძალიან და მიხარია მეც რომ ვიღებ მეტ–ნაკლებად ამაში მონაწილეობას
სამაგიეროდ, მე ის მიხარია, რომ ფანტასტიურად მოერგე მაგნუმს და მაგნუმი შენს გარეშე უკვე წარმოუდგენელია – და ამას ყველგან თამამად ვიტყვი :)
ამიწითლდა ლოყები :)
:)))) ნამდვილად ასეა.
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
მოოოლ შენ ერთადერთი ხარ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს შორის ვინც იცის ეგ წიგნი და შიგნით არსებული მოთხრობები ♥
მოლ მიყვარხარ ♥ ვაიმეე ახლა ავჩუყდი და ავცმუკდი ♥
აუაუაუ ნუ პოსტი ხომ კარგია ეგ უდავოდ მაგრამ ვაიმე აიაიაიაიაიაიაიაიაიაიიაიაიაია
ძალიან ძველი წიგნია, ჩორვენ :)) ჩვენ უფრო გვახსოვს. პატარები ახლა სხვა რაღაცებს კითხულობენ.
როგორ, როგორ მიყვარს <3 ძველისძველი გაცრეცილი წიგნი მქონდა <3
და ახლა უკვე დავიწყებული, გამახსენე <3 და მეც სითბო და სევდა ჩამიღვარე გულში : ))
სულ ახლახანს, ახალი გამოცემაც გამოჩნდა, ანაბელ. თუმცა, მეც ის ძველი მიყვარს ძალიან,
ასე გემრიელად თუ გაგახსენდა ყირამალა. პოსტს თავისი მისია შეუსრულებია :)
ძველი უფრო მიყვარს რა თქმა უნდა : )) თავისი მოგონებები აქვს იმას თანდართული : ))) ახლა ის სურათი გამახსენდა, ნავით ცისარტყელასკენ : ))
რა თქმა უნდა :) სხვათაშორის, იმ დროისთვის იშვიათად შესანიშნავი თარგმანია. რეზო ინანიშვილმა გადმოაქართულა.
მეც მოუსვენარი ბავშვი ვიყავი… :)
მომეწონა მოლი, ძალიან კარგი პოსტი იყო. რომ ვკითხულობდი, თვალწინ მიდგებოდა ყველა მომენტი, რაც კი აღწერილი გქონდა პოსტში :)
წარმოიდგინე, წიგნი როგორი საინტერესო იქნება, ქრისტინა :)
რახან პატარა მოლი დააინტერესა, ესეიგი ძალიან საინტერესო, სახალისო და კარგად ილუსტრირებული :)
დიდი მოლიც სიამოვნებით ფურცლავს ხოლმე :) ბისეტის ზღაპრებს ასაკი არ გააჩნია. ყველასთვის ერთნაირად საყვარელია.
ანუ არც ისე დიდი ქრისტინაც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს :)
ვეცდები ვიშოვო სადმე :)
უახლესი გამოცემა ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში მოიძებნება, ქრისტინა. რომელიღაც ფერად ჟურნალს მოჰყვა და ახლა ყველგან არის.
საბავშვო ჟურნალი იყო?
არა, “თბილისელები”. თუ არ ვცდები, საბავშვო ბიბლიოთეკის სერიის წიგნად გამოსცეს.
რომელიმე კონკრეტულ ნომერს მოყვება, თუ როგორ ვნახო?
ის ნომერი აღარ იქნება უკვე ჯიხურებში. “ბიბლუსის” ნებისმიერ მაღაზიაში შეიარე და აუცილებლად ექნებათ თაროზე.
ჰო, ძალიანაცვ კარგი “ბიბლუსის” ხშირი სტუმარი ვარ :)
ვაიმე როგორ მომეწონა ეს პოსტი! <3 შშშშ დაიკარგა რომ წავიკითხე ორი კვირა სულ შშშ-ს გავიძახდი! :დ ისეთი კარგი პოსტია მეშინია არ მოგპარონ! :(
:))))) წიგნიც წაგიკითხავს და მოგწონებია, მარიშკალია :) მომპარავენ და აგერ არ ხართ თქვენ? კუდით ქვას ვასროლინებთ :)
კი ოღონდ პატარა რომ ვიყავი! :) მძიმე არტილერიას ჩავრთავთ და თუ რამეა სანაცნობოსაც! :):)
ახლა დიდი ხარ, არა? :)))))
ყურებს ხელში დავაკავებინებთ სათითაოდ :)
არა მოლი მე სულ რომ 100 წლის გავხდე, მაინც სულ პატარა ვიქნებიი!! :) ტანკით გადავუვლით! :დ
ასე უნდა, მარიშკალია :) ბავშვობა არ უნდა დაკარგო არასოდეს.
:ფორევერბავშვი:
მაგას რა ჯობია :)
ძალიან ტკბილ-სევდიანი მოგონებებით სავსე პოსტია! <3
ისეთი სითბოთია გადავსებული სიტყვები არ მყოფნის რომ მოვიწონო :)
რაც თქვი, თეო, ისიც საკმარისია :) მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარისთვის :)
აქამდე სადაც არ უნდა მეთქვა არავის არაფერი ჰქონდა გაგონილი ბისეტის შესახებ და ბრაზისგან სულ ვმწვანდებოდი აქ კიდევ იმდენს გაქვთ წაკითხული “ყველაფერი ყირამალა”, რომ ბრაზი კი არა სულ ია-ვარდით ვარ მოფენილი… <3<3<3
სახლში ჩემი პატარაობის წიგნებთან დევს საპატიო ადგილზე. გაცრეცილი, ათასჯერ წაკითხული… აი ახლაც მეცინება იმის გახსენებაზე როგორ წაიყვანა არც ისე ჭკვიანმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სპილო :) ძია ტიკ-ტაკის ვეფხვი ღრრი მარტო სამშაბათობით რომ იყო ბრაზიანი… :) ჩემს წიგნში ნახატი იყო, როგორ იბანს არწივი დევიდი ბრჭყალებს იმდენჯერ გადავხატე სანამ ნორმალური არ გამომივიდა :)
მიყვარს ჩემი ძველი წიგნი <3
აქ ბისეტის მოყვარულთა პატარა კლუბი გვაქვს :) ჰოდა, შენც შემოგვიერთდი ახლა.
ლორდ ვეიდერს აქვს მშვენიერი გესტ-პოსტი გლამთაიას ბლოგზე. მეტი, ბისეტზე დაწერილი, არაფერი მინახავს :(
მგონი მოვედი :)
ნამდვილად მოვედი :)
აი, ახლა ნამდვილად მოხვედი :) ბლოგმაც დაგიმახსოვრა და აწი გიცნობს ხოლმე :)
moli, rogor momnatrebia sabavshvo otaxis postebi:) aseti shesanishnavi postistvis girda lodini, gmadlob :)
მე შენს სტუმრობას და კომენტარებს ველოდებოდი, ლუკა :) თან, ყირამალა ის პოსტია, პირველ რიგში შენი ასაკის მკითხველმა რომ უნდა შეაფასოს :) მადლობა დიდი :)
tkbili qadebi momandome :)
tanaxma var. zolebic shevwiro, rom mqondes :)
არ დაგჭირდება ზოლების გაწირვა, ლუკა :) დედას უთხარი და აუცილებლად გამოგიცხობს :)
ღამის 2 საათია და მე ეხლა ამ პოსტის კითხვისას ისე ვისიამოვნე :*
ძალიან თბილი პოსტი იყო …..
ტკბილი მოგონებები აღმიძრა და მადლობა შენ მოლიიიიიიიი :* !
<3
ღამის ორ საათზე თუ წაიკითხე და მოგეწონა, მართლა კარგი პოსტი ყოფილა :)
[...] 1. ყირამალა პოსტი - როგორც ყოველთვის საინტერესო და სახალისო პოსტია! უკვე არაერთი წიგნის შესახებ გავიგე შენი ბლოგიდან, ბევრი წავიკითხე, ბევრიც წასაკითხ წიგნთა სიას ემატება! განსაკტრებით მახალისებს საბავშო წიგნები! <3 [...]
meris hyavs batkani erti patara tovlivit tetri… mgoni magwignidanaaa. axla rom vkitxulobdi ragaceebi gamaxsenda, bavshvobashi miyveboda dedachemi mag motxrobebs…
ჩემთვისაც ბავშვობის მოგონებებია, ნინო. ერთდროულად თბილიც და სევდიანიც.
წიგნის ახალი, ინგლისური გამოცემა ახსენე. ხომ არ გახსოვს რომელი გამომცემლობის გამოცემულია და დაახლოებით რომელ წელს?
ინგლისური არა, ახალი ქართული გამოცემა მაჩუქეს.
ახლა შენ იცი რა ქენი? მთელი ჩემი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები ,, გადამიყირამალავე” :)) არ დამაწყებინო ამ შუა ღამე ,, ჩარლი და შოკოლადის ქარხნის” წაკითხვა:დ;;დ
“ჩარლი და შოკოლადის ქარხანაზე” ერთხელ დავწერე, ისიც ღრმად პოლიტიკურ ჭრილში :) ისე, კარგი მითხარი, საბავშვო ოთახს ეს წიგნი ნამდვილად აკლია.
ზუსტად გადაყირამალავება მინდოდა მეც :)
ამ წიგნის პოლიტიკურ ჭრილზე არასოდეს დავფიქრებულვარ, თუმცა მაშინ იმდენად პატარა ვიყავი ასეთ რაგაცეებზე ვერც ვიფიქრებდი, ეგ უფრო მაღელვებდა რომ ჩარლის,უკვე მერამდენედ წყალწყალა სუპი აღარ ეჭამა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო როდესაც მას შოკოლადის მდინარიდან სავსე ჭიქით შოკოლადი მიაწოდეს, მან კი სულმოთქმელად გადასანსლა:d:d
არა. საკუთრივ მანდ პოლიტიკური არაფერია :) უბრალოდ, ჩვენი განათლების სამინისტროს ერთ აქციასთან პარალელი გავავლე.
http://wp.me/p1gQ1e-1F
პრინციპში, ამის მეტი პოლიტიკურ ტონალობაში არაფერი დამიწერია.
ამ თბილ და სასიამოვნო განწყობაზე გემშვიდობები.დროებით :)
დროებით, ნატალია და მომავალ სტუმრობამდე :)
[...] გრიმების და ანდერსენის ზღაპრები, ბისეტი, “პიტერ პენი”, ტოლინები და [...]