“არასოდეს ჩამითვლია “ფლეიბოი” ეროტიკულ ჟურნალად. ჩემთვის ის ცხოვრების სტილზეა, სადაც სექსი მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია.”
ეს ფრაზა ლეგენდარულ ჰიუ ჰეფნერს ეკუთვნის, გრანდიოზული მედია-იმპერიის მეპატრონეს და იმ გამოცემის სულისჩამდგმელს, თითქმის სამოცი წელია, განუხრელი პოპულარობით რომ სარგებლობს და ჟანრის კლასიკურ ნიმუშად არის აღიარებული. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც “ფლეიბოის” შესახებ არაფერი სმენოდეს და მისი სახელგანთქმული ლოგო - ამერიკელი მხატვრის არტურ პოლის შექმნილი ბოცვერი ბანი ერთხელ მაინც არ ენახოს.
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სად მოლი ბლუმის ბლოგი და სად ‘ფლეიბოიო”, გაიკვირვებს ვინმე და მართალიც იქნება – ლინდგრენის, როდარის, ეკოს, ფამუქის, ო’ჰენრის გვერდით ასეთი პიკანტური სათაურის ხსენება, სულ მცირე, უჩვეულოა და, დარწმუნებული ვარ, ჩემს სტუმრებს ცნობისმოყვარეობით დააცქვეტინებს ყურებს.
საქმე იმაშია, რომ ჩემი წიგნების კარადის ერთი, დიდი და მუდმივად განახლებადი, თარო ფერად-ფერადი ჟურნალებით არის სავსე და თქვენი ბიბლიოფილი, მელომანი და გურმანი მასპინძელი, რამდენიმე სხვა გამოცემასთან ერთად, ”ფლეიბოის” ერთგული მკითხველიც გახლავთ.
ჰოდა, რაკი ცხოვრების ის სტილი, მისტერ ჰეფნერი რომ გულისხმობდა, ფრიად მესიმპათიურება, გადავწყვიტე, დღეს ჩემი
ფავორიტი ჟურნალის შესახებ გიამბოთ – ამ გამოცემას პოპულარიზაცია და რეკლამა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ მის ირგვლივ იმდენი განსხვავებული აზრი ტრიალებს, რომ ნამდვილად საინტერესო იქნება, გავიგოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან მოლი ბლუმის მეგობრებს.
გასართობი ჟურნალი მამაკაცებისთვისო – ეს წარწერა 1953 წლის პირველი დეკემბრიდან დღემდე, “ფლეიბოის” უკლებლივ ყველა ნომერს კი ამშვენებს, მაგრამ მერწმუნეთ, არც ისეა საქმე, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია – ეს ჟურნალი გაცილებით უფრო შინაარსიანი და მრავალფეროვანია, ვიდრე, ჩვეულებრივ, ფიქრობენ ხოლმე და რეპუტაციასაც ბევრად უკეთესს იმსახურებს – აქ საინტერესო საკითხავი ყველასთვის მოიძებნება.
ის ფრიად გულახდილი ფოტომასალა, რომლის გამოც, “ფლეიბოი”, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ აკადემიური გამოცემის იმიჯით სარგებლობს, სინამდვილეში, ჟურნალის მეხუთედსაც კი არ მოიცავს და, სხვათაშორის, აბსოლუტურად შეესაბამება ეროტიკის მსოფლიო სტანდარტებს. ამის მიღმა კი მხოლოდ პოპულარული პუბლიცისტიკისა და ხარისხიანი პროზის ნაზავს თუ აღმოაჩენთ - ალბათ, დამეთანხმებით, რომ ვერც ერთი თანამედროვე ჟურნალი უკეთესად შერჩეული თემატიკით ვერ დაიკვეხნის.
მედია-ექსპერტობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, “ფლეიბოი” არასოდეს ყოფილა ისე საინტერესო, როგორც ძველი, კლასიკური ფორმების ზეობის ჟამს, როდესაც ფურცლებს ჯეინ მენსფილდის, ჯინა ლოლობრიჯიდას, ლინდა ევანსის, ბეტი პეიჯის, ჯეიმს ბონდის პირველი ქალის – ურსულა ანდრესის, ანიტა ეკბერგის და ელიზაბეტ ტეილორის ფოტოსესიებს უთმობდა, გარეკანზე მოხვედრა კი ფრიად საპატიო გახლდათ. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჟურნალის პირველ ნომერს მერილინ მონროს გამოსახულება ამშვენებდა.
ახლა მწერლებს და რესპოდენტებს არ იკითხავთ? “ფლეიბოის ბიბლიოთეკის” ბარე ორ სქელტანიან ლიტერატურულ ალმანახს შეშურდებოდა. რა არ დაუბეჭდავთ ამ წლების მანძილზე – რეი ბრედბერის “ფარენჰეიტი” და მოთხრობები, კლასიკური ჰოლმსიანას ალბათ, ყველაზე პიკანტური ეპიზოდი – “სკანდალი ბოჰემიაში”, რობერტ შეკლის “მე და ჩემი ჯაშუშები”, როალდ დალი, იან ფლემინგი, ჯეკ კერუაკის “გზაზე”, არტურ კლარკის და ურსულა ლე გუინის ფანტასტიკა, ვლადიმერ ნაბოკოვი და თქვენ წარმოიდგინეთ, გაბრიელ გარსია მარკესიც.
პირველი ოფიციალური ინტერვიუ “ფლეიბოის” მაილს დევისისთვის ჩამოურთმევია და მას შემდეგ, მის ფურცლებს დიზი გილესპი, ფრენკ სინატრა, “ბითლზი”, ბობ დილანი და რეი ჩარლზი, კურტ ვონეგუტი, ჰენრი მილერი, იან ფლემინგი, ჟან პოლ სარტრი და ტრუმენ კაპოტე, მსოფლიო კინოს
კლასიკოსები – ბილი უაილდერი, ინგმარ ბერგმანი, ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი და სტენლი კუბრიკი, ბერტრან რასელი და ალბერტ შვეიცერი, მონაკოს პრინცესა გრეისი, მარტინ ლუთერ კინგი და ფიდელ კასტრო, სალვადორ დალი, პიტერ ო’ტული, პოლ ნიუმენი და ალენ გინზბერგი სტუმრობდნენ – ვფიქრობ ეს მეტად მცირე და არასრული ჩამონათვალიც ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურება.
საბჭოთა კავშირში “ფლეიბოი”, კოკა-კოლასთან, ჯინსებთან და ჯაზთან ერთად, იდეოლოგიურად მავნე პროდუქტად ითვლებოდა, პორნოგრაფიული ლიტერატურად მოიაზრებოდა და მისი შენახვა-გავრცელებისთვის სასჯელიც კი იყო დაწესებული. საბჭოელი რესპოდენტებიდან პირველი ევგენი ევტუშენკო გახლდათ – ჟურნალში მისი ლექსებიც კი გამოქვეყნდა. სამოცდაათიანების საკულტო პოეტის გზას სხვებიც გაჰყვნენ, მათ შორის, მსოფლიოს მეცამეტე საჭადრაკო “მეფე” გარი კასპაროვი და ყოვლად კომიკური პოლიტიკური “პაიკი” – ვლადიმერ ჟირინოვსკი.
ამერიკულ “ფლეიბოის”, გასაგებ მიზეზთა გამო, თბილისში იშვიათად თუ წააწყდებით, ამიტომ რუსულ გამოცემას ვკითხულობ. მართალია, ორიათასიანების ტრენდმა – გლამურმა კვალი მასაც დაამჩნია და ის ძველი პეწი, ცოტა არ იყოს, შეულახა კიდეც, მაგრამ ინტერესი მაინც არ გამნელებია. საამისო საფუძველი, უდავოდ, მაქვს – საუკეთესო ბელეტრისტიკა, საქმის ცოდნით მომზადებული თემატური სტატიები, თანამედროვე ვიდეო, მუსიკალური და წიგნის ბაზრის მიმოხილვა, აქტუალური და რეტრო-ინტერვიუები, და, რაც მთავარია - რიუ მურაკამის, სალმან რუშდის, სტივენ კინგის, ნასიმ ტალების, ვიქტორ ეროფეევის, ჩაკ პალანიკის, ნიკ ჰორნბის უახლესი მოთხრობები და ნაწყვეტები ჯერ გამოუქვეყნებელი, ახლად ნათარგმნი რომანებიდან… ცალკე აღნიშვნის ღირსია “ფლეიბოის” საფირმო, უგემრიელესი “იუმორის გვერდი” – პიკანტური ანეკდოტებით და შესანიშნავად შესრულებული “მარილიანი” კარიკატურებით.
P.S. არც ისე დიდი ხნის ამბავია და, ალბათ, გემახსოვრებათ, ქართველებმაც რომ ვცადეთ სმოკინგიანი ყურცქვიტას მოშინაურება. საქმეს ხელი ერთობ გემოვნებიანმა ადამიანმა – ნიკო ნერგაძემ მოჰკიდა, მაგრამ სულ შვიდი ნომერის გამოცემა მოხერხდა… თუმცა, ამაზე სხვა დროს მოგიყვებით – ქართული “ფლეიბოის” სევდიანი ისტორია ცალკე პოსტს ნამდვილად იმსახურებს.








არ ვიცოდი… უკეთ მივაქცევ ყურადღებას აწი… ლიტერატურის მხრივ მართლაც ყოჩაღ.. <3
პ.ს. ეხლა ისიც ვიცი მოლი რომ სახლში ბევრი ჟურნალი გაქვს ფლეი ბოის
შენ ჩემს დოსიეს აგროვებ
))))
ჰო
მალე მე მეტი მეცოდინება შენზე ვიდრე შენ
ასე თუ გააგრძელე – აშკარად
ჰოდა, ეგებ, იურისტობაზეც დაფიქრებულიყავი
)
ვაიმე მოლი გეფიცები იმ ამბის მერე მაგაზე ვფიქრობ სულ
კურდღლები სწრაფად მრავლდებიან :დ ამ ლოგოშიც კი ის სიმბოლოა ჩადებული :დ :დ ეჰ, ეჰ, სალორდე თემა :დ
ნამდვილად
ბოცვერი სექს-გიგანტია
რა თქმა უნდა დამაინტერესე მოლი!
მაგრამ 16წლის ბავშვი,რომ ჯიხურს მივადგე და “ფლეიბოი” მინდა-მეთქი,რომ ვუთხრა უფრო საინტერესოა გამყიდველს რა რეაქცია ექნება..
მინდა, გითხრა, ანა, რომ ჩემზეც დაახლოებით იგივე რეაქცია ჰქონდათ, სანამ მუდმივი ჯიხური და შედარებით ლიბერალური შეხედულებების გამყიდველი არ შევარჩიე
)))))))) პირდაღებულები მიყურებდნენ
ჰომ,აშკარად ადვილი წარმოსადგენია.
ისეთი რეაქცია ჰქონდათ, თითქოს შავი მესისთვის საჭირო ლიტერატურა ან კანიბალის კულინარიული წიგნი მომეთხოვოს… არადა, უდევთ, ოხერი, ჯიხურში. ესე იგი, იყიდება
(
მე და მეუღლე ერთდ რომ მივადექით გაზეთების გაყიდვის წერტილს და ქართული ფლეიბოის მეორე ნომერი მოვითქოვეთ, იქვე “ჩაუცქულმა” თელმა ბირჟამ ეჭვიანი მზერით დაგვწვა :დ
ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ არ გაამართლა ქართულმა ფლეიბოიმ. არადა ხარისხი, ნამდვილად კარგი ჰქონდა. სამწუხაროდ, პრიველი ნომერი გავაჩუქე და მხოლოდ მეორე-მესამე ნომრები მაქვს (ქართულ გამოცემას ვგულისხმობ)
აჰა
მეც ასე მგონია. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა
(
შვიდივე მაქვს შინ. და როგორც ვატყობ, მართლა დავწერ ერთ პოსტს ქართულ “ფლეიბოიზე”. მასალა არც თუ ბევრია და წერაც იოლი იქნება – არაფერი გამომრჩება.
მე მგონი საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ფრიად პოპულარულმა ჟურნალმა არ გაამართლა.
არ ვიცი ეს რისი ბრალია, ქართველების მენტალიტეტის თუ ქართული PLAYBOY-ს ხარისხის
ხარისხი არა მგონია, სალ. პირველი შვიდი ნომრის კვალობაზე ხარისხი არ დაეწუნებოდა… არ ვიცი. ალბათ, უფრო მიუჩვევლობის ბრალი იყო.
საერთოდ საქართველომ თავისი განსაკუთრებული “სათქმელი” რომ არ თქვას მსოფლიო ასპარეზზე არ შეიძლება რა…
ისე არ სასაცილოა playboy-მ არ გაამართლა და ათასი ნაგავი პორნო ჟურნალი წარმატებით იყიდება…
მგონი გემოვნებასთან გვაქვს პრობლემები სრულიად ერს :დ
ზუსტად. მაშინაც ოხრად იყიდებოდა და ეჭვი მაქვს, დღესაც იყიდება არანაკლები წარმატებით და, რატომღაც, აღშფოთებული არავინ მინახავს.
ჰოო:)
ღირდა ლოდინად:)
ორმაგი მადლობა შენ
ერთხელაც არ გადამიშლია
ასე რომ გენდობი, რაკი ზუსტად ვიცი, მაინც ვერ გადავშლი. შენ ჩემთვის კომპეტენტური ხარ
გაიხარე, კატერინა
) ჟურნალების მეტი რა არის ამქვეყნად
შენ რაც მოგეწონება, ის იკითხე. ფლეიბოის არ მოუკვდა პატრონი
)
მე მხოლოდ ქართული გამოცემა წამიკითხავს და გაოცებული დავრჩი – ჩემს ცნობიერებაში ამ ჟურნალის ირგვლივ არსებული სტერეოტიპები ერთბაშად ჩამოიმსხვრა.
გემოვნებას, როგორც ყოველთვის, მოგიწონებ, მოლი
ერთი აზრის ვყოფილვართ ამ თემაზე
გამახარე ფრიად
მეც იგივე კითხვა მინდოდა დამესვა, გრაფინიამ რომ დასვა
ნეტავ, თუ არსებობს რაიმე კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით?
მოლი, მეც ვთვლი, რომ “ფლეიბოიში” ეროტიკას სულაც არ უკავია მთავარი ადგილი და ისეთივე სასიამოვნო საკითხავია, როგორც “კოსმოპოლიტენი”. საინტერესოა, რა არ ეყოთ ქართველ მამაკაცებს მის საყიდლად: ინტერესი, კულტურა თუ ფული?
კვლევა არა მგონია და საუბრით ბევრი საუბრობდა ამაზე. განსაკუთრებით მაშინ, ძლივს დაწყებული გამოცემის დახურვის საკითხი რომ დადგა. ათასი ვერსია მომისმენია, ყველაზე დაუჯერებელი და ფანტასტიურიც კი… ფაქტი ერთია, ყველგან მუშაობს (თან, კარგად მუშაობს) ჩვენთან – ვერა.
ფული გამორიცხე, ქეთი. ექვსი ლარი ღირდა თავიდან და მერე ხუთი გახადეს, როგორც მახსოვს. ანუ, თვეში ორი კოლოფი საშუალო ხარისხის სიგარეტის ფასი.
არ ეყოთ: ცოტა კულტურა (ან უკულტურობა), ზოგს ინტერესი (ამათც ნუ დავუკარგავთ) და ყველაზე მეტად მაინც საზოგადოებრივი აზრისგან განსხვავებული საკუთრი აზრის ქონის სურვილი… ასე მგონია მე.
განსხვავებულობის შიში გვკლავს და გვღუპავს ჩვენ
(
ცოტა სხვანაირად ვიტყოდი მოლი: ან განსხვავებულის შიში, ან თავგანწირული სწრაფვა პროტესტისა და განსხვავებულობისკენ… შუალედის არქონა, საკუთარი აზრის არქონა გვღუპავს. იქ ავრთ მაქსიმალისტები, სადაც ოქროს შალედია საჭირო და იქ ვართ საშუალონი, სადაც მაქსიმალურად უნდა ვიხარჯებოდეთ… ასე მგონია მე
ეს უკვე მედლის მეორე მხარეა, თაბუ.
ისეა ქართულენოვანი ნეტი, ფეისბუქი და ბლოგოსფერო ამ მუდმივი პროტესტანტობით წალეკილი, ისე ხმალამოღებული აპროტესტებს ყველა ყველაფერს, რომ ჩემთვის უკვე ღრმად მოსაბეზრებელი გახდა.
არადა, მარტივადაა საქმე – გაპროტესტება (მერე რა, თუ რასაც აპროტესტებ იმაზე ერთი გრამი წარმოდგენაც არ გაქვს) რეიტინგულია და შენს “პრაძვინუტობას” კიდევ ერთხელ ადასტურებს.
მოლი, კიდევ ერთხელ მიიღე ჩემი პატივისცემა შენი აზროვნებისა და შეგნებისადმი
შენც რომ ასე ფიქრობ, ეს უკვე ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ჩემი მსოფლმეხდველობაც სწორადაა მიმართული
“გაპროტესტება რეიტინგულია” – როგორ სწორადაა შენიშნული!
ეჰ, თაბუ, საითკენაც არ უნდა გაიხედო, ყველა რაღაცას აპროტესტებს, პოზიტივი სანთლით საძებარი და სანატრელი გახდა უკვე
არადა, რეალურ პროტესტთან, ანუ იმასთან, რასაც წინსვლა და განვითარება მოჰყვება, ამ ისტერიკას საერთო არაფერი აქვს. სუფთა რეიტინგზეა გათვლილი
(
ამიტომაც მიყვარს პოზიტიური ადამიანის ეს პოზიტიური ბლოგი
მადლობა
)
ჩემი მოკრძალებული აზრით, უცოდინრობამ დაღუპა ქართული Playboy, ოღონდ არა გამომცემლების უცოდინრობამ, არამედ საზოგადოების. Playboy- ყველას მხოლოდ ეროტიკა და პორგოგრაფია ჰგონია, მერე რა თუ მისი ერთი გვერდიც არ გადაუშლია ცხოვრებაში, უფრო მეტი- ნატურაში გარეკანიც კი არ უნახავს… მაგრამ Playboy ეროტიკასთან ასოცირდება და წერტილი.
)))))
პ.ს რა უნდა ჩვენთან სექსს და ეროტიკას?
ჯონდი ბაღათურიას სინდრომი ჰქვია მაგას
)))))))
მე მაქვს 1995 წლის, მარტის ნომერი, ამერიკული გამოცემაა, მამას ჩამოუტანა მეზღვაურმა მეგობარმა
ყვითელ ბუმბულებმოსხმული გოგონა – ამბერ სმიტი უმშვენებს ქოვერს და ჟირინოვსკის ინტერვიუც სწორედ ამ ნომერშია – “crazy for power, mad for sex”
ბავშვობაში, თვალებზე აფარებული თითებიდან დავათვალიერე, მახსოვს შემძრა ბოლო გვერდის “მარილიანმა” კომიქსმა, მაშინ ყველა ნახატი საბავშვო მეგონა და თურმე “სად ვბანაობ”
ჰო
კომიქსები ძალიან ლამაზი აქვთ ხოლმე. შინაარსს რომ თავი დავანებოთ, ისეა დახატული, დათვალიერება გესიამოვნება
)
ისე მომინდა ძველი გამოცემების ნახვა რომ ვერ გადმოვცემ. უნდა ვაღიარო ამ ჟურნალით არასოდეს ვყოფილვარ დაინტერესებული, შესაბამისად ყველაფერი რაც პოსტში გეწერა ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა და სასიამოვნოდ გამაოცა. განსაკუთრებული სიამოვნებით გავეცნობოდი ნომერს სადაც პიტერ ო’ტულს წავაწყდებოდი.
რაც მიწერია, უმცირესი ჩამონათვალია, ფინიკი. სრული არქივი კიდევ უფრო საინტერესოა. ახლა ტორენტებზე ვეძებ ძველ ნომრებს და დიდი იმედი მაქვს, ოდესმე კარგ და სრულ კოლექციას მივაგნებ.
ფინიკი, იხილე ჩემი კომენტარი ოდნავ ქვემოთ
მოლი, შენდ ა შენს სტუმრებს ჩემგან <3
http://jurnal-portal.ru/for_man/playboy/
ჰმ, ესპანური, იტალიური, ჰოლანდიური, უკრაინული ნომრები… ფრიად საინტერესოა
გაიხარე, თაბუ, მადლობა დიდი.
არაფრის, მოლი
ძალიან კარგი პორტალია – უამრავი საჭირო და საინტერესო ჟურნალს მივაგენი ჩემთვის საინტერესო თემებზე.
ძველი ჟურნალების და საერთოდ, ჟურნალების დიდი მოყვარული ვარ და დავამუშავებ ამ პორტალს ამ საღამოს.
wow, საინტერესო რესურსია, მადლობა
მე ბედნიერი ვარ, თუ გაგახარეთ
ასეთ არქივებს სანთლით ვეძებ ხოლმე
მართლა კარგი ჟურნალია. პირველი ორი ნომერი მქონდა ქართული. მომეწონა. ერთი ჩემმა ძმამ გაანათხოვრა სამეზობლოში ისე, რომ წაკითხვაც ვერ მოვასწარი და საკმაოდ ,,ნახმარი” მოვიდა ჩემამდდე. შემდეგი ნომრების ყიდვა არც მომდომებია.
წარმომიდგენია
)) მე, მეორე ნომრის ორი ეგზემპლარი მაქვს შინ. ერთი თავად ვიყიდე სამსახურში მიმავალმა, მეორე ოთახში დამახვედრეს სიურპრიზად
)))))) ვიცოდით, რომ გაინტერესებდა და გიყიდეთო
ჰოდა, შემრჩა ორივე.
ხო, ქართულ გამოცემაზე უნდა მეთქვა, რომ ვერ გაამართლა. ეს იმის ბრალია, რომ ხალხი ,,სექსის” ყოველგვარი ხსენებისას აგრესიით ივსება და არ ფიქრობენ მის დადებით მხარეებზე. პირიქით, მსუბუქი ეროტიზმი როცა ახლავს რამეს, ყოველთვის იმაზე ფიქრობენ, რომ ხარისხიან მასალაში ამით ცდუნების ელემენტებს დებენ.
არადა, ქართული ფლეიბოის ვერგამართლება დიდად მეწყინა.
ჰო, ხალხის რეაქციაც მახსოვს და ის ცნობილი გადაცემაც, ლელა წურწუმია და ჯონდი ბაღათურია ერის მორალს ხმალამოღებული რომ იცავდნენ.
სექსის მიმართ აგრესიული დამოკიდებულების რა გითხრა… მე პირადად, აგრესია, უფრო სწორედ კი გულისრევა, ამ მეტად საინტერესო თემის უხარისხო, უნიჭო და პრიმიტიულ შესრულებაზე უფრო მაქვს.
ჰო, რა თაქმა უნდა. როცა სქესობრივი საკითხები პორნოგრაფიულ ხარისხამდე დადის ძალიან ცუდია. ძალიან ფაქიზი თემაა და მცირედი სიზედმეტეც კი საფრთხილოა.
წურწუმიას მორალი მახსოვს :დ გრძელ კაბას ამოვარებულიბნელი წარსული, მაგრამ ამაზე არ გვინდა, შორსაც წაგვიყვანს და თან ჩვენი საქმეც არ არის. უბრალოდ, კარგი იქნება, ყველამ თავისი ადგილი იცოდეს
მე ნუ მასწავლის და მიკარნახებს წურწუმია, რას ვუყურო და რა წავიკითხო და გპირდები, წარსულით დაინტერესება კი არა, საერთოდ არ გამახსენდება, ამქვეყნად რომ არსებობს.
რა ცუდია, ლაიქები რომ არ აქვს კომენტარს :დდ დაპირება მომეწონა :დ რაღაცნაირად, სპარტანულად მოსწრებული იყო :დ
უი, ეგ არ ვიცი :დ რეიტინგების შემოწმების ცოდნასთან მწყრალად ვარ და დეშბოურდის ‘ცრუ’ რეიტინგები მახარებს ხოლმე :დ
ყველაზე ეს ნახვადი პოსტი იქნება, მჯერა :დ
ყველა კომენტარს ზევით პატარა ვარსკვლავების რიგი აქვს და თუ მოგეწონება, დააჭერ. რამდენიმე ბლოგზე მინახავს. უბრალოდ, ამ თემას არ აქვს.
ველოდები ქართული პლეიბოის ისტორიას.
სამწუხაროდ, არასოდეს ჩამვარდნია ეს ჟურნალი ხელთ.
ჰეჰ… რარიტეტული სერია მქონია შინ. ახლა კიდევ ჰო,მაგრამ ერთ ათ წელიწადში, ყველა ნომერი მარტო მე მექნება
)) და ნიკო ნერგაძეს
მერე შეგიძლია მუზეუმიც გახსნა და დაგვათვალიერებინო :*
ჰო, ზუსტად შენ და ნიკო ნერგაძეს მოლი, რატომღაც მომწონს ეგ კაცი რა, ცოტას მელომანობითაც ვუგებ და
კომენტარებს ჩამოვყევი და ყოჩაღ მე, არცერთი ნომერი თვალითაც არ მინახავს, არც ქართული, არც უცხოური
საქართველომდე არ ვიცი და დუშეთამდე რას მოაღწევს მაგენი ეჰ
რუსული არის თბილისში. ინგლისურიც არის, ალბათ, უბრალოდ, მე ვერ ვხედავ.
მოიცა, ვთხოვო ნიკოს და გამოვართვა, სამეულში მოვხვდები :პ
)))
კარგი იყო მოლი
)
პ.ს. წურწუმიაზე კომენტარზე გამეღიმა
)
ნიკოს აშკარად ექნება რამდენიმე კომპლექტი
შეინახავდა აუცილებლად.
შენ კომენტარებიც გადაგითვალიერებია, რუსა
ვერი ნაის
ჩემი მწირი ცოდნისდა გამო მეგონა, რომ მოთხრობებისა და შემეცნებითი გვერდების ნასახიც კი არ იყო “ფლეიბოიში”. არ მგონია, რომ ამის მერეც დავინტერესდე ამ ჟურნალით, რადგან რუსული სულ არ ვიცი, ხოლო შენი თქმით, ინგლისური გამოშვება თბილისში ძალიან იშვიათად აღწევს. მაგრამ გპირდები, ჩემ გარშემო არსებულ ადამიანებს აუცილებლად გავუზიარებ ამ პოსტიდან მიღებულ ცოდნას. დიდი მადლობა, მოლი!
შევთანხმდით
)) მადლობა, მაცო
მიხარია, რომ მოგეწონა
” არ მეგულება ადამიანი, რომელსაც “ფლეიბოის” შესახებ არაფერი სმენოდეს და მისი სახელგანთქმული ლოგო – ამერიკელი მხატვრის არტურ პოლის შექმნილი ბოცვერი ბანი ერთხელ მაინც არ ენახოს.” – მე ვიცი ერთი, ქ-ნნი ეთერ კაკულია, ვის უნდა 20 000-ში დაჟინებით რომ იძახდა ამ ჟურნალის სიმბოლო დრაკონია, ხოლო 50/50-ზე გამოყენების შემდეგ დარჩენილ კუროდან და ბაჭიიდან კუროს უჭერდა მხარს, მაგრამ კიდე კაი, დარბაზმა იხსნა! :დ
საცოდავი
კიდევ ერთი პლიუსი პლეიბოის. კაკულია მუდმივი და ერთგული მკითხველი რომ ყოფილიყო, მე გავეშვებოდი.
ხო! ნამვილად საცოდავი! არადა ასე იძახდა: “ერთხელ რომელიღაც ქვეყანაში მივდიოდიო (არ მახსოვს) და მამაჩემს ვკითხე, რა ჩამოგიტანოო და იმან არაფერიო, მარტო პლეიბოი წამომიღეო და მეც ჩამოვუტანეო. როგორ უყვარდა ცხონებულსო!” – დაახლოებით ასე!
კაკულიამ საქართველოს რესპუბლიკა და კვირის პალიტრა იკითხოს.
:დ აჰა!
რამ გამახსენა და ამას წინათ წავაწყდი სურთას ფლეიბოის ყურცქვიტათი და წარწერით : 20 years old – playboy
30 – playmen
50- playoff
70- game over
ამმმმმმმმ..ამ სტატიამ გამახსენა დედაჩემის სიყვარული ამ ჟურნალთან და საერთოდ ჟურნალებთან დაკავშირებით. ბავშვობიდან ყიდულობდა და მახსოვს როგორ ხევდა ეროტიულ ფოტოებს ( რომ არ მენახა) …
))) ძველ ბინაში დამრჩა “ქუელის ” 4 სქელტანიანი ჟურნალი ….ვერ მოვინელე : )
მეც მაქვს საკმაოდ ბევრი ნომერი ამ ჟურნალის, კოსმოპოლიტანის რუსული ვერსიის ,ლიზასი და კიდევ ბურდას .
ქუელის კატალოგები იქნებოდა ალბათ. ბურდა უფრო ჩვენი მშობლების დროს იყო პოპულარული, კოსმო ახლაა… ისე,, მაგ სურათებშიც დიდი არაფერია ცუდი და საშიში
მოლიმ სულ სხვა თვალით დამანახა ეს ჟურნალი… ვერ წარმოიდგენდი სხვა მხრივ რა იყო ჟურნალის აზრი.
თუ არ წაგიკითხავს, ძნელია სტერეოტიპს გაექცე და სტერეოტიპის მიხედვით, ფლეიბოი მხოლოდ ეროტიკაა და მეტი არაფერი… არადა, სულ სხვაგვარადაა მანდ საქმე.
zustad stereotipi damimsxvrie
ძალიან კარგი
პოსტს მისია შეუსრულებია
ეროტიკა ყველაფერშიაო. იტყოდა დიდი ზიგმუნდი ამ ჟურნალს რომ მოსწრებოდა. ჩემთვის ის ყოველთვის ეროტიკული იყო რაც ძალიან კარგია.
ბრაზილიური ფლეიბოის რეკლამა მქონდა ერთ პოსტში ადრე. არაჩვეულებრივად მახვილგონივრული.
ნუ ლოგო საერთოდ შედევრია.
და მაგ ლოგოშივ დევს ზუსტად ის იდეა რომ რესპექტაბელური ჟურნალია.
ჰოდა ფლეიგერლიც არსებობს ისე
მაგ ლოგიკით, მილორდ, ეროტიკა ჯაზშიც არის და კარგ წიგნშიც… და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. დახვეწილი, გემოვნებიანი და ხარისხიანი პიკანტურიცაა და სექსუალურიც… მაგას რა ჯობია. “ეროტიკული ჟურნალიო” ისე მოიხსენიებს ზოგიერთი ფლეიბოის, თითქოს რაღაც საშინელება იყოს, არადა გადაშლილიც არ ექნება…
ლოგო კლასიკაა და ყველაზე ცნობად ლოგოთა შორის მოიხსენიება, როგორც მახსოვს. ფლეიგერლი არ შემხვედრია არასოდეს
“ფლეიბოი საქართველოში” ჩემი საყვარელი თემაა – შენი პოსტი ძალიან მომეწონა, მითუმეტეს მეც ვთვლი რომ ეს ჟურნალი ძლიან კარგი რამეა. აი ბოლოს რაც გიწერია მაგას ნამდვილად უნდა დაუთმოს ადამიანმა ცალკე პოსტი, მე ადრე ვფიქრობდი ჩემს ბლოგზე დამეწერა და რატომღაც მიმავიწყდა, ხოდა აქ გამოვთქვამ აღშფოთებას, მახსოვს ინგა გრიგოლიას გადაცემაში “ფლეიბოის” ლელა წურწუმია და ხათუნა ჟორდანია აკრიტიკებდნენ… მე მაშინ აზრი გამოვთქვი რომ შიშველი ფოტოები – ეს ხელოვნებაა და არა მხოლოდ პორნოგრაფია, და იყო მთელი ამბები ერის გარყვნაზე…. დედაჩემი პიარ ტექნოლოგია და მეორე ნომერში მისი სტატიაც დაიბეჭდა, პიარ ტექნოლოგიებზე, მერე ემემკამ და “ქართულმა ტრადიციებმა” თვისი გაიტანა და ჟურნალიც ვეღარ გამოდის
ქართულ ფლეიბოიზე უახლოეს ხანებში დავწერ. ჩემთვის საინტერესო თემაა, კარგად მახსოვს, როგორი მოლოდინით ვფურცლავდი ახალ ნომრებს და სამწუხაროდ, ის ისტერიკაც კარგად მახსოვს, ქართულ მედიაში რომ მოჰყვა. მათ შორის, გრიგოლიას ყოვლად სამარცხვინო თოკშოუ.
მანამდე ნომრებს კიდევ ერთხელ დავათვალიერებ და პიარტექნოლოგიებზე სტატიას განსაკუთრებით დავაკვირდები.
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე
ველქამ
^^ კი მართლაც კარგია შენს ბლოგზე, პასიური ბლოგერი ვარ მაგრამ აქტიური მკითხველი და მომწონს აქაურობა ^_^
ძალიან კარგი
მართალია არასოდეს მიყიდია ამ ჟურნალის უცხოური გამოცემა (არც რუსული და არც ამერიკული) მაგრამ როდესაც მივარდება ხელში ნამდვილად დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ და შორს ვარ იმ აზრისგან რომ ფლეიბოი პორნო ჟურნალია, მიმაჩნია რომ ნამდვილად მამაკაცების ძალიან საინტერესო ჟურნალია. ჩემთვისაც (მიუხედავად იმისა რომ მამაკაცი არ ვარ) საკმაოდ საინტერესოა. ზემოთ როგორც აღვნიშნე არც რუსული და არც ამერიკული გამოცემა, მაგრამ ამ უკანასკლელებისგან განსხვავებით ქართული ფეიბოის ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მისი არცერთი ნომერი არ გამომიტოვებია და ხშირად მიმიღია გაკვირვებული გამყიდველების და გამვლელების გამოყოლებული მზერა და ჩაბურტყუნებაც კი. თქვენ წარმოიდგინეთ ისიც კი უთხოვიათ ჩემთვის (საკმაოდ შეგნებულ ადამიანებს) რომ მათ მაგივრად მეყიდა ეს ჟურნალი და მოკლედ ბევრი სასაცილო შემთვევა ყოფილა ჩემსა და ქართული ფლეიბოის ხანმოკლე ურთიერთობის მანძილზე
აბსოლუტურად სწორი შეხედულება გქონია ფლეიბოიზე, თაკო. ნამდვილად ასეა. არც ჰასთლერია და არც პენტჰაუზი. შეიძლება ითქვას, აკადემიური გამოცემაა ამ ორთან შედარებით და ეროტიკული კონტენტიც დახვეწილი აქვს. ეროტიკის მიღმა კი უაღრესად საინტერესო ჟურნალია.
ქართულ ფლეიბოიზე უამრავი ისტორიის გახსენება შეიძლება, ამ კომენტარს, რა თქმა უნდა, შევინახავ და უახლოეს ხანებში, საკუთრივ ქართულ გამოცემაზე მექნება პოსტი და იქაც დიდი ინტერესით მოგისმენთ