თუ ბავშვობაში თქვენი საყვარელი თამაში ჯაშუშობანა იყო და უშიშარი სპეცაგენტების ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლებს ახლაც სიამოვნებით ადევნებთ თვალს, მაშინ უნდა იჩქაროთ, რადგან მოლი ბლუმის დღევანდელი ჯეოპარდი სწორედ ამ თემას ეძღვნება, უფრო ზუსტად კი – ყოველგვარი ჯურის ავაზაკების და ბოროტმოქმედების რისხვას, ქალების გულთამპყრობელს, შეუდრეკელ და დაუმარცხებელ ჯეიმს ბონდს. მაშ, ასე,
Good luck!
1. სწორედ ეს მსახიობი გახლდათ ჯეიმს ბონდის როლის პირველი შემსრულებელი ოცდაორფილმიან ეპოპეაში;
2. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამას აღნიშნავს ორი ნული კოდურ მეტსახელში 007;
3. ასე ეწოდება ბონდიანას, ჯერჯერობით, ბოლო სერიას;
4. ჯეიმს ბონდის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ავტომობილი - ”ასთონ მარტინი”, პირველად ამ ფილმში გამოჩნდა;
5. ბონდიანას ამ სერიის მთავარი მუსიკალური თემა არც მეტი, არც ნაკლები, პოლ მაკკარტნის ეკუთვნის;
6. ამ მოკლე მეტსახელით მიმართავენ აგენტ 007-ის უშუალო ხელმძღვანელს;
7. ეს მწერალი გახლავთ ბონდის ლიტერატურული “მამა”;
8. ამ ავსტრალიელმა განთქმული ჯაშუშის როლი მხოლოდ ერთ ფილმში შეასრულა;
9. ამ ოფიციალურ სამხედრო წოდებას ატარებს ბონდი;
10. აგენტი 007 დიდი ბრიტანეთის ამ სპეცსამსახურის თანამშრომლად ითვლება;
11. ბონდიანას ამ სერიაში აგენტი 007, ფავორიტი ვისკის ნაცვლად, ძირითადად, საკეს მიირთმევს;
12. ბონდის ბოლო მეგობარი ქალის, ბოლივიის დაზვერვის ექს-ოფიცერის როლი ამ უკრაინელმა მსახიობმა შეასრულა;
13. ასეთი სათაური აქვს ბონდიანას უახლეს, 23-ე ფილმს, რომლის გამოშვებაც 2012 წლის მიწურულს იგეგმება;
14. ეს კეკლუცი ქალბატონი ჯეიმსის ბოსის მდივანი გახლავთ და გამუდმებით, თუმცა ამაოდ ცდილობს სუპერაგენტის მოხიბლვას;
15. ეს ლეგენდარული პისტოლეტი ბონდის საყვარელი იარაღია – ის მას 18 ფილმში იყენებს.








ვერ ვერკვევი სასტიკად
მაი აფერი
გურული დედა
მიყვარს გურულები
მეც, თან ძალიან
1) პირველი უნდა იყოს, თუ სწორად მახსოვს შონ კონერი
ფუ, არადა მასეთ წვრილმანებს როგორ ვერ ვიმახსოვრებ
2) ორნოლიანი აგენტები იარაღს ხმარობდნენ და კლავდნენ?
3) აუ, როიალ პალასი? თუ რაღაცა პალასი? აღარ მახსოვს
4) არ მახსოვს
5) აუუ, თინა თერნერის ნამღერი მახსოვს, კიდე სხვები, მარა მაკარტნის ვერ ვიხსენებ :დ
6) აა, არ მახსოვს, უფროსი ქალია ეგ მახოსვს
7) ფლემინგი? სწორად მახსოვს?
8) აუუუუუ, უფფფ, ეხლა ვზივარ და ვიხსენებ, კონორი, როჯერ მური, ტიმოთი დალტონი, პირს ბროსნანი და ეს ბოლო დენიელი.. კიდე უნდა იყოს და ვერ ვიხსენებ
9) კომანდორი
10) დაზვერვა? მი–5 ხომ არა?, ნინოს ნათქვამიდან გამახსენდა :დ შპიონ პასტაზე რომ მითხრა ასე მივიდე მი–5–შიო? :დ :დ
11) აუ, ვაიმე, ბონდის ცნობილი მარტინი ს ვოდკაი, შეურიე, მაგრამ არ ანჯღრიო, და ამაზე რომ უარს ამბობს ეგ სერია არ მახსოვს
12) ტიტუ არ მახსოვს
13) პოლნი პრავალ, არ ვიცი
14) ფუ, არ მახსოვს
16) ვოლტერ პპკ ჰქონდა ყველაზე ხშირად. სხვათაშორის კაი დიზაინის იარაღია…
ვაიმე, “შეურიე, მაგრამ არ ანჯღრიო” ბონდის ფრაზაა?? მე მულტფილმიდან მახსოვს
მცოდნოდა, ვის ეკუთვნოდა ორიგინალი, მაგრად ვიცინებდი
ეგ ბონდის კი არა ქევანას ფრაზაა

ბონდი კი ამბობს შეანჯღრიე, მაგრამ არ შეურიოო
Shaken, not stirred
ნუ, იმ მულტფილმში მტრედი ხოჭოს წვენს და რაღაცას ითხოვდა იგივე რეცეპტით

კიდევ ის მახსოვს, რომ ფრანგი ფოსტალიონი მტრედი გერმანელმა ქორებმა დაიჭირეს მეორე მსოფლიო ომის დროს და მტრედი რიხით ეუბნება: ჟენევის კონვენციის მიხედვით ისე უნდა მომექცეთ, როგორც სამხედრო ტყვესო
“ვალიანტი” ჰქვია მაგ მულტფილმს, მგონი
ბონდის პაროდიაა?
მინდა ეგ მულტფილმი
არა მგონია, ბონდის პაროდია იყოს, მაგრამ მაგრად კი ვიცინე
მოგიძებნი მერე ლინკს
ნამეტანი ჰგავს ბონდს და… თუ არ დაიზარებ, მართლა დამაინტერესა
))
კოქტეილის ბონდისეული რეცეპტია
ბოლოსწინა ფილმში სახელიც კი დაარქვა – ვესპერი. მაინც ყვარებია ის გოგო :გულაჩუყებულიმოლი:
ბონდის ფრაზაა, ხო :დ
ნუ პირს ბროსნანისეული ბონდებიდან მახსოვს და სხვებთან აღარ დავკვირვებივარ ^^
შენი პასუხები მიღებულია ქევან და მეთხუთმეტე კითხვისთვის განსაკუთრებული ყოჩაღ
არადა რამდენიმე ფილმი ნანახი მაქვს.. თუმცა.
არასაკმარისი ინფორმაცია მაქვს..
დარწმუნებული ხარ?
მგონი კიი.
“ოქროს თვალია” ჩემი ფავორიტი ფილმი და ბროსნანი – 007. 
და სახელებს კიდევ ყველაზე ძნელად ვიმახსოვრებ.
ჩემი ფავორიტი კრეიგია
და ბოლო ორი სერია <3
ოჰო
ჩემი ბავშვობის სიყვარული 
1. შონ კონერი
2. 00-ებს მოქმედების თავისუფლება აქვთ
3. Quantum of solace
4. მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში ?
5. Live and Let Die ან ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი
6. მ
7. იან ფლემინგი
8. ჯორჯ ლეზენბი
9.
10. სამეფო ფლოტი
11. You only live twice ?
12. ოლგა კურილენკო
13. Skyfall
14. მის მანიპენი
15.
რომ მკითხონ, მიყვარს 007-ის ყურება, მაგრამ აშკარად ძალიან ცოტა მაქვს ნანახი. არც ფილმების სათაურები ვიცი და მსახიობების გვარებიც რა საოცრად დამვიწყებია…
მარტო ერთი პასუხი ვიცი ასე თუ გადავხედავთ, ამიტომ თავს არ შევირცხვენ უარესად…
ყველას წარმატებას ვუსურვებ <3
ერთიც საქმეა, მარიამ
მიკვირს ამ ოთხ კითხვაზეც როგორ მაქვს პასუხი – ბონდიანას მხოლოდ 2 სერია მაქვს ნანახი და ისიც გაქცევით


1. შონ კონერი.
2. 00 ნიშნავს ლიცენზიას, რომლის თანახმადაც მას შეუძლია მკვლელობის ჩადენა და ის 7 ნიშნავს რო მე7 ადამიანია ვინც ასეთი ლიცენზია აიღო – ტყუილად კი არ მიყენია ჩემი სამგზავრო ჩანთის კოდათ
7. იან ფლენინგი.
9. ბრიტანეთის სამხედრო ფლოტის მეთაურია მემგონი
ვსიო, მალადეც მე
სალამი, ხალხო, ბოდიში დაგვიანებიზა



მაგრამ არ ვიცი, ვინაა, რომ ვიცოდე, ჭკუას დავარიგებდი 
:):)
ისა, მოკლედ, არც ერთი ფილმი მაქვს ნანახი, მხოლოდ ყურმოკრული ინფორმაციით შემოვიფარგლები, მაგრამ მაინც ვცდი:
1. შონ კონერი ალბათ;
2. აუ, ზუსტად არ ვიცი… 7 იმას ნიშნავს, რომ რიგით მეშვიდე აგენტია, ვისაც მოკვლის უფლება აქვს და 00 ალბათ მკვლელობის ლიცენზიას ნიშნავს ან რამე ეგეთს
3. “შეწყალების კვანტუმის” მერე გადაიღეს კიდევ? თუ კი, არ ვიცი
4. არ ვიცი;
5. არც ეს ვიცი
6. არ ვიცი
7. იან ფლემინგი, თუ სწორად მახსოვს;
8. ჯორჯ ლეზენბი, სადღაც წავიკითხე, თუ გვარს არ ვამახინჯებ;
9, 10, 11 – არ ვიცი;
12. ოლგა კურილენკო;
13. არ ვიცი;
14. საწყალი
15. ვალტერ პოლის პისტოლი
მოკლედ, გასახალისებლად კარგი იყო
არ მაქვს ნანახი და რა ვქნა
wow, ბონდიანას ჯეოპარდი:)
ძიახ!
ბონდიანა ჩემი სისუსტეა
არადა, ბევრი მაქვს ნანახი…
მთავარია, ნანახი გაქვს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია
თამარა, იაკო და კეჟერაძე, თქვენი პასუხები მიღებულია და მიმალული.
1. შონ კონერი;
2. მკვლელობის უფლებას;
3. „მოწყალების კვანტუმი“;
4. (
5. (
6. M;
7. იან ფლემინგი;
8. ჯორჯ ლეიზენბი;
9. ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კომანდორი;
10. MI6;
11. (
12. ოლგა კურილენკო;
13. „და დაემხობა ზეცა“;
14. მანიპენი;
15. ვალტერ პპკ.
რაღაც ბევრი რამე არ მახსოვს
3. Quantum of Solace;
5. http://youtu.be/_ffqOKro0b0
15. ვალტერი
1. შონ კონერი; 2. მოკვლის ლიცენზიაა
4. მანქანებში ვერ ვერკვევი კარგად
6. ემ (მგონი) ; 7. იან ფლემინგი 8. 9. 10. საიდუმლო სამსახურის MI6-ის
11. You Only Live Twice ; 12. ოლგა კურილენკო;
13. Skyfall – ძალიან მაინტერესებს, სემ მენდესმა ისეთი სამსახიობო დასი შეკრიბა,რალფ ფაინსი და ჰავიერ ბარდემი,ცუდი არ იქნება ნამდვილად
14. ნამდვილად არ მახსოვს რა ქვია, თავს რო აბეზრებდა ძველ სერიებში განსაკუთრებით, კარგად მახსოვს
მერი და თეო, თქვენი პასუხებიც დავაბინავე
ნამეტანი არასაჩემო თემაა..
ორი რამე ვიცი მარტო..
იან ფლემინგია მამა და 00 მკვლელობის ლიცენზიაა..
ეგენი ყველა ვიცი:
ყველაზე მაგარი ქონერი
ყველაზე დიდი გაუგებრობა ლეიზენბი
ძალიან სერიოზულსიფათიანი მური
არც ისეთი ცუდი დალთონი
ქონერის მერე ყველაზე მაგარი ბროსნანი
ყველაზე არაბონდური ქრეიგი.
მკვლელობის ლიცენზიას
მოწყალების კვანტუმი
თუ პირველივეში დოქტორი ნოა და თუ არა არ ვიცი
იცოცხლე და სხვები მიაჩმორეო – უინგზის კომპოზიციაა.
ემ
ფლემინგი.
ლეიზენბის აქვს ერთი როლი მარტო
არ მახსოვს, მარა კაპიტანი ალბათ.
მი 6 (საგარეო დაზვერვა) კიდეა მი 5 (კონტრდაზვერვა) – ფორსაითიდან ეგენი კარგად მახსოვს
ლოგიკურად – მხოლოდ ორჯერ ცხოვრობ უნდა იყოს. ეგაა იაპონიაზე.
კურილენკო. და რუსმა კომუნისტებმა შეაჩვენეს
ქინდლფაია
მან ფენი
ბერეტა?
ახლა გლოკია ყველაზე პოპულარული და დროა, გამოცვალოს.
ჰოდა, ბონდის ქალებზე კითხვებს ველოდი.
თან პოსტს ვწერ მაგაზე.
ერთი კითხვა ხომ არის
კომუნისტების შეჩვენებულ გოგოზე
დანარჩენი შენ დაწერე – ოღონდ, ურსულა ანდრესი არ გამოტოვო (ნუ, რას გამოტოვებ, პირველია, მაგრამ მაინც) და კაროლ ბუკე კიდო
ბერეტა დოქტორ ნო-ში ჰქონდა ბონდს და არ მოეწონათ. იმის მერე ბევრი რამ სჭერია, მაგრამ ყველაზე პოპულარული და ყველაზე ხშირი მაინც ერთი პისტოლეტია.
გლოკი პოპულარულია, კი, მაგრამ მე HK მირჩევნია.
გლოკი გრანჟეს უყვარს და ფორსაითს. სპეცსამსახურების და ქილერების საყვარელი იარაღიაო ასე წერს ერთი და მეორე.
ისე ბრიტანულ სპეცრაზმს (ეგეც მაგ ლიტერატურიდან ვიცი) ბრაუნიგნები ქონდათ. უკეთესად ჯდებოდა ხელში ტარი, ვიდრე ვალტერის ან ლუგერისო.
ერთი ვიცი, რომ ამერიკული ნაღდად არ ექნება – ცრუ-სთან კონკურენციის ამბავში.
გლოკი, რამდენადაც ვიცი, ამერიკული სიქრეთ სერვისის და მსოფლიოს ყველა დაცვის სამსახურის ფავორიტი იარაღია. ქილერებიც დიდი სიამოვნებით იყენებენ
გერმანულია, მილორდ. უძველესი და ლეგენდარული. პპკ.
კი, გლოკი ამერიკელებს უყვართ ძალიან, პლასტმასის კორპუსი აქვს და მსუბუქია, მარა ხო გეუბნები, სათამაშს ჰგავს რომ შეხედო
ძველები რულზ… ვუაბშე ეხლა გამახსენდა, ჩეხებსაც აქვთ კაი პისტოლეტი, ჩეზე მგონი.. გლოკსა ჰგამს :დ
მე რა ტიპი ვარ :დ კლოუნი სუფთა :დ
ეხ, ლორდი მართალია, მგონი ის დროა დავიწყო ტირზე სიარული
რად გინდა ფარიკაობაო, ლორდმა, მიდი სროლაზეო :დ
ფარიკაობა უმაგრესი სპორტია. დახვეწილი და არისტოკრატული. თუმცა, სროლაც არანაკლებია.
ჩეხურ იარაღში ჩეზეს გულისხმობ ალბათ. აქაც ფრიად პოპულარულია.
ვუყურებ კითხვებს და მხოლოდ ოთხი ვიცი! სხვა გზა არ მაქვს ველოდები პასუხებს!
))
ოთხი არ არის ცოდა, ცოტნე.
ვცადოო???
აბა, რა უნდა ქნა!
პასუხები აქვე კომენტარშიიი????
კი, აქვე, ერთ კომენტარად დატოვე. უბრალოდ, ახლავე არ გამოჩნდება, მე მივმალავ, შემთხვევით სხვამ რომ არ წაიკითხოს. ღამის თორმეტ საათზე ყველა მოთამაშის კომენტარს და სწორ პასუხებს ერთად გამოვაქვეყნებ.
1.შონ კონერი
2.აძლევს ყველას მოკვლის უფლებას
3.უმნიშვნელო ნუგეში (მგონი :დ)
4.თხშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ
5.ესეც თხშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ
6.ესეც თხშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ
7.იენ ფლემინგი
8.ჯორჯ ლეზენბი
9.საზღვაო სარეზერვო მეთაურიი (ნუ ასე მახსოვს რავიი :დ)
10.ცენტრალური სადაზვერვო სამსახური
11.ეს ხო ვაფშშშე თხშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ
12.ოლგა კურილენკო
13.skyfall ცის დაცემა????
14.მის მანიპენი
15.ppk(Polizei Pistol Kriminal)ფისტოლეტი
გულთბილი სალამი


იარაღი და მანქანები <3)
მოლი, მომენატრა შენი ბლოგი შემოვედი როგორც იქნა და გემრიელი ჯეოპარდიც დამხვდა…ახლა ვნახოთ რამდენად ნაყოფიერი იყო ტელევიზორთან (ან კომპიუტერთან) ბონდიანას ყურებაში გატარებული დრო
1. შონ კონერი
2.მკვლელობის ლიცენზიას
3.Quantum of solace ამ ფილმის ერთ-ერთი პოსტერი მომწონს რატომღაც ძალიან.
4.Goldfinger
5.live and let die როჯერ მურის დებიუტი
6.ემი
7.იან ფლემინგი
8.ჯორჯ ლეზენბი. ბონდი და ქორწილი… ამ მწამს მე ცოლიანი ბონდი
9.მდა… სამეფო ფლოტის ოფიცერია
10.საიდუმლო დაზვერვის სამსახურში
11.You only live twice
12.ოლგა კურილენკო
13.Skyfall
14.მანიპენი
15.ვალტერი PPK (მეტყობა დედისერთა მამიკოს გოგო რომ ვარ
P.S. მომიტევეთ სათაურების თარგმნისგან თავი შევიკავე ნამეტანი ცუდი რამე გამომივიდოდა, ქართულად არცერთი არ მაქვს ნანახი
მოლი, მე რომ ბონდს ნაყურები არ ვარ . . .
ეგ არაფერი
მოასწრებ ყურებას. მთელი ცხოვრება გაქვს წინ.
საღამო მშვიდობისა, დეიზი
ბლოგსაც მოენატრე, საუკუნეა, არ გამოჩენილხარ
მანქანების და იარაღის შესაშური ცოდნაც გეტყობა, ბონდიანასაც ბრწყინვალედ იცნობ თურმე…
ამ ვირუსებს რა ვუთხარი ცოტა ხნით მომტაცეს ჩემი რობერტა (ლეპტოპს ვეძახი ასე რატომღაც
)
იარაღს და მანქანებს რაც შეეხება მიყვარს ვერ დავმალავ, მამაჩემის გავლენაა
და ბონდიანას ყურება ერთი სიამოვნებაა ჩემთვის
ეტყობა შედეგებს
მიხარია, რომ გამოჩნდი, დეიზი
თან ასე წარმატებულად გამოჩნდი
1. შონ კონორი;
2. მკვლელობის უფლებას;
3. “მოწყალების კვანტუმი”;
4. “Goldfinger” (1964);
5. Live and Let Die (1973);
6. M
7. იან ფლემინგი;
8. ჯორჯ ლეიზენბი (“მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურში” – 1969);
9. ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კომანდორი;
10. MI6
11. “You Only Live Twice” (1967);
12. ოლგა კურილენკო;
13. “Skyfall”;
14. მისს მანიპენი;
15. Walther PPK.
წინასწარი შედეგები:
✿ Daisy ✿ – 15; მერი პოპინსი – 12; Lord Vader – 12; Kejeradze – 12; mecmikvarkhar – 11; Butterfly – 10; tamara – 7; kevana -6; იაკომ თქვა – 4; Isaac Clarke – 2;
ჰააჰ პირველისთვის თერთმეტიდან ათი არააა ცუუდიი ნუუ ის ოთხიი მე მაპაწწწიეთ
))
არც ცუდია და არც ცოტა. ყოჩაღ, ბატერფლაი!
ნუ არც კმაყოფილი ვარ,მაგრაამ მაინც არაუშავს რაა… შემდეგზე გავაუმჯობესეებ…თან რომ გითხრა ძალიან მაგრად ვერკვევი ბონდიანაში მოგატყუებ
მითუმეტეს… სხვა თემა კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
ქინდლფაია რომ ჩამითვალე – ხალხი გააპროტესტებს
შენ კი იცი რომ მე ვიცი მარა სხვებმაც იციან?
ვინც გააპროტესტებს, ის ამ ჯეოპარდის დანიშნულებაზე მეტად მცდარი წარმოდგენის ყოფილა. მაგრამ ზუსტად ვიცი, არავინ გააპროტესტებს.
ნწუ.
ვინც გააპროტესტებს, ჩემზე ყოფილა მცდაი წარმოდგნის
ისე, დოქტორ ნოში დამაოინტერესა და თურმე GM ზის თუმცა არა თავისაზე
საინტერესოა.
წიგნები არ წამიკიხვს, ასე რომ არ ვიცი ფლემინგმა ნოში რაზე დასვა.
პირველ რიგში – ჯეოპარდის მიზნებზე. აქ არავინ არავის ეჯიბრება. აბსოლუტურად არასპორტული, სახალისო პროექტია. ასე რომ არ იყოს, პროფესიულ პაკეტებს დავწერდი.
წიგნები არც მე წამიკითხავს. ერთი არ მომეწონა და მერე არც მიცდია. ეს კითხვებიც ოფიციალური ბონდიანადან არის, სერიებიდან ანუ. წიგნები ბევრად განსხვავებულია.
ეგ ჰო…. თუმცა ეგრე არაა საინტერესო და ჩემთვის შეჯიბრის მომენტი მინც არის.
მე საკუთარ თავს ვეჯიბრები. თუმცა – რეალისტურად. არის თემები, რომლებიც მგონია, რომ ვიცი და თემები, რომლებიც არ ვიცი.
ბონდიანის ყველა ფილმი ნანახი მაქვს თან – 2-3-ჯერ და ზოგიერთები – მეტჯერაც.
შონ ქონერი გამო.
იუმორის გამო.
გეარტ ფრუბეს გამო.
საუნდთრექის გამო
რა თქმა უნდა ურულას და სხვების გამოც.
საკუთარ თავთან – თავისთავად. ამას სხვების შედეგების თვალიერება სულ არ სჭირდება. კროსვორდის შევსებაც იგივეა, კითხვების ბაზაში ქექვაც…
პრინციპში, შესაძლოა, აქ ვინმემ სპორტული მომენტიც აღმოაჩინოს, ანუ, სხვებთან შეჯიბრება და ამაში ცუდი არაფერია – უბრალოდ, ეს მთავარი არ არის.
მეც ძალიან მიყვარს ბონდიანა. უძველესიც, ძველიც, ახალიც და უახლესიც. ვიდეოკოლექციის შეგროვება მინდა. ყველა ფილმი ერთ ფოლდერში, თან კარგი ხარისხით. მოვრჩები რუსული ჩტო-გდე-კაგდას ტელეარქივის გადმოწერას და მაგას დავიწყებ. იოლია, დღეში მინიმუმ სამ ფილმს ვიპოვნი.
კი. ყველა ფილმია DVD ხარისხში…
ЧГК რა წლებიდანაა? სულ თავიდან??
ბიალკო, ლატიპოვი, შანგინი და რამე?
ნუ ჰო…
მე აზარტული ადამიანი ვარ. თუ არ ვქომაგობ ვინმეს – ფეხბურთსაც არ ვუყურებ. არც ბანქოს ვთამაშობ თუ რამე ინტერესი არაა,
თუნდაც ბანალურად ლუდი იყოს ან მაგიდის ქვეშ გაძრომა ან სტრიპი… რამე ინტერსი უნდა იყოს – ისე ბორინგია ჩემთვის.
1980-დან 2010 წლის ჩათვლითაა არქივი. 100 გიგაბაიტია, მაგრამ ყველა გადაცემაა და ღირს. ყველა თუ არა, 95 პროცენტი მაინც.
მე თამაში მიყვარს იმდენად, რომ დამატებითი მოტივატორი არ მჭირდება. ასანთის ღერზეც კი არ მითამაშია არასოდეს.
მალადეც მე
)) ისე სტაბილურად 11 სწორ პასუხს ვცემ მგონი ბოლო ხანებია
))
ამ თემაში შენგან უფრო მეტს ველოდი, თეო. კინოა, ბოლოს დაბოლოს. თან, ასე ცნობილი…
ბონდიანა არაა ჩემი ფავორიტი სამწუხაროდ
მაშინ, არაფავორიტი ფილმების კვალობაზე, 11 ქულა მშვენიერი შედეგია, თეო.
საუკეთესო კითხვა – ქართულ ჩაიზე (სოხუმიდან)
საუკეთესო მოთამაშე – ბიალკო. პირველი ბუ. (ხის)
ბიალკო საიუბილეო თამაშებში მინახავს მხოლოდ. აი, გადმოვწერ არქივს და მერე თავიდან ვუყურებ. ეს თამაში ბლინოვის ექვსეულიდან მახსოვს, უფრო ძველი გუნდები – არა.
მე 80-იანების შუა წლებიდან ვუყურებ. ზეპოპულარული იყო ეგ გადაცემა. სკოლაში რაღაც მაგის იმიტაციასაც კი ვთამაშობდით ხოლმე.
ისე, ყველაფერთან ერთად მაგ თამაშში მუსიკა იყო არასაბჭოთა და განსაკუთრებული. აი მაგ 80-იანის ფინალში დიუქი, დეივ ბრუბექის ტრიო და ეგეთი მუსიკაა.
დიუქს და ბრუბეკს, ცენტრალურ ტელევიზიაზე, სხვაგან ალბათ ვერც მოუსმენდი მაგ დროს. მინიმუმ, დიდი იშვიათობა იქნებოდა. თან, რაც მე ვუყურებ, ანუ ოთხმოციანების ბოლოდან დაახლოებით, ერთუ მუსიკალური ქუდი აქვს – შტრაუსის “ასე ამბობდა ზარატუსტრა” და ესც ძალიან უხდება.
ერთი სული მაქვს, გადმოიწეროს და თავიდან დავიწყო ყურება. სამი დღეა, ვქაჩავ, გამიგიჟდა კომპიუტერი, მეტს ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ ხვალ საღამოს, ალბათ, მოვრჩები.
მომიტევე, მოლი. თამაში გამოვტოვე
ეგ არაფერი
)
ისე მე ბოგუმილ რაინოვის შპიონური დეტექტივებიც მომწონს ^^
ეგ რომელია, ქევან? ავაკუმ ზახოვის ამბები?
ემილ ბოევის ამბები მაქ წაკითხული ^^
სხვა ყოფილა. ამ წამს ავტორი არ მახსენდება, მაგრამ, სხვათა შორის, ავაკუმ ზახოვი 07-ის წინააღმდეგ იბრძოდა
ბულგარელებს “სოციალისტური პასუხი ბონდიანას” გამოუვიდათ.
[...] Comments « ჯეოპარდი – Bond. James Bond. [...]