მოლი ბლუმის ფერწერით გატაცება, ალბათ, მეტნაკლებად ცნობილია ერთგული მკითხველისთვის. იმასაც ბევრი შეამჩნევდა, რომ მიყვარს ისეთ ტილოებზე საუბარი, რომელთა ირგვლივ ყოველთვის კამათი და მითქმა–მოთქმაა. ჰოდა, როდესაც იდუმალი სიმბოლოებით დატვირთულ სურათებზე ჩამოვარდება სიტყვა, ვერაფრით ავუვლი გვერდს პოსტიმპრესიონიზმის გენიოსის – პოლ გოგენის განთქმულ შედევრს – “საიდან მოვედით? ვინ ვართ? საით მივდივართ?“
სანამ მხატვარი ამ კომპოზიციაზე დაიწყებდა მუშაობას, დიდი უბედურება დაატყდა თავს – სრულიად მოულოდნელად მისი ქალიშვილი – ალინა გარდაიცვალა. უკვე დაავადებული, უიმედო მდგომარეობაში მყოფი გოგენისათვის ეს დარტყმა მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა და ისედაც შორს წასული დეპრესია უკიდეგანოდ გაუმძაფრა.
კუნძულ ტაიტიზე გახიზნულმა მხატვარმა თავდავიწყებისთვის ისევ ფუნჯს მოჰკიდა ხელი. სწორედ იქ დაიწერა ღრმად ფილოსოფიური და ამოუცნობი ტილო, რომელსაც თავად ავტორი საკუთარი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა და რომლის შინაარსი და სიმბოლიკა დღემდე ცხოველ ინტერესს იწვევს.
თვითონ გოგენის თქმით, სურათი უკუღმა – მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ადამიანთა პირველი ჯგუფი – სამი ახალგაზრდა ქალი პატარა ბავშვით სიცოცხლის საწყისს განასახიერებს, კომპოზიციის ცენტრში განთავსებული ფიგურები ადამიანის მიერ სანახევროდ განვლილ ცხოვრებაზე მიგვანიშნებენ, და, ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ეს ფრაგმენტი გამოხატავს ყველაზე უკეთ იმ სასოწარკვეთილებას, უილაჯობას და ტანჯვას, რომლითაც სავსე იყო გოგენის სული ტილოზე მუშაობისას. ერთი შეხედვით ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაფლული ადამიანები დათრგუნულად, სევდისმომგვრელად გამოიყურებიან… ჩამუქებული ფონი ხაზს უსვამს ფერმწერის არსებაში გამეფებულ ტკივილსა და სიცარიელეს, ხოლო მოხუცი ქალის სილუეტი მარცხენა კუთხეში – სიკვდილთან მიახლოების, ამქვეყნიური გზის დასასრულის და უტყვი მორჩილების სიმბოლოა.
ამბობენ, რომ გოგენმა კომპოზიციის დასრულების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, თითქოსდა იმ მოტივით, რომ უკეთესი ტილოს შექმნას უკვე ვეღარ მოახერხებდა. მე კი სურათიც და უიღბლო სუიციდიც იმ დიდი ტრაგედიის გამოძახილი მგონია, რომელმაც უბედურ მამას ათქმევინა:
“ჩემი გოგონა მოკვდა. მე ღმერთი აღარ მჭირდება.“












გოგენი <3
საერთოდაც იმპრესიონისტები <3
მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც რენუარია.
რენუარიც მიყვარს, მონეც, მანეც, დეგაც… პოსტიმპრესიონისტებიდან სეზანზე უკვე დავწერე, ახლა გოგენის ჯერია.
რენუარი იქნება, ხო <3 :)))
როგორ არ იქნება, რენუარს როგორ გამოვტოვებ :)
დავსევდიანდი. სრულიად გასაგებია, მისი ემოციები
რა თქმა უნდა :(
ყვითელი ქრისტე…
:დ
ტაიტური ქრისტე…
მწვანე ქრისტეც აქვს დახატული
იქნებ მაგ ტრაგედიის გარეშეც არ სჭირდებოდა? მე სულ მგონია, რომ მასეთ გენიოსებში იყო ის, რაც ღმერთშია და ზევით ღმერთის ძიება არაფერში სჭირდებოდათ…
ვინ იცის, კატერინა… ადამიანი მეამბოხე არსებააო, ხომ გაგიგია.
როგორ მიყვარს ვერნისაჟული პოსტები. და გოგენი კიდევ – განსაკუთრებით
კარგი გვერდია აშკარად :) არადა, ახლახანს დავამატე. ადგილი არ მქონდა :(
გოგენს არატაიტური სერიაც აქვს. არანაკლებ ლამაზი და საინტერესო.
ცალკე სხვა სერია არ ვიცი და, ზოგადად, არატაიტურები ძალიან კარგებია ჩემთვისაც. ახლა კარგად გაქვს განაწილებული გვერდები :)
მართალი ხარ, ტაიტია სერია. ოღონდ, გოგენს, როგორც წესი, ტაიტით უფრო იცნობენ.
კი, ახლა მეც მომწონს და არა მგონია, რამე შევცვალო.
ჰო, სავიზიტო ბარათად აქვს. ისე, თითქმის ყველა ხელოვანს აქვს რაღაც ასეთი, ზოგადი განათლების ადამიანს რომ პირველი ახსენდება მის სახელზე.
აჰა. ზუსტად/ და ყველაზე საინტერესო სავიზიტო ბარათს მიღმაა ხოლმე.
მაგალითად, მე :ჩაინიკი: :)
რასაც შენ აქ კითხულობ, ჩაინიკი აღარ გეთქმის უკვე :))
გულისმომკვლელი ფრაზით მთავრდება პოსტი… განუსაზღვრელად დიდი ტკივილის გამოძახილია ამ ერთ წინადადებაში :( :(
არ თქვა :( საშინელებაა :(
უსაზღვრო სევდა შემომაწვა:( და ძალიან მომეწონა პოსტი :)
გულისმომკვლელი ისტორიაა :( :(
ისე კი საშინლად დამთრგუნველი იქნება შეგრძნება ხელოვანისთვის, როდესაც გაანალიზებს, რომ მწვერვალს მიაღწია და ყოველი ახალი ნაშრომის შექმნაზე მუშაობის დაწყებისას დაიწუნებს უკლებლივ ყველა დეტალს. აუტანელი უნდა იყოს მწვერვალზე აღმოჩენა.
წარსულში როგორი შედევრებიც არ უნდა გქონდეს შექმნილი, თუ შემდეგ მიყოლებით დაიწყებ საშუალო დონის ნამუშევრების შექმნას, საბოლოო ჯამში წარუმატებელი ადამიანის სახელით შემორჩები ადამიანების მეხსიერებას ალბათ. მთავარია საკუთარი თავის ჩრდილში არ აღმოჩნდე.
ნამდვილი ხელოვანისთვის მწვერვალი, ალბათ, არ უნდა არსებობდეს. ყველა ახალ პროექტს სუფთა ფურცლიდან უნდა იწყებდეს. პრინციპში, მარტო ხელოვანისთვის არა. ნებისმიერი წარმატებული ადამიანისთვის ასეა. გაჩერება უკვე რეგრესია და დამარცხება.
მე კი მგონია, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც გრძნობს, რომ გაიყინა, ამოწურა რესურსი, გააკეთა საუკეთესო, მეორე საკითხია ამის გადალახვა არ გადალახვა. სუფთა ფურცლის სიმარტივე დამოკიდებულია მოთხოვნაზე, რომელსაც საზოგადოება გიყენებს და/ან შენ უყენებ საკუთარ თავს. საკმაოდ დიდი წნეხია, როდესაც იცი, რომ შეცდომამ შესაძლოა შენი მთელი შრომა გააუფასუროს, ამიტომ ასე მარტივად ვეღარ აძლევ საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლებას. რატომღაც მგონია, რომ არ არსებობენ ადამიანები ამოუწურავი რესურსით, ზოგჯერ ყველაზე მთავარი დროულად გაჩერებაა.
ადამიანი ამოუწურავი რესურსით, ალბათ, მართლა არ არსებობს, ან თუ არსებობს – უიშვიათესი გამონაკლისია, მაგრამ მე მგონია, უმრავლესობა (ისინიც კი, ვინც თავს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს და მუდამ მოძრაობაშია) საკუთარი ზღვარის ნახევარსაც ვერ აღწევს. ანუ, გავჩერდი და მეტს ვერაფერს გავაკეთებო, რომ ფიქრობს, რეალურ პიკამდე ჯერ კიდევ შორია.
ამაში სრულიად გეთანხმები მოლი, დანებება გამოსავალი არ არის :)
პ.ს. დამავიწყდა დამეწერა ამ პოსტის პირველი წინადადება რომ წავიკითხე, შენი პოსტი გამახსენდა კანდინსკიზე და ეს ფრაზა: “მის ნახატებს რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცამ ხელებში მოქცეული ცისარტყელა გაწურა და ფერები წვეთ-წვეთად ჩამოღვარა ტილოზე…” – მხოლოდ ეს ფრაზა იყო საკმარისი იმისთვის, რომ ამ ბლოგის მკითხველი გავმხდარიყავი :)
ისე მარცხნოვ რომ შავკანიანი ქალია მუნკის “კივილის” მსგავსად აქვს ხელები, ვგონებ : )
არ ვიცი :) თუ მაინცდამაინც ასეა, მაშინ ალბათ უფრო პირიქით – მუნკის ფიგურას აქვს ამ ქალის მსგავსად.
არა ისე უბრალოდ მივამსგავსე, თორემ ორივეს საკუთარი ფანტაზია საკმაოდ დიდი რაოდენობით ქონდა… ; )
ნუ, ჰო.
კარგი იყო ჭიქა ჩაისთან ერთად <3
მე ყავას ვაყოლებ :) ჩაი მომანდომე ახლა.
ლიმონით თან <3
აჰა :) ლიმონიანი ჩაიც დავლიე. თან დაუგეგმავი. მადლობა თეოს და გოგენს :)
ის ისტორია არ ვიცოდი! :( საწყალი!
პ.ს. როგორც ყოველთვის კარგი პოსტი იყო. აი რო ვკითხულობ ხოლმე სულ მინდა ბოლოში რაც შეიძლება მალე ჩავიდე, იმიტომ კი არა რომ მბეზრდება და მალე მინდა მორჩეს, არა უბრალოდ ვიცი რომ მაგარი დასასრული ექნება და მარტო ამისთვის ღირს წაკითხვა.
თან, ეს პოსტი მოკლეა და დასასრულამდეც მალე ჩახვიდოდი, ცოტნე :) :)
ისტორია მართლა შემზარავია. მტერს რომ არ უსურვებს კაცი :(
:) :) :)
ხშირად ამბობენ, შემოქმედება სიამოვნებააო და მიკვირს – წერის, ხატვის, მუსიკის შექმნის პროცესი… ტკივილის გარეშე იქმნება ვითომ რამე, რისი წაკითხვაც, ნახვაც, მოსმენაც ღირს?!
ხუტა ბერულავას ლექსებიო :) თამაზ წივწივაძეს უწერია ერთგან :) :)
და საპირწონედ დოსტოევსკის კრედო მოჰყავს – “უნდა ეწამო!”-ო…
ალბათ არა, რუსა.
ახლობელი ადამიანის სიკვდილი ბევრს ათქმევინებს ხოლმე ასეთ სიტყვებს…
ფაქტია, როდე და ფინიკის ფრაზაც გასათვალისწინებელია, დიდი ხელოვანი საკუთარ თავს ყოველთვის განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს და ბუნებრივია, ერთი წამითაც არ ზოგავს.
კი, რა თქმა უნდა. აკუტაგავას სუიციდის ერთ-ერთი პრობლემაც ამ ფაქტის გააზრება იყო…
მშვენიერი პოსტია, მოლი. არჩევანიც მომეწონა. გოგენზე თხრობა ამ ნახატით უნდა დაგეწყო.
დასაწყისისთვის მართლაც საუკეთესო თემაა, მერი. მერე უკვე სხვა ტილოებზეც შეიძლება დაწერა… ვნახოთ :)
გოგენის ეს ნამუშევარი განსაკუთრებულია ჩემთვის. ასე მგონია, რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, იმდენჯერ აღმოვაჩენ რაიმე ახალს.
… ბოლო ფრაზა… :(
ღმერთმა არავის გამოაცდევინოს :(
სომერსეტ მოემის “მთვარე და ექვსპენიანი”-თ ვიცი გოგენი ყველაზე მეტად, წიგნი მომწონს მე, ნამუშევრებთან ერთად უკვე მეტნაკლებად ნათელი ხდება გოგენის სულიერება, ტკივილი, ემოცია…
პოსტი როგორც ყოველთვის – კარგია
მე პირიქით – მოემი ნაკლებად მომწონს. უფრო – ნახატები.
პოსტმა – გაიხარეო :) :) და მადლობაო :)
მე მიყვარს მოემი : ) არაფერსო გადაეცი :)
ისედაც უამრავი გასაჭირით დაღლილ,დეპრესიაში ჩავარდნილ გოგენს როდენისთვის მიუწერია: ,,მივემგზავრები ტაიტზე და ალბათ სიცოცხლესაც იქ დავამთავრებ”-ო(
ისე გოგენის ფერები მომწონს,მხატვრობაზე მე როგორ უნდა ამოვიღო ხმა მაგრამ არ ვგიჟდები,ჩემი მხატვარი არ არის,არც რომელიმე მისი ნახატი მომწონს განსაკუთრებით.
კაცმა რომ თქვას, არც ჩემია. ერთის არჩევა რომ დამჭირდეს, იმპრესიონისტს ან აბსტრაქციონისტს ავარჩევდი, თუმცა ზოგიერთი ნახატი მომწონს, ზოგსაც საინტერესო ისტორია აქვს,
მოლი, თქმა აღარ სჭირდება იმას, რომ პოსტი ძალიან საინტერესოა და ინფორმაციული.
გოგენის ტრაგედიის შესახებ წაკითხული მქონდა, თუმცა მის ამ ნამუშევართან დაკავშირებული არც არაფერი ეწერა იქ.
საინტერესოა ნამდვილად.
ისე, მოლი, ერთი პატარა თხოვნა მაქვს შენთან. დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გექნება გაანალიზებული – კაზიმირ მალევიჩის “შავი კვადრატი”.
ჰოდა, როგორც ვიცით, მალევიჩი ქმნიდა შავ წრეებს, შავ კვადრატებს, წითელსა და შავ ჯვრებს.
ძალიან ადრე, რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ერთმა დიდმა მეგობარმა მითხრა, რომ ამ სამის ერთმანეთზე დადების შემდეგ რაღაც საოცარი “რამ” გამოდისო, ამ ქვეყნიერების საწყისი სიმბოლო, თუ რაღაცო. სამწუხაროდ დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია მის ნათქვამზე. ჰოდა, იქნებ ამ ნამუშევრების შესახებაც დაგეწერა ერთი პატარა, ლამაზი და კოკროჭინა პოსტი, როგორიც გჩვევია ხოლმე. წინასწარ დიდი მადლობა. =*
მალევიჩის კვადრატები, წრეები და ჯვრები ისეთი თემაა, მაცო, გვერდს ვერ ავუვლი. აუცილებლად დავწერ ერთ პოსტს.
როგორც იქნა მოვედი კოპიუტერთან ისე, რომ ბლოგების კითხვას “ჩავუჯდე” :)
მომწონს იმპრესიონისტები. ეს სევდიანი ისტორია არ ვიცოდი, საერთოდ მგონია რომ შემოქმედებს და მითუმეტეს გენიოს შემოქმედებს პირადი ტრაგედიები, კიდევ უფრო დიდ გენიოს შემოქმედებად აქცევს. მომიტევეთ ამდენი ტავტოლგოგიები, მაგრამ სხვაგავარად ვერ/არ ვთქვი. :)
ანუ, შენც რუსას ეთანხმები – დალხენილ ხასიათზე ღირებული არაფერი იწერებაო…
იმპრესიონისტები მიყვარს. <3 განსაკუთრებით კლოდ მონე,მაგრამ გოგენიც უდაოდ შესანიშნავია,თუმცა ჩემთვის ალბათ ცოტა რთული,რომ მისი ნამუშევრები დეტალურად აღვიქვა.
პრინციპში, აქ მთავარია განწყობა შეგიქმნას. დანარჩენი არც თუ მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა – მონეზე დიდი მხატვარი არ არსებობს. :)
Absolutely So.
კიდევ კარგი საქართველოში არ ცხოვრობდა, თორემ ხელს მოაჭრიდნენ.
მინიმუმ – ნახატებს დაუწვავდნენ :(
მე რატომ კარგი აგიგია ვიგულისხმე :)
ისე დიდი გოგენისტი არ ვარ. მისივე შეფასებიდან გამოვდივარ.
რას ამბობ, ღმერთის ასე მოხსენიებას ჩვენთან ვინ აპატიებდა?
ჩემი განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავ მოლი! :D
:))) ვცდილობ :)
მოლი ისეთ საყვარელ შესავლებს უკეთებ შენ პოსტებს , იძულებული ვხდები წავიკითხო :* :*
გამაცინე :) შესავალი რომელია, გადაჭრის ხაზამდე აბზაცები? :)
რავიცი მე ყველა პირველი აბზაცი შესავალი მგონია :დ :დ !
კი, ასეც არის :)
მაშინ გამოდის რო უმეტესობა სიმართლე ვილაპარაკე :) :) :) : )) )
ეჭვიც არ შემპარვია. იძულებულს ვხდი, წავიკითხოო, ამაზე გამეცინა :)