მოლი ბლუმის ბლოგზე ამ წელიწადის უკანასკნელი ოთხშაბათია, ამიტომ, რაც უფრო მხიარული იქნება დღევანდელი ჯეოპარდი, მით უკეთესი! მოდით, ერთად ჩავერთოთ საახალწლო აურზაურში და ისედაც სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო გავიხალისოთ – იქნებ ჩვენი ჟრიამულით თოვლის პაპის ყურადღება მივიპყროთ და საჩუქრები ჩამოგვირიგოს – მერე რა, რომ ბავშვები აღარ ვართ, მათზე ნაკლებ არც ჩვენ გვიხარია ახალი წლის შემობრძანება :)
Good luck!
1. ჩინურ კალენდარს თუ დავუჯერებთ, 2012 წელი სწორედ ამ უცნაურ არსებას ეკუთვნის;
2. იტალიელები დარწმუნებული არიან, რომ ამ ქალბატონს, საშობაოდ, კარგი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, მათ კი, ვინც ცუდად იქცეოდა, საგანგებოდ მომზადებულ წინდებში ნახშირს უყრის;
3. ასე ეძახიან საფრანგეთში თოვლის პაპას;
4. სწორედ ამ მოვლენის სიმბოლოა ნაძვის ხის კენწეროზე დასკუპებული ვარსკვლავი;
5. ეს სახელი ჰქვია სანტა-კლაუსის მეცხრე და ყველაზე პოპულარულ ირემს;
6. ითვლება, რომ ამ ლეგენდარული პერსონაჟის პირველი გამოსახულება ამერიკელ მხატვარს ტომას ნასტს ეკუთვნის;
7. ინდოეთში თოვლის პაპის ფუნქციას ეს ქალღმერთი ასრულებს;
8. ამ ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის მთავარი გმირი ერთობ იღბლიანი ოთხფეხა მეკვლეა;
9. 1946 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთი საშობაო ნაძვის ხეს ამ ქვეყნის სამეფო ოჯახისგან იღებს საჩუქრად;
10. ეს მითიური პერსონაჟი სანტა-კლაუსს გაუგონარი და ურჩი ბავშვების დასასჯელად ახლავს თან;
11. ამ ქვეყანაში თოვლის ბაბუა, როგორც წესი, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი და სერფინგის დაფაზე ამხედრებული მობრძანდება;
12. კუნძულოვანი სახელმწიფო კირიბატი ამ საკითხში ყოველთვის პირველია, ამერიკულ სამოას და ატოლ მიდუეის კი ბოლო ადგილი უჭირავთ;
13. ქართული საახალწლო სუფრის ამ აუცილებელი ატრიბუტის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრიდიენტია საჭირო – თაფლი და ნიგოზი;
14. ეს ჩრდილოეთ ევროპული რეგიონი ითვლება სანტა-კლაუსის სამშობლოდ;
15. ეს ლეგენდარული საშობაო სიმღერა, სინამდვილეში, მასაჩუსეტჩელმა ჯეიმს ლორდ პიეროპონტმა 1850 წელს, მადლიერების დღისათვის დაწერა.













ეს იმ განყოფილებიდანაა, ხომ ხვდები? :)
სააახალწლოდან :)
… მერე რა რომ არცერთის გამომცნობი არ ვარ :დ
ვითომ? არა მგონია…
ნუ ერთი ორი სამი ოთხი….. ათი–თერთმეტის გარდა, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ და ახლა სხვებს დავუთმობ ასპარეზს :დ
აჰ, ასე? :) :) მაშინ, სანამ თხუთმეტიდან თექვსმეტი არ გეცოდინება, არ ღირს თამაში.
არა, ეს დღეს ვარ მხოლოდ ასეთი კეთილი :დ
ნუ, ჰო.
ეუფ რამდენი შეცდომა დამიშვია ორ სიტყვაში :დ შემისწორეთ გეთაყვა (აქ:იქ) :დ
მოვიცლი და შევასწორებ. ისე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, სადაც 11 ქულა გეცოტავება…
ახლა ვწვები და ხვალ თუ დრო მოვიხელთე, უნდა ვიხალისო :))
ხვალ ღამის თორმეტამდე ღიაა, რუსა :)
1.ვა ვიციი დრაკონიაა. :)
3.მგონი შობის,თუ სწორად მახსოვს.
6.სანტა ნიკი? :დ არ ვიცი.
8.აუიმე,ვიცი ეს ფილმი მაგრამ სახელი უპს.. :) მაგ ძაღლს არ მოხვდება ცოცხი? :დ მეეკვე?
10.ელფი.
11.ჰაჰაა. :) ბრაზილია? :დ
13.გოზინაყი. :)
15.გინგუბელს? :)
მოლი ვიხალისე ხო,მხოლოდ ჩემს პასუხებზე. :) შეგიძლია შენც დამცინო..
1 დრაკონი
2 ბეფანა
3 პაპა ნოელ papa noel
4 მე კომუნიზმის მეტს ვერაფერს ვხედავ მაგ მოვლენასთან კავშირში.
5 მარტო მეცხრე ლეგიონერები ვიცი(
8 კუჩხი ბედნიერში არაა? ბროლია
10 არ მახსოვს სახელი(
13 გოზინაყი
14 ლაპლანდია
15 ჯინგლე ბელ
მე-3 კითხვამ პარიზში მომანდომა(( აი დაჟე შემეშალა და ესპანურად დავწერე და ბარსელონა გამახსენდა,თამარა ხომ არ გადაგიფიქრებია იქ წასვლა?))
თამარა სხვა რაღაცების რკვევაშია ჩაფლული :) მედია-ეთიკით დაინტერესდა :)
აუf,, ზოგს ვერ მივხვდი , ადვილები გამოვიცანი :D
1)დრაკონი
3) Père Noël <<< ASE EDZAXIAN.
4) ამაზე მაქვს ვერსია მაგრამ არ გავახმაურებ დავფიქრდები კიდევ
8) კუჩხი ბედნიერი
10) ელფი?!! << აუ სხვა ვერ მოვიფიქრე
13) გოზინაყი
14) ლაპლანდია
15) Jingle Bells or One Horse Open Sleigh
5) Rudolph (რუდოლფი)
11) საცურაო კოსტუმიანი თოვლის ბაბუ მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე თუ შეგხვდება
შავი და წლის დრაკონი
ბაფანა – ოღონდ საახალწლოდ არა. და არც საშობაოდ – კლაისიკურ ვრიანტში ამაღლებაზე.
პერ ნოელ – შობის პაპა ანუ
შობის ვარსკვლავია, რომელიც მოგვებს გზას უჩვენებდა
რუდოლფი. ცხვირით რომ გზას უნათებს. ყველაზე გვიან გაჩნდა ეგ პერსონაჟი და ყველა დანარჩენი ჩააჩოჩა. :)
ითვლება კი არა ეგრეა – სანტა. (ჰოდა ნასთმა მოუგონა წითელი სამოსი ასე რომ მიუხედავად ურბანული ლეგენდისა, კოკა-კოლა აქ არაფერ შუაშია).
ინდოეთი ჩემი სტიქია არაა… ნუთუ კალია? :)
ბროლია
შობისთვის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ვიცი რომ გერმანიიდან შევიდა დედოფალ ვიკას ყავდა გერმანელი მეუღლე, ნაძვს კიდე ნორვეგიიდან ითრევენ. მოკლედ ყველაფერი მოპარული აქვთ ინგლისელებს.
ძაან ბევრია. შავი პიტერი, კრამპუსი… ქვეყანას გააჩნია.
ავსტრალია და ახალი ზელანდია.
წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ალბათ დროის სარტყელის პონტშია კითხვა – სად უფრო ადრე მოდის ახალი წელი და სად ყველაზე გვიან :)
გოზინაყი
ლაპლანდია – ყველაზე პოპულარული და გაპიარებული ვერსიაა, თუმცა დანიელებიც იბრალებენ. და ევროპის გარეთ კანადაც. მაგრამ სამხრეთ ევროპული რატომაა?
ჟღარუნა ზარები – ჯინგ ბელზ
შობაზე იმდენი პოსტი მაქვს დაწერილი რომ ახლა ბევრ სწორ პასუხზე მაქვს პრეტენზია. :)
ამ ფოტოზე კი სულ მაინტერესებდა 11 სანტა რატომაა. მე-12 ელოდებიან? :)
6) ეს ლეგენდარული პერსონაა სანტა-კლაუსი
1. დრაკონი
2. ბეფ…ინა მგონი
3.
4. ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოა
5. წითელცხვირა ირემია. სახელი არ მახსოვს. ან არც ვიცი :)
6. თვით სანტა?
7. მათი დროისღვთაება იქნება. არც ამის სახელი მახსოვს
8. ძაღლი ბროლია
9.
10. ელფები?
11. ავსტრალია? ვვარაუდობ, რომ სამხრეთ ნახევარსფეროზე წარმოდგენილი და საზღვაო სანაპიროს მქონე რომელიმე ქვეყანა უნდა იყოს.
12. ახალი წლის დადგომაში :)
13. გოზინაყი
14. ოოო… ჩრდილოევროპული “სამშობლო” ლაპლანდიაა, მაგრამ სამხერთევროპულ მირას (ახლანდელი თურქეთის ტერიტორიას) გულისხმობ? აქ დაიბადა და მოღვაწეობდა წმინდა ნიკოლოზი, რომელიც სანტა კლაუსის ერთ-ერთ პროტოტიპად ითვლება
15. ჯინგლ ბელს.
სულ ვარაუდებით ვწერე :)
არა, თაბუ. მექანიკური შეცდომა იყო მეთოთხმეტე კითხვაში და ლორდის კარნახით გავასწორე. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ ევროპაა.
არც სამხრეთევროპულია შეცდომა, ჩემი აზრით (მხოლოდ გამიკვირდა) – საბერძნეთი, მირა, წმინდა ნიკოლოზი… დღეს მირაში ერთ-ერთ მოედანზე სანტა კლაუსის ძეგლი დგას :)
არა, მე აშკარად ჩრდილოეთის დაწერას ვაპირებდი და შენ ჩემზე მეტი გცოდნია :) მირას ძეგლის ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი.
ჩემი გადაღებულიც მქონია:
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i024.radikal.ru/1112/bc/4e0d08aa60ab.jpg[/IMG][/URL]
ყურედღება არ მიაქციე :)
http://lifestylebox.files.wordpress.com/2010/03/demresantastatue.jpg
არ მიმიქცევია :( :(
ინტერნეტში დავძებნე ახლა და ფოტოებიც არის:
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/87/Demre_Modern_Nikolaus_Monument.jpg
და
http://davidhonl.photoshelter.com/gallery-image/Fodors-Turkey-Travel-Guide/G00008J4hPM7.mhU/I0000jbWcPZpcBxw
2007 წელს ვნახე ექსკურსიაზე :)
სურათების აქ გამოჩენა მინდოდა და არაო, ძალიან დიდიაო. ხვალ მოვუხერხებ რამეს.
ამ დაა მართლაც,რა მაინტერესებდა რომელიმეს აუცილებლად გეცოდინებათ,რატომ უჭირავთ სანტა-კლაუსსებს ზარები ხელში? ეგ რაღას ნიშნავს ნეტავ? :)
სანტა-კლაუსოლოგი ლორდ ვეიდერია. ყველაფერი იცის და ამასაც აგვიხსნის, თუ შემოიხედავს.
რამე საგანგებო ვერსი არ მაქვს, მაგრამ ალბათ მარხილს უკავშირდება. ასევე შობის დადგომისას ზარები რეკენ და მაგასაც ალბათ. ზარები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოსართავია მაგ დროს ნაძვის ხეზეც და ისეც კედლებზე და ყველგან.
საერთოდ კი ყველანაირი ჟღარუნა და წკარუნა ინსტრუმენტი აღმოსავლურ მითოლოგიაში დემონებს აფრთხობს. ეჭვი მაქვს, რომ ქრისტიანობამაც მაქედან აიღო.
ხომ ვთქვი, ეცოდინება მეთქი :)
სავარაუდოდ, ყველაფერი ერთად, მილორდ. დემონებს რომ აფრთხობს, ეს ვერსია განსაკუთრებით მომწონს. კონტექსტს უხდება.
აჰაა,საინტერესოა. :) დემონებზე განსაკუთრებით და შობის დადგომისას ზარების რეკვაც.
:) ეგ იქნება.
ხვალ დავწერ პასუხებს.
სახალისო ჯეოპარდია <3
დანკე!
რაც უცებ გამახსენდება, იმას ვუპასუხებ:
1. დრაკონი;
2. ბეფანა;
3. ვიცოდი და დაავიწყდა მეს :(
4. მოგვების გზის მაჩვენებელ ვარსკვლავს ალბათ;
5. მხოლოდ ერთის სახელი ვიცი – რუდოლფი :) ალბათ ეგაა
6. სანტასი?
7. არ ვიცი… მე შივას ავირჩევდი ისე, ბევრი ხელი აქვს და მეტ საჩუქარს მოიტანდა :) თუ სხვებსაც აქვთ ბევრი ხელი? მოკლედ, არ ვიცი…
8. ბროლიაააა :)
9. არ ვიცი :(
10. შავი პიტერი :):)
11. ავსტრალია?? :( საიდანღაც მახსოვს, მაგრამ თავს ვერ დავდებ :/
12. არ ვიცი, მაგრამ მოდი, საშობაო ნაძვის ხეების რაოდენობა იყოს :ვერსია:
13. ნაყიგოზი, რომელზეც არ ღვფრთონავ, თქვენ წარმოიდგინეთ
14. ლაპლანდია :):):):):):):):)
15. Jingle bells, ალბათ, ყველას რომ ყელში ამოუვიდა :)
1.drakoni
2.befana
3.pere noel
4.sibrdznis da tvitkontrolis simbolo!
5.rudolfi? ar vici mgoni!
6.
7.
8.kuchxi bednieri! <3
9.
10.
11.avstralia
12.
13.gozinayiiiii
14.laplandia
15.jingle bels!
chemi pirveli jeopardi! :D shemdegshi shevecdebi uketesi iyos! :P gozinayit dzaalian gamaxare moli! :*
შენი პასუხები მიღებულია, მარიშკალია. საღამომდე მივმალავ და ყველას ერთად გამოვაქვეყნებ.
სადებიუტო ჯეოპარდია, არა? ველქამ! და გოზინაყიც გყვარებია :)
imedia kargi debiuti gamomivida.. :P me da shen sul ragac simboluri gamogvdis! gozinays rac sheexeba chemi udidesi survilia aramarto axal wels aramed sxva drosac ketdebodes! <3 magalitad chem dabadebis dgeze! :P
ჩურჩხელაზე შევთანხმდით და გოზინაყი სულ შენი იყოს :)
eh gozinayi gozinayii!! <3<3
ცოტა რამე ვიცი მგონი, მაგრამ მაინც შემოგირბენ საღამოს :*
წლის ბოლო ჯეოპარდია, თეო და ერთგული მკითხველის არყოფნა არაფრით გამოვა :) აბა, გელოდებით.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ვარ, თან დაღლილი და შეფზე გაბრაზებული, ამ ჯეოპარდს მაინც ვერ გამოვტოვებ!
დღე მშვიდობისა, მერი :)
შეფზე ბრაზი აქ ამოიყარე. 15 დან 15 აშკარად უკეთესად გაგრძნობინებს თავს :)
მოვედი, ავაგდე თანამშრომელი ად დავეპატრონე კომპს ^^
1) დრაკონის, მგონი შავის
2) ბეფანა
3) -
4) ვფიქრობ, შობის
5) რუდოლფი? მე ეგ ვიცი სანტას ირმებიდან
6)სანტა კლაუსი?
7) -
8. ძაღლია, მაგის სახელი არ მახსოვს, მურია თუ რა, მაგრამ ფილმია ”კუჩხი ბედინერი”
9) საკუთარი დედოფლისგან? ანუ უინძორებისგან?
10) ელფი თუ გნომი?რა ქვიათ იმ მწვანექუდიან კაცუნებს :(
11) ნუ, ეგეთი რამ ცხელ ქვეყნებში ხდება, ავსტრალია ან ჰავაის კუნძულები
12) -
13) გოზინაყი… გოზინაყის წყევლა (ბუყჰეჰე)
14) ლაპლანდია
15) ჯინგლ ბელს?
1. დრაკონი;
2. ბებო ბეფანა;
3. პერ ნოელი;
4. ბეთლემის ვარსკვლავი;
5. რუდოლფი;
6. სანტა–კლაუსი;
7. ქალღმერთი ლაქშმი;
8. ბროლია – “კუჩხი ბედინერი”;
9. ნორვეგიის სამეფო ოჯახი – ფაშისტური ოკუპაციისაგან გათავისუფლების გამო მადლიერების ნიშნად;
10. კრამპუსი გყავს მხედველობაში?
11. ავსტრალია;
12. ახალი წლის დადგომა;
13. გოზინაყი;
14. ლაპლანდია;
15. jingle bells, jingle bells, jingle all the wayyyyyyyyyyy
მადლობა თანამშრომელს, ქევან :)
შენი პასუხები მიღებულია და შენახულიც, მერი :)
1. დრაკონი (ზოგან შავი და ზოგან ლურჯიო)
2. ბაბო ნატალე
3. პეღ(რ) ნოელ
4. ქრისტეშობამდე ცაზე გამოჩენილი ვარსკვლავის სიმბოლოა, რომლსაც მოგვები გამოყვნენ და ბეთლემამდე მივიდნენ
5. რუდოლფი
6. სანტა-კლაუსი
7.
8. კუჩხი ბედინერი
9. ნორვეგია
10.
11. ავტრალია
12.
13. გოზინაყი
14. ფინეთი – ლაპლანდია
15. jingle bells
მოვკვდი იმ სამის ძებნით. საღამომდე იქნება ვიპოვო და ჩავამატებ. :) :) :)
ლორდის ბლოგზე შეიხედე, ცოტნე :) მინიმუმ ერთს იპოვნი :)
ოკ ვნახო აბა :) :) :)
1.დრაკონი
2.ბეფანა
3.რაღაც ნოელ რომ არის მახსოვს, მგონი პერე თუ პაპა ნოელ
4.ბეთლემის ვარსკვლავი, საშობაო ვარსკვლავი, ერთი სიტყვით ვარსკვლავი რომელიც ქრისტეს დაბადებისას გაჩნდა და მოგვებს გზა უჩვენა (მე ასე მგონია, ზუსტად არ ვიცი)
5.რუდოლფი (კიდევ ვიცი dasher, dancer, cupid და comet)
6.ამაზე ოდესღაც კითხვა დავწერე, სანტა–კლაუსია ეს პერსონაჟი Harper’s Weekly-ში იყო გამოქვეყნებული ეს სურათი.
7.
8.კუჩხი ბედნიერი
9.ნორვეგიაა თუ არ ვცდები მეორე მსოფლიო ომში გაწეული დახმარებისთვის
10.
11.ჰავაი?
12. კირიბატში ყველაზე ადრე დგება ახალი წელი, სამოასა და ატოლ მიდუეისზე კი ყველაზე გვიან
13.გოზინაყი
14. ლაპლანდია
15. Jingle Bells
იმ ორზე პასუხ მერე დავწერ :)
იმ ორსაც ველოდებით, თაკო :)
დავიწყე. :დ მიუხედავად, იმისა, რომ ეს პერიოდები არ მიყვარს, რაღაც ბევრი შემომეპასუხა, მაგრამ 15ს ვერ ავწვდი :)
1) დრაკონი
2)
3) პერ ნოელი
4) შობა
5) რუდოლფი
6)
7) ლაქშმი
8 ) კუჩხი ბედინერი
9)
10) გუდიანი კაცი
11) ავსტრალია (?)
12) ახალი წლის დადგომა
13) გოზინაყი
14) ლაპლანდია
15)
ჩურჩხელა სადაა? :(
წელს რამდენი ჩურჩხელაც გავსინჯე, ომარ, ერთიც არ მომწონებია :) ჰოდა, ამ პაკეტიდანაც მოვკვეთე პროტესტის ნიშნად.
ადამიანის ხელისგამო ამ უტკბეს ნუგბარზე განაწყენება როგორ იქნება, მოლ :დ
ძალიან რომ მიყვარს და წელს ვერ ვისიამოვნო, იმიტომ გავაპროტესტე, ომარ :) თორემ გოზინაყს ბევრად მირჩევნია.
ხო, მეც, ძალიან ბევრს ვჭამ ხოლმე :დ
ჩემი ფავორიტი საახალწლო სასუსნავია :) ნუ. შემწვარი გოჭის ყურებს თუ არ ჩავთვლით. ყურები უპირობო ლიდერია.
moli aset diad sasusnavze uaris tqma ar iqneba!! modi chemtan da kargi bebias gaketebuli churchxelit gagimaspindzldebi!! :**
1. შავი დრაკონი
2. ბეფანა
3. ნოელი
4. შობის… ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოა
5. რუდოლფი… ყველას ჩამოგითვლი თუ გინდა :D
6. სანტა კლაუსი
7. არ ვიცი… :(
8. კუჩხი ბედინერი… ბროლია :D
9. ნორვეგია
10. ელფი
11. ავსტრალია
12. კირიბატი პირველი ხვდება ახალ წელს
13. გოზინაყი <3 :)
14. ლაპლანდია
15. Jingle bells
მეახალწლება ნამეტნავად :D :D :D
10. Satan Clause :devil:
7.ეს ნამდვილად არ ვიცი, იყოს პარვატი :) (პოტერის ხათრით)
წლის ბოლო ჯეოპარდის სწორი პასუხები:
1. წყლის შავი დრაკონი;
2. ბეფანა;
3. Pere Noel;
4. ბეთლემის ვარსკვლავი;
5. წითელცხვირა რუდოლფი;
6. სანტა–კლაუსი;
7. ქალღმერთი ლაქშმი;
8. “კუჩხი ბედინერის” ბროლია;
9. კრამპუსი, თუმცა ქვეყანა არ დამიკონკრეტებია და შავი პიტერიც სწორი პასუხია;
10. ნორვეგიის სამეფო ოჯახი – ასე უხდიან მადლობას ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის;
11. ავსტრალია, თუმცა ვეჭვობ, ახალ ზელანდიაშიც ასე იქნება და ჰავაიზეც – სერფინგის მექაში.
12. აქ, შესაბამისად, ყველაზე ადრე და ყველაზე გვიან ხვდებიან ახალ წელს;
13. გოზინაყი;
14. ლაპლანდია;
15. jingle bells!.
და წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი – 15; luckiane – 15; Lord Vader – 14; ✿ Daisy ✿ – 14; Tako Gakhokidze – 14; Author – 12; tsotnee – 12; tamara – 11; kevana – 11; გლეხის ბიჭი – 10; anoonymouss – 10; marishkalia – 9; faifuris angelozi – 7; »♥» ana «♥« – 5.
ელფები კრამპუსის და შავი პიტერის ნაცვლად სწორ პასუხად ჩათვლილია საახალწლო-საშობაო თემატიკის დიდი მოყვარული და მცოდნე ლორდ ვეიდერის წინადადებით – მაინც დღესასწაული მოდისო… ჰოდა, Satan Clause-ც ითვლება. რა დააშავა, რო?
ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ 11 თვის მანძილზე ერთგულად მსტუმრობდით ოთხშაბათობით და თქვენს დროს ამ კითხვების გამოცნობას უთმობდით. ეს პროექტი რომ არსებობს, მთლიანად თქვენი, მოთამაშეების დამსახურებაა. ჯეოპარდი დროებით გემშვიდობებათ და შემდეგ პაკეტს უკვე გაისად შემოგთავაზებთ.
saocari ragac shemeshala! :D kitxva ver gavige da imisi bralia! :D winaswar gilocav axal wels qalbatono moli! <3 mixaria, rom aseti mshvenieri blogeri arsebobs! :**
ეგ არაფერი :) შემდეგი ჯეოპარდიც მალე იქნება. მთავარია, იხალისე და მოგეწონა. დანარჩენს ყველაფერს ეშველება :)
მეც გილოცავ დამდეგს, მარიშკალია :) და მეც ძალიან მიხარია ბლოგებით რომ ვმეგობრობთ :)
sul gadamaviwyda :( iseti wigni chamivarda xelshi verafrit ver davanebebdi tavs, mepaios ra xom? me megona adre iyo, turme ukve axali dge dawyebula… :( eh
10-ც არ არის ცუდი სედეგი ხოო?
არანაირად, ნია :) საკმაოდ მაღალი ქულაა.
ახლა ყველა მოტამაშის ქულები დააჯამე და მერე ნათამაშები ტურების რაოდენობაზე გაყავი და საშუალოს მიიღებ.
ეჭვი მაქვს მე მექნება ყველაზე მაღალი ქულა :) შეიძლება პოპინსმა მაჯობოს მარტო.
აჰა. რამდენჯერ ითამაშე, იმდენჯერ 14-15 ქულა აიღე და საშუალო შედეგი მაღალი იქნება. ცოტას რომ თამაშობ, ეგ სხვა ამბავია… :) :)
კაია 12 ქულა, აი მე-12ზე ეგრე ვიფიქრე, მარა არ დავწერე. :) :) :)
ვერსიების ჩაყლაპვა რსრ-ს მოთამაშეების საერთო სენია :)
ნამდვილად :D :D :D
1.დრაკონი
2. ბეფნა
3.პერნოელი
4 ბეთლემის ვარსკვლავი
5 წითელცხვირა რუდოლფი
6 სანტა კალუსი
7 ლაქშიმი ქალღმერთი
8 კუჩხი ბედნიერის ბროლია
9 ნორვეგია
10 ელფი
11 ავსტრალია
12 აქ ან ყველაზე ადრე ან ყველაზე გვიან
13 გოზინაყი
14 ლაპლანდია
15 ჯინგელ ბელს
წყლის დმამვიწყდა და შავი
არა უშავს :) ეს იგულისხმება :)