“პალიტრა მედიას” პროექტებს დაკვირვებით თუ ადევნებთ თვალს, ალბათ, გეხსომებათ ის სასაცილო კაზუსი, შარშან, “ქართული პროზის საგანძურის” მეათე ტომის გამოცემას რომ მოჰყვა – დავით კლდიაშვილის მოთხრობების კრებულის ყდას, ავტორის ნაცვლად, მიგელ დე უნამუნოს ფოტო ამშვენებდა.
შეცდომა გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა – ქართველი და ბასკი მწერლები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. გაოცებული სულ სხვა რამის გამო დავრჩი – ამ ამბის გახმაურების შემდეგ, მკითხველს საკუთარი ხელით მიჰქონდა “ხარვეზიანი” ტომი “ბიბლუსის” მაღაზიებში და “შესწორებულ” ვერსიაში ცვლიდა. არადა, ნამდვილად უნიკალური ეგზემპლარი იყო…
ამ ისტორიას ჩვენს არტკლუბში რომ განვიხილავდით, ქართული ფენტეზის დედამ – ნატო დავითაშვილმა მითხრა – ასეთი არტეფაქტის დაფასებას ფილატელისტის ალღო სჭირდებაო.
ნატო მართალია – მსგავსი ლაფსუსების განსაკუთრებული სიყვარულით სწორედ რომ მარკების შემგროვებლები გამოირჩევიან და ამგვარი “დეფექტების“ ყადრიც ყველაზე უკეთ მათ ესმით…
ფილატელიის ისტორია თითქმის ორ საუკუნეს ითვლის. მსოფლიოში, ყოველწლიურად, უამრავი მარკა იბეჭდება და, ბუნებრივია, მათ შორის „წუნიანიც“ გამოერევა ხოლმე. ასეთ ტირაჟს დაუყოვნებლივ ანადგურებენ, კერძო კოლექციებში მოხვედრილ თითო–ოროლა ნიმუშს კი ოქროს ფასი ედება.
XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული, მსგავსი შეცდომები საკმაოდ ხშირია და თითოეული მათგანის დაწვრილებით განხილვა შორს წაგვიყვანს, მაგრამ შედარებით გახმაურებული რამდენიმე შემთხვევის შესახებ დღეს მაინც გიამბობთ.
ტიპოგრაფიული ლაფსუსები, მარკებზე ფერების არევა და “დაკარგვა”, გამოსახულების “თავდაყირა” დაბეჭდვა ან ზედ არასწორი თარიღის დატანება ფრიად გავრცელებული მოვლენაა და ტექნიკურ პრობლემებს უფრო განეკუთვნება. მე ყველაზე საინტერესო, ეგრედ წოდებული “სიუჟეტური კურიოზები” მგონია.
კუბელებმა დაუდგრომელი რევოლუციონერის – ჩე გევარას საბრძოლო ექსპედიციების უკვდავსაყოფად გამოცემულ მარკაზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკის ნაცვლად, კონგოს რესპუბლიკის კონტურები გამოხატეს (სადაც კომანდანტეს ფეხიც არ დაუდგამს), ერთ ამერიკულ ეგზემპლარზე ვიკინგების უძველეს ხომალდს ნორვეგიის და შეერთებული შტატების თანამედროვე დროშები ამშვენებს, წყნარი ოკეანეს აუზის ციცქნა სახელმწიფოს “ფილატელისტურ შედევრზე“
კოლუმბი ჭოგრიტით და გლობუსითაა გამოსახული…
ბრიტანული სოლომონის კუნძულების საშობაო სერიაზე კი ბიბლიური ბეთლემის და იერუსალიმის ხედები, რატომღაც, მინარეთებით არის დამშვენებული.
პოლონელებმა, 1937 წელს, აშშ კონსტიტუციის 150 წლის იუბილე საგანგებო მარკით აღნიშნეს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, ერთი “მცირე” დეტალი რომ არა – ჯორჯ ვაშინგტონს ხელთ უპყრია დროშა, რომელზეც, ცამეტის ნაცვლად, ორმოცდარვა ვარსკვლავია დახატული.
და მაინც, ჩემი უდავო ფავორიტი “მუსიკალური ლაფსუსია”. 1956 წელს, აწ უკვე არარსებულ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რობერტ შუმანის გარდაცვალების ასი წლისთავს მიეძღვნა მარკა, რომელზეც გოეთეს ლექსზე დაწერილი “ღამეული მგზავრის სიმღერის” ნოტებია აღბეჭდილი. ოღონდ, ეს ნაწარმოები შუმანს კი არა, ფრანც შუბერტს ეკუთვნის.
ამ ღიმილიან ჩამონათვალში ერთგვარი დისონანსი შეაქვს ისტორიას, რომელსაც საკმაოდ სევდიანი დასასრული ჰქონდა – 1913 წელს, სტამბოლში გამოცემული მარკის კუთხეში, წარწერაზე – “Postes Ottomanes” – შემოვლებული არშია, არც მეტი არც ნაკლები… სომხურ ენაზე შესრულებული ფრაზა აღმოჩნდა. ავტორს, სომეხ მხატვარს, თამამი ხუმრობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ამგვარი შემთხვევები იმდენად ხშირია, ფილატელისტები სპეციალურ კატალოგებსაც კი ადგენენ მათ აღსანუსხად. თავიდანვე ვთქვი, ყველას ჩამოთვლა-აღწერას ერთი პოსტი ნამდვილად ვერ გაწვდება-მეთქი. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ დაინტერესებული მკითხველი თავადაც იოლად მიაგნებს არანაკლებ კურიოზულ ისტორიებს. დასასრულს კი ერთ სახალისო ტესტს შემოგთავაზებთ. ეს მარკა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1968 წელს დაიბეჭდა. ბედნიერ დემონსტრანტებს ხელთ პლაკატი უჭირავთ წარწერით – “მთელი ქვეყანა წითელია”. მხატვრის მიერ დაშვებული ”უმძიმესი გეოპოლიტიკური შეცდომის” აღმოჩენა თქვენთვის მომინდვია.














წითელი ანუ სისხლიანი ? მარკების შეგროვება არა, მაგრამ წერილის კონვერტებზე დაკრობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ხოლმე, რაღაცნაირი სიამაყის გრძნობა მიპყრობს :)
არა :) კონკრეტული შეცდომაა, ძალიან კონკრეტული.
მარკები არასოდეს შემიგროვებია. წერილების წერა კი მიყვარს :)
ისე ზოგადად კიდევ რა “შეცდომები” შეიძლება ადამიანმა შეაგროვოს?
კარგი რაღაცების შეგროვება არ ჯობია, როდე? :) :) ყველაზე ცნობილი შეცდომები მაინც მარკებია.
მაგარი პოსტია! შენ არ იცი როგორ დამეხმარე! <3<3 :*:*:*:*:* მარტო ამ პოსტის დაწერისთვის ისე მიყვარხარ როოოომ :დ :****
მადლობა და კეთილი იყოს შენი სტუმრობა მოლის ბლოგზე :)
მთელი ქვეყანა წითელია… ტაივანის გარდა :):)
კი, ასეა.
რა გემრიელი პოსტია მოლი, აი მართლა გემრიელი :)
გამახარე, თეო :)
არასდროს შემიგროვებია მარკები. შუშის ფიგურებს ვაგროვებ მე :) წითელი კი მარტო ფერი მომწონს, ისიც ხანდახან :). აი პოსტი კი მომეწონა
არც მე, კატარინა. ფილატელისტი არასოდეს ვყოფილვარ.
ერთობ შემეცნებითი პოსტი გამოგივიდა, მოლი. განსაკუთრებულად მომეწონა!
საქებარ სიტყვებს ვერ ვპოულობ, ისე :)
მადლობა
პირიქით, მე ვერ ვპოულობ სამადლობელო სიტყვებს.
მიხარია, რომ მოგეწონა, ნინო :)
რა საინტერესოა :) კლდიაშვილზე არ ვიცოდი :)
შინ მაქვს ეს წიგნი :) ყველაზე საპატიო ადგილას :)
მშვენიერი პოსტია, მოლი…
ამაზე ეროვნული ბანკის შეცდომა გამახსენდა. ხუთლარიანი კუპიურების მორიგი პარტია რომ დაბეჭდეს და ჩამოიტანეს (იქამდე კომისია იყო გაგზავნილი ადგილზე შესამოწმებლად), აღმოჩნდა, რომ ჩემი უმივერსიტეტის ფუძემდებლის პორტრეტს ამშვენებდა წარწერა–მიხეილ ჯავახიშვილი : ))
მარკებს არა, მაგრამ მონეტებსა და ბანკნოტებს ვაგროვებ დილეტანტის დონეზე და საშინლად მინდა, იმ ხუთლარიანის ერთი ეგზემპლარი მქონდეს…
სამწუხაროდ, მგონი არც გაუშვიათ მიმოქცევაში, ან მალევე ამოიღეს და დღესდღეობით მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატია. ვიღაც-ვიღაცებს, შესაძლოა, კერძო კოლექციებშიც მოეპოვებოდეთ…
ეგ მეც მახსოვს :) მიმოქცევაში იყო, მაგრამ მალევე ამოიღეს. ანუ, ბაზარზე მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა. დიდი შანსია, რომელიმე კერძო კოლექციაში არსებობდეს კიდეც.
ესეიგი, შენ ბონისტიკით და ნუმიზმატიკით ხარ დაკავებული… ვერი ნაის. მე მხოლოდ მაგნიტებს ვაგროვებ…
ქართულ ლარზე იყო ეგ შეცდომა – ზაქარია და ფიროსმანი რომ გაცვალეს.
ხუთლარიანზე ზუსტად მახსოვს – მიხეილი ეწერა.
ზაქარიას და ფიროსმანის ამბავი რაღაც არ მახსენდება. გამომრჩა ალბათ.
სომეხმა აქაც იმაიმუნა რა:@ ბავშვობაში ვაგროვებდი მარკებს და ალბათ ოდესმე იმათაც დაედება ფასი,ნუ ერთი კუბური ლამის 100 წლის მარკა კი მაქვს მაგრამ კაცმა არ იცის ფასდაუდებელია თუ არა.
პ.ს. ფილმი “ძვირფასო ჯონ” გამახსენდა,იქ არის ნაყინის ხურდაში წუნიან დოლარიანს რომ მისცემენ პატარა ჯონს).
ასი წლის კუბური მარკა ფასდაუდებელი თუ არა, გემრიელად ფასდადებული მაინც იქნება.
ძვირფასო ჯონ – ყველაზე საშინელი ფილმია, რაც კი რუსთაველში მინახავს.
ჩვეულებრივი მელოდრამაა რა,უბრალოდ მონეტაზე გამახსენდა.
თან – ღრმად უინტერესო.
მონეტა მეც გამახსენდა, ოღონდ შენ რომ ახსენე – მერე.
მე ბაბუაჩემის მარკების კოლექცია მხვდა წილად (მემკვიდრეობას შეიძლება ითქვას)
დად განსაკუთრებული არაფერია მგონი : ) სულ ორჯერ დავათვალიერე და შემდეგ უჯრაში ჩავალაგე ალბომები, მაგრამ ერთმა საბჭოთა მარკამ მაშჳნ გამაკვირვა, დიდი ხანი ვეძებე ინტერნეტში და აღმოჩნდა რომ სულ 35 ცალია შემორჩენილი (რატომ ეგეც არ ვიცი) თუმცა ფასს ვერსად მივაკვლიე , ხოდა ვინახავ იმას და ვუფრთხილდები მხოლოდ იმ ალბომს რომელშიც დევს : )))
ერთი კარგად უნდა დავათვალიერო ვაი დარა მაქვს : )))))
35 ცალი თუა შემორჩენილი, მთლად უბრალო მარკა არ უნდა იყოს.
შენ მოსიარულე კოლექციები ხარ, ჩორვენ :) ყველაფერს აგროვებ :)
ჰო ასე გამოდის : ) უბრალოდ ესენი მერგო წილად, მე თვითონ არ მიცდია დამატება. (რახან ვცემ პატივს კოლექციებს და ბაბუას იმედი ჰქონდა რომ არ გავფანტავდი მე მარგუნა)
ხოდა ისე გადავათვალიერე და გასაცვლელად კი მაქვს რაღაცეები : )))
ბაბუა არ შემცდარა :) ახლა მომივიდა აზრად, ჩემი კოლექციაც მემკვიდრეობით უნდა გადავცე. და ბლოგიც :)
არასოდეს არაფრის კოლექცია არ მქონია, ისე ფრიად აზარტული უნდა იყოს :)
რა მაგარია იშვიათი ეგზემპლარი, რომ ჩაგივარდება ხელში.
იშვიათი ინტერესით ჩავიკითხე პოსტი ბოლომდე.
აზარტულია ნამდვილად. ჩემი მაგნიტების მაგალითზე დავრწმუნდი. თავი დამაკარგვინა :)
დანკე!
არც ჩემშია კოლექციონერის სული :) მაგრამ სხვისი კოლექციების თვალიერება მიყვარს. რამდენიმე კურიოზი ყოფილა დაკავშირებული მარკებთან, არც ვიცოდი.
ეს მცირე ნაწილია, მერი. სინამდვილეში ბევრად მეტია ასეთი კურიოზები. ოღონდ, ეს ყველაზე საინტერესო შემთხვევებია.
სულ მინდოდა რაღაცის შეგროვება და ვერასდროს მოვახერხე. ცდას არ ვაკლებდიო, ეგეც ტყუილია. ერთი ქინდერის სათამაშოები გვაქვს მე და ჩემ ძმას ნ-რაოდენობა :)))))))
ქინდერის ბეჰემოთები :)
ჰო, ბეჰემოთებიც და კიდევ ბევრი სხვა პერსონაჟი, მაგალითად ნიანგები თუ დრაკონები…. რომელიღაც ეგეთი ჯიშის “მშენებელი” ქინდერ- სათამაშოების მთელი კრება მაქვს :))))))))))
დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ქინდერების კოლექციას. აფსუს, შეგროვება აზრად არ მომივიდა :(
წარმომიდგენია რა საინტერესოა მარკების შეგროვება. ;) საინტერესო პოსტია. აი იმ ტაივანს მეც მივხვდი, ოღონდ მართლა, მაგრამ თამარას დაუწერია უკვე. :) :) :)
თამარა წუხელვე მიხვდა, გამოქვეყნებისთანავე.
ხო მაგარია თამარა! ადვილი იყო! :)
არ იყო ადვილი. სხვები ბევრად მეადვილა მე. ამას დაკვირვება სჭირდებოდა. ყოჩაღ თამარას და შენ.
მადლობა! ხო. მე ადვილი მომეჩვენა. :)
ახალგაზრდა ტვინი უკეთესად მუშაობს :)
:) :) :)
როგორც იქნა მეღირსა ამის წაკითხვა ^^ საქმეების დიდ ნაწილს მოვრჩი…
საქმე საქმეა, ქევან. პოსტი სად გაიქცეოდა :)
ვაფრენ მსგავს ისტორიებზე, ოღონდ სომხური წარწერის ისრორია საერთოდ არ მომეწონა . . .
მე რისი შგროვებაც არ უნდ ადავიწყო ბოლოს მბეზრდება. . . . მახსოვს ერთი პერიოდი კანფეტის რგოლებს და პოპკორნში დატანებულ ფერად ქაღალდებს ვაგროვებდი, კიდევ პლაკატებს, ბოთლების თავსახურებს და ქინდერის სათამაშოებს . . .
სომხური წარწერის აღმოჩენა, როგორც ჩანს, თურქებსაც არ მოეწონათ, თაია :) და მხატვარსაც, შედეგების მიხედვით.
შენი რგოლები მახსოვს. სერიული მკვლელი არ გყავდა, მსხვერპლს მაგ რგოლებს რომ კიდებდა? :)
ნუ ფანტაზია ცოტა დაქნეული მქონდა . . . :) პრინციპში ახლაც მაქვს :) იმ პოპკორნის ქაღალდებს კი შეჯიბრისთვის ვაგროვებდით გოგოები . . . ლამის მთელი დღე ბატიბუტით მქონდა პირი გამოტენილი . . . ბოლოს იმდენი დაგროვდა რომ უკვე ნერვებს მიშლიდა და ერთ დღეს ყველა ერთად გავგზავნე მოუსავლეთსში . . .
და ახალი რაღაცების შეგროვება დაიწყე :)
მარკები,ძველი მონეტები და ფოტოები ბავშვობიდან ძალიან საინტერესო ნივთებად მიმაჩნდა და ყოველთვის მინდოდა შემეგროვებინა,მაგრამ არასდროს ვიყავი კმაყოფილი იმით რაც მქონდა და ბოლოს ხელი ჩავიქნიე. :ს
კოლექციონერი კმაყოფილი არასოდეს იქნება, ანა :) კოლექციის ეშხიც იმაშია, რომ სულ რაღაცას ეძებ.
შენს ავატარს ახლა დავაკვირდი. პაჟის იდიოტის ყდაა, არა?
იდეაში ჩემთვის რაღაც მაგდაგვარი,მაგრამ როგორც ასეთი არ არის იდიოტის ყრდა. :)
თუმცა სულაკაურის თარგმანს აქვს ცისფერ ფერში ყრდა. )
ჰო, მეც მაგ ქავერს მივამსგავსე :)
მე და ჩემი ძმა ბავშვობაში ვაგროვებდით მარკებს, ტყავის პატარა უბეებიან პაპკაში ვალაგებდით და დიდი სიამაყით გამოგვქონდა სტუმრებთან,რაღაც ერთი ძვირფასი მარკა გვქონდა სწორედ ასეთი, ხარვეზიანი, მაგრამ რა იყო აღარ მახსოვს და საერთოდ სად წავიდა ჩვენი მარკები?o_O
პ.ს. ასეთი “ლაფსუსები” ასანთის კოლოფებზეც მახსოვს მე, მაშინაც ძაან პატარა ვიყავი და რატომღაც ასანთის კოლოფებსაც ვაგროვებდი :)))
ასანთის კოლოფებიო? რა მაგრობაა… არც კი გამიგია. მანდაც იყო შეცდომები?
და შენმა ხარვეზიანმა მარკამ დამაინტერესა… ნეტავ, მანდ რა ლაფსუსი იყო?
ასანთის კოლოფებზე აქლემები, ზებრები, ცეცხლის ალები, ყვავილები და ათასი საინტერესო რამ ეხატა, დღესასწაული მქონდა როცა წითელი და ლურჯი ფერის პოროხიანი ასანთი მოჰქონდა მამას, მწვანეც დიდი იშიათობა იყო :)
კი შეცდოემბი იყო, ოღონდ ძირითადად ფერები – აი ლურჯი ყვავილების ნაცვლად ერთხელ ერთ ყუთზე წითელი ყვავილები ეხატა და რაღაც ასეთი მაიმუნობები :)
პ.ს. მარკაზე მოვიკითხავ მერე, რა იყო ზედ და საერთოდ სად გაქრა ის პაპკა :))
ანუ, ფერში შეცდომები… მე წყალგამძლე ასანთით თამაში მიყვარდა. და, ერთი პერიოდი, ასანთი იყიდებოდა, ზედ ფეხბურთელები ეხატა. თუ სწორად მახსოვს, ბულგარეთის ნაკრები.
მოიკითხე აუცილებლად. არ ჩანს დასაკარგი მარკა.
დავით კლდიაშვილის და მიგელ დე უნამუნოს შემდეგ რა სახსენებელია, მარა მაინც – ერთ-ერთი გაზეთის გარეკანს სულ ახლახანს სოზარ სუბარის ნაცვლად კობა სუბელიანის ფოტო ამშვენებდა :D
გვარი ხომ ერთი აქვთო და… :) რა დღეში ვართ :( :( და მაგ გაზეთს მთავარი რედაქტორიც ჰყავს, ნომრის მორიგე რედაქტორიც და ალბათ, კორექტორიც :(