ფანტასტიკა არასერიოზული ლიტერატურააო – ხშირად იმეორებს ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც წიგნის მხოლოდ მაშინ კითხულობს, თუ ავტორი, სულ მცირე, ასი წლის მკვდარია და ოფიციალურ კლასიკოსად არის შერაცხული.
წარმომიდგენია მისი სახე, შემთხვევით ამ პოსტს თუ გადააწყდა – დღეს მოლი ბლუმის ბლოგზე “არასერიოზული” ჟანრის ყველაზე ნაკლებად აკადემიურ მიმართულებას - იუმორისტულ ფანტასტიკას ვიხსენებთ.
Sci Fi-ის და ფენტეზის ჭეშმარიტ მოყვარულებს, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, რობერტ შეკლი, რობერტ ასპრინი და ძმები სტრუგაცკების საკულტო რომანი “ორშაბათი იწყება შაბათს” მოაგონდებათ. მათ შესახებ ოდესმე აუცილებლად დავწერ, ახლა კი ინგლისელ ფანტასტს – ტერი პრატჩეტს გაგაცნობთ.
სერ ტერენსი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერია და “კომედიური ფენტეზის” მეტრად ითვლება. სახელგანთქმული “დისკოს სამყაროს” ოცდათექვსმეტი წიგნიდან ჩემს ბიბლიოთეკაში მხოლოდ “ლიგამუსის” მიერ თარგმნილ-გამოცემული პირველი ორი რომანი – “მაგიის ფერი” და “ფანტასტიური ნათება” მოიძებნება და დიდი იმედი მაქვს, დანარჩენებიც მალე შეემატებიან.
დისკოს სამყარო ჭინკებით, გნომებით, გობლინებით, დრუიდებით არის დასახლებული. აქ ჯადოქრები ფეშენებელურ სასტუმროებში სამდღიან კონფერენციებს აწყობენ, ღმერთები კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეომებიან ყინულის გიგანტებს, რომლებიც ხან ბალახის საკრეჭი მანქანის მითვისებას ცდილობენ, ხანაც რადიოსთვის ხმის დაწევაზე აცხადებენ უარს.
მხიარული აურზაურის ეპიცენტში უდარდელი ტურისტი ორყვავილაა, რომელიც სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებს, ვარდისფერი
ყურებით უსმენს და ვარდისფერი ტვინით აღიქვამს. ორყვავილას ჩვეული ოპტიმიზმი არასოდეს ღალატობს – თავზეხელაღებულ ყაჩაღთა ბუნაგში გამომწყვდეული, გამტაცებლებს ქონების დაზღვევის არსს უხსნის, ნეკროპოლისში მოხვედრილი კი სიკვდილს, შიშს, ომს და ეპიდემიას ბრიჯს ეთამაშება.
შეუპოვარი მოგზაურის გიდი და განუყრელი მეგობარია ხელმოცარული ჯადოქარი, ათას ხიფათსა და ფათერაკს გადარჩენილი რინსვინდი, რომლის თვალწინ იმდენჯერ გაურბენია განვლილ ცხოვრებას კრიტიკულ მომენტებში, რომ განსაკუთრებით მოსაწყენ ადგილებზე თვლემა ერევა ხოლმე.
ამ ექსცენტრულ ტანდემს გვერდს უმშვენებს ბრძენი მსხლის ხისგან დამზადებული ათასფეხა სკივრი, ორყვავილას ერთგული ძაღლივით მუდამ უკან რომ დასდევს და მთელ მის ავლადიდებას იტევს – სუფთა თეთრეულს, ოქროს მონეტებს, სასმელი წყლის მარაგს და ქარაფშუტა პატრონის მიერ მამასისხლად შეძენილ უამრავ, სრულიად უსარგებლო სუვენირს - ღორის ორმეტრნახევრიანი სარიტუალო მოსაღიტინებელი ჯოხის ჩათვლით.
ორყვავილასა და რინსვინდთან ერთად მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, ნამდვილად არ მოიწყენთ. ხან ჩურჩულით მოლაპარაკე სიკვდილი შეგაშინებთ, ხან სამყაროს კიდეს მიუახლოვდებით და წყლის ტროლის ტყვეობაში აღმოჩნდებით… ამდენი ფათერაკის მიუხედავად, ისე იმხიარულებთ, სიცილისგან გული თუ არ წაგივიდათ, ფერდები ნამდვილად გეტკინებათ. ხანდახან მოგიწევთ, სერიოზულად იმტვრიოთ თავი – როგორ შეჭამოთ სოკო, რომელსაც კოხტა კარ-ფანჯარა ამშვენებს ან როგორ შეუკეთოთ ცეცხლში შეშა, ძველი ნაცნობივით რომ გესაუბრებათ.
ერთი სიტყვით, თუ ჩემს ლიტერატურულ გემოვნებას ენდობით, მერწმუნეთ – ამ წიგნებზე უარის თქმით ბევრს დაკარგავთ. მათ კი, ვისაც ფანტასტიკა, განსაკუთრებით კი იუმორისტული, სოლიდური ადამიანებისათვის შეუფერებელი საკითხავი ჰგონია, მარკ ზახაროვის საქვეყნოდ ცნობილი ფილმის საფინალო აკორდს შევახსენებ:
“სერიოზული სახე ჭკუის ნიშანი არ გახლავთ – ამქვეყნად ყველა სისულელეს სწორედ ასეთი გამომეტყველებით სჩადიან. გაიღიმეთ, ბატონებო, გაიღიმეთ!”













არა, შეუფერებელი არ მგონია, უბრალოდ არ მიყვარს :).
ისე სულ მაინტერესებს და ეგებ შენ გადაჭრა ეს ამბავი? ვეჟინოვის “ბარიერი” შეიძლება ფენტეზს მივაკუთვნოთ? რა შუაში იყო ახლა ეს, მაგრამ რა ვიცი… პოსტი კი კარგი იყო, როგორც ყოველთვის.
ვეჟინოვის “კვალი იკარგება” მახსოვს, კატერინა. ბარიერს ვერ ვიხსენებ. შემოიხედავენ ხვალ აქ ბიბლიოექსპერტები და იმათ ვკითხოთ :)
პოსტი არამოყვარულს რომ მოგეწონა, განსაკუთრებით სასიხარულოა.
მიყვარს მე “ბარიერი”, ბავშვობის სიყვარულია. დღეს აღმოვაჩინე, რომ დამიკარგავს, ვიღაცას ვათხოვე და… არადა გადაკითხვა მინდოდა, რაღაც მეპოსტება მაგაზე :)
ვეჟინოვი საუკეთესო მოთხრობების სერიაში გამოსცეს, თუ არ ვცდები. ახლახანს. იქნებ მოიძიო.
მეც მიყვარდა ”ბარიერი”. არის მასში ფენტეზის ელემენტები.
მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ მაინც მინდოდა სხვების აზრის მოსმენა. მადლობა :)
აჰა :) ერთი ექსპერტი გვყავს. ხვალ მეორეც შემოიხედავს. ძინავს ახლა. ჰოდა, ისიც გვეტყვის.
“ბარიერი” არ მახსოვს :( ვეჟინოვის მეც “კვალი იკარგება” მაქვს წაკითხული, ბავშვობაში ლამის ზეპირად ვიცოდი.
ჩემი არ იყოს, ბავშვობაში ფენტეზის შენც დეტექტივები გერჩია, მერი :)
პრინციპში, ახლაც ასე ვარ :) მაგრამ როულინგი, პრატჩეტი და ბრედბერი მიყვარს.
ანუ, მხოლოდ ელიტურ ფანტასტიკას სწყალობ.
ბრედბერი კლასიკაა :) და არა მხოლოდ ჟანრის კლასიკა.
ჰეჰე…:))
იუმორისტული ფენტეზი, ჩემი აზრით, ყველზე ძნელად დასაწერია. ისევე, როგორც საკუთარი თავის დაცინვა.
უნდა ”იღადავო” შენს მიერ შექმნილ სამყაროზე.
როგორია?
შენ თუ არა, სხვას ვის დაეჯერება ამ საკითხში, ნატო :)
ერთი მაქვს ჩაფიქრებული. მაგრამ მაგამდე ჯერ უნდა გავიზარდო:)))
შენ თუ გაზრდა გაკლია და… ბუმბულიო, ცულიო, ყველაფერი აქვთ შენს წიგნებს… კომედიური ფენტეზი ნატოსგან – უმაგრესობა იქნება.
ეს წიგნი სიცილს მპირდება და აუცილებლად მოვქექავ.
და მერე როგორს… დრუიდების სამსხვერპლო ქვიდან შესაწირად გამზადებულ ქალწულს დაიხსნიან და გამწარებულია ის ქალწული – თქვენ რომ არა, ახლა ცაში, ქალღმერთებთან ერთად ვიქნებოდიო. წყალში ჩამიყარეთ 15 წელი ყოველ შაბათ საღამოს შინ დარჩენაო…
აი ამ პატარა მონაკვეთზე გამეცინა და ეხლა წარმოვიდგინე წიგნზე რა დამემართება)))
ამაზე მეც ბევრი ვიხითხითე :) წიგნი მართლა გულიანად გაცინებს.
დიდი ხანია პრატჩეტზე “მიჭირავს თვალი” და ამ პოსტის შემდეგ უფრო დავინტერესდი. ფენტეზი, იუმორი და ტურისტი გიდითურთ – ნამდვილად “საჩემო” ჩანს :D
ვერი ნაის. მერე შთაბეჭდილებებიც დაგვიწერე, თუნდაც ორი სიტყვით.
ეს უნდა წავიკითხო! ყველა წიგნების მაღაზიაში იქნება ალბათ ხო? :)
კი, თეო. ყველგან არის ორივე ტომი. ლიგამუსშიც, ექსლიბრისშიც, ბიბლუსშიც. სადაც კი შევიხედე, ყველგან დევს.
მოლი! შენ როგორც ყოველთვის ახალი წიგნის წაკითხვის სურვილს მიჩენ… წასაკითხი წიგნების სია ისედაც დიდია და კდიევ უფრო ემატება ახალი და საინტერესო წიგნები :)
იმედია მოვიცლი:)
პოსტი როგორც ყოველთვის კარგია, ფინალი განსაკუთარებით!
იმედია, მოიცლი, რუსა :) გემრიელი სიცილი გარანტირებული გაქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრს იხალისებ :)
მიუხედავად იმისა, რომ ფენტეზი ჩემი ფავორიტი ჟანრი არ არის, რაღაც–რაღაცებს სიამოვნებით ვკითხულობ და ტერი პრატჩეტიც მათ შორისაა. ახლაც მახსოვს, რა გულიანად ვიცინე :)
განსაკუთრებით სახალისო ადგილებს მეგობარს ვუკითხავდი ტელეფონით და ერთად ვხითხითებდით :)
ჩემი უსაყვარლესი ორი წიგნი : )
ამათ მერე ხელში ჩამივარდნენ კიდევ ”პირამიდები” რუსულად, მხოლოდ იქ ორყვავილა აღარ ჩანდა,აღარც რინსვინდი და ცოტა გამიჭირდა თავიდან მათ გარეშე, მერე კი შემიყოლია :დ
რინსვინდი შამანს რომ გადააწყდება გამახსენდა :დდდ
ჰმ… ასეთი პრატჩეტოლოგი და ანონიმი? :( ნიკს ვითხოვთ სასწრაფოდ!
რინსვინდი და ორყვავილა ციკლის რამდენიმე შემდგომ წიგნში ჩნდებიან. რინსვინდი უფრო ხშირად, ორყვავილა – თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ ერთგან. აი, ახლა ქინდლი ჩამომივა და ყველას გადმოვწერ.
მთავარი შამანის რეაქციაა მანდ განსაკუთრებით სახალისო.
გაიხარე მოლი ბლუმ : )
კიდევ ერთხელ გადავიკითხავ : )) გულიანად ვიცინებ და გავიხანგრძლივებ სიცოცხლეს : )))
კიდევ ერთხელ გადავიკითხავო – განსაკუთრებით მომეწონა :)
მადლობა :)
“სერიოზული სახე ჭკუის ნიშანი არ გახლავთ – ამქვეყნად ყველა სისულელეს სწორედ ასეთი გამომეტყველებით სჩადიან. გაიღიმეთ, ბატონებო, გაიღიმეთ!” – აბა რა!
აუ მე ვენდობი შენს გემოვნებას! საინტერესოა მართლაც! :) :) :)
კარგია, რომ ენდობი, ცოტნე :)
^^
შეძელი და არ დაინტერესდე ასეთი პოსტის შემდეგ!
დანკე :) ვეცადე, საინტერესო გამოსულიყო :)
საოცრად სასაცილო, გენიალური წიგნია. თან რაც მთავარია რინსვინდის ციკლი კიდევ არაფერი, ალქაჯების ციკლი საერთოდ გაფხრეწაა..
შეუდარებელი კაცია სერ ტერენსი. და შეუდარებელი ცინიზმით და იუმორით სავსე წიგნები აქვს
კი :) ალქაჯების ციკლზე მეც ბევრი რამ მსმენია და ერთი სული მაქვს, სანამ ხელთ ვიგდებ.
პრატჩეტს შეუდარებელი იუმორი აქვს, ფაქტია, მაგრამ ცინიზმის რა გითხრა… მე მანდ ცინიკური ვერაფერი შევამჩნიე და იმიტომაც მომწონს.
მე დავიჭირე ბევრ ადგილას.. :) პირდაპირ არ უწერია ცინიკური ფრაზები, მაგრამ ალუზიები ზედმეტად ცინიკურია მომენტებში
მე ვერიდები ცინიზმს. არ მიყვარს საშინლად. იმიტომაც ვერ შევამჩნიე ალბათ.
აი, მეც მოვედი…
შევდივარ ყინულის გიგანტების მდგომარეობაში, მეც მიყვარს მუსიკის ხმამაღლა მოსმენა :)
სახალისო რაღაცები მიყვარს, მით უმეტეს, კარგი ენით დაწერილი :)
ერთი ღმერთებსაც ჰკითხე :) თან უცნაურად პოლითეისტური სამყაროა – ისე გამოვიდა, რომ ღმერთებს ლოცვა-ვედრების ნაცვლად, უმეტესწილად, ებუზღუნებიან :)
ღმერთებს არ უვარდათ ათეისტები. ღამღამობით მიდიოდნენ და ფანჯრებს უმტვრევდნენ.
მე ის მახსოვს, რინსვინდი შესაწირ ყუთში ხურდას რომ ყრიდა ხოლმე. პრინციპით – მეგობრები ყველგან უნდა გყავდესო :)
აუ, მე არაფერი ვიცოდი ამ წიგნისა და ავტორის შესახებ და ძალიან მიხარია, მალე “მე რო მინდა” ისეთ წიგნს წავიკითხავ ^__^
მეც მიხარია, რომ პრატჩეტი აქ გაიცანი :)
სამწუხაროდ, ერთ-ერთი იშვიათი მწერალია, რომლის ნორმალურად (სრულყოფილზე არცაა საუბარი) თარგმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ვნახოთ, რა გამოვა, თუმცა “ბრძენ მსხალზე” უკვე ეტყობა, რომ მთლად კარგი თარგმანი არ უნდა იყოს.
ისე, ეს პირველი ორი წიგნი ყველაზე უფრო სუსტია მთელ სერიაში. და პრეტჩეტის დამახასიათებელი თვისება (იშვიათი სერიალის ავტორებისთვის) ისაა, რომ წიგნების ხარისხი დროთა განმავლობაში არ ეცემა.
რუსულ ენაზე არჩევანიც მეტია და ხარისხიანი თარგმანიც უფრო იოლად მოიძებნება. საუკეთესო ვარიანტი, რა თქმა უნდა, ორიგინალია.
პირველი ორი თუ ყველაზე სუსტია, დანარჩენებს ორმაგი ინტერესით წავიკითხავ.
რუსული თარგმანი კაპიკად არ ვარგა, ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვნახე. და პირველი ორი მართლა სუსტებია, უბრალოდ პაროდიაა (ხარისხიანი) იმდროინდელ ჰეროიკულ ფენტეზიზე (ფრიც ლაიბერზე, პირველ რიგში). მას მერე პრეტჩეტმა საკუთარი სტილი, ენა და ნიშა იპოვა ისე, რომ სხვისი პაროდირება აღარ დასჭირვებია.
რუსულ თარგმანსაც მოვიძიებ და ორიგინალსაც. ზუსტად ასეთი ავტორებისთვის მჭირდებოდა ქინდლი. ისე, პაროდიას თავისი ეშხი აქვს.
თუ არ გინახავთ აქამდე, flibusta.net-ზე დარეგისტრირდით და მთლიანად არის ინგლისურად (დაურეგისტრირებლებს მხოლოდ რუსული წიგნების გადმოქაჩვა შეუძლიათ). და არამარტო პრეტჩეტია, ვეებერთელა ბიბლიოთეკაა :)
უღრმესი მადლობა! ეს ლინკი ძალიან გამომადგება. ასეთ ბიბლიოთეკებს სანთლით ვეძებ.
არაფრის, my pleasure :) არის კიდევ library.nu – ინგლისუროვანი ბიბლიოთეკაა, რომელშიც ძალიან ბევრი სახელმძღვანელო და არამხატვრული ლიტერატურაა, უმეტესწილად pdf-ში ან djvu-ში. ეგეც გამოგადგებათ, ვგონებ :)
რა თქმა უნდა, გამომადგება. ჯერჯერობით მხოლოდ e-reading.org.ua – ს ვიყენებ. ფრიად მოსახერხებელ ფორმატშია მანდ წიგნები.
სკლეროზი მაქვს მე და ძალიან უყურადღებო ვარ :შ ახლა ამ წიგნს ვიყიდი და უფრო ყურადღებით წავიკითხავ <3
აჰა :)
მსგავსი წიგნები ძალიან მომწონს, ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა… : ) ეს ავტორი აქამდე არ მსმენია, შევეცდები მოვიძიო ეს წიგნი…. : )
ნებისმიერ წიგნის მაღაზიაშია. ორივე ტომი.
madloba. cudia , rom anonimi xar siamovnebit mogiwvevdi tsu-shi shexvedraze klubshi , sadac wignebze vsaubrobt xolme.. : )
რომელ კლუბში? თსუელი ვარ მეც :)
მადლობა მოწვევისთვის :)
grafinia me pirvelkurseli var da exla viwyebt mogvaweobas.. : )))
“ფანტასტიკა არასერიოზული ლიტერატურააო – ხშირად იმეორებს ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც წიგნის მხოლოდ მაშინ კითხულობს, თუ ავტორი, სულ მცირე, ასი წლის მკვდარია და ოფიციალურ კლასიკოსად არის შერაცხული.” – ვინაა ეს? თითქმის ვეთანხმები :-) ნუ, “მხოლოდ მაშინ კითხულობს” გარადაჭარბებული ნათქვამია ოღონდ ჩემს შემთხვევაში :-D
ისე კი, რაღა დაგიმალო და, დიდად მაინც ვერ მოვიხიბლე წიგნით. ერთია მხოლოდ – შენს გემოვნებას ვენდობი :) ამიტომ იქნებ ვცადო წაკითხვა, თუ რომელიმე კლასიკოსი არ შემრჩა ხელთ :-)
ფანტასტიკა, შესაძლოა, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ არასერიოზული ლიტერატურა ნამდვილად არ არის. სასაცილოც კია იმის მტკიცება, რომ აზიმოვი, ბრედბერი, ტოლკინი, ვონეგუტი და ლე გუინი :”არასერიოზულ ლიტერატურას” ჰქმნიდნენ.
რომელი წიგნით ვერ მოიხიბლე? პრატჩეტით? ჯერ არ წაგიკითხავს და ისე? აბა, პოსტით როგორ მოიხიბლებოდი? :)
ეჰ, მოლი… ანუ აღწერამ არ დამაინტერესა თქო, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით. რასაც შენ ვერ დაგაბრალებ, აშკარად წიგნის შინაარსის ბრალი უნდა იყოს :-)
ნუ, ეს პოსტი ფენტეზის მოყვარულებზე უფროა გათვლილი. ლიტერატურული გემოვნების ამბავია, რომელიც ჩვეულებრივ გემოვნებაზე კიდევ უფრო ინდივიდუალური მგონია.
სრულიად გეთანხმები ;-)
D’accord!
ძალიან საყვარელი ხარ
:) მადლობა :)
[...] ”თვალი მიჭირავს”, განსაკუთრებით ამ პოსტის შემდეგ, მაგრამ რადგან წასაკითხი [...]
ვაა დამაინტერესა :)) აპირებენ ქართულად მომდევნო წიგნების გამოცემას
მეორე ნაწილი გამოცემულია. დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვი.