კითხვაზე, ბავშვობიდან ყველაზე სასიამოვნოდ რა გაგონდებაო, მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემი სტუმრების უმრავლესობასაც, ერთი პასუხი გვექნება – რა თქმა უნდა, არდადეგები!
ზარმაცი მოსწავლე არასოდეს ვყოფილვარ, არც სკოლა გვტვირთავდა დიდად და გართობას სადაგ დღეებშიც მშვენივრად ვახერხებდი, მაგრამ არდადეგებს სულ სხვა ეშხი ჰქონდა. ზამთარში თოვლი, ნაძვის ხე და საახალწლო სასუსნავებით დახუნძლული სუფრა მახარებდა, ზაფხულში – ხანგრძლივი და დამსახურებული უსაქმურობა, სურამში ან ბეშუმში დასვენება და, რა თქმა უნდა, სატელევიზიო კინოდარბაზი “ცისკარა” – არდადეგებთან ერთად რომ იწყებოდა და მეტ-ნაკლებად ცნობილ საბჭოთა კინოპროდუქციასთან ერთად, გერმანული, პოლონური, ჩეხური, უნგრული საბავშვო ფილმებითაც გვანებივრებდა.
ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე – პირველ აგვისტოს ბავშვობისდროინდელი მოუთმენლობით ველოდებოდი. თურმე, ბლოგერული არდადეგებიც არანაკლებ სასიამოვნო ყოფილა.
მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველებს კარგად მოეხსენებათ, სამი იანვრიდან დღემდე სტუმრებს გულღია მასპინძლობა და სიახლეები არ მოჰკლებიათ. ახლა ჩემი დასვენების დროც დადგა. თქვენთან საუბარს კვლავინდებურად არაფერი მირჩევნია, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ, რომ აგვისტოს ხვატში, თუნდაც ძალიან საინტერესო პოსტების კითხვას, ისევ პლაჟზე გარუჯვა, სოფელში, ასწლოვანი ხის ქვეშ გაჭიმულ ჰამაკში ნებივრობა ან მთაში ხეტიალი ჯობია.
არ იფიქროთ, ჩემს ნეტ-სამფლობელოს უყურადღებოდ ვტოვებდე. აქ ისევ
სიხარულით დაგხვდებით. შემოიარეთ, ნავიგატორს გადახედეთ, იქნებ ერთი-ორი, აქამდე წაუკითხავი, პოსტიც აღმოაჩინოთ… ან ვერანდაზე მეწვიეთ და თქვენი ზაფხულის შესახებ მიამბეთ რამე. მე კი ცივი ყავით და ნაყინით გაგიმასპინძლდებით.
ორიოდე კვირაში სამსახურსაც დავეთხოვები და მერე კი ნამდვილად დავისვენებ - ჭადრაკს ვითამაშებ, ფილმებს ვნახავ, საშვებულებოდ შემონახულ წიგნებს წავიკითხავ… ბლოგსაც გავალამაზებ. სხვა თუ არაფერი, კოსმეტიკური რემონტი და ორიოდე კრეატიული იდეა აქაურობას ნამდვილად არ აწყენს.
მაშ ასე, მოლი ბლუმის ბლოგი ერთი თვით გემშვიდობებათ. ერთმანეთს პირველ სექტემბერს, განახლებული ინტერიერით, ახალი პროექტებით და ცინცხალი პოსტებით შევხვდებით. მანამდე კი ყველას სასიამოვნო დასვენებას და დაუვიწყარ არდადეგებს გისურვებთ. გკოცნით,
თქვენი მოლი














სასიამოვნო დასვენებას გისურვებ მოლი.
მთელიწლიანი მუშაობის შემდეგ ზაფხულის 2 თვე ჩემთვის სამსახურიდან ნამდვილი დასვენება იყო, ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა შვილი შემეძინა. მანამდე შვებულებით არ მისარგებლია. მაგრამ მე და შვებულება? სწორედ ამ ორ-სამ თვეებში იწერებოდა ჩემი წიგნები. ახლა, როცა ოფიციალური სამსახურის გარეშე ვარ, ინერციითა თუ ჩვევით, ისევ ზაფხულშუ ვმუშაობ ჩემს წიგნებზე ინტენსიურად, მიუხედავად ხვატისა.
ერთი თვით გემშვიდობები.
მაინც ვიპოვნე შენი კომენტარი, ნატო :) ვორდპრესი გაჭირვეულდა და სპამად ჩათვალა, თორემ დაკარგვით არ დაკარგულა და ძალიან მეწყინებოდა, რომ დაკარგულიყო :)
შვებულებაზე მეტად არაფერი მიყვარს… :) წარმოიდგინე, თოთხმეტი შაბათ-კვირა – იძინე, რამდენიც გინდა, იუსაქმურე, ტელევიზორს უყურე, წიგნი წაიკითხე, ითამაშე…
შენ კი ყოფილხარ შვებულების დროს დატვირთული, სამაგიეროდ ამით ჩვენ – შენი მკითხველები ვიგებთ :)
შემოდგომამდე, ნატო და მადლობა :)
ნატო დავითაშვილი
კომენტარზე გიცანი :)
სასიამოვნო დროის გატარებს გისურვებ მოლი და დარწმუნებული ვარ სექტემბრიდან, საინტერესო პოსტები დაგხვდება!
ეს თვეები ამ ბლოგთან ერთად, მართლაც ძალიან სასიამოვნოდ, საინტერესოდ და ნაყოფიერად გავატარე. ძალიან კარგი იყო :)
მადლობა, როდე :) გამახარე :) სექტემბრიდან ახალი პოსტებით დავბრუნდები. რამდენიმე ახალი პროექტის იდეაც მაქვს…
ერთი სიტყვით, ნამდვილად არ მოიწყენთ.
რა მაგარი იყო მართლც “დამსახურებული უსაქმურობა” :))
სასიამოვნო და საინტერესო ზაფხულის ბოლო თვეს გისურვებ
შენც და ყველა შენს სტუმარს :**
ჩემ საყვარელ შემოდგომამდეეეეეეეე
მადლობა, მაკინე :) და კეთილი იყოს შენი პირველი სტუმრობა მოლის ბლოგზე.
იმედია, შემოდგომიდან მუდმივი სტუმარი მეყოლები :)
ეეეჰ მოლი ახლა სექტემბრამდე ამ ბლოგზე უნდა ვიყო მოდარაჯებული :) ისე რაღაც წავიეგოისტე წინა ფრაზაში :) საინტერესო და სასიამოვნო ზაფხულს გისურვებ ;)
მოდარაჯებული რატომ :) ახალი პოსტი ზუსტად პირველ სექტემბერს დაიდება… მანამდე – ძველებს გადახედე, თუ მოიცლი. 95 პოსტია ბოლოს და ბოლოს :)
ლაიქმა დღესაც გაჭედა? არა. არ გაუჭედავს და მინდა გითხრა, ძალიანაც უხდება ჩემს ბლოგს.
მოდარაჯებული იმიტომ რომ ყველა პოსტი წაკითხული მაქვს, რამდენიმე, რომლებიც ყველახე მომეწონა სამ-ოთხჯერაც. თანაც მოლის ბლოგზე ყოველდღიური შემოხეტბა უკვე დღის ნორმაში ჩაჯდა ასე რომ ;)
არ ვიცოდი :) გამიხარდა :)
ბლოგი არ დახურულა, თაია :) სექტემბრამდე ახალს არაფერს დავწერ, თორემ ისე აქ ვარ და ჩემს სტუმარს ნამდვილად არ მოვაწყენ :)
ვერანდა ხომ იცი, სადაც არის? ჰოდა, შემოიხედე, როცა გაგიხარდება, რამე მითხარი და მეც გაგაგონებ :)
ან ვიკამათოთ… მე და შენ კარგად გამოგვდის :)
მოიცა… ყველა პოსტის წაკითხვა როდის მოასწარი?
პირველ დღეს :) შემთხვევით აგათას ბლოგზე წავაწყდი შენს კომენტარს ჰოდა ისე დამაინტერესა ყველა გადავიკითხე, მე კი არა დედაჩემიც კითხულობს მოლი ბლუმის ბლოგს :)
ახლა საერთოდ დავაღე პირი…
დიდი მადლობა გადაეცი დედას :)
და ისა… ამდენ პოსტში საკამათო არაფერი გინახავს? გამორიცხულია… რაღაცას მაინც იპოვნიდი შენ :)
საქმე ისაა მოლი რომ მე ვკამათობ მარტო იმიტომ რომ იმ მომენტში საქმე არაფერი მაქვს, თორემ ყველაფრის გამოძებნა შეიძლება თუნდაც იმის თქმით რომ თეთრი შავია :)
არადა, მე მომწონდა შენთან კამათი…
:) ზაფხული უსაქმურობის დროა :)
ჰოდა, აბა შენ იცი… რამდენიმე გემრიელად საკამათო პოსტი მეგულება არქივში.
და შენი შავ-თეთრ-წითელი გოგოს დატოვებაც არ დაგავიწყდეს…
:) დიდი სიამოვნებით ;)
aba, shen ici, molly, gemriel dasvenebas gisurveb :)
მადლობა, მერი :) შენ მოგბაძავ :)
აი, ყველაზე, ყველაზე თბილი და ტკბილი პოსტი… ^_^ <3 <3 <3 ძალიან, ძალიან გამათბო შინაგანად… <3
ხო, ახლა კი შენს დასვენებას რაც შეეხება, ძალიან მოგვენატრები, მოლიკო.. <3 :* მაგრამ, მაინც, შენ ყველაზე მეტად გჭირდება ახლა დასვენება, როგორც პოსტს შევატყვე.. : )))) აბა, ბედნიერად დაისვენე და ახალი ენერგიით დაგვიბრუნდი სექტემბერში! <3
მადლობა, ნანაკო :) ისე, უფრო თბილიც დამიწერია :)
სექტემბრამდე სულ რაღაც ერთი თვეა. მეც დავისვენებ, ჩემი მკითხველიც და პირველიდან ახალი ენერგიით გავაგრძელებთ… თორემ მეც გადავიღალე და ჩემი სტუმრებიც – უკვე გრავატარების ავტოგრაფებად დატოვებაც ავიწყდებათ :)
: )))))))) ხო, კარგია.. <3 დაისვენე და ახალი ენერგიით დაგვიბრუნდი! :*
ლაიქს ვერ ამატებ? ჭედავს?
სასიამოვნო დასვენებას და ამ ერთი თვის ზუსტად ისე გატარებას გისურვებ როგორც შენ წარმოგიდგენია და რა თქმა უნდა დაუვიწყარ აგვისტოს. უზომოდ მიყვარს ეს თვე.
მეც მიყვარს აგვისტო :) განსაკუთრებით – მეორე ნახევარი. თოთხმეტიდან სექტემბრამდე.
მადლობა, ფინიკი :)
ძალიან მომენატრები ეს ერთი თვე მოლი ::))))) :))))) კარგ დასვნებას გისურვებ ;)))))
დანკე!
როგორ ხარ, იუბილარო? გრძნობ, რომ გაიზარდე? :)
დავბერდი მოლი დავბერდი:) რავი კარგად ვარ :)სიცხისაგან ღამით არ მეძინა, მაგრამ ისე მშვენივრად :) მადლობა :*
არა – შენ ჯერ კიდევ იზრდები :) დაბერებას, ჩემხელა რომ გახდები, მერე დაიწყებ.
შენი დოკუმენტების საქმე როგორ არის?
ყველაფერი აგვადგინე და ახალი საფულეც მაჩქეს დაბ.დღეზე :) ამიტოამც ჭირიც წაუღიაო იმ საფულესო და ახალი ცხოვრება დავიწყე რა ფაქტიურად :)
მოგვარებულა ყველაფერი :) ჭირსაც წაუღია მართლა. ახალი ცხოვრება დაიწყე და რაც მთავარია, პინკოდი სადმე სხვაგან ჩაწერე, ან დაიმახსოვრე :)
აბა ეგა თქვი :))))
და კიდევ, იმედი მაქვს, იმ ნაძირალასაც დაიჭერენ.
რავიცი, აქამდე თუ რ დაიჭირეს მერე როგორღ დაწერენ :(
ჩეთვის სულ ერტია უკვე.. მე ამითა რაფერი მომემატება და რა უნდა მოვთხოვო.მაგის ნამუსზე იყოს.. მასე თუ შეუძლია ცხოვრება დაჭერა ჭკუას არ ასწვლის და არფერი დააკლდება :(
წარმოიდგინე, რა საცოდავი ტიპია… თავისი შრომით ფულს ვერ შოულობს, სხვისი ეხარბება ალბათ, გამწარებული დაძრწის და რა დღეში იქნებოდა, საფულეს რომ ნახავდა… ორლარიანი არყით გატყვრებოდა ალბათ.
aba :( და ცემს სფულეს ო გადააგდებდა სადმე სანაგვეში ..ეჰ :(
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ მოლი! სექტემბერში დარწმუნებული ვარ კიდევ დასვენებული კიდევ უფრო მეტად გაგვახარებ! :* შემოგივლი ხოლმე ;)
მადლობა, თეო :) მეც იმედი მაქვს, სექტემბრიდან კიდევ უკეთესი გახდება ბლოგი :)
შემოიხედე ხოლმე :) ხომ იცი, როგორ გამახარებ :)
სასიამოვნო და დამსახურებული დასვენება <3 რა კარგია.
უმაგრესი!
ამაზრზენი ბომჟი :(
კარგი იდეებით დაგვიბრუნდი :)
აბა, რას ვიზამ! :) ბლოგერმა მკითხველისთვის უნდა წეროსო, ლორდ ვეიდერმა ბრძანა და ლორდს როგორ არ დავუჯერო…
გემრიელი დასვენება მოლი<3
სექტემბრში კარგად დასვენებული და ახალი იდეებით სავსე დაგვიბრუნდი.
აბა, რას ვიზამ, მანანა :)
ისე, აქ ვარ და “ჩემს ბლოგებზე” არცერთი ახალი პოსტი არ გამომეპარება :)
მოლი როგორ ახერებ ასეთი პირადული შინაარსის პოსტებიც ასე საინტერესოდ წერო?! :)
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ!
ვეცადე, ტაბუ :) მიხარია, თუ საინტერესოდ ეჩვენა მკითხველს.
გრავატარი შეგიცვლია :) ოღონდ, კომენტარებში ერთია და ლაიქებში სხვა :)
მოლიკო… ძალიან მიყვარს შენი ბლოგი. აი, ისეეეეეთი გულწრფელი ვარ, ისე საშინლად გულწრფელი..
ჩემთვის საინტერესოა აქ ყველაფერი…
ბეედნიერ არდადეგებს და იდეალურ დასვეენებას გისურვებ.. :*********
მადლობა, მაცო :) სურვილებისთვისაც და აქაურობა რომ მოგწონს, ამისთვისაც :) მკითხველის ასეთი შეფასება, კი იცი, რამდენსაც ნიშნავს :)
რაღაც პოსტები იყო ახალი, შენ რომ არ წაგიკითხავს და პირველ სექტემბრამდე დროა და იმედია, შენს აზრსაც მეტყვი :)
აუცილებლად, მოლიკო. ბორჯომში რომ ჩავალ, აუცილებლად შემოვალ ხოლმე და წავიკითხავ სუუუუუუუულ ყველა პოსტს, ლაიქებსა და კომენტარებს არ დავიზარებ, გპირდები.
ძალიან მიყვარხარ, მოლიკო!!!!
დროებით. <3333333333333333333333333333333333333
ახლა სად ხარ? :) მეთქი, ჩამოვიდა უკვე… შენ რა დაუღალავი მოგზაური ყოფილხარ, მაცო :)
აბა შენ იცი :) გემრიელად დაისვენე…
ახლა თბილისში ვარ, დღეს დილას ჩამოვედი.. ხვალ მივდივარ.. ^^
ეჰ… შენი ხალისი და ენერგია მომცა, მაცო :)
დაისვენე კარგად, დაისვენე! :) მიხედე თავს და სექტემბრიდან ყოველდღე წერე პოსტები :ვერმომართვიმაგრამმაინც: :):):)
ჩამოხვედი, თამარა? როგორ დაისვენე?
რას ამბობ, ყოველდღე რომ პოსტები ვწერო, ვინც აქ მყავს, ისინიც გამექცევიან :) :) :)
არა უშავდა, რა ვიცი :) შენ დაისვენე კარგად და ნაყოფიერად, აბა, შენ იცი…
ყოველდღე მეტისმეტია მართლა, ასევე სტაბილურად გააგრძელებ, ეჭვი არ მეპარება :)
გავაგრძელებ :) ერთი კლასიკური ფრაზის არ იყოს, საწერი კიდევ ბევრია…
მე ის მიშლის ნერვებს, რომ “მოლი ბლუმი”-ს სახელს ეფარები და სულ არ მაინტერესებს, სად და როგო ისვენებ. ვოტ :დ
აქ რაღაც ვერ გავიგე და ჩაგეძიები – რა გიშლის ნერვებს? და რატომ?
მოლი, რა კარგი ხარ :)
მე შენი ყველა პოსტი მაქვს წაკითხული და სანამ შენ დაისვენებ, მეორედაც გადავიკითხავ. ბედნიერ დასვენებას გისურვებ :)
მადლობა, მარი :) არ ვიცოდი, ასეთი მკითხველი თუ მყავდა :)
წარმატებულ არდადეგებს გისურვებ მოლი,მაგრამ აი უკვე ვეღარ ვითმენ და შენი ახალი პროექტ-იდეები მაინტერესებს))
მადლობა :)
ახალი პროექტები სექტემბრიდან იქნება, ერთი უკვე ბლოგზეა – საბავშვო ოთახი. პატარა მკითხველის მოზიდვას ვგეგმავ :)
აბაა კარგად დაისვენე მოლი. <3 :)
მხიარული არდადეგები! :)
მადლობა, ანა! :)
მმ, არდადეგები, გულიც კი მიჩქარდება ხოლმე როცა ბარგს ვალაგებ.
მალე დაგვიბრუნდი :)
დაგვიბრუნდიო?
მე ისიც არ ვიცოდი, ამ ბლოგს რომ კითხულობდი.
მომენატრე მოლი :(
მეც მომენატრა ჩემი მკითხველი :(
ბედნიერი არდადეგები მოლი!
მე კიდევ ძველი პოსტებით ვისაზრდოებ
ვინ მყოლია თურმე სტუმრად :)
გამახარე, ფსიქე :) შენ ხომ იცი, როგორ ველოდები ხოლმე შენს გამოჩემას :)
სასიამოვნოდ დროის გატარებას გისურვებ.. :****** იი რა თბილი პოსტი იყო, ამ სიცხეში კიდე ეგ მინდოდა?! :ოსმალო: :დ:დ:დ :***********
ეს ისეთი თბილია, სიცხეშიც რომ გესიამოვნება :)
მადლობა, ნინუცა :)
მართალი ხარ. :პარაფერს :**
გამიხარდა შენი სტუმრობა :)
არ დამთავრდა არდადაგები? :)
ათიოდე დღე დარჩა :)
პირველ სექტემბერს დაბრუნებაც რა სიმბოლურია თითქოს ^_^
ძველმოდური :) ძველი ტრადიციების შენარჩუნებას ვცდილობ :)
და მე როგორ მიყვარს ძველი რაღაც-რუღაცეები ^_^
მეც :) არ ეტყობა აქაურობას? ოღონდ, ახალსაც არ ვივიწყებ. ორივეს თავისი ადგილი აქვს.
ვააა ცომ–ზე გადახვედიიიიიიიიიიი…
^_^ უაშა, უაშა, უაშა :დ :დ
რამდენიმე დღეა :) მაგნუმზეც დავწერე :)
me kalapotidan amovardnili var mol, albat seqtembridan chavdgebi rigshi :d
შენ კარგად იყავი და კარგად დაისვენე, ქევან :) სექტემბერიც აქვეა და კალაპოტიც :)
როგორ დაისვენე? :)
მშვენივრად :) გემრიელად ვიუსაქმურე :) შენ როგორ მოიარე საბერძნეთი?
ასე ვთქვათ, მეც გემრიელად ვიუსაქმურე :)
საუკეთესო დასვენებაა :)