133 წლის წინ ვარშავაში ბიჭი დაიბადა…
ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ბიჭი…
სახელიც ჩვეულებრივი დაარქვეს – ერშ ჰენრიკ გოლდშმიტი…
არ ვიცი, როგორი ბავშვი იყო…
ალბათ, არც არავინ იცის – მეტისმეტად ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ…
არავის ახსოვს, როგორ ცელქობდა, როგორ ეურჩებოდა მშობლებს, როგორ იპარავდა საკუჭნაოდან სასუსნავებს, როგორ ჩხუბობდა ეზოში თანატოლებთან, როგორ აცდენდა გაკვეთილებს ან როგორ აწიწკნიდა გოგონებს თმას…
არადა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროდადრო ხდებოდა – ის ხომ ჩვეულებრივი ბიჭი იყო…
ალბათ, სკოლაში ცუდ ნიშნებსაც უწერდნენ, კუთხეშიც აყენებდნენ და ყურსაც უწევდნენ ხანდახან…
მაშინ ხომ არავინ იცოდა, რომ წლების შემდეგ იანუშ კორჩაკის ფსევდონიმით ქვეყანას ბავშვთა გულების უდიდესი მესაიდუმლე მოევლინებოდა…
კაცი, რომელმაც “მეფე მათიუშ პირველი” დაწერა და ისე ღრმად ჩაიხედა ბავშვების სულში, როგორც სხვას არავის მოუხერხებია…
ვინც გვირგვინოსანი ბავშვის ტვირთის სიმძიმე საკუთარ ზურგზე გვაგრძნობინა…
ვინც პატარა მონარქის გულუბრყვილო და დიადი მიზნების გამო ღიმილი მოგვგვარა…
ვინც ცხარე ცრემლით გაგვაცილებინა მეფე მათიუში ჯერ უკაცრიელ კუნძულზე, მერე კი უფრო შორს – იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან…
ვინც მიატოვა ექიმის შემოსავლიანი კერძო პრაქტიკა, რათა უპატრონო ებრაელი ბავშვებისათვის „ობოლთა თავშესაფარი“ დაეარსებინა და სიცოცხლის ბოლომდე ეზრუნა მათზე…
ვინც ამ ბავშვებთან ერთად წავიდა ჯერ ვარშავის გეტოში, მერე ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში…
ვინც უარი თქვა უკანასკნელ წუთს შემოთავაზებულ თავისუფლებაზე, რადგან იცოდა, რომ ებრაელი პატარები სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი…
ვინც მათთან ერთად წარბშეუხრელად შევიდა გაზის კამერაში და მომაკვდავ ობლებს ბოლო ამოსუნთქვამდე ზღაპრებს უამბობდა…
ვისაც შოთა ნიშნიანიძემ ეს სტრიქონები უძღვნა:
ამბობენ: ყოველ ახალწლის ღამეს
როცა მღერიან და ღვინოს სვამენ,
ცად იმართება სხვა კარნავალი
და ღვთის წყალობით ხედავს მრავალი,
ყმაწვილია თუ ომგადახდილი:
ვიღაცა კაცი, თმებდათოვლილი
როგორ მიუძღვის ვარშავის ცაზე
პაწია ანგელოსების რაზმებს.
აი, ამ კაცის დაბადების დღეა დღეს, 22 ივლისს და მე ძალიან მინდა, რომ ყველამ, ვინც მოლი ბლუმის ბლოგს კითხულობს, ეს იცოდეს… და არასოდეს დაივიწყოს, რას ამბობდა იანუშ კორჩაკი – კაცი, რომელსაც ბავშვები ძლიერ უყვარდა:
“პატივი ეცით სუფთა, ნათელ, უმანკო და წმინდა ბავშვობას…”














პირველად ვარ შენს ბლოგზე და არაჩვეულებრივად დაიწყო ჩემი სტუმრობა,
ძალიან მიყვარს იანუშ კორჩაკი, მისი “მეფე მათიუშ პირველი” და არ მეგონა ჩემს გარდა ვინმეს თუ ახსოვდა მისი დაბადების დღე.
ცრემლები წამომივიდა. გმადლობ შენ!
მადლობა, გრაფინია :)
კეთილი იყოს შენი სტუმრობა მოლის ბლოგზე :)
კორჩაკი და პატარა მათიუში არასოდეს დამავიწყდება. მეც და ჩემს მკითხველსაც. აქ ზუსტად ასეთი ხალხია შეკრებილი.
და შენც ერთი ჩვენიანი ხარ :) პირველივე კომენტარზე გეტყობა :)
მოლი, როგორც ყოველთვის, ძალიან ძლიერი და კარგად გადმოცემული პოსტია.
გამახსენდა, როგორ დამტვირთა თავის დროზე ამ წიგნმა, და როგორ შემირხის სულის ფაქიზი სიმები…
მადლობა
მათიუშის განცდების დავიწყება შეუძლებელია :(
ერთი იშვიათი წიგნი, რომელიც დღესაც ისევე მძაფრად მახსოვს, როგორც პირველი წაკითხვისას.
მადლობა :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
ამ ადამიანის დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის. რა უნდა ვუწოდო, არც კი ვიცი :/
რაღაც მაინც მოვიფიქრე და დავწერე :)
ჰო, ნამდვილად კარგად გამოგივიდა :)
შენს პოსტს ვუსმენდი წუხელ ღამის ორამდე :) და დილითაც.
Deliver us-ს? ჰო, შთამბეჭდავია, ჩემი აზრით :)
ორივეს მონაცვლეობით :) და ორივე შთამბეჭდავია…
molii ra sayvarlad daaxasiate, darwmunebuli var ert-erti sauketeso milocvaa <3 gamajrjola kidec :D
ძალიან მიყვარს კორჩაკის მათიუში, ნათია და ალბათ, იმიტომ…
და თავად ისტორიაც ისეთია, გულგრილი რომ დარჩე, ალბათ, ამქვეყნად არაფერი უნდა გადარდებდეს და გაფიქრებდეს.
ხომ შევრცხვი კაცო! არ მაქვს წაკითხული! წინ ბიბლუსისკენ! მადლობა მოლის თბილი პოსტისთვის:)
თუ არაფერი მეშლება, რომელიღაც სერიით გამოსცეს ახლახანს კორჩაკი.
ბიბლუსში ზუსტად ეცოდინებათ.
და ისა… ახლოს არის შენთან ბიბლუსი? სხვა მაღაზიებიც რომ შეათვალიერო? მე “ექს ლიბრისს” გირჩევდი. რაღაც საინტერესო ყოველთვის აქვთ.
მადლობა შენ, გლამთაია :)
“მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისათვის”, მე-40 ტომი, ოღონდ მხოლოდ “მეფე მათიუშ პირველია”, “მეფე მათიუში უკაცრილე კუნძულზე” არ არის.
არაფრის მოლი მაგრამ ერთი პრობლემაა. მე ფოთში ვცხოვრობ აქ ეს-ლიბრისიც და პარნასიც დახურეს და მარტო ბიბლუსია დარჩენილი. თან არც ბუკინისტებია. პლუს ბიბლუსის მეპატრონეს კარგა ხანია ვიცნობ. მოკლედ რომ გითხრა დიდი არჩევანი მაქვს-თქო მოგატყუებ. თბილისში რომ ჩავდივარ ვცდილობ დავიარო ყველა მაღაზია მაგრამ ზოგი წიგნი თარგმნილი, არაა ზოგი კიდევ უჯრაში უდევთ.
უჰ… ეს როგორ ვერ მოვიფიქრე, თაია :(
ბლოგოსფერო ისე პირობითს ხდის საზღვრებს, რომ მგონია, ჩემი მკითხველი, აქვე, ორი კორპუსის დაშორებით ცხოვრობს.
ჯანდაბას :( პატარა ქალაქებში წიგნის მაღაზიებს რატომ ხურავენ? :( როგორ დავიჯერო, რომ თავს ვერ ინახავს :( თან არ არის ფოთი ისეტი პატარაც, წიგნის მაღაზიამ მინიმალური მოგება მაინც არ მოიტანოს :(
თან გამიხარდა – ფოთის ლიტერატურულ ამბებს მოგვიყვები აქ. ხომ არ დაგვზარდები? :)
რა ვიცი, რა ვიცი წიგნის მაღაზიებს ხურავენ და ყოველ მეორე ნაბიჯზე ბუტიკებს ხსნიან. რაც შეეხება ფოთის ლიტერატურულ ამბებს, აქ სრული უიმედობაა რამდენი ხანია ოცნებად მაქვს ქცეული გავწევრიანდე ლიტერატურულ კლუბში რომელიც არ არსებობს. რომელ დაზარებაზეა ლაპარაკი ;)
ახლა ერთი იდეა ამეკვიატა, რა კარგი იქნებოდამოლი ბლუმმა საქართველოს ფარგლებში ტურნეს სახით ლიტერატურული ლექციები ჩაატაროს. ისე ჩემმა ფანტაზიამ ნამეტანი ფრთა გაშალა. მიმასტოპეთ !
ბუტიკი ცუდი არ არის, პირიქით – კარგია ძალიან, მაგრამ არ შეიძლება, ორივე ერთად იყოს? ჯერ წიგნის მაღაზიაში შევსუნსულდები, მერე რომელიმე ახალ კოლექციას ვნახავ…
ლექციებზე გამეღიმა :) მოლი პროფესიონალი ლიტერატორი არ არის, თაია :) მხოლოდ ბლოგერია :) თან – დამწყები :)
ბუტიკებში სუნსული მეც მიყვარს მაგრამ ბუტიკიცაა და ბუტიკიც. ყოველ მათგანში ერთი და იგივე ტანსაცმელია. რაც შეეხება ლექციებს რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ მოლი ბლუმი ჟურნალისტია :P
იურისტი :)
რაღაც არ გამომდის ეს გამოცნობა :D
არ ვგავარ იურისტს? :)
მეც დიდ მადლობას ვეტყვი გრაფინიას, ასთი ბლოგი რომ მაჩვენა!
და მეც გავიქეცი ბლუმისკენ!
მოლის კიდე უუღრმესი მადლობა :)))))
კეთილი იყოს შენი სტუმრობა მოლის ბლოგზე!
დიდი მადლობა გრაფინიას :) ჩემი სახელითაც :)
კი არადა ჰენრიკისკენ, ბლუმთან ისედაც ვარ :D
იმედია, აქაურობა მოგეწონება და ხშირად შემოივლი :)
რა კარგია, რომ ეს დღე გაგახსენდა, მოლი… და რა ნიჭიერად გაგახსენდა…
შევიფერე, მერი :)
madloba :)
მადლობა შენ, სტუმრობისთვის, თაკო :)
რა კარგია :) ყოჩაღ მოლი :)
მიყვარს ეს ადამიანი და მისი წიგნი :)
გილოცავთ ამ ადამიანის დაბ.დღეს:)
დანკე!
მეც ძალიან მიყვარს :) და ეტყობა კიდეც პოსტს (იმედია)
შენ არაფერს წერ, ჯესი? საუკუნეა, ფოსტით არაფერი მომსვლია.
ისეთი შვი პალასა მაქვს ჩემო მოლი , რომ სულ გადარბენებში ვარ და ვერაფერ ვასწრებ.. აი ხო ხედავ პოსტების კითხვასაც თუ ვასწრებ ეგეც მიკვირს….ნუ არაუშავს შავ პალასასც თეთრი მოსდევს და აუცილებლად დავწერ :)
ჯვარი გწერია, ჯესი… შავი პალასა ჩვენს მტერს. გადარბვნებსაც ეშველება, საქმესაც მოილევ და დაწერ, იმედი მაქვს :) გემრიელი ფსიქოპათური პოსტები მოგვენატრა :)
<3
ძალიან მაგარი ადამიანი გაგახსენდათ და გილოცავთ მეც :)
კორჩაკი როგორ დამავიწყდებოდა…
მადლობა! თქვენც გილოცავთ.
გმადლობ მოლი, რამოდენიმე წუთით ბავშვობაში დამაბრუნე, მეფე მათიუშ I
ჩემი სამაგიდო წიგნი იყო :)
მეც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს,
დილა მშვიდობისა, ფიფქია :)
ამ თემაზე რა ვრცელი კომენტარი გავაკეთო? სიტყვაუხვობა ყალბად იჟღერებს… ცრემლები მომაწვა…
დამიჯერე, ქევან, ამაზე უკეთ ხუთაბზაციანი კომენტარი ვერ იტყოდა სათქმელს…
მადლობა!
მოლი, მადლობა ამ პოსტისთვის, ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს ეს კაცი და რამდენჯერ მაქვს წაკითხული მათიუში და ”როცა კვლავ პატარა გავხდები ”. მოვკვდი ტირილით :)
“როცა კვლავ პატარა გავხდების” მე ავცდი, სამწუხაროდ :( არსად შემხვედრია. მათიუშზე კი ახლაც გემრიელად ვიცრემლები…
მადლობა შენ, სტუმრობისთვის :)
აუუ, არც მე მაქვს წაკითხული :(
მერის ეცოდინება!
არც მერიმ იცის :(
არ მჯერა…
მათიუშ პირველი იყოო ერთადერთი წიგნი, რომელსაც თავიდან გული ვერ დავუდე და მერე ბოლოდან დავიწყე კითხვა. ჯერ სულ ბოლო თავი, მერე იმის წინა და ასე ჩავედი პირველამდე…
ბავშვობაში, ხანდახან ასე ვერთობოდი – უცნობ წიგნს შუაში გადავშლიდი, ორიოდე აბზაცს შევხედავდი და მერე ჩვეულებრივ ვიწყებდი კითხვას. რაღაცნაირად საინტერესო იყო მოლოდინი, იმ ორ აბზაცს როდის მივადგებოდი..
აი, შენსავით, ბოლოდან დასაწყისამდე, წიგნი არასოდეს წამიკითხავს, დია :) გამაღიმე :)
მეც ვიცოდი ეგრე, სხვათა შორის :) :)
ეგრე როგორ, დიას სტილში თუ ჩემნაირად?
შენნაირად :) ჯერ ვფურცლავდი, ვფურცლავდი და მერე მიხაროდა კითხვისას ნაცნობი ადგილების პოვნა :)
მეგონა, ასეთი უკუღმართი მარტო მე ვიყავი :)
სულ ვტიროდი მაგ ისტორიაზე და მათიუშზეც : ]
მე ახლაც მეტირება, ანინა
ამეტირა… :(
ამ ერთი სიტყვის გამო ღირდა პოსტის დაწერა, ვასასი.
რაღა დავწერო…
ყველაფერი გიწერიათ. მეც ვიტირე :cry:
არ არსებობს, მათიუშს გადავხედო და არ ავცრემლდე.
ამიტომაც უნდა წაიკითხოს ყველა ბავშვმა. იქნებ, მომავალში, რაიმე საშინელის ჩადენა გადააფიქრებინოს :(
FB: პოსტი რომ წავიკითხე მეც ამეტირა, ვაპირებდი კიდეც დაწერას, მაგრამ ვასასის კომენტარმა მართლა ამატირა. საოცარია, რამდენ რამეს ინახავს ადამიანის მეხსიერება. იმდენი რამ გამახსენა ამ პოსტმა, რაც დავიწყებული მეგონა.
კლუ-კლუ გამახსენდა ახლა და 50 ენის მცოდნე პროფესორი. ღმერთო რამდენი რამე გავიგე და ვისწავლე ამ წიგნით. და ახლა, მომინდა თავიდან წავიკითხო.
ადამიანი ცხოველისგან იმითაც განსხვავდება, მანანა, რომ ტირილი შეუძლია და მეხსიერება აქვს… და არსებობს რაღაც, რაც არასოდეს უნდა დაივიწყოს.
დარწმუნებული ვარ, ვისაც დღეს თავი ნეონაცისტად მოაქვს, ეს წიგნი თვალითაც არ უნახავს.
მადლობა :)
ძალიან, ძალიან სევდიანი პოსტია.. :(
ზოგადად კორჩაკის ისტორიაა ძალიან სევდიანი, დიდი და თბილი. ხო ადამიანური რაც მთავარია.
იანუშ კორჩაკის ისტორია ყველაზე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სადმე, რომელიმე ღმერთი აუცილებლად არსებობს!
თუ იმასაც გავითვალისწინებით, რომ ღმერთი სიყვარული და სიკეთეა, ნამდვილად ასე უნდა იყოს, ბორგეზ :)
ჭეშმარიტად, მოლი. :)
Absolutely So! :)
კი რატომაც არა? კარგი იურისტი კარგი ჟურნალისტიცაა! :P
ჰო, მეც ასე მგონია :) მოსაწვევი გამოგიგზავნე ფბ-ზე.
9 თუ 10 წლის ვიყავი “მეფე მათიუშ პირველი” რომ წავიკითხე და ისე ვიტირე დასასრულზე დედამ ძლივს დამაწყნარა… იმის მერე მივხვდი რომ შეიძლებმა წიგნმა გაგაბედნიეროს, უფრო კეთილი გაგხადოს, გატიროს, მაგრამ არა ტკივილიანი ცრემლებით, არამედ ყველაზე სუფთა და გულწრფელი ცრემლით. მას შემდეგ ყველა წიგნში შევდივარ მე და ყველა წიგნი შემოდის ჩემში…
მადლობა პოსტისთვის :* ახლაც მომადგა თვალზე ცრემლი
კარგი წიგნი ნამდვილად უკეთეს გხდის, დეიზი. და ადამიანს გულწრფელი ცრემლის არ უნდა შერცხვეს – იმიტომ, რომ ადამიანია.
მადლობა კომენტარისთვის :) კეთილი იყოს შენი პირველი სტუმრობა მოლის ბლოგზე.
ეჰ, მათიუშის კითხვა რომ დავამთავრე ცრემლებად ვიღვრებოდი.. ჩემს საუკეთესო წიგნების ჩამონათვალში – პირველ ადგილზეა! ^^ <3
მართლა ძალიან კარგი წიგნია. იშვიათი ემოციით და გულით დაწერილი.
კეთილი იყოს შენი პირველი სტუმრობა მოლის ბლოგზე, ნანაკო! :)
პირველი? :D კომენტარებს რომ არ ვწერდი პოსტებზე, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენი მუდმივი სტუმარი არ ვიყავი, და არ ვიქნები.. ^^
მაგას რა ჯობია :) უბრალოდ, არ ჩანდი. არც კომენტარები, არც ლაიქები.. მეც ვიფიქრე, რომ პირველად მესტუმრე :)
არა, კაცო.. რას ამბობ.. ^^ :დ <3
ხო, მართლა.. გითხარი თუ არა, აღარ მახსოვს.. ახალი ბლოგი რომ მაქვს.. :\
რასაც ვხედავ, იმას ვამბობ :) არა მგონია, რაღაც უსაფუძვლოდ მევარაუდოს :)
მითხარი, თან ორჯერ.
ჰო, ახალი ბლოგის ლინკი აგერ მაქვს, შენს კომენტარებში.
კარგი.. მადლობა <3
:) ველქამ!
^_^
:)
ე.ი ძლივს კომპიუტერთან მოვხვდი,ისიც მივდივარ და მანქანას ველოდები და ამ წასვლის წინ როგორ ამატირე…კაცი რომელმაც ბავშვებს საკუთარი სიცოცხლე შეწირა,არა იმიტომ რომ მომავალ თაობებს გმირად შეერაცხათ არამედ იმიტომ რომ პატარებს სიკვდილის წინ მარტო არ ეგრძნოთ თავი…
კაცი რომელიც დიდი ბავშვი იყო…
“იმიტომ რომ პატარებს სიკვდილის წინ მარტო არ ეგრძნოთ თავი…”
ორივე ხელით გეთანხმები. დარწმუნებული ვარ, იმ წამს გმირობაზე სულ არ ფიქრობდა კორჩაკი.
გაიზარდო, მაგრამ სულის სიღრმეში ბავშვად დარჩე – უდიდესი ნიჭი მგონია მე. ბევრს ეს არ შეუძლია.
ჩემი პირველი წიგნი იყო ,,მეფე მათიუშ პირველი”, ამ პირველობის გემოს დღემდე ვგრძნობ. მისი ტრაგიკული და ამავე დროს გმირული ისტორია ვიცოდი, მაგრამ ასე კარგად დაწერილი გულამდე მოვიდა.
მადლობა :) ამ ისტორიას სხვაგვარად ვერ მოვყვებოდი.
ახლა უფრო ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ “გადარბენაზე” ყოფნისას შენი ბლოგი არ უნდა იკითხო და რომ აუცილებლად უნდა დაჯდე მშვიდად, დაიდგა გვერდით ყავა დიდი ჭიქით და მოწყდე რეალობას :)
ძალიან კარგია
ისეთი კომპლიმენტია, უარის თქმის სურვილიც რომ არ გაგიჩნდება, მაგრამ… მე მაინც მაკლია ხოლმე ფსიქე ამ ბლოგზე.
moli, like-bi ar mushaobs, ver valaiqeb(:
ფბ-ს ლაიქი არ მუშაობს, ლუკა?
arada, minda zalian:)
მათიუში არაო, დედამ, ასე მწარედ არც ერთ წიგნზე არ უტირია თურმე და აღარ უკვარს, არა უშავს, მამას ვაყიდინებ და მერე ერთხელ კიდევ იტირებს:)
ეს ისეთი წიგნია, ლუკა, ერთ ტირილად ნამდვილად ღირს.
მეტადაც :)
ეს კაცი ხომ მიყვარს და ამ წიგნზე ბავშვობიდან ვგიჟდები და რომ ვკითხულობ ახლაც მეტირება. მათიუში ჩემი პირველი სიყვარულია :)
გულქვა უნდა იყო ადამიანი, ამ წიგნმა და ისტორიამ არ აგაღელვოს… მეც ძალიან მიყვარს მათიუში.
მეფე მათიუში <3 წიგნი რომელზეც ძალიან ბევრი ვიტირე , და ავტორი რომელიც ძალიან შემიყვარდა <3
ჩემსავით ყოფილხარ :)
ამდენი მგონი “მეფე მათიუშ პირველის” წაკითხვისასაც არ მიტირია. არაჩვეულებრივი პოსტია მოლი!
ძალიან კი არ მინდოდა, თაკო, მაგრამ ამ ისტორიას ცრემლის გარეშე ვერც მე ვიხსენებ და წიგნს – მითუმეტეს….
ზუსტად ასეთ ინფორმაციას ვეძებდი იანუშ კორჩაკის შესახებ. არა და დღეს ბევრი აღარც იხსენებს ამ მწერალს.
ცემი ატირება არც ისე ადვილია. მომერია ცრემლი მეც.
ჩვენ გვახსოვს :)
welcome!
მიახარია, რომ არსებობს ისეთი ხალხი, ვისაც იანუშ კორჩაკი ახსოვს.არა და როგორ არის მივიწყებული ბავშვთა თაობაში დღეს.
აუ, ახლაც ისევე შემომახურა და მბურძგლავს, როგორც პირველი წაკითხვისას. უმაგრესი მწერალი იყო იანუშ კორჩაკი, შენი პოსტი კი მართლაც რომ მწერლისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი – მისი მკითხველის გულწრფელი სიყვარულია. :)
არ ვიცი, იქნებ ზედმეტად პათეტიურადაც მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ კორჩაკს მადლობა ყველა იმ ბავშვისგან ეკუთვნის. ვისაც ერთხელ მაინც უტირია მათიუშის ამბების კითხვისას.
ნამდვილად! 9 წლის ვიყავი რომ წავიკითხე. გავსკდი ტირილით. როგორ შეიძლება ის ემოცია დამავიწყდეს და ამისთვის მადლობა არ ვთქვა?! :)
ეს პოსტი შუაღამისას წავიკითხე და ეხლაც მახსოვს, როგორ დამიარა სითბომ მთელს სხეულში… ეს ისტორია ყოველთვის გულს მიჩუყებდა და აქ ისე ლამაზად ეწერა რომ…..