1929 წელს მსოფლიოს იქამდე არნახული მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დაუდგა. უამრავი ადამიანი გაკოტრდა, უფრო მეტი – ელემენტარული საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. პლანეტის უძლიერესი სახელმწიფოები უმწეოდ შეჰყურებდნენ საკუთარი ეკონომიკის ნგრევას. კრიზისი მინოტავრივით ხარბად ნთქავდა გიგანტურ კომპანიებს, პატარა ფირმებს, მთლიანად ოჯახებს… ადამიანებში პირველყოფილმა ინსტინქტებმა იმძლავრა – მზის ქვეშ მოპოვებული ადგილის დათმობა არავის უნდოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას შიმშილის, სიდუხჭირის და რეგრესის ეს ხანგრძლივი პერიოდი “დიდი დეპრესიის” სახელით შემორჩა, რომელსაც სათავე ნიუ-იორკის ბირჟის კრახმა დაუდო, ”შავი ორშაბათით” და კიდევ უფრო “შავი სამშაბათით”. ასეულობით ბანკის გაკოტრებას თვითმკვლელობათა ტალღა მოჰყვა – სასოწარკვეთილი ადამიანები ლაბირინთიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდნენ.
“დიდი დეპრესიის” თემა უამრავი ავტორის შთაგონების წყაროდ იქცა – რეჟისორმა სიდნეი პოლაკმა საქვეყნოდ ცნობილი ფილმი – “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს” – გადაიღო, არტურ პენმა – “ბონი და კლაიდი”, ლარს ფონ ტრიერმა – “დოგვილი”, სტივენ კინგმა “მწვანე მილი” დაწერა, რასაც ფრენკ დარაბონტის ამავე სახელწოდების, ოთხი ოსკარით დაჯილდოვებული, ეკრანიზაცია მოჰყვა…
ამ ჩამონათვალის გაგრძელება, რასაკვირველია, კიდევ შეიძლება, მაგრამ დღეს მინდა, ერთ ფოტოზე გიამბოთ, რომელმაც თვით ჯონ სტეინბეკის “მრისხანების მტევნებზე” მოახდინა გავლენა და რომელიც, ჩემი აზრით, სამართლიანად ითვლება ამერიკული ისტორიის იმ ჯოჯოხეთური პერიოდის განსახიერებად, “დიდი დეპრესია” რომ ერქვა.
1936 წლის მარტში, ფოტოგრაფმა დოროთეა ლანჟმა კალიფორნიაში, ნიპომოს ბანაკში ფლორენს ტომპსონი აღმოაჩინა – ქალი, რომელსაც შვიდი შვილის სარჩენად უწევდა ცხოვრებასთან ჭიდილი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ყველაფერი არნახული ეკონომიკური კატასტროფის ფონზე ხდებოდა, როდესაც ყოველდღიურად ათობით გაღატაკებული და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ადამიანი იკლავდა თავს…
ფლორენსის თვალებში, სადაც იმედის იოტისოდენა სხივიც კი კარგა ხნის ჩამკვდარია, მხოლოდ სასოწარკვეთა, უნაპირო სევდა და ყოვლისმომცველი შიში ბუდობს – შიში ხვალინდელი დღისა, რომელიც მისთვის და მისი შვიდი შვილისათვის ისევ შიმშილით, სიღატაკით და მუხლჩაუხრელი, უნაყოფო შრომით აღსავსე გათენდება. ვერავინ დაიჯერებს, რომ ეს მოტეხილი, სახედანაოჭებული ქალი სულ რაღაც 32 წლისაა – განუზომელი დარდის და საზრუნავის წყალობით დედაბერს დამსგავსებია და მისი თითოეული ნაოჭი არსებობისათვის ულმობელ ბრძოლაში მიღებულ იარას ჰგავს… დედა, რომელმაც არ იცის, როგორ გამოკვებოს თავისი პატარები – ყოველგვარი მაღალფარდოვანებისა და სიყალბის გარეშე ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მტკივნეული სანახაობა, რაც კი შეიძლება, ადამიანის თვალმა იხილოს. რა გასაკვირია, რომ დოროთეა ლანჟის ფოტო დღემდე დარჩა “დიდი დეპრესიის” ამსახველ ყველაზე ცნობილ კადრად და ავტორს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.













ეს ფოტო როგორ მიყვარს….
უმძიმესი ფოტოა :(
გამაჟრჟოლა..
:(
მეც იგივე რეაქცია მქონდა თავის დროზე…
საოცარი ფოტოა <3
მეტყველი…
http://lybicasilvestris.wordpress.com/2010/11/03/black-and-white-photo/ :) აჰა :)
მცოდნია და წამიკითხავს კიდეც.
ხვალ კიდევ ერთხელ წავიკითხავ.
დიდი ხანია აღარ მითქვამს – მოლი, შესანიშნავად ყვები! :) <3
და შენგან ამის მოსმენა ყოველ ჯერზე ძველებურად მიხარია და მეამაყება :)
სტეინბეკი მიყვარს <3
მაგრამ ეგ ნაწარმოები არ ჩამვარდნია ხელში…
"დიდი დეპრესიის" პერიოდი კიდევ ისტორიიდანაც ძალიან მძაფრად მახსოვს…
კარგი პოსტია, მოლი!
:)
კარგი პოსტია :თავმდაბალიმოლი: პირქუში და მძიმე…
პრინციპში, ასეც უნდა ყოფილიყო.
სტეინბეკის რა გიყვარს, თამარა?
“ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” :)
ასეც ვიფიქრე :) “მრისხანების მტევნებსაც” გადახედე, თამარა.
ზანუდაა :(
ზებორინგი :თამარა:
“ზებორინგული წერის სტილი” ლორდისეული ტერმინია, მოლი:)
ვიცი :) შენგან გავიგე, ლორდის ტერმინი რომ არის და იმიტომ მიგაწერე :) პარიტეტი დავიცავი :)
ჰო კაი… თაგვებსა და ადამიანებზე ძალიან კარგი ვეშჩია.
ცოტა ბორინგული კია, მარა მაინც კარგია. მტევნები არ წამიკითხავს
პიპინ მეოთხე არაა ბორინგული – სახალისოა.
და ბონი და ქლაიდი ზეფილმია, ძალიან მაგარი მსახიობებით.
ბონი და კლაიდი ზე-ისტორიაა :)
მეც ზანუდა ვარ და მიყვარს ზანუდები და ზანუდური ნაწერი :)
არ ხარ და რასაც კითხულობ, არც ის არის :)
ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოა, რაც ოდესმე მინახავს. კარგი პოსტია, მომეწონა )))
დანკე!
ფბ-ზე მოსაწვევი გამოგიგზავნე… ალბათ, ვერ მოაღწია შენამდე.
რა მოსაწვევი ?! გამოუშვი აბა თავიდან )))
ფეისბუქზე საღამოს ვიქნები და გამოვუშვებ.
ფბ-ზე დახურული არტ-ჯგუფი გვაქვს. ერთი კვირის წინ გავაკეთეთ. Magnum Opus. არტ-თემატიკის ბლოგერებს და გემოვნებიან მკითხვეებს ვიწვევთ. ჰოდა, შენც გამოგიგზავნე :)
Okay, ველოდები მოწვევას )))
d’accord! ისე, აქვე, მარჯვენა კუთხეში, მაღლა, მაგნუმის ბანერია, დააწყაპუნე და დაკაკუნებაც გამოვა :
აი, ასე ააგო დოროთემა თავისი კარიერისტულუ ბედნირება სხვის უბედურებაზე.
ლორდ, ტკბილეული არ გიყვარს? :))))))))))))
აშკარად არ უყვარს… არადა, შოკოლადიო….
ეჰ, ლორდ, შაქარი არასოდეს გიჭამია?
ვა უფალი ჩვენი იესო გვასწავლის, რომ როცა გაჭირვებულს ხედავ – მოუტეხე პური და მიაწოდეა, კამერას კი ნუ ჩათხრი თვალებშიო.
კამერა რომ ჩათხარა თვალებში, იმით გაიგო მთავრობამ, რა დღეშიც იყვნენ მიგრანტები და დახმარებაც გაუგზავნა :)
ტკბილეული ჩემი მეგობარია, მაგრამ სიმართლე კიდევ უფრო დიდი მეგობარია.
იდეალური მოწმე დადგებოდა შენგან, ლორდ…
ნუ, ჰო… არ უნდა გადაეღო :)
ემოციურად ძლიერი ფოტოა ^_^
მეც ასე მგონია, ქევან. შეუძლებელია, გულგრილად შეხედო.
ისე, დიდი დეპრესია რუზველთმა გააღრმავა, ხოლო მეორე მსოფლიო ომაა დაასრულა.
ასე რომ – მადლობა ჰიტლერს.
(ქევან)
:)
Какая злопамятность :)
შენ ეგა თქვი… :)
სამაგიეროდ, ხალხი იყო დასაქმებული მაგისტრალების მშენებლობაზე, ჰოდა, აგერ, შედეგი, ბატონო, ამერიკის გზების სახით :)
გერმანიაშიც კარგი გზებია… :)
სრულიად სერიოზულად დავწერე :)
მტერი და მოგებული ომი დეპრესიის საუკეთესო წამალი უნდა იყოს. იმჰო.
ახლა ელიავაზე ვარ წასასვლელი და თითქმის ეგეთი გამომეტყველება მაქვს.
რემონტი გაქვს შინ?
უმძიმესი ფოტოა, მართლაც… არ ვიცოდი, თუ “დოგვილთან” რაიმე კავშირი ჰქონდა კრიზისს :)
30-იანებში ხდება მოქმედება, როდე. და საზოგადოებაც დეპრესიულია მაგ ქალაქში.
უი, უი… ახლა უფრო გასაგები გახდა რაღაც მომენტები… მადლობა :)
ერთი უნდა შევხედი ამ კუთხიდან და ვუყურო კიდევ ;))
მერე მოგვიყევი, აქ ან ჯგუფში, შენს შთაბეჭდილებებზე :)
დიდი დეპრესია დიდი პარადოქსია.
სმითისტები და ქეინსიანელები – ორთავენი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად იყენებენ, არადა სრულიად საპირისპიროს ქადაგებს ორთავე ბანაკი.
ჩემი პოლიტეკონომია ასეთ სიმაღლეებს ვერ წვდება… :(
ჩემი პოლიტეკონომია ასეთ სიმაღლეებს ვერ წვდება… :(
ვერვისა წვდება. :)
ეგეც რელიგიას გავს – რწმენის საკითხია. :)
თორემ ფაქტობრივი მასალას ისე დაგილაგებენ, რომ ორივე მართალია.
მე, მაქსიმუმ, ფორბსს ვკითხულობ :)
მე არაჩვეულებრივი ლექტორი მყავდა – თემურ კუპრავა, მიუხედავდ იმისა რომ თეორიული ეკონომიკა მთავარი საგანი არ იყო.
ჩემთან საერთაშორისო სამართალი იყო მასე… ლაით ვერსიას გვასწავლიდნენ, დიდად არც მოგვეთხოვებოდა, მაგრამ ლექტორი იყო იმდენად კარგი, რომ სიამოვნებით ვსწავლობდი.
მაგას მეც ვსწავლობდი… მარა ლექტორის სახელი არ მახსოვს :) ლევან ალექსიძე არა მეორე იყო.
სისხლი გამიშრო რა :)
ჩვენ აგვცდა ლევანი. პროფილური საგანი არ იყო და ალბათ იმიტომ…. ირინე ქურდაძე მასწავლიდა.
მაიცა ეგ ინტელექტუალი რომაა ის?
ინტელექტუალი ფრუიძეა. ქურდაძე პარლამენტარი იყო ერთ დროს და ახლა შაშკინის მოადგილეა.
ლოლ.
ანუ იმის თქმა გინდა, რომ ირინე ქურდაძე არაინტელექტუალია?
ბატონი ლევანი იურისტებს აღარ სწყალობს, როგორც მოარულმა ხმებმა მამცნეს, საერთაშორისო და იურიდიულის გაერთიანებისა გამო. თქვენი სპეციალიზაციის საგნებში გყავდეთ მაღალი ნიშნებიო :) :) თუმცა, სიმართლეზე თავს ვერ დავდებ… ნაწყენი კი იქნება, ალბათ, თავის დროზე მისი ინიციატივა იყო საერთაშორისოს და იურიდიულის გამიჯვნა…
ახალი ამბავი იქნება ეს… უნის კულუარებში საუკუნეა არ შემიხედავს და ახალი ინტრიგებიც არ ვიცი :)
Nope. ირა, ზოგიერთი კლუბელისგან განსხვავებით, მართლა ინტელექტუალია. შენ აშკარად ფრუიძეს გულისხმობდი და იმიტომაც გითხარი :)
კაი… პოლიტიკურ განცხადებას არ გავაკეთებ :)
ჩემი აზრი განათლების სამინისტროზე ისედაც ცნობილია.
ჩემიც :) მესამე პოსტი მქონდა მაგაზე :)
მომწონს ირინა :)
ჭკვიანია, ძალიან კარგი იურისტი, ძალიან კარგი ლექტორი :) ურთიერთობაშიც კომფორტულია.
ვაიმე, იურისტია? :) რატომ არ ვიცოდი? :)
ჰოდა, ყველაზე გაწონასწორებული კაპიტანია კიდევ, ჩემი აზრით…
არა :) შენ ფრუიძეს გულისხმობდი, როგორც ჩანს. მე ქურდაძეს.
ინტელექტკლუბის საუკეთესო კაპიტანი გიორგი მელაძეა :)
ჰო, მე ფრუიძე ვიგულისხმე :) :)
ლორდმა აგვრია :p:p:p
ირინა ქურდაძეს მხოლოდ ერთი გამოცდა ჩავაბარე და იმ გამოცდაზე პირველად ვხედავდი :D ერთმანეთზე კი კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ :)
ორი მარინე, ორი გიორგის ასული და ორი ფერაძე :)
მეორე ირინაც მოგწონებია შენ :) ნაის :)
მადლობა თქვით, რომ ირინე სარიშვილი არ გასწავლიდათ.
სხვათა შორის – ეს ფოტო ჩვენი დღევანდელი განათლების სისტემის ლოგოდ გამოდგება.
+1
+1
სამწუხაროდ :(
ფუი ეშმაკს! :)
გუშინ 10 საათზე რომ დაიძინეთ ყველამ ყურთბალიშზე :) ფეხბურთს ველოდებოდი და აქეთ-იქეთ ბოდიალში რამიშვილის გადაცემა გამეჩითა – მრევსლ ესაუბრებოდა…
ახლა მაესტრო და რამიშვილი პროსახელისუფლებო ნაღდად ხომ არაა – მაგრამ 1 ნორმალური ადამიანი ვერ ნახავ იმდენში, ვინც დალაგებულად ისაუბრებდა. :)
ასე რომ რა საჯარო განათლებაც გვაქვს, სასულიერო კიდევ მაგაზე უარესი.
დააბრუნეთ ის კაცი!!! დააბრუნეთ!!!
:)
ქანცგაწყვეტილი ვიყავი წუხელ, ლორდ, თორემ ჯგუფში შენთან მუსაიფს არაფერი ჯობია…
მე მაგ შეხვედრის მოკლე შინაარსი ვიცი. რას აპროტესტებთო? კანონსო რატომო? იმიტომო. წაკითხული გაქვთო? არაო. აბა, საიდან იცით, რომ ცუდიაო? პატრიარქმა წაიკითხა, არ მოეწონა და ჩვენთვის საკმარისიაო.
ამას განათლების სამინისტრო ვერ უშველის. ამას სიბნელე ჰქვია. ისეთი სიბნელე, მკურნალობას რომ არ ექვემდებარება :(
ნება მიბოძეთ, შემოგიერთდეთ :)
welcome! :) :)
განათლების სამინისტროს პროგრამებს ხომ გასხივოსნებული ხალხი წერს, რას ამბობ! :)
იმათი გასხივოსნების ხარისხი ამათ სიბნელეს როგორ შველის, მითხარი ერთი, მერი…
სასულიერო პირმა (არცთუ უჩინომ) სამოცდაათი კაცი საჯაროდ დაწყევლა და ამას ეძახით გასხივოსნებას?
70 ბლოგერი.
მადლობა ღმერთს, ბლოგებს არ კითხულობს ალბათ, თორემ ბლოგერებს რომ მისდგომოდა, სამოცდაათზე არ გაჩერდებოდა….
მე განათლების სისტემაზე მქონდა საუბარი, გეთაყვა :) რელიგიის საკითხებზე კამათს არ ვაპირებ :)
ეს არ არის რელიგიის საკითხი, მერი. გორთან რომ რუსის ტანკები იდგა და ვაზიანს ბომბავდნენ, პუტინი არ დაუწყევლია არავის და ამ სამოცდაათმა კაცმა მეტი დააშავა?
ან დაწყევლა რას ნიშნავს? რაკი შენგან განსხვავებული აზრი აქვთ, იმიტომ წყევლი? სასიკვდილოდ იმეტებ?
მოლი, გეთაყვა, ეგ საკითხი საერთო არ მიმაჩნია განხილვის საგნად – არ მგონია, რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა მსგავსი რამ მოიწონოს, მაგრამ განათლების სისტემის სიმახინჯეები უფრო საზიანო მგონია და მომკალი, თუ გინდა.
რამდენიც გინდა, იმდენი იწონებს. თან ისეთები, ზუსტადაც საღად მოაზროვნეობაზე რომ დებენ თავს… თორემ, განათლების სამინისტრო ჩვენი დიდი ტკივილი რომ არის, ამას ვინ უარყოფს :(
მგონი ორივე საზიანოა.
80+ პროცენტი რომ მართლმადიდებლად მიიჩნევს თავს და აქედან ერთი 40% მაინც დადის მუდმვად ეკლესიაში – რეებს უტენიან იქ თავში ესეც მნიშვნელოვანია.
ცხონებულ რეზა ფახლავიც ეგრე ფიქრობდა – მნიშვნელოვანი არააო და ქე სტაცეს ხელი ფეხებში და გადმოაყუდეს ტახტიდან.
ორივე საზიანოა. ოღონდ, სისულელე, რომელსაც დოგმის სტატუსი აქვს, უფრო საშიში მგონია მე.
ახალი ელექტრონული მოწმობა ბოროტებააო, ჰარი პოტერი მწვალებლობააო, რსრ-ს თამაში ცოდვააო, რუსული ბლოგ-პოსტები უწმინდურ ევროპასთან კავშირის გამო მოვლენილი ღვთის სასჯელი იყოო, იაპონია უზნეობის გამო დაინგრაო… რომელი ერთი ჩამოვთვალო :(
უბედურება ის არის, ამას განათლებით და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით უნდა ებრძოლო და ამ დროს ელემენტარული განათლება არ გვივარგა :(
:დეპრესია:
მაგით ვერ უშველი, თამარა…
ისტორია მეორდება… ჯერ სადა ვართ…
სამწუხაროდ :(
მიმდინარე”დიდ დეპრესიაში” ერთადერთ ნათელს იმას ვხედავ, რომ მეც მომეცემა ოდესმე მსგავსი კადრის დაფიქსირება… ნუ კრიზისი რა საჭიროა. საქართველოში სულ დრეპრესიაა, მარა მაინც.
ღმერთმა ნუ ქნას, დია :(
ბრრრ. რა კოშმარია :(((( უბედურებაა ..ახლა რომ დაემართოს ვთქვათ ამერიკას კრიზისი, მთელ მსოფლიოს დარხეული აქვს…. ზლაიან საშნელებაა რომ ყელა ვყეაზე დამოკიდებულია.. საშინელებაა ამდენი შვილი, რომ გყავს სარჩენი და აღრ იცი მათ საცოდაობას უყურო და როგორ კვდებინ ნელ–ნელა შიშილისგან თუ იქვე ჩუმად მიგუდო :( უბედურებაა..
მახსოვს აქაური კრიზისიც 90–იანებს დასაწყისში. რაომღაც ზოგიერთს არ ახსოვს.. კურსელები მყავდნენ ვისაც რატომრაც არ გაუგია რომ შუქი არ იყო, რომ პურის რიგები არსებობდა, რომ ხალხს გზის ფული არ ჰქონდა….ჰმმ
რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს…
ძალაი მაინტეერსებს ამ ქალმა რა ქნა ამ სურათის გადაღების შემდეგ. ანუ რა ბედი ეწია მა ს და მის შვილებს…… ადამიანი უფრო ძლიერია, როდესაც იცის რა არის გაჭირვება… უფრო კარგად ეკიდება ცხვრებას, მაგრამ რა ფასად უნდა დაუჯდეს ეს “გამოცდილება “…
აუფ რა ვიბოდიალე..
კარგი იყო :) ხომ იცი მოლი, მიყვარს შენი “მეოცე საუკუნის ოცი წამი”
ამ სურათების გამოქვეყნების შემდეგ მიგრანტებს დაეხმარა მთავრობა და ბანაკში სურსათი გააგზავნა, მაგრამ ეს ოჯახი აღარ იყო მანდ.
მადლობა, ჯესი. მიხარია, რომ მოგწონს.
32 წლისო…
52–სა მეგონებოდა…
ოდესმე ომაირა სანჩესის ფოტოზეც დაწერე, კარგი?! მინდა, შენი თვალითაც შევხედო ამ ფოტოს.
აუცილებლად დავწერ :) და მერე შენს შეფასებასაც დიდი ინტერესით მოვისმენ :)
რაზე გადასულხართ :დ
პატრიარქმა, უნდა მიეღოთ კანონი, მაგრამ არა ამ ფორმითო.
2 დღეში ასთი მნშ კანონის მღება, საქრთველოში კი არა,არსად არ შეიძლება(თან ერთმა პარტიამ “შეძლო” ეს.რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთპარტიულობას). სულ არ სჭირდება ნაც.მოძრაობას ოპოზიცია და მსგავსები.
ეს არის “ძალათ ევროპელობა”, ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი(მორწმუნე თუ ათეისტი) მიხვდება, რომ ეს კარგი არ არის და ამ ფაქტის ცუდ შედეგებს ერთ-ორ წელიწადში არა, მაგრამ აუცილებლად ვიწვნევთ. (რასო, არ მკითხოთ, არ ვიცი) ასეა თუ ისე, ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 60 % არის მართმადიდებელი ქრისტიანი და მათთვის ანგარიში უნდა გაეწიათ.
პრეზიდფენტმა, ვამაყობ, ამ პარტიის წავრი რომ ვარო…
ღმერთო ჩემო!!!
მოლი,ამ თემაზე აუცილებლად უნდა მეთქვა…
ელექტრონული მოწმობები რომ ბოროტებაა, ამ აზრსაც იზიარებ?
(ეს მეორე საპროტესტო მოთხოვნა იყო და იმიტომ გეკითხები. სრული სურათის მისაღებად)
არა.
მე რელიგიური კონფესიების შესახებ კანონზე ვთქვი.
აჰა. გასაგებია. (ელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებასაც აქტიურად ითხოვდნენ მანდ).
რას აპროტესტებთო? კანონსო რატომო? იმიტომო. წაკითხული გაქვთო? არაო. აბა, საიდან იცით, რომ ცუდიაო? პატრიარქმა წაიკითხა, არ მოეწონა და ჩვენთვის საკმარისიაო.
აი, ეს არ მომწონს ძალიან. და ასეთი პროტესტი ფუჭი და უშინაარსო პროტესტი მგონია. და კიდევ – იმ სამოცდაათი ადამიანის დაწყევლა. შენ იცი, რას ნიშნავს უძველესი საეკლესიო ფორმულის გამოყენებით ადამიანის დაწყევლა? სასიკვდილოდ გაიმეტა. და რატომ? სხვაგვარად რომ ფიქრობდნენ, იმიტომ?
“არ წამიკითხავს, უწმინდესს ვანდობი.” ეს რწმენის ამბავია და ღრმადმორწმუნეს ვერ მოთხოვ ასე არ მოიქცეს.
სანამ წყევლაზე ივიშვიშებენ “კანონმდებლები”, უნდა დაფიქრებულიყვნენ რას აკეთებდნენ.
მოლი, არავინ არ არის წანააღმდეგი რელიგიური უმცირესობის უფლებები იყოს დაცული. ეს ხალხი ამ კანონის მიღების პროცედურას აპოტესტებს. ხომ შეიძლებოდა მის განხილვაში რელიგიური უმცირესობები და საპატრიარქო ჩართულიყვნენ( თუ საერთო-სახალხო განხილვა არ მოხდებოდა.)
მე არავის არაფერს ვთხოვ, თამთა. ოღონდ, მე სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობ და არა თეოკრატიულში და კანონის ავკარგიანობაზე მსჯელობისთვის ღრმადმორწმუნეობა საკმარისი არ მგონია – მინიმუმ, წაკითხული უნდა გქონდეს.
რაც შეეხება “ვიშვიშს” – მერწმუნე, არავინ ვიშვიშებს, უბრალოდ, სხვაგვარი აზრისთვის ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტეს. შენთვის, როგორც ვატყობ, ეს მისაღები და მისასალმებელი ქცევა ყოფილა.
თვალები… ასეთი არსად მინახავს…
შემაძრწუნებელი კადრია :(
ase ar unda xdeboses.usamartlobaa(:
მართალი ხარ :(
სხვა რა გითხრა გარდა იმისა, რომ გადავწყვიტე ყველა შენს მიერ ნახსენები ფილმი ვნახო და ყველა წიგნი წავიკითხო?
ანუ, დღეს ფოტოისტორიაზე მეწვიე :)
ჰო, ცოტა დრო გამომიჩნდა და საფუძვლიანად ჩავუჯექი, ზერელედ ვარ ვკადრებ ხოლმე შენს ბლოგს :)
[...] ბუდისტი ბერის განწირულ პროტესტზე ან მიგრანტთა დედაზე, შესაძლოა, იმ კომენტარებსაც მიაქციეთ [...]
სულ ვფიქრობ ხოლმე რა უნდა ქნას დედამ თუ მის შვილებს შიათ, სცივათ, სწყურიათ და შემოსავალი არ არის?
დამბურძგლა და ცუდ ხასიათზე დავდექი დილიდან, ძალიან გულჩვილი ვარ ასეთ საკითხებში, ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე და გამოსავალს რომ ვერ ვპოულობ სასოწარკვეთა მეუფლება. ხომ არ იცი როგორ დამთავრდა ეს ისტორია?
ჯანდაბა! ის გამახსენდა: “ერთმა აბრაგმა თავი მოვიკალ და შვიდმა აიღეთ პრემია?” :(