ბოლო დღეებია, მეტისმეტად სტრესულ სიტუაციაში ვცხოვრობ – დიეტაზე ვარ…
მათთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია, ფრენკ ლოიდ რაიტის სიტყვებს მოვიშველიებ: “გახდომისათვის საკმარისია, უარი თქვათ სამ რამეზე – საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე”.
ვერაფერს იტყვი, ფორმულა უმარტივესია, მაგრამ, სულო ცოდვილო, რატომღაც რეალიზება მიძნელდება ხოლმე…
მიძნელდება რა – გული არ მიმდის, თვალთ არ მიბნელდება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქუჩის საცხობების ლარიანი ხაჭაპურისკენაც არ გამირბის თვალი (გამორიცხულია, ოდესმე გამექცეს), მაგრამ გუშინწინ საკუთარი თავი სამსახურის სასადილოს კართან აღმოვაჩინე, ბურატინოსავით ხელგაშვერილი, დიდი ნაბიჯებით მიმავალი და კბილებში საფულით… როგორ მოვხვდი იქ, მომკალით და არ მახსოვს…
მერე იყო და “მაკდონალდსის” ნაყინით მომავალ ბავშვს ისეთი თვალებით მივაშტერდი, საწყალი დედას ამოეფარა ზურგს უკან…
წუხელ მთელი ღამე “პანატერეაში” ვიჯექი, შუბლზე თმაჩამოყრილი, გამხდარი მიმტანი კომეტასავით დაქროდა წინ და უკან და ყოველ მოსვლაზე უზარმაზარ, ცხელ–ცხელ “როტონდას” მოარბენინებდა… ახლა თავად განსაჯეთ, გამოღვიძების მერე როგორ ხასიათზე დავდგებოდი – აშკარად საშიში ვიყავი საზოგადოებისათვის.
როგორც იქნა, სამუშაო დღეც გადავაგორე, მოსაწყენ სემინარსაც გავუმკლავდი და სხვა, რუტინულ, წვრილმანებსაც, ახლა ვზივარ შინ, ჩემს ოთახში, და ვცდილობ, მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველს რაიმე ინტელექტუალური საზრდო შევთავაზო, მაგრამ ამაოდ – თავში “დონატების” “ცეზარის”, “Near opera”-ს კიევური კოტლეტის და ლაზური ხაჭაპურის და “ტერემოკის” ლორიან–ჰოლანდიურყველიანი ბლინის მეტი არაფერი მიტრიალებს.
რამდენჯერმე ვცადე, ჩემი ნაცრისფერი უჯრედებისთვის მკაცრად შემეძახებინა
და მაღალ მატერიებზე ფიქრისაკენ მებიძგებინა, მაგრამ ვინ გათხოვა ყური?!
მოკლედ, საკუთარ გასტრონომიულ ვნებებთან ბრძოლაში სრული ფიასკო განვიცადე და გადავწყვიტე, ორი კურდღელი ერთად დავიჭირო – ჩემი საყვარელი, უგემრიელესი, უფაფუკესი კრუასანის წარმოშობის ლამაზი და ბევრისთვის კარგად ცნობილი ლეგენდა გიამბოთ.
ყველას მოეხსენება, რომ დღეს კრუასანი საფრანგეთთან და ფრანგულ საუზმესთან ასოცირდება, არადა, ეს ნუგბარი პირველად ვენელმა მეფუნთუშემ – პიტერ ვენდლერმა გამოაცხო 1683 წელს. უნაზესი ცომისაგან გამომცხვარი და სხვადასხვა სახის გულსართით გამოტენილი ნახევარმთვარისებული კრუასანი ავსტრიელმა კონდიტერებმა ოტომანების იმპერიაზე გამარჯვებას მიუძღვნეს. სხვათა შორის, ამ ღირშესანიშნავ მოვლენაში ყველაზე დიდი წვლილიც სწორედ მათ შეიტანეს – ალყაშემორტყმულ ვენაში ღამით მომუშავე მცხობელებმა მიწიდან ყრუ დარტყმების ხმა გაიგონეს, განგაში ატეხეს და მტერს ქალაქში შემოჭრის მზაკვრული გეგმა ჩაუშალეს. ბრძოლის გამარჯვებით დასრულების შემდეგ კი ახლად გამოგონილ სასუსნავს ოსმალების დროშაზე გამოსახული ნახევარმთვარის ფორმა მისცეს და ყელი ჩაიკოკლოზინეს. ასე მოხვდა დამარცხებული მომხდურის ემბლემა ავსტრიელთა სუფრაზე.
გალების სამეფოში კრუასანი ჰაბსბურგების სამეფო სახლის პრინცესამ და საფრანგეთის დედოფალმა – მარია–ანტუანეტამ ჩაიტანა ამ ამბიდან თითქმის ასი წლის შემდეგ. გურმანმა ფრანგებმა ისე შეიყვარეს ახალი ნუგბარი, დღეს ჩვენს მიერ ნაამბობი ისტორიის შეხსენებას, ალბათ, პირად შეურაცხყოფადაც კი მიიღებენ – კრუასანი ხომ მათი ნაციონალური სამზარეულოს მშვენებად ითვლება. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მარია–ანტუანეტას მიმართ უმადურობა გამოეჩინათ და, ასეთი დამსახურების მიუხედავად, ეშაფოტზე აეყვანათ.
ეჭვი მაქვს, ამაღამ “ანტრეს” მადისაღმძვრელ, თბილ–თბილ და სურნელოვან კრუასანებს ვნახავ სიზმრად… პოსტს კი ერთი სამწუხარო ჭეშმარიტებით დავასრულება, რომელიც ამერიკელ კრიტიკოსს – ალექსანდრე უოლკოტს მოუვიდა აზრად: “ყველაფერი მიმზიდველი ან კანონს ეწინააღმდეგება, ან მორალს, ან – ასუქებს.”













ვგიჟდები კრუასანზე :) გარდა იმისა, რომ უგემრიელესია განწყობაზე დადებითად მოქმედებს, ისევე როგორც შოკოლადი და სხვები. ამიტომაც ვჭამ კრუასანს და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვნანობ მაინც ვერ გადავეჩვიე :) მირჩევნია ვივარჯიშო და ცოტა ვჭამო, ვიდრე ეს “ბედნიერება” მოვიკლო დიდი ხნით…
სწორი პოლიტიკაა, მარიტა :) ვარჯიში და კრუასანები აშკარად კარგი სინთეზია. უბრალოდ, ძნელია :(
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
რა დამთხვევაა:))) ჩემი შვილს ძალიან უყვარს შოკოლადიანი კრუასანი. დღეს სიურპრიზი გავუკეთე, სანამ გაიღვიძებდა, უთენია ჯიმარტში წავედი, გაღებამდე 20 წუთით ადრეც კი, და ახალგამღვიძებულს საუზმედ დავახვედრე.
პ.ს. მოლი მოვა დრო და ვენის დაცვას გაგახსენებ:)))
აი, დედა და აი, სიურპრიზი :)
მე თუ თავად არ წავეხეტე ჯიმარტში, ისე არავის ვახსენდები…
ვენის დაცვის შეხსენებაში რას გულისხმობ, ნატო? :)
ერთ ამბავს რომ დავწერ, მერე მიხვდები:))) ჯერ კიდევ 2 წლის წინ მქონდა ჩაფიქრებული.
ამას “დამაინტრიგე” ჰქვია… ქართული შესატყვისი ვერ გავიხსენე უცებ. ჰო, ცნობისწადილი გამიღვიძე…
ძალიან საინტერესოა… ისტორიული რომანი გაქვს ჩაფიქრებული, ნატო?
არა. ამდენი სად შემიძლია:))) ჩემს ჟანრში ვტრიალებ.
მირჩევნია ფენტეზით სიმართლე მოვყვე, ვიდრე ისტორიულით ტყუილი.
ფენტეზი ევროპის ისტორიის ეპიზოდებით… კიდევ უფრო საინტერესოა :)
შოკოლადიანი მეც მიყვარს ^_^
როგორ შეიზლება, კრუასანი არ გიყვარდეს :)
genialuriaa :D ისე როდესაც არ ვჭამდი (ანუ საერთოდ არაფერს ვჭამდი გამოხდილი წლის გარდა) მაშინ მახსენდებოდა ყველა დაწესებულება და ის რაც მათთან ყველაზე გემრიელი მეგულებოდა : ) როგორც კი ჭამა დავიწყე ისევ (ეს კი 42 დღის შემდეგ მოხდა) ეგრევე გადამავიწყდა ყველა სასურველი ნუგბარი : ) და არც კი მივსულვარ რომელიმეს დასაგემოვნებლად : )
გაიხარე, ჩორვენ :) დაწესებულებები მახსენდებაო? :) ახლავე ჩამოგიწიკწიკებ ჩემს მარშრუტს, ყველა “გემრიელი” კაფე-ბარ-რესტორან-პიცერიის მითითებით და სად რა უნდა გასინჯო, იმასაც მივაყოლებ…
აი, ასე იცის შიმშილმა :(
42 დღე რამ გაგაძლებინა…
იცი რა გადამიარა ”სად რა უნდა გავსინჯომ” : ) საერთოდ ეხლა ძალიან მკიდია სად არის გემრიელი ტკბილეულობა : ) როგორ მომივიდა არ მახსოვს : ) ანუ ახლაც ჭკუის კარგვამდე მიყვარს მაგრამ მიჯაჭვული აღარ ვარ : )
ხოდა რამ გამაძლებინა და საჭირო იყო : ) ხოდა როცა რაღაც მჭირდება არ აარსებობს წინაღობა : ) ვთქვი და გავაკეთე ისე რომ რავი გარშემომყოფებს დედაჩემის და ჩემი მეთვალყრის გარდა არავის სჯეროდა მგონი არც იმის რომ ცოცხალი დავრჩებოდი და არც იმის რომ გამომივიდოდა : ) მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი. აი სულ ყველაფერი : )
რა გითხრა… აღფრთოვანებული ვარ შენი მიზანდასახულობით და ნებისყოფით. 42 დღე გამოხდილ წყალზე – მართლა ძალიან მძიმეა. მოტივაცია, რა თქმა უნდა, დიდი ძალააა, როცა რაღაც მთელი გულით გინდა, შეუძლებელი თითქმის არაფერი არსებობს, (მითუმეტეს, თუ გარშემო მყოფნი სკეპტიკურად გიყურებენ, ეს კიდევ უფრო გქოქავს) მაგრამ ფიზიკურ შესაძლებლობებსაც ხომ აქვს ზღვარი…
აუ არა მოლ : ) ფიზიკური შესაძლებლობები შემართების პირდაპირპროორციულად იზრდება ნამდვილად : ) დავრწმუნდი ამაში : ) აი მტებს გადადგავო რომაა ნათქვამი ვრწმუნდები რომ ისე ჯასთ ფრაზა კი არაა მართლა შეიძლება ერთხელ ადგე და გადააგორ გადმოაგორო ეს ამხელა მასები ადამიანმა : )
ერთი ეგ შემართება რომ დამემართოს, არ შეიძლება? თორემ მე და ლორდი ისეთ თემაზე ვქაქანებთ, ლამის არის, ვერა სტეიკ ჰაუსში გავიქცე :)
სტეიკჰაუსში არა – დიფენბახის საკონდიტროში გაიქეცი :)
არა, ჯერ რაიმე ფუნდამენტალური მინდა, ტკბილეული – შემდეგ :) თანაც, დიფენბახი მგონი, დახურულია, რაღაც სკანდალი იყო, თუ არ მეშლება…
მაგიტომ გითხარი.
ინთერნლ ბლოგერ ჯოუქ :)
ჰოდა, საფირმო კექსის მოლოდინში რომ მივაწყდებოდი ლესელიძეს, დავრჩებოდი პირში ჩალაგამოვლებული :)
მე რატო მჭირს სხვანაირად?
მართალია, როცა მშია, ყველა გემრიელი არომატი მაშინ მიღიტინებს ცხვირში, მაგრამ როცა დიეტაზე ვარ (ვიყავი- ახლა ვფიქრობ, რომ დიეტა ჩემნაირებისთვის არ არის), შემიძლია, კარგად გაფორმებული კულინარიული წიგნი (განსაკუთრებით-ნამცხვრების) დავათვალიერო და დავნაყრდე…
ქალი ვარო, შენ უნდა თქვა, მარიამ :) ყველას კი არ აქვს ასეთი ნებისყოფა და ყველას არ უმართლებს ასე :)
ძირს ყველანაირი დიეტა, შეირგეთ ჭამა!.. :-D ეს ჩემი “გენიალური” სიტყვებია :-D მინდა გითხრა სამწუხარო რეალობა მოლი – თუ დღედაღამ ჭამაზე იფიქრე და იშიმშილე, ვერ დაიკლებ. მაგას ჯობია ივარჯიშო, ფეხით იარო და ცოტ-ცოტა გემრიელობები ჭამო.
კრუსანის ისტორია საინტერესო იყო, თუმცა, უოლკოტს მთლად ვერ დავეთანხმები :-D ნუ, ძირითადად ასეა, კი :-)
პ.ს. ეს წაკითხული არ მქონდა თორემ, მეგრულ სამზარეულოზე რავა ამოვიღებდი ხმას? :-D
მართალი ხარ, გვირილა, დიეტას ისევ აქტიური ცხოვრება და ამ ცხოვრების შერგება ჯობია, მაგრამ რომ არ გამოდის… ფეხით მე ვერ ვმოძრაობ (რითაც დავდივარ, იმითაც ვერ ვასწრებ ყველგან), სავარჯიშოდ ბულვარი არ მაქვს აქ და ვაკის პარკში მე ვერ გავალ (შორია), დილიდან საღამომდე შინ არ ვარ და როცა ვარ, ზუსტად მაშინ მიხდება ჭამა…
უოლკოტი ძირითადში მართალია და დეტალები მის სინდისზე იყოს :)
რას ამბობ… მეგრული ხაჭაპური შეედრება კრუასანს? სად იყვნენ ავსტრიელები, ჩვენ რომ ხაჭაპურს ყველს ვაყრიდით?
და ისა… ლაზური ხაჭაპური თუ იცი, როგორია?
უი, ლაზური არა.
აბა, მითხარი, იქნებ იცოდეს დედაჩემმა და მომიმზადოს ^_^ აუფ, მგონი ამ ზაფხულს მოვიმატებ :-D
კლასიკური ხაჭაპურია. ოღონდ, ზევიდან, სულგუნის დიდი ნაჭრები ადევს. ერთ ხაჭაპურზე ექვსი ნაჭერი.და ასე ცხვება. ოპერასთან რომ “ოპერაა”, მანდ ვნახე პირველად.
მთელი ცხოვრება ხაჭაპურს ყველთან ვჭამდი, სულ მეჩხუბებოდა დედა – სირცხვილია და დიასახლისის უპატივცემულობა, იმას ნიშნავს, ხაჭაპურს ყველი აკლიაო და თურმე ლაზური მყვარებია და არ ვიცოდი :)
:-D :-D მე ხაჭაპურს ვერ ვჭამ ყველთან, რაც არ უნდა ცოტა ყველით იყოს :-D ნუ, პური თუა მთლად… :-D
ლაზური მგონი მცოდნია, სადღაც რომ მინახავს კარგად მახსოვს, მარა რატომ არ ვჭამე ნეტა?
ვაიმე, წავედი, დავიძინე და სამი დღეს მოვითმინო, მერე ბევრი საინტერესო რამე მელოდება :-D მაგაზე უფრო კონკრეტულად დავწერ ალბათ, თუ წინანდელივით 10 საათით ადრე არ გამაქანეს ბათუმისკენ :-D
გვიანია უკვე. მეც გავქრები, ხვალ სამუშაო დღე მაქვს (თან მძიმე) და ისევ მშიერი უნდა ვიყო :(
სამაგიეროდ, პოსტი დავწერე გემრიელი (იმედია, ყველა გაგებით).
დიეტა მკლავს, იწირავს ჩემს ნერვებს, არად როგორ მჭირდებაააა :((
ჩემთანაც ასეა, ნათია :( მკლავს და მჭირდება :(
ზედმეტად გემრიელი პოსტია, მით უმეტეს თუ დილით კითხულობ ორმაგად გეგემრიელება:)
ყავასთან ერთად… :) :) :)
ოღონდ, არსად უნდა გეჩქარებოდეს. წასასვლელი არ უნდა იყო სამსახურში. ნება-ნება წაიკითხავ, ყავას დააყოლებ და მერე იქნებ, ანტრეში გასაბოდიალებლადაც მოიცალო…
დილიდანვე მომშივდა :( არადა, როგორ ვცდილობ დიეტაზე ყოფნას :(
შენ მე მკითხე… :(
ერთი მეგობარი მყავს, ტკბილეულს რომ მიირთმევს, თავის ტკივილი ეწყება… მე – პირიქით :)
ნებისმიერი გემრიელობის ჭამისას ნებისმიერი ტკივილი მიამდება :) ვოტ!
ეჰ მოლი, ჩემზე კარგად არავის ესმის შენი :( რა კრუასანია :( და პოსტიც რა საყვარლობაა :)
მადლობა, მატილდა :) შენც დიეტაზე ხარ? :(
მოლიი გამარჯობა, სალამი ყველას : )
ოჰ. ფარსმან, მშვიდობა შენს გამოჩენას :) გიყვარს კრუასანი?
“გახდომისათვის საკმარისია, უარი თქვათ სამ რამეზე – საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე”…. კაი იყო.. ყველაზე საშინელებაა როდესაც ძალაუნებურად ხარ დიეტაზე, ანუ , უფრო სწორა არ გინდა და დიეტობ. ახლა მე მჭირს ეს. კბილი მტკივა და პირს ნორმალურად ვერ ვაღებ და ვერაფერს ვჭამ. შედეგი?მგონიუ კვე 2 კილო დავიკელი :(
ისე კრუასანები ძალიან მიყვარს..მახსოვს ადრე ვაკეში, მზიურს რომ გასცდდებოდი იქ აღმართი იყო და იყო კაფე სადაც ყველანაირი კრუასანი იყიდებოდა, მაშინ მგონი სკოლაში დავდიოდი.ვგიჯდებოდი კრუასანებზე.. ანტრეს კრუასანებიც კარგია , ამგრამ ის სასწაული იყო :))))
მოლი და დიეტა.. წარმატებები მოლი და სიე რამდენის დაკლება გინდა ან კონკრეტულად რას ჭამ?
უჰ! კბილს რა დაემართა? :( ყველაზე მეტად სტომატოლოგების მეშინია :(
ძირითადად ცილოვან საკვებზე ვარ, ჯესი, ნახშირწყლები მთლიანად ამოღებული მაქვს რაციონიდან.
მერვე კბილი ამოდის და ფუაა :(
ხოდა ცილები კარგია, მაგრამ დიდი რაოდენობით მავნებელია :( ამიტოამც ფრთხუილად იყავი :) ისე ცილოვან დიეტაზე ვიყავი 1 კვირა, საკმაოდ გამიუმჯობესდა ორგანიზმის მდგომარეობა და რავი ყველაფერი, მაგრამ ემრე როდესაც სხვა საჭმელი ვჭამე, ცენზურის ფარგლებში კუჭმა ხოშიანად გამლანძღა :(
ჩემი კუჭი, რომ შეეძლოს, დიდი ხნის წინათ გაიქცეოდა ჩემგან :) სიბრძნის კბილი ამოგდის, ჯეს? რა მაგრობაა!
ჩემიც :) ხანდახან ისე შემომიტევს, რომ ლამის ჩემი ნებით მოვიშორო თავიდან :(
ეჰ… რა იქნებოდა, ადამს რომ ქმნიდა, ეგ პატარა დეტალი გამორჩენოდა დალოცვილ ღმერთს…
აჰა ნასტარასწი ლეტ ბრძენი ვხვდები :) არადა რა უბედურებაა ნუ რააა… მაგრბა ნამდივლად არაა… ძალდატანებით ამოდის და თვითონ წვალობს და მე მაწვალებს..სახე მაქვს გასიებული…არადახვალ ქობულეთში მივდივარ(ოდი) :(
უჰ! ეგ ცუდი ამბავია :( მაგრამ გული არ გაიტეხო, ჯეს, ისედაც ჭკვიანი ხარ და ახლა მთლად დაბრძენდები :)
რატომ იტანჯავთ თავს :) მთავარია, ფიზიკური დატვირთვა და ზომიერი კვება (+ ღამის კვების გამორიცხვა). ეს სრულიად საკმარისია გასახდომად ყოველგვარი სტრესის გარეშე და შედეგის დიდი ხნით შენარჩუნებისთვის :)
ეგ საუკეთესო რეცეპტია, მაგრამ, სამწუხაროდ, უნივერსალური არ არის, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი – ორგანიზმის განწყობა, გენეტიკა, სტრესზე რეაქცია, სამუშაო დღის რეჟიმი, რომლის წყალობითაც ფიზიკური დატვირთვა ხშირად მინიმუმამდე მცირდება…
საოცარი იუმორითაა გაჯერებული მთელი პოსტი,რაც ძალიან სასიამოვნოდ იკითხება,ადამიანს ვისაც ასეთი ხალასი გული და ხასიეთი აქვს,არაა გასაკვირი ზედმეტი კილოგრამები,აბა დააკვირდით ნერვიულ და უხასიეთო ადამიანებს?-
მადლობა დიდი :) ცუდი ის არის, ზედმეტი კილოგრამებიც რომ დიდად არ უწყობს ხელს კარგ ხასიათზე ყოფნას :(
ჰო ეგ ისტორია მეც გამიგონია – ამიტომ ჩვენთან ყველაფერს რომ კრუასანს უძახიან – ნახევარმთვარის ფორმა თუ არ აქვს რჩფ კრუასანია?
ანტრე, ანტრე … :)
კრეპსიც მიყვარს :) შოკოლადით.
შოკოლადიანი კრეპსი ფანტასტიურია, თუმცა მე არც ხორციანზე ვამბობ უარს :)
ვაჰ :) ისე, მეც დაკვირვებული ვარ, დიეტის პირველივე ღამეს გემრიელად მივირთმევ და გამოღვიძებული ბედნიერი ვარ, რომ ის მთლიანი ტორტი და სტეიკის უზარმაზარი ნაჭერი მხოლოდ სიზმარი იყო :)
არადა, სიზმრები, როგორც წესი, არ მახსოვს ხოლმე…
თამარა, რომელი ტორტი გესიზმრება ხოლმე? მე შოკოლადიანი მიყვარს, ნიგვზით :)
აუ, არ მახსოვს ახლა ასე ზუსტად :) მგონი, მარწყვის იყო :)
ზაფხული მარწყვის ტორტის სეზონია :) და ატმის :)
ვერა სტეიკჰაუსში ტეხასური სტეიკი რა მაგრობააააა…. მარა უზარმაზარია და იშვიათად ვუკვეთავ ხოლმე.
სამაგიეროდ კასტილიურს ვჭამ.
+1
ვერ მოვერევი?? მოვიშიებ კარგად და რას ვერ მოვერევი :) :)
კი მოვერიე, მარა მართლა ძალიან დიდი პორციაა. თუმცა, გემრიელია.
სხვათა შორის, ვერა სტეიკ ჰაუსს ბევრად არც შარდენის სტეიკი ჩამოუვარდება :) თითებს ჩაიკვნეტ :) ისე, ტეხასური არ გამისინჯავს, დიეტას რომ მოვრჩები, უნდა შევიარო :) :) :)
შარდენბარზე ამბობ?
აჰა :) გაგისინჯავს?
შარდენბარში არ დვდივარ. არ მიყვარს ეგ ბარი…
ისე კი ფეისბარია მანდ ბამბის რიგში – და კარგი სტეიკი იყო. კალაში შესანიშნავია.
ზოგადად ევროპული სამზარეულო გამოსწორდა თბილისის ბარებში.
ზოგადად კი, მაგრამ ამას წინათ “პანატერეაში” ისეთი საცოდავი სტეიკი მოგვართვეს მე და ჩემს მეგობარს… ფაქტიურად, ძვალი იყო გრილზე შემწვარი კარტოფილის თანხლებით :)
“პანეტერიის” პიცა გავსინჯე და მოხიბლული ვარ <3
ჩემი თავი გამახსენდა, დიეტის დროს ძირითადი არგუმენტი საკუთარი თავის წინააღმდეგ ის იყო, ვინმეს თუ დავინახავდი ვინც მადიანად ილუკმებოდა (განურჩევლად მისი გარშემოწერილობისა) ვამბობდი: ის რომ ჭამს?! მერე ვხვდებოდი, რომ ასეთი უაზრო არგუმენტი არასოდეს მსმენია :)
მიუხედავად ამისა მგონი რეკორდი მაქვს მოხსნილი დიეტების ხანგრძლივობაში, თუმცა რაც ყველაზე ცუდია, დავაფიქსირე, რომ ასაკტან და დიეტების სიხშირესთან ერთად საჭმელზე უარის თქმა უფრო და უფრო რთულდება და ნებისყოფა თითქმის აღარ გრჩება, დიეტას ყოველთვის სჭირდება სტიმული, ამის გარეშე ვერაფრით ვძლებდი, მიზანი (ოღონდ ზოგადად გახდომა არა).
კრუასანზე ძალიან საინტერესო იყო, არ ვიცოდი ეს ისტორია :)
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, სიამოვნებით გკითხულობ :)
გამახარე :) ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები ჩემს ბლოგზე :) დიეტაზე გეთანხმები, რაც უფრო მეტი დრო გადის, საყვარელ სასუსნავებზე უარის თქმა მით უფრო ძნელდება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული ის არის, რომ რაღაც მიზანი მაქვს დასახული და უნდა მივაღწიო…
საჭმელი ჩემი სისუსტეა, არაფრით არ შემიძლია დიეტა და შიმშილი :( კიდევ კარგი არ ვარ ძალიან მსუქანი თორე ნამდვილად არაფერი გამომივიდოდა
ეჰ… გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ხომ გაგიგონია…
ჰო და სამართლიანობისთვის = ყველაზე ზემაგარი სტეიკი რაც თბილისში გავსინჯე – ოვალში იყო… უბრალოდ ფასებია ისეთი რომ…
წლის განმავლობაში ვინც ფრანგულ დიეტას იცავს, მას კრუასანის არ ეშინია. :)
ოვალის სტეიკი არ გამისინჯავს, მაგრამ შენს გემოვნებას უპირობოდ ვენდობი :) ფრანგული დიეტა რომელია, ლორდ?
მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ არ ტკბილეულის მოყვარული ანტრეს” ფუფულა და სურნელოვან კრუასანზე უარის თამქ მაინც არ გამომდის :)
შესავალზე ძალიან ბევრი ვიცინე, ჩემზე უარეს დღეში ყოფილხარ სიზმარადაც თუ საჭმელი არ გასვენებს :) :)
მომწონს მოლის ვერანდა ხშირი სტუმარი ვიქნები :)
მობრძანდი, გეთაყვა :) ყოველთვის დიდი სიხარულით დაგხვდები :)
მოლი, შენ ფბ აკრძალული გაქვს, რომ მოგწერო და აქ დაგილინკავ – ანტისტრესია განწყობისთვის :)
მერე წაშალე თუ გინდა :)
მოლი რა საყვარელი ხარ :D მეც შენს დღეში ვარ, ოღონდ მე ათასგვარი შოკოლადები მესიზმრება ღამ–ღამობით და საბედნიეროდ დილით მაძღარი ვიღვიძებ :O ნორმალურია ახლა ეეს? o_O
შავი შოკოლადი ანტიოქსიდანტია და მისი მენიუდან ამოღება ავნებს ხორცა, მერმე სულსა და პირიქით.
:)
მაძღარი თუ იღვიძებ, მაგას რა ჯობია :) აბა, მე მსგავსი სიზმრების შემდეგ მგელივით მშია ხოლმე :(
შავი შოკოლადი არ მიყვარს :) როზალის შოკოლადებზე ვგიჟდები, თხილიან-ქიშმიშიან-რძიანზე…
შა–ვი, შა–ვი, შა–ვი!!!
რძიანიც კარგია, თხილიანიც და ქიშმიშიანიც, მაგრამ…
შა–ვი, შა–ვი!!!!!!!!!
ახლა არც შავზე ვიტყოდი უარს :საწყალიმშიერიმოლი:
არა, როგორც წესი შავ შოკოლადს დიეტის დროსაც მივირთმევ ^_^ უბრალოდ სიზმრად ბევრად უფრო დიდი არჩევანია და თან, დილით რო აღარ მშია – აი ძალიან სასიამოვნო უცნაუროაა :))
რა დიეტაა ასეთი :შურიანიმოლი:
დილით დანაყრებულს რომ გეღვიძება, ეს მართლა უცნაურობაა…. სასიამოვნოც და სასარგებლოც :)
ფრანგული დიეტა რომელია იცი შენ – მაგაზე პოსტი მაქვს და შენ წაკითხული გაქვს :)
ოვალი ერთადერთი ადგილია თბილისში სადაც იციან რა არის ბლუ სტეიკი, რეაზე რომ არაფერი ვთქვათ – შეფი ყავთ (ყავდათ) ამერიკელი. გავიცანი სპეციალურად და ვიზიტკაც გამოვართვი. :)
ვერა სტეიკ ჰაუსში სულ მთლად რეარი არ გამოსდით ყოველთვის რაღრაც რეარსა და მიდიუმ-რეარს შორისაა. თუმცა, თავად მანუელი გენიალურად ამზადებს. უბრალოდ აღარაა და :( ნუ მაგის ნამოწაფრებსაც არა უშავრთ.
ეჰ, ლორდ, აი, როგორ დაეტყო შიმშილი ჩემს ნაცრისფერ უჯრედებს :) შენი სახელგანთქმული პოსტი რამ ამომიფრინა თავიდან :)
სისხლიანი სტეიკი არ მიყვარს, medium well მირჩევნია :)
თქვენ თავს დააბრალეთ :) პანეტერიაში – პასტა იტალიანო, პიცა და უგემრიელესი ნამცხვრები… აბა სტეიკს მანდ რას უკვეთავდით :)
მეც ეგრე მეგონა, სანამ ამერიკაში მოვხვდებოდი :) ახლა only rare!
საერთოდ ამერიკელები რომ არა როსტბიფის ამარა დავრჩებოდით :)
კი, იქიდან წამოსულები სწორედ მაგას ვეუბნებოდით ერთმანეთს :) არადა, ისე იყო დაანონსებული, ვცდუნდით :)
ამერიკაში ჯერ არ მოვხვედრილვარ, მაგრამ იქაურ ხორცის მწარმოებლებს რომ სტანდარტები აქვთ დაწესებული, პირუტყვის კვებით დაწყებული და დაკვლის წესებით დამთავრებული, ჩვენთან სამი-ოთხი საუკუნე არ იქნება…
ამერიკაში ჩემი ჰოსთი შეფი იყო – სტუდენტობისას ბარში მუშაობდა და სერთიფიკატიც ქონდა… ახლა უკვე ჰობის პონტში ქონდა ისე ბიოლოგია პროფესიით და კვირაობით სტუმრებს პატიჟებდა და თავად ამზადებდა საჭმელს. დილიდან დაქოქავდა გრილს ეზოში და მიდი-მოვდივარ… ძაან გემრიელ რამეებს აკეტებდა. ახლა საცივი და ეგეთი მრავალსართულიანი რამეები მაგათ არ იციან – ყველაფერი უფრო სადაა, მაგრამ ზუთხი გრილზე, სტეიკი, კარტოფილი ყველაფერი ძაან გემრიელი იყო.
თან კარტოფისლ მთელ-მთელს წვავენ კანიანად :) გამოშიგნავენ, შეაზავებენ, მერე ისევ ამოუვსებენ გულს და ფოლგის პონტშია იმაში ახვევენ და გრილზე. ძაან მაგრად არ წვავენ ჩვენსავთ, მარა ძაან გემრიელია…
ფარშირებული კარტოფილი გამისინჯავს, უგემრიელესია, ოღონდ ფოლგაში შემწვარი – არა.
ვაიმე ძაან დონე იყო რა :)
შეგეძლო კოვზით გეჭამა ნაყინივით. :)
ფრანგული დიეტის სირთულე ისაა, რომ ის მთელი ცხოვრება უნდა დაიცვა :)
ჩვეულებრივ დიეტას ერთი კვირა დაიცავ და შემდეგ სუფთა სინდისით შეხვალ მაჭახელაში და შეუკვეთავ ორკვერცხიან აჭარულ ხაჭაპურს.
და გამოხვალ იგივე წონით, რომელზეც ერთი კვირის წინ იყავი :(
ისე, მაჭახელაშიც აქვთ ლაზური ხაჭაპური, ოღონდ “განსაკუთრებული მეგრულის” სახელწოდებით :)
აჭარული ლობიანის დიზაინმა მომხიბლა და რა ბანძობა აღმოჩნდაააა :( :(
აჭარული – მხოლოდდამხოლოდ ბათუმში :) ან ჩემთან, სახლში, დედი აცხობს ორი სახეობის ყველით ერთდროულად :)
ჰე ჰეე ეს ამერიკელი კრიტიკოსი რა ჭკვიანი ვინმე ყოფილა! ;დდ
უგემრიელესი პოსტი იყო და ახლა ვფიქრობ, სად მოვიხელთო კრუასანი!
ძალიან საინტერესო ისტორია ყოფილა და დღეიდან მეცოდინება :)
საუკეთესო კრუასანი ანტრეშია, როდე… რუსთაველზე, ვერაზე, ვაკეში ან პეკინზე.
მარტო ჩემი აზრი არ გეგონოს, რამდენიმე თანამშრომელი მყავს, თვეში ერთხელ მაინც სტრასბურგს რომ სტუმრობენ და იქაურ სამზარეულოს აგემოვნებენ. ჰოდა, ანტრეს ისინიც აღიარებენ :)
მადლობა :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
მე მაპატიეთ, მაგრამ მაჭახელაში არაფერი არ მომწონებია არასდროს.
ახლა რამდენი აჭარული მომინდება იმდენი ბათუმში ვერ გადავფრინდები :)
თან მამაჩემის თაობა მოსკოვში მიფრინავდა ქალებიზა და ახლა ბათუმში აჭარულიზა მივდივარო ვის ვუთხრა :):)
37 მანეთიანი რეისით :)
არც მე, მხოლოდ ლობიანი გავსინჯე და არ მომეწონა :/
მე ვაპირებდი ლობიანის დაგემოვნებას და კიდევ კარგი, გადავიფიქრე :)
ლობიანის საჭმლად ამბროლაურში წავიდეთ
ჩემთვის მეგობარს ჩამოაქვს ხოლმე რაჭიდან უგემრიელესი, ლორიანი ლობიანები და ნამდვილი ხვანჭკარა…
ისე კი – ბათუმლებს არ გეწყინოთ და, ბათუმი კი გალამაზდა მარა ტურისტებმა ძაან გააფუჭეს – სერვისი არ ვარგა, ფასები კოშმარულია და არც საჭმელებია მაინცადამაინც.
თბილისში უკეთესად აკეთებენ.
სანამ მოთხოვნა 2-ჯერ მაინც აჭარბებს მიწოდებას – ამას არაფერი ეშველება.
სერვისზე გეთანხმები, მაგრამ აჭარულზე – არა :) უბრალოდ, ყველგან ვერ აკეთებენ გემრიელად.
მომკალით და დიეტა არ შემიძლია. თუ მშია მშია და ვერანაირი დიეტა ვერ შემაჩერებს .. ეს პოსტი წავიკითხე სამსახურში, თან მშიოდა მაგრად და ისეთი გემრიელობები იყო ჩამოთვლილი შრომისუნარიანობა წამერთვა …
გაძლებას გისურვებ :)
ეჰ. ჭიამაია… მეც ასე მეგონა, ვერაფერი შემაჩერებს მეთქი, მაგრამ, ჩორვენის არ იყოს, ამქვეყნად სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს თურმე…
მოგწონებია პოსტი :) დიდი მადლობა :) და შენც კარგ აპეტიტს გისურვებ :)
კარენოი პარიჟანები ჩამომდიან ხოლმე აქ და ეგენიც ამბობენ – მართლა მაგარიაო :)
თუმცა, კრუასანს არ ეწყინება და, ანტრეში ისეთი შოკოლადის ნამცხვრებია ნაირნაირი რომ სხვას ვერაფერს ვჭამ :) და ტირამისუებიც კიდე, თუმცა კაი ტირამისუ სხვაგანაცაა.
მოკლედ ამეების გადამკიდე კრუასანები გვერდზე მრჩება ხოლმე.
შოკოლადის ნამცხვრები მართლა ღირსეულია, მაგრამ კრუასანის გარდა არაფერი მიჩანს თვალში…. სმოუქინგ არეასაც გააკეთებდნენ ნეტავ… ყავა ვერ დამილევია წესიერად :( კი არა და საერთოდ არ ვსვამ მანდ :( სხვაგან მივდივარ :(
დღეს საღამოს ვჭამე ანტრეში გრენის რომ უძახიან – შოკოლადის ნამცხვაარი როა.
და საქართველოს ბანკის რეკლამის გადაღებასაც შევესწარი ;)
კლასიკური პარასკევი საღამო გქონია… მე ახლაც ვერ ვისვენებ. ჯანდაბას :( ხვალ ცხრაზე უნდა გავქრე შინიდან.
რუსთაველის ანტრეში იყავი თუ პეკინზე?
პეკინზე.
მანდ ხშირად იღებენ რაღაცებს…
ნწუ ანტრეში კი არა მაქვე საქართველოს ბანკის ფილიალია და იმასთან… შეიძლება რეკლამა არ იყო. მარა, რაღაცას იღებდნენ საბანკაოს ფაქტია.
ანტრესთანაც ხშირად არის კამერები. ბოლოს რომ ვნახე, შეგირდისთვის იღებდნენ რაღაცებს.
მმ.. <3 კრუასანიი <3
ძიახ :)
რაის დიეტები, რის დიეტები…
ჭამეთ და შეირგეთ…
უბრალოდ, დღეში სამჯერ და ერთსა და იმავე დროს… მოკლედ, გრაფიკი შეადგინე… 09:00..15:00…18:00… ვოტ ეტა დააა… ^^ არც ვსუქდები და არც არაფერი…. დაკლებით 4-5 კილოს მეტი ბევრს ვერაფერს ვიკლებ ხოლმე, მაგრამ ესეც ხომ საქმეა… ^^ მთავარია, ახლა სულ სალათებზე გადახვიდე… ჭამე და ჭამე… მე უკვე იმდენ სალათის ფოთოლს ვჭამ, მეშინია მალე ზმუილი არ დავიწყო… ^^
ზმუილზე არა… ყურების ცქვეტაზე და სტაფილოს ხრამუნზე. კურდღელი გახდები :) ისე, კი აგიწყვია საქმე ხუთიანზე…
მოლიკო, იცი, მე ჩემი კურდღელი რომ მყავს?
რა საყვარელია..
ირინკას მამამ მაჩუქა.. იცი, რა დავარქვი? დოდი.. სულ მინდოდა პატარა არსება მყოლოდა, ოღონდ სოფელში, მაგრამ პატარა არცერთი არ იყო.. კოფერფილდის პატივსაცემად… :D
რა მაგრობაააა :) მშვიდობაში :)
სახელიც უსაყვარლესი შეგირჩევია :) უხდება კურდღელს დოდი :)
ახლა კარგად მოუარე. ხომ იცი, მასზე პასუხისმგებელი შენ ხარ და ცივი ნიავი არ მიაკარო :)
მეც მინდა პატარა არსება – ლეკვი ან კნუტი :( მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ბინაში ცოდოა :(
სამაგიეროდ, ფბ-ზე ახალი ჯგუფი მაქვს, მაცო. მაგნუმ ოპუსი. საინტერესო და ხარისხიან ბლოგერებს ვუყრი თავს. ნახე, ზევით და მარჯვნივ, წითელი სურათია. თუ მიაქლიქებ და რიქუესტს გამოაგზავნი, დაგამატებ და ძალიან გამიხარდება :)
დიდი მადლობა, მოლიკო. :*
კი, ძალიან უხდება თან. რაღაცნაირად საყვარელია. ძალიან უცხოა… მოქერაო ბეწვი აქვს ალაგალაგ.. ^^
მე ვერ მოვუვლი. ყვარეში დავტოვე. ირინკას და თიკას ჩავაბარე. წამოყვანას ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემმა, სახლში არ შემოგიშვებო. D:
მოოლ, მერე კატა გახდება.. შენ რა კატები გიყვარს?
თან რამდენიმე დღის იყო დოდი, დედა მოუკვდა და… ისეთი პატარა იყო… <3
უკვე გამოვაგზავნე.. ამ წამს.. :*
ძალიან მიყვარს კატები… სხვათა შორის, ისინიც გრძნობენ ამას – სიმპათიით მეპყრობიან :)
კნუტები ჰო, მაგრამ კატები?
აი, მე კუჭ-ელენთით ვერ ვიტან.. ორგანულად მეზიზღებიან.
სულ მეცინება ხოლმე..
სოფელში ვიყავი. ღამით, ქვედა სართულზე დავწექი. ზევით არ მინდოდა. თან დილას მე და ბებო ბაღჩაში მივდიოდით, მწვანილები და რაღაცები უნდა მოგვეკრიფა. ჰოდა, რაღაც საშინელება მესიზმრებოდა მახსოვს ადა უცებ ვიგრძენი, ვიღაცამ როგორ გამისვა ბრჭყალი. რომ წამოვხტი, იმხელა ვიყვირე.. თან ხმა ძალიან მაღალი მაქვს და… მოკლედ, ყველა იქ იყო, ვამტკიცე, დამკაწრა იმ უჯიშომ-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა… თან არაფერი არ მქონდა. იმ დღის მერე, სადაც კი დავინახავდი, რომ მზეზე მიფიცხული ღორივით ეგდო, მივიდოდი და როგორც შემეძლო წიხლს აოვკრავდი ხოლმე. რამდენჯერ გადაუფრენია ღობის იქით, ვიღრა მოსთვლის. ღირსი იყო. :D :D
ვერ მოგსვლიათ კარგი ამბავი შენ და კატებს, მაცო :) ძნელი იქნება თქვენი შერიგება.
მე ყველა ცხოველი მიყვარს – ზაზუნადან ძაღლამდე. თან ძალიან. კატებიც მიყვარს. და როგორც ვიცი, ცხოველებსაც ვუყვარვარ :)
ძნელი კი არა, შუეძლებელი იქნება, ჩემო მოლიკო. :D :D
ჰო, ცხოველები კარგ ადამიანებს გრძნობენ. მე ძაღლები მიყვარს ძალიან.
5 წლამდე ერთი ძაღლი გვყავდა სოფელში, როსი ერქვა. ისე მიყვარდა, ისე მიყვარდა… მე და მამაჩემს არ გვიღრენდა ხოლმე მარტო. მე დღემდე მჯერა, მამაჩემის სიკვდილი ვერ გადაიტანა და იმიტომაც მოკვდა. ((
:( :( ეგ ცუდი რამ მითხარი :(
ლოლ რა ბლოგერული სახელი აქვს :)
+1
მოლიკო, ჩემთვის წარმოიდგინე რა საშინელება იყო. ისე მიყვარდა ჩემი როსი, ისე საშინლად… თან თოფი ესროლეს…
იცი, ბებია მეუბნებოდა ხოლმე, მასთან ახლოს არ მიხვიდე, თორემ შეიძლება გაცოცხლდესო. ის რამდენიმე დღე, სანამ როსის წაიყვანდნენ, სულ თავთან ვეჯექი და ვეფერებოდი… მეთქი-იქნებ გაცოცხლდეს.
იცი, ერთხელ მომეჩვენა კიდეც, რომ ერთი ამოისუნთქა.
ღამე სულ მესიზმრებოდა… ვხედავდი, რომ უცებ ცოცხლდებოდა და ერთად ვთამაშობდით და მერე რომ დაღამდებოდა, სადღაც მიდიოდიდა და მე ვერ მივყვებოდი თან.
ახლა მართლა ამატირე, მაცო :( :(
ეს რა დაწერე :( გული გამიჩერდა :(
ახლა მე ვიდარდებ შენს როსიზე :(
მოლიკო, რა ვიცოდი თუ ასე იმოქმედებდა. სულ არ დავწერდი. :** ხომ იცი, არ მინდოდა ძალიან ემოციური ყოფილიყო, თან ნაღვლიან-პროტონებიანი ემოციით გაჟღენთილი.. ((
იცი,რა ლამაზი იყო? ხალხი თბილისიდანაც ჩამოდიოდა ხოლმე, რომ როსი ენახათ.. სუფთა ჯიშის კავკასიური ნაგაზი იყო.. აი, ულამაზესი… 10 წლის განმავლობაში, მასზე ლამაზი ძაღლი არ მინახავს, ვფიცავარ.
არა, მაცო, უნდა დაგეწერა აუცილებლად.
იცი, რაშია საქმე? ასეთი უბედურება, დიდ ტკივილთან ერთად, რაღაცნაირად გშველის კიდეც – სამომავლოდ. სიყვარულის, სითბოს, ერთგულების ფასს გასწავლის.
შენ რომ ასე გახსოვს შენი როსი, ხვალ სხვას არ დაჩაგრავ, შენზე სუსტს არ გაამწარებ… ანუ, უკეთესი ხდები.
არ ვიცი, რამდენად სწორად გითხარი, მაგრამ მე ასე მგონია.
რა თქმა უნდა, მოლ. ყველაფრისგან რაღაცას ვსწავლობთ.
მოლიკო, ისე მე სულ დრამატულ და ნაღვლიან ამბებს ვყვები ხოლმე?
არა, მაცო :) პირიქით :) უაღრესად დადებითი ხარ და ენერგიას ასხივებ… უბრალოდ, ხანდახან ასეთი რაღაცებიც უნდა მოყვე. ამის გარეშე არ გამოვა :(
ერთმა არასასიამოვნო ადამიანმა მითხრა, ბლოგზე სულ დრამატულ რაღაცებს ყვები, ნეტავი, შენი მკითხველები როგორ ჩერდებიანო. : სსს
სისულელე უთქვამს. გაატარე. როგორ ჩერდებიან, თავადაც მშვენივრად ხედავ :)
მეგობარმაც მითხრა ერთხელ, სულ დამთრგუნველ ისტორიებს ნუ ყვებიო.
რა ვიცი, ცოტა გული დამწყდა.
მეც დამწყდებოდა გული. მითუმეტეს, მეგობრისგან. მაგრამ სისულელე უთქვამს და უნდა გაატარო, მაცო.
მოლიკო, რჩევასავით გამოუვიდა. თუმცა რჩევის მოსმენა მუდამ კარგია, მაგრამ მათი გათვალისწინება რამდენად მიზანშეწონილია, ეგ რიავიცი, რიავიცი..
მე რჩევაც არ მომეწონა, მაცო… რაღაც ნამეტანი არასწორი შეფასება იყო და რჩევაც, შესაბამისად.
იმედია, მოლ. ისტორიებს თითქმის სულ დამთრგუნველს ვყვები და…
მე ასე არ მგონია, მაცო :)
მოლი, როდის იქნება ახალი პოსტი?
რაღაცა ძალიან ჩემი გახდა აქაურობა..
რაც ჩავედი, იმის მერე სულ აქ ვარ… რაღაცა ძალიან კარგია… ყველაფერზე შემიძლია შენთან საუბარი.. :*********
მერე მაგას რა ჯობია, მაცო :) როცა გაგიხარდება, მაშინ შემოიხედე და რაც გაგიხარდება, ის მომწერე :) აქაურობა შენნაირი სტუმრებისთვის არის გაკეთებული :)
დღეს, მაცო :) ზუსტად 12 საათზე :)
ჰო, ძალიან კარგია აქ.
რა ხდება დღეს, რამის 12 საათზე? :*
ახლა ზუსტად ის პერიოდი მაქვს შენ რომ ამ პოსტში აღწერე, გასუქებას ვერიდები დაღამით არ ვჭამ. არადა შოკოლადიან კრუასანს შეჭამდა ახლა ადამიანი
ვეთანხმები ალექსანდრე უოლკოტს, პირველი ორის დარღვევა შეიძლება ზოგჯერ კარგიც კია, მაგრამ მესამე აბსლუტურად დაუშვებელია
ღამით ჭამას არაფერი ჯობია, ფსიქე :(
უგემრიელესობაა დაუგეგმავად ღამით სუსნაობა :(
მაგრამ არაო :( საშიშიაო :( ჯანდაბას :(
[...] შედგებოდა (ფუნთუშები ან კრუასანი და ყავა ან [...]
დაკვირვებულივარ 6 ის მერე საჭმელს სხვა გემო აქვს და ის ყველი და პურიც კი დილით საზიზღრად რომ მეჩვენება ლამის მელაპარაკება : ))) დედაჩემს აქვს ერთი ცუდი ჩვევა გემრიელ სასუსნავების მომზადებას საღამოს იწყებს და შედეგად ისეთი გაღიზიანებული ვარ რომ ვერ ვაგემოვნებ…მხოლოდ ვყნოსავ და ცოტათი მშველის :დ
გამიგია სიმსუქნე გარეგნობის ის მნიშვნელოვანი ნაკლია, რომლის გამოსწორებაც შენს ხელშიაო, ამიტომ თავადაც სულ დიეტაზე ვარ, ამ პოსტმა გამახსენა მომატებული რამდენიმე კილო , ასე რომ ამ წუთიდანვე…
რა თქმა უნდა, ასეა. შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, მონდომებაა საჭირო. ოღონდ, რთულია ეს ოხერი :(
shedegis gamo yvela sirtules gadalaxav adamiani, ogond bolo 4 kilos idealur tonamde verasodes ver vikeb:(
ბოლო რამდენიმე კილო ყველაზე რთულად დასაკლებია.
xo albat verasodes davikleb me:(
ნუ, ასეც ნუ იტყვი… ყველაფერი შესაძლებელია.
ახლა რა დიდი სიამოვნებით დავლევდი ცხელ შოკოლადს და კრუასანს… ნიამუ ნიამუუ
არ თქვა, ჯესს :) თეფშსაც არ დავტოვებდი :)