Arturo Pérez-Reverte Gutiérrez
Cartagena, España
სენიორ არტურო!
ოდესმე ამ წერილს ესპანურად ვთარგმნი და გამოგიგზავნით. სადღაც წავიკითხე, ოცდამეერთე საუკუნემ ხელოვნებას იდუმალების საფარველი ჩამოაშორა, სულ რაღაც ასი წლის წინ, საყვარელ მწერალთან შეხვედრა და საუბარი უკიდურესად რთული იყო, ახლა კი ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველა და ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადაო. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე საუბრის თემაა, ფაქტი ერთია – თქვენი მისამართის მოსაძიებლად მხოლოდ ნახევარი საათი დამჭირდა.
დიდი ხანია, ბარათი არავისთვის გამიგზავნია. ბუთქუნა კონვერტები იქეთ იყოს, ელექტრონული ფოსტის აქტიური მომხმარებელიც არ გახლავართ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, აქვე, მეზობელ ბლოგზე, მშვენიერი იდეა მიკარნახეს. ჰოდა, მეც გწერთ.
თქვენი “სადოლე ტყავი ანუ სევილიური ზიარება” მეგობარმა ვაკის “პარნასის” თაროების ქექვისას იპოვნა და მაჩვენა, ნახე, თუ მოგეწონებაო - სათაური მაცდუნებლად ჟღერდა. ანოტაცია კიდევ უფრო დამაინტრიგებელი აღმოჩნდა - იდუმალებით მოცული ვატიკანი, ესპანელი ჰერცოგები და ბანკირები, თანამედროვე მეკობრეები და აფერისტები, დიდი სიყვარულით დახატული ულამაზესი სევილია - ერთი წიგნის წაკითხვამაც იკმარა, აბსოლუტურად თვითმყოფადი, არავის მსგავსი სტილი რომ აღმომეჩინა.
ამის შემდეგ, თქვენს გვარს უკვე ყველგან დავეძებდი. ჩემთვის ბოლომდე ამოუხსნელი მიზეზების გამო, თბილისში ლიტერატურული სნობების საყვარელ მწერლად ითვლებით, მაგრამ წიგნის მაღაზიებში მხოლოდ რამდენიმე რომანს მივაგენი და იძულებული გავხდი, მეგობრის მოსკოველი ნათესავები შემეწუხებინა.
ჩემი ბიბლიოთეკის ერთი თარო მთლიანად თქვენი წიგნებით მაქვს შევსებული. თითოეულზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ყველაზე წუნია კრიტიკოსებიც დამეთანხმებიან – იშვიათია მწერალი, რომლის ცნობაც წიგნიდან ამოხეული ერთი ფურცლით შეიძლება. თქვენს რომანს, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე აბზაცითაც კი ვიცნობ.
ძნელია, სიტყვები შეარჩიო “ფლამანდური დაფის” შესამკობად, რომელსაც ერთდრულად ახასიათებს პიტერ ბრეიგელის ტილოების სინატიფეც, დედამიწის ზურგზე ყველაზე ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის სიღრმეც და მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივთა სიაში უპირობო ადგილს იმსახურებს. თუმცა, სენიორ არტურო, მთავარი დეტექტიური ინტრიგა როდია. მკითხველს თქვენი ფილიგრანული დეტალიზაცია და თითოეული პერსონაჟის შესაშური ოსტატობით გამოძერწილი ფიგურა აჯადოებს.
ძნელია, მშვიდად ისაუბრო “დიუმას კლუბზე”, რომლის წაკითხვამ დამარწმუნა,
რომ ბიბლიოფილია განუკურნებელი დაავადებაა და ამ სენით შეპყრობილი ადამიანი ხანდახან შეიძლება, სხვებისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს.
თქვენ, სენიორ არტურო, ერთ-ერთ ლიტერატურულ ფორუმზე “ალექსანდრე დიუმა – შვილიშვილი” გიწოდეს. “სამი მუშკეტერი”, “გრაფინია დე მონსორო” და “ორმოცდახუთი” ჩემი ბავშვობის სიყვარულია და ნამდვილად არ მეგონა, სიბერის ჟამს, ცინიზმამდე პრაგმატულ ოცდამეერთე საუკუნეში კაპიტან ალატრისტეს მსგავს კეთილშობილ გმირს თუ გადავაწყდებოდი… ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ რომელიმე თანამედროვე ავტორი მთავარ პერსონაჟად ხაიმე ასტრალოას მსგავს რაინდს აირჩევდა, ვისთვისაც ღირსება მართლაც ყველაზე დიდი ფასეულობაა და არა მხოლოდ ლიტონი სიტყვა…
პოლიტკორექტული მკითხველები ნაპოლეონისადმი, ცოტა არ იყოს, უპატივცემულო დამოკიდებულებას გსაყვედურობენ, მაგრამ თქვენ ხომ ესპანელი ბრძანდებით, სენიორ არტურო, და ესპანელი ერის გენეტიკულ ტკივილს თუ გავითვალისწინებთ, “პატარა კაპრალს” იბერიული ტემპერამენტისათვის უჩვეულო შემწყნარებლობითაც კი ეპყრობით.
ერთსაც გეტყვით – თქვენს წიგნებს ეკრანიზაცია არ უვარგა, სენიორ არტურო. დღემდე ‘მეცხრე კარიბჭეს” ვიწუნებდი (ლიტერატურულ პირველწყაროს ბევრად ჩამორჩება, რომანი – შედევრი რიგით თრილერამდეა დაყვანილი) მაგრამ ის რომ გავიგე, ყველაზე უგემოვნო ქართული ტელეკომპანია “სამხრეთის დედოფალს” მექსიკურ ტელესერიალად გვთავაზობსო, რომან პოლანსკის ფილმზე აუგის სათქმელად ენა აღარ მომიბრუნდა…
სიტყვა გამიგრძელდა… “ტრაფალგარის კონცხს”, “ღირსების საქმეს”, “მრისხანების დღეს” და სხვა შედევრებს დამფასებული მთელს მსოფლიოში არ აკლია, თუმცა, ჩემს რჩეულად მაინც სხვა წიგნს მივიჩნევ და თუ ოდესმე შეგხვდით, ავტოგრაფისთვის სწორედ იმ, თბილისში ნაკლებად ცნობილ, რომანს მოგაწვდით. ბიელო პოლეში, ასაფეთქებლად განწირულ ხორვატულ ხიდთან გატარებული რამდენიმე საათის აღწერით იმის თქმა შეძელით, რასაც სხვა ტომეულებით ვერ ახერხებს – ომი საშინელებაა და ომში კარგი და ცუდი ბიჭები არ არსებობს. არც გამკვირვებია – იმდენ ხანს იყავით სამხედრო კორესპონდენტი, ამდაგვარი ჭეშმარიტებანი სხვისგან არ გესწავლებათ, “რეპორტიორის მეხსიერება კი ყოველთვის საკუთარი და სხვისი მოგონებებითაა სავსე”, საიდანაც ბოლოს “კომანჩების ტერიტორიის” მსგავსი ალალმართალი წიგნები იბადება…
მოლი ბლუმი
_
mariefille – წერილი ვირჯინია ვულფს
kevana – წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილს














მათხოვე “ფლამანდური დაფა” :)
როგორც კი დამიბრუნებენ, მაშინვე :)
:) :) Deal :)
I swear :)
რა კარგად გიწერიააააა და მე აუცილებლად გავეცნობი ამ მწერლის შემოქმედეას, აქამდე არ ვიცოდი და როგორ ამაღელვა ამ წერილმა, მეც დამიწერია წერილი იმ მწერლებისთვის, რომელთა წიგნებიც მაღელვებდნენ :) და ჯერ არ აღმინიშნავს, რომ შენი ახალი ფონი ძალიან მომწონს? :D
წაიკითხე, არ ინანებ :)
ბლოგზე გაქვს წერილები? გამოაქვეყნე რომელიმე…
არა, არ გითქვამს და გამახარე :)
არააა, მოლიიი, ბლოგზე არ მაქვს, დღიურში მიწერია, არ მგონია გამოვაქვეყნო…. როგორი წერილებია იცი? რომელიმე წიგნს რომ წავიკითხავდი და ის ჩემზე ძლიერ ემოციურ გავლენას თუ ახდენდა, აუცილებლდა ვწერდი ამაზე დღიურში, ჩემს შთაბეჭდილებებზე, რა მასწავლა ამ წიგნმა და მივმართავდი მწერალს ბოლოს :)
წიგნებიდან ყველა სხვადასხვანაირად ვიგებთ და ვიაზრებთ, განსხვავებული მომენტებია მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი ხოლმე ხანდახან, ამიტომ ჩემი გამოცდილება არავის გამოადგება, ის რაც ვისწავლე მხოლოდ მე ვისწავლე, რასაც ვეუბნები მწერალს, მხოლოდ მე შემიძლია ვუთხრა… როგორ აგიხსნა, მკვეთრად ინდივიდუალურია, ლაპარაკიც კი მიჭირს, ასე მემართება სულ…
გასაგებია, ნათია… ღრმად პირადი ტექსტები ბლოგისთვის ალბათ მართლა არ გამოგადგება, მაგრამ საინტერესო ნამდვილად იქნებოდა :)
თავისუფლად შეგიძლია მიწოდო უვიცი,რადგან ამ მწერლის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგე შენი ბლოგიდან,მოლი :X
და ძალიან დავინტერესდი. ))
არა, რას ამბობ. რისი უვიცი… გამიხარდება, თუ ჩემი რეკომენდაციით წაიკითხავ და მოგეწონება :)
აუცილებლად )) თან ყველაზე დიდი მინუსი ალბათ ის მაქვს,რომ თანამედროვე მწერლებს ძალიან შორიდან ვუვლი ))
მაგრამ მათაც არ დავაკლებ ყურადღებას,აუცილებლად.. )
რა დაგიშავა ასეთი? თანამედროვე რომ არის, იმიტომ? არადა, ეს პლუსი უფროა :) ბევრად საინტერესოა იმ ადამიანის კითხვა, შენს დროში რომ ცხოვრობს…
ხოდა,არ ვიცი. :D აი უფრო საინტერესო მეჩვენება,ისეთი წიგნების კითხვა რომელ ეპოქაშიც მე არ ვცხოვრობდი სწორედ.. ))
ლოგიკურია :) ისე, მე ერთსაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და მეორესაც. მწერალს გააჩნია, ოღონდ.
sadole tyavis yidva sad sheidzleba?
პარნასში და ვაკის წიგნებში ჩნდება ხოლმე. ან დედაენის ბაღთან.
sad sheidzleba viyido sadole tyavi da ra girs?
მაღაზიებში ჩნდება ხოლმე და რა ღირს, ვერ გეტყვით :) ისევ მაღაზიებში უნდა იკითხოთ.
oh rogor miyvars oh rogor miyvars oh rogor miyvars :D jer sul ragac 4 nacarmoebi cavikitxe magram zalian miyvars zalian zaliaan ♥
ვიცი, ჩორვენ :) დეტექტივზე შენს წარმოდგენას თავიდან ბოლომდე შეცვლისო, ფლამანდურ დაფაზე მითხარი ერთხელ :)
მხოლოდ ოთხი? არ იცი, წინ რა სიამოვნება გელის :) შემშურდა :)
ho ♥ rac vishove tiflisshi isini gadavxari ukve :D araertxel tan :D axla erti audiocignad maqvs da vusmen mara nela mivdivar cin :D
აუდიოს რას უსმენ, ჩორვენ?
ეს წერილი რევერტემ აუცილებლად უნდა წაიკითხოს,დარწმუნებული ვარ გული აუჩუყდება…არ გინდა ათარგმნინო და გააგზავნო?
პ.ს. რევერტეს რა ენაზე კითხულობ?
ოდესმე ვათარგმნინებ და გავაგზავნი :)
რუსულად ვკითხულობ. ქართულად ერთადერთი ესსე არსებობს.
ოდესმე არა,რაც შეიძლება მალე გააკეთე,არავინ იცის ხვალ რა როგორ იქნება,,, ყველამ ვნახოთ მოსალოდნელი შედეგი))
შედეგს არ გამოგაპარებთ :) აქვე გამოვაქვეყნებ :)
ენა ჩამივარდა…
ვაღიარებ, არ მაქვს წაკითხული, არც თვალში მომხვედრია, ხელში ჩავარდნაზე რომ არაფერი ვთქვა, მაგრამ კაპიტანი ალატრისტე მაინც მეცნო :)
ჰო, გარდა იმისა, რომ აუცილებლად წავიკითხავ, რა გითხრა კიდევ?
საუკეთესო პოსტია შენს პოსტებს შორისაც კი…
პ.ს. ისე, პოსტის ბოლოს სხვების ლინკების განთავსებას მეც ვაპირებდი გუშინ, მაგრამ ძილმა არაფერი დამაცადა, მოკლედ…
:)
აუ, როგორ მიხარია, როგოოოორ! :)
მადლობა დიდი :) საუკეთესოს რა გითხრა და ყველაზე ორიგინალური ნამდვილად არის.
ნახე ლინკები ქვემოთ? შენს ადგილას ღრმად ვიამაყებდი. რა წერილები მიაწერინე ხალხს? ერთი მეორეზე უკეთესები! :) რა ადრესატებია…
კი, კი, მოხიბლული ვარ პირდაპირ :)
ასეთი მასშტაბური სახე თუ მიიღო, ცალკე გვერდს გამოვყოფ ბლოგზე :)
არ არის ცუდი იდეა :) წესით, კიდევ რამდენიმე წერილი უნდა დაიწეროს (ეს, რასაც ველოდებით) და სხვებიც იქნება ალბათ.
[...] ბლოგერთა შორის უდიდესი ბიბლიოფილი მოლი , [...]
ფანტასტიური ადრესატი შეგირჩევია, მოლი :) ოღონდ ფავორიტი ნაწარმოები გვქონია სხვადასხვა – მე “ფლამანდური დაფა” მირჩევნია ყველა რევერტეს :)
“ფლამანდური დაფა” იცი, როგორია? უკიდურესად დახვეწილი და და ელეგანტური. ყველა პერსონაჟი (მკვლელის ჩათვლით) განსაკუთრებული სიყვარულით რომ არის გამოძერწილი. ჩორვენმა თქვა სწორად, დეტექტივზე წარმოდგენას შეგიცვლისო…
მაგრამ ჩემი რჩეული მაინც კომანჩებია.
მოიცა, შოკში ვარ… კაპიტანი ალატრისტე ნაწარმობიცი არის? აუუუ, მე ფილმი მაქვს ნანახი და ვგიჟდები ისე მიყვარს ეგ პერსონაჟი :წუბ:
გმადლობ, მოლი, შენი რეკომენდაციით ახლა მეც დავძებნი ამ კაცის წიგნებს :სუნ:
შენ გაგვაცანი სენიორ არტურო ფართო აუდიტორიას :დ
მომხრე ვარ ეს წერილი ითარგმნოს ესპანურად!
ერთი ხმა ჩემგანაც :)
აი, ახლა მართლა დავფიქრდი თარგმნაზე :) :) :)
რომანების ციკლია, ქევან. ექვსი რომანია ჯერჯერობით. ყველაზე “დიუმა” რევერტე. თუმცა, მსგავსება მხოლოდ ფორმალურია. მაპატიოს მესიე ალექსანდრეს სულმა, მაგრამ რევერტე ბევრად ღრმა მგონია..
აი, ფილმის შესახებ არ ვიცოდი. საინტერესოა :) სად შეიძლება, მოვიძიო?
შენ გაგვაცანი სენიორ არტურო ფართო აუდიტორიას – საუკეთესო კომპლიმენტია ჩემი ბლოგისთვის )
http://www.imdb.com/title/tt0395119/
ase hqvia, aq naxav… yvela varez saitze devs :sun:
chemi sayvareli msaxiobi gamodis, aragorni bechdebis mbrdzaneblidan :d :D
უჰ :) გაიხარე, ქევან :) უახლოეს უიქენდზე მივხედავ :) ვარეზზე თუ ვერა, სადმე სხვაგან მაინც ვიპოვნი.
http://www.allmovies.ge/ge/#movie/ADCAF აი მოლი, აქ დევს :)
მადლობა, თეო :) გაიხარე :)
[...] ბლოგერთა შორის უდიდესი ბიბლიოფილი მოლი , ლიტერატურის მოყვარული ვასასი, [...]
ძალიან კარგად გიწერია :))))
სენქს ე ლოთ!
ვაიმე რა კარგია <3 <3
მადლობა დიდი :)
მშვენიერი წერილია, ყოჩაღ!
დანქე! :)
არ მსმენია ამ მწერლის შესახებ და ახლა უკვე ვიცი :))
საინტერესო იყო და წასაკითხი წიგნების ლისტში შევიყვანე ;)
შენი წასაკითხი მწერლების ლისტი სულ უფრო და უფრო მომწონს, როდე :)
მოლი, ახლა შეგიძლია ჩემი შეგშურდეს, თან ძააალიან შეგშურდეს. :D :D :D
მე მისი არცერთი ნაწარმოები არ მაქვს წაკიTხული… ანუ წინ მაქვს მთელი სიამოვნება. :P:D :*
ირინკას ექნება.. აუცილებლად გამოვართმევ და წავიკითხავ რომელიმეს… <33333
ირინკას ჩემი მხურვალო აპლოდისმენტები გადაეცი (არ ვიცნობ, მაგრამ მაინც) :)
აშკარად მოსალოცი ხარ, მაცო :) დიდი სიამოვნება გაქვს წინ…. :)
პ.ს. მე კიდევ შენი ახალი გრავატარი როგორ მომწონდა ;(
მოგწონდა?
ააახლა აღარ მოგწონს? :000000000
ახლა, ადრე რომ მომწონდა, იმაზე მეტად მომწონს :) უბრალოდ, ავტოგრაფების მწკრივში ვერ ვხედავ :)
მე უკვე ვხედავ.. :პპპპპპპპპპპ
მეც :) :) :)
მოლიკო…
როგორ მომწონხარ, იცი? :*
აი, ძაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააალიან.. <3
მადლობა, მაცო :) გამახარე :) ყველაზე საყვარელი მკითხველები მყავს მე :)
მოლიკო…
ლალალა… <3
ბოჰემური მაცო გვესტუმრა :) დილა მშვიდობისა :)
არ წამიკითხავს . ქართულად თუ არის რამე წავიკითხავ, სამწუხაროდ რუსულად ვერ: )))
ქართულად მე არ შემხვედრია სალომე :( სამწუხაროდ :(
ესპანელი მწერლების ესსეების კრებული გამოსცეს შარშან, თუ არ ვცდები. და მანდ იყო რევერტეს ერთი თარგმანი.
აუ..
სიამონებით წავიკითხავდი…
ქართულად არის?
რამდენადაც ვიცი, არა… ასეთი თარგმანი არ გამომეპარებოდა.
აუ, რომ მივწეროთ რომელიმე გამომცემლობას და რომ გვითარგმნოს ქართულად, არ უნდათ? თუ თარგმნიან, ერთს მე ვიყიდი, დანარჩენებიც გამოჩნდებიან ^_^
კი, კაცო :) მყიდველი და მკითხველი ეყოლება რევერტეს.
არც ესპანურეროვანი მთარგმნელები გვიჭირს.
მოკლედ, ახლა რევერტესთან ერთად გამომცემლობებსაც უნდა მივწერო :)
მოლი ბლუმ! ძალიან კარგი ადამიანი ხარ :)
:) მადლობა დიდი, ქეთი :)
მოლი…. იცი, ისე ვარ აღარ ვიცი რა ვთქვა… ერთერთი საუკეთესო პოსტი რაც კი წამიკითხავს!
ჩემს უვიცობაზე აღარაფერს ვიტყვი..გაგონილიც კი არ მქონდა ამ მწერლის სახელი :( მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერც წავიკითხავ ჯერ,რუსული კარგად არ ვიცი :( იმედი მაქვს ვინმე თარგმნის….
ისე მომენატრა აქაურობა..გამოცდების გადამკიდე სულ მოვწყდი ბლოგოსფეროს,სულ რამდენიმე დღე და კარცერ ლუქსში გამოვიკეტები:) შენი წყალობით წასაკითხი წიგნების დიდი სია მაქვს, ასე რომ წინ უმშვენიერესი არდადეგები მელის :)
გამახარე, რუსა :) დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის :)
“უვიცობაზე” ნუ ვისაუბრებთ. არ არის ეს უვიცობა. მოდი, ასე ვთქვათ, რომ წინ დიდი სიამოვნება გელის. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართულადაც ითარგმნება რევერტე და შენს რუსულსაც გააუმჯობესებ.
მთავარია, გამოცდები მოიშორე წარმატებით და მერე, კარცერ-ლუქსში რომ გამოიკეტები, აქაც დაგელოდებით :) იმედია, შემოივლი ხოლმე :) მოლის ბლოგიც თავისებური კარცერ-ლუქსია :)
არაფრის გენაცვალე :) მეც ამის იმედი მაქვს:)
კი ,ნამდვილად ,აქაურობა მართლაც კარცერ_ლუქსია და ყოველ შემოსვლაზე დიდი სიამოვნება მხვდება:) ყოველთვის შემოვალ შენთან :)
ახლა მეც მივწერ ჩემს საყვარელ მწერალს :)
მშვენიერია :) შენი ბლოგი გამოწერილი მაქვს და არ გამომეპარება :)
[...] p.s დიდი მადლობა თამარას, მოლის, ანის, ქევანას, ვასასის, mariefilleს, nightingalusს, [...]
არ წამიკითხავს არაფერი ამ ავტორის :( გამიგია, მაგრამ თამარასი არ იყოს არ ჩამვარდნია ხელში. “დიუმას კლუბმა” დამაინტერესა ყველაზე მეტად :)
“მეცხრე კარიბჭე” გექნება ნანახი, თეო. “დიუმას კლუბის” მიხედვით არის გადაღებული. ოღონდ, წიგნი ბევრად უკეთესია.
ჯონი დეპი რომ თამაშობს? მართლა? კიდევ უფრო დამაინტერესა :)
კი :) ჯონი დეპი და ლინა ოლინი :) პოლანსკის ფილმი.
მოლ, ეხლა ვნახე “სამხრეთის დედოფალი”-ს თემა ფორუმ.გე-ზე :)
ყველა აქებს რა მაგარიაო… ჰმ, მეც მინდა ვუყურო :უსერ:
იქნებ, არც არის ცუდი, ქევან. რა გითხრა. უბრალოდ, მექსიკური სერიალიო და მექსიკურ სერიალზე მყარი ასოციაციები მაქვს :)
ვნახოთ. ეგებ გაამართლოს.
მოლი, შენი წერილის მერე ვერ წარმოიდგენ, როგორ დამწყდა გული, რომ ფლამანდური დაფის მეტი არაფერი მაქვს წაკითხული :( რაღაცნაირად, არსად გადამეყარა. გამოვასწორებ ამ ამბავს :)
აი, თეომ მოიტანა ახალი ამბავი, ლიტერატურულ პალიტრაში “ღირსების საქმეა” ნათარგმნიო.
ფლამანდურმა დაფამ როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვა?
ლიტერატურული პალიტრა ვიყიდე ივლისის ნომერი და ამ ავტორის “ღირსების საქმე” არის მასში ნათარგმნი :) წავიკითხო ერთი :)
დაიწყეს უკვე :) რა მაგარია :)
ივლისის ლიტერატურულ პალიტრამდე ჯერ არ მივსულვარ. ჩემს გზაზე არ შემხვედრია. ვნახო, ერთი…
საღამო მშვიდობისა, მოლიკო.
როგორ ხარ? :*
არა მიშავს, მაცო :) შენ როგორ ხარ?
პოტერიადის მესამე ტურისთვის ვემზადები.
ისე ჩემს ბლოგს არ ვიცი რამდენად მოუხდება, მაგრამ ხო იცი, მოლი, შენ ჩემზე კარგ ზეგავლენას ახდენ და ახლა ნამდივლად დავფიქრდები და იქნებ რომელიმე მწერალს მეც მივწერო წერილი ^_^
რატომაც არ მოუხდება… მიწერე შენთვის საინტერესო მწერალს. ისე, ეს თამარას დამსახურებაა და თამარა ახდენს ჩვენზე გავლენას. მისი იდეა იყო :)
[...] მოვუყრი: tamara – წერილი ლევ ტოლსტოის Molly Bloom – წერილი არტურო პერეს რევერტეს Mariefille – წერილი ვირჯინია ვულფს ვასასი [...]
არ ვიცნობ ამ მწერალს და ძალიან დავინტერესდი მოლის ასეთი წერილის შემდეგ :)
ბოლო ლიტერატურულ პალიტრაში რევერტეს “ღირსების საქმის” თარგმანია, ფიფქია. მთარგმნელიც კარგია – ელზა ახვლედიანი. მგონი, ღირს გადახედვა :)
ამ წერილზე ვფიქრობდი… და…
,,ლიტერატურულ პალიტრაში” ივლისის ნომერში დაიბეჭდა ჩემი გამარჯვებული მოთხრობა, ვიყიდე ჟურნალი გადავშალე და არტურო პერეს რევერტე ,,ღირსების საქმე” აღმოჩნდა. რათქმაუნდა წავიკითხე და მმმმ როგორ შემიყვარდა, ერთი ნახვით კი არადა ერთი წაკითხვით, ძალიან კარგი თარგმანი იყო და თვითონ სტილი, იუმორი ესპანური გავლენა მოკლედ ყველაფერი ერთად საოცარ ეფექტს ჰქმნის… მართალი იყავი მოლი: )) სიამოვნებით წავიკითხავდი მის სხვა ნაწარმოებებს.
რუსთავი 2 ზე გადიოდა რეკლამა და უცებ მომესმა არტურო პერესე რევერტეს რომანის ეკრანიზაცია სერიალია ,,სამხრეთის დედოფალი”, ნუ მე სერიალებს არ ვუყურებ, მაგრამ არტურო პერესე რევერტეს თუ სადმე გადავეყარე სულმოუთქმელად წავიკითხავ. ჩემი გიორგი ლონდონშია და რომ ჩამოვა წავაკითხებ. უკვე მივწერე შენთვის ესპანელი კარგი მწერალი მაქვს გადადებულითქო: )))
მოლი ბლუმ ეს ყველაფერი ამ წერილის დამსახურებაა: )))
:) მადლობა, სალომე :)
შენი გამარჯვებული მოთხრობა შინ მაქვს. საუიქენდოდ გადადებული. ხვალ ან ზეგ გემრიელად უნდა წავიკითხო.
ელზა ახვლედიანი მარკესის თარგმანების სერიით გავიცანი. რამდენიმე წიგნი თარგმნა. მათ შორის ჩემი ფავორიტი – პატრიარქის შემოდგომა. უგემრიელესი ენა და სტილი აქვს.
სერიალი არც მე მინახავს, მაგრამ სანდო წყარომ მითხრა, ჩვეულებრივი საპნის ოპერისგან არაფრით განსხვავდებაო. ალბათ, არც ვნახავ. სად მაქვს მაგის ნერვები :)
ნუ ჩემი მოთხრობების მიმართ მე ძალიან კრიტიკული ვარ და დაბეჭდილს რომ ვხედავ უფრო მეტად: ))))
იმ სერიალის რეკლამიდანაც ჩანდა, რომ ჩვეულებრივი საპნის ოპერაა, მაგრამ არტურო პერეს რევერტეს წიგნის ეკრანიზაციამ მიმიზიდა: ) მინდა წავიკითხო მისი წიგნები:((
ორშაბათს მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს :)
ჩემთვისაც რევერტე იყო სატყუარა. თან “სამხრეთის დედოფალი” თანამედროვე ნარკოკარტელის ბოსს ქალზეა და წესით, ძალიან საინტერესო წიგნი უნდა იყოს. წიგნად ვერ ჩავიგდე ხელში და ნეტში წაკითხვა არ მინდა მაგრამ სერიალი… არა, რევერტეს ასე ვერ გავიუფასურებ.
ისე, რომ იცოდე, თითქმის ყველა დანარჩენი წიგნი “ღირსების საქმეზე” უკეთესია. ასე რომ, წინ დიდი სიამოვნება გელის :)
თარგმნონ რა იქნება ქართულად:( ელზა ახვლედიანი უნდა გავიცნო და ვთხოვო თარგმნოს: ))))
ჩემი სახელითაც თხოვე :)
ჰეჰ! მომწონს იდეა წერილის თარგმნასთან დაკავშირებით, თითქმის დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გიპასუხებენ! : )
ბაო :) რახან შენ გამოჩნდი… :) :) :)
მშვიდობაა? მოიგერიე გამოცდები? :)
თუ გავაგზავნე, ეგებ მართლა მიპასუხოს :unsure:
კიკი, ასეთ წერილებს უპასუხოდ არ ტოვებენ. )
გამახარე :)
[...] წიგნის ავტორზე: მოლი ბლუმი [...]
ესპანური რომ ვიცოდე, ჯერ წერილს ვთარგმნიდი ესპანურად და მერე წიგნებს ქართულად :)) “ღირსების საქმე” კი უთარგმნიათ, მაგრამ დანარჩენები…
მარტო ღირსების საქმე რას გვიშველის :( იმდენი კარგი რამ არის სათარგმნი. ნელნელა თარგმნიან, იმედია.
“დიუმას კლუბმა” დამაინტერესა ძაან, არის რამე შანსი რომ თარგმნონ?
თუ აგინებ, თარგმნიან.
სამწუხაროდ,არაფრი წამიკითხავს ამ ავტორის, ისე კი არცერთი წიგნის ეკრანიზიაცია არასოდეს არ მომწონებია
არც ნათლია და არც გუგულის ბუდე?
კინოშედევრებია , ბევრი მეტყვის რომ ფილმი ჯობია თუნდაც პიუზოს რომანსო, მაგრამ ეტყობა არ ვარ კინომოყვარული,თუმცა კინოხელოვნება მიყვარს ძალიან. გუგულის ბუდე კი არ მაქვს წაკითხული და შესაბამისად არ ვიცი რომელი ჯობია.
პიუზოც ძალიან მომწონს და კიზიც, მაგრამ ფილმები ერთსაც ჯობია და მეორესაც. ნათლია საერთოდ საშუალო დონის საგა იქნებოდა, კოპოლა რომ არა.