ნისლის თუ შეგშინებიათ ოდესმე? ალბათ, არა… და რომ იცოდეთ, სულ ტყუილად. ნისლს შესძლებია, ცა და დედამიწა გაყაროს, ადამიანებში უიმედობა და სასოწარკვეთა ჩაასახლოს, სიხარული და ხალისი წაართვას და მომავლის იმედი დაუკარგოს…
მოდი და ნუ შეგეშინდება, მზე, მთვარე და ვარსკვლავები რომ გაქრება ციდან და თავზე თვალგაუვალი ჯანღი ჩამოგაწვება…
შინიდან წასული ბილიკი გეზს რომ შეიცვლის და სადღაც დასაკარგავში გადაგხვეწს…
თავზე წამომდგარ ბუმბერაზ მწვერვალებს რომ სამუდამოდ შთანთქავს ბურუსი…
და ამ გაუვალი წკვარამიდან ავსულები გემუქრებიან…
შეგეშინდება და მერე როგორ… მაგრამ გულს ნუ გაიტეხ – ნისლებს მიღმა კიდევ დარჩენილა ერთი სოფელი, რომელსაც სამანის ქვები და ცროლის მთა იცავს, სადაც ჯერ კიდევ იციან, რა არის მზე, სითბო და სინათლე.
ამ სოფელში ნიშნიანი კვიცი დაიბადება… აქ გვანცა და ერეკლე ცხოვრობენ… მათ ჯერ თვითონაც არ იციან, რამხელა ტვირთი აწევთ ზურგზე, მაგრამ მალე გაიგებენ და სიტყვის უთქმელად აზიდავენ ამ სიმძიმეს… წინ ხიფათი და განსაცდელია, რომელსაც დიდი დანაკარგის გარეშე თავს ვერ დააღწევ… მომაკვდავ კვიცს მაცოცხლებელი ვეძის წყალი და პატრონის მუხლის ძალა სჭირდება ფეხზე დასადგომად.
და იწყება საშიში გზა, სადაც ერეკლეს და გამახელას პატარა, სასაცილო მაქციები, მრისხანე გველვეშაპი – გველისფერი, მორგვები და წყლის პატრონი ელოდებიან. სადაც ყოველი ნაბიჯი, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს… მაგრამ ეს გზა გასავლელია. სხვაგვარად არაფერი ეშველება ნისლში ჩაკარგულ ქვეყანას, ამაო აღმოჩნდება პატარა მახარესა და მოხუცი ანანიას თავგანწირვა, უშიშრად რომ მოიკვლევენ გზას ბურუსიდან, უვალ ბილიკებს ათვინიერებენ და სასოწარკვეთილ ადამიანებთან იმედის სხივი მიაქვთ.
დიდი საქმე არ იქნება დიდი მსხვერპლის გარეშე… და ყველა მზად არის ამ მსხვერპლის გასაღებად – ერეკლე, გვანცა, ანანია, მახარე, გამახელა… როდესაც ყველაზე ძვირფასს გაიმეტებ დაუნანებლად, თავისუფლებაც მოვა.
ნატო დავითაშვილის ახალი ფენტეზი-რომანი – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” კიდევ უამრავ სათქმელს მიტოვებს, მაგრამ მეშინია, პირველად წაკითხვის სიამოვნება არ მოვაკლო ვინმეს. ამიტომ აღარაფერს დავამატებ, გარდა ერთისა – ქართული მითოლოგია ამოუწურავი საბადოა და რა კარგია, რომ გამოჩნდა ნატო – ადამიანი, რომელმაც ამ სიმდიდრის ჩვენამდე მოტანა არ დაიზარა.














აუცილებლად წავიკითხავ :)
მერწმუნე, ისიამოვნებ :)
ნისლის ბავშვობიდან მეშინია, რადგან მისტიურ და ამოუცნობ შეგრძნებებს მიტოვებს. ერთხელ მთაში ისეთ ნისლშიც მოვხვდი, ჩემგან ერთ ნაბიჯში ვეღარაფერს ვხედავდი. მაშინ ვიგრძენი ყველაზე მეტად მისი უცნაური იდუმალების ძალა :)
ამ ფენტეზი-რომანს კი აუცილებლად ჩავსვამ წასაკითი წიგნების სიაში ;)
მართალი ხარ, თათული :) არის ნისლში რაღაც მისტიკური :)
ჩავამატებ წასაკითხი წიგნების სიაში :)
აუ, კიდევ ეს ბექი გაქვს?? რა მაგარია :) :) :) როგორ მიხარია ხოლმე, სხვა ბლოგებზე ჩემს ნაკვალევს რომ ვხედავ :P:P:P:P
ჩაამატე :) იქნებ, ფენტეზის შეურიგდე :)
კი, ჯერჯერობით ეს ბექი მაქვს, თამარა.
სხვათაშორის, წინაც შენი ნაკარნახევი იყო :)
მართალი ხარ, ქართული მითოლოგია ამოუწურავია ^_^
და ჯერჯერობით, ხელუხლებელი… რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით…
წავიკითხე ეს წიგნი და, სიმართლე გითხრათ, მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ დასასრული ოდნავ ნაჩქარევად დაწერილი მეჩვენა, მთლიანობაში ძალიან კარგი იყო. მით უმეტეს, რომ ქართული მითოლოგია ის თემაა, რომელსაც თითქმის არ ვიცნობთ და ასეთი ფენტეზი–რომანების გამოჩენა ნამდვილად სასიამოვნოა.
მთავარი ის არის, რომ აქამდე უცნობ და ნაკლებად ათვისებულ ქართულ მითოლოგიას უწევს პოპულარიზაციას. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ქართულ მითოსს საქართველოში მართლა სჭირდება პოპულარიზაცია.
მშვენიერია )))
წინა წიგნები წაკითხული მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცოტა ზერელედ ვუყურებდი, რა უნდა იყოს ქართული ფენტეზი-მეთქი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ორივე წიგნი ძალიან მომეწონა, აღვფრთოვანდი! უახლოეს მომავალში ამასაც წავიკითხავ.
ახალია და უცხო ხილი, ქართული ფენტეზი. აქამდე არ ყოფილა, თან მსოფლიოს კლასიკის ნიმუშებს ვადარებთ გინდა არ გინდა და აქედან მოდის სკეპტიციზმიც.
კარგია, რომ მოგეწონა :)
მერის ვეთანხმები … დასასრული მეც რაღაც ნაჩქარევად იყო დაწერილი, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ძალიან მომეწონა…აქამდე ფენტეზს არ ვწყალობდი ,მაგრამ ახლა დავინტერესდი და იქნებ ვინმემ მირჩიოთ ახლა რა წავიკითხო…
პრატჩეტი ან ზელაზნი… ერთი იუმორისტულია, მეორე – სერიოზული ქრონიკები.
მეც ახლახანს წავიკითხე ეს წიგნი. მომეწონა, თან ძალიან. ვერ ვიტყვი, რომ ქართულ მითოსს ძირფესვიანდ ვიცნობ, მაგრამ არა მგონია ბერძნებზე და რომაელებზე ნაკლებ საინტერესო მითოლოგია გვქონდეს. სიუჯეტების პოვნაც არ გაწირდება ალბათ, ტანაც ნატო დავითასვილის წერის სტილი მომეწონა, კარგად წერს, გულიანად და ნიჭიერად.
ნამდვილად არ გვაქვს სხვაზე ნაკლები მითოსი (ვინც მიცნობს, იცის, რომ ასეთ რაღაცებს “მყვირალა პატრიოტიზმის” გამო არ ვამბობ) და სიუჟეტური ხაზებიც მოიძებნება. ესეც არ იყოს, გენეტიკა მაინც გენეტიკაა და ქართულ ფენტეზის თავისი რეზონანსიც ექნება…
რასაკვირველია. როდესაც რესურსი არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? მითუმეტეს როცა კარგი მწერლები გვყავს :)
ნამდვილად ასეა…
მმ, რომ ვთქვა, ახლო მომავალში წაკითხვას ვაპირებ-მეთქი, ნტ… მხოლოდ თავის გამოდება იქნება…
მერე, თუ რამემ დამკრა თავში, აუცილებლად წავიკითხავ და ჩემს შეფასებასაც გეტყვი.. :*
არ არის აუცილებელი ახლო მომავალში წაკითხვა, მაცო :) როცა მოისურვებ და განწყობა გექნება (ანუ, თავში რომ დაგკრავს – შენი თქმის არ იყოს) მაშინ წაიკითხე :)
მოლი, რაღაცნაირად ნაკლლულობის განცდა მაქვს..
სადაა კომენტარები? : (((
ხალხს არ სცალია :) პრინციპში, რაც არის, მე კი მყოფნის :)
ნატო წიგნის ფესტივალზეც გამომემცნაურა. მაინტერესებს და აუცილებლად წავიკითხავ :)
როდე :) დღეს სახელად ნილსი კი არა, ნისლი უნდა გქონდეს :)
ნილსი, სელმაზე რომ დავწერ, იმ პოსტისთვის შემოინახე :)
მახსოვს, ძველი ფორუმული ამბები გაიხსენეთ შენ და ნატომ :)
ჰოო ჰოო :დ როგორ გავმხიარულდი ახლა და ვიცინე! ეს დღეებია ნილსის კითხვა დავიწყე და აი ;დდ
გამოვასწორე “შეცდომა” :))
:) :) რომელიღაც ჯიხურში მოვკარი თვალი – საბავშვო შედევრების სერიით უნდა იყოს ნილსი გამოცემული. კარგია, როდე? ვარგა თარგმანი?
ძააალიან საინტერესოა…მომენატრა შენი ბლოგი :*
საუკუნეა, არ შემოგიხედავს… ასე იცის ბლოგინგის დღეებმა და აჭარულმა ხაჭაპურმა :)
საერთოდ, თარგმანებს პრინციპულად არ ვეკარები და თანამედროვე, ქართველი ავტორებით იშვიათად ვინტერესდები, მაგრამ ამ ბოლო დროს მომინდა, რომ ქართულად მეტი ვიკითხო და მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს პოსტი ძალიან დროულად ვნახე. =)
მითოლოგია ბავშვობაში ყველაზე მეტად მიტაცებდა. უცხოურიც და პირველ რიგში, ქართული. თან, მოლი, შენს ლიტერატურულ გემოვნებას ვენდობი და ამ წიგნს წასაკითხთა სიაში ვსვამ. =)
ერთი კითხვა მაქვს: დაახლოებით რა ასაკის მკითხველისთვის არის გათვლილი?
ჩემს ბავშვობაში ხარისხიანი ქართული თარგმანი დიდი იშვიათობა იყო,ამიტომაც ახლა განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდები და ვცდილობ, არც ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა არ გამოვტოვო. ბლოგზეც ხშირად ვწერ თარგმანებზე. შენი არ იყოს, მეც ეს შეგრძნება მაქვს – ქართულად კითხვის დანაკლისს ვინაზღაურებ.
ასაკს რაც შეეხება, რაკი მითოლოგიაა და ფენტეზი,შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ მოზარდებისთვის არის განკუთვნილი. მე ასე არ მგონია. ბუნებრივია, 15 წლის მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ ეს რაღაც მიჯნა არ არის – ჩემი ასაკის ხალხიც დიდი სიამოვნებით კითხულობს :)
ჰო, მეც აუცილებლად წავიკითხავ. =)
ასაკი იმიტომ ვიკითხე, რომ მაინტერესებდა, ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე თუ არის დაწერილი. =)
კი, ნამდვილად არის :) თან ქართულ მითოსს რომ უხდება, ისეთი გემრიელი ლექსიკაა…
ლილე და ფრთოსანი ლომები მქონდა წაკითხული, ნისლები დღეს დავასრულე ზუსტად :) ძალიან თბილად წერს და საინტერესოდ
თბილად და გემრიელად :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე, კოლეგა :)
ვინ მათხოვებს? :)
ჩემი სამი ნატო უკვე გავათხოვე… და, როგორც მამცნეს, იმ ოჯახში ტაციაობაა. კომპიუტერი, ინტერნეტი და ონლაინ-თამაშები ვისღა ახსოვს – წიგნებს გრაფიკით კითხულობენ თურმე.
წიგნის ფესტივალზე გახარებულმა ვიყიდე “ნისლებში და ნისლებს მიღმა”. თუმცა, მინდა გითხრათ საშუალო შთაბეჭდილება მოახდინა. სადმე მინდოდა ვრცლად დამეწერა და აქ ვარჩიე.
პირველ რიგში, წაკითხული მაქვს ლილეს შესახებ დაწერილი წინა ორი წიგნი. იმათაც ქონდათ თავისი მინუსები, მაგრამ პლიუსები და ის ფაქტი, რომ ქართულია მინუსებს აშკარად ჯაბნიდნენ. აი აქ როგორ მოხდა, არ ვიცი. არ მინდა ვინმეს შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ზედმეტად კრიტიკული ვარ. არა, არც “ბეჭდების მბრძანებელს” ველოდი და არც რაიმე მსგავსი ხარისხის ფენტეზის. დიდი სიამოვნება მომანიჭა ლილეს ისტორიამ და ველოდი მსგავს შთაბეჭდილებას. ამიტომაც, ვიყიდე ახალი წიგნიც. თანაც, მიხარია, რომ ასე თუ ისე ჩემი ფული კარგ საქმეში დაიხარჯა და იმედი მაქვს ჟანრის განვითარებას მოხმარდება.
გადავიდეთ თავად წიგნზე. მეწყინა, რომ ცენტრალური ფიგურა კვლავ ლილე არ არის, მაგრამ სხვა კარგი პერსონაჟების იმედით გავაგრძელე კითხვა. სტილი მწერალს ძალიან კარგი აქვს. პირველი თავი კი წიგნის პიკად მიმაჩნია. ძალიან კარგი ენითაა დაწერილი და ისტორიაც კრგად “შეყავს”. სასიამოვნოა, რომ საფუძველი კვლავ ქართულია, მაგრამ ეს რაიმე სიახლე არ ყოფილა. ასეთი იყო პირველი ორი წიგნიც და გაკვირვება ამ ფაქტს არ გამოუწვევია.
ერთი ძალიან დიდი მინუსი ჰქონდა წინა ორ წიგნს. პერსონაჟი წიგნში პერსონაჟს არ გავს. ალბათ ეს, ჩემი აზრით, ნატო დავითაშვილის მთავარი მინუსია. ვთვლი, რომ იგი ვერ ქმნის “პერსონაჟს”. წინა წიგნებში ყველა გმირი მსგავსია. იმდენად გამაღიზიანებლად მსგავსი, რომ სახელებიც კი გერევა. მწერალი ვერ გამახსოვრებინებს ვერავის. შექმნა ძალიან კარგი სახე – გმირი ვაჟკაცისა. ცუდი ისაა, რომ ყველა გმირი ამ ნიღაბს ატარებს. ეს ჩემი აზრით, ძალიან დიდი მინუსია. “ნისლებში” კი ეს მინუსი არ გამოსწორდა. ლილეს ნაკლებობა საერთოდ არ მიგვრძნია, რადგან ახალი ორი პერსონაჟი (ერეკლე და ნისლებში მცხოვრები ბიჭი) ზუსტი გამეორებაა ლილეს პერსონაჟის. ლილეს თანაშემწე გოგოს პერსონაჟიც კი გამეორებულია გვანცას სახით. ეს ბევრად მოსაწყენს ხდის კითხვას. როდესაც ვკითხულობ, მინდა განვიცადო პერსონაჟები. ამას კი ნატო ვერ ახერხებს. იმდენად იდეალურები და ერთმანეთის მსგავსები არიან წიგნის გმირები, რომ ძნელია რომელიმე გამოარჩიო ან შეგიყვარდეს.
ისტორია წინა ორ წიგნში უფრო საინტერესო მეჩვენა. აქ შედარებით დაჩქარებულია სიუჟეტი და ნაკლებად გსიამოვნებს კითხვა.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მინუსებზე უფრო მეტი ვილაპარაკე ვიდრე პლიუსებზე, მაგრამ – არა. ვაფასებ ამ მწერლის ღვაწლს და არ მინდა ჩემმა პოსტმა შეაფერხოს. უბრალოდ, ობიექტური კრიტიკა მემგონი მწერლის განსავითარებლად აუცილებელია. ვუსურვებ მას წარმატებას და კიდევ მრავალი წიგნის გამოშვებას. ავტორი აშკარად ნიჭიერია და შეუძლია ქვეყანაში ამ ჟანრის ფუძემდებლის სახელითად შევიდეს ისტორიაში. ვურჩევდი, უფრო გაიხსნას და მეტი ფანტაზია ჩადოს ნაწარმოებებში. ბოლოს და ბოლოს, ფენტეზია და მაქსიმალურად შეიძლება ფანტაზიის ჩართვა. გახსნას უფრო პერსონაჟები და მრავალი ტიპი შემოიტანოს. ძნელია, იკითხო ყველა ნაწარმოები მსგავს ადამიანებზე. შთაგონებისათვის, ვურჩევ წაიკითხოს მეტი ამ ჟანრის ნაწარმოები და მეტი მრავალფეროვნება შესძინოს წიგნებს.
პ.ს. კარგი იქნება თუ მკითხველები გამომეხმაურებით. ხომ იცით, ჭეშმარიტება კამათში იბადება.
უჰ :) მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის.
დარწმუნებული ვარ,ნატოს მკითხველები დისკუსიაში აგყვებიან. ეს ბლოგი სხვა არაფრისთვის შექმნილა. ჭეშმარიტების რა გითხრა, სადაც საქმე ლიტერატურულ გემოვნებას ეხება, ერთი და უაპელაციო ჭეშმარიტების მოძიება ძნელია, მაგრამ, ვფიქრობ,მშვენიერი ლიტერატურული განხილვა გამოვა.
ხო, ვრცელი გამომივიდა. თავად წაკითხული გაქვს ? მაინტერესებს, რას ფიქრობ იმ მინუსზე რაზე დავწერე.
პლიუსი აშკარაა. ძნელია ვერ შეამჩნიო მწერლის მშვენიერი წერის სტილი.
წაკითხული რომ არ მქონდეს, ამ პოსტს არ დავწერდი :)
შენს კომენტარს ზევით აჰყევი და მანდ წერია ამ წიგნზე ჩემი აზრი. პოსტის სახით.
თქვენს დისკუსიას ჯერჯერობით მოდერატორის პოზიციიდან დავაკვირდები. სხვა მკითხველსაც მოვუსმენ და საკუთარ აზრს (თქვენს არგუმენტებზე) მერე მოგახსენებთ.
შენ პოსტში ნაკლებად ჩანს განხილვა. უფრო მიმოხილვის სტილშია დაწერილი.
ვნახოთ, იაქტიურებენ თუ არა მკითხველები.
პოსტი ისე დავწერე, როგორც ვაპირებდი, გიო. განხილვის მიზანი არ მქონია. საკუთარი იმპრესიები გადმოვეცი. დეტალური განხილვა რომ დამეპირებინა (კრიტიკული წერილი, ანუ. პლიუს-მინუსების ჩამონათვალით) სხვა ტექსტი იქნებოდა.
ენივეი, ვფიქრობ, მაინც ცხადია, წიგნი წაკითხული რომ მაქვს :)
თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ ლიტერატურის ექსპერტის წოდებაზე პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, საკუთარ იმპრესიებზე ვილაპარაკებ. პირადად მე “ნისლებში და ნისლებს მიღმა” უფრო დახვეწილი მეჩვენება, ვიდრე “ლილე იროელი”. ის, რომ თხრობა დაჩქარებულია, ნაკლად ვერ ჩაითვლება – ზედმეტი დეტალიზაცია უფრო მოსაწყენი მგონია. პერსონაჟების მსგავსებას რაც შეეხება, აქ არ შეგედავებით – ლილეც და ერეკლეც იდეალური ტიპაჟები არიან და გარკვეულწილად ჰგვანან კიდეც ერთმანეთს, ოღონდ მათი დამახსოვრება და ერთმანეთისაგან გარჩევა ნამდვილად არ გამჭირვებია. რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნება, მათი ხასიათი ცოტა ნაკლებად სწორხაზოვანი რომ იყოს, მაგრამ როცა იგივე საკითხში ტოლკინი და როულინგი სცოდავდნენ, დიდად არავის გაუპროტესტებია (მოგეხსენებათ, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო :)).
მხოლოდ იმას დავამატებ, რომ რამდენიმე მოზარდი ვიცი, ამ წიგნებმა კომპს რომ მოწყვიტა და, დამეთანხმეთ, ეს ცოტას არ ნიშნავს :)
ლილე იროელი რომ უფრო მომეწონა, სხვა სუბიექტურმა ფაქტმაც ითამაშა როლი. სიახლე იყო – ახალი ქართული ფენტეზი, რომელიც ქართულ მითოლოგიას ეყრდნობა. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემი აზრით, ლილეს ისტორია უფრო საინტერესოდაა აწყობილი: ლომებშიც – რასები, ღმერთკაცები და ა.შ.
არა, ტოლკინს ნუ დავაბრალებთ, რომ სწორ–ხაზოვან და იდეალურ ტიპაჟებს ქმნის. ავიღოთ მაგალიტად “ჰობიტი”. წიგნის მთავარი გმირები არიან ბილბოსთან ერთად ჯუჯები, რომლებიც კეთილად არიან წარმოჩენილნი, მაგრამ როდესაც საქმე ფულზე და განძზე მიდგება, ხდებიან ძუნწები და ომსაც კი იწყებენ განძის გამო. სხვა რასები და პერსონაჟებიც ტოლკინის წიგნებიდან იდეალურები არ არიან და ყველას დასამახსოვრებელი სახე აქვს. “ჰარი პოტერზეც” ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი პერსონაჟები არიან. ჰარი, კი – ზედმეტად იდეალურია.
ერთადერთი წიგნი, სადაც ტოლკინმაც ამ მხრივ “შესცოდა”, ჰურინის შვილებია, სადაც ზუსტად “ლილე–ერეკლეს” ტიპაჟებით გატენა წიგნი და საბოლოოდ ამიტომაც გამოვიდა ბევრად ნაკლები დონის ვიდრე “ჰობიტი” და “ბეჭდების ბრძანებელი”.
განსხვავებული და არა სწორხაზოვანი პერსონაჟების კარგი მაგალითია ჯორჯ მარტინის “A song of ice and fire”.
პ.ს. ძალიან კარგია, რომ ბავშვები კომპიუტერებს მოწყვიტა. გაყიდვებით არ ვიცი რამდენად პოპულარულია, მაგრამ ქართველის ამ მხრივ წარმატება ჩემთვის პირადად სასიამოვნოა.
ვნახოთ რას იზავს მომავალში ნატო დავითაშვილი. იმედი მაქვს, ამ ნაკლებსაც (ჩემი აზრით) გამოასწორებს და კიდევ ბევრ და უკეთეს ნაწარმოებს შემოგვთავაზებს.
მე მაინც მოდერატორი ვარ და წესით, კამათში დიდად არ უნდა ვერეოდე, მაგრამ რამდენიმე სიტყვას მაინც დავწერ.
იდეალური ტიპაჟების შექმნა, პირადად მე, დიდ ტრაგედიად და შეცდომად არ მიმაჩნია. ეს ხომ ფენტეზია და არა იაპონური პროზა, ყველა გმირი უკიდურესად რეალისტური იყოს.
იდეალური გმირები ტოლკინსაც ჰყავს და როულინგსაც. ელფი ლეგოლასი მაგალითად, არაგორნი, ელრონდი, ძმები უიზლები, ნევილი…
არც ჰურინის შვილები მიმაჩნია წარუმატებელ წიგნად. ნაკლებად ცნობილი, კი ბატონო. წარუმატებელი არა მგონია.
საბოლოო ჯამში, ეს მწერლის გადასაწყვეტია – პერსონაჟებს როგორ ჩამოქნის. იქნებ და ნატოს ზუსტადაც რომ იდეალური გმირების გამოძერწვა უნდოდა? სამაგიეროდ, ჩვენ -ანუ მკითხველს, უფლება გვაქვს, ავარჩიოთ – მოგვწონს თუ არა…
მართალი ხარ. მე, როგორც მკითხველს, არ მომწონს იდეალური გმირები. ლილეს იდეალურობა მივიღე, რადგან მაინც წიგნიც და პერსონაჟებიც სასიამოვნო სიახლე იყო, მაგრამ ერეკლეს და მეორე ბიჭის სახით განმეორება მოხდა. ანუ, ისევ ძალიან მსგავსი პერსონაჟი ვნახეთ, ვისი ისტორიაც კი ძალიან გავს ლილესას.
ჩემთვის, მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ფენტეზი შეიძლება იაპონური პროზა არაა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ძმები გრიმების ზღაპრის იარლიყი ავარტყათ. ელფები და ტოლკინის სხვა რასები ძალიან სახასიათო პერსონაჟები არიან. ყველას აქვს რაიმე საინტერესო და სახასიათო ნიშანი. ყველა რაღაცით გამორჩეულია, რაღაც მინუსი აქვს.
მწერლის გადასაწყვეტია არა მხოლოდ პერსონაჟები არამედ ყველაფერი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია – გავარჩიოთ და გავაკრიტოთ მწერლის არჩევანი.
შეცდომა ლიტერატურაში ცუდი ნათქვამია. მე ჩემ აზრზე ვრჩები. შემდეგი წიგნებისგან ველი განსხვავებულ მთავარ პერსონაჟებს. ერეკლეს და ლილეს რომ თავი გავანებოთ, თეკლე და გვანცაც ძალიან გვანან ერთმანეთს. თუმცა თეკლა უკეთეს პერსონაჟად მიმაჩნია.
საერთოდ მოთხრობაში უკეთესიშთაბეჭდილება მოახდინა ნისლებში განვითარებულმა ამბებმა. მოხუცი ანანიას პორტრეტი ალბათ საერთოდ საუკეთესო იყო წიგნში. რაღაც სიახლე შემოიტანა და ჩემთვის ერთადერთი დასამახსოვრებელი ტიპაჟი შექმნა. მისი თანაშემწე პატარა ბიჭი კი ძალიან დაჩაგრულია. არ დარჩა საკმარისი დრო თავის გამოსავლენად და ეგეც ლილესა და ერეკლეს კიდევ ერთ გადამღერებად მიმაჩნია.
პ.ს. პერსონაჟთა მრავალფეროვნების იდეალურ მაგალითად ფენტეზიში, ვიმეორებ, ჯორჯ მარტინის ტომეულები მიმაჩნია.
პერსონაჟთა მრავალფეროვნება ყველა მწერლისთვის უდავოდ დიდი პლიუსია, მაგრამ როცა ქართული ფენტეზის პირველ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, ალბათ, აჯობებს, თუ სწორებას მაინცდამაინც მარტინზე არ გავაკეთებთ… ისე, ჯანსაღი კრიტიკა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ პლიუსები ბევრად მეტია… მახარეს პერსონაჟი რატომღაც არ მომეჩვენა დაჩაგრულად :), ლილესა და ერეკლეს გარკვეულ მსგავსებას კი გადამღერებად ნამდვილად ვერ ჩავთვლი… დარწმუნებული ვარ, ლილე ისევ დაგვიბრუნდება და ბევრად უფრო დახვეწილიც იქნება… თუმცა მე ლილეც, ერეკლეც, გვანცაც და თეკლაც ახლაც ძალიან მომწონს.
არა, ამ წიგნებს ძალიან ვაფასებ და მემგონი ყველა წინა პოსტშიც მიწერია ეს. მარტინს არ ვადრი. უბრალოდ, მაგალითი მომყავს, რომ აუცილებელი არაა იაპონიური პროზა ან რუსული კლასიკა მრავალფეროვნებისათვის.
მინუსებზე აქცენტი კი იმიტომ გავაკეთე, რომ კამათი ამ თემაზე დაიწყო, თორემ პლიუსები მემგონი ყველანი ვაღიარებთ.
წინა პოსტებშიც ავღნიშნე, რომ ძალიან ვაფასებ ამ პირველ ნაბიჯებს.
მარტინს არ ვადრი ნატოს. მე ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ ზევით აღინიშნა ფენტეზია, იაპონური პროზა კი არაო.
მინუსებზე ყურადღების გამახვილებას რაც შეეხება, იმიტომ მოხდა რომ კამათი სწორედ მინუსებზე დაიწყო. თორემ პლიუსებიც ავღნიშნე ზემოთ.
shegidzliat mitxrat ra girs es cigni? da sad iyideba ? biblusshi ikneba?
ყველა მსხვილ მაღაზიაში იქნება. მათ შორის, ბიბლუსშიც.
ფასი ზედვე აწერია – 19.90 GEL
me meri popinsdze vitxvi. me es naacarmoebi dzalian momecona, tumca ar velodi ase ubralod damtavrebas. amis gamo gakvirvebuli davrchi.
me var nanuka kikalishvili da minda shemogiertdet saubarshi. me eg cignebi ar macvs cakitxuli, me girchevt caikitxot meri popinsi , pepi grdzelcinda, anano da kikis tavgadasavali da bidzia tomas coxi
vitom ratom ar mpasuxobt isedac vdzlivs gavige rogor aris cerilis mand gamoshveba. kargit dagacdit
es suratebi mand rogor dadet.
ნანუკა ან სალომე (ან ორივე ერთად) ბლოგზე პირველი კომენტარი მოდერაციას საჭიროებს.ამიტომაც შეყოვნდა გამოქვეყნება.
თუ აქაურობას თვალს გადაავლებთ და ცოტა ლოგიკასაც მოიშველიებთ, უთუოდ მიხვდებით, რომ თქვენს მიერ რეკომენდირებული წიგნები დიდი ხნის წაკითხული გვაქვს.
სურათები დავდეთ ისე, როგორც ეს, ჩვეულებრივ, ვორდპრესის ბლოგზე ხდება.
ეს ავტორიც ახალია ჩემთვის, აი, თეთრ ეშვს დავამთვარებ და ჩავუჯდები:)
ლონდონს კითხულობ, ლუკა? მერე როგორია? მოგწონს?
ნატოს სამი წიგნი აქვს და რატომღაც მგონია, სამივე მოგეწონება.
მომწონს:) ისე დიდხანს შევყოვნდი, სანამ დავიწყებდი, მთელი ზაფხული ჰარის და ლინდგრენს ვკითხულობდი, მოვრჩებოდი და თავიდან ვიწყებდი. ახლა რაღაც ახალი მომინდა. თან უკვე ვისწავლე, რომ კარლსონის გადაკითხვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ნეტა ვინ მასწავლა?:)
შინ გასწავლიდნენ, ალბათ :)
ara, blogze:)
დიდი პატივია ბლოგისთვის :)
[...] როგორ გამიხარდა, კოლხური ცული “ნისლებში და ნისლებს მიღმა“-ს რომ [...]