“აქ, ჯოისის წარმოსახვაში, 1886 წლის მაისში დაიბადა ლეოპოლდ ბლუმი – მოქალაქე, მეუღლე, მამა, მოხეტიალე, ოდისევსის რეინკარნაცია” – დუბლინის ერთ–ერთ ქუჩაზე, აგურით ნაშენები სახლის მემორიალურ დაფაზე ამ სიტყვებს რომ ამოვიკითხავთ, ზღვარი სინამდვილესა და ლიტერატურას შორის ისე ფერმკრთალდება, აღარც გვახსოვს, რომ საუბარი რეალურ ადამიანს კი არა, ჯეიმს ჯოისის საკულტო პერსონაჟს ეხება.
წიგნი, სადაც ავტორმა ლეოპოლდ ბლუმი დაასახლა, არც მოდური რომანია და ვერც ფართო მასებისთვის ესოდენ საყვარელ რომელიმე ჟანრს მიაკუთვნებთ, მაგრამ ძნელად იპოვით ქვეყანას, სადაც მას ერთგული თაყვანისმცემელი არ ეყოლება. თითქმის საუკუნის წინ დაწერილი მოდერნისტული ლიტერატურის შედევრი დღესაც უაღრესად თანამედროვე, XXI საუკუნის შესაფერ ტექსტად აღიქმება. “ულისე” ქრონოლოგიური ჩარჩოების მიღმა არსებობს და დრო უძლურია მის წინაშე…
ბავშვობაში ჯოისის საყვარელი გმირი ოდისევსი ყოფილა და ალბათ, მაშინდელი იმპრესიების დამსახურებაც არის, რომ ირლანდიელი გენიოსის მესამე და ყველაზე ცნობილი რომანი ჰომეროსის “ოდისეის” უზადო გემოვნებით შესრულებული ალუზიაა. მწერლის მშობლიური ქალაქი – დუბლინი – მთელი სამყაროა, სადაც თანამედროვე ოდისევსი – წარმოშობით ებრაელი სარეკლამო აგენტი ლეოპოლდ ბლუმი, ირლანდიელი პენელოპე და ტელემაქე – მოლი ბლუმი და სტივენ დედალოსი ცხოვრობენ.
“ულისეს” სამართლიანად მიიჩნევენ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ნაწარმოებად. სახელგანთქმული “ცნობიერების ნაკადი” , ალუზიებით, პაროდიებით და რემინისცენციებით დახუნძლული ტექსტი, რომანის უკიდურესად რთული სტრუქტურა – არადა, მოქმედება ერთ დღეს, 1904 წლის 16 ივნისს ხდება. თარიღი ავტორს შემთხვევით არ შეურჩევია – ასე უკვდავყო მომავალ მეუღლესთან, ნორა ბარნაკლთან პირველი პაემანი.
ნაწარმოების სიუჟეტის გადმოსაცემად რამდენიმე სტრიქონიც იკმარებს, თუმცა აქ მთავარი ამ ერთი დღის ქრონიკა არ არის – თითქმის შვიდასგვერდიან ტექსტში აღწერილ 18 საათს ყველა სათავისოდ კითხულობს და დუბლინის ქუჩებში მოხეტიალე საკუთარ ულისეს პოულობს. ეს არის თავშესაფარი, სადაც ყველასთვის მოიძებნება ადგილი, სადაც გზადაბნეულ სულებს ნავსაყუდელი და სწორედ ის სამყარო ელოდებათ, რომელსაც დაეძებენ…
ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავიხსენე ნაწარმოები, რომლის სახელობის დღესაც
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასეთი შესაშური ერთსულოვნებით აღნიშნავენ. მსგავსი პატივი მხოლოდ “ულისეს” ხვდა წილად – 1956 წლის 16 ივნისს, ხუთი ადამიანის მიერ მარტელოს კოშკიდან ბარნის პაბამდე განვლილი სიმბოლური გზა ბლუმსდეის აღნიშვნის პირველი და ერთობ მოკრძალებული მცდელობა იყო, 1982 წლიდან კი, როდესაც ავტორს ასი წელი შუუსრულდა, გენიალური რომანის დღეს ბევრად მასშტაბურად ზეიმობენ. 16 ივნისს, ბლუმსდეის, საკუთრივ დუბლინის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ეხმიანებიან. ისინი, ვინც ამ დროს ირლანდიის დედაქალაქში მოხვედრას ვერ ახერხებს, პაბებში იკრიბებიან და “ულისეს” კითხულობენ. დუბლინში კი თაყვანისმცემლები ლეოპოლდ ბლუმის და სტივენ დედალოსის მარშრუტს იმეორებენ. იმეორებენ და, დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს არ შორდება შეგრძნება, რომ „მასთან ერთად მისი სული მიაბიჯებს…“
P.S. ჯოისს პოპულარობა არც საქართველოში აკლია, თუმცა ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ჩვენთან 16 ივნისს ფართოდ და მასშტაბურად არ აღნიშნავენ. ამის საკომპენსაციოდ დღეს ჩემი ბლუმსდეი მოვაწყვე – ჩანთაში ნიკო ყიასაშვილის თარგმნილი, გაცრეცილი “ულისე” მედო, ყდაზე დავით კაკაბაძის კომპოზიციით და დროდადრო განსაკუთრებით საყვარელ ადგილებს ვკითხულობდი.













კიდევ ერთხელ გილოცავ, მოლი <3
მადლობა, ანი :)
ლოცლოცლოც
რა საყვარლობაა :)
მოლ, როგორ ხარ? :*
არა მიშავს, მაცო :) ქალაქგარეთ ვიყავი, ახლახანს ჩამოვაღწიე, დაღლილი კი ვარ, მაგრამ საშინლად კმაყოფილი :)
შენ როგორ ხარ?
მოლი, მომინდა 16 ივნისის აღნიშვნა, უზომოდ მომინდა და მერე კალენდარმა მამცნო, რომ დავაგვიანე.
ძალიან კრგი პოსტია, როგორც ყოველთვის
რაკი შენ აქ გხედავ, ფსიქე… :) მადლობა :) ისე, შავი გინესი და იტალიური ყველის ნაჭერი არ იქნებოდა ურიგო :)
მოლი, აქაც გილოცავ.
უნდა ვაღიარო, ულისე არ წამიკითხავს. შესაბამისად არც შენი თიკუნის წარმოშობა და მნიშვნელობა ვიცოდი. მიხარია, რომ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია შევიტყვე შენი ბლოგიდან და კიდევ ერთი კარგი წიგნის წასაკითხად განმაწყვე.
პ.ს. შენ ნამდვილად არ უნდა გრქმეოდა სხვა მეტსახელი :)
მადლობა, ტაბუ :)
სულაკაურის გამომცემლობა ახალ და სრულ “ულისეს” გვპირდება (დიდი ხანია, გავწყდი ლოდინით, მაგრამ, იმედია, მალე გამოუშვებენ) და შენც ახალი წაიკითხე :)
ჰო, ჩემს სახელს კონკრეტული და საფუძვლიანი მიზეზები აქვს :)
მადლობა ინფორმაციისთვის – აღარ შევუდგები ძველი გამოცემის ძიებას :)
ძველი მეც შემთხვევით ვიპოვნე, ბუკინისტებთან. არადა, დიდი ხანია, ვეძებდი. თან, ქართულად, მხოლოდ პირველი ნაწილია ნათარგმნი.
უი, მართლა? ანუ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ახალ გამოცემას წავიკითხავ…
ახალს, სრულს და ძველზე ბევრად უკეთესს…
ყიასაშვილის თარგმანი ძალიან კარგი იყო. მეორე ნაწილი კი საუნჯეში იბეჭდებოდა, მგონი. წიგნად მეც მარტო 1 ტომი მაქვს.
ახლა ჯოისს არ ვადარებ, მაგრამ ჩემი ნიკის წარმოშობაც არ იცის ხალხმა :(
:)
კი, მხოლოდ პირველი ნაწილია. დანარჩენები “საუნჯეში” -აბსოლუტურ ინფორმაციას ფლობთ, მილორდ :)
მე ვიცი :) და მგონია, ბევრმა იცის :)
ჯოისი ჩემთვის ის მწერალია, რომელიც, ზუსტად ვიცი, მიუხედავად იმისა, წაკითხული მაქვს თუ არა, თავიდან აუცილებლად უნდა წავიკითხო, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ – ვერასდროს ამოვწურავ.
მოლი შენეულ აღქმაში ძალიან ბევრი მეცნო, ბევრიც ახლებურად დავინახე. მოკლედ ჯოისთან მიახლოების სურვილი ისევ აღმიძრე. რა კარგია.
მადლობა, ნატო :) პროფესიონალი მწერლისგან ამის მოსმენა ორმაგად სასიამოვნოა.
ულისე მეც ამოუწურავი მგონია. ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, წაიკითხო და თქვა, აქ აწი ჩემთვის ახალი არაფერი იქნებაო.
ახალ ულისეს ველოდები. ბევრად უკეთეს თარგმანს გვპირდებიან…
ჰო, ზუსტად ახალ ულისეს ველოდები მეც. დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას აგროვებს ადამიანი, შესაბამისად ულისეში მეტ მეტაფორასა და ალეგორიას დაინახავს. და რადგან ცოდნის შეძენა უსასრულოა, ულისეს აღმოჩენაც დაუსრულებელია…. იმდენად უკიდეგანოდ მეჩვენება, ხანდახან ისიც კი მაოცებს – როგორ ჰქონდა სამყაროდ ქცეული ერთი გოჯი მიწა და და ერთი დღე ჯოისს მისხალ-მისხალ გააზრებული.
ჯოისის ცნობილი ფრაზაა, ნატო – “დუბლინი პირისაგან მიწისა რომ აღიგავოს, მისი აღდგენა ჩემი წიგნის მიხედვით მოხერხდებაო”. იშვიათი დეტალიზაციით და სიზუსტით არის აღწერილი.
არადა, “ულისეს” დუბლინში არ წერდა. ქალაქის მეგზურს და 1904 წლის 16 ივნისის გაზეთს იშველიებდა თურმე :)
სახარება, მითოლოგია, ანტიკური ლიტერატურა, იმ დროისთვის არსებული ძირითადი ლიტერატურული მიმართულებები… 18 ეპიზოდია და თვრამეტივე სხვადასხვა ენით და სტილით არის დაწერილი. ბუნებრივია, ცოდნის დაგროვებასთან ერთად “ულისეში” რაღაც ახალს, აქამდე შეუმჩნეველს პოულობ. ამიტომაც არის უნივერსალური და პრაქტიკულად, უსასრულო.
მგონი, მეორე პოსტს ვწერ :)
კარგად წერ მერე :)))
გამახარე :)
მეც გილოცავ მოგვიანებით.
ისე მე შენი დაბადების დღე მეგონა, ფბ-ზე რომ ვნახე.
ხო მეტყობა რომ ულისე წაკითხული არ მაქვს.:დ
საერთოდ მე და ჯოისს არ გვიყვარს ერთმანეთი. შეიძლება ოდესმე შევიყვარო, არ ვიცი:)ჯერჯერობით შეყვარების ოპერაცია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
ჩემი დაბადების დღეა :) არ შემცდარხარ :)
შეყვარების ოპერაციას ხელოვნურად დაჩქარება არ სჭირდება. ჯოისი აუცილებლად შეგაყვარებს თავს :)
ულისეს არ დაეტაკო ეგრევე – დუბლინელები +1
დუბლინელები შანსი არაა, არ მოგეწონოს.
იმჰო :)
მეც ვისარგებლებ ამ რჩევით :)
ფინეგანის ქელეხია კიდევ :)
ქელეხი არ წამიკითხავს.
მხატვრის პორტრეტია კიდე – დედალოსზე… ეგ არც ისე რთულია, როგორც ულისეა და არც ისეთი გემრიელი, როგორც დუბლინელები… ამიტომაც არ მევასება. :)
საერთოდაც უილიამი მირჩევნია ჯოისს.
ქელეხი კარგია.
მხატვრის პორტრეტი რომ არსებობს და დედალოსის ამბავში “ულისეს” წინათქმა რომ არის, ეს ბევრმა არ იცის, ლორდ :) ჩემი აპლოდისმენტები!
შექსპირი თუ თეკერეი?
ეგ რა არჩევანია? :) სახრჩობელა თუ გილიოტინა?
უილიამ ფოლქნერი.
ჰოდა არ მევასა :( გადავიკითხავ მერე, იქნებ ახლა მომეწონოს.
აჰ, არა… ხმაური და მძვინვარება, სოფელი, ქალაქი…
ჯოისს ვარჩევ უპირობოდ.
ფოლკნერს სადღაც ავცდი.
წლის საუკეთესო მოლოდინი პოსტი :დ
ველოდი რომ რაღაცას აუცილებლად დაწერდი, უბრალოდ წუხელ ვერ ვნახე, ცოტა თავი მტკიოდა და ვერ დავჯექი კომპზე, მარტო მობით შემოვედი ფესზე…
მინდა გითხრა, “ულისე” ბოლომდე დამთავრებული არ მაქვს, არადა სავალდებულო იყო, მაგრამ ისე მოხდა, სტუდენტებმა “ვითაღლითეთ” და ლექტორს სხვა ნაწარმოები მოვთხოვეთ. სიმართლე გითხრა, 18 წლის ასაკში მართლა ძნელი გასაგები იყო ჩემთვის. მერე უკვე მოგვიანებით “დუბლინელები” წავიკითხე და ავღფრთოვანდი… მინდა, აი ძალიან მინდა ქართულად “ულისე”, :დ :* ბუკინისტებში სადმე ვიპოვი
კიდევ ერთხელ გილოცავ :*
ახლა როგორ ხარ, ქევან? გაგიარა თავმა?
ამბობენ, ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე “ულისეს” მხოლოდ სამ თავს აძლევენ სტუდენტებსო. მთლიანად სწავლას არავინ რისკავსო.
მადლობა, მადლობა :)
მარჯანიშვილზე რომ ბუკინისტების დიდი მაღაზიაა, იქ ჩნდება დროდადრო ულისე და თუ მოხვდი მანდ, შეათვალიერე. და იმედია, ახალსაც გვაღირსებს სულაკაური.
მადლობა მოლ, წამალი დავლიე და გამიარა…
ჰუმანიტარულზე ხომ, მაგრამ მე სანამ უნივერსიტეტში მოხვდებოდი, მანამდე კოლეჯში ვიყავი თარჯიმნის სპეციალობაზე, ხოდა იქ სავალდებულო საგანი იყო – საზღვარგარეთის ლიტერატურა.
ხელოვნებათმცოდნეებს ლიტერატურა ნაკლებად მოეთხოვებათ.
მარჯანიშვილზე? აუ, მგონი ვხვდები სადაც… მივალ კვირას ^_^
შენი კოლეჯი უკვე ძალიან მომწონს :)
იცი, სად არის? მეტროდან მიხეილის საავადმყოფოს მიმართულებით რომ მოძრაობ. ნოკიას ყოფილ ოფისს უნდა გაცდე და იქვეა. ძალიან ბევრი ძველი წიგნია, თან ისეთები, სხვაგან რომ არ შემხვედრია.
დიდუუუუ დაუწერია :(
მე მეგონა არ გეცალა :)
მარა ჩემს პოსტს მაინც არ წავშლი :)
კაფეში, დესერტის მოლოდინში ვწერდი :)
რას ამბობ, რატომ უნდა წაშალო? :) ახლავე გესტუმრები :)
არ წაშალო ლორდ, შენიც საინტერესოა… რაც მთავარია ორივემ ისე შეავსეთ თქვენი პოსტებით ულისე, რომ კაი გემრიელი რეცენზია გამოვიდა :დ თუ როდისმე ხელახლა გამოუშვებენ, ორივეს პოსტს ვისურვებდი რეცენზიის ადგილზე :დ მართლა, მართლა
საინტერესოც იყო და ძალიან კარგიც :) ახლა წავიკითხე. ლორდი მაინც ლორდია :)
я еще не волшебник, я только учусь :)
ეგ პოსტი საერთოდ ლეოპოლდ ბლუმზე იყო და ჯერ არც იყო გამოსაქვეყნებლად დამთავრებული :) გუშინ გვიან ჩავუჯექი და გადავაკეთე :)
ნუ მოლიმ იცის, რატომაც :)
ვიცი :) მაგრამ მაინც ძალიან კარგი გამოვიდა.
პირველ ბლუმსდეიზე ხუთი კაცი მახსოვდა მე. თურმე ექვსი ყოფილა…
ო’ბრაიანი რატომღაც სურათზე არაა :) არ ვიცი რატომ.
მოერიდა ალბათ :) თან მაგ დროს ფავორში არ იყო ჯოისი, ეზ აი ნოუ.
ჰო ბლუმსდეის რაც შეეხება – ყველას გვაქვს ეგ ბლუმსდეი.
და არც ისაა საჭირო, დუბლინში ცხოვრობდე მაინცადამაინც.
ბლუმი სინამდვილეში საკუთარ ქვეცნობიერში დაბოდიალობს და არა დუბლინის ქუჩებში – ამი გაკეთება კი თბილისშიც შეიძლება. :)
absolutely so!
ისე, რა მაგის პასუხია და საკუთარ ქვეცნობიერში ბოდიალი ყველაზე საინტერესოა :)
პრინციპში, სხვისიც არანაკლებად…
ეჰ, სხვისაში ბოდიალი მოხოლოდ ფროიდს შეეძლო :) და მის მოწაფეებს.
მითუმეტეს საინტერესოა…
[...] ეს კიდევ მოლი ბლუმის თვალით დანახული ლეოპოლდ ბლუმის ოდისეა [...]
ხმაური და მძვინვარება სასწაულია :)
ჩემი მეორე ბლოგისთვის სახელსაც კი დავესესხე :)
სხვებიც კარგია რა თქმა უნდა… იგივე აბესალომ, აბესალომი, ეგ ტრილოგია სოფელი, ქალაქი და ასაბნიაკ როგორაა…
თუმცა ხმაური და მძვინვარება სულ სხვაა.
ჩემს ტოპ-50ეულში უპირობოდ უკავია ადგილი.
ხმაური და ვუვუზელა :)
მე ავცდი :( იქნებ, ოდესმე გადავიკითხო და აზრი შემეცვალოს.
ყოველ შემთხვევაში, შენი შეფასება რომ ყურადსაღებია და გავითვალისწინებ, ფაქტია.
კაი. მე მხატვარს გადავიკითხავ შენ მძვინვარება წაიკითხე და მერე შევაჯამოთ :)
სალომეაა მაგის ფანი.
ერთხელ დავუწერე, ფოლქნერი დეტექტივებს წერდა-თქო და კინაღამ თავისი ბლოგის კარი ჩამიკეტა :)
შევაჯამოთ :)
დეტექტივი “მდარე” ჟანრია?
თან შენ ჰაიჰარად არ იტყოდი, ლორდ.
აი თურმე ვინ ყოფილა “მოლი ბლუმი”. ვუერთდები მოლოცვას :) ულისე ჯერ არ წამიკითხავს, ამ ზაფხულს ვაპირებ ჰომეროსის გაცნობას და იქნებ სამომავალგაზაფხულოდ ჯოისიც მოვიხელთო. :)
წაკითხვის წინ ამ პოსტს დაგავხედავ აუცილებლად, ეგ კი ვიცი :)
ჰომეროსს :ულისეს” თუ შეუწყვილებ, როდე, საინტერესო ექსპერიმენტი გამოგივა :)
მადლობა მადლობა :)
შენი თემა წავიკითხე, შთაბეჭდილებები კი დაგიტოვე ბლოგზე, მაგრამ აქაც გეტყვი, რომ ძალიან მომეწონა. კარგად დაწერილი იყო (ამას ველოდი ისედაც) და ორიგინალური.
ისე მართალი ხარ, მაგრამ ერთგვარი კომპლექსი მაქვს მაგ წიგნის და მგონია რომ, მხოლოდ შესაბამისი განვითარების საფეხურზე შევძლებ გაგებას და ახლა ვერაფერს შევიცნობ, რავიცი…
მადლობა მოლი, მეც აქაც გეტყვი [კომენტარების ეს სისტემა ბრწყინვალეა!], გამიხარდა რომ მოგეწონა :)
წიგნი, როდე, თუნდაც გენიალური, მხოლოდ და მხოლოდ მკითხველისთვის იწერება. შენ მკითხველი ხარ, ამიტომ მშვიდად წაიკითხე და თუ არ მოგეწონა, მაგაზეც ნუ იდარდებ – გადადე და მოგვიანებით, როცა მოგინდება, მიუბრუნდი :)
მართლა ძალიან კარგი იყო :)
მართალია :) ასეც მოვიქცევი მაშ ;)
D’accord :)
ჩემს საყვარელ ბლოგერს მეც ვულოცავ მოგვიანებით დაბადების დღეს! :) კარგია რომ დღეს დრო მქონდა და ბლოგოსფეროში შემოვიხედე.. :)
უღრმესი მადლობა :) ორმაგად სასიამოვნოა, ამას ძალიან საინტერესო ბლოგის მეპატრონე რომ გეუბნება :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლი ბლუმის ბლოგზე :)
დიდი დიდი მადლობა! :)
პირიქით, მადლობა შენ :)
დიდი მადლობა! :) დამაბნიე, მოლი, ნამდვილად აღარ ვიცი ჩემი ბლოგის ასეთ შეფასებაზე რა გიპასუხო .. ჯერ კიდევ დასახვეწია ბევრი რამ და ჩემი შეცდომების ამბავიც სხვებზე უკეთ მოგეხსენება.. ;)
ერთი ის, რომ ბლოგი ბლოგია და არა ნიუ-ოირკ ტაიმსი, შესაბამისად, მუდმივ დახვეწას საჭიროებს და ამაში უცნაური არაფერია :)
მეორე – სანამ წერას დავიწყებდი, ბლოგოსფეროს მკითხველი ვიყავი. ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ბლოგზე ვარ ნამყოფი და ზუსტად ვიცი, რომ ქართულ ბლოგოსფეროში ხარისხიანი არტ-თემატიკის და ზოგადად, ხარისხიანი კონტენტის სერიოზული დეფიციტია. შენ ძალიან საინტერესო რაღაცებზე წერ. ამიტომაც ყოველთვის გკითხულობ.
ძალიან საინტერესოა ჩემთვის შენი ბლოგის კითხვა,ბევრი სიახლეე.. ბევრი საინტერესო ამბავი,შესანიშნაივია ^^
როგორ მიყვარს, მკითხველი ამას რომ მწერს :) საინტერესო სიახლეები :) ესეიგი, ტყუილად არ ვწერ :) მადლობა, ანა :)
ქონან-დოილზე რომ ვამზადებდი პოსტს, მაშინ ვნახე ჩემდა სასიხარულოდ რომ ბევრი მკვლევარი მიჩნევს რომ ფოლქნერს აქვს თავისი წვლილი დეტექტივის განვითარებაში… ამ ჯანრს დიდი მწერლები არ აკლია, მაგრამ კიდევ ერთი ზედმეტი არაა :)
იქ ნახსენები რამდენიმე ნაწარმოები მოვძებნე და წმინდა დეტექტივებია – ერთი აშკარად ჰოლმსიანასთნაა გადაძახილი – მკვლელს პოულობენ თამბაქოს კვამლით – ჰოდა ჰოლმსი გეხსომება სულ მაგით ამაყობს 200 რაღაცა თამბაქოს ვარჩევ ერთმანეთისგანო და წიგნიც დავწერეო. ;)
რექვიემი მონაზონისთვის – ასევე დეტექტივია, მერე კამიუმ პიესად გადააკეთა.
და რაზეც სალომეა გამიბრაზდა – “აბესალომ, აბესალომი” :) ფაბულა ისაა, რომ კვენტინ სატპენი პოლკოვნიკ სატპენის მიერ ჩადენილ (თუ არ ცადენილ) მკვლელობის საქმეს იძიებს. დეტექტივია მა რაა :) ავანგარდისტული, რთული, სიმბოლოებით დატვირთული და ფროიდისტული, მაგრამ მაინც დეტექტივი.
ხომ ვამბობდი, ჰაიჰარად არაფერს იტყოდი მეთქი…
მერე რა, რომ ავანგარდისტულია, რთული და სიმბოლოებით დატვირთული. მასე, ბრედბერისაც აქვს რამდენიმე “ნუარი”, რომ წაიკითხავ და გული გაგისკდება, მძიმე და რთული, მაგრამ მაინც დეტექტივია.
მოკლედ, ფოლკნერის თავიდან გაცნობას ვიწყებ შენი კომენტარებით. იქნებ, მართლა გადავიკითხო ::ჩაფიქრებულიმოლი:
shame on me დავიწყე და მივატოვე
მაგრამ
წავიკითხავ
მოგვიანებით გილოცავ ამ დღეს:)
მადლობა :)
ეს წიგნი სახლში მიდევს რა ხანია! არადა, რა სულმოუთქმელად ვეძებდი და რა გამწარებულმა, ბოლო თეთრებით ვიყიდე?! ვიწყებ და იმდენად მეშინია რომ ვერ გავიგებ, რომ ეგრევე ვწყვეტ კითხვას. ყველა რჩევა გავითვალისწინე, რაც წინასიტყვაობაში მირჩიეს. იმედი მაქვს ამ ზაფხულს მაინც არ გავფლანგავ ამ წიგნის გარეშე!
მოდი, ჩვენც მოვაწყოთ ხოლმე ეს დღე. სოცქსელი რომ გვაქვს იქ გავაჟღეროთ და ვისაც უნდა კი მოვიდეს. (აი, მე რომ პაბი მექნება, იქ ისედაც იარსებებს ეს დღე ):D
ახალი გამოცემა იქნება მალე… მეც, ჯერჯერობით, ძველი მაქვს. გაცრეცილი და უსაყვარლესი.
წელს რაღაც მსგავსი კი იყო ბლოგზე, მაგრამ გაისად უფრო მასშტაბური გავაკეთოთ :)
შენი პაბის მუდმივი სტუმარი ვიქნები ) მიყვარს პაბები :)
ეჰ, პაბი როდის მექნება არ ვიცი, მაგრამ ჩემიც კარგა გვარიანად გაყვითლებულია ბუკინისტებთან დებით.
ეს იმ მწერალთაგან ერთადერთია, რომლებმაც ერთი ხსენებით მოიპოვეს ჩემი დიდი აღტაცება. ალბათ მაგიტომაც მეშინია არ დამენგრეს ეს აშენებული წარმოსახვა.მაგრამ ეველინამ ისეთი რკინა-ბეტონით შემოსაზღვრა, არ მგონია ეს მოხდეს :)))
არა მგონია, დაგენგრეს. პირიქით. უკვე შენი ჯოისი გეყოლება… ბევრად საინტერესო და ცოცხალი. არაფერია მაგ წიგნში გაუგებარი და მითუმეტეს, საშიში. მათემატიკური ამოცანა ხომ არ არის, ერთადერთი სწორი პასუხი ჰქონდეს. ყველა სათავისოდ იგებს და ეს არის ნამდვილი შედევრის უტყუარი ნიშანი.
:) რომ დავასრულებ, აუცილებლად დავწერ აქ კომენტარს :)
უკიდურესად საინტერესო კომენტარი იქნება… დისკუსიასაც გავაჩაღებთ :) არ დაგავიწყდეს, ოღონდ…
არა, როგორ მეკადრება :)
მშვენიერია :) შევთანხმდით :)
“ულისეს” ერთერთი თაყვანისმცემელი
სასიამოვნოა :)
ჯოისი გადაბრუნდებოდა საფლავში ხარხარისაგან, ულისე რომ გონიათ რაიმე ფინეგანის სამძიმართან შედარებით.
სამწუხაროა , რომ ქართულად წანაკითხი აქვთ ადამიანებს ულისე და თავი ჰგონიათ ჯოისის თაყვანისმცემლად.
ვის ცემთ თაყვანს ის მაინც იცოდეთ ..
ერთი, რომ თაყვანს არავის ვცემ.
მეორე, ფინეგანის სამძიმარი წაკითხული მაქვს.
მესამე – ერთ წიგნს მეორეს არ ვადარებ. არც ჯოისთან, არც ვინმე სხვასთან.
მეოთხე – “ხარხარის” და “თავი ვინ გგონიათ” გარეშე, თუ შეიძლება.
შენმა პოსტმა მაინნც მაიძულოს “ულისეს” წაკითხვა წელიწადი მოტრიალდა, 4 ჯერ დავიწყე და ვერცერთხელ ვერ დავამთავრე.
ერთხელაც იქნება, დაამთავრებ და მერე მითხარი, როგორ მოგეწონება :)
ეს არ მქონია წაკითხული. ძალიან კარგად შემიყვანე კიდევ ერთხელ ჯოისის სამყაროში :)
მიხარია, რომ მოგეწონა, კატერინა :) ეს ძველი პოსტია. ზუსტად ერთი წლის წინ დავწერე.
მოლიი,გილოცავ საყვარელი პერსონიჟის დღეს :)))))))))
თუ წიგნის, როგორც არის რა :)
ბლუმსდეის :) მადლობა, თამთა :)
მოლი, ამ პოსტის შემდეგ კიდევ ერთი ბლუმსდეი გავიდა… და როგორც იქნა მოვინდომე “ულისეს” წაკითხვა. გადავიკითხე “ოდისეა” (და შმიტის “ულისე ბაღდადიან”-აც მივაყოლე), დავიჭირე ხელში “ულისე” და… გამიჭირდა. არ მეგონა, წიგნის კითხვა გამიჭირდა-თქო, ოდესმე თუ ვიტყოდი. ყველაზე მეტად სქოლიოზე “გადართვა” და შემდეგ ისევ უკან ტექსტზე “გადმორთვა” მიჭირს. ამას ბავშვიანი დედის უდროობაც ემატება – მაგალითად, წუხელ ბავშვთან ერთად მიმეძინა და გადაშლილი წიგნი დამირჩა ობლად…
რჩევა მჭირდება ტექნიკასთან დაკავშირებით – შენ როგორ კითხულობდი? ყოველ 30 წამში ერთხელ სქოლიოში თავის ჩარგვა არ “გაგდებდა” სიუჟეტიდან?
მაგდებდა, რომელია… რა თქმა უნდა, მაგდებდა და კითხვის ტემპსაც ამცირებდა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდიოდა, ტაბუ. წამები ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირველი წაკითხვისას მუდმივად სქოლიოში მქონდა ცხვირი ჩარგული.
თან ისიც გაითვალისწინე, რომ ჩემი პირველი “ულისე” ბევრად თხელი იყო :) წიგნად მხოლოდ პირველი ნაწილი არსებობდა. ახალი გამოცემა უკვე სრულია და წარმომიდგენია, როგორ ჭირს პარალელური კითხვა. უბრალოდ, ნუ იჩქარებ და ტემპს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ულისე სწრაფად წასაკითხი არ არის.
მადლობა, მოლი. ულისეს მოყვარულთა აზრებს ვაგროვებ. მიზანდასახულობა და მოთმინების უნარი არ მაკლია და გავიყვან ბოლომდე :)
სხვა ბლოგზე ლორდ ვეიდერის კომენტარს წავაწყდი:
“განწყობა რომ უნდა დაუჭირო ეგეთი ნაწარმოებებია. გაგება, ანალიზი, კომენტარების კიტხვა და ვიკიპედიაში ქექვა არ უშველის თუ ტალღაზე ვერ დაჯექი.
აი, როგორც მუსიკაა – ან ნახატია – ნოტებად ხომ არ უნდა დაშალო ან სპექტრალური ანალიზი ხომ არ უნდა ჩატარო – რომ უსმენ ან უყურებ უნდა გარკვეულ განწყობაზე დადგე და თუ შენი განწყობა ავტორის განწყობასთან ჰარმონიაშია – მაშინ მიყვები ავტორს, თუ არადა, არ დაგევასება.”
ჰოდა ვიქექები კიდეც და განწყობის დაჭერასაც შევეცდები. დროსაც მოვიპარავ და წავიკითხავ! :)
ლორდი ჩემთვის ისედაც დიდი ავტორიტეტია და ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღებით ვუსმენ და ახლაც სრულ ჭეშმარიტებას ამბობს.
უბრალოდ, დავამატებდი, რომ განწყობა მხოლოდ ულისეს კი არა, ყველა წიგნს სჭირდება. შესაბამისი განწყობის გარეშე, ჯოისს კი არა, სალტკროკელებს და ჩიპოლინოს ვერ წაიკითხავ. ერთია, რომ ულისესთან ეს განწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთხელ მადლობა, მოლი.
მოვუძებნი განწყობას :)
აბა, რა :)) და პოსტიც შენზეა :)
არა მგონია, მოლი…
როგორც ვხვდები, ამ წიგნის გააზრებას დრო უნდა. შეიძლება, რამოდენიმეჯერ მიბრუნება და გადაკითხვაც… არ მინდა ჩემი პოსტი ზოგიერთ კომენტარს (არა ამ ბლოგზე) ჰგავდეს: “კარგად ვერ გავიგე, მაგრამ მაინდ კარგი წიგნია და უნდა წაიკითხოთ”. ჯერ მე უნდა ვიგრძნო ბოლომდე, რათა სხვა ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარო, ხომ მეთანხმები?
გეთანხმები, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ პოსტისთვისაც მოიცლი და მშვენიერი რევიუც გამოგივა. ენივეი, არსად გვეჩქარება, როცა (თუ) მოინდომებ, მაშინ დაწერე.