ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უკვდავებისკენ მიმავალი გზა ეკლით არის მოფენილი… მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების შესახებ არაფერი იცოდა ნოემბრის წვიმიან დღეს პარიზში დაბადებულმა ბიჭმა… თუმცა, როდესაც საჭრეთელს მოჰკიდა ხელი, ის, ალბათ, არც უკვდავებაზე ფიქრობდა და არც ნარეკლიან გზაზე – ოგიუსტ როდენი მხოლოდ სულში დაგროვილი ჰარმონიის ქვაში გადატანას ცდილობდა. გადაჰქონდა კიდეც – მამის გააფთრებული წინააღმდეგობის, ხელმოკლეობის, არსებობისთვის გამუდმებული ბრძოლის მიუხედავად ჯიუტი ნორმანდიელი თიხისათვის სიცოცხლის შთაბერვას ლამობდა.
რენუარის, მანეს და მონეს მეგობარმა პირველი ნამუშევარი პარიზის სალონში მიიტანა, საიდანაც უარით გამოისტუმრეს – “ცხვირგატეხილი კაცის” ესთეტიკა სილამაზის აკადემიური კანონების უხეშ დარღვევად აღიქვეს. ამას წარუმატებლობის, სიღარიბისა და გულგატეხილობის წლები მოჰყვა… ოგიუსტი მაინც თავდაუზოგავად შრომობდა, მუშაობდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით, არაადამიანური ტემპით და მონდომებით, წარმატება კი მაინც არ მოდიოდა…
პირველი აღიარება როდენს თითქმის ორმოცი წლის ასაკში ეწვია, როდესაც სახელწიფომ მისი ორი ქანდაკება შეიძინა – “იოანე ნათლისმცემელი” და “მოსიარულე კაცი”, ხოლო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმისთვის ბარელიეფის დამზადება რომ შესთავაზეს, ოგიუსტი მიხვდა – ეს მისი შანსი იყო. მაშინ რომ მისთვის ვინმეს ეთქვა – ამ ნამუშევარს ვერასოდეს დაასრულებო, მოქანდაკეს, ალბათ, სიცილად არ ეყოფოდა. არადა, “ჯოჯოხეთის კარიბჭეს” სკულპტორი ოცდაექვსი წლის მანძილზე ქმნიდა… ბარიელიეფი საოცარი ფრაგმენტებისაგან შედგება და მაინც დაუმთავრებელია. არც არის გასაკვირი – შედევრს, რომელშიც დიდი ხელოვანის ტალანტმა მთელი ძალით იფეთქა და სადაც კაცობრიობის მთელი ცოდვა, დანაშაული და მონანიება უნდა ჩაქსოვილიყო, ერთი სიცოცხლე ნამდვილად არ ეყოფოდა…
“ჯოჯოხეთის კარიბჭის” პირველი ფიგურები დანტე ალიგიერის გავლენით
გამოიკვეთა და სწორედ ამ ქმნილების გამო უწოდეს როდენს იმპრესიონისტი მოქანდაკე. ბევრმა, შეიძლება, არც იცის, რომ საქვეყნოდ ცნობილი “მოაზროვნე”, ეროტიზმით გამსჭვალული “კოცნა” და ტრაგიკული სულისკვეთების “ფრანჩესკა და პაოლო” სწორედ ამ ბარელიეფის ფრაგმენტებია. ხანდახან მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ, ეს საოცარი ფიგურები საკუთარი თვალით იხილონ… ხელი შეახონ ვნებიან პოზაში გაქვავებულ წყვილს… “მარადიული გაზაფხულის” სრულყოფილებით დატკბნენ… “ადამი და ევა” ნახონ… თუმცა, როდენის ხელოვნება იმდენად სრულყოფილია, რომ მის აღქმას ხელს მანძილიც ვერ უშლის. უგოლინოს ტრაგედიას, რომელიც, შიმშილისგან გაგიჟებული, საკუთარი შვილების ცხედრებით იკვებებოდა, მნახველი შორიდანაც ეზიარება… “ის, ვინც ოდესღაც იყო მშვენიერი ოლმიერი” სიბერეშეპარული კურტიზანების სევდას გვაგრძნობინებს… დანტეს, ვიიონის და ბოდლერის შემოქმედებით შთაგონებული, ერთმანეთში გადახლართული ფიგურები ფანტასმაგორიულ სანახაობას ქმნიან… შემაძრწუნებელია პაოლოს სასოწარკვეთილი სახე, რომელიც ფრანჩესკას დაჭერას ცდილობს… გასაოცარი, თითქმის ცოცხალია დანაე… ერთმანეთშია ჩაწნული ნათელი და ბნელი, სიცოცხლე და სიკვდილი, სისასტიკე და სინანული… ეს მოჯადოვებული წრეა, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია… ამ კარიბჭეს მართლაც მივყავართ იქით, სადაც იმედი მხოლოდ ფუჭი სიტყვაა და სხვა არაფერი…
ეს – სიკვდილის ზეობაა, რომელმაც შემოქმედს უკვდავება მოუტანა…














პიიირველი ვარ…: :დ::დ
გამახარე, მაცო :) მართლა მართლა :)
ეეეეელვისებურზე უფრო მეტი სისწრაფით ვეცი კლავიატურას.
ახლა საამაყო თემა მექნება. :D
და მე გამიხარდა ძალიან და კიდევ დიდი ხანი გამიხარდება :)
ვერ დაგპირდები, სულ პირველი ვიქნები-მეთქი, მაგრამ ამის შემდეგ ნორმალურ კომენტარებს მაინც დაგიწერ ხოლმე. ^^
არანორმალური როდის რა დაგიწერია?
როცა არ უნდა შემოიარო, ყოველთვის ძალიან გამახარებ :)
რა ვიცი, შეიძლებოდა მეც დამეფიქსირებინა ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველობისკენ სწრაფვამ მძლია და.. :P :D
მაცო :) შენ ყველაფერს მშვენივრად აფიქსირებ :) და პირველი რომ მესტუმრე დღეს, მართლა განსაკუთრებით გამიხარდა :)
ნარცისიზმი გაქარწყლდა, თუ რაშია საქმე?
აქამდე მოვკვდებოდი საკუთარი თავის ქებით, მმ.. ^^
მიხარია, თუ ჩემმა სტუმრობამ გაგახარა.
ხშირად შემოვივლი ხოლმე. :*
მე მაცოობა მინდოდაო, ერთმა გოგომ რომ გითხრა, ხომ გახსოვს? :) :) :) ჰოდა, ნარცისობა და თავის ქება არ გჭირდება, სხვებიც მშვენივრად ახერხებენ :) და დამსახურებულადაც :)
რატომ უწოდეს ზუსტად არ ვიცი (მეთოდის გამო, ალბათ), თუმცა არსებობს გილბერტის “სამოთხის კარიბჭე”, რომელიც შთაგონების წყარო გახდა როდენისთვის : ) ნუ ყოველ შემთხვევაში გარკვეულწილად იმოქმედა და გავლენა მოახდინა.
ვფიქრობ, გილბერტს ედრებოდა და ბუნებრივია, მხოლოდ როდენს (მისნაირი ბობოქარი ცხოვრებით) გამოუვიდოდა ასეთი ღირსეული ალტერნატივის შექმნა ^_^
რა თქმა უნდა, მანერის გამო, ქევან…
გილბერტი ნამდვილად არ გამიგონია, მაგრამ ლორენცო გიბერტის “სამოთხის კარიბჭე” არსებობს და, მიუხედავად უდავო რირსებებისა, როდენის შედევრთან შედარებით, ბევრად მოსაწყენი და მკაცრად გეომეტრიულია (imho)
უფ.. უუფფ
“რირსება”–ც არ არსებობს ასეთი სიტყვა… 0_o
რ–ს მაგივრად ალბაღ ღ უნდა დაგეწერა, ხო?
სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, ერთი ასო რა შუაშია… სავსებით შესაძლებლად ჩავთვალე, გილბერტი ჩემთვის უცნობი ხელოვანი ყოფილიყო და დავწერე კიდეც, არ გამიგონია–მეთქი.
სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, ერთი ასო რა შუაშია… სავსებით შესაძლებლად ჩავთვალე, გილბერტი ჩემთვის უცნობი ხელოვანი ყოფილიყო და დავწერე კიდეც, არ გამიგონია–მეთქი.
ერთი ასოსაც არ შეგარჩენენ :დ
მოლიკო, სიმართლე რომ გითხრა, მხოლოდ მაგ ფრაზის გამოც ღირს ცხოვრება. ^^
მიხარის, თუ კარგად ფიქრობ ჩემზე. ^^
<3
რასაც ვხედავ (ვკითხულობ) იმის მიხედვით ვფიქრობ და ვინც ის ფრაზა გითხრა, ათასჯერ უკეთესად გიცნობს და დასკვნები თავად გააკეთე… :)
არა, ვერ ვიტყვი, რომ კარგად მიცნობს, მხოლოდ რამდენიმე თვე გვქონდა კარგი ურიერთობა.
რამდენიმე თვე – ეს ნამდვილად არაფერია. ^^
როგორც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანები ვართ და ხშირად არა გონებით, არამედ გულით ვუდგებით სხვადასხვა თემებს. ^^
ესეც მართალია, მაცო…
მოლიკო, უკვე გვიანია. თან მეძინება. **
ისე ამ ოთხშაბათს პოლიმერებში ვიყავით, ხვალ კი ნატახტ(ა(?))რის ქარხანაში მივდივართ. ჭკუაზე არ ვარ.
დროებით, მოლიკო. :*
რა მაგარ რაღაცებს ნახულობ, მაცო :) ქარხანაში არ ვყოფილვარ არასოდეს, არადა კი მაინტერესებს :) კოკა-კოლას ან ნატახტრის ლიმონათის ქარხანა… ან შოკოლადის :)
ძილი ნებისა, მაცო :) დროებით :)
http://www.glitter-graphics.com
სმაილები :)
მოოლი, აი, ასე როგორ უნდა გავაკეთო კომენტარების სიტემა?
ჩემთან კალაპოტს სცდება ხოლმე ძალიან ბევრი კომენტარის ქვერეფლაი როდესაც არის.
და ესე როგორ გაქვს ხაზებით?
გვერდით მიდის, არა? :( ეს თემის ამბავი უნდა იყოს, მაცო… ჩემი თემა იტანს. რაოდენობა რომ შეამცირო?
თვალი ვერ მოვწყვიტე პოსტს. ყოჩაღ!
მადლობა, აქსიომა :)
ra gemrielad dawerili postia.mominda xelit shevxebodi rodenis qmnilebebs.
სენქს ე ლოთ :)
როდენი დევიდ უაისის ბიოგრაფიულმა რომანმა შემაყვარა (“შიშველი მოველ ამქვეყნად”)… იქამდე ცუდად ვიცნობდი მის ხელოვნებას და თურმე რამდენს ვკარგავდი… “ჯოჯოხეთის ბჭე” გენიალურია (რა ორიგინალური ვარ, არა? :D)
ორიგინალური არა, ძალიან გემოვნებიანი ხარ, მერი :)
მოლი,რა ტყულა ვამბობდი შევეცდები აღარ შემოვიდე მეთქი..:)
აი,არ ვიცი რა ვთქვა,ისე აღფრთოვანებული ვარ!!! პირველი აბზაცი რომ ჩავათავე, არ ვაზვიადებ , ჟრუანტელმა დამიარა:) ოღონდ მართლა..:)
ოგიუსტ როდენი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საყვარელი მოქანდაკე..
ჯერ კიდევ ბავშვობაში წავიკითხე იმხანად ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი უეისის ,,შიშველი მოველ ამქვეყნად” და იმდროინდელი შთაბეჭდილებები დღემდე მომყვაბა…შენმა პოსტმა კი თითქოს უფრო გამიცოცხლა პატარა გაუღიმარი ოგიუსტის ხატება,რომელიც ცხოვრებისეული წინააღმდეგობების მიუხედავად მტკიცედ,გაუტეხელად იდგა და შემოქმედის დაუდეგარი ჟინით საჭრეთელით ისეთ საოცრებებს ქმნიდა როგორიცაა ,,ჯოჯოხეთის კარიბჭე”,,,კალეს მოქალაქეები”, ,,ღვთის ხელი”, ,,დანაიდა”…მახსენდება რა პირობებში ქმნიდა ჰიუგოს პორტრეტს…განსაკუთრებით ,,ფიქრი” ,კამილა კლოდელს თითქოს სამუდამო სიცოცხლე მიანიჭა…
ვეღარ ვჩერდები:) :D დიდი მადლობა მოლი! ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამოვნება მომანიჩე ამ დილით …
ეგ წიგნი მეც ძალიან პატარამ წავიკითხე, ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი და რა კარგია, რომ შენც მოგწონებია, რუსა :) ასე ნიჭიერად დაწერილი ბიოგრაფიული რომანი სხვა არ შემხვედრია :)
მადლობა, რუსა :) ასე დაკავებული ჩემი ბლოგისთვის რომ იცლი, ზუსტად ეს არის საუკეთესო და ყველაზე ნამდვილი კომპლიმენტი :)
კალეს მოქალაქეები და დანაე ცალკე თემაა… ორივე ძალიან ძალიან მომწონს (ვის არ მოეწონება, ორივე ხელშეუხებელი შედევრია) და აუცილებლად დავწერ მათზე. კალეს მოქალაქეების ისტორიაა ამაღელვებელი,. ლამაზი და ტრაგიკული.
მერის ვეთანხმები მართლაც ძალიან კარგად დაწერილი რომანია..
არაფრის მოლი, შენი ბლოგი მაიძულებს მოვიცალო :) ესაა საოცარი,ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას :) მადლობა :)
კარგად აღნიშნე,მართლაც ხელშეუხებელი შედევრია ორივე…
პირიქით, მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის, რუსა :)~
მერის იშვიათად დახვეწილი გემოვნება და ფანტასტიური ერუდიცია აქვს :) ბლოგზე რაც ჩანს, მეასედიც არ არის :)
შენს პოსტებზე ” მბურძგლავს: :)
უღრმესი მადლობა :)
molly rogorc yovelTvis saintereso xar.
დანკე
ძალიან მომწონს, უმშვენიერესი ქმნილებაა, მადლობა მოლი, გამომადგება ეს ნარკვევი :))
გამახარე :) ერთია, კარგად გიწერიაო, რომ შეგაქებენ (ძალიან მსიამოვნებს ესეც), თუმცა გამომადგებაო – განსაკუთრებით გამიხარდა :)
უი, სათაური შეგიცვლია…
კი გავოცდი, ვიფიქრე, როგორ მოასწრო ახალი პოსტის გამოცხობა–მეთქი :)
რაღაც სერიოზული სჭირს ჩემს ბლოგს :( ბოლოსწინა პოსტებს აჩვენებს ტოპ-ათეულში :( ადრე ბოლო პოსტებს აჩვენებდა.
ახალიც მაქვს აქვე :) და რა ლამაზი ავატარი ჰქონია თემიდას…
ალბათ ეგ ბოლოს წინა ნახეს უფრო ხშირად და იმიტომ? რა ვიცი…
ჰო, მეც მომწონს, ლამაზი თემიდაა :)
არა :( რაღაცაშია საქმე :( ან ვორდპრესმა გაჭედა, ან ჩემმა ბლოგმა :( ჯერ ვერ გავარკვიე…
მეც მომწონს :) თან ჩემი ავტოგრაფების კოლექციაში არ მაქვს…
inebeT :)
რა მაგრობააა :) მართლა ლამაზია :)
ოგიუსტ როდენი
ჩემი დიდი სიყვარული…
დევიდ უეისმა დაწერა მასზე ბიოგრაფიული წიგნი ,,შიშველი მოველ ამქვეყნად და შიშველივე მივიქცევი”. საოცარი წიგნია, როდენის ნამუშევრების ილუსტრაციებით გაფორმებული.
ამ წიგნმა გადამატანინა ერთი რთული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. საჭირო დროს წავიკითხე: )
რაინერ მარია რილკემაც დაწერა მასზე წიგნი.
,,მოაზროვნე”, ,,კალეს მოქალაქეები” , ,,კოცნა” ,,ჯოჯოხეთის კარიბჭე”, ,,ხელები” ნამდვილი შედევრებია. საუკეთესო მოქანდაკეა მსოფლიოში.
მომეწონა შენი პოსტი, ისეთივე ტრაგიკულია, როგორც თავად როდენის ცხოვრება იყო.
მადლობა, სალომეა :)
როდენის თითქმის ყველა ქმნილება რაღაცით არის გამორჩეული და განსაკუთრებული… “დანაე” ცოცხალია, მოაზროვნე – შთამბეჭდავი, “კალეს მოქალაქეებს” ულამაზესი და ტრაგიკული ისტორია აქვს…
მეც ძალიან მიყვარს როდენი.
დაგბურძგლავს, ისეთია