Feeds:
Posts
Comments

Archive for May 9th, 2011

Iwo Jima flag raising

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ დროდადრო  ლიტერატურულ ფორმატს “ვღალატობ” და სხვა თემებზე, მათ შორის ფოტოგრაფიაზეც, ვწერ.

ბოლო დღეებში, თქვენც შენიშნავდით, მეტწილად თბილისის წიგნის მომავალ ფესტივალზე ვიყავი კონცენტრირებული და ახლა მივხვდი, რომ ბლოგის ერთ-ერთი განგრძობადი პროექტი – მე-20 საუკუნის ფოტომატიანე დიდი ხანია, არ შემივსია. თან, დღეს 9 მაისია, თარიღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ასოცირდება, ამიტომ, მორიგი პოსტის დასაწერად ისტორიულ ფოტოალბომებს გადავხედე.

ბუნებრივია, როგორც საბჭოეთში დაბადებულ ადამიანს, პირველად რაიხსტაგის ქონგურზე გამარჯვების წითელი დროშის აღმართვის სცენა გამახსენდა, რომლითაც უხვად იყო ილუსტრირებული ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები,  მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსი სამხედრო ფოტო-კორესპოდენტის ევგენი ხალდეის სახელგანთქმული ფოტოსურათი “დადგმულია”. მოგეხსენებათ, როდესაც ქანთარიამ და ეგოროვმა რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა ააფრიალეს (თუმცა ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი, ერთი მხრივ დიდი ბელადის, მეორე მეორე მხრივ კი – უძლეველი რუსი ხალხის საამებლად შეთხზული ლეგენდა იყო და არავის არაფერი აუფრიალებია), თან ფოტოაპარატი არ ჰქონიათ და ამ დიადი მომენტის ამსახველი სცენა მოგვიანებით, მშვიდობიან ვითარებაში გადაიღეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ფაქტი ისტორიულ კადრს მთელს ეშხს უკარგავს.

(more…)

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 604 other followers

%d bloggers like this: