მისი სახელი იაპონურად “ცუდ ადამიანს” ნიშნავს….
არადა, ეს კაცი იაპონელებმა ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვეს…
არავინ იცის, რატომ აირჩია ასეთი ფსევდონიმი მწერალმა, რომლის მთავარი პერსონაჟი ყველაზე წესიერი, პრინციპული და კეთილშობილი მაძებარია მსოფლიოს გამოჩენილ დეტექტივთა გალერეაში…
ფსევდონიმის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველაზე გავრცელებული ცნობილი ანარქისტის – მიხაილ ბაკუნინის პატივსაცემად სახელის არჩევაა, მაგრამ მთავარი ეს როდია.
ამ წვიმიან კვირა დღეს ბორის აკუნინის კრებული - “ნეფრიტის კრიალოსანი” გამახსენდა, სადაც მწერალმა გადაწყვიტა, დეტექტიური ჟანრის კლასიკოსთა მიმართ პატივისცემა გამოეხატა თავისებური, ორიგინალური მანერით და, ამავე დროს, ერასტ ფანდორინის ციკლში დარჩენილი ქრონოლოგიური ჭუჭრუტანები რამდენიმე მომცრო ზომის ნაწარმოებით შეეევსო.
კრებულში შესული ათივე მოთხრობა დეტექტივების განთქმულ ავტორებს ეძღვნება, რომელთა სახელებს თავფურცელზე ამოიკითხავთ. ცნობისმოყვარეობით აღვსილნი გადავშლით წიგნს და ფანდორინთან ხელჩაკიდებული მივიკვლევთ გზას ხიფათით, დანაშაულითა და ფათერაკებით სავსე სამყაროში, სადაც აკუნინის პირტიტველა პერსონაჟი ჩვენს თვალწინ იზრდება, ღვინდება და ვაჟკაცდება… აქვე ვპოულობთ პასუხს კითხვაზე – როგორ ჩაუვარდა ერასტს ხელში განუყრელი ნეფრიტის კრიალოსანი…
აქ უხვად გვხვდება ალუზიები, რომლებსაც აკუნინი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით ძერწავს და დაინტრიგებულ მკითხველს ახალ-ახალ თავსატეხს სთავაზობს.
მოთხრობა “ნაფოტების ცხოვრებიდან” ჟორჟ სიმენონისთვის დამახასიათებელი სიდინჯით, აუჩქარებლად გვიამბობს მდიდარი მეწარმის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის ამბავს და უნებურად გვეღიმება – დახვეწილი დენდი ერასტ ფანდორინი წამიერად მოუქნელ მეგრეს ემსგავსება.
“1882 წლის Table-talk” ედგარ პოსთან გვაახლოვებს – თავად აკუნინი არასოდეს ყოფილა ასეთი პირქუში, მაგრამ ეს მოთხრობა ზუსტად “დეტექტივების მამის ” სტილშია გადაწყვეტილი – მარი როჟეს აჩრდილი არც თუ ძნელი შესამჩნევია.
“ბასკაკოვების სკარპეაში” იმდენად აშკარაა მინიშნებაა “ბასკერვილების ძაღლზე”, რომ ეჭვი არ გვეპარება – კვანძის გახსნა სწორედ იმგვარად არის მოსალოდნელი, როგორც ეს კონან დოილმა გააკეთა, მაგრამ ნურას უკაცრავად – “ცუდი ადამიანი” მოულოდნელ პას ასრულებს და სახტად დარჩენილ, საკუთარი დედუქციური ნიჭით ნაადრევად აღფრთოვანებულ მკითხველს მზაკვრული ღიმილით გამოსცქერის.
“ბრისტოლური ჩაის სმა” და გამჭრიახი შინაბერა მისს პალმერი, რომლის გვარიც სახელგანთქმული მისს მარპლის ანაგრამაა, არავითარ ეჭვს არ
გვიტოვებს – საქმე “წმინდა ინგლისური მკვლელობების” უბადლო ექსპერტის – აგატა კრისტის ალუზიასთან გვაქვს.
“სამყაროს აღსასრულის წინ” – ის მოთხრობაა, სადაც გოთიკური თრილერი და დეტექტივი უმბერტო ეკოს საკადრისი ოსტატობით არის შეზავებული – აკუნინი რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს.
“კოშკის ტყვე ანუ სამი ბრძენის მოკლე, მაგრამ მშვენიერი გზა”, რომელიც მორის ლებლანს ეძღვნება, ჩემი აზრით, აკუნინის ყველაზე თამამი და ორიგინალური ექსპერიმენტია თუ მთელ მის შემოქმედებაში არა, ამ კრებულში მაინც. ავტორმა ფინალური აკორდის სახით სამი სერიის ნაზავი შემოგვთავაზა – ერასტ ფანდორინი და შერლოკ ჰოლმსი ერთად იბრძვიან ლეგენდარული არსენ ლიუპენის წინააღმდეგ. ამ გაბედულმა პაროდიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია მკითხველთა და კრიტიკოსთა წრეებში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს იყო შესაფერი ბოლო მარცვალი დეტექტივების იმ კრიალოსანში, რომელიც აკუნინმა დიდი ოსტატობით, ფაქიზად და ჩვეული, ხანდახან შოკისმომგვრელი, გაბედულებით აკინძა.













მმმ სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული :((
თუ პირიქით… საბედნიეროდ… :) პირველი წაკითხვის სიამოვნება წინ გაქვს :)
ჰო ეგ რა თქმა უნდა. ერთი მხრივ კარგიცაა წაკითხული რომ არ მაქვს:)
ხვალისთვის ლიბ.რუ-ს ბმულს მოგიძებნი, თუ გინდა…
ეგ ბმული მეც მინდა მოლი.ნუ წამართმევ ამის წაკითხვის ბედნიერებას)
აკუნინის ფანდორინზე მაქ წაკითხული მხოლოდ რამოდენიმე რომანი. ძალიან მაგარი რუსული ენით წერს. ყველაზე მაგარი, მაინც თურქული გამბიტი იყო ჩემი აზრით. ისე ეკრანიზაცია მაგრად უტეხავს. :/
ეკრანიზაცია მხოლოდ სახელმწიფო მრჩევლისა ვარგოდა…
ყველა ფანდორინი ძალიან მომწონს :) და ჩემი ფავორიტი ლევიათანია.
მართალი ხარ, აკუნინის დახვეწილ და სუფთა რუსულ ენას რუსებიც აღიარებენ…
ხო, ლევიათანი როგორც დეტექტივია ძალიან საინტერესო, კვანძი რომ იხსნება, და ტრადიციულად, სრულიად მოულოდნელი რომაა ბოროტმოქმედის ვინაობა : )
ისე, მე მანდ ბარონეტის ხაზი უფრო მომწონს. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ მის თავს რაც ხდებოდა, ვერანაირად…
აი ეგ აღარ მახსოვდა. ადრე მქონდა წაკითხული და…
საშინელებაა მართლა. უკანასკნელ წერილსაც რომ ათავრებს – ”შენი რეჯინალდი”. მაგარი ცოდოა :/
ზუსტად ეს იყო ყველაზე ძლიერი მიგნება. რენატა კლებერი შეიძლება, დამავიწყდეს, მაგრამ რეჯინალდი და მისი ცოლი არასოდეს დამავიწყდება. ამიტომაც მომწონს ლევიათანი.
ეკრანიზაცია, როგორც წესი, ნაწარმოებთან ვერ მოვა. მეტისმეტად ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი იკარგება და ჩემს ფანტაზიასაც ფრთა ეკვეცება ხოლმე :) რეჟისორის თვალთახედვის ჩარჩოებში ვექცევი. ახლა არც მაგონდება, რომელიმე საყვარელი წიგნის კინოვერსია თუ მომწონებია…
ნათლია.
ოღონდ, ეს ისეთი გამონაკლისია, წესს რომ ადასტურებს.
კი, ნათლია აშკარად გამონაკლისია. პიუზოს რომანი უნიჭოდ გადაკეთებულ სცენარს უფრო ჰგავს.
პიუზომ რა დაგიშავაა :)
მე მაინც “სახელმწიფო მრჩეველს” ვამჯობინებ, თუმცა, ემოციური თვალსაზრისით, რეჯინალდის ისტორია მართლაც სულისშემძვრელია…
მეც ამას ვამბობ :) “სახელმწიფო მრჩეველი” ერთერთი ყველაზე წარმატებული რომანია, თუმცა “ლევიათანი” სულ სხვა რაღაცების გამო მომწონს…
ფანდორინის სერიიდან სულ რამდენიმე მაქვს წაკითხული, მაგრამ ყველას ლევიათანი მირჩევნია :)
აი, გრიფინიც მეთანხმება :)
დილა მშვიდობის ყველას :) და ზუსტად Griffin მივესალმები განსაკუთრებით :) მოლი,
დილა მშვიდობისა :) და გრიფინს განსაკუთრებით რატომ, ფარსმან?
უი, მთლად წყალწაღებული არ ვყოფილვარ… ვიცი ვინც არის ეს კაცი და მიხარია რმ ვიცი :)))))) უფ, ცოტა მომეშვა გულზე :))))
კარგია, მომწონს პოსტი ძალიან, საინტერესოა :)
ყოჩღ მოლი ;)
სენქს ე ლოთ :)
ეგ არ წამიკითხავს.
ეგ და თეატრი როცა აკუნინს ვკითხულობდი, ჯერ არ იყო მგონი გამოსული თუ რაღაც… ყოველ შემთხვევაში მორმჩა. ახლა კი მაქვს ქინდლში, მაგრამ ჯერ მაქამდე ვერ მივედი.
ისე, ედოგავა რამპო არ გევასება?
იაპონიაზე გამახსენდა.
კრიალოსანი 2007-შია გამოსული, თეატრი – ორი წლის შემდეგ. შედარებით ახალია ორივე.
იაპონური, სიყვარულით, მხოლოდ პოეზია მიყვარს. პროზა – ისე რა…
დეტექტივისტია და იმიტომ გამახსენდა.
ედოგავა რამპო ფსევდონიმია – ჟღერადობითაც მიხვდები ვის საპატივცემულოდ აიღო.
ძალიან კარგი დეტექტივები აქვს.
ვიცი, ვინც არის :) თავიდანვე ფსევდონიმის გამო მივაქციე ყურადღება :) წაკითხულიც მაქვს რაღაცები, მაგრამ იაპონურ პროზას ვერ ვგუობ – მძიმეა ძალიან. დეტექტივებს ეს სიმძიმე ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც…
მე ვიღაცები მომწონს, ვიღაცები არც ისე…
თუმცა,ერთი იაპონელი მწერალი არის ჩემს ტოპ-სიაში – კავაბატა. განსაკუთრებით მისი ‘მთის გმინვა’.
ათასფრთიანი წერო მაინცადამაინც არმომეწონა. ძალიან ჩახუჭუჭებულია ჩაის ცერემონიალის ირგვლივ, მაგრამ მთის გმინვა მართლა ძალიან კარგია.
იასუნარი-სან :)
ერთი პერიოდი, ოე და მისიმა მომწონდა, ახლა გავეშვი. იმდენად გავეშვი, თან მარტო მაგათ არა, ყველას, რომ სუპერპოპულარულ მურაკამისაც აღარ ვკითხულობ :)
მურაკამი არ წამიკითხავს.
ოე, მისიმა და კობო აბე კი… მაგრამ ისე რა…
კავაბატას გარდა კიდევ ეგეთი მწერალია იასუსი ინოუე – ეგეც მომწონს. ძალიან კარგი ნოველები აქვს.
მურაკამის რომ ვკითხულობდი, ერთმა ჩემმა უუუჭკვიანესმა და უუუწიგნიერესმა მეგობარმა სულ ლიტერატურული სნობი მეძახა :) ისე, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, უნდა ვაღიარო.
არც კოელიო წამიკითხავს. :)
ეგრე მოხდა.
აი, ზიუსკინდი წაკვიკითხე და სრულიადაც არ აღვფრთოვანებულვარ.
კოელიოს რამდენიმე რომანი მაქვს წაკითხული და ერთადერთი, რაც მომეწონა, “ალქიმიკოსია”. ზიუსკინდი ისეთი რეკომენდაციებით მომიტანეს რამდენიმე წლის წინ, რაღაც საოცრებას ველოდი და ძალიან გამიცრუვდა იმედი.
პარფიუმერი არ მოგეწონა?
არ მომეწონა ძალიან მკაცრად გამოვა… მაგრამ ყველა რომ აღფრთოვანებულია, შენც რაღაც ისეთი განწყობით იწყებ რომ ჰუი… და ბოლოში კი გამოდის კუი.
ტეხამს, რა.
“ჩემი ახალი მურაკამი მიდევს ჩანთაში და მესამე დღეა, გადასაშლელად ვერ მოვიცალეო…” ლიტერატურული სნობების გამოცნობა ასეთი ფრაზებით შეიძლება :) თან, იოლად :)
შენ მსგავს რაღაცას არ იტყოდი, მერი :)
კოელიოს “ალქიმიკოსის” გარდა სხვა არც არაფერი უვარგა.
და ზუსკინდის რა არ მოგეწონა? “პარფიუმერი” თუ “კონტრაბასი”?
არა, რას ამბობ. პატიოსნად ვთქვი, მურაკამის ვკითხულობ–მეთქი, მეტი არაფერი :)
ქალი ქვიშაში და მისიმას – ნიღბის აღსარება.
ინოუე არ ვიცი :(
მიყვარს აკუნინი და განსაკუთრებით ერასტ ფანდორინის სერია. ალექსეი რომანოვის სერია ჯერ ვერ ვიშოვე ვერსად თორემ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი.
ალექსეი რომანოვის სერიაში “სიკვდილი ვახტანგურად” გულისხმობ, ფიფქია?
პარნასში არის პირველი ექვსი წიგნი სამ ტომად.
მე-7-8 თბილისში არსად შემხვედრია. მეგობარს ვთხოვე და მოსკოვიდან ჩამომიტანა.
უნდა მოვიცალო და წავიდე პარნასში :)
ექს ლიბრისშიც ვნახე, მაგრამ მანდ ყველა არ იყო.
ვაკის პარნასში, ქვედა სართულზე, შუა თაროზე დევს სამივე :)
ისე, სულო ცოდვილო და კი ჟღერს რაღაცნაირად… წაისნობებს…
ტეხავს… თან ჩვენთან, ხომ იცი, ინწილიკწუალები ამოიჩემებენ ერთ ავტორს და მერე ყველა აღფრთოვანებულია. ისინიც კი, ვისაც არ წაუკითხავს.
ადრე კოელიო ჰყავდათ ამოჩემებული, მერე – მურაკამი, ზუსკინდი, ახლა ფამუქზე გაგიჟდნენ.
ჰო და ისა… უაილდი, დიუმა, ბეგბედერი და ბულგაკოვი აღმოაჩინეს თავიდან – მადლობა სუპერ-პროექტს.
გუშინ დავასრულე “99 ფრანკი”, თავიდან კარგად დაიწყო და მერე რაღაც აბდაუბდად გადაიქცა. ჩემი სახით ბეგბედერს ერთი მკითხველი გამოაკლდა (აუნაზღაურებელი დანაკარგია, არა? :))
სრულიად ქართველი ერი 99 ფრანკს და ვეფხისტყაოსანს ერთ ბიბლიოთეკაში ათავსებს და ჩვენი ხმა რა ჩასათვლელია, მერი…
არც მე მომწონს და არც არასოდეს მომეწონება. ქართული 99 ფრანკი თარგმანი რომ მაინტერესებს, იმიტომ მაქვს შინ. მკითხველებს რუსულად რომ წავიკითხე, მაშინ გამოვაკლდი.
არც თარგმანით დავრჩენილვარ აღფრთოვანებული.
ჯერ ხელი ვერ მიმიწვდა, სხვა რაღაცები მაქვს ჩანთაში. წავიკითხავ და მერე გავარჩიოთ.
ფამუქის ყველაზე იდიოტური გამოცემა ვიყიდე – ჟურნალებს რომ მოჰყვება :)
უბრალოდ, წაკითხვა მინდოდა… თან ვასასიმ ისე აქო, რომ დამაინტერესა! არადა, ვასასის არ უყვარს “მოდური” ლიტერატურა, ამიტომ ვენდე და ვიფიქრე, კარგი იქნება–მეთქი…
ჟურნალებს ფამუქის “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” მოჰყვება. ვასასი, თუ არ ვცდები, “მე წითელი მქვიას” აქებდა.
გაეშვი ბოიკოტს?
რა ბოიკოტი, რას ამბობ?? არა გრცხვენის?? :(
მე სულ აქ ვიყავი და გიყურებდით :პოპკორნი:, ჰოდა, ახლა ჩავერთე კიდეც…
კი, “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” ვიყიდე, მაგრამ ვნახოთ, რა :) იმას მაინც გავიგებ, მართლა კარგი მწერალია თუ ერთი რომანი გამოუვიდა ნორმალური :)
ეჰ, რა მაგის პასუხია და უნივერსიტეტთან “პადზემკაში” ტოლსტოის ათტომეული ვნახე, შევხტი და შემოვტრიალდი, მაგრამ მაინცდამაინც მაშინ არ მქონდა ფული :( :( :(
მე რასაც ვხედავ, თამარა, იმის მიხედვით ვაკეთებ დასკვნებს.
ფამუქი მართლა კარგი მწერალია, თუნცა სუსტი (უფრო სწორად, არც ისე აღსაფრთოვანებელი) რომანებიც აქვს. პრინციპში, მაინც ლიტერატურული გემოვნების და პრეფერენციების საქმეა. მე მომეწონა. სხვებს იქნებ არც მოსწონდეთ.
მაქვს ის ათტომეული შინ. უფრო სწორად, მშობლების ბიბლიოთეკაშია. ძველი და მუქყდიანი.
ჰო, მუქლურჯყდიანი,,, იქნებ დამელოდოს…
დაგელოდება. ასეთ რაღაცებს იშვიათად ყიდულობენ. სვეტა კვარაცხელიას რომანები ხომ არ არის, მაშინვე დაიტაცონ…
დასკვნას რაც შეეხება, შე ოღონდ არ გამიბრაზდე და ახლავე მივატოვებ ამ ნაყინის ჭამას :)
არ ვბრაზდები. უბრალოდ, გული მწყდება – ხანდახან ვფიქრობ, რომ ბლოგი ბევრად მოთხოვნადი იქნებოდა, იაფფასიან ნაგავზე რომ ვწერდე. არც შეხსენება დამჭირდებოდა, დავწერე და ნახეთ მეთქი და არც ვიზიტორები დამაკლდებოდა.
შენ არაფერი გაქვს გულდასაწყვეტი…
რაც შემეხება მე, პოსტი თითქმის დადებისთანავე წავიკითხე, მაგრამ ახლა შევხედე და “ლაიქი” დამვიწყებია :)
დისკუსიას რაც შეეხება, ძალიან მსიამოვნებს აქაურებთან საუბარი, მაგრამ ბოლო დღეებში თავის მაგივრად ძმრიანი ბოთლი მაქვს :(
წაკითხვის ამბავი არ ვიცოდი და აქ არც ჩანს.
დისკუსიაში არც ამ პოსტში ჩანდი და არც წინაში. თან, პარალელურად, სხვა ბლოგებზე ვნახე შენი კომენტარები. დასკვნაც შესაბამისი გავაკეთე.
მე ნამდვილი მკითხველი ისედაც თითზე დასათვლელი მყავს, თითოეულის არგამოჩენას ვამჩნევ და ამას თემების არააქტუალობას და ნაკლებად მიმზიდველობას ვაბრალებ.
მე უფრო მარტივად გეტყვი:
ჩემი გათქვეფილი ტვინით შედარებით მარტივ და მოკლე პოსტებს გადავავლე თვალი და შესაბამისადვე დავაკომენტარე…
შენი პოსტებიდან კი ჯერ არც ერთი გამომიტოვებია. წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით კი ვდუმდი, იმიტომ, რომ სათქმელი, უბრალოდ, არაფერი მქონდა :(
ტურიკას ეკეტება მაგაზე ტვინი :)
მე არ წამიკითხავს, მაგრამ მოდურობა არაფერს ნიშნავს. ბევრია მოდური და კარგი და ბევრია არამოდური და ნაგავი.
ტურიკას ჯევდეთზე? ჰმ… მე ტურიკაზე მეკეტება, მაგრამ “ჯინსების თაობა” მაინც ყველაზე სუსტი გამოუვიდა.
მოდური და კარგიც არსებობს, მაგრამ მოდური და ნაგავიც არანაკლებია.
და საერთოდ, მაგ წიგნების ჩამონათვალში ბეგბედერის შეტანას, “ადიბასის” დამატება სჯობდა, ბევრად დახვეწილი სატირაა.
რას ამბობ… :) ყველაზე ეროვნულ, ყველაზე ქართულ, ყველაზე პატრიოტულ, ყველაზე მართლმადიდებლურ, ყველაზე მამა-პაპის-გზებზე-გვევლოს-შვილებო პროექტში ადიბასი?
მერე ილიას და აკაკის გაერთიანებულ ძეგლთან რა სინდისით უნდა მიიტანო ყვავილები?
ჰო, ვისაც “ადიბასი” პორნოლიტერატურა ჰგონია, ჩამქოლავს :)
აბა რას იზამს…
ეგ უბრალოდ სარეკლამო რომანია რეკლამის ვითომ-გასაკილავად. :)
თუმცა, სხვა რამეები უკეთესი აქვსო ამბობენ… მე სხვები არ წამიკითხავს.
ისე, ჰეილი წერდა ბევრად უკეთესად სხვადასხვა ინდუსტიის დაფარულ თუ ღია მხარეებზე. ოტელი, ბორბლები… აეროპორტი ძალიან კარგია.
ჰეილი ისე წერს, ვერ მოწყდები… 99 ფრანკზე ჩამომეძინასავით.
აეროპორტი, ბორბლები, მანიჩეინჯერს, ეთ ზი ჰაი პლეისის, ჰოტელი, საბოლოო დიაგნოზი… ჰეილი მიყვარდა ერთ დროს:)
აეროპორტი ყველას მირჩევნია :) და მანიჩეინჯერს იყო ძალიან კარგი.
ეგ არ წამიკითხავს.
ვნახავ მაგას.
მე საინფორმაციო გამოშვება (Evening News) მომეწონა ძალიან. მაგარი წიგნია.
Moneychangers ბანკის შიდა სამზარეულოზეა. კლასიკური ჰეილია და არ ინანებ.
ჰეილის შოვნა პრობლემაა არაა – ყველაფერი თარგმნეს რუსებმა და დევს ქსელში. :) არადა, ადრე უნდა წამეკითხა, ბანკირი რომ ვიყავი. :)
ახლა 99 ფრანკის თემატიკა უფრო ახლოა ჩემთვის.
რევოლუციამდე, პარლამენტში ვმუშაობდი და საქმე ბევრი არ მქონდა, საჯაროს აბონემენტის განყოფილების გამგეს მოჰქონდა ჩემთვის შინიდან ჰეილის პოკეტბუკები. კარგი ინგლისური ბიბლიოთეკა ჰქონდა და მეც გემრიელად ავითვისე.
ჰეილი ბევრად უკეთ წერდა და თანაც, ბევრად ადრე. “საღამოს ახალი ამბები” და “აეროპორტი” – ჩემი ფავორიტებია…
evening news დამავიწყდა :)
რავი, ზოგი აგდებულად უყურებს “საინტერესოდ წერის” ფენომენს. არადა როცა ისე წერს მწერალი, რომ ჩაგითრევს და თავს ვერ ანებებ – მაგის ნიჭი არ აქვს ყველას.
ჰეილი ამ მაბავში ძალიან მაგარია. და კიდევ ფორსაითი. “ტურის დღე” განსაკუთრებით.
“ტურის დღის” მსგავსი ფორსაიტს სხვა აღარაფერი დაუწერია, ყოველ შემთხვევაში, მე რაც წამიკითხავს, იმის მიხედვით ასეა.
თუმცა, “Досье “Одесса” ძალიან კარგია, მაგრამ “ტურის დღესთან” შედარებისას აგებს.
“ალაჰის ძაღლები” მახსოვს მე და “ოდესსა”. ტურასთან ვერ მოვა ვერც ერთი.
ალაჰის მჯიღიც კარგია… თუმცა ტურის დღე უდავოდ საუკეთესოა.
ამერია… ალაჰის მჯიღი და ომის ქოფაკები.
მჯიღი მომეწონა :) მე რუსულად მაქვს წაკითხული და გონებაში ყოველთვის “ალაჰის მუშტად” ვთარგმნიდი :)
ვისაც ოდნავ მაინც აქვს ლიტერატურული გემოვნება, მინიმუმ აგდებით არ შეხედავს. მითუმეტეს, ჰეილის ღრმად ინდივიდუალური ხელწერა აქვს და თავისი ნიშა – გამორიცხულია, ვინმეში აგერიოს.
ფორსაიტს რაც შეეხება, პოლიტიკური მკვლელობის ასეთი ანატომიური განხილვა მე სხვაგან არ მინახავს.
ცხრაასჯერ მაქვს გადაკითხული ორ ენაზე და კიდევ ცხრაასჯერ გადავიკითხავ და არ მომწყინდება.
ჰო… თან ხომიცი, რითი დამთავრდება და ვერ მოკლავს. მაგრამ ისეა დაწერილი ბოლო წამამდე დაძაბული ხარ :)
შემთხვევით ვერ მოკლა :)
და შემთხვევით იპოვნეს. სულ სხვა კალტროპით გავიდნენ კვალზე.
ჰოდა საქმეც მაგაშია – რომ იცი დასასრული, მაგრამ მაინც ინტრიგაა ;)
აბა ნაბიჭვრებში იმან ქე გააგორა ჰიტლერი. ;)
გავა კიდევ 50 წელი და ყველას ეგონება, რომ ჰიტლერი მართლა ეგრე მოკლეს.
ვითომ იცოცხლებს ტარანტინოს კინო 50 წელს?
მაკულატურა ბევრს ახსოვს ახლა? არადა, დრო იყო, ქუხდა…
ტარანტინო არ მომეწონა.
მესამე რეიხის ალტერნატიული ისტორია კიდევ ერთ ფილმშია – საიბერია. მგონი, ასე ჰქვია. მამლუქის არ იყოს, ბუნდოვნად მახსოვს.
როცა გავიგე, რომ თავდაყირა იყო ისტორიული ფაქტები, სურვილიც არ გამიჩნდა, რომ მეყურებინა… :)
ფორსაიტი ისე წერს პოლიტიკურ დეტექტივებს (ზოგადად მოსაწყენი ჟანრია, ჩემი აზრით), რომ თუ დაიწყე, ვეღარ გაეშვები.
სემიონოვის პრესს-ცენტრია მოსაწყენი?
არა :) სემიონოვის “პრესცენტრს” დილის 10 საათზე კაფეში ვკითხულობდი და კინარამ დავაგვიანე, ბავშვი უნდა გამომეყვანა გიტარის გაკვეთილიდან, ძლივს მოვწყდი :) მაგრამ გამონაკლისი ადასტურებს წესს :)
დილის ათ საათზე ძილია კარგი :)
10 საათზე მეც კი აღარ მძინავს :)
რას ამბობ… შაბათს (ან კვირას) ცხრაზე რომ გაახელ თვალს და გაგახსენდება, რომ არსად ხარ წასასვლელი და ჩართავ რამე მონოტონურ ტელეარხს და გადაბრუნდები და ძილს გააგრძელებ…
თან თუ გარეთ წვიმს, მთლად უკეთესი…
ოჰ, მოლი :) ძილს კი არ გააგრძელებ, წიგნს აიღებ და სამზარეულოში დედის გასძახებ, ყავა მოგიტანოს და რამე გემრიელობა მოაყოლოს :) აი, ჭეშმარიტი განცხრომა :)
ეს მეორე ვარიანტია :) პრინციპში, პირველს არ ჩამოუვარდება :)
9-ზე მართლა მძინავს. სამუშაო დღეებშიც :)
თუმცა, გამონაკლისებიც ხდება.
вкуснейшее блюдо на земном пиру
შექსპირს დაეჯერება :)
მე დილის ინსომნია მჭირს :)
აუფ :( დილის ძილი რაღაცაზე უკეთესიაო, გამოთქმაა ასეთი. პატარძალი კი მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ.
დილის ძილი ცოლის (პატარძლის) მზითვს სჯობიაო :)
აჰა :) ზუსტად :)
სიბერია არ ვიცი და Fatherland არის ეგეთი ფილმი, ჰაუერი თამაშობს. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ეკრანიზაცია ყოფილა ჰარისის რომანის. გოსთ რაითერი თუ გინახავს, პოლანსკის ბოლო ფილმი – აი ეგ არის ჰარისის რომანი, ჰოდა დამაინტერესა ეს ჰარისი ვინაა და თირმე ენიგმაც მაგის ეკრანიზაციაა და ფაზერლენდიც.
ისე კი ფილიფ დიქის – კაცი მაღალ კოშკში (თუ ციხე-სიმაგრეში) – იქაც პარალელურ სამყაროზეა, პარალელური ისტორიით, სადაც მესამე რაიხმა გაიმარჯვა… თუმცა, დიქთან ტრადიციულად ისეა, რომ ვერ გაიგებ მართლა ასეა, ისეა თუ საერთოდ მესამენაირადაა. ;) მაგრამ ფაბულა ფორმალურად ეგეთია.
ჰარისი ვიცი. ელექტრონული ვერსია მქონდა, კითხვა დავიწყე, მაგრამ არ ჩამითრია და გავეშვი. გესტაპოს კრიმინალური პოლიციის ფუნქცია აქვს და წიგნი იმით იწყება, ტბაში გვამს პოულობს ჰიტლერიუგენდელი ბიჭი…
ეს საიბერია ადრე, რომელიღაც ავტო-ჟურნალში ახსენეს. დაბერებული ჰიტლერი როლს-როისით მოძრაობს და როლსსს ცხვირზე ფაშისტური არწივი აქვსო.
შეიძება სახელი მეშლება და ზუსტად ფატერლანდს გულისხმობდნენ.
ამას წინათ, პარნასში გავიარე, ფანტასტიკის პოკეტბუკები აქვთ ოხრად, კლარკი, საიმაკი, გარისონი, სილვერბერგი, ლე გუინი, აზიმოვიც კი. დიკი არ აქვთ :( არც შემხვედრია :( არადა როგორ მინდა :(
გადავირიე, თემა ისე მომეწონა :) …
დილა მშვიდობისა,მოლი!
ჩემი აზრით,მოლი, ძალიან ძნელია რაიმე ორიგინალური დანაშაული მოიფიქრო,ყველა დანაშაული ხომ თითქმის ერთნაირია(სახეობებია განსხვავებული,არ ვიცი იურისპუდენციაში ამას რა ქვია? :) მგონი კვალიფიკაცია:) ) მოიცა,რაღაც ვერ ჩამოვყალიბდი,თემას გადავუხვიე :) და მაინც- მანამ სანამ აკუნინისთვის პლაგიატობა დაუწამებიათ,თვითონვე ქმნის ალუზიებს გენიალური,არაჩვეულებრივი,დაუვიწყარი ნაწარმოებებისას(ამიტომ ვპოულობთ მაშინვე მსგავსებას).სხვა რაღა დარჩენია…:(
არც მე ვტოვებ შენს პოსტებს, გამოწერილი მაქვს და დადებისთანავე ფოსტით მომდის. ფოსტა კი ყოველთვის გახსნილი მაქვს.
უი, მე ეს კრებული არ მაქვს წაკითხული :-(
თუმცა, წავიკითხავ აუცილებლად, ამ პოსტის მერე მით უმეტეს ;-)
აკუნინი მოგწონს, გვირილა?
ისე, თამამი ექსპერიმენტები უყვარს. კრიალოსანიც ასეთია.
ახლა ამ წიგნს ვკითხულობ ზუსტად… ჰოდა, რავი აბა. რომანები უფრო მომწონს.
თან, მართალი ვთქვა, ის მსგავსებაც ვერ დავიჭირე.
თავფურცელზე რომ არ ეწეროს რომელი რომლის a la-ა, მიხვედრაც გაგიჭირდება. :(
და ხშირ შემთხვევაში მკვლელი ვინაა თავიდანვე ნათელია. :(
ტყუპების ტრიუკი ხომ სულ მთლად ბანალურია. 100% ნათელია, რომ ის არ მოკვდა ვინც ვითომ მოკვდა… შეურაცხმყოფელიც კია ფოსთვის, რომ ეს ვითომ მის სტილშია დაწერილი…
მოკლედ ძაან გაბრაზებული ვარ რა :)
პირდაპირი კალკი ხომ არ არის, ალუზიებია…
აკუნინთან მკვლელის “დაჭერა”, უმრავლეს შემთხვევებში, ძალიან რთული არ არის – მკითხველს სამხილებს არ უმალავს და ყველაფერს ეუბნება, რაც კი თავად იცის.
ჰო რავი… :) მე უფრო კრიტიკული და დაუნდობელი ვარ, ალბათ. :)
ერთადერთი ენტეა თუ ვიღაცაა მაგან დამაინტერესა. მე დეტექტივისტი მეგონა და თურმე კაბუკის თეატრის მსახიობი იყო.
ისე კი ეგ მოთხრობა ედოგავა რამპოს სტილშია.
საშინლად კრიტიკული და დაუნდობელი :)
ედოგავა რამპოზე დღემდე ვხალისობ :) იშვიათი კრეტიულობით შერჩეული ფსევდონიმია :)
ჩინელი მწერალია ერთი პუ სუნ ლინ – იმას აქვს მისტიკურ-საშინელი მოთხრობები – მაქციებზე… ოღონდ იქ მართლა მაქციებია და რამპოსთან, როგორც აქ – ფანდორინთან მისტიფიკაციაა.
ქევანას გაუხარდება :) ქევანას მაქციები უყვარს და წიგნსაც მოიძიებს :)
მეც მოვძებნი. დამაინტერესა.
დღეს კიდევ მივამატე რამდენიმე მოთხრობა და ახლა დაემგვანა :)
ნუ ჰოლმსიანის ამოცნობა იოლია – ჭრელი ყელსახვევი და ბასკერვილების ძაღლია აშკარად, ჰეისმითის რომანიც ვიცი – ჰიჩქოქსი ეკრანიზაცია მაქვს ნანახი. ისე, მაგისი რომანები მაქვს გადმოქაჩული – ჯერ ვერ წავკითხე. და მარფლიც აშკარაა…
სიმენონს ვერ მივამგვანე.
მაგრამ a la მორგის ქუჩის და ბასკერვილების მოთხრობები სუსტია – იმის გათვალისწინებით რა შედევრებს და რა გენიოსებსაც ეთამაშება.
ორიგინალებს თუ შეადარე, ასლი ყველასთან წააგებს, ლორდ.
აკუნინის არანაკლებად ღირებული რომანები აქვს. თანამედროვე რუსული დეტექტიური ლიტერატურის უდავო ფლაგმანია…
ვაჰ, თავად მიბიძგებს – შეადარეო :) აბა რას ჩამოაწიკწიკა პირველივე გვერდზე სახელები? :)
Назвался груздем — полезай в кузов რუსული ანდაზაა თუ ანდაზის მსგავსი ჯანდაბა.
კი კაია. აკუნინი მიყვარს.
მაგრამ მაინც დოილი ვერაა. :)
დოილი როგორ იქნება :)
ისე, სრული ჰოლმსი ხომ გაქვს წაკითხული? ჰოდა, ყველა მოთხრობა მოგწონს? მე – არა. ბევრი ისეთია, ბოლო აკლია მეთქი და ვეძებდი, ვერც გავიგე, რისი თქმა უნდოდა.
მიძღვნაა და პაროდია. კი არ ედრება. მასე “ჩაიკასაც” აგრძელებს და ჩეხოვს შემადარეთო, კი არ ამბობს…
იმის გათვალისწინებით, როგორ სძულდა ავტორს ჰოლსმი, რაც დაწერა ეგეც გასაკვირია. ძალათი წერდა ფაქტიურად. :) ძაღლი ზუსტად ასეთია – მაგ დროს ჰოლმსი მკვდარი იყო და წესით ეგ რომანი არ უნდა დაეწერა. ისევე როგორც ბევრი სხვა.
ისე, ქინდლის უარყოფითო მხარე აღმოვაჩინე – რამდენადაც ნებისმიერი ნაწარმოების იოლად მიგნების პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობებს გაძლევს – ბლომად დამიგროვდა წასაკითხები :( ამდენი დრო კი არ მაქვს.
არადა, ძაღლი ყველაზე მეტად მომწონს. რამდენიმე საუკეთესო დაასახელეო, რომ მკითხონ ჯერ ძაღლით დავიწყებ.
ქინდლის მინუსი ისეთი მინუსია, პლიუსში რომ გადადის… მეც მიგროვდება მამაპაპური წიგნები თაროებზე. იშვიათია, ახლადნაყიდი მაშინვე წავიკითხო. რაღაც განსაკუთრებულად უნდა დაემთხვეს განწყობას.
ხო. ყველას უყვარს ალბათ.
ყოველ შემთხვევაში რაც სიები დავდე – ყველგან ლიდერობს.
თუმცა ყელსახვევიც ძალიან კარგია, მოცეკვავე კაცუნებიც და სხვებიც აქვს… ოთხთა ნიშანიც ძალიან მომწონს.
ჟღალთმიანთა კავშირიც, ოთხზე მბობღავი კაციც, სუსექსელი ვამპირიც, ყვითელი სახეც, კაცი გახლეჩილი ტუჩით… კაცუნები და ჭრელი ლენტი უმაგრესია.
მაგრამ ძაღლი სხვაა. მასტინო ნეაპოლიტანო მინდა სახლში. დღემდე ეს მაქვს ოცნებად.
თუ სწორედ მახსოვს მასტიფისა და ბლადჰაუნდის ნაჯვარი იყო.
მე მონადირე ძაღლები მიყვარს.
სპანიელები, სეტერები, ლაბრადორი, რეტრივერი… და კიდევ როტვეილერი.
მე მასტინო ნეაპოლიტანო მახსოვს, ანუ იტალიური მასტიფი. რაღაც ასე დამამახსოვრდა.
სპანიელიც მომწონს, ლაბრადორიც, როტვეილერიც, კოლიც, ბასეტიც და დოგიც.
ძაღლები ძალიან მიყვარს. კატებიც. და საერთოდ, ცხოველები.
რუსულ ფილმში დოგია. :)
არა რაღაც შერეული ჯიშია. ასე მახსოვს. პრინციპში ახლახანს გადავიკითხე თავიდან :) თუმცა, შეიძლება ვცდები.
ბასეტი ჩემს ჰოსთს ყავდა ამერიკაში, ასე რომ კარგად გავიცანი ეგ ჯიში. უხეში ბეწვი აქვს ეგ ტეხავს. თუმცა ყურებზე შეგიძლია მოეფერო :):)
ნიუფაუნდლენდია კიდე მაგარი საყვარელი ტიპი. სენბერნარი…
დიდი ხნის წინ გადავიკითხე და სავარაუდოდ, არასწორად მახსოვს. ან სხვა ძაღლში მეშლება.. ჩიპოლინოს მაძებარს ჰყავდა ძაღლი მასტინო და შეიძლება, იმ ძაღლში.
თითქმის ყველა ძაღლი საყვარელია. პიტბულიც კი. შინ ერთი დაფა მაქვს – ძაღლური მაგნიტებით სავსე. ახლა ვუყურებ და მართლა ყველა საყვარელია – მასტიფი, დანიური დოგი, ბერნის ნაგაზი, დალმაციელი, კოლი,, ელდერტერიერი… მოკლედ, ყველა :)
რა ჯიშის იყო ბასკერვილების ძაღლი – კიდევ ერთი საკონკურსო კითხვა :)
არ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ მზექალა (აკაკიევნა) შანიძეზე დადიოდა ანეკდოტი – მისაღებ გამოცდაზე ეკითხება გოგია უიშვილის ძაღლს რა ერქვაო. :)
Чудовище, лежавшее перед нами, поистине могло кого угодно испугать
своими размерами и мощью. Это была не чистокровная ищейка и не
чистокровный мастиф, а, видимо, помесь – поджарый, страшный пес величиной
с молодую львицу.
მასტიფი ალბათ აგრესიულობისთვის და ბლადჰაუნდი, ვინაიდან ყნოსვა აქვს კარგი და სერ ჰენრი ვერ გაექცეოდა :)
მზექალაზე იმასაც ამბობდნენ, ქართულში ხუთიანი არავის ეკუთვნის, ოთხიანი – მამაჩემს, სამიანი – მე და ორი – ყველა დანარჩენსო – ეს საყვარელი გამოთქმა ჰქონდაო.
საწყალი სერ ჰენრი და მორტიმერის ბოლონკა :(
მე როგორც მახსოვს, მაძებრისა და მასტიფის ნარევი იყო, თუმცა თავს ვერ დავდებ, საუკუნეა, არ წამიკითხავს…
კი, ასეა. ლორდმა ნაწყვეტი მოიძია. შენ და ვეიდერს სწორად გახსოვთ. ექსპერტები ხართ და სხვა რა უნდა ვთქვა…
კოკერ-სპანიელი, მოლი. რაც კიდევ უფრო ცოდოა :(
Mary Poppins
მე არც ისე დიდი ხნის წინ გადავიკითხე… ასე რომ შენ უკეთესი მახსოვრობა გაქვს აშკარად.
მერის დეტექტივებზე ჰკითხე რამე და…
თან იშჩეიკა – ყველა პოლიციური ძაღლი მეგონა, ჰოდა მაგის მერე დამაინტერესა და ვნახე, რომ თურმე ბლადჰაუნდს უძახიან ეგრე… ამიტომაც უფრო დამამახსოვრდა.
აბა, ოთხთა ნიშანში რა ძაღლია? :)
სახელი მახსოვს – ტობი.
ჯიშზე დაფიქრება მჭირდება.
მერის ემახსოვრება…
ეჭვიც არ მეპარება, რომ ემახსოვრება. :)
“ოთხთა ნიშანი” სულ ორიოდე თვის წინ გადავიკითხე და მგონი, არ უნდა ვცდებოდე – ტობი მაძებრისა და სპანიელის ნაჯვარია :)
ჯანდაბა :( მე ვიყავი, კომპმა გამიჭედა :(
ვორდპრესმა ვერა და მე გიცანი :)
Русское преступление века: медведь украл у боярина бочку водки.
აი ეს ფრაზა მაგარი იყო :)
:))))))) იუმორიც კარგი აქვს აკუნინს.
თეატრიც წავიკითხე.
:(
ფორმას კარგავს…
უსაშველოდ გაწელილი და მოსაწყენი ნაწარმოებია.
ლორდ, რა მოგწონს აკუნინის, მითხარი, თორემ უკვე დავიბენი…
შენ მოგეწონა თეატრი?
სტატსკი სოვეტნიკი საუკეთესოა.
ალმაზნაია კალესნიცაც ძალიან კარგია.
დეკორატორიც კარგია.
სიკვდილი – აშკარად თვითმკვლელთა კლუბის გავლენითაა დაწერილი, მაგრამ საინტერესეოდ იკითხება.
აზაზელიც საინტერესოა.
ვალეტი არ დამევასა. ეგეც მოსაწყენია.
სტატსკი სოვეტნიკი მართლა საუკეთესოა – უპირობოდ და ულაპარაკოდ.
ალმაზნაია კალესნიცაც და თეატრიც – პოლიტიკური მოტივები საინტერესოა და მომწონს.
ორი სიკვდილიდან ერთს კიდევ არაუშავს – ხიტროვკაზე კარგად წერს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სხვებთან შედარებით ორივე აგებს.
ყველაზე უინტერესოდ კორონაცია მეჩვენა. სიუჟეტი, ჯობდა, კამერდინერს კი არა, ვინმე სხვას მოეყოლა.
აზაზელი პირველია და მართლა კარგი. თურქული გამბიტიც ძალიან მომეწონა, ლევიათანიც – ოღონდ, ლევიათანი არა დეტექტიური მიზეზებით.
სამი პატარა მოთხრობიდან ყველას დეკორატორი ჯობია.
ბოლო, რაც წავიკითხე და სრული მნიშვნელობით გავჭედე – “სიკვდილი ვახტანგურად” ციკლია. კინოს და ლიტერატურის შერწყმის მცდელობა. შთაბეჭდილება გრჩება, რომ მართლა კინოს უყურებ.
თეატრში პოლიტიკური მოტივები სადაა?
რავი… ძაან გადატვირთულია ამ თეატრის მტვრით და დავიტანჯე მაგის კითხვისას… უკვე აღარც მაინტერესებდა ვინ მოკლა, რატომ მოკლა საერთოდ იკარგება ეგ ხაზი… აკუნინის ძველი დამსახურებები რომ არა – მივატოვებდი შუა გზაში :)
არაფანდორინული აკუნინი არ წამიკითხავს, ასე რომ არ ვიცი.
ჯანდაბას, ავირიე… არ არის, რა თქმა უნდა.
ხანდახან გრაფომანობს აკუნინი და წელავს სიუჟეტს – რამდენიმე არაფანდორინულ რომანში გადავაწყდი.
დანარჩენი აკუნინიდან – პელაგიას ციკლია კარგი. პირველი ორი წიგნი. ჟანრებიც, მეტ-ნაკლებად და მაგისტრის ჩანაწერები.
ჰო მე ბოლო რომანზე გეუბნებოდი – მთელი სამყარო – თეატრია… იქ მანიაკია… მაგრამ სიუჟეტი ძაან დაბორინგებულია.
პელაგეა არ წამიკითხავს. რატომღაც პუარო-მის მარფლის პონტი მგონია. :) პუაროს ციკლი ბევრად მირჩევნია მარფლს, რომელიც რაღაცნაირია… არც პუაროს სარკაზმი აქვს და დანაშაულიც ძალიან პროზაულია ხოლმე. პუაროს ბევრად საინტერესო ქეისები აქვს…
ჰოდა, რავი… ამიტომ პელაგეაც არ წამიკითხავს. ექსტრაპოლაციის კანონებით. :)
პელაგია მონაზონია, ეპარქიის მმართველის სულიერი შვილი :) სამი რომანიდან პირველს ნაკლებად, მეორეს და მესამეს კი აშკარად რელიგიურ-მისტიკური შეფერილობა აქვს, მაგრამ მაინც კლასიკური დეტექტივია.
ვილჰელმ ბასკერვილელი კაბაში :)
დაახლოებით…. :)
დეტექტივი მაქ დასაწერი,სკოლაში მომცეს დავალება და ვერაპრით დამეხმარებით? :(:(
აბა, მე რა შემიძლია, მარი? რითი დაგეხმარო? :)
აკუნინის “ტემპს” ვერაფრით დავეწიე :) ჯერ “ლევიათანია” რიგში და შემდეგი აუცილებლად “ნეფრიტის კრიალოსანი” იქნება…
და, ამასწინათ, კიდევ ერთი რომანი მიამატა ფანდორინის ციკლის – ვეს’ მირ ტეატრ-2 :)))
[...] არადა ეს კაცი… მოიცა რას გიყვებით, აი ლინკი მშვენიერი პოსტისა და თავად [...]