ჩემს მკითხველს, ალბათ, არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ თბილისის წიგნის ფესტივალს ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე. თუმცა ღონისძიება, რომელიც წელს, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება, განსაკუთრებული იქნება და ჩვეულ მოლოდინს სხვა ინტრიგაც ემატება - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოლი ბლუმის ბლოგი თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის ექსკლუზიური მიმომხილველი ხდება.
პროექტი, უპირველეს ყოვლისა, წინ გადადგმული ნაბიჯია ჯერ ისევ ნეონატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ბლოგისთვის. წინასაფესტივალო მზადებისთვის თვალყურის დევნება, შემდგომ კი უშუალოდ “ბრძოლის ველიდან” მომზადებული სპეციალური რეპორტაჟები, ვფიქრობ, ჩემს ბიბლიოფილ მკითხველსაც დააინტერესებს და, იმედი მაქვს, არც ორგანიზატორები დარჩებიან უკმაყოფილო.
კარგად მახსოვს შარშანდელი წიგნის ფესტივალი - შუა კვირაში, სამუშაო საათებს ვიპარავდი და ფილარმონიის ფოიეს მონახულებას მაინც ვახერხებდი. მაშინ უბრალოდ მკითხველი ვიყავი – წელს უკვე თქვენი კორესპოდენტის ფუნქციასაც შევითავსებ, მერე კი ერთად განვსაჯოთ, რამდენად კარგად გავართვი ამას თავი.
დღეიდან ბლოგზე სპეციალური, საფესტივალო გვერდი გაიხსნება. 26 მაისამდე, პერიოდულად, სიახლეებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებს და სხვა საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ. “მენიუსაც” მოგაწვდით – ღონისძიება მასშტაბურია, მხოლოდ წიგნების გამოფენა-გაყიდვით არ შემოიფარგლება, ორგანიზატორები არაერთ აქციას და პრეზენტაციას, გამოფენას, ფორუმს და მასტერკლასს გვპირდებიან – დამეთანხმებით, ასეთი მრავალფეროვნების ფონზე კარგი გზამკვლევი ნამდვილად არ გვაწყენს. საფესტივალო დღეებში კი საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებთ.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფესტივალის გახსნამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი, უკვე ცხადია, რომ ეს ყველაფერი შარშანდელზე უკეთ იქნება ორგანიზებული. ოთხი საფესტივალო დღიდან სამი უქმეა, რაც ერთობ ხელსაყრელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ნებისმიერ დღესასწაულზე უფრო მოუთმენლად ელოდებიან – ხელს ვერც სამსახური შეუშლით და ვერც სასწავლებელი. გარდა ამისა, ძირითად აქციას – წიგნების გამოფენა-გაყიდვას წელს “ექსპო ჯორჯიას” პავილიონები დაეთმობა, რაც უდავოდ მისასალმებელია – ფილარმონია, ამ თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლებ კომფორტული იყო.
მოლი ბლუმის ბლოგი მკითხველთა და კომენტატორთა სიმცირეს ისედაც არ უჩივის, მაგრამ მინდა, ეს თემა, ერთობლივი ძალისხმევით, განსაკუთრებით ინტერაქტიული გავხადოთ. წიგნის ფესტივალი ჩვენი ზეიმია, თან სულ ოთხ დღეს გრძელდება და მოკლე დროში მაქსიმალურად ბევრი უნდა მოვასწროთ, რათა უკმარისობის გრძნობა არ დაგვრჩეს და “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონებიდან წამოღებული ლიტერატურული საგზალი მომდევნო ფესტივალამდე თუ არა, რამდენიმე კვირას მაინც ვიმყოფინოთ.















ჩემი საყვარელი ბლოგერი ჩემს საყვარელ ფესტივალზე წერს! :) მიხარია!
მადლობა :)
რა კარგია, გამოცდები ეთხვევა, მაგრამ..
მოლი მოგვევლინება კორესპოდენტად თუ ინტერვიუერად ??
: ))
26 მაისი დასვენების დღეა, და 28-29 კი შაბათ–კვირა… გამოცდები ემთხევვა?
23–ში იწყება საატესტაო გამოცდები..
ჰუჰ, ანუ მიხაროდეს ?? : )))))))
გამოცდებიც და ფესტივალიც :) ორივე უნდა გიხაროდეს :)
კორესპოდენტად, რა თქმა უნდა :)
ოთხიდან სამი დღე უქმეა… რა დროს გამოცდებია, წიგნის ფესტივალს ვატარებთ :)
ძალიან კარგ საქმეს გააკეთებ,ინფორმაციის ძებას აღარ დავიწყებ და მეცოდინება რომ შენი ბლოგიდან შევიტყობ ჩემთვის საინტერესო სიახლეებს.
მეც ზუსტად ეს მინდა… დღეიდან ვიდრე 29 მაისამდე, აქაურობა საფესტივალო სულისკვეთებით გაიჟღინთება :)
პირველი ფესტივალი გამახსენდა – საჯარო ბიბლიოთეკაში იყო. ყველა გამომცემლობის ერთად, ასე 50 წიგნი თუ იდო სტენდებზე. :)
97 წელს… მეც მახსოვს, მაშინ სტუდენტი ვიყავი :)
97-ში 14 წლის ვიყავი :)))))))))))))) არ მჯერა როდესმე ასეთი პატარა თუ ვიყავი :დ
50-იც არ იდო :) :)
მაშინ საჯაროში ვცხოვრობდი :) აბონემენტი მეხუთე კურსზე გავაკეთე – პრაქტიკების გამო იქ ვეღარ ვიჯექი და ლევანს ვთხოვე. ლევანი იყო გენერალური დირექტორი…
კარგი დრო იყო :(
50–იც არ იყო :)
ერთი ვეებერთელა ულტრასონოგრაფიის ალბომი წარვადგინე და ქვეყანა ჩემი მეგონა:)))
ულტრასონოგრაფია 97-ში?
დავით ტატიშვილის შეკვეთა იყო. ულტრასონოგრაფიის ცენტრი რომ გახსნა. მაგრამ მგონი, 1998 წელი იყო.
ულტრასონოგრაფიაზე ტატიშვილი მახსენდება :) რეკლამის წყალობით :)
ნატო, ფბ-ზე ონლაინ არ ხარ?
მოლი რა საინტერესო თემაა და რა საინტერესო იქნება ეს ფესტივალი… მიყვარს შენი ბოგი და თან ამ ღონისძიებებს რომ “გააშუქებ” ..ა რა რა აშკარად ვგრძნობ შენი ბლოგის წყალობით უფრო განათლებული გავხდები <3 <3 ველი ამ ფესტივალს და სიახლეებს შენი ბლოგის გვერძე :)))))
აქაურობაზე ასეთი კომპლიმენტი ჯერ არავის უთქვამს, ჯესი :)
:) :) :) :) ახლა ხო ითქვა და დამიჯერე უბრალოდ არაფერს ვამბობ ხომ იცი :)))
სიხარულით გიჯერებ :) ასეთი მკითხველისთვის არსებობს ეს ბლოგი, თორემ სხვა რა დანიშნულება აქვს…
შენ ისე წერ ადამიანს მოანდომებ ამ ფესტივალზე წასვლას :))))) ველი და ნამდვილად მაინტერესებს.. არც ერთზე არ ვყოფილვარ სამწუხაროდ :)
აუცილებლად შეიარე, ჯესი :) არ ინანებ…
ჯერ არც ერთზე არ ყოფილხარ? :)
აბა, წელს აუცილებლად უნდა წახვიდე :)
ოთხი საფესტივალო დღიდან სამი უქმეა… ერთი მაინც შეარჩიე.
ისე, ჯობია, ოთხივე დღე გამოიყენო :)
ხოდა გეუბნები შენს ხელში ჭკუა მემატება.. რათქმაუნდა ვივლი,,ყველანაირად შევეცდები ვიარო.. :))
:) მერწმუნე, არ ინანებ :)
შარშანდელი ფესტივალიდან უგემრიელესი წიგნები მაქვს :) იმედია, ახლაც რაიმეს შევმატებ ჩემს ბიბლიოთეკას, თან ბევრი ძებნა აღარ მომიწევს – ბიბლიოგიდის ფუნქციას მოლი კისრულობს :)
კი :) წელს ბიბლიოგიდი ვარ :)
აქ საფესტივალო შტაბი მექნება – ვინ რა სიახლე იპოვნა, რა იყიდა, რას ვერ მიაგნო, რას ელოდება… ფორუმის გამართვის გამოცდილება კი გვაქვს და… :)
ფორუმი ყოველი პოსტის ბოლოს იმართება შენთან :) ბლოგზეც და ფბ-ზეც :)
აჰა :) გამოცდილებაში ამას ვგულისხმობ. ოღონდ, ამ თემას განსაკუთრებული ინტერაქტივი სჭირდება.
იცი, რას ვფიქრობ, მოლი? შენი ბლოგი აღმოჩენაა არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვისაც კითხვა უყვარს, არამედ იმათთვისაც, ვისაც არ უყვარს – აქ მინიმალური ტექსტებით მაქსიმალური ცოდნის მიღებაა შესაძლებელი…
მინი კარცერ-ლუქსია :)
“არმური” მიესალმება მოლი ბლუმის ამ ღონისძიებას და თავის პოსტებს თუ “არმურზეც” გაიმეორებს, მით უკეთესი.
:)
მადლობა! :) აბა, რას ვიზამ! :) აუცილებლად გავიმეორებ.
რა კარგია.
ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება.
შენ რომ ელოდები, არ მიკვირს…
წერას როდის განაახლებ?
იდეა მაქვს დღეს უკვე. თუ არ დამეზარა, დავწერ.. :)
ნამეტანი პატარა პაუზა გამომივიდა მგონი.. ;/
ძალიან კარგი… შენი მკითხველისთვის ის პატარა პაუზაც ზედმეტი იყო :)
შარშან საშინელება იყო სამუშაო დღეებს რომ დაემთხვა :( და ფილარმონიაც მართლა არ იყო შესაბამისი ადგილი ღონისძიებისათვის.
გამიხარდა შენგან თუ შევიტყობ სიახლეებს :) მოუთბენლად ველოდები მაისის ბოლოს ;)
ცოტა არ იყოს და გავწვალდი შარშარ… სამუშაო დღეების გამოც და მელიქიშვილის ქუჩაც საშინლად მოუხერხებელი იყო მისადგომად.
მაისის ბოლოს კულმინაცია იქნება :) მანამდე პროექტს დავქოქავ. შენისთანა ბიბლიოფილებისთვის წინასაფესტივალო მზადებაც საინტერესო იქნება, მერწმუნე :)
აააჰა კვირა დღეც შედის და აუცილებლად ვესტუმრები.
მიხარია, რომ ამ ბლოგიდან შევიტყობ ყველა საჭირო ნიუსს და მომზადებული ვიქნები სიახლეებისთვის.
ისიც გამიხარდა რომ ფილიარმონიას გავცდით.
მოკლედ, წარმატებები ;)))
შაბათ-კვირაც შედის და უქმე 26 მაისიც :)
ფილარმონიას ექსპო მართლა ჯობია… ყველანაირად.
მადლობა დიდი :) ნიუსებს არ მოგაკლებთ :)
ასეთი მოსახერხებელი დრო და ადგილი წიგნის ფესტივალისა და კითხვის მოყვარულთათვის მისწრებაა. ძალიან გამიხარდა, რომ შენ გააშუქებ ამ ყველაფერს.
მოუთმენლად ველი ფესტივალს და შენს შემდგომ პოსტებს – ახალი წიგნები და შტაბეჭდილებები მესაჭიროება:) ;) თან ფესტივალზე იმედია პირადად გიხილავ :)
სენქს ე ლოთ :)
ახალ წიგნებზე პერიოდულად კი ვწერ, მაგრამ საფესტივალო თემატიკა მაინც განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება.
დრომ და ადგილმა თავიდანვე აღმაფრთოვანა :)
მშვენიერია ^_^ მოუთმენლად ველდოები და ფულსაც ვაგროვებ : )) შანრშან ფილარმონაი იმით მაწყობდა რომ სახლიდან უცებ გადავირბენდი ხოლმე, მაგრამ ექსპო-ჯორჯია მართლა ჯობია : )
ვერელებისთვის ფილარმონია მისწრებაა :)
ჩემი სამსახურიდან მართლა ძნელი იყო წინ და უკან მგზავრობა. მანქანით დავდიოდი, მაგრამ მაინც…
თან, ექსპოს უფრო ტევადი პავილიონები აქვს და სტენდებიც უკეთესად განლაგდება… საბოლოო ჯამში, ისევ სტუმრები, დამთვალიერებლები და მყიდველები მოიგებენ. კი არა და, მოვიგებთ :)
ძალიან მიხარია, რომ ასეთი ენთუზიაზმით ელით ფესტივალს :) :) :) გპირდებით, რომ წლევანდელი ფესტივალი დიდხანს და ძალიან კარგ კონტექსტში დაგამახსოვრდებათ :)
მეც ვიყავი ბოლო ფესტივალზე და ძალიან ვისიამოვნე <3 დიდი სიამოვნებით წამოვხიკავდი ენ რაოდენობის წიგნებს,მაგრამ.. :) მხოლოდ რამდენიმე შევიძინე <3 კარცელი ლუქსი მე აღარ დამხვთა და გული დამწყდა :D
ამბობენ, წელს კიდევ უფრო უკეთესი პერფორმანსები იქნებაო…
გილოცავ მოლი ბლუმ:) დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევ თავს.
წიგნის ფესტივალზე კი ყოველ წელს დავდივარ ჩემს მეგობარ ანასთან ერთად. ეს ჩვენი ტრადიციაა:* წელსაც შემოგიერთდებით და იქნებ იქ მაინც მოვძებნოთ ერთმანეთი ჩემი და შენი ბლოგის საერთო მკითხველებმა:)
მადლობა :) მშვენიერი ტრადიცია გქონიათ…
ფესტივალზე იმდენი კარგი რამ იქნება, ბლოგერების ძებნა ვის გაახსენდება :)
აა… მოლი, მაგარია! გილოცავ, უკეთეს კორესპოდენტს ვერც იპოვიდნენ ამ დარგში. ))
აუცილებლად მოვალ და უკვე ვიწყებ დანაზოგის კეთება. :)
პ.ს. იმედი მაქვს თვალს მოგკრავ. :>
@კეთებას
დანქე :)
შენ ისევ მაღლივში დაფრინავ, ბაო?
სულ აიღე ბლოგზე ხელი :(
ჰო, გუშინ წინ დავწერე პოსტი და შენახვისას ვორდმა გაჭედა და წამეშალა, ჰოდა გავბრაზდი და გავფრინდი ისევ. :))
რავიცი, დავწერ მერე.. )) ორშაბათიდან. :>
ამ პროექტს კი ვაკვირდები დიიიდი ინტერესით, წარმატებები. ^^
არგამოქვეყნებული პოსტები ყველაზე საინტერესოა :(
არ გაეშვა წერას, ბაო :( კარგად წერ და გემრიელად. ცოდოა, შენი ბლოგი ასე გქონდეს მიტოვებული :(
დანქე უანს მორ :) პარასკევისთვის ახალი ტექსტი იქნება მაგ პროექტის ფარგლებში და შემოიარე :)
მადლობა. ^^
აუცილებლად შემოვივლი! : ))
D’accord!
რა საინტერესოა, აუცილებლად ვაპირებ შემორბენას.
მიყვარს წიგნები <3
ხომ ვამბობ, ამ ბლოგს ბიბლიოფილები სტუმრობენ მეთქი :)
rogor velodebiii :))) aqedan gavigeb siaxleebs :
მშვენიერია :)
ყოველ პარასკევს წინასაფესტივალო პოსტები, 26 მაისიდან – სპეციალური რეპორტაჟებია.
შემოგვიარე :) ძალიან გაგვახარებ :)
კაია, ყველა ამბავს ერთი ბლოგიდან გავიგებ და თუ რამე კითხვა გამიჩნდება, ვიცი ვისაც უნდა ვკითხო ;-)
ზუსტად ეს მინდოდა :) საფესტივალოდ ბლოგზე ოპერატიულ შტაბს გავხსნი :) ვინ რა ნახა, რა მოეწონა, რა იყიდა, რას ელოდება… შთაბეჭდილებები და ინფორმაცია სხვა მკითხველებსაც გამოადგება :) მერე ერთად შევაჯამოთ :)
შემაჯამებელი პოსტი იქნება ყველაზე საინტერესო :)
თუ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ვგეგმავ, უდაოდ…
იქეთა კვირიდან ვიწყებ საფესტივალო რეჟიმში მუშაობას. ვნახოთ…